Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ამჟამინდელი მდგომარეობა

Posted by: Sad Moon Aug 17 2021, 07:15 AM

სალამი. ილია 2 ამბობს ღმერთი ვარო, შიმშილთან ერთად კოვიდით მილიონობით ადამიანი იღუპება, თალიბანი ავღანეთის სათავაშე ჩადგა და საქართველოს მოსახლეობის დაქნეული 50% იმას იძახის რა მაგარია თალიბანის კანონებიო, რუსეთი ნელ-ნელა საზღვრებს ამაგრებს და წევს ყველაფერთან ერთად საქართველომ(სუს-მა) ბელორუსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი , კვირაში ერთხელ მაინც სადღაც ბუნებრივი (ეკოლოგიური) კატასტროფა ხდება, სულიერება 0 მდეა დასული (თუ დარტყმულ ფანატიკოსებს არ ჩავთვლით). მაგია, ეზოთერიკა იმას მოიცავს რომ სულიერ განვითარებაასთან ერთად ადამიანმა სამყაროსთან ჰარმონიული "ურთიერთობა" ისწავლოს, ხოდა რომელ სულიერებაზე ჰარმონიაზე და განვითარებაზეა საუბარი. ყველა მხრივ ყოფა გვაქვს ნატირები. ხოდა ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება რამე გვეშველოს?

Posted by: chemikerin Aug 17 2021, 11:08 AM

რაც დრო გავა უფრო და უფრო აირევა სიტუაცია.. არ უჩანს კარგი პირი დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებს..

Posted by: Eckstein Aug 17 2021, 12:19 PM

QUOTE(Sad Moon @ Aug 17 2021, 07:15 AM) *
სალამი. ილია 2 ამბობს ღმერთი ვარო, შიმშილთან ერთად კოვიდით მილიონობით ადამიანი იღუპება, თალიბანი ავღანეთის სათავაშე ჩადგა და საქართველოს მოსახლეობის დაქნეული 50% იმას იძახის რა მაგარია თალიბანის კანონებიო, რუსეთი ნელ-ნელა საზღვრებს ამაგრებს და წევს ყველაფერთან ერთად საქართველომ(სუს-მა) ბელორუსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი , კვირაში ერთხელ მაინც სადღაც ბუნებრივი (ეკოლოგიური) კატასტროფა ხდება, სულიერება 0 მდეა დასული (თუ დარტყმულ ფანატიკოსებს არ ჩავთვლით). მაგია, ეზოთერიკა იმას მოიცავს რომ სულიერ განვითარებაასთან ერთად ადამიანმა სამყაროსთან ჰარმონიული "ურთიერთობა" ისწავლოს, ხოდა რომელ სულიერებაზე ჰარმონიაზე და განვითარებაზეა საუბარი. ყველა მხრივ ყოფა გვაქვს ნატირები. ხოდა ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება რამე გვეშველოს?



რაც დრო გავა მით უფრო შეუძლებელი იქნება ადამიანებისთვის ქრისტეს და მიქაელის დახმარების გარეშე არსებულ რეალობასთან გამკლავება. ამიტომაც ადამიანმა გარდა იმისა, რომ სოციალურადაც იზრუნოს თავის და სხვების გადარჩენაზე, მთელი ძალები უნდა ჩადოს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს მიქაელსა და ქრისტეს.

Posted by: Eckstein Aug 17 2021, 12:22 PM

ნებისმიერი სახის ბოროტება რაც არსებობს, მიუხედავად მათ შორის რადიკალური განსხვავებებისა, იმით ერთიანდებიან, რომ ყველა ისინი ქრისტეს წინააღდეგნი არიან, რადგან სწორედ მას შეუძლია ნებისმიერი სახის ბოროტებას გაუმკლავდეს, და ასევე იმ ადამიანსაც ვინც ქრისტესთან იქნება.

ქრისტეს და მიქაელს დღეს ორი გზით უკავშირდება ადამიანი, ესაა აზროვნების განსულიერება და მეორეა გოლგოთას მისტერიის შემეცნება. ამ ორივეს შესაძლებლობას იძლევა სახარება და ანთროპოსოფია, და ზოგადად ჭეშმარიტი ეზოთერული ქრისტიანობა.

