IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> აინუ
Lashapoli
post Jul 21 2011, 03:20 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აინუ (アイヌ) (აინუ ქართულად "ადამიანს" ნიშნავს) არის იაპონიის და რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი. ისტორიულად ისინი ლაპარაკობენ აინუს ენაზე და მის დიალექტებზე. აინები კუნძულებზე 13 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ. მ ხალხის კულტურა განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა, თუმცა შემდგომში მათმა კულტურამ უკანა საფეხურზე დაიწია, რისი მიზეზიც გაუგებარია.
აინუების ერთ-ერთ ლეგენდის თანახმად (ლეგენდებს უწოდებენ იუკარ უპოპოს. Yukar Upopo (Ainu legends)) : “აინუები ცხოვრობდნენ ამ ადგილას მრავალი ათასი წლით ადრე სანამ მზის ხალხი მოვიდა.”
აინუს ეთნიკური ჯგუფი ანთროპოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მეზობლებისაგან – იაპონლების, ნივხების (გილიაკების) და ტუნგუსებისაგან. ნავარაუდებია, რომ მათი წარმოშობა უკავშირდება კავკასიურ რასას, ხოლო ზოგიერთი მკველავრი ვარაუდობს რომ აინუები იმ პრეისტორიული ხალხის შთამომავალია, რომელთაგანაც ასევე წარმოიშვა ავტრალიის მკვიდრი მოსახლეობა. თუმცა ჯერჯერობით არაა ზუსტად ცნობილი რომელი მოსაზრებაა მრავალთაგან მართალი რადგან აინუების მკვეთრი კავშირი რომელიმე ხალხთან არ გამოკვეთილა, ამასთან მათ აქვთ საკუთარი სხვებისაგან განსხვავებული კულტურა, ენა და რელიგია.

ჩვ. წ. აღ IV-I საუკუნეებში აინების მიწაზე შეიჭრნენ მონღოლოიდური ტომები და კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლდნენ. სწორედ აქ იწყება იაპონელთა, როგორც ერის, წარმოშობის ისტორია.შემდგომში, აინებს ისეთივე ბედი ხვდათ წილად, როგორიც ინდიელებს ჩრდილოეთ ამერიკაში. XVII საუკუნის დასაწყისში, განხორციელდა მათი დაუნდობელი გენოციდი, იძულებითი ასიმილაცია და მალე იაპონიის ნაციონალურ უმცირესობად იქცნენ. მათი ენა კანონგარაშედ გამოაცხადა და აუკრძალა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული მიწების გარდა სხვაგან მიწათმოქმედება. ამის შედეგად მრავალი აინუ მალავდა საკუთარ წარმომავლობას და შეუძლებელია მათი ზუსტი რიცხოვნობის გაგება, ამასთან, უმრავლესობა, 80-90% არაა წმინდა წარმომავლობის აინუ, რაც გამოწვეული იქნა ასიმილაციით.


აინუები ტრადიციულად ანიმისტები არიან, სჯერათ რომ ყველაფერს ბუნებაში აქვს კამუი (სული ან ღმერთი) შიგნით. არსებობს კამუის კლასიფიკაციაც:
ყველაზე მნიშვნელოვანია დიადი მიწის (ცეცხლის), შემდეგ მთის კამუი (ცხოველების) და შემდეგ ოკეანის კამუი (წლის ბინადრების) და ბოლოს ყველა დანარჩენი. ასევე მათ გააჩნიათ მდიდარი მითოლოგია(რუსულად ვნახე რაღაც, რაღაცები და მერე ვთარგმნი და მაგასაც დავდებ) და მხატვრული ტრადიციები, სიმღერები, ლექსები, პოემები.
რაც შეეხება ენას, ამჟამად აინუების ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ნავარაუდებია ასამდე. ენა გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება და მათი სწავლება მცოდნეთა სიმცირის გამო შეზღუდულია, ამასთან სწავლება ძირითადად ეფუძნება ისტორიულ კვლევებს.
აინუების ენა მკვეთრად განსხვავდება იაპონურისაგან. სინტაქსი, ფონოლოგია, მორფოლოგია და ლექსიკური შემადგენლობა. იყო მცდელობა რომ ეჩვენებინათ იაპონურთან მსგავსება, მაგრამ მსგავსება რომელიც აღმოჩენილი იქნა არის ხალხთა მეზობლობის და ნასესხები სიტყვების შედეგი. აინუების ენის რომელიმე ენათა ჯგუფში მოქცევა ვერ ხერხდება, მას არ აქვს მონათესავე ენები.
აინუების ენაში ‘წინდებულები,’ დგას იმ სიტყვის შემდეგ, რომელსაც ცვლიან. (ქართული ენის მსგავსად: -დან, -ში, -ით…)

