Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფლორა და ფაუნა _ ეკოლოგია

Posted by: ირმა Jan 30 2009, 03:28 PM

ამ ბოლო დროს უფრო და უფრო შეიმჩნევა სამყაროს დაბინძურება, რომელიც ადამიანის ხელის ჩარევით მოხდა. ნადგურდება ულამაზესი ტყეები, გადაშენების პირზეა უამრავი ცხოველი და ფრინველი, დნება ყინულთა ლოდები. თერმომეტრი ნელ-ნელა მაღლა იწევს, ეს გამოიწვევეს, მრავალი არსების დაღუპვას... უამრავია პრობლემა და გამოსავალს ჯერ ვერავინ ხედავს, წამალი არ არსებობს ჯერჯერობით ამ ავადმყოფობისა, რომელიც ჩვენ შევყარეთ ჩვენს მშობელს, დედას, დედამიწას sad.gif
რაც დრო გადის მით უარესდება მდგომარეობა და ამ შემთხვევაში გამოთქმა „დრო მკურნალია“ გადაქცეულია,–დრო დამღუპველიად justcuz_hourglass.gif
დიახ, სამწუხაროდ დრო იწურება, ნათლად ჩანს, მეცნიერები აღარ მალავენ საშიშროებას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვება. არ გამოირიცხება, რომ მრავალი გამოთვლა შეიძლება არ იყოს მართალი(ნეტავ არ იყოს), მაგრამ სულ ცოტა დრო დარჩა–2050 წლისთვის ამბობენ, რომ (ასეთი რითმით თუ ვივლით) მილიონამდე ცოცხალი ორგანიზმი განადგურდებაო. unsure.gif
ეს თემა ძალიან დიდია. ყველა ადამიანმა უნდა შეეცადოს პატარა საქმე გააკეთოს, დაიცვას დედა-ბუნება.ველოდები თქვენს გამოხმაურებას.


http://image.geotorrents.com/

Posted by: ირმა Jan 30 2009, 03:30 PM

ეკოლოგია [ბერძ.oikos სახლი და logos მოძღვრება]- ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმებისა და მათი გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას.

Posted by: ირმა Jan 30 2009, 03:40 PM

მრავალმა ქვეყანამ დაიწყო ნაგვის გამოყენება.(ჩვენ მახსოვს ბავშვობიდან მაკულატურასა და ჯართს ვაგროვებდით) სხვადასხვა ნაწარმზე აღნიშნულია ნიშნები, რის მიხედვითაც ვაგროვებთ ნაგავს. ბევრი რამის ხელახლა გამოყენებით უფრო ნაკლები იქნება განადგურება, მაგრამ ვგონებ არ მიმდინარეობს ჯერ სწორი მუშაობა ამ თემაზე. ამ გვერდზე ნახეთ სხვადასხვა ნიშანი, რომლებიც პროდუქტებზეა:
http://dedamitsa.blogspot.com/2008/09/blog-post.html

Posted by: blanca Jan 30 2009, 06:22 PM

საქართველოში როდის დაიწყებენ ნაგვის დახარისხებას და ისევ გამოყენებას? წალეკა ქვეყანა პარკებმა და ნაგავმა
რაღაც უნდა მოიგონონ ისეთი რომ ნაგავს დააყარო და სადმე გაუშვა გაუუვნებელყო biggrin.gif რომ აღარ არსებობდეს ეს საშინელი ცელოფნის პარკები
აუ მაგრად ვერ ვიტან მაღაზიაში ცელოფანში რომ გიდებენ ნაყიდს. ეხლა ცდილობენ ყველამ გამოიყენოს ქა ღალდის პარკი recycled
მაგრამ ცელოფანიც ბვრია. აღარ მეტევა სახლში biggrin.gif

Posted by: old_man Jan 30 2009, 06:36 PM

QUOTE(blanca @ 30th January 2009 - 06:22 PM) *
საქართველოში როდის დაიწყებენ ნაგვის დახარისხებას და ისევ გამოყენებას?

ხო ქართველი მაგისთვის თავს არ შეიწუხებს ასი წელი smile.gif))

Posted by: Zet Jan 30 2009, 07:31 PM

ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია)))

Posted by: TeO Jan 30 2009, 07:35 PM

QUOTE(ZipCode @ 30th January 2009 - 08:31 PM) *
ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია)))

ასეთი ინფო მე არ მაქვს, მაგრამ ღმერთმა ქნას სიმართლე იყოს! whistling.gif

Posted by: TeO Jan 30 2009, 10:59 PM

ახლა ვუყურე ამ ფილმს - დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=4764&order=1.1&search=earth

და ვფიქრობ ის პირდაპირ შეხებაშია ეკოლოგიის პრობლემასთან.. ფილმი ვისაც ნანახი გაქვთ ალბათ მიხვდებით smile.gif

ანუ ჩვენი პლანეტის ეკოლოგიას საფრთხეს ვუქმნით ადამიანები secret.gif

Posted by: ირმა Jan 31 2009, 12:05 PM

არ მიკვირს, რომ საქართველოში ნაგავს ჯერ არ ახარისხებენ. რა ნაგავი, ვის ეცალა მაგისთვის, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა,–არევ-დარევა, ეკონომიური დაცემა, ომი, მიგრაცია, შიმშილი, სიცივე...

