IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ტარო
Atm@n
post Jun 2 2015, 03:24 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=vQZ48DOZaWI

თარგმანი წიგნიდან - Tarot Illuminati

0 – The Fool - სულელი

ქაოსის უსაზღვრო შესაძლებლობა

„დასაწყისამდე იყო მხოლოდ იდეა ღმერთის გონებაში, ეს იყო ჩემი ნაბიჯი ამ მსვლელობისა მზის ცენტრისგან გამომავალ გაუკვალავ ბილიკზე. რა მსურდა მე? არაფერი. და ყველაფერი. მე ვარ ცარიელი ფურცელი, რომელიც [სულ] ელის, თუ როდის დაწერენ მასზე, თასი, რომელიც შევსებას ელის. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ჩვენი წარმოშობის სათავეს და იმედი გვაქვს, რომ გასხივოსნება თავად გვიპოვნის. ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიშლება გზა ჩვენს წინ. მე ვდგავარ სამყაროს ყველა შესაძლო გზის ცენტრში, ჯერ საჭიროა თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მიბიძგებს ცხოვრებაში თავზეხელაღებით გადაშვებისკენ, მძირავს სამყაროს საოცრებებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში, და მე სიხარულით ვიღებ ამ ყველა გამოწვევას, რადგან ყველაფერი ეს გამოცდილებაა და იაფად არაფერი გვეძლევა. ვიღაც გეტყვის, რომ სანამ გადახტები უნდა გადაიხედო, მე კი გეუბნები - გააკეთო ნახტომი და არ შეიზღუდო თავი შიშითა და პირობითობით. ნება მომეცი გაჩვენო. ნება მომეცი ხელი ჩაგკიდო. ჩვენ ვდგავართ მოგზაურობის უფსკრულთან, მიზეზთა და შესაძლებლობათა კიდესთან. ნუ შეშინდები, გულში მხოლოდ სიხარული გქონდეს, და გაიცინე, როდესაც იგრძნობ, რომ ფრიალო კლდის ნაპირი ფეხქვეშ გეცლება. ეს მოსახდენია, და შეუძებელია არ მოხდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება თავგადასავალში, გულღია და ალალო სულელო!“

მთარგმნელი: მამუკა გურული

გაგრძელება იქნება...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 2 2015, 03:26 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



clap2.gif l_daisy.gif
შესანიშნავი თემა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 5 2015, 07:57 AM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





0 – The Fool - სულელი
ქაოსის უსაზღვრო შესაძლებლობა

„დასაწყისამდე იყო მხოლოდ იდეა ღმერთის გონებაში, ეს იყო ჩემი ნაბიჯი ამ მსვლელობისა მზის ცენტრისგან გამომავალ გაუკვალავ ბილიკზე. რა მსურდა მე? არაფერი. და ყველაფერი. მე ვარ ცარიელი ფურცელი, რომელიც ელის, თუ როდის დაწერენ მასზე, თასი, რომელიც შევსებას ელის. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ჩვენი წარმოშობის სათავეს და იმედი გვაქვს, რომ გასხივოსნება თავად გვიპოვნის. ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიშლება გზა ჩვენს წინ. მე ვდგავარ სამყაროს ყველა შესაძლო გზის ცენტრში, ჯერ საჭიროა თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მიბიძგებს ცხოვრებაში თავზეხელაღებით გადაშვებისკენ, მძირავს სამყაროს საოცრებებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში, და მე სიხარულით ვიღებ ამ ყველა გამოწვევას, რადგან ყველაფერი ეს გამოცდილებაა და იაფად არაფერი გვეძლევა. ვიღაც გეტყვის, რომ სანამ გადახტები უნდა გადაიხედო, მე კი გეუბნები - გააკეთო ნახტომი და არ შეიზღუდო თავი შიშითა და პირობითობით. ნება მომეცი გაჩვენო. ნება მომეცი ხელი ჩაგკიდო. ჩვენ ვდგავართ მოგზაურობის უფსკრულთან, მიზეზთა და შესაძლებლობათა კიდესთან. ნუ შეშინდები, გულში მხოლოდ სიხარული გქონდეს, და გაიცინე, როდესაც იგრძნობ, რომ ფრიალო კლდის ნაპირი ფეხქვეშ გეცლება. ეს მოსახდენია, და შეუძებელია არ მოხდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება თავგადასავალში, გულღია და ალალო სულელო!“