აინუებმა ოფიციალური აღიარება მოიპოვეს 2008 წლის 6 ივნისს. იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის ძალისხმევით აინუები სცნეს როგორც იაპონიის მკვიდრი მოსახლეობა. როზოლუციის მიხედვით აინუები არიან “მკვიდრი ხალხი, განსხვავებული ენით, რელიგიითაა და კულტურით.”
რეზოლუცია აუქმებს 1899 წელს მიღებულ კანონონს. 1899 წელს იაპონიის მთავრობამ აინუები გამოაცხადა ყოფილ აბორიგენებად – იმ იდეით რომ მათი ასიმილირება მოხდებოდა. შედეგად, აინუების კულტურა, ენა და რელიგია თითქმის შთანთქა იაპონურმა.
http://s61.radikal.ru/i174/1107/27/7f859adb62a1.jpg
http://s011.radikal.ru/i318/1107/8b/e8f59ff764f2.jpg
http://s008.radikal.ru/i303/1107/18/eca27ed2d2f7.jpg



იმედია ძალიან დიდი არ გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იყო. ისე მე პირადად მათმა გარეგნობამ ძალიან ესევთქვათ მომნუსხა smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Lashapoli   აინუ   Jul 21 2011, 03:20 AM
Lashapoli   რამოდენიმე სურათი ...   Jul 21 2011, 03:26 AM
Lashapoli   ისე დაუკვირით, მამ...   Jul 21 2011, 04:54 PM
mata   ძაან საინტერესო ხა...   Jul 21 2011, 06:52 PM
zura2   მეც გამიგია ესენი ...   Jul 21 2011, 08:58 PM
kate   Lashapoli შენ კიდევ რა კ...   Jul 23 2011, 12:00 AM
Lashapoli   [b]Lashapoli შენ კიდევ რა ...   Jul 23 2011, 01:48 AM
Lashapoli   მეც სრულიად შემთხვ...   Jul 23 2011, 01:53 AM
ანა   მწირია ინფორმაცია....   Nov 11 2011, 12:11 AM
ანა   http://www.japan.ge/?p=1162 აქ უფრო ...   Nov 11 2011, 12:13 AM
Lashapoli   არხსნის ცემთან, კუ...   Nov 11 2011, 12:17 AM
ანა   კულტურა: აინუ კაცი ...   Nov 11 2011, 12:35 AM
ანა   რელიგია: აინუები ტ...   Nov 11 2011, 12:43 AM
Lashapoli   ყველა ხალხებს პატი...   Nov 11 2011, 01:19 AM
stalker   გამოკვლევის რა გით...   Nov 24 2011, 07:13 PM
ანა   Lashapoli მე ქართველ ხალ...   Nov 11 2011, 01:23 AM
Lashapoli   აინუზე პატარა თემა...   Nov 11 2011, 01:32 AM
ანა   Lashapoli მაპატიე, გავაო...   Nov 11 2011, 02:16 AM
tikoroma   Lashapoli რ. ერისთავის წი...   Nov 20 2011, 10:43 PM
ანა   tikoroma შენ ის წიგნი უნ...   Nov 20 2011, 10:57 PM
Lashapoli   tikoroma შენ ის წიგნი უნ...   Nov 21 2011, 04:14 AM
natuka   ტუტანხამონი კავკა...   Nov 21 2011, 10:09 AM
ანა   Lashapoli natuka ორ სხვადას...   Nov 21 2011, 11:17 AM
tikoroma   Solex-Mal, or Solar Tongue, is the Mother of all l...   May 5 2013, 09:22 PM
tikoroma   მზის ენა იყო როგორ...   May 5 2013, 09:35 PM
narilla   მზის ენა იყო როგორ...   May 7 2013, 10:53 AM
tikoroma   სხვადასხვა სტატია...   May 7 2013, 11:29 AM
tikoroma   ისე მაგ ლინკზე ბიბ...   May 7 2013, 03:35 PM
narilla   ისე მაგ ლინკზე ბიბ...   May 7 2013, 05:26 PM
tikoroma   2005 წელს ტოკიოში მცხ...   May 28 2015, 02:30 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:22 AM