Printable Version of Topic
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ოჯახი - პლანეტა დედამიწა _ იდეალური
Posted by: ირმა Mar 22 2009, 02:05 AM
http://img8.imageshack.us/my.php?image=tackingbackcontrolbycom.jpg
http://g.imageshack.us/img8/tackingbackcontrolbycom.jpg/1/
რას ნიშნავს იყო იდეალური? როდის არის ადამიანი იდეალური?
იყენებს თუ არა სარკეს დღევანდელი ადამიანი კონკრეტულად?
იდეალური ადამიანი არ არსებობსოოოო.... მართალია, მაგრამ მითხარით რას გულისხმობთ იდეალურში. რას ითხოვს ხალხი მისგან, როგორია...
იდეალური ადამიანი არ არსებობსოოო... მართალია, მაგრამ რად გვინდა მაშინ ეს სიტყვა, სიტყვა უხორცო, სიტყვა უფრთო რაში გამოიყენება, მაშ ამოვიღოთ ლექსიკონიდან...
იქნებ ყველა ჩვენგანის ღრმა, ჩუმი ოცნებაა რომ ვიპოვოთ ასეთი, იდეალური ადამიანი და ამიტომაც გვაქვს ჯერეც ეს სიტყვა და ვამბობთ: იდეალურია პატიოსანი ადამიანი, რომელიც არ ქურდობს, ყოველ დღე სარკეში იხედება და ეკითხება თავის თავს, აბა დღეს მე ვი რა ვარგე....
ახ, სიტყვა გამიგრძელდა. ამ თემაში იცით რა მინდა, ჩამოვთვალოთ ადამიანის ის თვისებები, რომელიც მას იდეალურთან აახლოვებს მაინც ცოტათი.
ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თვისებებზე, რომელიც მას იდეალურიდან აშორებს.
ამ თემაში სარკეში ჩავახედოთ ადამიან...
Posted by: ირმა Mar 24 2009, 05:35 PM
აი ჩემი სამი დღის დაკარგული თემა ვიპოვეეეე
აბა ვინ რას იტყვით, როდისაა ადამიანი იდეალური, ან თუნდაც იდეალურთან მიახლოებული?
Posted by: blanca Mar 24 2009, 06:15 PM
მაგარი სურათია
საკუთარი თავით მოცული ადამიანი სამყაროში. სულ კიდია რა ხდება გარშემო, მთავარია 'მე'
აი ეს არის ადამიანი - არაიდეალური
Posted by: ირმა Mar 25 2009, 04:14 PM
blanca
არაიდეალურიო მე ვიტყოდი, რომ საკუთარი თავით მოცული ადამიანი, თავის სულის სარკეში ჩამხედავი ადამიანი იდეალურთან უფრო არის მიახლოებული
Posted by: blanca Mar 25 2009, 06:10 PM
ნუ გააჩნია როგორ ინტერპრეტაციას მისცემ სურათს და რას დაინახავ
ორივე სწორია, მესამეც სწორი იქნება მეოთხეც
Posted by: ირმა Mar 25 2009, 07:42 PM
QUOTE(blanca @ 25th March 2009 - 07:10 PM)
ნუ გააჩნია როგორ ინტერპრეტაციას მისცემ სურათს და რას დაინახავ
ორივე სწორია, მესამეც სწორი იქნება მეოთხეც
მართალია
Posted by: ირმა Mar 25 2009, 07:48 PM
იდეალური ადამიანია ეზოთერიკოსი
Posted by: blanca Mar 26 2009, 07:38 PM
იდეალური ადამიანი არაიდეალური ადამიანია, რომელსაც არ ჩევანი აქვს და ხან სწორ არჩევანს აკეთებს ხან არასწორს.
ადამიანს, გონის მიცემით, იმიტომ მისცეს არჩევანი, რომ სამოთხეში მყოფი იდეალური, არაიდეალური გამხდარიყო და სწორედ ამით მიეღწია იდეალურობისათვის, ჩემი აზრით
იდეალურია ორი ერთში (+ და - ) და არა მხოლოდ ერთი, +
თუ გაიგეთ რა ვთქვი თუ ვთარგმნო
Posted by: anonymouska Mar 26 2009, 09:53 PM
ego sagapo
უი აქ რომ ჩამოვთვალო როგორია ჩემთვის იდეალურიიიი... ტრია ლა ლა
ჰო და
ჯობია არ
მაგრამ
წინა პლანზე ყოველთვის დავაყენებ უღალატო ადამიანს
იდეალური არ არსებობს მაგრამ მოდით ყველამ
QUOTE
ჩამოვთვალოთ ადამიანის ის თვისებები, რომელიც მას იდეალურთან აახლოვებს მაინც ცოტათი.
Posted by: ირმა Mar 27 2009, 02:19 AM
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
ეს სიტყვები ჩემს ბავშვობაში შემოიჭრა ჩემს გულში. რამხელა აზრი დევს, ყოველი ჩვენგანი რომ ამ სიტყვებს გაითავისებდეს რა კარგი იქნებოდა...
და თუ არშეგვიძლია ვინმეს რამე ვარგოთ, ყოველშემთხვევაში მგონი ძნელი არ არის რომ ვიფიქროთ არავის არ ვაწყენინოთ. ყოველი ადამიანი რომ ცდილობდეს გაუგოს სხვას და არ აწყენინოს, რომ ცდილობდეს სხვა არ შეურაცხყოს, სხვას ცუდი არ უკეთოს ეს ადამიანი არა მარტო იდეალურთან მიახლოებული არამედ უკვე იდეალური იქნებოდა.
მაგრამ, ვაი რომ არ შეგვიძლია, არ შეგვიძლია დავიკავოთ უხორცო ენა, რომელიც ხშირად გვღალატობს
Posted by: adamiani Mar 27 2009, 03:07 AM
იდეალი -ნებისმიერი იდეალი -რომელიც გვაქვს დიდი ძალით მოქმედებს ჩვენზე: შორეული მომავლიდან თავის სინათლეს და სითბოს გვაწვდის, გვზრდის და სახეს და არსს გვიცვლის . ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს , თუ რა იდეალს ვესწრაფვით. ჩვეულებრივი ადამიანი იდეალური არსოდეს არაა ცხადია, მაგრამ თვით მისი იდეალი უნდა იყოს იდეალური.ერთადერთი ასეთი იდეალი - სრულიად უნაკლო და სრულყოფილი - არის ღმერთი. ამიტომ იგი უნდა იყოს ჩვენთვის იდეალი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ღვთის შვილობას.
ქრისტე არის იდეალური ადამიანი.
Posted by: ირმა Mar 27 2009, 03:22 AM
QUOTE(sethis modgma @ 27th March 2009 - 04:07 AM)
ქრისტე არის იდეალური ადამიანი.
QUOTE(ირინი @ 22nd March 2009 - 03:05 AM)
იქნებ ყველა ჩვენგანის ღრმა, ჩუმი ოცნებაა რომ ვიპოვოთ ასეთი, იდეალური ადამიანი და ამიტომაც გვაქვს ჯერეც ეს სიტყვა
ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იდეალი, სხვაგვარად მისი ცხოვრება მშრალი მქნებოდა.
Posted by: anuchi Mar 29 2009, 10:48 PM
მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე რ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე.. ხოდა გავცვლით ენერგიებს და გავხდებით იდეალური.. ისე არც პერსონაჟი შემხვდერია სადმე იდეალუირ.. მეთვითონ მივუმატე ჩემი თვისებეი და ერთი კი შევქმენი მაგრამ ეგ მარტოო ფანტაზია და ოცნებაა
QUOTE
ქრისტე არის იდეალური ადამიანი
დიახ დიახ ჩემო კარგო
Posted by: adamiani Mar 30 2009, 04:06 AM
anuchi
QUOTE(anuchi @ 29th March 2009 - 10:48 PM)
მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე რ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე.
ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.
სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.
Posted by: TeO Mar 30 2009, 10:31 AM
adamiani
QUOTE(sethis modgma @ 30th March 2009 - 04:06 AM)
ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.
სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.
+1
გეთანხმები 100%-ით
მაგრამ ამის გაანალიზება პრინციპში ბევრს არ შეუძლია..
Posted by: blanca Mar 30 2009, 10:10 PM
QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 05:06 AM)
anuchi
ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.
სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.
უცნაურია მაგრამ სქესის გარდა, არასდროს ჩემი ხასიათის საპირისპირო არ მიძებნია მასში, მხოლოდ მსგავსი და მხოლოდ ეს მსგავსი მიზიდავს.
ანუ ჩემი მე-ს დანახვა მიზიდავს საპირისპირო სქესში.
ეს რას ნიშნავს? ანუ რატომ? ბისექსუალი ხო არ ვარ ორივე თუ ჩემშია და მხოლოდ განსხვავებულ სქესს ვეძებ?
აუფ დავიღუპე
Posted by: anuchi Mar 30 2009, 10:40 PM
adamiani
აჰაა, ამიტომა რომ საპირისპირო ხასიათის ადამიანები გვიძიდდავს
Posted by: anuchi Mar 30 2009, 10:42 PM
blanca
მაშინ რაღAსაჭიროა საპირისპირო სქესის ძებნა???
Posted by: blanca Mar 30 2009, 10:56 PM
QUOTE(anuchi @ Mar 30 2009, 11:42 PM)
blanca მაშინ რაღAსაჭიროა საპირისპირო სქესის ძებნა???