QUOTE(ZipCode @ 30th January 2009 - 08:31 PM) *
ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია)))

ეს უკვე პროგრესის მაჩვენებელი იქნება.
ისე ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება,– აქ სხვაგან არის საშიშროება. ბედნიერი ერი ვართ იმის გამო, რომ გვაქვს ულამაზესი მთები და აქედან გამომდინარე უამრავი მდინარე,– სასმელი წყალი. მსოფლიოში დღეს უდიდესი საშიშროება,– სასმელი წყლის არ ქონა. ჩვენ წყალი გვაქვს, მაგრამ თუ დაიწყეს კავკასიონის ხე-ტყის დაუზოგავად ჩეხვა,– წყალიც დაშრება.
ასე რომ კარგია თუ საქართველოშიც დაიწყება ნაგვის ცალ-ცალკე შეგროვება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ხე-ტყის გაფრთხილება.
რამდენიმე წლის წინ თურქეთი ეზიდებოდა ჩვენს ხეებს, ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ მეშინია რომ იგივე გრძელდება.
თუმცა ჩვენ რას გავაწყობთ, როგორ შევაჩერებთ, მალე ალბათ ამაზონზეც არ დარჩება ხე sad.gif

Posted by: ირმა Jan 31 2009, 02:29 PM

ახლა კიდევ დაიწყეს სარეცხის მანქანების გამოშვება ისეთის, რომლებიც ეკონომიურად ხარჯავენ წყალს, ასევე ფხვნილების, რომელსაც ბევრი გავლება არ უნდა. საქმე სერიოზულადაა. წყალი ყველაზე ძვირად ღირებული გახდება ასე თუ გაგრძელდა.

Posted by: ირმა Feb 14 2009, 11:01 AM

ავსტრალიის ხანძარი ასევე ეკოლოგიური კატასტროფაა sad.gif

Posted by: TeO Feb 18 2009, 05:57 PM

აუ, რაც დათბა, მოკლედ ეს "ცივილური" PPL გამოვიდა ბუნებაში საპიკნიკოდ და ისე "ლამაზად" ანაგვიანებს გარემოს, რომ ვუყურებ გული მიწუხდება რაა sad.gif(( superstition.gif
ამათ გამო სითბო არ მოგინდება კაცს wacko.gif

Posted by: ირმა Apr 6 2009, 05:19 PM

ჩვენი დედამიწა დიდხანს ვერ აიტანს ჩვენ ნაგავს. ხე-ტყის ჩეხვა გრძელდება და არ არსებობს შუქი, რომელიც დაგვანახებს რომ შევჩერდებით. აი, ამ თემაში მიპყრობს პესიმიზმი და მეშინია, მეშინია ხვალინდელი დღის, მეშინია ჩვენი მომავალი რას ისუნთქებს... მეშინია... sad.gif

Posted by: anuchi Apr 7 2009, 12:48 AM

ირმა

საქართველოშI ყველაზე დიდი რესუსრებიაო გამიგია.. და არ ვიყენებთო sad.gif

Posted by: ირმა Apr 7 2009, 05:24 PM

QUOTE(anuchi @ 7th April 2009 - 01:48 AM) *
საქართველოშI ყველაზე დიდი რესუსრებიაო გამიგია.. და არ ვიყენებთო

აი მაგის მეშინია მეც, რომ „ გამოიყენებენ“ sad.gif

Posted by: tikoroma May 16 2009, 06:39 PM

შარშან დამაბეჭდინეს სტუდენტებმა თუ მოსწავლეებმა ბროშურები პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ. გლდანში ყოფილა,მაგრამ ცოტ-ცოტას არ იბარებენ, დიდი რაოდენობით უნდათ და ზომების მიხედვით დახარისხებული. მაინც კრგია რომ არსებობს ასეთი რამ. მე კომპიდან წამეშალა ეგ ბროშურა და აღარ მახსოვს ზუსტად...
სიტყვა და საქმეშიც შემხვედრია განცხადება პლასტმასის ბოთლებს ვიბარებთო.
მოკლედ რაკი ასეთი რამ არსებობს თბილისში რეკლამა უნდათ კარგი, რომ ხალხმა ნაგავშიარ მოისროლონ ბოთლები და მაგათ მიაწოდონ..
ნუ თბილისს გრეთ არამგონია საქართვველოში იყო სადმე მგვსი საწარმო

ნუ პარკებმა ხო წაგვიღო რა

Posted by: ირმა May 16 2009, 10:27 PM

QUOTE(tikoroma @ 16th May 2009 - 07:39 PM) *
ნუ პარკებმა ხო წაგვიღო რა

ხო, რაღაც სურათებს წავაწყდი, რომლებმაც შემძრა sad.gif
http://img195.imageshack.us/my.php?image=506b395b9f7f.jpg
http://g.imageshack.us/img195/506b395b9f7f.jpg/1/

http://img195.imageshack.us/my.php?image=1354d76409bd.jpg
http://g.imageshack.us/img195/1354d76409bd.jpg/1/