Posted by: Sad Moon Aug 17 2021, 10:37 PM

QUOTE(chemikerin @ Aug 17 2021, 11:08 AM) *
რაც დრო გავა უფრო და უფრო აირევა სიტუაცია.. არ უჩანს კარგი პირი დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებს..

მაგას ვფიქრობ მეც.. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ყველანაირად.. და უკან უკან მივდივართ

Posted by: Sad Moon Aug 17 2021, 10:38 PM

QUOTE(Eckstein @ Aug 17 2021, 12:22 PM) *
ნებისმიერი სახის ბოროტება რაც არსებობს, მიუხედავად მათ შორის რადიკალური განსხვავებებისა, იმით ერთიანდებიან, რომ ყველა ისინი ქრისტეს წინააღდეგნი არიან, რადგან სწორედ მას შეუძლია ნებისმიერი სახის ბოროტებას გაუმკლავდეს, და ასევე იმ ადამიანსაც ვინც ქრისტესთან იქნება.

ქრისტეს და მიქაელს დღეს ორი გზით უკავშირდება ადამიანი, ესაა აზროვნების განსულიერება და მეორეა გოლგოთას მისტერიის შემეცნება. ამ ორივეს შესაძლებლობას იძლევა სახარება და ანთროპოსოფია, და ზოგადად ჭეშმარიტი ეზოთერული ქრისტიანობა.


მოდი ახლა იმას ნუ იტყვი რომ მხოლოდ ქრისტიანები გადარჩებიან და იი ხსნა ქრისტიანობაშია.. ღმერთად რო აცხადებენ თავს ეგ ხსნა კიარა უკუნითი სიბნელეა.

Posted by: Eckstein Aug 18 2021, 12:40 AM

QUOTE(Sad Moon @ Aug 17 2021, 10:38 PM) *
მოდი ახლა იმას ნუ იტყვი რომ მხოლოდ ქრისტიანები გადარჩებიან და იი ხსნა ქრისტიანობაშია.. ღმერთად რო აცხადებენ თავს ეგ ხსნა კიარა უკუნითი სიბნელეა.


ღმერთად ვინ აცხადებს თავს?

Posted by: brevalo Aug 18 2021, 03:43 AM

კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.

Posted by: Sad Moon Aug 18 2021, 09:26 AM

QUOTE(Eckstein @ Aug 18 2021, 12:40 AM) *
ღმერთად ვინ აცხადებს თავს?

Posted by: Sad Moon Aug 18 2021, 09:28 AM

ვერ ვტვირთავ სამწუხაროდ ფოტოს, დეკანოზი ბასილი გაიძახის პატრიარქი უფალმა ღმერთად დაადგინაო.

Posted by: Sad Moon Aug 18 2021, 09:29 AM

QUOTE(brevalo @ Aug 18 2021, 03:43 AM) *
კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.

არ ვამბობ იმას რომ ადამიანი სულ დალხენილი და ბედნიერი უნდა იყოს , უბრალოდ ცოტაც და სამყარო თავზე დაგვემხობა..

Posted by: Eckstein Aug 18 2021, 10:55 AM

ქრისტიანობაში მე ეზოთერულ ქრისტიანობას ვგულისხმობ და არა მართლმადიდებლობას ან კათოლიციზმს. ეზოთერული ქრისტიანობა თავის თავში მთელ მსოფლიო სიბრძნეს მოიცავს, მათ შორის სხვა რელიგიებსაც და თავისუფალი შემეცნების შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. მოკლედ ეკლესიურ ქრისტიანობაზე საერთოდ არ მქონდა ლაპარაკი.

Posted by: Eckstein Aug 18 2021, 10:57 AM

brevalo - გეთანხმები. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. კაცობრიობის გამოფხიზლებისათვის და მობილიზებისათვის ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით.

Posted by: toresi9 Aug 18 2021, 01:14 PM

ყველაფერი ისე მიდის რომ ძველმა წესრიგმა ამოწურა თავი და განახლებაა საჭირო ეს განახლება რომ მოხდეს კიდევ
ამისათვის საჭიროა მოკვდეს ჯერ ძველი რადგანაც გზა გაეხსნას რაღაც ახალს და უკეთესს .