1 – The Alchemist - ალქიმიკოსი
შთაგონება ტრანსფორმაციისთვის

„რაც დადგენილია ზემოთ, იგივეა დაწესებული ქვემოთ. მატერიალურ და სულიერ სფეროებს პირდაპირი თანაფარდობა გააჩნიათ, და ისინი ერთმანეთის ანარეკლები არიან. მე და შენ ვდგავართ, როგორც დიდი ხეები ამ ორ სფეროს შორის, სვეტები, რომელთა გასწვრივაც გადაჭიმულია თანაფარდობა და ანარეკლი: ჩვენ ვართ ღვთაებრივი ენერგიის ტრანსფორმაციისა და ცვლილებათა არხები; ჩვენში დევს ტყვიის ოქროდ გარდაქმნის ძალა. ამგვარად, ჩვენ ვართ ცვლილებათა ნება და მიმართულება, ჩვენ ვართ ორივე - წამომწყებიც და მისი შედეგიც. მაგრამ შენ უნდა ისწავლო ცვლილების შექმნის ხელოვნება და მეცნიერება. უნდა განაწყო შენი გონება და იცნობდე საშუალებებს, რომლებიც შენს განკარგულებაშია და მიმართულებას, რომლისკენაც მოძრაობა გწადია; ასევე უნდა შეიცნო, თუ რას ნიშნავს განზრახვის ქონა. გახდი ჩემი შეგირდი, ოქროს მაძიებელო, და მე გასწავლი ვარსკვლავთა მოძრაობას ცაში და ბუნებრივ წესრიგს სამყაროში; გაჩვენებ, როგორ აქვს ყველაფერს თავის სისტემა და როგორ ერთიანდება ყველა ეს სისტემა; და გადმოგცემ ალქიმიის საიდუმლოს. სამყარო და მისი ყოველი ნაწილი, რომლისგანაც ხარ შექმნილი, არაა სტატიური ობიექტი, არამედ პროცესებისა და ტრანსმუტაციების დაუსრულებელი სერიაა, ხოლო მე და შენ შეგვიძლია უბრალოდ დავიკავოთ ჩვენი ადგილები ამ მარად-ცვალებად ვარსკვლავებს შორის, როგორც ამ დიადი მისტერიის მემკვიდრეებმა“.

მთარგმნელი: მამუკა გურული


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 10 2015, 04:46 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





2 – The High Priestess - ქურუმი ქალი
დუმილი ფეხმძიმედაა მისტერიებით

„ძველად ბევრს აქვს გავლილი ეს ბილიკი მისტერიებში განდობისთვის ძიებაში. ზოგი ამ გზას გადიოდა საუცხოო სიტყვებით და დიადი საქმეებით, ზოგი ძალით და ცეცხლით, ზოგიც მწველი სურვილით. მათი ნაბიჯები არ იყო დაშვებული მთვარის ტაძრის არც შიგნით და არც შორიახლოს. კარიბჭეზე და ისტორიის მემატიანეებში სამუდამოდაა აღბეჭდილი აქ შესასვლელი ფორმულა: შეიცან თავი. დუმილი ერთადერთი ეტლია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, და ამის მეშვეობით დალიოთ მეხსიერების მდინარიდან. მე ვარ მისტერიების კარიბჭის მცველი, ორაკული შენს შიგნით, რომელიც მუცლით ატარებს შინაგან სიბრძნეს შენი „მე“-ს ყველაზე ბნელ, ყველაზე მდუმარე ნაწილში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადუმებ შენს მე-ს, შეგიძლია დაინახო სამყაროს შეუმჩნეველი ქსელი და მისი მიწისქვეშა მდინარეები; მხოლოდ მაშინ, როდესაც შეწყვეტ ლაპარაკს, შენი გონება ნამდვილად გაიხსნება ცოდნისთვის. და როდესაც იპოვნი მას, დაინახავ, რომ ეს მხოლოდ გახსენების პროცესია. იგი აქაა, დალიე: ესაა წყალი მდინარიდან, რომელსაც ჰქვია მეხსიერება. მოისმინე? მაშ, გაიკმინდე ხმა.“





