ფენშუი |
ფენშუი |
Oct 10 2007, 04:52 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 125 Joined: 24-January 07 From: Tbilisi Member No.: 2 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გაქვთ ვინმეს ფენშუის მიხედვით მოწყობლი სახლი ან ოფისი?
|
|
|
Nov 14 2007, 12:53 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არავის არააქვს წიგნი ფენ შუი-ზე?
-------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Nov 24 2007, 10:32 AM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე საინტერესოა, ჩემი საწოლი, ან სამუშაო ადგილი ფენ შუის მიხედვით როგორ დგას, საინტერესო იქნებოდა გაგება
-------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Nov 24 2007, 03:55 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე ფენშუის აქვს ძალიან მარტივი პრინციპები და ლოგიკური ახსნა, მაგრამ წიგნებში უბრალოდ დაკანონებული რამეები წერია და არარი ახსნილი ძირითადი პრინციპები, გენდოფამ იცი მაგაზე ბევრი რამე, ანუ ძირითადი პრინციპები, და ამ პრინციპების ცოდნის მერე ბევრათ ნათელი ხდება საერთოდ რაარის და რას ეძახიან ფენშუის
-------------------- |
|
|
Apr 1 2008, 03:26 PM
Post
#5
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 88 Joined: 29-March 08 Member No.: 527 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ზოგადი წარმოდგენა მაქ მხოლოდ ფენშუის შესახებ, ისიც მას შემდეგ რაც მამაჩემი დაინტერესდა მაგით....
მარა მაინც ამ თეორიით ბევრს ვერაფერს ვერ ჩავწვდი, უფროსწორედ ნიუანსებს -------------------- roca magra gendzreva meore shansi gedzleva
|
|
|
Apr 3 2008, 06:35 AM
Post
#6
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვკითხულობდი ერთხელ. იმდენად ჩარჩოებში მომაქცია, ეს იქ უნდა დადგა, ეს აქ, დავანებე თავი.
სადაც მსიამოვნებს იქ მიდგას ყველაფერი ფენშუიში არა, სადღაც სხვაგან წავიკითხე რომ საწოლი თავით ჩრდილოეთისკენ უნდა იყოს (მაგნიტური რა ქვია ..) ამ დროს უფრო აქტიურად გესიზმრება და კარგად გძინავს. მართალია. მედიტაციის დროსაც ჩრდილოეთით თავი. ეს უკვე მჯერა. მართლა ენერგიებზეა ბევრი რამ და მაგნიტურ ველზე ფენშუი არ მომეწონა რა :lol3: ცოტა სასაცილოა საგნებით ხელში ოთახში რომ დადიხარ და მის ჭკუაზე ალაგებ |
|
|
May 11 2008, 01:59 PM
Post
#7
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 329 Joined: 21-March 08 From: Earth Member No.: 500 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით ფენშუი მნიშვნელოვანია.
ინდიელებსაც აქვთ ადგილმდებარეობაზე გამახვილებული ყურადღება. თუ დავაკვირდებით კატას (ფისო, მიაუ) ის მშვენივრად გრძნობს ენერგეტიკულად ძლიერ და სუსტ ადგილებს სახლში. არსებობს ასეთ ადგილების შეფერილობა, - ფერის მიხედვით შეიძლება გავარკჯვიოთ რამდენად მავნე თუ სასარგებლოა მისაღების შუაში მდებარე სავარძელზე ჩამოჯდომა. და კიდევ, ინდილების მიხ. არსებობს "place of power", ძალის ადგილი, სადც შეიძლება ადამიანს შტაგონება, ხილვა, ან ისეთი სიზმარი ეწვიოს, სადაც რამეს შეასწავლიან. მოკლედ, ის ცოდნა, სადაც მიწის ზედაპირის ადამიანზე ზემოქმედების შესახებაა საუბარი, მნიშვნელოვანია აბა რა არის.. მითუმეტეს საცხოვრებელზე. და საძინებელზე. კარგი იქნებოდა კონკრეტული მაგალითების მოყვანა ფენ შუიდან. მე არა მაქვს ბევრი ინფორმაცია და მოხარ. ვიქნები თუ გავეცნ. |
|
|
Oct 31 2008, 01:13 PM
Post
#8
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 3-July 08 Member No.: 2,891 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ არ ვცდები კოსმოპოლიტანში არის ხოლმე სტატიები ფენშუიზე ხანდახან
თუმცა ჩემში დიდ დაინტერესებას არ იწვევს ძაან ბევრ დეტალზე ითხოვენ ყურადღების გამახვილებას -------------------- Taa & Ninja
http://tatushka55.wordpress.com/ |
|
|
Nov 14 2008, 02:49 AM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ ბევრი ვიფიქრე რაარის ეს ფენშუი და ბოლოს მემგონი მივხვდი... მაგალითად რატო უნდა იყოს ტუალეტის კარები ყოველთვის დაკეტილი და ბიდე ჩამოწეული...
