IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები
Existence
post Mar 30 2011, 08:16 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



biggrin.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 30 2011, 08:41 PM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence

ჰო კაი მე ვიფიქრე რამე ლექცია გახსოვდა ლაზარევის მაგ თემაზე.
ციტატა(Existence @ 30th March 2011 - 09:14 PM) *
აუ ეგრე მაგ საკითხზე სად გამოგცხო ეხლა........

ნუ გამოაცხობ შენც, რა პრობლემაა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 30 2011, 11:44 PM
Post #23


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
ჰომოსექსუალიზმს სულის კიბო უწოდო , ასე ხელაღებით, ნამდვილად არ მგონია სწორი, მთავარია ეს ადამიანები ისეთივე დიადი სულები არიან როგორც დანარჩენი ყველა, აქ კი კარმულ ვალს იხდიან თუ საკუთარ არჩევანს აკეთებენ გამოცდილების მისაღებად, ჩვენ ეს არ ვიცით, არც ის ვიცით ფიზიკურ სამყაროში განსხეულებისას ქალური და მამაკაცური ენერგიის არასწორი თანაფარდობა რომელსაც შეიძლება სულ სხვა მიზანი ქონდა, ეგებ არასწორად იქნა გამოყენებული, რადგან ჩვენი "ბიო-მანქანა", როგორც შენ გიყვარს გამოთქმა, ცხოველურ მოდელზეა დამზადებული და პირველყოფილი ინსტიქტი დომინირებს. ყველა შემთხვევაში ეს მათი არჩევანია. შევძლებთ მივიღოთ ეს განსხვავებულ ჯგუფი, რომლებიც ბუნების კანონის წინააღმდეგ მოქმედებენ ისეთად, როგორებიც არიან, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა, ვეთანხმებით თუ არა - თუ განსჯას, ჩაქოლვას დავუწყებთ - ეს უკვე ჩვენი არჩევანი და ჩვენი გაკვეთილია. იმაში, მე მგონი, დამეთანხმებით რომ ნამდვილად არ არის ადვილი გზა, მთელი ცხოვრება ატარო უზარმაზარი ტკივილი, მიუხედავად იმისა, გარეგნულად როგორ გამოხატავენ, რა ნიღაბი უკეთიათ, შინაგანად ყველა მათგანი დიდ ტკივილს და კომპლექსების მთელ გროვას ატარებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gopi
post Mar 31 2011, 09:46 AM
Post #24


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 230
Joined: 5-January 11
Member No.: 6,343

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Existence @ Mar 30 2011, 07:36 PM) *
ზერელე მიდგომა გაქვს ....არ გეწყინოს

დაახლოებით როგორ რაღაცას წერ იცი? ...აი სულს ხო არა აქვს ასაკი და მოდი პედოფილიაზეც დავხუჭოთ თვალები ..........რა

მნიშვნელობა აქვს ბავშვია თუ არა ... ყველა სულები არ ვართ უსქესო უასაკო და აშ.....
ლაზარევს გაეცანი თუ გაინტერესებს ეს საკითხები ღრმად , ლაზარევზე იმიტომ გეუბნები რომ მე საკითარ ტყავზე (პირდაპირი გაგებით) ვცდი მის ინფორმაციის ფასეულობას და ამიტომ შემიძლია ვთქვა რო პროფესიონალია.

შეიძლება ზერელე მიდგომა მაქვს და ისე ღრმად არ მაქვს ნაფიქრი ამ საკითხზე როგორც შენ wink.gif მაგრამ მეც (შენი არ იყოს) ინტუიციურად რასაც ვგრძნობ ის აზრი გამოვთქვი ამ ადამიანებზე. ადამიანურად ვუთანაგრძნობ მათ. kate-ს დავეთანხმები, არ ღირს სულის კიბო ვუწუდოთ.. ამ ადამაინებს თავიანთი ტკივილები ეყოფათ და მათ სულს რაღატომ უნდა შევეხოთ.ისედაც ამხელა არასრულფასოვნების კომპლექსი და ახლა კიდევ სულის კიბოზე ფიქრი ნამეტანია.