3 – The Empress – იმპერატორი ქალი
გრძნობად სამყაროში განხორციელებული ვენერა

„განაყოფიერებული სიჩუმიდან და მისტერიიდან ფორმები უნდა გამოვლინდნენ, და მე ვარ ქმნილების კარიბჭე. მე ვბადებ უამრავ რამეს: მე ვარ შემქმნელი ყოველი მომენტისა, რომელიც წარმოშობს ყველა შესაძლებლობას აქტიური ძალით გამოვლინებისკენ. დედამიწა, რომელზეც დავაბიჯებთ, ჩემი სხეულია ისევე, როგორც ჩემი ბავშვი. მისი სილამაზე და საოცრება ჩემი ხელოვნების ნიმუშებია, ჩემი საჩუქარი ყველა დანარჩენი ბავშვისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ისეირნონ ამ სილამაზესა და საოცრებაში. რა აზრი აქვს სიცოცხლეს სილამაზის გარეშე? რა არის იგი, სიყვარულის გარეშე? მე ვარ სიყვარულის დედოფალი, და ესაა ჩემი საომარი ყიჟინა და გულის ფარი. როდესაც უპირობოდ გიყვართ, გულს უხსნით სამყაროს ტკივილებისთვის, მაგრამ ეს გულისტკივილი და დარდიც ჩემი სიყვარულიდან მოდიან. მე ყველა ქმნილებას ვჩუქნი იმდენ სასიცოცხლო ძალას და მგრძნობელობას, რომ მათ შეძლონ ცხოვრებაში ჩაბმა, მის მდიდრულ კალთაში ღრმად ჩაშვება და ყველაფრის განცდა. როგორ შეიძლება, შენი გული ალალი არ იყოს, როდესაც იცი, რომ ტკივილის სათავე ასევე სიყვარულის სათავეცაა? არაფერი იქმნება სირთულეებისა და წვალების გარეშე. შემოქმედებისა და წარმოშობის სიმღერა - ესაა მშობიარე ქალის ყვირილი, შეყვარებულების კივილი შეერთების მომენტში, გამარჯვების ყიჟინა ფინალის დროს. შენ ხარ შემოქმედი და თანა-შემოქმედი ყოველი მომენტისა და ყოველი ნაბიჯისა დედამიწის ზურგზე“.


მთარგმნელი: მამუკა გურული


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 10 2015, 07:01 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atm@n @ Jun 2 2015, 03:24 PM) *
მე ვდგავარ სამყაროს ყველა შესაძლო გზის ცენტრში, ჯერ საჭიროა თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მიბიძგებს ცხოვრებაში თავზეხელაღებით გადაშვებისკენ, მძირავს სამყაროს საოცრებებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში, და მე სიხარულით ვიღებ ამ ყველა გამოწვევას, რადგან ყველაფერი ეს გამოცდილებაა და იაფად არაფერი გვეძლევა. ვიღაც გეტყვის, რომ სანამ გადახტები უნდა გადაიხედო, მე კი გეუბნები - გააკეთო ნახტომი და არ შეიზღუდო თავი შიშითა და პირობითობით. ნება მომეცი გაჩვენო. ნება მომეცი ხელი ჩაგკიდო. ჩვენ ვდგავართ მოგზაურობის უფსკრულთან, მიზეზთა და შესაძლებლობათა კიდესთან. ნუ შეშინდები, გულში მხოლოდ სიხარული გქონდეს, და გაიცინე, როდესაც იგრძნობ, რომ ფრიალო კლდის ნაპირი ფეხქვეშ გეცლება. ეს მოსახდენია, და შეუძებელია არ მოხდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება თავგადასავალში, გულღია და ალალო სულელო!“