ჯერ იქედან დავიწყოთ რომ რისთვისარი ტუალეტი ალბათ ყველამ იცით რომ შენი ორგანიზმიდან რაღაცას კარგავ, აღარ დავკონკრეტდები))))))))) საერთოდ ჯამრთელობაც და საერთოდ ყველაპერი დამოკიდებულია ენერგიებზე რომელსაც განაგებს ადამიანის ქვეცნობიერი.. და ქვეცნობიერი ყველაფერს ადამიანის ფიქრებიდან გამომდინარე ასრულებს.. მაგალითად ქვეცნობიერში უკვე დაბადებიდან ჩაბეჭდილია რო გაღებული ტუალეტის კარები ასოცირდება რაგაცის ორგანიზმიდან გადინებასთან ამიტომ როცა ჩვენ კარებს გაუვლით გვერდზე და ჩვენი ქვეცნობიერი აფიქსირებს ღია კარებს, ის ენერგიის მართვაშიც შესაბამისად იქცევა... ანუ ქვეცნობიერს ეძლევა ღია ტუალეტის კარების არსებობის სიგნალი რაც ის თავის მხრივ თარგმნის როგორც რაღაცის დაკარგვა ანუ გადინება და ენერგიასაც შესაბამისად განაგებს იმ მომენტში.. მაგალითად თქვენ ჩახლამული გაქვთ რომელიმე კუთხე ოთახში, ქვეცნობიერი ენერგიასაც იგივეს უშვება.. ან მაგალითად თქვენ დაგიგროვდათ ბევრი რამე სამსახურში და ვერაკეთებთ დროზე ენერგიაც შესაბამისად იქცევა იჩედება და ვერ მოძრაობს თავისუფლად ანუ როგორც გაკეთებული საქმეები ფერხდება - ისე ფერხდება ენერგიის მოძრაობაც.. ან მაგალითად თუ სახლი იდეალურად დალაგებულია ქვეცნობიერიც ცდილობს ენერგია იდეალურად განალაგოს და მართოს... იგივე როცა მყუდროთ არის ადამიანი მოწყობილი..... და ასეშემდეგ.. -------------------- |
|
|
Nov 16 2008, 05:24 PM
Post
#10
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფენშუი და მსგავსი რაღაცეები არ წამიკითხავს და ვერც ვერკვევი. მაგრამ სახლი გადაადგილებებს იმის მიხედვით ვაკეთებ , თუ რას ვგრძნობ. არის ადგილები სადაც ვერაფრით ვკონცენტრირდები და შესაბამისად იქ არ ვჯდები სამუშაოდ. არის რამდენიმე კუთხე ჩემს ბინაში სადაც რელაქსაცია გამომდის , სხვაგან კი ვერა.