P.s. ლაზარევი ბევრ ჭკვიანურ რამეს ამბობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი მართალია რასაც ის იტყვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 31 2011, 04:04 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

biggrin.gif

kate

ჩავქოლოთ ..დავწვათ ....ბავშვებს გვირყვნიან....ქეთი ქეთი ქეთი ქეთი .......სადწაიკითხე რო ამას ვიძახი კარგი რააა ....... biggrin.gif

მეორე კიდე სულის კიბო ნიშნავს რო ( ტონკი პლანების) სულის ნატიფი სხეილის გარკვეულ დონემდე აქვთ დაბინძურებული და არა არსშივე საშინელებები არიან.მათი არსი ისეთივე ღვთიურია როგორც ჩემი შენი და ტელეფონის გვერძე რო მიდგას ეხლა...

და კიიიდე .......ეს ზერელე ვარაუდი არ არის ბიოენერგეტიკოსები (პროფები ამ საქმის) ჩვეულებრივად ხედავენ მათ ნატიფ სხეულებს რა ემართებათ ამ დროს და ეს არის უბრალოდ დიაგნოზი ეხლა შენ თუ გინდა დაიჯერებ ამას თუ გინდა იტყვი რო მეცნიერება სულის მცნებას არ იცნობს და ეგ ყველაფერი სისულელაო.მოკლედ ხო ხვდები რაა....

როცა დიაგნოზი ისმება იმიტომ რო შენ ბიო რობოტს გული ჩაწყდება ამაზე თვალები არ უდა დაიხუჭოს მითუმეტეს რომ გამოსავალი არსებობს და უამრავი ადამიანი განკურნებულა .

მე რო ვიყო გეი მაგალითად მერჩივნებოდა მცოდნოდა რეალობა და აქედან გამოსავალი ვიდრე ვიღაც ბიო რობოტ მეცნიერს ეთქვა მიდი
ნიკა იგულავე გადახდილიაოოოო.......... lol.gif

Gopi

კი გეთანხმები შეიძლება ცდება ბევრ რამეში როდესაც დაგნოსტიკის გარეშე თავის პირად მოსაზრებებს აფიქსირებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში მარა მე როგორც მისი სისტემის თვალყურისმდევნებელს შემიძლია გითხრა რომ დიაგნოსტიკის დროს თითქმის არ უშვებს შეცდომას

დიაგნოსტიკის დროს როდის შეიძლება შეცდეს ეგ დიდი თემაა და ეხლა მეზარება ამაზე წერა შეგიძლია შენ თვითონ გაეცნო
თვითონ რას ფიქრობს ამაზე .

ხო კიდე ტკივილს რაც შეეხება ტკივილით იწმინდება ზუსტადაც სულის შრეები და პოზიტივებზე ზაცეპკა არაფერში გამოგვადგება
სამყარო ..ღმერთი .. ტკივილიც არის და სიამოვნებაც






--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 1 2011, 06:28 AM
Post #26


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 31st March 2011 - 07:04 AM) *
ჩავქოლოთ ..დავწვათ ....ბავშვებს გვირყვნიან....ქეთი ქეთი ქეთი ქეთი .......სადწაიკითხე რო ამას ვიძახი კარგი რააა .

საიდან მოიტანე რომ შენზე ვწერდი?! მე ხომ საერთოდ არაგეების დამოკიდებულებაზე გეების მიმართ ვწერდი!

სულის კიბოს რაც შეეხება, ყველა სული ძირითადად წმინდაა, და რასაც ბიოენერგეტიკოსები აურაზე, ნატიფ სხეულებზე კითხულობენ ფიზიკური ინკარნაციების კარმის ხლართებია და არა სულის დაავადება. და არსებობს ასეთი რამე:
თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა რ ჩ ე ვ ა ნ ი ! და ჩვენ აქ და ახლა არ ვიცით რატომ და რისთვის ვაკეთებთ გარკვეულ არჩევანს.
მე არ ვლაპარაკობ გარყვნილებაზე და გულაობაზე, მე არ ვლაპარაკობ ექსპერიმენტატორებზე, მე არ ვლაპარაკობ მათზე, ვინც იფიქრა - მოდი ამასაც მოვსინჯავ, და საერთოდ არ ვლაპარაკობ სქესობრივ აქტზე.
მე ვლაპარაკობ იმათზე ვინც Bავშვობიდანვე გრძნობენ და იციან სხვა სქესის სხეულში არიან დაბადებული და დიდ ბრძოლებს გადიან საკუთარ თავთან, მაგრამ საბოოდ ეგუებიან, რადგან ხვდებიან ის არიან ვინც არიან (ესე იგი ეს იყო მათი არჩევანი, მათი გაკვეთილი, ამ პრიზმითაც შეეხედათ სამყაროსთვის) ზოგი მთელი ცხოვრება იბრძვის. რომელ განკურნებაზეა აქ ლაპარაკი, ზოგმა ასეთმა ადამიანმა შეიძლება ისე დაამთავროს სიცოცხლე საერთოდ არ ქონდეს ფიზიკური ურთიერთობა არანაირ სქესთან, მაგრამ ეს არ შეცვლის იმ ფაქტს თუ ვინ არიან სინამდვილეში - უცხო სხეულში გამოკეტილნი.
მე მხედველობაში მაქვს გეობა, ჰომოსექსუალიზმი, როგორც ფსიქოლოგიური, გონების მდგომარეობა და არა მისი ფიზიკური გამოხატულება. მერე როგორ წარმართავენ ფიზიკურად ამ მდგომარეობას ეს უკვე აქაური არჩევანია.
თუ ასეთ ადამიანს იცნობთ და მართლა გისაუბრიათ მათთან, მიხვდებით რა მაქვს მხედველობაში, ფაქტია რომ ასეთები იბადებიან და არსებობენ ჩვენს გვერდით მოგვწონს ეს ჩვენ ან მათ ეს თუ არა და ვინმესგან იმის განცხადება რომ მათი განკურნება შეუძლია იგივეს ნიშნავს რომ თქვას ამ გოგონას ახლა ბიჭად გადავაქცევო ანდა პირიქით.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 1 2011, 01:17 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate

