IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

12 Pages V  « < 10 11 12  
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი
daliela
post May 17 2013, 01:30 AM
Post #221


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Lashapoli @ Feb 15 2013, 03:42 AM) *
აჰა, ესეც მოწოდებები მკვლელობებზე და ძალადობებზე

13. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელს მამროვანს.
14. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.
15. ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.
16. ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
17. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.
18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
19. შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
12. თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად,
13. გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცთუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო,
14. ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,
15. მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.
16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.

ნუ ეს უკვე რავი, ფანტაზიასაც ხო აქვს არა საზღვარი?!
აუ ამან ვაფშე დაგლიჯა, დაბოლების მაშტაბები საოცარია და სხვათაშორის დღესაც ეს პრინციპებია. ახრინეწ მოჟნა))))))))))
1. თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,
2. და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,
3. ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.
4. უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.
5. ის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანათ და მონობის სახლიდან დაგიხსნათ, დაჰგმო მან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რაზეც სიარული გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.



იოანეს სახარება, მერვე თავი
ვინც ღვთისაგან არის ის ისმენს მის სიტყვას
იესო იუდეველებთან საუბრისას ამბობს ასეთ რამეს :

41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ . უთხრეს მათ : ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ ,ჩვენ გვყავს ერთი მამა- ღმერთი
42 იესომ უთხრა : ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი ,მაშინ გეყვარებოდით ,რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან ,ვინაიდან მე ჩემით კიარ მოვსულვარ ,არამედ მან მომავლინა
43 რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს ? -იმიტომ რომ არ სეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა
44- თქვენი მამა არის ეშმაკი და მამთქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ . ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა,რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს,თავისას ამბჰობს,რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა


ესაა ჩემი აზრით ახნაsmile.gif


--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 17 2013, 01:07 PM
Post #222


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
[quote]საინტერესო მომენტი დავიჭირე: ღმერთი, რომელმაც სამყაროს დასაბამი მისცა, სამყაროს შემდგომ ქმნადობაში აღარ ერევა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ტრანსცენდენტურად არსებობს, სამყაროს მიღმაა, მაგრამ ჩვენ არასწოს ვიტყვით თუ ქრისტიანული მსოფლგაგებით წარმოდგენილ ღმერთს მხოლოდ ტრანსცენდენტურად არსებულად ჩავთვლით, ანუ ქრისტიანობას მივიჩნევთ დეისტურ სწავლებად. აქ გამიჩნდა ეჭვი და კითხვები და ლექციის მოსმენისას, გაირკვა, რომ ქრისტიანულ ტრადიციაში ღმერთი არის ტრანსცენდენტურად არსებული და მყოფი და თავის მხრივ, ემანაციური პრინციპით სამყაროში ვლენადი. ანუ ქრისტიანობა, ისე გამოდის რომ არც დეიზმის კონცეფციაში ჯდება სრულად და არც თეიზმს წარმოადგენს, როგორც ეს საზოგადოდ არის გავრცელებული. ესაა მოკლე აზრი იმისა, თუ რა მიმართებაა სამყაროსა და ქრისტიანულ ღმერთს შორის./quote]

ძალიან მაგარია - ღმერთი, რომელმაც სამყაროს დასაბამი მისცა, სამყაროს შემდგომ ქმნადობაში აღარ ერევა. ამაზე ვფიქრობდი, ეს ახსნის ღერთის უსამართლო საქციელებს, რასაც მიაწერენ ხოლმე რელიგიები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 21 2013, 02:56 AM
Post #223


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბიბლიის თემაა წამოწეული და საინტერესო ვიდეოა. დღევანდელ სისტემაზე

http://www.youtube.com/watch?feature=playe...;v=uf2CYTB7S_I#!


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post May 21 2013, 04:40 PM
Post #224


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma' date='May 17 2013, 01:07 PM' post='99626'

QUOTE
ძალიან მაგარია - ღმერთი, რომელმაც სამყაროს დასაბამი მისცა, სამყაროს შემდგომ ქმნადობაში აღარ ერევა.


