რას გრძნობს ადამიანი ჩაკრის გახსნისას? |
რას გრძნობს ადამიანი ჩაკრის გახსნისას? |
Dec 26 2011, 07:54 PM
Post
#41
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος
მაგრამ ეს აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მაგრამ ერთ საკითხში თუ შევთანხმდებით, მართლა კარგი იქნება - კატეგორიული გამოთქმა "ეს სინამდვილეს არ შეეფარდება", თავისთავში გულისხმობს რომ შენ იცი, რა შეეფარდება სინამდვილეს. ხოლო იმ საკითხებში, რაზედაც ამ ფორუმზე ვმსჯელობთ არავინაა ექსპერტი ჭეშმარიტების და არა მარტო ჩვენს ფორუმზე, უბრალოდ არ არის ასეთი ადამიანი, რადგან ეს ყველაფერი სულიერ სფეროს განეკუთვნება, და არა წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ცოდნას, რომელსაც უტყუარობის გარანტია მოყვება. ასეთი ინფორმაციის ან გჯერა ან არა, იღებ ან არა, გრძნობ კავშირს ან არა, რეზონირებს შენთან ან არა...... ყველა ეჭვი, ვარაუდი, არდაჯერება - მისაღებია. მაგრამ კატეგორიული უარყოფა (როდესაც სარწმუნოს ან უკეთესს ვერაფერს მთავაზობს) ან კატეგორიულად ჭეშმარიტების მტკიცება - კამათის ან თუნდაც საუბრის ყოველგვარ აზრზს და სურვილს კლავს, რადგან ასეთ ადამიანს სერიოზულად ვერ მივიღებ. ახლა კი ისე ვუპასუხებ შენს კითხვებს, თითქოს მართლა იმიტომ დასვი, რომ გაინტერესებს და თითქოს ვერ მივხვდი ირონია |
|
|
Dec 26 2011, 08:55 PM
Post
#42
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος
5 "ელემენტი" ნამდვილად არის (ხომ ვერ დაგვისახელებ ჯერ ერთი აქ საუბარი იყო ხუთ შემოქმედ, შემქნელ ენერგიებზე, და არა ელემენტებზე. საერთოდ კი ძირითადი ენერგია მხოლოდ ერთია, გინდა მას ღვთიური ენერგია უწოდე გინდა სიყვარულის. მხოლოდ ერთი ენერგია და ამ ენერგიის ერთი წყარო არსებობს, რომელის არსებობის სხვადასხვა დონეზე, ქმნილების სხვადასხვა საფეხურზე, იყოფა და ტრანსფორმირდება, ჩვენს სამყაროში შემქმნელი, შემოქმედი, ანუ ის რომელსაც რაიმეს შექმნა შეუძლია მხოლოდ ორია სექსუალური, რომელიც სექსთან და ორგაზმთან არ ასოცირდება, და კუნდალინის. ახლა რაც შეეხება ელემენტებს, ჩინური უო-სინის მიხედვით მართლაც ხუთი ელემენტია (რომლითაც ძირითადად ჩინური ტრადიციული მედიცინა და ფენ-შუი ხელმძღვანელობა) - ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი (ჩინური პენტაგრამა), მაგრამ, მათ უფრო ხუთ საფეხურს, ხუთ მოძრაობას უწოდებენ, რადგან ერთმანეთში გადადიან და წარმოქმნიან ერთმანეთს, ეს არის მატერიალური სამყაროს შენების მოძრაობები. ეზოთერული გაგებით სამყაროს საწყისი ელემენტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მატერიალური სამყარო აგებულია ოთხი ძირითადი ელემენტით - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, მაგრამ ამ მატერიალური სამყაროს მდგრადობას, არსებობას, სიცოცხლეს განაპირობებს მეხუთე ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა სხვადასხვა სახელით ცნობს - პლატონი მას ქვისესტენსს - მეხუთე ელემენტს უწოდებდა, იგივე ეთერს (პლატონის სოლიდებიდან, იმედია გაგიგია, მას დოდეკაედრი შეესაბამებოდა და ამდენად ყველაზე საკრალურ ფიგურად ითვლებოდა), ჰერმეს-ტრისმაგუსტი, იგივე ტოტი მხოლოდ ოთხ საწყის ელემენტს ასახელებს მეხუთედ კი შეუცნობელს, ყველგან შემღწევადს, ასევე ძველი ეგვიპტელები, ინდური მსოფლმხედველობით, მეხუთე ელემენტად აკაშა სახელდება, ასევე ტიბეტელები თვლიან რომ ჩვენი სხეული, ისევე როგორც მთელი სამყარო ამ ოთხი ელემენტისაგან შედგება, მაგრამ მეხუთე განაპირობებს მის არსებობას, სიკვდილის წინ კი, და ეს კარგად არის აღწერილი "ტიბეტელთა მკვდართა წიგნში" ყველა ელემენტი სათითაოდ ტოვებს ორგანიზმს. უძველესი ხალხი, როგორიცაა ინდიელები, ვაიტახა, მაორები, ზულუსები.... ცნობენ ოთხივე ელემენტს და მეხუთედ დიად სულს აღიარებენ. ყველა მათგანის მიხედვით კი ოთხივე ელემენტთან გაცნობიერებული და გაერთიანებული ადამიანი წარმოადგენს მეხუთე ელემენტს. დავუბრუნდეთ ისევ შემქმნელ ენერგიებს (არ ვიცი, რამდენად სწორად ჟღერს ქართულად), სექსუალური ენერგია ამ შემთხვევაში არ განიხილება როგორც ქალურ-კაცური ენერგია, არამედ როგორც ერთი მთლიანად დაბალანსებული ენერგია (ამიტომაც ითვლება ამ დუალისტურ სამყაროში მხოლოდ ეს ორი ენერგია შემქმნელად, თუ რატომ და როგორ არის მხოლოდ ეს ორი ენერგია არა დუალისტური და სრულ ბალანსში, სხვა დიდი და საინტერესო თემაა), რომლითაც შეუძლია ისარგებლოს როგორც მამრობითმა საწყისმა, ასევე მდედრობითმა, ამ ენერგიით ხდება მატერიალურ სამყაროში მატერიალური სამყაროსვე შექმნა, ამ ენერგიით სარგებლობს, იქმნება და მრავლდება კრისტალები, მცენარეები... ადამიანები, უკვე ვახსენე, რომ სექსუალური ენერგია არ უნდა ავურიოთ სექსში და ორგაზმში, ეს ამ ენერგიის ფიზიკური გამოვლინებაა, და არა შექმნის პროცესი. ყველა შექმნის, გამრავლების პროცესი სექსუალური ენერგიით იმართება, თუმცა ვიცით, რომ არსებობს არასქესობრივი გამრავლება, როგორც მცენარეებში ასევე ცხოველებშიც. მატერიალურ სამყაროს თუ სექსუალური ენერგია ქმნის, ამ მატერიალურ სამყაროში სულიერი სამყაროს "ხედვის" "შექმნის" საშუალებას კუნდალინის ენერგია იძლევა. ეს ორი ენერგია(და არა მარტო, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ეს ორი არსებობს) მთელს სამყაროში, მის ყველა განზომილებაში არსებობს, პირველი ქმნის იგივე სამყაროში, მეორე ზედა სამყაროს გასაღებია. |
|
|
Dec 27 2011, 12:24 AM
Post
#43
|
|
RED soul Group: Members Posts: 261 Joined: 5-December 11 Member No.: 6,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ ვიცი შეიძლება გულის ჩაკრის გახსნა იყო, მაგრამ მედიტაციისას, ორჯერ ისეთი ბედნიერების, სიამოვნების და სიყვარულის განცდები დამეუფლა, რომ არ ვიცი...ვერავითარი ფიზიკური შეგრძნება ვერ შეედრებოდა... ნელ-ნელა ტალღებივით წამოვიდა, რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ლამის გავგიჟდი ბედნიერებისგან, თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მეგონა ვეღარ გავუძლებდი ისეთი ვიბრაციული ძალა ჰქონდა... ეს იყო კოსმიური მასშტაბების სიყვარულის განცდა... ვინმეს ხომ არ განგიცდიათ მსგავსი? რამდენჯერმე დამემათა ესე ჩემ თავზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, nlp რაღაცეებს ვკითხულობდი და გადამეკეტა.. სიყვარულის შეგრძნება იხსნება უსაზღვროდ, მთელი ძალით მოდის და მგონია რომ ვეღარ გავძლებ, სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება.. |
|
|
Dec 27 2011, 01:34 PM
Post
#44
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
სწავლებები იცვლება დროში. ევოლუციას განიცდის.სხვადასხვა ეტაპზე სრულყოფის განსხვავებული ხარისხით არის შესაძლებელი დანახვა. რაც დაასახელე ეგ ყველა ცოდნა არის ხელდასხმის სხვადასხვა სკოლებიდან, სხვადასხვა მისტერიებიდან,ამიტომ არის სხვადასხვა ენით გამოხატული და მათი გაგება თუ სწორი არ არის დიდ აჯაფსანდალს იწვევს. ასე, მაგალითად, ფენ შუის მიხედვით დასახელებული 5 ელემენტიდან 4 მთგანი სინამდვილეში ელემენტები კი არაა არამედ ელემენტების შედეგებია, როგორც სტიქიები. 4 სტიქია არის 4 ელემენტის შედეგი.