ნუ .. ცოტა უცნაურად დასმული კითხვაა
მე მსგავსი ხასიათის უფრო მიზიდავს, ანუ ადამიანი მსგავსი, ჩემნაირი უცნაურობებით, და შეიძლება უფრო ძლიერად გამოხატული იგივეთი ანუ 'მე მასში მიყვარს ოცნება ჩემი'
მომწონს საპირისპირო სქესი მსგავსი ხასიათით
სხვათაშორის მხოლოდ საქართველოში გამიგია რომ 'განსხვავებული იზიდავს'
დასავლეთში ადამიანები თავის მსგავს ადამიანებს ეძებენ.
ეს ბევრი მიზეზის გამო შეიძლება .. ეხლა მეზარება კაკუნი
Posted by: anuchi Mar 30 2009, 11:42 PM
blanca
კაი არცაა საჭირო.. მაინც ვერ გავიგებ ალბათ, ნუ ზუსტად არც ვარ ამ საკითხში გარკვეული თანნ..
Posted by: blanca Mar 31 2009, 12:37 AM
Posted by: anuchi Mar 31 2009, 10:33 AM
anonymouska
ეგ ინდივიდუალურია მაგრამ.. ოშოს ეწერა თუ არ ვცდები თუ ნარბეკოვმა თქვა რომ განსხვავებული ადამიანი ავსებენ ერთAმნეთ და რაღაც კარგი გამოდის უფრო სწორედ უნდა გავდნენ ერთAმნეთშ და ამავე დროს განსხვავდებოდეს: ჩრდილოეთ და სამხრეტ პოლური ხომ სხვადასხვაა, მაგრამ ორივე პოლუსია ^_^
Posted by: anonymouska Apr 1 2009, 07:21 AM
უი წავიკითხე
დავაკოპირებ
ოშო, (ნამდვილი სახელი ჰინდი: रजनीश चन्द्र मोहन जैन რაჯნიშ ჩანდრა მოჰან ჯაინ, ასევე ცნობილი როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში ან შეცდომით - რაჯნეში), (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი – გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი), ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.
21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: ”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: ”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.”
ups, not in my interest
შორს ვარ ძალიან
Posted by: anuchi Apr 1 2009, 10:51 PM
anonymouska
ოშო ვინაა წესიერად არც მე ვიცი, მე წიგნს გადავხედე(წავიკითხე) .. ხო მასე თქვაა კიდევ იმას ამბობს რომ წიგნებმა და ფილმებმა დაგვაბნიეს.. სინამდვილეში ზალიან ბევრი ადმიანია ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებით და არა ერთადერთი!!! რატომღაც რომ ვეძებთ სულ.. (მე ყოველშემთხვევაში მასე ვფიქრობდი ადრე) ხო და მაგას ამბობს.. თან უნდა გავდნენ ერთAმნეთშ ტან განსხვავდებოდნენო
Posted by: st peter Apr 5 2009, 02:35 PM
თვითონ სიტყვა ადმიანი თავისთავად ნიშნავს იდეალურს... ყველა ადმიანი იდეალურია...
ადამიანში ერთდება სიყვარული სიზულვილთან. ნგრევა შენებასთან. ცინიზმი ჭეშმარიტებასთან... ესაა ადამიანი _ ყოველმხრივ იდეალური. ყველაზე საკაიფოდ ეს თემა კამიუს "დაცემა " შია წარმოჩენილი. აი იქაა ძაან მაგრად დახატული "იდეალური" რომელმაც ჩაიხედა თავის სარკეში და დაეწყო ყველა იდეალის ნგრევა... კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი დაანგრიეთ იდეალები რო მიხვდეთ რა არის იყო ნამდვილი ადამიანი-იდეალური ადამიანი...ის რაც ყველააა
Posted by: anonymouska Apr 6 2009, 01:00 AM
ეუჰ სადაა იდეალური ადამიანი... არ არსებობს დედამიწასა შინა
ყველას თავ-თავისი რაღაც ნაკლოვანებები და სისუსტეები გააჩნია
მაგრამ სიყვარული რას არ შეაძლებიებს კაცს
სიყვარულმა უნდა მოგათმენიოს/დაგათმობიოს/გაუგო/აპატიო და ა.შ
სიყვარულით ბევრი შეგიძლია, დიდი ძალა აქვს
მთელი გულით როცა გეყვარება, მისთვის ბევრს დათმობ და ყველაფერს გააკეთებ რაც შეგიძლია
უუუჰ, მაჟრიალებს ამ სიტყვაზე
ერთი სიტყვით
sacrifice რა
ეჰ
კარგად ვერ გადმოვცემ რისი თქმა მინდა, უკაცრავად რა
Posted by: ირმა Apr 6 2009, 04:48 PM
მიხარია anonymouska ამ შენს აზრებზე. დიახ და დიახ სიყვარულის გაზრდა და გაღრმავება არის ყველაზე მთავარი, როცა არსებობს სიყვარული ნელა-ნელა უახლოვდები იდეალურ ადამიანს.
