IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> რას გრძნობს ადამიანი ჩაკრის გახსნისას?
kate
post Dec 26 2011, 07:54 PM
Post #41


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος
QUOTE(Τρισμέγιστος @ 25th December 2011 - 12:54 AM) *
მაგრამ ეს აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მაგრამ ერთ საკითხში თუ შევთანხმდებით, მართლა კარგი იქნება - კატეგორიული გამოთქმა "ეს სინამდვილეს არ შეეფარდება", თავისთავში გულისხმობს რომ შენ იცი, რა შეეფარდება სინამდვილეს. ხოლო იმ საკითხებში, რაზედაც ამ ფორუმზე ვმსჯელობთ არავინაა ექსპერტი ჭეშმარიტების და არა მარტო ჩვენს ფორუმზე, უბრალოდ არ არის ასეთი ადამიანი, რადგან ეს ყველაფერი სულიერ სფეროს განეკუთვნება, და არა წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ცოდნას, რომელსაც უტყუარობის გარანტია მოყვება. ასეთი ინფორმაციის ან გჯერა ან არა, იღებ ან არა, გრძნობ კავშირს ან არა, რეზონირებს შენთან ან არა...... ყველა ეჭვი, ვარაუდი, არდაჯერება - მისაღებია. მაგრამ კატეგორიული უარყოფა (როდესაც სარწმუნოს ან უკეთესს ვერაფერს მთავაზობს) ან კატეგორიულად ჭეშმარიტების მტკიცება - კამათის ან თუნდაც საუბრის ყოველგვარ აზრზს და სურვილს კლავს, რადგან ასეთ ადამიანს სერიოზულად ვერ მივიღებ. ახლა კი ისე ვუპასუხებ შენს კითხვებს, თითქოს მართლა იმიტომ დასვი, რომ გაინტერესებს და თითქოს ვერ მივხვდი ირონია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 26 2011, 08:55 PM
Post #42


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος
QUOTE(Τρισμέγιστος @ 25th December 2011 - 12:54 AM) *
5 "ელემენტი" ნამდვილად არის (ხომ ვერ დაგვისახელებ