Posted by: tikoroma May 16 2009, 11:37 PM

აუ, ჩემი კორპუსის ეზოს სურათები უნდა დავდოოოოოო. ფანჯრიდან ყრიან პირდაპირ პარკებით ნაგავს. უკნა მხარეს კორპუს ბაღები ესაზღვრება და სავსეა ნაგავით... უსინდისოებიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიიი

Posted by: TeO May 17 2009, 09:34 AM




Posted by: Shou May 18 2009, 05:04 PM

სულ ვამბობდი, რომ პირველ რიგში სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ეკოლოგია საფუძვლიანად. გასვლითი გაკვეთილები ეწყობოდეს. ფილმებს აჩვენებდნენ, პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებდნენ. და საერთოდ ძალიან კარგი იქნება ნაგვის დახარისხებას სკოლაშივე სწავლობდნენ და პირველი ურნები იქ დაიდგას. მერე როცა წამოიზრდებიან ბუნერრივად შესისხლხორცებული ექნებათ საჭირო ჩვევები. ძალიან ლამაზია თეო l_daisy.gif

Posted by: TeO May 18 2009, 05:37 PM

Shou
გეთანხმები ორივე ხელით +1!!!!!!!!!!!!
ეს რომ ისწავლებოდეს თავიდანვე, ბავშვებში, მერე გაზრდილები აღარ დააბინძურებენ გარემოს! wink.gif

ყველაფერი ურთიერთ გადბმულია და ახლა ვინც ანაგვიანებს, მათი ასე ვთქვათ ბრალი არც არის, რადგან მათში გარემოს დაცვის პროგრამა არ ჩაუდიათ,..ნეტავ ვისი ბრალია? biggrin.gif

ასე რომ სისტემაა მეტად მოძველებული და ვეღარ ქაჩავს, რომ ყველაფერი 5იანზე ქონდეს და ხალხიც "კმაყოფილი" ყავდეს)))

Posted by: Shou May 18 2009, 06:24 PM

ჩვენი ბრალი ის იქნება ეხლანდელი ბავშვებიც თუ ასე უმეცრები გაიზრდებიან. ძალიან მრცხვენია, რომ მაშტაბურს არაფერს ვაკეთებთ ამისათვის sad.gif

Posted by: TeO May 19 2009, 07:36 PM

Shou ჩემო კარგო, შენ თუ ასე გადარდებს ჩვენი ეკოლოგია და გინდა გააკეთო რამე, თუნდაც მცირე - ძალიან კარგია! wink.gif

აი, რამდენიმე კვირაა რაც ტყეში (სადაც მე ვსეირნობ ხოლმე) გამოჩდა კაფია-გაფრთხილებები, რომელიც სხვადასხვა ადგილასაა გაკრული და სეირნობის დროს კითხულობ ხოლმე smile.gif
იდეა მეტად კარგია და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამოვბეჭდოთ და "ციყვებში" გავაკრათ, ხოლო პარალელურად დასუფთავების აქციაც მოვაწყოთ...რადგან ეგ საბავშვო პარკია და ცოდვაა ის ბავშვები, რომლეთაც უგუნური უფროსების გამო დანაგვიანებულ გარემოში უწევთ თამაში sad.gif

ფოტოები გადავუღეთ და აქ დავდებ







Posted by: ირმა May 26 2009, 04:46 PM

QUOTE(Tea @ 19th May 2009 - 08:36 PM) *
აი, რამდენიმე კვირაა რაც ტყეში (სადაც მე ვსეირნობ ხოლმე) გამოჩდა კაფია-გაფრთხილებები, რომელიც სხვადასხვა ადგილასაა გაკრული და სეირნობის დროს კითხულობ ხოლმე

კარგია რომ არიან ადამიანები და ბრძოლობენ smile.gif

Posted by: ირმა Jun 28 2009, 10:28 AM

ევროპაში ყველგან დაიწყეს ნაგვის გადამუშავება უკვე დიდი ხანია. ქალაქში ნაგვის დიდ ურნებთან გვერდით დგას გადასამუშავებელი ნაგვის ურნებიც. წესით კარგი იქნებოდა რომ ადამიანებმა ნაგავი გადაარჩიონ და ალბათ ძალიან ბევრი არჩევს კიდევ. წარმოიდგინეთ მე სახლში ნაგავს ცალ-ცალკე ვაგროვებ და ის რაც გადამუშავებადია სამმაგია ჩვეულებრივ ნაგავზე. თუმცა ზოგიერთი დააგვიანებს გაიგოს ეკოლოგიური პრობლემა რამდენად დიდია.

Posted by: TeO Jun 29 2009, 10:46 PM

გეთანხმები ირმა , მაგრამ რაღაც იმედიები გამიცრუვდა რა..თუ გახსოვს შაბათს დალაგების აქციას ვატარებდი.
ხოდა ჩავატარე მაგრამ მხოლოდ სამნი ვიყავით ისიც ჩემი ოჯახის წევრები და განცხადებებით, რომელიც წინასწარ გავაკარით იმ ტერიტორიაზე..მოკლედ არავინ გამოგვეხმაურა და თან მთელი დალაგების პერიოდში ხალხის ჭაჭანება არ იყო, თითქოს გვემალებოდნენ,..ამ დროს ეგ პარკი ძალიან ხალხ მრავალია ))
მოკლედ, დავალაგეთ და რაც შევძელით და 70 ლიტრიანი დიდი ნაგვის 8 პარკი ავავსეთ!!! და კიდევ გავაკარით პატარა ზომის პლაკატები ანტი დანაგვიანების..

