თუ არის საქართველოში ვინმე პროფესიონალი ამ მხრივ?
Vart
არავის არ ვუწევ რეკომენდაციას, არასწორია. სადაც შენი კარმა წაგიყვანს იქ წადი.
რა პრობლემები გაქვს ეგ მაინც თქვი, ნათელმხილველები პრობლემებს იშვიათად აგვარებენ. პრობლემები კიდევ ყველას გვაქვს, აქ თუ არა შეგიძლია პირადში მომწერო, საქართველოში თითქმის ყველას ვიცნობ ან შეხება მაინც მაქვს....
marabdeli
არ ვმუშაობ უცხო ხალხზე, ბოდიში მე ვერ მოვკიდებ საქმეს ხელს. თუ ვინმემ მოგატყუა და ფული აგახია ნათელმხილველობით ან სხვა მისტიური მომსახურებით, იმათ დასჯაში შემიძლია ჩარევა.
ექსტრასენსთა ბრძოლას ვუყურებ ხოლმე (რუსულს) და ვერ დავადგინე დადგმულია თუ ნამდვილი ექსტრასენსები არიან ) იცით ვინმემ სიმართლე?
FERRE
ჰაჰა, მაგარი კითხვაა. მეც მაინტერესებს. თუმცა იმდენი რამეა მანდ რთულია გამოცნობა. ელენა გალუნოვა ვიცი რომ ნაღდია. სხვები არ ვიცი ;დ
წლების წინ ფსიქოლოგიის ლექტორმა გვითხრა აუცილებლად უყურეთ ექსტრასენსთა ბრძოლას ტნტ ზეო,
ძალიან აღფრთოვანებილი იყო ეს ქალი, არა მარტო ფსიქოლოგია პარაფსიქოლოგიაც უნდა იცოდეთო
მე პირადად არ მიყურებია აზრს ვერ გამოვთქვამ
ხელოვნურად თუ ხდება უნარების გამოწვევა?
ერთი პერიოდი ძალიან ჩართული ვიყავი ექსტრასენსების ბრძოლის ყურებაში, მერე და მერე რაღაც ინფოებიც დაიდო, დაკვირვებით დავიწყე ყურება და მაინც 95 % დადგმული მგონია. ერთი მთავარი რაც მაფიქრებს ამას, ისაა, რომ არცერთი სერიოზული მაგი და ექსტრასენსი ასე საქვეყნოდ არ მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლში. ესაა რეკლამა და კლიენტების მოზიდვის კარგი გზა, პლუს ტნტ-სთვის რეიტინგი, მეტი რა უნდა მაყურებელს დღეს. თავის პრბლემებზე რომ არ იფიქრონ, სხვის უბედურებებზე სიამოვნებით ისმენენ და თან მისტიკაცაა... ჯადოქრობა!
თანაც ძალიან დიდი დოზით მოდის ნეგატიური ინფორმაცია ამ გადაცემებიდან. სუფთა და ნათელი ძალიან ცოტაა.
ასევე ჭეშამრიტების მაძიებელის ყურადღების გადატანის გზაცაა
გადაცემები და ფილმები აქცენტს აკეთებ ენ სუპერ-ძალებზე
და ვიღაც, ვისი ძიებაც იწყება იმით, რომ რაღაც არ აკმაყოფილებს და ცდილობს მეტი შეიმეცნოს, იმის ნაცვლად ჭეშმარიტებისკენ იაროს, ამათ მახეში ებმება
ამ გზის ბოლოს კიდე დგანან ვამპირი არსებები და ძლიერდებიან ;დ
tikoroma
100%
შუქრაში ვსაუბრობდით, ნუ შეკრებაზეც ხო ვამბობდით და გამახსენდა რომ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი
ველოდით ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდებაო და აი გახდა მაგია და შამანიზმი
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)