ჯერ ერთი აქ საუბარი იყო ხუთ შემოქმედ, შემქნელ ენერგიებზე, და არა ელემენტებზე. საერთოდ კი ძირითადი ენერგია მხოლოდ ერთია, გინდა მას ღვთიური ენერგია უწოდე გინდა სიყვარულის. მხოლოდ ერთი ენერგია და ამ ენერგიის ერთი წყარო არსებობს, რომელის არსებობის სხვადასხვა დონეზე, ქმნილების სხვადასხვა საფეხურზე, იყოფა და ტრანსფორმირდება, ჩვენს სამყაროში შემქმნელი, შემოქმედი, ანუ ის რომელსაც რაიმეს შექმნა შეუძლია მხოლოდ ორია სექსუალური, რომელიც სექსთან და ორგაზმთან არ ასოცირდება, და კუნდალინის.
ახლა რაც შეეხება ელემენტებს, ჩინური უო-სინის მიხედვით მართლაც ხუთი ელემენტია (რომლითაც ძირითადად ჩინური ტრადიციული მედიცინა და ფენ-შუი ხელმძღვანელობა) - ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი (ჩინური პენტაგრამა), მაგრამ, მათ უფრო ხუთ საფეხურს, ხუთ მოძრაობას უწოდებენ, რადგან ერთმანეთში გადადიან და წარმოქმნიან ერთმანეთს, ეს არის მატერიალური სამყაროს შენების მოძრაობები. ეზოთერული გაგებით სამყაროს საწყისი ელემენტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მატერიალური სამყარო აგებულია ოთხი ძირითადი ელემენტით - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, მაგრამ ამ მატერიალური სამყაროს მდგრადობას, არსებობას, სიცოცხლეს განაპირობებს მეხუთე ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა სხვადასხვა სახელით ცნობს - პლატონი მას ქვისესტენსს - მეხუთე ელემენტს უწოდებდა, იგივე ეთერს (პლატონის სოლიდებიდან, იმედია გაგიგია, მას დოდეკაედრი შეესაბამებოდა და ამდენად ყველაზე საკრალურ ფიგურად ითვლებოდა), ჰერმეს-ტრისმაგუსტი, იგივე ტოტი მხოლოდ ოთხ საწყის ელემენტს ასახელებს მეხუთედ კი შეუცნობელს, ყველგან შემღწევადს, ასევე ძველი ეგვიპტელები, ინდური მსოფლმხედველობით, მეხუთე ელემენტად აკაშა სახელდება, ასევე ტიბეტელები თვლიან რომ ჩვენი სხეული, ისევე როგორც მთელი სამყარო ამ ოთხი ელემენტისაგან შედგება, მაგრამ მეხუთე განაპირობებს მის არსებობას, სიკვდილის წინ კი, და ეს კარგად არის აღწერილი "ტიბეტელთა მკვდართა წიგნში" ყველა ელემენტი სათითაოდ ტოვებს ორგანიზმს. უძველესი ხალხი, როგორიცაა ინდიელები, ვაიტახა, მაორები, ზულუსები.... ცნობენ ოთხივე ელემენტს და მეხუთედ დიად სულს აღიარებენ. ყველა მათგანის მიხედვით კი ოთხივე ელემენტთან გაცნობიერებული და გაერთიანებული ადამიანი წარმოადგენს მეხუთე ელემენტს.
დავუბრუნდეთ ისევ შემქმნელ ენერგიებს (არ ვიცი, რამდენად სწორად ჟღერს ქართულად), სექსუალური ენერგია ამ შემთხვევაში არ განიხილება როგორც ქალურ-კაცური ენერგია, არამედ როგორც ერთი მთლიანად დაბალანსებული ენერგია (ამიტომაც ითვლება ამ დუალისტურ სამყაროში მხოლოდ ეს ორი ენერგია შემქმნელად, თუ რატომ და როგორ არის მხოლოდ ეს ორი ენერგია არა დუალისტური და სრულ ბალანსში, სხვა დიდი და საინტერესო თემაა), რომლითაც შეუძლია ისარგებლოს როგორც მამრობითმა საწყისმა, ასევე მდედრობითმა, ამ ენერგიით ხდება მატერიალურ სამყაროში მატერიალური სამყაროსვე შექმნა, ამ ენერგიით სარგებლობს, იქმნება და მრავლდება კრისტალები, მცენარეები... ადამიანები, უკვე ვახსენე, რომ სექსუალური ენერგია არ უნდა ავურიოთ სექსში და ორგაზმში, ეს ამ ენერგიის ფიზიკური გამოვლინებაა, და არა შექმნის პროცესი. ყველა შექმნის, გამრავლების პროცესი სექსუალური ენერგიით იმართება, თუმცა ვიცით, რომ არსებობს არასქესობრივი გამრავლება, როგორც მცენარეებში ასევე ცხოველებშიც.
მატერიალურ სამყაროს თუ სექსუალური ენერგია ქმნის, ამ მატერიალურ სამყაროში სულიერი სამყაროს "ხედვის"
"შექმნის" საშუალებას კუნდალინის ენერგია იძლევა. ეს ორი ენერგია(და არა მარტო, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ეს ორი არსებობს) მთელს სამყაროში, მის ყველა განზომილებაში არსებობს, პირველი ქმნის იგივე სამყაროში, მეორე ზედა სამყაროს გასაღებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
soi
post Dec 27 2011, 12:24 AM
Post #43


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 261
Joined: 5-December 11
Member No.: 6,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Jul 4 2011, 10:20 PM) *
არ ვიცი შეიძლება გულის ჩაკრის გახსნა იყო, მაგრამ მედიტაციისას, ორჯერ ისეთი ბედნიერების, სიამოვნების და სიყვარულის განცდები დამეუფლა, რომ არ ვიცი...ვერავითარი ფიზიკური შეგრძნება ვერ შეედრებოდა... ნელ-ნელა ტალღებივით წამოვიდა, რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ლამის გავგიჟდი ბედნიერებისგან, თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მეგონა ვეღარ გავუძლებდი ისეთი ვიბრაციული ძალა ჰქონდა...
ეს იყო კოსმიური მასშტაბების სიყვარულის განცდა...
ვინმეს ხომ არ განგიცდიათ მსგავსი?


რამდენჯერმე დამემათა ესე ჩემ თავზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, nlp რაღაცეებს ვკითხულობდი და გადამეკეტა.. biggrin.gif სიყვარულის შეგრძნება იხსნება უსაზღვროდ, მთელი ძალით მოდის და მგონია რომ ვეღარ გავძლებ, სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება.. angel1.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Dec 27 2011, 01:34 PM
Post #44