ხოდა დღეს ავედით სანახავად, შემოვლაზე და ყველა ის პლაკატი ჩამოგლეჯილი დაგვხვდა და ნაგავიც დაყარეს ისევ sad.gif sad.gif ასე რომ ყურები ჩამომეყარა უუფ

Posted by: Shou Jun 30 2009, 12:48 PM

რომელ ტერიტორიას ალაგებდით TeO? არ ჩამოყარო რა ყურები გთხოვ l_daisy.gif მეც დაგეხმარები, ვთქვათ დილას ძალიან ადრე ყოველთვის მცალია, აი, ცოტა მოგვიანებით კი, არ ვიცი, ძირითადად დაკავებული ვარ. მე ისიც არ მომწონს ციყვების შესასვლელთან დაჟანგული წარწერა და ბოძები რომ არის. შეღებვა არ იქნებოდა ურიგო. ვიცი, ეს უფრო ესთეტიკასთან არის კავშირში ვიდრე ეკოლოგიასთან მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. საერთოდ (ვიცი ეხლა ამისათვის შეიძლება ჩამქოლონ) ვფიქრობ კუს ტბაზე მანქანების მოძრაობის საათები უნდა შეიზღუდოს თუ გვინდა ერთი წერტილი მაინც შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა. არ ვიცი რა ინსტანციებში შეიძლება ამ საკითხის დაყენება (საკმაოდ არაპოპულარული იდეაა) მაგრამ ალბათ ღირს გაგება და თავის შეწუხება რადგან კუს ტბის ”გაპაპსავებამ” ამ მიდამოებში ჰაერის დაბინძურება გამოიწვია აშკარად. იმ დღეს არავინარ აუშვეს ზემოთ, რაღაც ქიმიკატებიაო გაშვებული. საბოლოო ჯამში შეიძლება ქიმიკატებით რაიმე კონკრეტული პრობლემა დროებით მოგვარდეს მაგრამ სავარაუდოდ სხვა რაღაც უფრო დიდ დაზიანებას გამოიწვევს.

Posted by: ირმა Jun 30 2009, 01:46 PM

TeO
საქმე იმაში არ არის რომ ერთეულებმა(როგორც შენ) ნაგავი აგროვოს და ასუფთავოს, საქმე იმაშია, როგორ გავაგებინოთ უმრავლესობას რომ ასე დაბინძურება ბუნებისა არასასურველ შედეგს მოიტანს. შენ თეო და შენნაირი ხალხი ვერ აუვა იმ დიდ რიცხვს, რომელიც ნაგავს სადაც მოეპრიანება იქ ყრიან.
მე ვფიქრობ ერთეულებმა რაც გინდა ვიყვიროთ ვერაფერს გავხდებით, თუ ამ ხალხს არ აუხსენი კარგად ისე ვერ გაიგებს.
ვფიქრობ მთავრობამ უნდა ქნას რაღაცა, თუნდაც დააწესოს ჯარიმა დამბინძურებელთათვის. გამოცდილია ზოგიერთ ადამიანს თუ ცოტა ჯიბე არ აეწვა ისე ვერ გაიგებს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ უმრავლესობა არ არის მზად დემოკრატიისათვის. დემოკრატია ზოგს თავხედობა ჰგონია. სინდისი თუ არ ჩამოყალიბდა ისე დემოკრატია არ შველის, ასე რომ დღეს მხოლოდ ერთი გამოსავალი ჩანს, ჯარიმა(ჩემი აზრით). ისე ტელევიზიამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს. დროა დაიწყოს ხშირი საუბრები ამ თემაზე.
ჩვენ ჩვენი მხრიდან გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და იქნებ ვინმე „ქრისტიანმა“ წაიკითხოს და გაიგოს.
ზუსტად ამისათვის არის ეს თემა. მოვიტანოთ არგუმენტები, ფაქტები რას იწვევს ცელოფნის პარკებისა თუ პლასმასის ბოთლების ასე დაყრა. ეს ნივთები ხომ ასობით წელი არ დაიშლება, რა ბუნებას ვუტოვებთ ჩვენს მომავალს?!