ამ ბოლო დროს ასეთი სასიამოვნო ენერგიის, კომფპორტული ადგილები შემცირდა ჩემს ბინაში. ასე მემართება ხოლმე. ერთი - ორი წლის შემდეგგანწყობა მეცვლება, ანდა ანერგეტიკული აქცენტები სხვადასხვაგვარად ლაგდება სივრცეში. მოკლედ დიდი გადაადგილებები დავიწყე ამის გამო. ჩემი სახლი ჩემგან ძალიან შორს დარჩა. ეს დამემართა განსაკუთრებით სექტემბერში, როცა თბილისში ჩამოვედი, სახლში შემოვედი და ჩემი ტავი იქ ვეღარ ვიპოვნე. რომ არ მეზარებოდეს სულ გავყიდდი ამ ბინას და სხვაგან გადავიდოდი. მაგრამ... ამ ეტაპზე ვცდილობ ინტერიერები შევცვალო, სულ პატარა ცვლლილებები მაინც შევიტანო. ეს საქმე კი საკმაოდ დამღლელი ყოფილა და ჯერ დიდი შედეგიც არ მაქვს. . . მაგრამ მაინც ვცდილობ |
|
|
Nov 16 2008, 09:48 PM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ აღმოსავლეთ კუთხეში დავდგი ყულაბა, პატარა გოჭუნა
მერე ამოვიღე რაც შიგ იდო თანხა. გაუტეხე ზირი. მას მერე ჩემთანაც და მსოფლიოშიც ფინანსური კრიზისია |
|
|
Dec 3 2008, 12:15 AM
Post
#12
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 3-December 08 From: Tbilisi (Latitude: 41.791272738105995 Longitude: 44.757442474365234) Member No.: 5,883 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან დავინტერესდი ფენ-შუითი.
რაღაც სტატიებს ვკითხულობ. ეს ფორუმიც სერჩით ვიპოვე: ფენ შუი -------------------- ♥♀♥ ადამიანი სიტკბო, ადამიანი ბავშვი, ადამიანი გოგო, ადამიანი შაკირა-ატდიხაეტ-ისეთი-წელის-ტანეცი © David
♥♀♥ სპაიდერ სვით ბეიბი გერლი © Secrets ♥♀♥ http://sweet.ge ♥♀♥ http://sweet.ge/smiles/ Oh, Ninji Loves You yeah! |
|
|
Dec 3 2008, 01:27 AM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ ფორუმზე -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 15 2008, 06:42 AM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისევ დავინტერესდი ფენ შუით
მოკლედ საწოლი თავით ჩრდილოეთით აღარ მედგა. იდგა ერთი გვერდით კედელთან. ფეხები 'უყურებდა' კარებს. თავი კარებს. ეს ყოფილა ფენშუის მიხედვით 'კუბოს პოზიცია. გარდა ამისა ბალანსი დარღვეული იყო. ენერგია მხოლოდ ერთი მხრიდან უვლიდა საწოლს. მეორეს კედელი არ ატარებდა. მხოლოდ მარჯვნივ მედგა ღამის მაგიდა. ღამით ესეთ პოზიციაში კარგად მეძინა მიუხედავად იმისა რომ არაკომფორტულად ვგრძნობდი საწოლში თავს. მაგრამ დილით ძილი არ მყოფნიდა და დაღლილი ვიღვიძებდი მოკლედ... საწოლი შემოვატრიალე და მეორე მხრიდანაც დავდგი ღამის მაგიდა, ანუ დავაბალანსე. თავი ჩრდილოეთით არის და საწოლი მყარად არის კედელზე მიდგმული თავით. ფეხები კარებს აღარ უყურებს. ენერგია ყველა მხრიდან უვლის საწოლს დაწოლისთანავე საოცარი კომფორტი ვიგრძენი. გემრიელად ჩავეფლე საწოლში. დილით ადრე გამეღვიზა და დაღლილიც არ ვიყავი უამრავი ინფორმაციაა ფენშუიზე ინტერნეტში. მითუმეტეს თუ ინგლისურად კითხულობთ ყველაფერი ბალანსია, ფერების - მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლის ელემენტების არც ისე რთულია ძირითადი პრინციპის გაგება |
|
|
Dec 15 2008, 06:47 AM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფენშუის მიხედვით სახლის ცენტრში - ოთახის ცენტრში, არის ოჯახის და ჯანმრთელობის 'ცენტრი'.