ქეთი არიან შიზოფრენიკები რომლებიც ნაპოლეონად გრძნობენ თავს მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ნაპოლეონები არიან და ამიტომ არ უნდა განიკურნონ

ადამიანი რომელიც დაიბადება კაცის სხეულში და თავი გონია ქალი მთელი არსებით..ეს არის სულის დაავადება სული შედგება მრავალი პლანის გან და საკმაოდ სერიოზულ დონემდე ესეთ შემთხვევაში ბიო ენერგეტიკოსები ხედავენ დაბინძურებას

რავქნა ეხლა. sad.gif ... მე ხო არ ვიძახი რო მე ვხედავ მეთქი ...ვიძახი ხედავენ ეხლა შენ კი ბატონო შეგიძლია თქვა რო სისულელეა.
მაგრამ მეც დამიტოვე უფლება რომ კონკრეტულ სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით მის ამ დასკვნაში დავინახო რეზონი.





--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 1 2011, 03:48 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 1st April 2011 - 02:17 PM) *
ადამიანი რომელიც დაიბადება კაცის სხეულში და თავი გონია ქალი მთელი არსებით..ეს არის სულის დაავადება სული შედგება მრავალი პლანის გან და საკმაოდ სერიოზულ დონემდე ესეთ შემთხვევაში ბიო ენერგეტიკოსები ხედავენ დაბინძურებას

მე სულის დაავადებას არ დავარქმევდი....ძაან მიწიერი ტერმინია ))
ჩენელინგიდან ვიცი, რომ არსებობს ორი მიზეზი და შეიძლება მეტიც, რაც არ ვიცი... პირველი- როდესაც სული დიდხანს ინკარნირდება ერთ სქესში და შემდეგ ირჩევს მეორე სქესს, ამ შემთხვევაში ზოგჯერ ვერ ახერხებს ამ ახალ სქესთან იდენტიფიცირებას.
მეორე-ამა თუ იმ მიზეზით, წინასწარ განპირობებულია რომ სული ასეთ სხეულში დაიბადოს, რაღაცის სასწავლად. მაგალითად, ჰომოფობი ადამიანის სული, რომელიც მთელი ცხოვრება დევნიდა ჰომესექსუალებს, არ არის გამორიცხული რომ მომდევნო ცხოვრებაში თავად გამოსცადოს, ის რასაც მის მიერ დევნილი ხალხი გრძნობდა...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 1 2011, 04:34 PM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა ატმანის დაკოპირებულს გადავხედე და რაც ვთქვი პრინციპში იგივე წერია. ნიუტონსაც უწერია ამის შესახებ. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ჩემს შინაგან რწმენას ამყარებს ამ საკითხში...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 1 2011, 07:50 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man

საკმაოდ რთული სისტემაა ეხლა მე ზერელედ ვიძახი სულის კიბო თორე იქ მთელი ამბებია კაცო ...მეზარება რა ეხლა მთელი ლაზარევის სისტემის განმარტვა............... biggrin.gif

მაგ შენი ჩენელინგების.....თუ რაღაცეების არ მჯერა მე.