Posted by: ირმა Jun 30 2009, 01:49 PM

Shou

QUOTE(Shou @ 30th June 2009 - 01:48 PM) *
რომელ ტერიტორიას ალაგებდით TeO? არ ჩამოყარო რა ყურები გთხოვ მეც დაგეხმარები, ვთქვათ დილას ძალიან ადრე ყოველთვის მცალია, აი, ცოტა მოგვიანებით კი, არ ვიცი, ძირითადად დაკავებული ვარ. მე ისიც არ მომწონს ციყვების შესასვლელთან დაჟანგული წარწერა და ბოძები რომ არის. შეღებვა არ იქნებოდა ურიგო. ვიცი, ეს უფრო ესთეტიკასთან არის კავშირში ვიდრე ეკოლოგიასთან მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. საერთოდ (ვიცი ეხლა ამისათვის შეიძლება ჩამქოლონ) ვფიქრობ კუს ტბაზე მანქანების მოძრაობის საათები უნდა შეიზღუდოს თუ გვინდა ერთი წერტილი მაინც შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა. არ ვიცი რა ინსტანციებში შეიძლება ამ საკითხის დაყენება (საკმაოდ არაპოპულარული იდეაა) მაგრამ ალბათ ღირს გაგება და თავის შეწუხება რადგან კუს ტბის ”გაპაპსავებამ” ამ მიდამოებში ჰაერის დაბინძურება გამოიწვია აშკარად. იმ დღეს არავინარ აუშვეს ზემოთ, რაღაც ქიმიკატებიაო გაშვებული. საბოლოო ჯამში შეიძლება ქიმიკატებით რაიმე კონკრეტული პრობლემა დროებით მოგვარდეს მაგრამ სავარაუდოდ სხვა რაღაც უფრო დიდ დაზიანებას გამოიწვევს

კარგი იდეები გაქვს. good.gif
იქნებ რაიმე წერილი დავწეროთ და პარლამენტში გავგზავნოთ, რას იტყვით?

Posted by: Shou Jun 30 2009, 03:04 PM

უნდა გავიკითხო "მცოდნე" ადამიანებთან ჯერ და მერე შესაბამისად ვიმოქმედო (ჩამქოლავეეეენsmile.gif)

Posted by: ირმა Jun 30 2009, 03:25 PM

O.K.

ამ ყველაფერს თავისებურად დრო სჭირდება, სამწუხაროდ...
დრო იმედია შესძლებს ადამიანის აზროვნების შეცვლას ასეთ უბრალო საკითხში მაინც.
განა ასე ძნელია იცოდეს ადამიანმა, რომ ნაგავი ყველგან არ უნდა დაყაროს?!

Posted by: Shou Jun 30 2009, 04:49 PM

რას ვფიქრობ იცი, შეიძლება კონკრეტულად შენი ძალისხმევის შედეგი მაშინვე არ გამოჩნდეს მაგრამ დრო მოვა და შენი იდეა აუცილებლად იპოვის გზას და შეცვლის რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ.

იმ დღეს ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის სემინარზე ვიჯექი და 28 მონაწილეს სათითაოდ მოგვაყოლეს თუ ვინ რას ვაკეთებთ კონკრეტულად ეკოლოგიისათვის. ყველა ძალიან აქტიური აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში სიტყვებით. თუნდაც ტყუილი იყოს ის რაც ილაპარაკეს, ვფიქრობ ყველა (მათ შორის მეც) სხვანაირად დავფიქრდით ამ საკითხზე. ვიღაც ნაჭრის საყიდლების ჩანთას იყიდის რათა ცელოფნის პარკებით არ გავანადგუროთ დედამიწა, ვიღაც აუცილებლად გადამუშავებულ პროდუქციას შეიძენს, რომელიღაც ორგანიზაცია ნაგავს დაახარისხებს ოფისში და ყუთებს დადგავს ქაღალდებისათვის რათა თანამშრომლებმა სახლიდანაც მოიტანონ გამოყენებული (არა ტუალეტში ოღონდsmile.gif) ქაღალდი და გადასამუშავებლად ყოველი თვის ბოლოს გაატანას შესაბამის ორგანიზაციას რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. მე პირადად ყოველი თვის ბოლოს მირეკავენ და მეკითხებიან ხომ არ დაგროვდა საკმარისი რაოდენობით ქაღალდი. ბევრი ნიუანსია რაც არ ვიცით და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ძალიან მარტივი რაღაცეების. ვთქვათ კონდენციონერის გამორთვა როცა ოთახიდან გავდივართ მაშინ მაინც, აეროზოლების გამოყენებაზე უარის თქმა ა.შ.

Posted by: TeO Jul 1 2009, 07:18 AM

დედამიწა ჩვენი საერთო სახლია - გავუფრთხილდეთ მას!!!



იქნებ ამ მარტივმა პლაკატებმა მაინც იმოქმედოს ზოგზე ))

Posted by: TeO Jul 1 2009, 07:19 AM

მართლაც, რომ უკვე ძალიან მწვავედ იგრძნობა ეკოლოგიის დაბინძურება პლანეტაზე.. ((


Posted by: TeO Jul 1 2009, 07:21 AM

გავუფრთხილდეთ ბუნებას!..