Posted by: toresi9 Aug 18 2021, 01:15 PM

QUOTE(Sad Moon @ Aug 17 2021, 10:38 PM) *
მოდი ახლა იმას ნუ იტყვი რომ მხოლოდ ქრისტიანები გადარჩებიან და იი ხსნა ქრისტიანობაშია.. ღმერთად რო აცხადებენ თავს ეგ ხსნა კიარა უკუნითი სიბნელეა.

ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა არა რომელიმე რელიგიაში არამედ თავად ჩვენშია იმედია როდისმე ამას შევიგნებთ ადამიანები .

Posted by: Eckstein Aug 18 2021, 01:38 PM

QUOTE(toresi9 @ Aug 18 2021, 01:15 PM) *
ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა არა რომელიმე რელიგიაში არამედ თავად ჩვენშია იმედია როდისმე ამას შევიგნებთ ადამიანები .


თავად ჩვენშია, მართალია, ამას თავად ქრისტე გვეუბნება:

20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;

21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.

და ასევე:

34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?

მაგრამ ქრისტე ამასაც გვეუბნება:

4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.

5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.

Posted by: toresi9 Aug 18 2021, 02:21 PM

QUOTE(Eckstein @ Aug 18 2021, 01:38 PM) *
თავად ჩვენშია, მართალია, ამას თავად ქრისტე გვეუბნება:

20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;

21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.

და ასევე:

34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?

მაგრამ ქრისტე ამასაც გვეუბნება:

4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.

5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.

საბოლოო ჯამში ყველა სწავლების და რელიგიის დედა აზრი ეგაა რომ თავად ჩვენშია ყველაფერი და ყოველივე პირველ რიგში კი ღმერთი
ქრისტესაც თუ კარგად დავაკვირდებით რეალურად სულ მაგას მოუწოდებდა თქვენში ეძებეთო სასუფეველიო თავად თქვენშიაო
თქენს გულებში ჩაიხედეთო გარეთ კი ნუ იხედებითო მაგრამ კაცობრიობამ ყველგან და ყველაერში ჩაიხედა და გაიხედა გარდა საკუთარი გულებისა
წყალობა მსურს და არა მსხვერპლიო ეს ვერ შევიგნეთ გარე ღმერთის კულტები შევქმენით რომელიც ჭეშმარიტად ყველაზე ახლოს თავად ჩვენში
ჩვენს გულებში იყო არის და იქნება ქრისტე რომ ამბობს დარჩით ჩემშიო რას ნიშნავს ეს დარჩენა თუ არა იმას რომ ადამიანი საკუთრ შინაგან ხმაში დარჩე მას მოუსმინინო ჯვარცმაც და აღდგომაც თვად ჩენშივე ხდება თავად ვაცვით ჯვარს საკუთარი შინაგანი ხმა მადიბო შიშების ეჭვებისა და სიძულვილის გამო და საერთოდ დაკვირვებული ვარ ადამიანი პრაგმატულ და ლოგიკურ აზროვნებას მიენდობა ხომე და არა საკუთრ შინაგან გულის ხმას თითქოს გონებისგან ნაკარნახევი უფრო ადვილი და მოკლე იყოს მაგრამ პირიქით აღმოჩნდება ხომე ის გზა რომელიც გონებით ყველაზე მოკლე მოსჩანს ყველაზე გრძლად გადაიქცევა ხომ და გულისგან ნაკარნახევი კი რომლისკენ წასასვლელადაც გამბედაობა არ გვეყო ათსი უაზრო ასოციაციისა გამო ყველაზე მოკლე და ჭეშმარიტი გზა აღმოჩნდება ხომე .

Posted by: Sad Moon Aug 19 2021, 12:58 AM

არანაირად არ გედავები მაგაში რომ ღმერთი ჩვენშია და ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე შეიძლება "ხსნა" ვიპოვოთ, უბრალოდ ისე ხისტად გაავლე ხაზი ქრისტეს რომ ნამდვილად მეგონა ქრისტიანობის ქომაგი იყავი 😅🤣.