რაც შეეხება მეხუთეს, ცხადია მათ მხედველობაში არა აქვთ ხე, როგორც ასეთი. ასეთი გაგება კომიკურ სიტუაციას გამოიწვევდა და გამოიწვევს, თუ ვინმეს ასე წარმოუდგენია, რომ მეხუთე ელემენტი (ანუ პირველი) არის ნაძვი, ან ალვისხე საუბარია ეთერულ სუბსტანციაზე, სიცოცხლის სუბსტანციაზე. QUOTE ეზოთერული გაგებით სამყაროს საწყისი ელემენტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მატერიალური სამყარო აგებულია ოთხი ძირითადი ელემენტით - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, მაგრამ ამ მატერიალური სამყაროს მდგრადობას, არსებობას, სიცოცხლეს განაპირობებს მეხუთე ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა სხვადასხვა სახელით ცნობს - პლატონი მას ქვისესტენსს - მეხუთე ელემენტს უწოდებდა, იგივე ეთერს (პლატონის სოლიდებიდან, იმედია გაგიგია, მას დოდეკაედრი შეესაბამებოდა დოდეკაედრი მარტო პლატონთან არ გამიგია.ეგვიპტური კალენდარი ეფუძნებოდა.მანამდე 12 ზოდიაქო წარმოადგენს დოდეკაედრს- 5-ისა და 7-ის ჯამს.სალვადორ დალისაც აქვს, ისე რაც შეეხება ეზოთერული ხედვით,სინამდვილე ასე გამოიყურება: (ეზოთერულად თანმიმდევრობა განსხვავებით ლაგდება, მოგეხსენება) 2 ძირითადი ელმენტია (ჯერ აქ არ დავასახელებ) და მისი შედეგია ის, რასაც ქალ-კაცურს უწოდებენ.ქალ-კაცურს უზოგადესი გაგებით.იმას რასაც შენი წყარო უთითებს, როგორც სექსუალურს, ეს არ არის სექსუალური, არამედ გამანაყოფიერებელი- ოპლოდოტვორიაიუშჩი, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს სექსუალურთან. ეს მცდარი გაგებაა. ამ 2 ძირითადი ელემენტის (გნებავთ უწოდეთ მას ორერთიანი ელემენტი -დვუედინნი ) ენერგიიდან გამომდინარეობს მესამე- შუალედური ელემენტი, და შემკრები მეოთხე ელემენტი. ამ ელემენტებიდან წარმოიქმნება შემდგომში, ხანგრძლივი ეონების მანძილზე (7+5) ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ 4 სტიქიას. ხოლო მეხუთე ელემენტი სწორედაც რომ გახლავთ აკაშა. უნივერსუმი.არაფრადი და ყოველივე. ამიტომ ვერ ვუწოდებთ (პრინციპში) მას სიყვარულის ელემენტს. ამ გარემოების გამო, უდიდესი გნოსტიკოსი ხელდასხმულები ძეს უფრო მაღლა აყენებდნენ ვიდრე მამას QUOTE ჰერმეს-ტრისმაგუსტი, ტრისმეგისტი. აბსოლუტურად ჭვრეტდა ჰერმეს ტრისმეგისტი. და ამ ხუთს განადიდებდა სამებაში.5+3=7 -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Dec 28 2011, 01:09 PM
Post
#45
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,957 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
soi
QUOTE რამდენჯერმე დამემათა ესე ჩემ თავზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, nlp რაღაცეებს ვკითხულობდი და გადამეკეტა.. სიყვარულის შეგრძნება იხსნება უსაზღვროდ, მთელი ძალით მოდის და მგონია რომ ვეღარ გავძლებ, სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება.. მაგარია. ზუსტად აღწერე მაგრამ ვერ გავიგე კარგად, ეს შეგრძნება თავისით მოვიდა, კითხვით? ))) თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდი? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 28 2011, 01:14 PM
Post
#46
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება 2010 წელი მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა და ის.. და და და ))))))))))) მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის.. -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Dec 29 2011, 03:46 AM
Post
#47
|
|
RED soul Group: Members Posts: 261 Joined: 5-December 11 Member No.: 6,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
soi მაგარია. ზუსტად აღწერე მაგრამ ვერ გავიგე კარგად, ეს შეგრძნება თავისით მოვიდა, კითხვით? ))) თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდი? მაგ პერიოდში ფსიქოლოგიის კურსებზე დავდიოდი და იქიდან სულ მოვფრინავდი დადებითი განწყობით..)) არ მახსოვს პრაქტიკას ვცდილობდი თუ არა, მაგრამ ღამე ოთახიდან ოთახში გიჟივით რომ დავრბოდი ბედნიერი ეს მახსოვს..ვერ ვჯდებოდი,ვეღარც ვიძინებდი ბედნიერებისგან,ისტერიული ბედნიერება მჭირდა,ლამის კანიდან ამოვხტი.. საერთოდ ადვილად შევიგრძნობ და შეგრძნებითი მეხსიერება უფრო მაქვს..პრაქტიკის გარეშეც როცა ვკითხულობ ესეთ თემებზე,იმხელა ატმოსფერო იქმნება რომ ბედნიერი გაჭედვები მემართება.. |
