Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ ელექტროკინეზი

Posted by: Spellcaster Mar 16 2017, 09:39 PM

ადრე ვვარჯოშობდი ელექტროკინეზში და მერე თავი დავანებე, დამეზარა. ელექტროკინეზი არის დენის მართვა და ასევე წარმოქმნაც.
პირველ რიგში წარმოვიდგენთ დენის წყაროს ჩვენს ტვინში(დენის წყაროში ელემენტს არ ვგულისხმობ, არამედ, დენის ბურთს.) შემდეგ წარმოვიდგენთ რომ ორი გზა არის თქვენს ხელებამდე მხრების გავლით და დენს ხელებისკენ წავიღებთ ოღონდ დენის წყარო არ პატარავდება და არც ქრება. შემდეგ დენი მოდის თითებში. ამ დროს წესით ხელებში უნდა იგრძნოთ რაღაც უცნაური თითქოს ხელები დაგიბუჟდაო. ამას ვაკეთებთ ყოველ დღე დასაძინებლად რომ დავწვებით მაშინ. ან თქვენ როცა გინდათ მაშინ გააკეთეთ, უბრალოდ ეს ადვილია უფრო. მე კონცენტრაციის შემდეგ შემეძლო პატარათი დენი დამერტყა, აი ისეთი სიმძლავრის როგორიც სანთებელას აქვს. და შემეძლო ხოლმე რომ იმ ნივთებზე მემოქმედა რომელიც ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული მაგ. ნათურებს და ტელევიზორს ვაწვალებდი ხოლმე. მაგრამ მერე ვარჯიში შევწყვიტე და ახლა მხოლოდ ძლიერ ემოციებში რომ ვარ მხოლოდ მაშინ ურევენ ხოლმე დენზე დამოკიდებული ნივთები.

Posted by: tikoroma Mar 17 2017, 01:40 AM

ელექტროკინეზი დაარქვეს? biggrin.gif
ენერგიის მოძრაობის შეგრძნება და კონტროლია ეგ ჩვეულებრივი, ძველ ჩინური დაოსური სავარჯიშოები სულ მაგაზეა აგებული.
დენის დაარტყამ თუ ქვას გახეთქავ უკვე შენს განზრახვაზეა დამოკიდებული

Posted by: Spellcaster Mar 17 2017, 08:52 AM

ხოო მაგრამ თავისი სახელებიც აქვთ მაგ: პიროკინეზი ქვია ცეცხლის მართვას, აეროკინეზი(უმარტივესი, პირველივე ცდაზე გამომივიდა)ქვია ჰაერის მართვას და ა.შ. მაგრამ რავიცი სხვადასხვა სახელებით მოიხსენიება ხოლმე ესენი. ისე ქრონოკინეზსაც დავდებ. დებილობაა მაგრამ ვისაც მოეწონება ისწავლის.

Posted by: tikoroma Mar 17 2017, 12:22 PM

ეს ელექტრო მაინც წინა საუკუნის გამოგონება იქნება. ტესლა ეგრე ანთებდა ალბათ ნათურებს biggrin.gif

Posted by: Spellcaster Mar 17 2017, 12:49 PM

.....მე ელექტროკინეზის სახელით ვიცი. შეგიძლია გამოიცნო ქრონიკინეზი რას მოიცავს???

Posted by: tikoroma Mar 17 2017, 01:13 PM

აბა საიდან? გუგლმაც კი არ იცის

Posted by: Spellcaster Mar 17 2017, 01:38 PM

Chronokinesis მოძებნე

Posted by: John Dee Mar 18 2017, 05:51 AM

შედეგ კვირას "განსაკუტრებული ნიჭით" დაჯილდოებული პიროვნებებისთვის მე და ჩემი რამოდენიმე კოლეგა ვახშამს ვაწყობთ,
თითოეული ჩვენგანი პატიჟებს ტავის განსაკუთრებულ სტუმარს, მოკლედ მინდა რომ რამოდენიმე წევრი მოგიწვიოთ და თქვენს ნიჭზე ისაუბროთ, თქვენს ღრმა გამოცდილებაზე, საინტერესო იქნება.

Posted by: Spellcaster Mar 18 2017, 08:29 AM

QUOTE(John Dee @ Mar 18 2017, 05:51 AM) *
შედეგ კვირას "განსაკუტრებული ნიჭით" დაჯილდოებული პიროვნებებისთვის მე და ჩემი რამოდენიმე კოლეგა ვახშამს ვაწყობთ,
თითოეული ჩვენგანი პატიჟებს ტავის განსაკუთრებულ სტუმარს, მოკლედ მინდა რომ რამოდენიმე წევრი მოგიწვიოთ და თქვენს ნიჭზე ისაუბროთ, თქვენს ღრმა გამოცდილებაზე, საინტერესო იქნება.

რამდენი წლის ხარ?

Posted by: John Dee Mar 24 2017, 08:27 AM

QUOTE(Spellcaster @ Mar 18 2017, 08:29 AM) *
რამდენი წლის ხარ?


უადგილო, უკონტექსტო კითხვაა

Posted by: Spellcaster Mar 24 2017, 12:06 PM

QUOTE(John Dee @ Mar 24 2017, 08:27 AM) *
უადგილო, უკონტექსტო კითხვაა

თუ არ გინდა ნუ მიპასუხებ, გული არ დამწყდება.

Posted by: levani gogilashvili Mar 28 2017, 12:39 PM

ძალიან საინტერესოა.. სიამოვნებით ვცდი.. ქრონოკინეზი კი ალბათ დროის მართვას შეეხება ხო?

Posted by: Spellcaster Mar 28 2017, 05:48 PM

QUOTE(levani gogilashvili @ Mar 28 2017, 12:39 PM) *
ძალიან საინტერესოა.. სიამოვნებით ვცდი.. ქრონოკინეზი კი ალბათ დროის მართვას შეეხება ხო?

კიი დროის აჩქარება ან შენელება შენი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის რაღაც გარკვეულ მანძილზე

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)