IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> წერილი ღმერთს
ჭიაბერი...
post Dec 21 2012, 12:46 AM
Post #61


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 5-December 10
Member No.: 6,324

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წერილი ღმერთს

შუაღამე იდგა.
საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.

ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.

მისმინე ღმერთო… არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.

არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.

და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…

თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?

მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.


სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.

„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.

მინაწერი:

ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს.

http://www.orthodoxy.ge/skhva/tserili_gmerts.htm
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Dec 21 2012, 01:37 AM
Post #62


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭიაბერი
ra magrad utxra,shens karebtan davdgebio wub.gif smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
anael
post Jun 14 2015, 06:12 PM
Post #63


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 14-June 15
From: batumi
Member No.: 7,422

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წერილი არვიცი მაგრამ რაც საკუთარი თავი მახსოვს მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, მინდა შემეძლოს ვღმერთის შეცნობა, ვფიქრობ ესაა სულის ყველაზე საბოლოო მიზანი, თუ შეგიძლია ღმერთის წარმოდგენა იქ ყველაფრი ახსნა და ყველა დეტალში ჩაწვდომაა შესაძლებელი, არანაირი კითხვები აღარ შეგვაწუხებდა,,,,,,,,,,,,,,როდესაც იცი ,,რისთვის" ყოველი ,,როგორ" შესაძლებელია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 8 2015, 07:06 AM
Post #64


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა ყველაფრისთვის,
ჩემი ცხოვრება არის ერთი დიდი სასწაული და არცერთო ადამიანის აზრი არ მაინტერსებს შენზე, არც სასულიერო პირის და არც არავისი მოკლედ, ვინც აზრს გამოთქვამს საერთოდ ყველა ცდება. ჩვენ ვიცით.


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 1 2017, 08:57 AM
Post #65


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gul.gif gul.gif gul.gif
გულში სითბო ჩამეღვარა ამ თემის გადაკითხვით. დავიწყებული მქონდა ეს თემა.

ყველა ადამიანმა სწორედ თავისი სიტყვებით, უფრო სწორედ შინაგანი გრძნობით უნდა ელაპარაკოს ღმერთს. როცა გრძნობით ელაპარაკები მას ესმის შენი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 8 2020, 08:23 PM
Post #66


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემას კიდევ ერთხელ ვაცოცხლებ: მართლა კარგი თემაა. აქ გულის შინაგანი შეგიძლია გადმოშალო.

ღმერთო გადაგვარჩინე! გადაარჩინე და დაეხმარე ყველას დედამიწაზე! angelchik.gif JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:16 AM