საინტერესოა, rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 11 2015, 09:48 AM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





4 – The Emperor – იმპერატორი
თავის ძალაზე დაბრძანებული ვერძი


თავდაპირველად ძალად-მეომარი მახვილით ხელშია, მას სჯერა, რომ ძალა თავად იარაღშია. ბევრი მათგანი, ვინც ინსტრუმენტს იყენებს თავის ცხოვრებაში რაიმეს შესაქმნელად, ფიქრობს, რომ ძალა და უნარი თავად ინსტრუმენტში დევს. მაგრამ როდესაც ვითომ-მეომარი მახვილის ფლობას სწავლობს, იგი ხვდება, რომ ძალა თავად მასშია, და ამიტომ ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ ძალაზე მასში და მის მოქმედებებში დევს. ტახტი, რომელზეც მმართველი ზის, ეძლევა მას როგორც პატივის მიგება თავისი ძალის გამო. არც ბრძანებები, არც კანონები და არც ძალები არ მოდიან ამ ტახტისგან: ისინი მოდიან მმართველისგან, რომელიც მასზე ზის. მრავალი ძალად-მეომარი ცდილობს დაოსტატდეს მახვილისა და ნაჯახის ფლობაში; პირველ რიგში მე მათ ვასწავლი თვითკონტროლსა და დისციპლინას, რადგანაც როგორ შეგიძლიათ იმოქმედოთ პასუხისმგებლობით და საკუთარი ძალის მთელი წონის შეგრძნებით, თუკი ვერ გაგიგიათ - რას ნიშნავს რაიმეს წესრიგში მოყვანა? მე ვარ მეომარი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საკუთარი ძალის ფლობა, გასწავლოს ამ სამყაროში ზუსტად, გაბედულად, მძლავრად და მიზანმიმართულად მოქმედება. მე ვარ ჯავშნოსანი მეფე-მზე, რომელიც არ იბრძვის და არ ეძებს კონფლიქტს. კონფლიქტი ძალის დისბალანსისა და ძალის წყურვილის დემონსტრაციას ახდენს. ძალა არასოდეს არაა მიზანი, არამედ საშუალებაა თქვენში, რომელსაც მიიღებთ, თუკი სწორი წარმოდგენა გექნებათ წესრიგსა და პასუხისმგებლობაზე.



5 – The Hierophant – იეროფანტი
სულიერი ტრადიციები


„ათასწლეულმა ჩაიარა და მრავალი ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე მოვიდა და წავიდა. თავის ადგილზე მათ დატოვეს ისტორია და ამ ისტორიაში დატოვეს სიბრძნის საგანძური, გამოცდილება, ცოდნა და სწავლებები. ისინი მომდინარეობენ წარსული სიბრძნისა და ცოდნის ამ კოლექტიური საუნჯისგან, და ყველაზე ეფექტური გზა ამ ტრადიციების შესწავლისთვის და წვდომისთვის - ესაა ორგანიზაციები და ინსტიტუტები. მათი თავდაპირველი მიზანი იყო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას ტრადიციებისა და მასში არსებული სიბრძნის შენარჩუნებისთვის. როდესაც ჩემს ტაძარში შემოდიხარ, ჭეშმარიტების მაძიებელო, შენ ფეხს ადგამ იმ მდიდარ ტრადიციაზე, რომელსაც იგი ეყრდნობა; როდესაც ცოდნას ეძებ ჩემთან, ასევე იკავებ შენს კანონიერ ადგილს ცოდნას მოწყურებულ მსახურთა და ნეოფიტთა გრძელ რიგში. მე ვარ მაცნე ამ დიადი და კეთილშობილი ცოდნისა, რომელსაც მილიონები ეძებენ, და რომელიც ეხსნებათ მათ იეროფანტის მანტიით მოსილი წმინდა საიდუმლოთა დამცველების მეშვეობით. მე შემიძლია გაჩვენო მისტერიები, და გადმოგცე ცოდნის კართა გასაღებები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მასწავლებლისგან ტრადიციული სიბრძნის მიღება აუცილებელი ნაბიჯია ცოდნის ნებისმიერ ჭეშმარიტ გზაზე.