Posted by: ano Aug 19 2021, 02:05 PM

ილია მეორეს რაც შეეხება.
https://youtu.be/8h5bmTz5DvE
ეს ვიდეო ქართულადაა, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და საქართველოდან პოლიტიკოსები და სულიერი ლიდერები იკრიბებიან, მათი მიზანი არის გლობალიზაცია, ახალი მსოფლიო წესრიგი,

https://youtu.be/8CPzd1m_114
ამ ვიდეოში ილია საუბრობს ეკუმენიზმზე, ანუ დედააზრი მსოფლიო რელიგიების გაერთიანება.

მოკლედ რომ ვთქვა, რაც წერია ბიბლიის იოანეს გამოცხადებაში, იგივე აპოკალიფსში, ყველაფერს ასრულებენ.

Posted by: ano Aug 19 2021, 02:07 PM

ციტატა(brevalo @ Aug 18 2021, 04:43 AM) *
კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.


გეთანხმები

Posted by: Eckstein Aug 19 2021, 02:20 PM

QUOTE(Sad Moon @ Aug 19 2021, 12:58 AM) *
არანაირად არ გედავები მაგაში რომ ღმერთი ჩვენშია და ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე შეიძლება "ხსნა" ვიპოვოთ, უბრალოდ ისე ხისტად გაავლე ხაზი ქრისტეს რომ ნამდვილად მეგონა ქრისტიანობის ქომაგი იყავი 😅🤣.


ქრისტიანობის მიმდევარი ნამდვილად ვარ, ასევე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტიანობაშია ის სულიერი ძალები, რომლებითაც ადამიანს შეუძლია დღევანდელ ბოროტებას გაუმკლავდეს. უბრალოდ მე ქრისტიანობაში ეზოთერულ ქრისტიანობას ვგულისხმობ. ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ ეზოთერული ქრისტიანობაა (ოღონდ რეალური ეზოთერული ქრისტიანობა და არა ნიუ ეიჯ მარაზმი). ყველა სხვა რელიგიას საკუთარი სულიერი მიესია ჰქონდა და გარკვეულწილად დღესაც აქვს, მაგრამ თითოეული რელიგია კონკრეტული დროისთვის იყო მოცემული კონკრეტული ჯგუფის ადამიანებისთვის. მხოლოდ ქრისტიანობაა ის სულიერების წყარო, რომელიც კაცობრიობის ევოლუციას სამუდამოდ გაჰყვება, რადგან თავად რელიგიების წყარო მოვიდა დედამიწაზე, სამყაროს შემოქმედი სამების მეორე ჰიპოსტასი. გოლგოთას მისტერია კაცობრიობის ევოლუციის ცენტრალური მოვლენაა. მე არ გეუბნებით, რომ მე დამიჯეროთ, ქრისტეს დაიჯერეთ, წაიკითხეთ იონაეს სახარება, იქ პირველი თავში არის მოწმობა, რომ ქრისტეს სახით თავად სამყაროს შემოქმედი განსხეულდა დედამიწაზე. ასევე მნიშვნელოვანია სახარებაში მოცემული: 5 სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.

მამა ღმერთის მოწოდება აღიქვეს მოციქულებმა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ძე-ს ვუსმინოთ. ბუდაც და ქრისტეც ჭეშმარიტი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ ბუდა არ ამბობს თავის თავზე რომ ღმერთი იყო, ის ადამიანი იყო, რომელმაც ევოლუციის შედეგად მიაღწია გასხივოსნებას, ხოლო ქრისტე თავის თავზე მოწმობს, რომ ღმერთია, და ამის დასტური უამრავია, როგორც ახალ ისე ძველ აღთქმაში.

Posted by: Eckstein Aug 19 2021, 02:26 PM

მე იმას რ ვამბობ, რომ სხვა რელიგიის მიმდევრები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მე ხომ ეზოთერულ ქრისტიანობაზე მაქვს ლაპარაკი - ანუ რეინკარნაცია ფუნდამენტური საკითხია. მე იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ადამიანი ამავე ინკრნაციაში ვერ დაემოწაფება ქრისტეს (თუმცა თეორიული შანსი ყველას აქვს), მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ და იმის შემდეგ ცხოვრებებში არ გააკეთებენ ამას. ვინც ეხლა ევროპაში ვართ შეიძლება მერე ჩინეთში დავიბადოთ და პირიქით.