Posted by: st peter Apr 11 2009, 12:33 PM
QUOTE(TeO @ Apr 5 2009, 02:49 PM)
st peter მომწონს შენი ფილოსოფია
არის მასში რაღაც..
და
ამ შემთხვევაში (იდეალიების ნგრევაზე) გეთანხმები!
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია...
არა კაცო
მე სულ სხვა რამეზე გელაპარაკები
ჯერ ერთი არსებბს მარტო ადამიანი (მეტი არაფერი)
და ეგ ადამიანი კონტრასტებისგან იქმნება
სიყვარულს სიძულვილი ქმნის და პირიქით
მიხვდი რაზეა ლაპარაკი???
სიყვარული სიძულილის გარეშე ვერ იარსებებს. აზრს დაკარგავს. და პირიქით. ისინი ერთმანეთს ქმნიან
აი ეგაა ადამიანი. ყველაფერი ერთად აღებული....იდეალური
Posted by: st peter Apr 11 2009, 09:38 PM
კარგი მაშინ გკითხავ...
შეიძლება მიაღწიო იდეალურობას???
თU კი
მაშინ არ მჯერა შენი
თU არა
მაშინ რა საჭიროა იდეალურობაზე "ოცნება"
???
Posted by: st peter Apr 11 2009, 09:41 PM
ნუთU უბრალოდ ცხოვრება არაა საკმარისი??
ჩემი აზრით რა ხდება იცი?
მე მგონია რომ მას მერე რაც ვინმე მაგ "იდეალურობაზე" ოცნებას შეწყვეტს მიხვდება რომ ადამიანია...ჩვეულებრივი ადამიანი..
მართლა იდეალური გახდება ა დ ა მ ი ა ნ ი
უუუუუუუუუუუუუუუუუ
Posted by: ირმა Apr 11 2009, 11:06 PM
იდეალური ადამიტანის ერთ-ერთი თვისება იქნებოდა ასევე, რომ სხვა არ განსაჯოს და გაკიცხოს და ყოველთვის შეეცადოს სიყვარულის ენით ილაპარაკოს
Posted by: anuchi Apr 11 2009, 11:41 PM
st peter
მაგ წიგნს წავიკითხავ, დავინტერესდი
QUOTE
მე მგონია რომ მას მერე რაც ვინმე მაგ "იდეალურობაზე" ოცნებას შეწყვეტს მიხვდება რომ ადამიანია...ჩვეულებრივი ადამიანი..
მართლა იდეალური გახდება
ჩემი აზრით ყველა ადამიანი იდელურია, მაგრამ თვითონ უნდა მიხვდნენ ამას
ირმა იდეალური არ ვიცი, მაგრამ ეგ ისეთი ადამიანი თვისება ვისაც თავის თავთან კომპლექსები არ აქვს
საბედნიეროდ მასეთებს ვიცნობ
Posted by: ირმა Jun 3 2009, 03:44 PM
კომპლექსი მართლაც არ არის კარგი თვისება
იდეალურ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი
Posted by: Smith Jun 12 2009, 10:16 AM
QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 04:06 AM)
anuchi
ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.
სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.
სანამ იმ სხვას არ იპოვნი, მანამ ვერაფერს ვერ გააღვიძებ, მით უმეტეს რომ არც არაფერია გასაღვიძებელი, არამედ სწორედაც რომ გვაკლია მეორე ნახევარი.
anuchi ჭეშმარიტებას ღაღადებს, როცა ამბობს: „ მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე არ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე..“
მართალი ხარ anuchi !
Posted by: Smith Jun 12 2009, 10:24 AM
QUOTE(TeO @ Apr 5 2009, 02:49 PM)
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია...
რას ამბობ, რასა!?
აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც.
ან უკვე დახატული თუ გინახავს მასეთი?
მდაა!!!
Posted by: Shou Jun 12 2009, 11:17 AM
გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ ან რა არის შენში
Posted by: ირმა Jun 12 2009, 11:34 PM
Smith
რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება
QUOTE(John @ 12th June 2009 - 11:24 AM)
აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც.
მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე.
აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე
Posted by: ირმა Jun 12 2009, 11:43 PM
აი ეს ნახატი მაგალითად ძალიან მომწონს და მიყვარს, სილამაზეა... მაგრამ... მაგრამ არ მომწონს მის სახეში სიმკაცრე
Posted by: Smith Jun 13 2009, 02:18 PM
QUOTE(Shou @ Jun 12 2009, 11:17 AM)
გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ, ან რა არის შენში
მე რა უნდა ვთქვა, ყველა რელიგია და ყველა ფილოსოფია მაგას ამბობს.
ნუ, ეხლა დემოკრატიაა და თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ქრისტესგან, ბუდასგან, პლატონისაგან, ჰეგელისა თუ ნიცშესაგან განსხვავებული აზრი.
უბრალოდ ეგ აზრი მცდარია და დამღუპველი.
Posted by: Smith Jun 13 2009, 02:36 PM
QUOTE(ირმა @ Jun 12 2009, 11:34 PM)
Smith რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება
მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე.
აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე
მაშასადამე თქვენ ჯერ არც სილამაზე გინახავთ და არც სიმახინჯე. რაზედაც თქვენ ლაპარაკობთ, ეგ არის არაჭეშმარიტი ხედვა, ნებელობითი ჭვრეტა და არა სუფთა ცნობიერებით. გაიხსენეთ რას ამბობს იესო: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ჭეშმარიტი სილამაზე ღმერთისგანაა და ჭეშმარიტი სიმახინჯე ეშმაკისგან, თქვენ კი უბრალოდ ხორციელ და მატერიალურ სილამაზესა და სიმახინჯეზე ლაპარაკობთ. წმინდა გული ნიშნავს როცა ადამიანი გარე სამყაროს ჭვრეტს დაუინტერესებელი თვალით, როცა ის არ ფიქრობს თუ მისთვის ვინ და რა რა მნიშვნელობისაა.
ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!!
Posted by: ირმა Jun 13 2009, 11:39 PM
QUOTE(John @ 13th June 2009 - 03:36 PM)
ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!!
არაუშავს
Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი.
ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე...
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“
Posted by: Smith Jun 14 2009, 02:11 AM
QUOTE(ირმა @ Jun 13 2009, 11:39 PM)
არაუშავს Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი.
ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე...
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“
ცოტა კიდევ შევეცდები თქვენს გადარჩენას, ასე ვთქვათ ვალს მოვიხდი, საბოლოო არჩევანში კი რა თქმა უნდა ყველა თავისუფალია.
ღმერთი არა გწამს? და თუ გწამს, განა მრავალმნიშვნელოვანია ის? ნუთუ თვლი რომ ღმერთსაც მედალივით ორი მხარე აქვს? ნუთუ თვლი რომ ღმერთში სიკეთესთან ერთად ბოროტებაცაა, სილამაზესთან ერთად სიმახინჯეც? და თუ ეს ესე არ არის, მაშინ განა ღვთისნიერი ადამიანი ღმერთის მსგავსი არაა? განა არა გსმენია რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსებად შეიქმნა? ნუთუ არ გისწავლია, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ღმერთთან შეერთება და ღვთის ხატის და მსგავსების აღდგენაა? ხომ კარგად იცი ყველაფერი ეს! და თუ იცი, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს? ერთი ავტორი ან რელიგია მაინც დამისახელე, სადაც ის წერია, რასაც თქვენ ამბობთ. ინისა და იანის არასწორმა გაგებამ დაგაბნიათ. ინი და იანი სიკეთე და ბოროტება არაა. ჩინური ფილოსოფიის გაგება ძალიან თავისებური საქმეა. მთელი რიგი მცნებები იქ სრულიად არ შეესაბამება თავის შინაარსში ევროპულ გაგებას; ქრისტეანობაში სიბნელე ბოროტებაა, ჩინურ ფილოსოფიაში კი უბრალოდ პასიურობა. პასიურობა კი იგივეა ამ შემთხვევაში, რაც ქრისტეანობაში სიმდაბლე და ღვთის ნების მორჩილება. ანუ ინი და იანი – ორივე პოზიტიური, კეთილი ძალაა. ამავე დროს იანს აქვს თავისუფლება იყოს მორჩილი ან ურჩი, როგორც ადამიანს ქრისტეანობაში. ამიტომაა იანი ინისგან განსხვავებული და დაპირისპირებული. დაპირისპირებული აქ ნიშნავს განსხვავებულს, საპირისპიროს, როგორც კაცის საპირისპიროა ქალი და არა როგორც სიკეთის საპირისპირო არის ბოროტება. ინი და იანი ერთად ქმნიან ჰარმონიას და მშვენიერებას. როგორ შეიძლება სიკეთე–ბოროტებამ ეს მოგვცეს? წაიკითხეთ კიდევ ერთხელ ინის და იანის შესახებ და ერთი ადგილი მაინც მოძებნეთ, სადაც იქნება ნათქვამი რომ იანი ბოროტებაა. ვერსად ნახავთ ამას, თუ ნამეტანი არაკომპეტენტური ავტორი არ მოძებნეთ.