მთარგმნელი: მამუკა გურული


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 22 2015, 10:14 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





6 – The Lovers – შეყვარებულები
კვლავ შეერთების მწველი სურვილი

„ყოველი მამაკაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია: ჩვენ, და სამყარო ყველანი ერთი მასალისგან ვართ შექმნილნი. როდესაც ვიქმნებით, ჩვენში უკვე დევს ღვთაებრიობის ნაპერწკალი, ვარსკვლავი ჩვენს სხეულებში პირდაპირი ანარეკლია ყველა სხვა ვარსკვლავისა დედამიწის სხვა არსებებში. ჩვენ ვერთიანდებით ჯგუფებად, რათა ნიმუშები შევქმნათ ცაში. ჩვენ ვმოძრაობთ ცაში და ორბიტები გაგვაჩნია, და ზოგიერთი ჩვენგანი ეჯახება ერთმანეთს, ზოგი კი ერთიანდება მშვენიერ თანავარსკვლავედებად. მაგრამ ჩვენ ყველანი ვარსკვლავი-ბავშვები ვართ, და-ძმანი ერთი ცის ქვეშ, და ყველანი ვეძებთ კვლავ-შეერთებას ჩვენს პირველ-მიზეზთან. ვარსკვლავები ჩვენში ჰყვებიან თავიანთ წყაროზე, და ჩვენ გვწყურია მასთან დაბრუნება. მოგზაურობა ხანგრძლივია, მაგრამ ჩვენ ვპოულობთ სხვა პიროვნებას, ვარსკვლავს, რომელიც ყველაზე ახლობელია და ყველაზე მეტად გვიზიდავს, და მასში ვხედავთ სიცოცხლის წყაროს, ის კი - ჩვენში. ჩვენ ვუერთდებით მას, მწველი სურვილით, ვნებით და ჟინით, და მისი მეშვეობით დასრულებულნი და მთლიანნი ვხდებით. ეს სიყვარულია: ადამიანის სხეულებში მოქცეული ორი ვარსკვლავის შერწყმა, გამოხატული მათ შორის დამაკავშირებელი ხიდით. მაშ, არ დაწყევლო ხიდი, შეყვარებულო, არ დაიტირო ის სივრცე, რომელიც კვლავ გაერთიანებისთვის უნდა გადალახო, სწორედ ამ ხიდის წყალობითაა, რომ მონატრება და სიყვარული შეგიძლია საერთოდ.“