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 2 2011, 06:48 PM
Post #31


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




Existence
QUOTE(Existence @ 1st April 2011 - 04:17 AM) *
ადამიანი რომელიც დაიბადება კაცის სხეულში და თავი გონია ქალი მთელი არსებით..ეს არის სულის დაავადება

QUOTE(Existence @ 1st April 2011 - 04:17 AM) *
კონკრეტულ სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით მის ამ დასკვნაში დავინახო რეზონი.

მე ეს ვერ გავიგე - შენ ამაზე იფიქრე და დაასკვენი რომ ლაზარევი მართალია
თუ თვლი რახან ლაზარევმა თქვა - ესე იგი - მართალია?
სამწუხაროდ, მეორეს ვხედავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 2 2011, 08:32 PM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




kate kate kate ........მე შეიძლება გავაკეთე უტრირება მაგრამ ეხლა აქ ხო არ დავიწყებ მთელი ლაზარევის სისტემის გაშიფვრას დეტალებში..........უნდა გაეცნო და მერე მიხვდები ან ხედავ მასში ფასეულს ან არა მორჩა


ხო კიდე შიზოფრენია, სექსუალური გადახრები, პედოფილია არის სულიერი დაავადებები

სულიერი დაავადებები მოკლედ და თუ ვრცლად გაინტერესებს რა როდის მატერიალიზდება გაეცანი რაააააა...........ვაჰ...... biggrin.gif

რა დაგიშავე? sad.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Himmler
post Apr 3 2011, 05:32 PM
Post #33


WHITE soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 21
Joined: 9-March 11
Member No.: 6,412

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადოლფიი, ადოლფი!!! ერთი კაი ადოლფი და ჰიმლერი სჭირდებათ მაგათ სუყველას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 3 2011, 05:44 PM
Post #34


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფაქტია რომ ამ ხალხს პრობლემა აწუხებთ, აწუხებთ მთელი ცხოვრების მანძილზე და მე ისინი შემიძლია ისეთები მივიღო როგორებიც არიან.

ძირს ძალადობა!!! biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Apr 27 2011, 01:22 PM
Post #35


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ აქ "ჩენელინკის სასტავს" მონოპილია აქ იმენა ))) არ მიწყინოთ ვხმურობ smile.gif


მე ვეთანხმები Existence-ს.
ჰომოსექსუალიზმი არის ადამიანის ნაზი სხეულების დაავადება.(სიტყვა "სულმა" შეგაშინათ ალბათ, არა სული, უმაღლესი "მე" ყოველთვის სუფთაა).
და "სულის კიბო" რაიმე "ჩაქოლე" და ნეგატიური პონტი კი არ არის. ადამიანს რომ კიბო ჭირს იმის ჩაქოლვა ხო არ უნდება არავის? პროსტა დაავადება აქვს რა ადამიანს, უნდა შეიბრალო და თან გახსოვდეს რომ ეს დროებითია. აქაც იგივე პონტია. ყველა ადამიანი შიგნით ღმერთს ატარებს, ეს მთავარია.

ჰომოსექსუალისტი ხდება ადამიანი, რომელსაც წინა ცხოვრებაში ქონდა ურთიერთობა რომელიც ვერ გადალახა, დამოკიდებული გახდა. შესაბამისად ამ ცხოვრებაში საპირისპირო სქესის მიმართ აგრესია კრიტიკულ ზღვარზეა და ამის შეკავების მიზნით იგი გადადის ერთსქესიან ურთიერთობაზე.
ეს არის common შემთხვევა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სპეციალური გამოცდილების მისაღებად აირჩიოს სულმა ეს გზა. ან მირომ რაც აღნიშნა ის შემთხვევა იყოს: ჰომოფობი, რომელიც ჰომოსექსუალისტად დაიბადა.


ლაზარევს რაც შეეხება ეს ადამიანი არის სპეციალისტი, 40 წლის გამოცდილებით, ფაქტებზე დამყარებული გამოცდილებით. რაც მთავარია ადამიანს აქვს ამ ბიოენერგეტიკული სხეულების უნიკალური ხედვა.
ექიმი პაციენტს დაუშვათ ექოსკოპიას რომ გაუკეთებს და კიბოს დაუდგენს, რამდენიც არ უდნა ამტკიცოს "არ მჯერაო" ამით მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს.

ხოდა არ ვიცი, მე პირადად ლაზარევის სიტყვებს ვენდობი, იმიტომ რომ მისი ყოველი სიტყვა ფაქტებით არის გამყარებული(პაციენტებს ღებულობდა და კურნავდა, კიბოსგანაც სხვათაშორის )) ) .