Posted by: ირმა Aug 23 2009, 10:14 PM

ორი დღეა ათენის მზე დაბნელებულიაsad.gif


იწვის ბოლო ტყეები და ეკოლოგიური კატასტროფა უდიდესია. საწყალი უბრალო ხალხი, ცდილობს თითოეულმა წვლილი შეიტანოს, მაგრამ ამაოდ, მრავალი სახლი დაიწვაsad.gif


Posted by: ირმა Aug 23 2009, 10:45 PM

http://www.youtube.com/watch?v=Vb988eR1o1w

http://www.youtube.com/watch?v=yrlZOHixDh4&feature=related

sad.gif((

Posted by: blanca Aug 25 2009, 03:11 AM

საშინელებაა მართლა. ირმა, იმედია კარგად ხარ. გამახსენდი ვიფიქრე ათენში ხომ არ არის

Posted by: TeO Aug 25 2009, 09:55 AM

sad.gif(((

Posted by: ირმა Aug 25 2009, 10:25 PM

blanca

QUOTE(blanca @ 25th August 2009 - 04:11 AM) *
საშინელებაა მართლა. ირმა, იმედია კარგად ხარ. გამახსენდი ვიფიქრე ათენში ხომ არ არის

მადლობთ ბლანკა, ათენთან ვარ მეც მაგრამ ათენის სამხრეთით, ხანძარი ათენის ჩრდილოეთით იყო. დამთავრდა საშინელებები როგორც იქნა და ამოვისუნთქეთ.

Posted by: ირმა Sep 17 2009, 09:17 PM

QUOTE(ირმა @ May 16 2009, 11:27 PM) *
ხო, რაღაც სურათებს წავაწყდი, რომლებმაც შემძრა sad.gif
http://img195.imageshack.us/my.php?image=506b395b9f7f.jpg
http://g.imageshack.us/img195/506b395b9f7f.jpg/1/

http://img195.imageshack.us/my.php?image=1354d76409bd.jpg
http://g.imageshack.us/img195/1354d76409bd.jpg/1/



კარგი იქნებოდა აიკრძალოს ცელოფნის პარკები და მარტო ისეთი პარკები შემოიღონ, რომლებიც ერთ თვეში იშლება. ევროპაში უკვე დაიწყეს. პარკი რომელითაც სახლში ნავაჭრი მოგაქვს, ერთ ან ორ კვირაში ისე იშლება, რომ არაფერი რჩება.

Posted by: TeO Sep 19 2009, 11:39 PM

QUOTE(ირინი @ 17th September 2009 - 10:17 PM) *
კარგი იქნებოდა აიკრძალოს ცელოფნის პარკები და მარტო ისეთი პარკები შემოიღონ, რომლებიც ერთ თვეში იშლება. ევროპაში უკვე დაიწყეს. პარკი რომელითაც სახლში ნავაჭრი მოგაქვს, ერთ ან ორ კვირაში ისე იშლება, რომ არაფერი რჩება.

ვაუ, საინტერესოა smile.gif ასეთი პარკი?! და ნეტა რა ნივთიერებებით ამზადებენ?

Posted by: TeO Sep 28 2009, 11:47 AM

აი, გუშინ დათო რომ ამბობდა თავის საიტზე >> http://organic.com.ge/
ვიპოვე smile.gif

Posted by: old_man Sep 28 2009, 11:48 PM

ჰო მაგრამ საიტი არ უვარგათ. არც მუშაობს. რისთვის გვყავს ალფა და ზეტი მეტს კი არაფერს აკეთებენ. მიმართოს დათომ wink.gif

Posted by: ირმა Sep 9 2010, 10:11 PM

Пластиковые отходы должны перерабатываться, поскольку при сжигании пластика выделяются токсичные вещества, а разлагается пластик за 100-200 лет.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BB%D0%B0%D1%81%D1%82%D0%BC%D0%B0%D1%81%D1%81%D1%8B
არ დაწვათ პლასმასი.

Posted by: ირმა Sep 12 2010, 10:45 AM

გაუფრთხილდით ტყეს.

http://pix.ge/

Posted by: ირმა Nov 8 2010, 05:45 PM

http://www.youtube.com/watch?v=QuTpfqZPLBk

http://pix.ge/

Posted by: ირმა Jan 13 2011, 12:07 AM

ეეჰ ეს თემა...
ახლა ავსტრალია მიაქვს წყალს, ფრინველები კვდებიან, თევზები კვდებიან...(((

Posted by: td......... Jan 13 2011, 10:46 AM

sad.gif

Posted by: Gopi Mar 30 2011, 05:51 PM

ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვიპოვე! ცოტა მოძველებულა მაგრამ ამოვწიოთ,თან ზაფხული მოდის და იქნებ ჩემსავით მონდომებული იყოს ვინმე და ენთუზიაზმზე დავასუფთაოთ კონკრეტული ადგილები რომელიც ძალიან დაბინძურებულია.

შარშან ზაფხულს მარტყოფის ღვთაების მონასტერში ვიყავი, ულამაზეს ტყის გულშია აშენებული. გული ძალიან მეტკინა გარშემო მიდამოებს რომ გადავხედე. საშინლად დაბინძურებულია პოლიეთილენის პარკებით და ბოთლებით. ეს წმინდა ადგილი საქეიფო-სალოთაოებად არის გადაქცეული და ღმერთის სახელზე შეფარებული ადამიანები (ვითომდა რწმენით რომ ადიან იქ სალოცავად) ღრეობაში ათენებენ ღამეს. sad.gif
აღარ ვისაუბრებ საქართველოში რამდენია ასეთი ადგილები.

ვიცი რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე თავიანთ ქვეყანაში და ეს საქართველო რა გახდა ბოლო-ბოლო?