--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Mar 29 2018, 11:00 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ მგონი დავწერე კიდეც ამას წინათ სრომელიღაც თემაში, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მასვენებს:
ამ ზაფხულს რამდენიმე მეგობარს ტარო გაგვიშალეს, იმათ ერთი ერთში აუხდათ ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში რაც მოხდა ის მაფიქრებს ზუსტად: მოკლედ იმ დღემდე, ანუ კარტის გაშლის მომენტამდე აბსოლიტურად ყველაფერი ზუსტად მითხრა, იმათ დაახლოვებით ნახევარი საათი ელაპარაკა თითოს, მე ალბატ სამი საათი თან არ ჩერდებოდა. ყველადერი დეტალურად დამილაგა, კარმული რაღაცაები რაც მაწუხებდა ისიც კი დეტალურად მითხრა, ჩემი სიზმრები რომლებსაც პერიოდულად ვხედავ იმაზეც კი პასუხი გამცა. სამი საათის მერე რომ გამოვფიოფი გამაჩერა და კიდევ გაქვს კითხვა დარჩენილი ვგრძნობო და ერთი ნახევარი საათი მერე ვილაპარაკეთ. და რა მაფიქრებს, რაც მომავლის პონტში მითხრა,ანუ ტაროს გაშლის მომენტის შემდგიმ პერიოდზე ვამბობ, ზუსტად შემდეგი დღიდან, ყველაფერი უკუღმა ამიხდა. ოღონდ კატასტროფულად უკუღმა. ერთი მაგალითად: ჯანმრთლელობის პრობლემას ვერ ვხედავო, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეაო. ზუსტად ერთ თვეში გავიკეთე სასწაროფო ოპერაცია ნაწლავზე, 7 დღე მართვითი სუნთქვის აპარატზე ვიყავი და მართლა ძვლივს შეძლეს ჩემი გადარჩენა ექიმებმა..
ვიცი რომ ტარო არ იტყუება, საერთოდ მკითხაობის არ მჯერა, ადრე ვერთობოდით ხოლმე მე და ჩემი დაქალი, სადმე თუ გავიგებდით მივიდოდით, იმას ყველაფერს ეტყოდნენ და ჩემზე თხზავდნენ ზღაპრებს, მაგრამ ტარო ხომ ეგეთი იაფფასიანი მკითხაობა არაა, ამიტომაც წავედი და იმის მერე სულ ვფიქრობ ასე რატომ მეკაიფა თქო.


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 30 2018, 06:26 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ელი ტაროც მკითხაობაა, განსხვავებული მაგრამ მკითხაობაა.
ერთი პერიოდი მეც დამაინტერესა ტარომ, მაინტერესებდა მესწავლა, მაგრამ არა, არ მინდა, მკითხაობაა. ყოველგვარი მკითხაობა არასწორია ჩვენთვის. მკითხავი პროგრამისტია, რომელიც აპროგრამებს ჩვენს მომავალს, არა, არმინდა სხვისი დაპროგრამებული მომავალი. შეიძლება ის ვთქვათ, რომ დავუშვათ ტარო შენს თავს გაუშალო და შენს თავს უმკითხაო.... მაგრამ აქ ისევ მოქმედებს შემთხვევითობის კანონი, შეიძლება კარტებმა თვითონ დაგაპროგრამონ.
ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერის გამოა, რასაც მოისმენს ქვეცნობიერი ისაა ჩვენი ცხოვრება.

ახლა იმ მკითხავმა რომ ასე გითხრა და პირიქით აგიხდა, მანდაც რაღაც მოხდა, შენმა ქვეცნობიერმა ასე მიიღო...
როცა ადამიანს ეუბნები ჯანმრთელობის პრობლემა არ იქნებაო, ეს არის პროგრამა,–ჯანმრთელობის პრობლემაზე. როცა ეტყვი იგივეს სხვა სიტყვებით, შენ გახარებული ჯანმრთელი და ბედნიერი ხარო, ესაა საწინააღმდეგო პროგრამა.

ახლა იმ მკითხავს კი არ უნდოდა შენი დაპროგრამება შენს ცუდზე, არა!!! უბრალოდ ეგ მაგათი ასე ვთქვათ ეგოიზმია(არვიცი რა ვუწოდო, ეს ადამიანის მეა, როცა უნდა რომ რაღაც გასწავლოს, გიმკითხაოს.)

ჩვენი ცხოვრების საკითხებში ჯობია ნურავინ ჩაერევა, ჩემზე კარგად არავინ იცის რა მინდა მე, ჩემზე კარგად არავინ იცის რა პროგრამა უნდა ჩავუდო ჩემს ქვეცნობიერს.


