ვინმემ ამიხსენით რა რა ხდება,თორე გასკდა გული |
ვინმემ ამიხსენით რა რა ხდება,თორე გასკდა გული |
Mar 22 2016, 04:54 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 22-March 16 From: tiflis Member No.: 7,508 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას,აქ პირველად ვარ და მოგმართავთ თხოვნით დამეხმაროთ ჩემთვის გაუგებარი მოვლენის
ამოხსნაში. ძალიან ხშირად მემართება მსგავსი იდენტური ისტორიები:მაგ. უცებ გონებაში ამომივარდება ადამიანის (ძველი ნაცნობის)პიროვნება რომელთანაც აღარ მქონია ურთიერთობა და ინფორმაციული წვდომა ბოლო 10 და მეტი წლის მანძილზე,გადის 1-2 დღე და ვიგებ რამე ინფორმაციას ამ ადამიაზე. ძალიან მაინტერესებს საიდან მოდის ეს თანხვედრები???რამე ზებუნებრივ უნარზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მადლობთ |
|
|
Mar 22 2016, 06:05 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
svirski444
,გადის 1-2 დღე და ვიგებ რამე ინფორმაციას ამ ადამიაზე. მეც მქონია მსგავსი გამოცდილება. მე ვფიქრობ თვითონ ადამიანის ფიქრი ცვლის მოვლენებს(ფიქრები მატერიალურია). კარლ იუნგს(ფროიდის მოსწავლე) აქვს ასეთი ფენომენი აღწერილი "სინქრონულობა" დაარქვა, საუბრობს იმაზე რომ შიდა და გარე "რაღაცნაირად" დაკავშირებულია და შიდა ცვლის გარეს, ძალიან უხეშად ვამბობ, თუ გაინტერესებს შეგიძლია გაეცნო. რამე ზებუნებრივ უნარზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს კაცმა არ იცის რა შეუძლია ადამიანს, ზებუნებრივი მანამდე არსებობს სანამ ბუნებრივი არ გახდება მე მგონია. |
|
|
Mar 22 2016, 06:29 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
„ვინმემ ამიხსენით რა რა ხდება,თორე გასკდა გული“... svirski444 შემაშინე მეთქი ასეთი რა პრობლემაა მეთქი. ეს რაც აღწერე, აქ ჩვენთვის სულაც არაა რამე უცნაური და არც პირველად გვესმის. ჩვეულებრივი მოვლენაა და ვფიქრობ სახალისოც და სასიამოვნოც ზოგჯერ.
არასოდეს თქვა გასკდა გული და მაგისანა სიტყვები. სიტყვის და ფიქრების მატერიალიზაცია ძალიან ადვილია. როგორც შენს შემთხვევაში ხდება კიდეც, გაიფიქრებ ვინმეს და აჰა შენს წინ ჩნდებიან. ამ მოვლენას სხვადასხვა კუთხით ხსნიან, მაგრამ მატერიალიზაცია მართლაც არსებობს და ამ ფორუმზე ბევრს გვაქვს გამოცდილი, ცდებიც შეგიძლია ჩაატარო ამ საკითხზე. ასე რომ ყველაფერი კარგადაა |
|
|
Mar 22 2016, 07:05 PM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 22-March 16 From: tiflis Member No.: 7,508 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობთ მეგობრებო ,მე რაღაცნაირად ჩემს ინტუიციასთან ვაკავშირებ ამ თანხვედრებს??
