გარდაცვლილებისგან ინფორმაციის მიღება |
გარდაცვლილებისგან ინფორმაციის მიღება |
Apr 7 2018, 08:12 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 8 Joined: 11-March 18 Member No.: 7,710 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთ წელზე მეტია რაც მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ არანაირი გრძნობა არ მაქვს იმის რომ ის გაქრა. ხშირად მესიზმრებახოლმე და მეუბნება ბევრ რამეს, უმეტესად ვაიგნორებ და სიზმრის გარეთ არ ვაგრძელებ, თუმცა დღესაც დამესიზმრა. ძირითადად მიყვება ალტერნატიულ მედიცინაზე, მეუბნება წიგნებს ან რეპეცტებს რა რისი მკურნალი შეიძლება იყოს. უთქვას იქ რომ დევს ის წიგნი წაიკითხეო, დავინახე კიდეც რომელს გულისხმობდა. დღეს მეუბნებოდა ყელის კიბოს წამალზე ვმუშაობ სადღაც მივდივარო.. სიზმარშიც და (რეალობაშიც ასე იყო) უმეტესად უბრალოდ ვუსმენ და ვეთანხმები და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არასოდეს განმივრცია ან ჩავრთულვარ ამ საკითხებში.. მაგრამ რადგან ეს სიზმრები არ წყდება, დავფიქრდი რამე ღირებულს ხომ არ ნიშნავსთქო. ცხოვრების ბოლო წლებში სწავლობდა ენერგეტიკულ მასაჟებს და ამზადებდა წამლებს, სულ ეძებდა და იფიქრებდა მსგავს რამეებს და არ ვიცი ახლა რას აკეთებს ან ჩემგან რა უნდა.. რას ფიქრობთ? ტაროს გაშლა ხომ არ შეიძლება ამ საკითხზე? თუ ჩენელინგზე ვიკითხო.. რომ არ წყდება სიზმრებიდან ინფორმაციის მოწოდება ამიტომ გადავწყვიტე ვინმესთვის რჩევა მეკითხა. |
|
|
Apr 8 2018, 09:11 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა მკითხაობას არ გირჩევ, რადგან არავინ იცის რას გიპასუხებს და საით დაგაპროგრამებს.
რაც შეეხება სულთან ურთიერთობას მე პირადად უფრო გახსნილი ვიქნებოდი. მეც მამა მყავს გარდაცვლილი და სიზმრით ერთხელ მამამ გადამარჩინა. ხშირად ვგრძნობ მას, ასე მგონია მფარველობს. რატომ არ ჩაიწერ იმ საკითხებს რასაც გიყვება, ჩაიწერე ეგ სიზმრები. წაიკითხე რასაც გეუბნება. ვფიქრობ კარგი იქნება, უბრალოდ გააკეთო ყველაფერი, უბრალოდ ჩაიწერო სიზმრები. სიმშვიდითა და ყოვეგვარი მოლოდინის გარეშე. მერე ცხოვრება თვითონ მოგცემს პასუხს შენს შეკითხვაზე. ერთი რამე მინდა ვთქვა,–უდიდესი პასუხი ყველაფერზე თვითონ ჩვეშია, იკითხეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ. ასეთი პასუხის დროს შინაგანი გრძნობა ისეთი ძლერია, რომ არ შეიძლება არ იგრძნოთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 08:15 PM |