შეადარეთ: კერია ყოველთვის ცენტრში იყო ხოლმე ქართულ სახლში და კერია თუ გაცივდებოდა ოჯახიც აღარ იყო. კერიაზე მზადდებოდა საჭმელი და კერიას უსხდა ოჯახი არა მართო ფიზიკურად გასათბობად, არამედ სულიერადაც: ურთიერთობდნენ, ყვებოდნენ ამბებს, ზღაპრებს.... კერია იყო სიყვარულის და ჯანმრთელობის წყარო. იგივეა ფენშუიც: გეუბნებიან ცენტრში, მაგიდაზე, მოათავსო მიწაში ჩარგული მზარდი მცენარე და ცეცხლის ფერებით გააკეთო დეკორაცია - უმჯობესიაო ყვითელი. ხედავთ მსგავსებას? |
|
|
Dec 15 2008, 06:50 AM
Post
#16
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემთან სახლში ძირითადად ლურჯი ფერი ჭარბობდა. საოცრად მოსაბეზრებელი და ცივი გახდა. სითბო მომინდა. ორგანიზმმა მომთხოვა სითბო. სხვადასხვა ფერი შემოვიტანე. დათბა. უკვე ვგრძნობ სად არ ფერი აკლია და ვამატებ. ეს სანამ ფენშუის წავიკითხავდი...
ანუ რამდენად ბუნებრივია რასაც ამბობენ.. თვითონ ორგანიზმი გეუბნება ფენშუის მიხედვით ჩემს სახლში დომინირებდა წყალის ელემენტი და აკლდა ცეცხლი, ჰაერი, მიწა შემოვიტანე თბილი ფერები და დათბა, დაბალანსდა. კიდევ ბევრი აკლია საბოლოოდ დათბობამდე აღმოვაჩინე რომ სიყვარულის კუთხე ცარიელია |
|
|
May 24 2009, 01:19 AM
Post
#17
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ. რაც წერისუფლება მოვიპოვე ამ საიტზე, ყველაზე მეტს ვწერ მგონი მარა რაღაც-რაღაცეებს ქართულადაც ვპოულობ და მინდა აქაც დავდო, რომ ჩემსავით უცხო ენების უვიცი მკითხველი რომ შემოვა, იმანაც გაიგოს რა ხდება დუნიაზე...
ფენ-შუი და ფერები წითელი. ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს. არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას. საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად. ფორთოხლისფერი. ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს "შეიცავს", პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში. ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია. ოქროსფერი მეტალის ფერია. ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს. თეთრი. უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში. ლურჯი, ცისფერი. ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში. მწვანე ხის სტიქია, რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში. ყვითელი მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 12 2009, 02:14 PM
Post
#18
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სახლი და ფენ-შუი
როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით ნებისმიერ სახლში არის საგნები, რომლებიც დადებით ენერგიებს აღძრავენ (ფსიქოლოგიაში ამას "ღუზებს" ეძახიან). ეს მარტო ავეჯი არ არის, არამედ სურნელი, ფერი, მელოდია, სხეულის გარკვეული ადგილი და ა. შ. ყოველი "ჩართვისას" "ღუზა" გვიბრუნებს სიამოვნების ეგზალტაციის, ტკბობის შეგრძნებას, რომელიც ამეორებს უკვე მომხდარ, ქვეცნობიერში აღბეჭდილ მომენტს. საყვარელი რბილი სათამაშოები შესაძლოა, დიდი ხნით დაცულობის სიმბოლოდ იქცეს, ხოლო აყვავებული იასამნის სურნელმა რომანტიკული განწყობა მოგგვაროთ. ნუ შევჩერდებით უარყოფითი "ღუზის"განმარტებაზე, აქ ყველაფერი ანალოგიურადაა, მხოლოდ ნიშანი მინუსი ("-") დაერთვის. უპირველეს ყოვლისა სახლში ჩვენ გვიზიდავს ის საგნები, რომლებიც სიხარულის, განახლების სურვილს გვიღძრავენ, ისინი გვამშვიდებენ და სიამოვნებას გვანიჭებენ. ფოტოსურათებს ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ბინების ინტერიერის შერჩევისას, მაგრამ ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა გაიუკეთესოდ ხასიათი, თუ რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. თუ თქვენ მაინცდამაინც ფოტოგენური არ ხართ, თქვენს ალბომში მაინც მოიძებნება თქვენი კარგი ფოტოები. ასევე შესაძლოა, ეს თქვენი საყვარელი ადამიანების სურათები იყოს. საჭიროა მხოლოდ ფანტაზიის ჩართვაა საჭირო. დაფიქრდით სად მოათავსებდით სურათს და რა ჩარჩოს შეურჩევდით მას. დიდ ბინაში მცირე ზომის ფოტოები კარგად არ გამოჩნდება, სჯობს ისინი სარკის შუაგულში მოათავსოთ, მაგრამ სარკისთვის ჩარჩოს გაკეთება არ დაგავიწყდეთ, ცხადია ჩარჩო ფოტოსთან ფერითა და ფაქტურით უნდა შეეფერებოდეს. თუ სურათი სამუშაო მაგიდაზე გინდათ მოათავსოთ, მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მოიჩინეთ – ეს ურთიერთობების ზონაა. სარკე სახლში ენერგეტიკული ნაკადების კორექციის უძლიერესი საშუალებაა, მას უარყოფითის მოატანაც შეუძლია. სარკე არასოდეს არ დაკიდოთ შემოსასვლელი კარის პირდაპირ, რათა მან არ აირეკლოს შემოსული ენერგია. ცუდია თუ სარკეში ცოლ-ქმრის სარეცელი ირეკლება. ის კარგად აფართოვებს სივრცეებს და ამიტომ, იგი შეუცვლელია ვიწრო ადგილებში. იგი აორმაგებს იმას, რაც მასში მოჩანს, აქედან გამომდინარე სჯობს სარკეში ყვავილები ირეკლებოდეს (ყვავილები ხელგაშლილობის ერთ-ერთი სიმბოლოცაა), მით უმეტეს, რომ სარკე მათ სინათლეს მატებს, შესაძლოა, ირეკლებოდეს ხელოვნების ნიმუშებიც. სარკე შეიძლება იყოს ცოცხალი პეიზაჟიც, თუ მას ფანჯრის ხედის წინ მოათავსებთ. სამზარეულოში სარკეები ბუნებრივი აირის ქურის წინ მოათავსეთ, ეს ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოა. პოზიტიური ენერგიის წყაროდ შეიძლება ნებისმიერი საგანი გადაიქცეს, თუ იგი ხელითაა დამზადებული და ბუნებრივი მასალისაგან შედგება. თუ ნივთი უშუალოდ თქვენთვის შეიქმნა და ოსტატი კარგ ხასიათზე იყოს, ეს ნაკეთობა უთუოდ შეუფასებელია. თუ თქვენ თავად გიტაცებძთ შემოქმედება, მხოლოდ მაშინ დაკავდით, თუ ჯანმრთელად და კარგ განწყობაზე ხართ. გახსოვდეთ, რომ ნამუშევარში შრომის გარდა ენერგიასაც დებთ, რომელიც ფორმას იძენს. კრისტალები (მინერალები) სიცოცხლის უნიკალური ფორმაა. ძალიან საინტერესოა კრისტალზე დაკვირვება, როგორ იზრდება იგი, იერთებს შენარევებს, ქმნის გასაოცარ სტრუქტურას. კრისტალის ხშირ გამოსხივებას შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანისა და გარე სივრცის ენერგეტიკაზე. აქ აუცილებლია ინდივიდუალური მიდგომა. მის არჩევისას საჭიროა ინფორმაციის ფლობა პირად ჰოროსკოპზე, პლანეტების განლაგებაზე და იმაზე, თუ რა კრისტალი შეესატყვისება თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი კრისტალები. გაყიდვაში გამოტანილი ქვების უმეტესობა ხელოვნურებია და ისინი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ ენერგეტიკაზე. შეიძლება არაგამჭვირვალე ქვების გამოყენება (მაგ. ნეფრიტი; აღმოსავლეთის მრავალ ხალხებში მას წმინდა ქვად მიიცნევდნენ. ჩინელი მწერალი ხიუ-ჩინი ნეფრიტს მიაწერდა ხუთ ძირითად ღირსებას, რომლებიც ადამიანის სულის ხუთ თვისებას შეესატყვისებოდა). ეს მინერალი ბუნებაში დიდი რაოდენობით მოიპოვება, ამიტომ, სრულიად შესაძლებელია შეიძინოთ ნამდვილი ნეფრიტისაგან დამზადებული პატარა კუ და სახლის ჩრდილო-დასავლეთით მოათავსოთ. სახლში ფანჯრიდან შემომავალი ენერგიის ტრანსფორმაციის მიზნით კრისტალს ზონარზე კიდებენ და ფანჯრის რაფასთან ათავსებენ. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამჭვირვალე კრისტალების გამოყენება და ასევე სასურველია მთის ბროლი. მცენარებს ფენ-შუის ტრადიციის თანახმად უნდა ჰქონდეთ მომრგვალებული, ოვალური ფოთლები, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ კაკტუსები, უარს ნუ იტყვით მათზე, ისევე როგორც ლიანებზე (ჭორიკანა), რომლებსაც უარყოფითი ენერგის უსაფუძვლოდ მიაწერენ. აქ უმთავრესი თქვენი ინტუიციაა, მთავარია თქვენს "პატარებს" კარგად მოუაროთ, წყალი და სინათლე არ მოაკლოთ და რა თქმა უნდა აღტაცება ხშირად და ხმამაღლა გამოხატოთ. ყველა მცენარე ხის ელემენტს უკავშირდება, ამიტომ, სახლის სამხრეთით განათავსეთ და ამით ცეცხლის ელემენტს გააძლიერებთ. თუ აყვავებულ მცენარეებს სამხრეთ-დასავლეთ ზონაში მოათავსებთ, ოჯახში ურთიერთობა უფრო დადებითი გახდება. ხელოვნური ყვავილები თითქმის არ მოქმედებენ სახლის ენერგეტიკაზე, სჯობს ისინი ნაკლებად განათებულ (იგულისხმება მზის შუქი) ადგილზე დადგათ, მაგ. აბაზანაში, საპირფარეშოში, დერეფანში და ნიშა-თაღებში.' აკვარიუმი ოთახის იმ მონაკვეთებში უნდა მოთავსდეს, სადაც საჭიროა მუდმივი და მძლავრი ენერგეტიკული კვება, ოქროს თევზები – სიმდიდრის სიმბოლოა, მათი ლივლივა მოძრაობა კი სტრესს ხსნიან და სხეულს ადუნებენ. ეს თევზები აკვარიუმის სხვა ბინადართაგან განსხვავებით გამუდმებით მოძრაობაში არიან. აკვარიუმის ზომებს დიდი ყურადღებით უნდა მივიდგეთ, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ოთახის შესაბამისად ირჩევა, ხოლო წყლის რაოდენობა ერთი ოქროს თევზზე ათ ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. სურათები და სკულპტურული გამოსახულებები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოებენ, ამიტომ, აუცილებელია შევიგრძნოთ რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა და შინაგანი სამყარო ჩვენეულ სამყაროს აღქმას. წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე. სურათები სახლის შესაბამის ზონებში მოათავსეთ, იქიდან გამომდინარე თუ რა არის ზედ გამოსახული. თუ თქვენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები გიზიდავთ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, რომ აგრესიულად გამოიყურებოდეს, ეს არა მარტო თვითრწმენას და ძალის შეგრძნებას შეგმატებთ, არამდე თუ სახლის შემოსასვლელში ჩამოკიდებთ, ის დამცველი ტოტემის როლს "შეითავსებს". ყურადღებით დააკვირდით საგნებს საკუთარ სახლში, მოიშორეთ ყველაფერი, რაც უარყოფით ემოციას აღძრავს, დაე, ყოველი ნივთი თქვენთვის პოზიტიური ენერგიის მომტანი იყოს. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 13 2009, 01:14 PM
Post
#19
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობთ tikoroma საინტერესო მასალისათვის
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 28 2009, 08:51 PM
Post
#20
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 77 Joined: 13-November 09 Member No.: 6,071 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთ-ერთი ასტროლოგი ლაპარაკობდა ტელევიზიით ფენ-შუიზე და ისე მოხდა რომ უკვე მთავრდებოდა გადაცემა და ვერ მოვუსმინე. იქნებ ამიხსნათ რა არის და რაში გამოიყენება?
-------------------- ალოო , ფორუმია?:D
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:39 PM |