ასევე ვენდობი წამყვან რელიგიებს, რომლებიც ყველა ერხმად გმობენ მამათმავლობას (რა დამთხვევაა)

სამწუხაროდ(თუ საბედნიეროდ) მე სკეპტიკოსი ვარ და ვიღაც 1 ტიპის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, რომელიც არაფრით არ არის გამყარებული, და მხოლოდ "ვ ობშიხ ჩერტახ" ინფორმაციაა და არაფერი კონკრეტული, ბოლომდე ვერ ვენდობი, რა ვქნა. (ეს ჩენელინგები მქონდა მხედველობაში)

ასე რომ. ლაზარევი ჩემი კუმირიიიიი biggrin.gif





--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 27 2011, 08:34 PM
Post #36


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Alpha @ 27th April 2011 - 04:22 AM) *
ასევე ვენდობი წამყვან რელიგიებს, რომლებიც ყველა ერხმად გმობენ მამათმავლობას (რა დამთხვევაა)

მთლად ნე დაიჯერებ რომ ყველა რელიგია გმობს მამათმავლობას, დრო იცვლება. სხვა მაგალითებზე რომ არაფერი ვთქვა გასულ თვეს ინგლისში(!), ლონდონის ანგლიკანურ ეკლესიაში ორი მამაკაცი მღვდელი (!) დააქორწინეს. ლონდონის ბიშოპის ლოცვა-კურთხევით.

ჩენელინგებს რაც შეეხება ეს არ არის ერთი ტიპის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პიროვნებები, ისე რომ ერთმანეთის არსებობაც კი არ იციან, თითქმის ერთდროულად, თითქმის ერთნაირ ინფორმაციას იღებენ, ამის მაგალითებიცაა მრავლად.

ის ფაქტი, რომ ლაზარევი მართლაც კარგად ხედავს აურას და შეუძლია განკურნოს ავადმყოფები, სრულიად არ ნიშნავს მისი ყველა სიტყვის და ვარაუდის ჭესმარიტებას, მცირე მაგალითი: რა თქმა უნდა პიროვნების აურაზე, მის ფაქიზ სხეულებზე ასახულია მისი სექსუალური ორიენტაციაც, ისევე როგორც ყველაფერი ამ პიროვნების და მასში ინკარნირებული სულის შესახებ, რადგანაც ჩვენი აურა, განსაკუთრებით გარეთა შრე არის ჩვენი სულის ისტორია და კარგი ენერგეტიკოსი ნამდვილად კითხულობს ინფორმაციას მისგან, მაგრამ ერთია დაინახო და მეორეა როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებ, ავადმყოფობას უწოდებ, სულის არჩევანს თუ განაჩენს........
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Apr 27 2011, 11:27 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალისტი ბუნებრივი მოვლენაა. ყველა სფერო თავისებურად განიხილავს ამ მოვლენას. უმრავლესობა რელიგიებისა კრძალავს, ლაზარევი კიბოს უწოდებს თუ რა,–ფაქტი ერთია და ამ ფაქტს ვერ ვუარყოფთ, რომ თუ დავაკვირდებით ცხოველებს მათ საქციელში უამრავი შემთხვევაა ჰომოსექსუალიზმისა.
ერთ აზრს ვადგევარ უკვე დიდი ხანია, ვთვლი, რომ არ უნდა განვსაჯო არანაირი სახის ცოდვა თუ შეცდომა. ამას წინათ ვეუბნებოდი ერთს, ერთ ლოთზე იყო ლაპარაკი ,– ვერ ვიტყვი მეთქი ვერაფერს, არასოდეს თქვა არასოდეს, ვინ იცის მეთქი იქნებ მეც დალევა დავიწყო biggrin.gif (მე სასმელი საერთოდ არ შემიძლია წვეთიც კი)
ამით მინდა ვთქვა, რომ იქნებ არ ვიცით ზუსტად რა არის ჰომოსექსუალიზმი. ისტორია მრავალჯერ დაგვიდასტურებს, რომ ძალიან ბევრი რამ ადრე სხვანაირად იღქმებოდა და ახლა სხვანაირად, ძალიან ბევრი შეცდომები იქნა დაშვებული სხვადასხვა რელიგიებისაგან, ძალიან ბევრი შეცდომა გაგვიგია მეცნიერებისაგან...
ვფიქრობ ბუნებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 28 2011, 12:07 AM
Post #38


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირინი @ 27th April 2011 - 11:27 PM) *
თუ დავაკვირდებით ცხოველებს მათ საქციელში უამრავი შემთხვევაა ჰომოსექსუალიზმისა.