|
|
Dec 29 2011, 04:03 AM
Post
#48
|
|
RED soul Group: Members Posts: 261 Joined: 5-December 11 Member No.: 6,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
2010 წელი მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა და ის.. და და და ))))))))))) მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის.. ჯერ არ მინახავს..დამაინტერესა ჩემზეც თუ დატოვებს ესეთ შთაბეჭდილებას.. |
|
|
Dec 29 2011, 10:52 AM
Post
#49
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 76 Joined: 28-December 11 From: საქართველო, თბილისი Member No.: 6,670 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანა
2010 წელი მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა და ის.. და და და ))))))))))) მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის.. პაზოლინის ნათქვამი მომწონს: კინემატოგრაფია ვერასოდეს მისწვდება ჯეროვნად ტექსტის პოეტურ სიმაღლეებს. ამ შემთხვევაში თეატრზეა საუბარი, თუმცა მაინც ახლოს არის ნათქვამთან. ფაუსტის მიღება თუნდაც ერთი დადგმით შეუძლებელია, იმდენად რთული და უსაზღვროა. |
|
|
Sep 3 2012, 01:20 AM
Post
#50
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხშირად მაქვსხოლმე.
ენიტაუწერელი ბედნიერების და სამყაროს უპირობო სიყვარულის შეგრძნება ეს იწყება გაცნობიერებიდან, მცენარიდან ატარა ფოთლიდან და უცებ ერთ წამში ყველაფერი იმდენად ნათელი ხდება, ხდებახოლმე.. მხოლოდ ვერ ვუზიარებ ვერავის, გვერდით შეიძლება იჯდეს ადამიანი და ტან ვხედავდე ის როგორი ჩაკეტილია და ეს უდიდეს სევდასმგვრის და მერე მეტირება. რომ შეგეეძლოს შენი ემოციის გადაცემა ხომ შეიძლლება? თუ შენთვის უნდა დაიტოვო? რატომ მაქვს მოტხოვნილება ყველას გავუზიარო.. სულ -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Feb 19 2013, 05:05 PM
Post
#51
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 49 Joined: 8-February 13 Member No.: 6,996 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქვემოდან ზემოთ ჩაკრების გახსნისას ადამიანი გრძნობს მხურვალებას ხერხემლის ფუძეში, რომელიც ცხელი ტალღების სახით ვრცელდება ხერხემლის ფუძიდან ზემოთ, ორგანიზმი ცხელდება, იკარგება დროის შეგრძნება, სუნთქვა რადიკალურად იცვლება, ღრმავდება და ფართოვდება, შეიძლება დაიწყოს გამოვლენა სხვადასხვა პარანორმალურმა თვისებამ მაგ: უტჰაპანა ანუ სიმსუბუქის შეგრძნება და თანმდევი ლევიტაცია, გარემო ტემპერატურის მიმართ უგრძნობელობა, გაფართოების შეგრძნება, შეგრძნება იმისა რომ რასაც ისურვებთ შეიძლება მომენტალურად ასრულდეს და სხვ. გარკვეული დროის შემდეგ კი ეს ყოველივე სუნთქვის ფაქტობრივ შეჩერებაში გადადის, ეს რთული პროცესია და წინასწარ მომზადებას საჭიროებს, კუნდალინის გაღვიძება არც ისე რთულია მაგრამ მისი ზემოთ წარმართვა სერიოზულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამ პროცესისთვის ძირითადად პრანაიამას და კრიიას(არ აგერიოთ გამწმენდ კრიიაში) მედიტაციურ ტექნიკას იყენებენ, ასევე მნიშვნელოვანია ბანდჰების სწორად გამოყენება.
თუ ეს შეგრძნებები არ გგქონიათ მაშინ ჩაკრების გახსნა არ გაქვთ განცდილი. პროცესი სიმშვიდეში გადასვლით სრულდება და ამ დროს ენერგია ისევ თავის სამყოფელს უბრუნდება, სუნთქვა სწორდება ხოლო ადამიანი ფიზიკურ რეალობას უბრუნდება. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 07:07 AM |