Posted by: Eckstein Aug 19 2021, 02:26 PM

მაგრამ ვისაც ძალიან სწყურია ის ჩინეთშიც მიაგნებს ჭეშმარიტებას და ზიმბაბვეშიც.

Posted by: toresi9 Aug 19 2021, 09:12 PM

QUOTE(Eckstein @ Aug 19 2021, 02:20 PM) *
ქრისტიანობის მიმდევარი ნამდვილად ვარ, ასევე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტიანობაშია ის სულიერი ძალები, რომლებითაც ადამიანს შეუძლია დღევანდელ ბოროტებას გაუმკლავდეს. ყველა სხვა რელიგიას საკუთარი სულიერი მიესია ჰქონდა და გარკვეულწილად დღესაც აქვს, მაგრამ თითოეული რელიგია კონკრეტული დროისთვის იყო მოცემული კონკრეტული ჯგუფის ადამიანებისთვის. მხოლოდ ქრისტიანობაა ის სულიერების წყარო, რომელიც კაცობრიობის ევოლუციას სამუდამოდ გაჰყვება, მას უსმინეთ.

მამა ღმერთის მოწოდება აღიქვეს მოციქულებმა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ძე-ს ვუსმინოთ. ბუდაც და ქრისტეც ჭეშმარიტი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ ბუდა არ ამბობს თავის თავზე რომ ღმერთი იყო, ის ადამიანი იყო, რომელმაც ევოლუციის შედეგად მიაღწია გასხივოსნებას, ხოლო ქრისტე თავის თავზე მოწმობს, რომ ღმერთია, და ამის დასტური უამრავია, როგორც ახალ ისე ძველ აღთქმაში.

კი ეგრეა ყველა რელიგიას ჰქონდა და აქვს თავის მისია რაღც მხრივ ყველას მიჰყავხარ ჭეშმარიტებამდე უბრალოდ სხვადასხვა გზებით
ქრიტიანობას რაც შეეხება მე ვფიქრობ ერთ დღესაც ყველა რელიგია და სწავლება შეიკვრება გაერთიანდება ამ ყველაფრის საძირკველი კი
ქრიტაინობის ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული .

Posted by: earth Aug 21 2021, 08:20 PM

brevalo

QUOTE(brevalo @ 18th August 2021 - 04:43 AM) *
კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.

გეთანხმები... თითქოს ჩემს თავზეც ვარ დაკვირვებული, თითქოს „ვიძინებ“, როცა სრული სიმშვიდეა ირგვლივ. მერე ფეხზე ვდგები და ვძლიერდები.
toresi9
QUOTE(toresi9 @ 18th August 2021 - 02:15 PM) *
ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა არა რომელიმე რელიგიაში არამედ თავად ჩვენშია იმედია როდისმე ამას შევიგნებთ ადამიანები .

wub.gif

Posted by: ასფალტი Sep 26 2021, 11:34 PM

მიშა ჩამოდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ისსს

Posted by: td......... Sep 27 2021, 03:44 PM

დედამიწაზე არაფერი ხდება ახალი, რაც არ მომხდარა ადრე. ადამიანი ისეთივეა, როგორიც იყო საუკუნეების წინ, იგივე მოთხოვნელებებით, იგივე სურვილებით, მისწრაფებებით და მსოფლმხედველობით. სისტემაც კი იგივეა. იცვლება ტექნოლოგიები. დრო და მდგომარეობა, რომელსაც ქვეცნობიერად ვესწრაფით, სულიერ განვითარებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და კეთილდღეობას, გვახსოვს წინა ინკარნაციებიდან გადმოყოლილი მოგონებებით. ნამდვილად იყო ასეთი პერიოდი დედამიწაზე, მაგრამ მაშინ მოქმედებდა სხვა სისტემა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეიცვალა. ამაზე გვიყვება მრავალი ძველი ეპოსი და თქმულება, სადაც აღწერილია ღმერთების ომები და სხვადასხვა კატაკლიზმები. რაც დღეს ხდება კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდი დედამიწაზე. გააჩნია ადამიანების უმრავლესობა როგორ გაატარებს თავის ინკარნაციებს და რა მიმართულებით განაგრძობს სვლას, იმის მიხედვით ან დარჩება იგივე სისტემა და ეს ჯოჯოხეთი ან შეიცვლება.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)