ირმა
ცხოველებში ამგავრ საქციელს არ იწვევს ის რაც იწვევს მას ადამიანებში.. ცხოველებში "ჰომოსექსუალური "გამოვლენაბ ერთი ცხოველისა მეორეს მიმარტ უბრალოდ თავისი აღმატებულობის დემონსტრირებაა სხვა არაფერი.. ადამიენბში ამას სხვა მიზეზები აქვს. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე რომ ჰომოსექსულაები გარიყონ, ცაქოლონ, გადაასახლონ, დაწვან და ასე შემდეგ, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ გამუდმებით მოახდინონ ჰომოსექსუალიზმის რეკლამირება, პროპაგანდირება და იმი აზრის ჩანერგვა , რომ ჰომოსექსუალიზმი ისეთივე ნორმაა როგორც ჰეტეროსექსუალიზმი, რაც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად ხდება. ჩემი სუბიექტური აზრით ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მყავს ახლობლობაში სხვა ორიენტაციის ადამიანები. ერთ-ერთი სტუდენტობის მეგობარი ბიჭი, რომელიც ძალიან ძალიან მაგარი ადამიანია ასევე ჰომოსექსუალია, ეხლა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია .ერთგული, ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანი! მაგრამ მიუხედავად ამისა ვთვლი რომ ეს არაა ბუნებრივი მოვლენა. არც ისე დიდი ხნის წინ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ერტ-ერთი ქართველი ჰომოსექსულის ირგვლივ, რომელიც არ მალავს თავის ორიენტაციას, და ერთ -ერთ გადაცემაში ყავდათ მიწვეული, სადაც ილაპარაკა ამ ყველაფერზე, მინდა გითხრად აღფრთოვანებული დავრჩი ამ ადამიანის გულახდილობიტა და პოზიციით. მიუხედავად იმისა, რომ ამაყობს თავსი არჩევანით, ორიენტაციით და აბსოლუტურად თვითკმაყოფილი პიროვბეაა თქვა რომ არ უსურვებდა სხვას იგივე არჩევანი გაეკეთებინათ. მე მაქვს მისი წარსულის შესახებ მცირედი ინფორმაცია და როგორც ვხვდები მისი ჰომოსექსუალობა გამოწვეულია ზუსტად ამ ფაქტებით. ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, საზოგადოება, სოციალური მდგომარეობა და გარკვეული ფაქტები განაპირობებენ ადამიანების ჰომოსექსუალებად ჩამოყალიბებას.. ძალიან იშვიათია, როდესაც ადამიანი ასეთად იბადება. ამ ადამიანმა ზუსტად გაიმეორა ჩემი აზრები და პოზიცია..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Jul 25 2011, 12:22 AM
Post #39


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ 1st April 2011 - 03:48 PM) *
პირველი- როდესაც სული დიდხანს ინკარნირდება ერთ სქესში და შემდეგ ირჩევს მეორე სქესს, ამ შემთხვევაში ზოგჯერ ვერ ახერხებს ამ ახალ სქესთან იდენტიფიცირებას.


ყველაზე ზუსტი განმარტებაა მგონია!


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Jul 25 2011, 12:49 AM
Post #40