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
სწავლებები იცვლება დროში. ევოლუციას განიცდის.სხვადასხვა ეტაპზე სრულყოფის განსხვავებული ხარისხით არის შესაძლებელი დანახვა. რაც დაასახელე ეგ ყველა ცოდნა არის ხელდასხმის სხვადასხვა სკოლებიდან, სხვადასხვა მისტერიებიდან,ამიტომ არის სხვადასხვა ენით გამოხატული და მათი გაგება თუ სწორი არ არის დიდ აჯაფსანდალს იწვევს.
ასე, მაგალითად, ფენ შუის მიხედვით დასახელებული 5 ელემენტიდან 4 მთგანი სინამდვილეში ელემენტები კი არაა არამედ ელემენტების შედეგებია, როგორც სტიქიები.smile.gif
4 სტიქია არის 4 ელემენტის შედეგი.რაც შეეხება მეხუთეს, ცხადია მათ მხედველობაში არა აქვთ ხე, როგორც ასეთი. ასეთი გაგება კომიკურ სიტუაციას გამოიწვევდა და გამოიწვევს, თუ ვინმეს ასე წარმოუდგენია, რომ მეხუთე ელემენტი (ანუ პირველი) არის ნაძვი, ან ალვისხეsmile.gif საუბარია ეთერულ სუბსტანციაზე, სიცოცხლის სუბსტანციაზე.
QUOTE
ეზოთერული გაგებით სამყაროს საწყისი ელემენტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მატერიალური სამყარო აგებულია ოთხი ძირითადი ელემენტით - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, მაგრამ ამ მატერიალური სამყაროს მდგრადობას, არსებობას, სიცოცხლეს განაპირობებს მეხუთე ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა სხვადასხვა სახელით ცნობს - პლატონი მას ქვისესტენსს - მეხუთე ელემენტს უწოდებდა, იგივე ეთერს (პლატონის სოლიდებიდან, იმედია გაგიგია, მას დოდეკაედრი შეესაბამებოდა
დოდეკაედრი მარტო პლატონთან არ გამიგია.ეგვიპტური კალენდარი ეფუძნებოდა.მანამდე 12 ზოდიაქო წარმოადგენს დოდეკაედრს- 5-ისა და 7-ის ჯამს.
სალვადორ დალისაც აქვს, ისეsmile.gif
რაც შეეხება ეზოთერული ხედვით,სინამდვილე ასე გამოიყურება: (ეზოთერულად თანმიმდევრობა განსხვავებით ლაგდება, მოგეხსენება)
2 ძირითადი ელმენტია (ჯერ აქ არ დავასახელებ) და მისი შედეგია ის, რასაც ქალ-კაცურს უწოდებენ.ქალ-კაცურს უზოგადესი გაგებით.იმას რასაც შენი წყარო უთითებს, როგორც სექსუალურს, ეს არ არის სექსუალური, არამედ გამანაყოფიერებელი- ოპლოდოტვორიაიუშჩი, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს სექსუალურთან. ეს მცდარი გაგებაა.
ამ 2 ძირითადი ელემენტის (გნებავთ უწოდეთ მას ორერთიანი ელემენტი -დვუედინნი ) ენერგიიდან გამომდინარეობს მესამე- შუალედური ელემენტი, და შემკრები მეოთხე ელემენტი.
ამ ელემენტებიდან წარმოიქმნება შემდგომში, ხანგრძლივი ეონების მანძილზე (7+5) ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ 4 სტიქიას.smile.gif
ხოლო მეხუთე ელემენტი სწორედაც რომ გახლავთ აკაშა. უნივერსუმი.არაფრადი და ყოველივე. ამიტომ ვერ ვუწოდებთ (პრინციპში) მას სიყვარულის ელემენტს.smile.gif
ამ გარემოების გამო, უდიდესი გნოსტიკოსი ხელდასხმულები ძეს უფრო მაღლა აყენებდნენ ვიდრე მამასsmile.gif
QUOTE
ჰერმეს-ტრისმაგუსტი,

ტრისმეგისტი. smile.gif
აბსოლუტურად ჭვრეტდა ჰერმეს ტრისმეგისტი. და ამ ხუთს განადიდებდა სამებაში.5+3=7


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 28 2011, 01:09 PM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



soi
QUOTE
რამდენჯერმე დამემათა ესე ჩემ თავზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, nlp რაღაცეებს ვკითხულობდი და გადამეკეტა.. სიყვარულის შეგრძნება იხსნება უსაზღვროდ, მთელი ძალით მოდის და მგონია რომ ვეღარ გავძლებ, სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება..

მაგარია. ზუსტად აღწერე smile.gif მაგრამ ვერ გავიგე კარგად, ეს შეგრძნება თავისით მოვიდა, კითხვით? ))) თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდი?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 28 2011, 01:14 PM
Post #46


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება


2010 წელი
მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა
და ის.. და და და smile.gif)))))))))))

მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის..


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
soi
post Dec 29 2011, 03:46 AM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 261
Joined: 5-December 11
Member No.: 6,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Dec 28 2011, 01:09 PM) *
soi

მაგარია. ზუსტად აღწერე smile.gif მაგრამ ვერ გავიგე კარგად, ეს შეგრძნება თავისით მოვიდა, კითხვით? ))) თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდი?