ძაან საინტერესო მოსაზრება არსებობს, აი ჯერ კიდევ განმანათლებლობის დროს გაჩნდა და რომლის თანახმადაც, ღმერთი კი ისევ მიიჩევა როგორც ტრანსცენდენტურად არსებული სუბსტანცია, მაგრამ დროდადრო მაინც ერევა სამყაროს ქმნადობაში. არსებობს თეორია, დიზაინის თეორიასაც უწოდებენ, ანუ ვქვათ, უდაბნოში ადამიანმა იპოვა საათი, რომელიც გაჩერებულია, მაგრამ არის მოსამართი, რომ დაიქოქოს და ამუშავდეს. საათთან დაკავშირებით აუცილებად გაჩნდება აზრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს საათი და თან მივალთ აზრამდე, რომ ის ვიღაც გონიერმა არსებამ შექმნა, ასე ვთქვათ, ვიღაც დიზაინერმა. ღმერთიც ერთგვარად უზენაეს დიზაინერად გაიაზრება. მაგრამ ეს საათი მუდმივად არ მუშაობს, ანუ ანალოგიით, სამყარო მუდმივად ერთ ტემპში არ ვითარდება, სულ ერთგვარ რიტმულ მოძრაობაში არაა. დროდადრო როგორც საათს სჭირდება მომართვა და კვლავ ამუშავება, ისე სამყაროს ქმნადობასაც სჭირდება "ბიძგი", რომელიც ღმერთმა უნდა მისცეს, ანუ ჩაერიოს... ბიძგი კი იმიტომაა საჭირო, რომ სამყარო ახალი ენერგიით შევსებას საჭიროებს.

QUOTE
ამაზე ვფიქრობდი, ეს ახსნის ღერთის უსამართლო საქციელებს, რასაც მიაწერენ ხოლმე რელიგიები


ეს კიდევ ცალკე საკითხია smile.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 21 2013, 11:49 PM
Post #225


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იაჰვე
by Ilil Arbel, Ph.D.
ღმერთის სახელი, რაც მოხსენიებულია ბიბლიაში არის მხოლოდ 4 სიმბოლო - YHVH ან YHWH. ძველ ებრაულში არ იყო ხმოვნები, ასე რომ არავინ იცის რამდენი ხმოვანი უნდა გამოვიყენოთ ამ სახელის წარმოსათქმელად და რეალურად როგორ ჟღერს ის. მოგვიანებით გავრცელებული სახელი „იეჰოვა“, არის სახელის ინგლისური ვარიანტი და ვერ ვადასტურებთ, რამდენად სწორად შეესაბამება ღმერთის რეალურ სახელს. ბიბლიაში ღმერთი ხშირად იწოდება როგორც „ადონაი“, რაც ნიშნავს „უფალი ჩემი“, ხოლო საკუთრივ სახელს ტაბუ ჰქონდა დადებული. მას არ ახსენებდნენ. ძველად თვლიდნენ, რომ სახელს აქვს ძალა და თუ იცოდი პირის ნამდვილი სახელი, შენ გქონდა ძალა მასზე. ხშირად პირს ჰქონდა ორი სახელი, ერთი გავრცელებული, მეორე კი საიდუმლო. გამორიცხული არაა, რომ იაჰვე იყო ღვთის საიდუმლო სახელი და მას იყენებდნენ გავლენის მოსახდენად, გასაკონტროლებლად. ეს პრაქტიკა ახლოს დგას ჯადოსნობასთან და კერპთაყვანისმცემლობასთან. მოგვიანებით, როცა მონოთეიზმი გავრცელდა, ღვთის სახელის გამოყენება აიკრძალა. დღესდღეობით ებრაელები მოიხსენიებენ მხოლოდ ტიტულს: „ყველაზე მაღალი, წმინდა, ღმერთი“, ხოლო სახელს „იაჰვე“ ებრაელები აღარ გამოიყენებენ.

თავდაპირველად იაჰვე არ იყო ებრაელთა ერთადერთი ღმერთი, მაგრამ მან გაიმარჯვა სხვებზე და გახდა პირველი მათ შორის. თუმცა სხვა ღმერთები არ გამქრალან, ებრაელები მათი თაყვანისცემას განაგრძობდნენ არა მხოლოდ უდაბნოში მოგზაურობისას, არამედ აღთქმულ მიწაზე დამკვირდების შემდეგაც. მათ შორის ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობდა. ბიბლიაში ნახსენებია ღმერთები - Asherah, Baal, Anath, El, Dagon და მრავალი სხვა.