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნატა ბუკია

სქესობრივი დიმორფიზმის დარღვევები

ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ჰორმონებს. სასქესო ჰორმონების მოქმედების ქცევითი ეფექტები მკვეთრად განსხვავებულია საპირისპირო სქესის ცხოველებში. რაც შეეხება ადამიანის სქესობრივ ქცევას, ჰორმონების გავლენა ნიველირდება გარემო ფაქტორებითა და სოციალიზაციის პროცესებით. თუმცა, მრავალრიცხოვანი დაკვირვებები და ფაქტები მიუთითებენ, რომ ადამიანის ქცევის ბიოლოგიური დეტერმინანტის მთლიანად უგულვებელყოფა შეუძლებელია. ეს პრობლემა ახალი არ არის, თუმცა ბევრი რამ მაინც დაუზუსტებელია.
ჩვენი მიზანი იყო ლიტერატურაში არსებული მრავალრიცხოვანი მონაცემების საფუძველზე გაგვერკვია:
1. თავის ტვინზე სასქესო ჰორმონების მაორგანიზებელი ეფექტები;
2. სქესობრივი დიმორფიზმის ფუნქციონალური გამოვლინება.
სასქესო ჰორმონების მაორგანიზებელი ეფექტის ქვეშ იგულისხმება მათი მოქმედება თავის ტვინის განვითარებაზე სქესობრივი დიფერენციაციის კრიტიკულ პერიოდში. ეს პერიოდი განსხვავებულია სხვადასხვა ძუძუმწოვრებისათვის. მაგალითად, ვირთაგვებში იგი იწყება პრენატალურად და გრძელდება 5-7 დღეს გაჩენის შემდეგ, ადამიანებში კი იგი მიმდინარეობს მუცლადყოფნის პერიოდში, IV-დან VII თვემდე. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ეს პერიოდი ემთხვევა ლეიდიგის უჯრედების დიფერენცირებას. სწორედ ამ დროს მდედრი და მამრი ვირთაგვების სისხლში ტესტოსტერონის შემცველობა განსხვავებულია.
სასქესო ჰორმონების მაორგანიზებელ ეფექტებს საფუძვლად უდევს სქესობრივი დიფერენცირების პროცესში ჰორმონების ურთიერთმოქმედება ტვინის სამიზნე უჯრედებთან. შედეგების გამოვლენა კი ხდება სქესობრივი მომწიფების შემდეგ.
თავის ტვინის დიფერენცირება “მამაკაცის” ტიპზე გამოიხატება გონოდოტროფული ჰორმონების ტონურ სეკრეციაში და სქესობრივი ქცევის მასკულინიზაციაში. ამ პროცესების განმსაზღვრელია ანდროგენების ზემოქმედება კრიტიკულ პერიოდში. ანდროგენების არარსებობის შემთხვევაში შენარჩუნებულია სქესობრივი ქცევის “ქალური” ტიპი.
დღეისათვის ითვლება, რომ კრიტიკულ პერიოდში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა იწვევს ორგანიზმის სქესობრივი ქცევის ცვლილებებს და გავლენას ახდენს ინდივიდის სექსუალურ ორიენტაციაზე.
ინდივიდის სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრება ამ ინდივიდის დამოკიდებულებით საწინააღმდეგო სქესთან და აუტოიდენტიფიკაციით, მისი სექსუალური გამოცდილებითა და სექსუალური წარმოდგენებით.
თუ მამაკაცის ტვინი ადრეულ ონტოგენეზში ანდროგენების გავლენას განიცდის, ასეთი მამაკაცი, სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ჰეტეროსექსუალია. ადრეულ ონტოგენეზში ანდროგენების სიმცირის დროს კი ჩამოყალიბდება ჰომოსექსუალი.
ქალის შემთხვევაში, ადრეულ ონტოგენეზში ანდროგენების სიჭარბის გამო, თავის ტვინის მასკულინიზაციის შედეგად ვითარდება ნერვული მექანიზმები, რომლებიც სექსუალურ პარტნიორად ქალის არჩევას უზრუნველყოფს, ანუ ასეთი ქალი ჰომოსექსუალად (“ლესბოსელად”) ყალიბდება. სქესობრივი მომწიფების შემდეგ დამატებითი ანდროგენიზაცია მხოლოდ ამძაფრებს ჰომოსექსუალურ ქცევას.
ასევეა სხვა ძუძუმწოვრებშიც: ნეონატალურად კასტრირებულ ზრდასრულ მამრ ვირთაგვებში ესტროგენების შეყვანა იწვევს ინტაქტური მდედრი ვირთაგვებისა და ნეონატალურად კასტრირებული მამრი ვირთაგვების მიმართ ჰომოსექსუალური ქცევის განვითარებას.
ჰომოსექსუალი მამაკაცების ტვინი ნაწილობრივ ფემინიზირებულია.