თითოეულმა ადამიანმა თვითონ თავის წარმოსახვაში დააპროგრამოს თავისი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Mar 30 2018, 08:42 AM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
კი ეს კი მივხვდი, რომ არასდროს აღარ უნდა ვამკითხავებინო. მე ასეთი არაფერი გამიგია, ასე საწინააღმდეგოდ და კატასტროფულად საწინააღმდეგოდ


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 30 2018, 06:36 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
შეეცადე აღარ იფიქრო ამ ყველაფერზე, რადგან ჯობია დატოვო უკან ეს ყველაფერი.
ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის წინ უნდა ვიყუროთ. არასოდეს არ მოვიხედოთ უკან.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Mar 30 2018, 11:22 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ბედისწერა სორია, ზოგისთვის ჩახლართული. ტარო გეუბნება მაგრამ თუ სრულად არ მოუსმენ შეცდომაში შეგიყვანს. შენ შემთხვევაში, შეიძლება შენში იყო გარკვეული დონის იმპულსები საწინააღმდეგოდ ან შემდეგ განვითარდა რაღაც მომენტში ისე, რომ გამოვიდა საწინააღმდეგო. ნუ არ ვიცი ახლა ვინ გაგიშალათ და როგორ, მაგრამ ტარო მკითხაობაზე მეტია. earth ტაროთი არათუ მკითხაობ, არამედ ამყარებ კავშირს. ტაროს შენ არ კითხულობ, ტარო გიყვება, ისევე როგორც სკანერის ქვეშ ჩანს ყველაფერი ან არ ჩანს. ეს დამოკიდებულია ამ სკანერზე და იმაზე თუ რა მეთოდს იყენებს ის. იგივენაირად არის ტაროც. ბევრი რამეზეა დამოკიდებული შენ რას მოგიყვება ტარო. ტარო არ არის მკითხაობა! მას იმდენად ძლიეერი კავშირის დამყარება შეუძლია, რომ შეიძლება ადამიანის მტთელი ენერგეტიკული სხეული მასზე გადმოიტანო ან გაშლის დროს დაშავდე კიდეც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 31 2018, 07:11 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
QUOTE(tty @ 31st March 2018 - 12:22 AM) *
earth ტაროთი არათუ მკითხაობ, არამედ ამყარებ კავშირს. ტაროს შენ არ კითხულობ, ტარო გიყვება, ისევე როგორც სკანერის ქვეშ ჩანს ყველაფერი ან არ ჩანს. ეს დამოკიდებულია ამ სკანერზე და იმაზე თუ რა მეთოდს იყენებს ის. იგივენაირად არის ტაროც. ბევრი რამეზეა დამოკიდებული შენ რას მოგიყვება ტარო. ტარო არ არის მკითხაობა! მას იმდენად ძლიეერი კავშირის დამყარება შეუძლია, რომ შეიძლება ადამიანის მტთელი ენერგეტიკული სხეული მასზე გადმოიტანო ან გაშლის დროს დაშავდე კიდეც.

ე.ი. ჯობია არ გავეხლართოთ მის მარწუხებში.
განა რას ვეძებთ ამ ქვეყნად, რას ვკითხულობთ, რისთვის ვიბრძვით, განა არსებობს შეკითხვა, რომლის პასუხიც თვითონ ჩვენში არაა? ყველა შეკითხვას ჩვენს შეკითხვას, ჩვენი შინაგანი უპასუხებს, თუ მას წრფელი გულით შეეკითხები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
torcki
post Jun 22 2018, 03:15 PM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 54
Joined: 24-June 11
Member No.: 6,496

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საქრთველოში არის ვინმე პროფესიონალი ტაროლოგი ისე რომ ხან ერთს არ ამბობდეს და ხან მეორეს? მჭირდება მართლა ვინმე ვინც გამიშლის
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Jun 27 2018, 09:58 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტაროლოგის განხრით არა მაგრამ არიან ტაროთი რო მკითხაობენ, ნუ რასაც შენ ეძებ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
torcki
post Jun 29 2018, 08:03 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 54
Joined: 24-June 11
Member No.: 6,496

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(jarmen @ Jun 27 2018, 09:58 PM) *
ტაროლოგის განხრით არა მაგრამ არიან ტაროთი რო მკითხაობენ, ნუ რასაც შენ ეძებ...


ვინ შEგიძლიათ რომ მირჩიოთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:55 AM