საგნის არსი ადამიანთა ხედვაზე არაა დამოკიდებული. კი, ღმერთს შეიძლება მრავალი ხედავდეს ცუდად და ასეც იყო ხომ იესო ქრისტეს შემთხვევაში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი ცუდია?
თქვენ ახალს არაფერს ამბობთ, იგივეს ამბობდნენ სოფისტები, რომ ადამიანია ყველაფრის საზომი. მაგრამ განა პლატონმა 2500 წლის წინ არ დაუსვა წერტილი სოფისტიკას? ყველაფრის საზომია ობიექტური იდეა, ღმერთი – და არა ადამიანი.
და ბოლოს. რატომ ასეთი საშინელი პესიმიზმი? რატომ გეეჭვებათ რომ ღვთიურ სილამაზეს არავინ ფლობს? ესე იგი ყველა დაღუპულია? ესე იგი იესო ქრისტემ მიუღწეველი მიზანი დაგვისახა როცა გვითხრა, იყავნით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციერი მამა სრული არისო? არა გწამთ მეორედ, ანუ ზემოდან შობის? არ გჯერავთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ღვთის შვილი და ესე იგი ღვთის მსგავსი?
ჭეშმარიტი სილამაზე, ანუ ღმერთი ყველა ადამიანის გულთან დგას და აკაკუნებს გულის კარებზე. გაუღეთ კარი და შემოუშვით და ის იქნება თქვენში და თქვენ იქნებით მასში, როგორც თქვა თვით უფალმა. არ გჯერავთ უფლის? აბა ვისი გჯერავთ?
დაანებეთ თავი ჩინურ ინს და იანს და სახარება იკითხეთ, სახარებაში თვითონ, პირადად ღმერთი გელაპარაკება. სად მიდიხართ ჩინეთში, რად გინდა, როცა პირდაპირ გულში მოგდგომია ღმერთი! რად გინდა ვიღაც ადამიანების „სიბრძნე“, როცა თვით ღმერთი გელაპარაკება ბიბლიიდან. ნუთუ არ აღგაფრთოვანებს ის აზრი, რომ თვითონ ღმერთი მოგვევლინა ადამიანის სახით დედამიწაზე, თვითონ ღმერთი დადიოდა კაცთა შორის და მოკვდა შენთვის, დიახ, პირადად შენთვისაც მოკვდა ის, რათა გაეხსნა გზა მარადიული სიცოცხლისაკენ. სახარებიდან ციტატა მოგყავს და არა გჯერავს სახარების. თუ გჯერავს, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს?
მიდი ირმა იესოსთან!!! მას ძალიან, ძალიან უყვარხარ!
მეც მიყვარხარ!
Posted by: david6david Jun 15 2009, 12:48 AM
ციტატა(anuchi @ Apr 1 2009, 10:51 PM)
anonymouska ოშო ვინაა წესიერად არც მე ვიცი, მე წიგნს გადავხედე(წავიკითხე) .. ხო მასე თქვაა
კიდევ იმას ამბობს რომ წიგნებმა და ფილმებმა დაგვაბნიეს.. სინამდვილეში ზალიან ბევრი ადმიანია ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებით და არა ერთადერთი!!! რატომღაც რომ ვეძებთ სულ.. (მე ყოველშემთხვევაში მასე ვფიქრობდი ადრე) ხო და მაგას ამბობს.. თან უნდა გავდნენ ერთAმნეთშ ტან განსხვავდებოდნენო
Posted by: ირმა Jun 15 2009, 02:39 PM
QUOTE(John @ 15th June 2009 - 02:07 PM)
გასაგებია!
ფართო გზაზე სიარულში ხელს აღარ შეგიშლით.
ჩემის აზრით ძნელია მიხვდე ამ რამდენიმე პოსტის წაკითხვით ესა თუ ის ადამიანი როგორი გზით დადის.
ეს ცხოვრება გაკვეთილს შეიძლება შევუდაროთ და ვსწავლობთ მუდმივად, ვიზრდებით და შესაბამისად ვირჩევთ გზასაც. ძალით არაფერი ხდება. მხოლოდ სიყვარულია ძლიერი, მხოლოდ სიყვარულით უნდა „მოაბრუნო“ გზააბნეული „ვიწრო გზისაკენ“
Posted by: Shou Jun 19 2009, 12:07 PM
შეიძლება წყალს ნამდვილად შეუძლია ყველა ენაზე დაწერილი და ყველა ტონალობაში ნათქვამი ”მიყვარხარ” ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აღიქვას მაგრამ მე ბევრი მიკლია წყლამდე (იდეალურამდე), ზოგჯერ ”პოზიტიური” სიტყვები იმდენად დიდი უარყოფითი ენერგიების მატარებლები არიან, თითქოს გზად ყველაფრის გადათელვას ისახავდნენ მიზნად.