სიამოვნებით ვივლიდი თავისუფალ დროს ერთი იდეით გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად და მომუვლიდი დედამიწას ცოტათი მაინც . მას ხომ ეს სითბო ძალიან აკლია.

Posted by: mata Mar 30 2011, 06:24 PM

ვუერთდები Gopi შენს მოწოდებას
წავიდეთ და დავასუფთაოთ ტყე-ღრე, მინდორი, მდელო, მთა და ბარი, რავიცი




Posted by: ირმა Mar 30 2011, 07:13 PM

Gopi

QUOTE(Gopi @ 30th March 2011 - 06:51 PM) *
ვიცი რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე თავიანთ ქვეყანაში და ეს საქართველო რა გახდა ბოლო-ბოლო?

კი, ევროპაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, არსებობს ნაგვის დახარისხება, მაგრამ რად გინდა, თუ ადამიანი შინაგანად არ არის მზად, თუ შესაბამისი ასე ვთქვათ სინდისი არ გაგვაჩნია...
მაგალითად არის დიდი ნაგვის ურნები, სადაც ხალხი ნაგავს ყრის და მათ გვერდით დიდი ასევე ურნები, სადაც მეორად გადამუშავებადი ნაგავი გროვდება, მაგრამ რად გინდა... უმრავლესობა ყველაფერს ნაგავში ყრის, არიან რომლებიც არც უყურებენ სად ყრიან თავიანთ ნაგავს. არ ვამბობ წვრილმან ნივთებზე, რომელთა ცალ-ცალკე მოგროვებაც ეზარებათ სახში, ხან მაგალითად დიდ პლასმასის სკამს ვხედავ ნაგვის ყუთში, მაშინ როცა შეეძლო ეს მაინც გადამუშავებად ნაგავში ჩაეგდო.
მე ბოლო ქაღალდის ნამცეცსაც ძალკე ვაგროვებ და ხშირად ვფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის. სამწუხაროდ ერთი დასკვნა გამომაქვს. ეს გადამუშავებადი ნაგავი რაღაცა თანხით თუ არ ანაზღაურდა ადამიანები არასოდეს არ გააკეთებენ ამ საქმეს. დაწესდეს მაგ. ამდენი კგ ალუმინი რაღაც პატარა თანხა, ცელოფნები სხვა, თუნდაც მცირე თანხა. სხვანაირად საშველი არ იქნებაsad.gif

Posted by: ირმა Jul 30 2011, 11:46 PM

ასეთი ბუნება მინდა ყველგან smile.gif

http://pix.ge/

Posted by: Lashapoli Jul 31 2011, 12:13 AM

ვაუ, რა მაგარია!!!!!!!!!! ohmy.gif

Posted by: sentimennte Apr 14 2013, 08:06 PM

Dges, deidachemma,me da mezobelma, sadarbazos win, mteli korpusis bavshvebma, tetri da iasamnisperi iasamnis nergebi davrget da tito nergi,tito bavshvs chavabaret da vnaxot ra gamova smile.gif) imedia, "kulturuli"mezoblebi zed ar gadauvlian manqanebit smile.gif

Posted by: Fee Apr 14 2013, 08:17 PM

QUOTE(sentimennte @ Apr 14 2013, 09:06 PM) *
Dges, deidachemma,me da mezobelma, sadarbazos win, mteli korpusis bavshvebma, tetri da iasamnisperi iasamnis nergebi davrget da tito nergi,tito bavshvs chavabaret da vnaxot ra gamova smile.gif) imedia, "kulturuli"mezoblebi zed ar gadauvlian manqanebit smile.gif


რა კაია smile.gif იმედი მაქვს მოუვლიან. ჩვენთან ბაღის ეზოში ყვავილებს ისე საყვარლად რწყავენ ხოლმე ბავშვები. angelchik.gif

Posted by: earth Apr 14 2013, 08:23 PM

sentimennte

QUOTE
Dges, deidachemma,me da mezobelma, sadarbazos win, mteli korpusis bavshvebma, tetri da iasamnisperi iasamnis nergebi davrget da tito nergi,tito bavshvs chavabaret da vnaxot ra gamova ) imedia, "kulturuli"mezoblebi zed ar gadauvlian manqanebit

ძალიან გამიხარდა, რა კარგი რამე მოგიფიქრებიათ l_daisy.gif

Posted by: sentimennte Apr 14 2013, 08:36 PM

earth
ici ra gaxarebulebi iyvnen? smile.gif)) kidev unda davamatot nergebi, torem "kulturulebs" sxvanairad ver moverevit smile.gif

Posted by: td......... Apr 15 2013, 10:55 AM

ჩვენი სამსახურის ბაღში კი როგორც კი გაიყვავილებს რამე, ჭერამი, ალუბაი ან იასამანი, სარანჩასავით შეესევიან ხოლმე ჩვენითანამშრომლები და ბარდღვნიან ხოლმე ერთბაშად... იასამანის ყვავილებითმხოლოდ ერთი დილა დავტკბი.... უკვეცარიელი ბუჩქი დარჩა.. sad.gif ადრე მინდოდა რაღაც ნრგების მიტანა, ბაღის გალამაზება, მცენარეებით , ვარდებით.. მაგრამ ამის შEმხედვარე გადავიფიქრე...