|
|
|
Mar 22 2016, 09:38 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაოსური ხედვით ესაა:
დაოსები თვლიან, რომ დაძინება მედიტაციურ მდგომარეობაში შესვლას ჰგავს. როცა ჩვენ ძილზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ვგულისხმობთ, ხოლო ნატიფი ენერგეტიკული სხეულები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გადაგვაქვს ყურადღება ნატიფ სხეულში. ამას მღვიძარებიც ხშირად ვაკეთებთ. მაგ. სკოლაში მოსაწყენ გაკვეთილზე ჯდომისას, მასწავლებელი რაღაცაზე საუბრობს, ჩვენ კი გონებით სხვაგან მივდივართ, უფრო სასიამოვნო რამეზე ვფიქრობთ. ჩვენი ყურადღება შორსაა კლასისა და გაკვეთილის პროცესისგან. თუ ამ დროს მასწავლებელი გვთხოვს, მისი სიტყვები გავიმეოროთ, ჩვენ უკან დაბრუნება გვიხედება, მაგრამ არ შეგვიძლია მის კითხვას პასუხი გავცეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ვოცნებობთ, ვაკეთებთ რაღაცას, რისი დანახვაც ფიზიკურად შეუძლებელია. ამას დაოსები „ოცნებას“ კი არა, ყურადღების ნატიფ დონეზე გადატანას ეძახიან. სწორედ ეს ხდება ძილის დროსაც. 24 საათის განმავლობაში ჩვენი ყურადღება არ არის ჩართული განუწყვეტელ ფიზიკურ საქმიანობაში. რაღაც საკითხები ფოკუსირდება ნატიფ სხეულებში. მაგ. შეიძლება ვფიქრობდეთ მეგობარზე, რომელიც ახლა პლანეტის მეორე მხარეს იმყოფება. ზოგჯერ, თუ ჩვენი ყურადღება ძლიერად ფოკუსირდება ამ საკითხზე, მოულოდნელი რამ ხდება: ტელეფონი რეკავს. ეს ჩვენი მეგობარია შორეული ქვეყნიდან და გვეუბნება, რომ გავახსენდით. ამ მოვლენას ჩვენ დამთხვევას ვუწოდებთ. დაოსებისთვის კი ცნობილია სასიცოცხლო ძალის სრული შესაძლებლობები - როცა ყურადღება გადაგვაქვს შორს მყოფ პირზე, ჩვენ ვკონტაქტობთ ნატიფი სხეულების მეშვეობით. გეოგრაფიულ მანძილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2213 -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 7 2016, 06:46 PM
Post
#6
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვფიქრობ ხოლმე მაგალითად ჩემს ძველ მეგობარზე , უცებ დავიწყებ ფიქრს , ნეტავი როგორ არის , სად არის რას შვრება. ერთი ან ორი საათის განმავლობაში კი მირეკავს ზუსტად ის პიროვნება , და ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება , რომ რავი ეხლაღა გამახსენდი და მაინტერესებდა როგორხარო , მეკი მასზე ფიქრი დავიწყე სპონტანურად მანამ დამირეკავდა.
ანუ მისი განძრახვა , რომ უნდოდა ჩემთვის დაერეკა წინასწარ აღვიქვი მე. ეს შეიძება ბევრს დამთხვევა ეგონოს . მაგრამ ეგრედ წოდებული წინასწარმეტყველება , ანუ წინასწარმეტყველება არა პირდაპირი გაგებით , არამედ კონკრეტული ადამიანის მიერ რაიმეს განძრახვის შემდეგ [/u] უკვე განძრახულის[u] ზეციერისგან შეტყობა რომელიმე ადამიანისთვის , რომელიც დაკავშირებულია განმძრახველის მიერ განძრახულთან. ნუ გამგები გაიგებს რაც დავწერე ესეიგი , ჩემმა მეგობარმა განიძრახა ჩემი მოკითხვა , მისი განძრახვა მომდის მე ცნობიერში მანამ სანამ დამირეკავს ის .და მეც ვიწყებ მასზე ფიქრს. ანუ რაღაცის გამო ჩვენი ცნობიერი დაუკავშირდა ერთმანეთს. და შენ რომ იგებ ინფორმაციას მასზე , ეს ინფორმაცია რაც არის ანუ რაც გაიგე მასზე განძრახვაში მოვიდა მაშინ , როდესაც მისი პიროვნება იხილე შენ შენს ცნობიერში. ანუ შეიძლება ვინმეს მოკვლას აპირებს ვინმე . როდესაც მკვლელი განიძრახავს ვინმეს მოკვლას , ძლიერ მიმღებს , ანუ ძლიერი რწმენის ადამიანს მოსდის განმძრახველი განძრახვა . ნუ მე როგორც მესმის ისე დავწერე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 11:03 AM |