Posted by: ირმა Jul 2 2009, 09:28 AM
http://melamelia.blogspot.com/2009/03/we-can.html
Posted by: ირმა Dec 11 2009, 01:10 AM
QUOTE(ირინი @ 2nd July 2009 - 10:28 AM)
http://melamelia.blogspot.com/2009/03/we-can.html
ახლახან თავში მომივიდა გენიალური აზრი. ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ უცბად ჩემს თავში გაიღვიძა რაღაცამ რომელმაც ზემოთ ამაგდო და დამაძახებინა, "ჩვენ შეგვიძლია" და მეც საოცარი ენერგია ვიგრძენი. დიახაც მეგობრებო გადავწყვიტე გავხდე იდეალური და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში :ბის: შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია! ეს დღეები აღარ მეცალა, უნივერსიტეტში დავდივარ და არცერთ დღეს აღარ ვაცდენ, სასმელს აღარ ვსვამ (თუმცა იდეალური რომ ვიქნები მერე დავლევ), მრავალი იდეა მაწუხებს, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ და სწავლაც მომწონს უკვე, რადგან მაღალი ქულები მიხარია. პარალელურად ვვარჯიშობ, თან დაუზარელად და მოვწონვარ ტრენერს :ბის: სიგარეტს ადრეც არ ვეწეოდი ასე რომ არც არაფრისთვის დამინებებია თავი :| თავის დროზე ვიძინებ და დილით ადგომაც არ მიჭირს. ეს ყველაფერი, მართლაც რომ შესანიშნავია, თუმცა რაღაცაზე მწყდება გული, დრო აღარ მრჩება მეგობრებისთვის აი თუნდაც დღესაც ჩემი მენიავე უნდა მენახა, შევპირდი, მაგრამ გადავაგდე :მო: მაგრამ შრომის პროცესი მძიმეა ხოლო მისი შედეგი აჭარბებს პროცესის დროს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ ჩემი იდეალურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად და უკან დახევას არ ვაპირებ!
Posted by: ირმა Dec 11 2009, 01:11 AM
ამ ბავშვის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი, მელიას ბლოგია
მიყვარს))))
იდეალურია
Posted by: ირმა Dec 17 2009, 10:48 PM
TeO
QUOTE(Tea @ 17th December 2009 - 12:59 AM)
უბრალოდ მინდოდა დამეწერა, რომ , როდესაც სხვას უხარია რამე, მე მისი სიხარული მახარებს!!!!!!!! )) კარგი გრძნობაა ძალიან ბედნიერებაა
თეო მეც მასე ვარ
))
Posted by: Andrea Jan 20 2010, 06:32 AM
ოპაა რამდენი საინტერესო აზრი წავიკითხე.. ნუ ჩემს პოზოციასაც დავაფიქსირებ: ადამიანი ისეთივე იდეალურია, როგორც სამყარო
Posted by: Shou Feb 3 2010, 11:57 AM
იდეალური შეუძლებელია იყოს ან ადამიანი ან გრძნობები ან დამიანებს შორის ურთიერთობები თუ გარემო არ იქნა ამისათვის იდეალური. როცა მიმოიხედავ/საკუთარ თავში ჩაიხედავ და აღმოაჩენ თუ როგორ დავშორდით "იდეალურსა" და ჰარმონიულს მიხვდები რომ "პირადი" აქ და საერთოდ ნებისმიერ ადგილას მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს თუ იდეალური გარემოა შექმნილი, თუ ამ იდეალური გარემოს ერთერთი შემოქმედი შენც ხარ.
Posted by: jgvenza Mar 7 2010, 07:04 PM
დედამიწაზე იდეალური არაფერი არ არის..ამაშია მისი ერთგვარი ხიბლიც, რადგან იდეალურისკენ სრაფვას გავიძულებს..