Posted by: sentimennte Apr 15 2013, 02:38 PM

Chventanac elodeba eg ambavi,am iasamnebs da magitomac mivuchinet "gazlierebuli dacva" biggrin.gif ravici, kidev sxva nergebic gvinda movitanot, sul rom sheivsos adgilebi nargavebit, iqneb agar gadauaron zed..

Posted by: earth Apr 15 2013, 08:30 PM

sentimennte
ორ საქმეს ერთად აკეთებ, ნერგებიც გაიზრდებიან და მეორე ბავშვები ბუნების სიყვარულს ისწავლიან, ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანია smile.gif

Posted by: sentimennte Apr 15 2013, 09:51 PM

earth
ho, magitom gavaketet rom iswavlon,tanac chveni korpusis win teritoria yvelaze sacodavad gamoiyureboda smile.gif torem is nergebi iqac mshvenivrad gaizrdebodnen saidanac wamoviget smile.gif)

Posted by: tikoroma Apr 23 2013, 02:19 PM

http://www.radikal.ru

Posted by: tikoroma Apr 29 2013, 01:01 PM

გარემოს დაცვა... გარემოს დაცვაა. მომწონს smile.gif

ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა


გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს.
"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.
განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ "სმოგს"; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.
ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.
ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები.
გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წყარო : http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...0-laramdea.html

Posted by: td......... Apr 29 2013, 09:46 PM

ურჯულოები ეგენი, ჭიაკოკონობაც არ შEგვარგონ! არადა 3 პაკრიშკა მქონდ ამომარაგებული ....

Posted by: tikoroma Apr 29 2013, 10:16 PM

ხმელი შეშა დაწვით ეშმაკებთან მებრძოლებმა biggrin.gif
ისე ვაზის ლერწი იყო ტრადიციაში, გასხვლის მერე ეწყობოდა ჭიაკოკონა, თებერვალში მგონი

Posted by: td......... Apr 29 2013, 11:04 PM

მე იმაზე მეცინება ეს თავგადაკლული ქრისტიანები წარმართულ რიტუალებს რომ არ აკლდებიან.. smile.gif) იმ დღEს ერთმა დიდმა მორწმუნემ შემრისხა, რომ გაიგო თევზს არ ვჭამდი და ბზობაზე არ მოვამზადებდი თევზის კერძს...

ვავა...

Posted by: Fee Apr 30 2013, 10:23 PM

როგორ მიყვარდა ხოლმე ბავშობაში პაკრიშკების დაწვა whistling.gif ტკბილი 90იანები biggrin.gif სადაც მეტი პაკრიშკა იწვოდა იქ უფრო კაი ტიპები ცხოვრობდნენ hilarioustu8.gif

Posted by: tikoroma May 5 2013, 01:19 PM

ჰეე ტდ
მაგ ქრისტიანებს უთხარი ქრსიტეს არ დაუგმია ჭიაკოკონობათქვა
აი მაგის აღწერა იოანეს სახარებაში
5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.

6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.



შდარებად მოიყვანა მარა არ დაუგმია : biggrin.gif
ასე რომ გაერთონ ბავშები ეკოლოგიურად სუფთა ჭიაკოკონობით biggrin.gif

Posted by: stalkeri May 5 2013, 09:58 PM

td.........
Ras vizamt religia chamis sferos ver gascda biggrin.gif ager gushin telekompania imedis sainformacio mteli dge mteli gulmodginebit mogvicodebda "xvalidan kvelafris chama sheidzleba"-o biggrin.gif

Posted by: tikoroma May 5 2013, 10:11 PM

stalkeri

ციტატა(stalkeri @ 5th May 2013 - 09:58 PM) *
"xvalidan kvelafris chama sheidzleba"-o

მაგათაც უნდა გავუგოთ უხარიათ და რა ქნანbiggrin.gif
მარხვაზე რომ ვიყავი, მაცივარს გამოვაღებდი და ყველს ვუყურებდი ხოლმე მოსიყვარულე თვალებით gul.gif

Posted by: stalkeri May 5 2013, 10:22 PM

tikoroma
Mogikvdes tavi biggrin.gif

Posted by: stalkeri May 6 2013, 12:42 AM

ekologias, rac sheexeba martlac dzalian cudad aris am mxriv saqme. Aravis ar ackobs, tundac ekologiurad sufta sacvavi, radgan navtobis gigantebs ekargebat fasi.
Am "mcvaneebis" da "garemos damcvelta" matrakvecobis kidev ar mcams

Posted by: td......... May 6 2013, 11:27 AM

stalkeri
არც მე მწამს მაგათი...ცხოვლეთა დაცვის ორგანიზაციები პირველი მტრები არიან ცხოველების, ეგ პირადდა მაქვს ნანახი, ასევე იქნებიან სხვა ორგანიზაციებიც. რადგან ვიცი არასამთავრობოს პირველი დანიშნულებაა ფული აკეთოს და არა საქმე. (ჩვეს ქვეყანაში ასეა და სხვაგან არ ვიცი)

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)