მაგ პერიოდში ფსიქოლოგიის კურსებზე დავდიოდი და იქიდან სულ მოვფრინავდი დადებითი განწყობით..)) არ მახსოვს პრაქტიკას ვცდილობდი თუ არა, მაგრამ ღამე ოთახიდან ოთახში გიჟივით რომ დავრბოდი ბედნიერი ეს მახსოვს..ვერ ვჯდებოდი,ვეღარც ვიძინებდი ბედნიერებისგან,ისტერიული ბედნიერება მჭირდა,ლამის კანიდან ამოვხტი.. biggrin.gif საერთოდ ადვილად შევიგრძნობ და შეგრძნებითი მეხსიერება უფრო მაქვს..პრაქტიკის გარეშეც როცა ვკითხულობ ესეთ თემებზე,იმხელა ატმოსფერო იქმნება რომ ბედნიერი გაჭედვები მემართება.. JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
soi
post Dec 29 2011, 04:03 AM
Post #48


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 261
Joined: 5-December 11
Member No.: 6,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ანა @ Dec 28 2011, 01:14 PM) *
2010 წელი
მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა
და ის.. და და და smile.gif)))))))))))

მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის..



ჯერ არ მინახავს..დამაინტერესა ჩემზეც თუ დატოვებს ესეთ შთაბეჭდილებას.. rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Galahad
post Dec 29 2011, 10:52 AM
Post #49


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 76
Joined: 28-December 11
From: საქართველო, თბილისი
Member No.: 6,670

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანა
QUOTE(ანა @ 28th December 2011 - 01:14 PM) *
2010 წელი
მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა
და ის.. და და და )))))))))))

მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის..


პაზოლინის ნათქვამი მომწონს: კინემატოგრაფია ვერასოდეს მისწვდება ჯეროვნად ტექსტის პოეტურ სიმაღლეებს.

ამ შემთხვევაში თეატრზეა საუბარი, თუმცა მაინც ახლოს არის ნათქვამთან. ფაუსტის მიღება თუნდაც ერთი დადგმით შეუძლებელია, იმდენად რთული და უსაზღვროა. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_13
post Sep 3 2012, 01:20 AM
Post #50


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხშირად მაქვსხოლმე.
ენიტაუწერელი ბედნიერების და სამყაროს უპირობო სიყვარულის შეგრძნება smile.gif ეს იწყება გაცნობიერებიდან, მცენარიდან ატარა ფოთლიდან და უცებ ერთ წამში ყველაფერი იმდენად ნათელი ხდება, ხდებახოლმე.. მხოლოდ ვერ ვუზიარებ ვერავის, გვერდით შეიძლება იჯდეს ადამიანი და ტან ვხედავდე ის როგორი ჩაკეტილია და ეს უდიდეს სევდასმგვრის და მერე მეტირება. რომ შეგეეძლოს შენი ემოციის გადაცემა ხომ შეიძლლება? თუ შენთვის უნდა დაიტოვო? რატომ მაქვს მოტხოვნილება ყველას გავუზიარო.. სულ


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gnosis
post Feb 19 2013, 05:05 PM
Post #51


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქვემოდან ზემოთ ჩაკრების გახსნისას ადამიანი გრძნობს მხურვალებას ხერხემლის ფუძეში, რომელიც ცხელი ტალღების სახით ვრცელდება ხერხემლის ფუძიდან ზემოთ, ორგანიზმი ცხელდება, იკარგება დროის შეგრძნება, სუნთქვა რადიკალურად იცვლება, ღრმავდება და ფართოვდება, შეიძლება დაიწყოს გამოვლენა სხვადასხვა პარანორმალურმა თვისებამ მაგ: უტჰაპანა ანუ სიმსუბუქის შეგრძნება და თანმდევი ლევიტაცია, გარემო ტემპერატურის მიმართ უგრძნობელობა, გაფართოების შეგრძნება, შეგრძნება იმისა რომ რასაც ისურვებთ შეიძლება მომენტალურად ასრულდეს და სხვ. გარკვეული დროის შემდეგ კი ეს ყოველივე სუნთქვის ფაქტობრივ შეჩერებაში გადადის, ეს რთული პროცესია და წინასწარ მომზადებას საჭიროებს, კუნდალინის გაღვიძება არც ისე რთულია მაგრამ მისი ზემოთ წარმართვა სერიოზულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამ პროცესისთვის ძირითადად პრანაიამას და კრიიას(არ აგერიოთ გამწმენდ კრიიაში) მედიტაციურ ტექნიკას იყენებენ, ასევე მნიშვნელოვანია ბანდჰების სწორად გამოყენება.

თუ ეს შეგრძნებები არ გგქონიათ მაშინ ჩაკრების გახსნა არ გაქვთ განცდილი. პროცესი სიმშვიდეში გადასვლით სრულდება და ამ დროს ენერგია ისევ თავის სამყოფელს უბრუნდება, სუნთქვა სწორდება ხოლო ადამიანი ფიზიკურ რეალობას უბრუნდება.


Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 09:04 AM