Posted by: Fee Apr 22 2010, 03:26 PM
მე რატომღაც მგონია რომ სამყარო იდეალურია იდეალურია ჩვენი დედამიწა, იდეალურები არიან ცხოველები, იდეალურია ადამიანის აგებულება, მაგრამ ადამიანი ვერ შეთანხმებულა იმაზე, თუ რა არის იდეალური, ამიტომაც ამბობენ რომ იდეალური არაფერი არ არსებობსო
Posted by: moonbayer Apr 22 2010, 04:03 PM
იდეალურია სრული სიბნელე სივრცეში სრული სინათლე სივრცეში მეტი არაფერი
Posted by: Gopi Mar 27 2011, 11:13 PM
იდეალური ადამიანი არ მინახავს ჯერ,არაა ადამიანი ისეთი იდეალური როგორც სამყარო.თუმცა ისიც სამყაროს ნაწილია და ესეც საინტერესოა როგორ ახერხებს არაიდელურობას, მაგრამ იდეალურთან მიახლოვებული ადამიანები ხომ არსებობენ? სწორედ ესაა , უნდა ეცადო, ყოველ წამს გახსოვდეს რომ ღმერთის ხატი ხარ და შეგიძლია იყო იდეალური. აი ესაა ცხოვრება - გზა განვითარებისკენ, გზა სულიერებისკენ, გზა იდეალურისკენ. რა შეიძლება იყოს ამაზე საინტერესო ცხოვრებაში , რომ აკვირდები როგორ ვითარდები ან თუ ვითარდები, ან რატომ არ ვითარდები..
და იდეალურთან მიახლოებულ ადამიანს იმას ვეძახი ვინც კეთილია, ბედნიერია, თვითონვე სიყვარულია, არც თავისი თავი აინტერესებს როგორია და არც სხვა - უბრალოდ უყვარს ყველა ისეთი როგორიც არის.
(და რა ძნელია იყო ასეთი ! )
Posted by: Existence Mar 31 2011, 04:53 PM
იდეალური ადამიანები სასაფალოზე ...........
რა ქლიავი უნდა იყო იდეალ ურადამიანს რო ეძებდე
მთელი ეშხი იმაშია რო იდეალურები არ არსებობენ.........
Posted by: Gopi Apr 1 2011, 10:23 AM
ციტატა(Existence @ Mar 31 2011, 05:53 PM)
იდეალური ადამიანები სასაფალოზე ...........
რა ქლიავი უნდა იყო იდეალ ურადამიანს რო ეძებდე
მთელი ეშხი იმაშია რო იდეალურები არ არსებობენ.........
რა საშინელი პოსტია
მთელი ''ეშხი'' თუ მაგაშია , მაშინ რატომ იბრძვიან ადამიანები სულიერი განვითარებისთვის?!
სულიერი განვითარების უმაღლესი მწვერვალია სწორედ იდეალურობა.
Posted by: Existence Apr 1 2011, 01:04 PM
QUOTE(Gopi @ 1st April 2011 - 10:23 AM)
სულიერი განვითარების უმაღლესი მწვერვალია სწორედ იდეალურობა.
ძალიან... ცდები ძალიან აი ძალიან
იქ ან აქ როგორც გინდა საკუთარი თავის შეცნობის დროს... თუ გასხივოსნების.. თუ როგორც გინდა ....(ჩემი აღქმით) იდეალურის და არაიდეალურის....აშ............ მიღმა ხარ
პოზიტიური ტერმინები არ ასახავს იმის რეალობას იმიტომ რომ როგორც კი ახსენებ იდეალურს იქვე ფანტომივით ჩნდება არაიდეალური და ისევ დუალიზმი
ამიტომაცაა რომ უმაღლესის ..ღმერთისე როგორც გინდა ..განმარტებას არავინ არ იძლევა
ან საუბრობენ ნეგატიური ტერმინებით როგორც ბუდიზმში ''სიცარიელე'' ''სამუდამო სიკვდილი'' და აშ ..ეს იმიტომ რო შენი ფანტაზია არ ჩაერთოს და შენი წარმოდგენები იდეალურზე არ პროექცირდეს რეალობაზე რომლელზეც აზრრზეც არა ხარ ...(მეც არავარ ხო ..ნუ გაგიჟდები ეხლა
)
Posted by: Gopi Apr 1 2011, 02:09 PM
Existence
სხვისი აზრის მოსმენა რომ მაგიჟებდეს აქ რა მინდა
Posted by: Gopi Apr 1 2011, 07:02 PM
Existence
მე ვლაპარაკობ თვითონ იმ გზაზე რომელზეც ვფიქრობ რომ უნდა იდგეს ადამიანი ცხოვრებაში. შენ საყვარელ ლაზარევთანაც გვხვდება რომ ადამიანს სამი ძირითადი ინსტიქტი აქვს მათ შორის - განვითარების ინსტიქტი,რომელიც გვაიძულებს ვისწრაფოთ ახლისკენ. (ჩემი აზრით ეს სწორედ იდეალურისკენ სწრაფვაა)
თორემ იდეალური ადამიანი რომ არ არსებობს ამაზე არც არავინ გედავება.
Posted by: Existence Apr 1 2011, 07:43 PM
Gopi
გაჩედი ერთი........ამას უყურე..... .........
აჰა მოუსმინე და დამანებე თავი.............> http://www.youtube.com/watch?v=tA6L8-lxaA8
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)