ცნობილია, რომ ტესტიკულარული ფემინიზაციის სინდრომის დროს (46 XY) ტვინის სამიზნე ქსოვილები მოკლებულნი არიან რეცეპტორებს ანდროგენების მიმართ. ამის მიუხედავად, შენარჩუნებულია ჰიპოფიზის გონადოტროფული ფუნქციის რეგულაციის ტონური ტიპი: ინდივიდს აქვს სათესლეები; შინაგანი სასქესო ორგანოები მამაკაცისაა, ხოლო გარეთა - ქალის; ასევე ქალისაა ფსიქოსექსუალური ორიენტაციაც. რადგან ამ სინდრომის დროს გარეთა გენიტალიები დიფერენცირდება ქალური ტიპის მიხედვით, ამ ინდივიდების აღზრდაც სწორედ ქალის ტიპის მიხედვით ხდება. ამდენად, ტესტიკულარული ფემინიზაციის სინდრომის დროს, კრიტიკულ პერიოდში ანდროგენების დეფიციტის გარდა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღზრდის ტიპიც.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქციის დროს (46 XX) შინაგანი სასქესო ორგანოები ქალისაა, გარეთა კი - მცირედ მასკულინიზირებული. ამ დროს ქალებში, თითქოს, უნდა განვითარებულიყო ჰომოსექსუალური ორიენტაცია, თუმცა, ავადმყოფების დიდი უმრავლესობა ჰეტეროსექსუალად რჩებოდა და მხოლოდ ნაწილი ყალიბდებოდა ბისექსუალად. ამდენად, არ უნდა გამოირიცხოს პრენატალური ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა სექსუალური ორიენტაციის ფორმირებაზე.
დღეისათვის საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენა ანდროგენების განმსაზღვრელი როლის შესახებ მამრობითი სქესობრივი ქცევის ჩამოყალიბების პროცესში შეირყა, რადგან დადგინდა ამ პროცესებში ესტროგენების არანაკლებ განმსაზღვრელი მნიშვნელობაც. კერძოდ, ტვინში რიგი ფერმენტული პროცესების ზემოქმედების შედეგად გადაიქცევა ესტრადიოლად.
დადგენილია, რომ მამრ ვირთაგვებში ხარისხი და კოპულატორული ქცევის გაიოლება დამოკიდებულია ესტრადიოლის რაოდენობაზე, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლის პირველი ათი დღის განმავლობაში ტესტოსტერონის არომატიზაციის შედეგად.
ნეონატალურ მდედრ ვირთაგვებში სქესობრივი დეფემინიზაციისა და გონადოტროფული ჰორმონის ციკლური გამონაყოფისათვის ესტროგენების ზღურბლი გაცილებით დაბალია ანდროგენებთან შედარებით.
ტესტოსტერონის კონცენტრაცია მამრი ვირთაგვების სისხლში მნიშვნელოვნად დიდია პოსტნატალური სიცოცხლის პირველ დღეებში. Pპრენატალური პერიოდიდან კი ისევ გაზრდილია არომატიზაციის ფერმენტების აქტივობა ჰიპოთალამუსში.
შესაძლოა, ესტროგენები მონაწილეობენ ჰიპოფიზის გონადოტროფული ჰორმონების სეკრეციის ტონური ტიპის რეგულაციაში, მაშინ, როდესაც ანდროგენები აუცილებელია მამაკაცის სქესობრივი ქცევის განმსაზღვრელი ცენტრების დიფერენცირების პროცესში.
Nნორდინის აზრით, დეფემინიზაცია და მამრობითი სქესობრივი ქცევის აქტივაცია ხორციელდება ესტროგენების რეცეპტორებისა და ანდროგენების მეტაბოლიტების კომპლექსის ტრანსლოკაციით თავის ტვინის სამიზნე უჯრედების ციტოპლაზმიდან ბირთვში.
ფაქტორები, რომლებიც იწვევენ სტრესს ნეო- და პრენატალურ პერიოდში, გავლენას ახდენენ ცხოველებისა და ადამიანების სექსუალურ ორიენტაციაზე.
მაგალითად, ვირთაგვების მაკეობის პერიოდში გადატანილი სტრესის შემდეგ დაბადებულ მამრ ვირთაგვაში სქესობრივი მომწიფების ასაკში აღინიშნება სისხლში ტესტოსტერონის დონის შემცირება, დემასკულინიზაცია და სქესობრივი ქცევის ფემინიზაცია.
ამას ადასტურებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაბადებული მამაკაცების სქესობრივი ქცევის დარღვევების რეტროსპექტული ანალიზი. დადგინდა, რომ სქესობრივი ქცევის დარღვევების მიზეზია გენეტიკური სქესისა და ანდროგენების დონის შეუსაბამობა სქესობრივი დიფერენციაციის პერიოდში.
ამრიგად, როგორც ექსპერიმენტული, ისე კლინიკური მონაცემები საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ სისხლში ტესტოსტერონის შემცველობა პრენატალური განვითარების პერიოდში გავლენას ახდენს სპეციფიკური სქესობრივი ქცევისა და სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე.


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:49 PM