როდესაც მოსემ შეკრიბა ისრაელის 12 ტომი, თითოეული მათგანი გაერთიანებული იყო ერთი დროშის ქვეშ, სადაც მათი ღმერთის სიმბოლო იყო გამოსახული. მაგ. იუდას ტომის დროშაზე გამოსახული იყო ლომი, დანის ტომის დროშაზე - გველი, სახელად Nechushtan. მოგვიანებითNechushtan-ის ბრინჯაოს გამოსახულება მოათავსეს სოლომონის ტაძარში მანამ, სანამ მეფე ეზეკიამ არ გადაადნო. გამორიცხული არ არის, რომ ეს ღმერთები ებრაელებმა ეგვიპტეში მიიღეს, სადაც ასობით წელი გაატარეს მოსემდე. იქნებ არც არიან ებრაელები აბრაამის შთამომავლები, რომელთა შესახებ დაუდო აღთქმა იაჰვემ და არიან მხოლოდ ტომთა თავისუფალი გაერთიანება?! იქნებ ეს „შეთანხმება“ არც დადებულა და მხოლოდ მოგვიანებით დაემატა ბიბლიას?! არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ტომთა სიმბოლოები აჩვენებს, რომ მათ ჰყავდათ საკუთარი, განსხვავებული ღმერთები.

ცალკე თემაა ლევიანთა ტომი, რომელთანაც მოსე იყო დაკავშირებული. ლევიანები თაყვანს სცემდნენ სასტიკ ღმერთს, რომლის ადგილად მიიჩნეოდა მთა ჰორები, ან სინას მთა. იყო თუ არა ეს ღმერთი იგივე იაჰვე, აბრამიის ღმერთი? საფიქრებელია, რომ იგივეა. თუ არადა, გამოდის რომ აბრაამის ღმერთი იაჰვე და ლევიანების სასტიკი ღმერთი შეერწყა ერთმანეთს მოსეს მიერ და ლევიანებმა მიიღეს ის, როგორც საკუთარი ღმერთი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მხოლოდ ლევიანები ასრულებდნენ ღვთისმსახურებას იაჰვეს ტაძრებში.

უდაბნოში ისრაელიანებს წინ უძღოდათ ღმერთი დღისით კვამლის და ღამით ცეცხლის სახით. ეს არის ვულკანის სახე. ამას ამტკიცებს ის, რომ, როცა ხალხი შეიკრიბა მთის გარშემო, მათ გამოეცხადათ, რომ ვინც კი მიეკარებოდა მთას მოკვდებოდა. ღმერთის „გამოცხადებისას“ კი „ ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.“ ესეც არის ვულკანის აღწერა. ამ შთამბეჭდავ ადგილას დაწერა მოსემ კანონთა კოდექსი, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა მონოთეიზმს. ამის მიუხედავად არ შეწყვეტილა კერპთაყვანისცემა მსაჯულთა, მეფეთა და წინასწარმეტყველთა ხანაშიც. მხოლოდ ესაიამ, რომელიც იყო მონოთეიზმის აქტიური მომხრე, აიძულა მეფე ეზეკია აეღო გველის Nechushtan-ის გამოსახულება და გაენადგურებინა. ასევე აკრძალეს იუდას ტომელთა სიმბოლო - ლომის გამოსახულებები და გაანადგურეს. ტაძრები დაცარიელდა გამოსახულებებისგან, დარჩა მხოლოდ სიცარიელე, რომელთაც ავსებდა უხილავი და ყველგანმყოფი ღმერთი იაჰვე. ესაიას განცხადებით, იმის მიუხედავად რომ იაჰვეს რჩეული ერი იყო ისრაელი, ის მაინც უნდა გამხდარიყო ყველა ერის ღმერთი, რადგან სხვა ღმერთები უბრალოდ არ არსებობდნენ.

აბაკუმ წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ იაჰვე არის მართალი, მოსიყვარულე ღმერთი და არა სასტიკი, ცეცხლისა და ომის ღმერთი. ის არის კაცობრიობის ღმერთი., რომ იაჰვე არ ებრძოდა სხვა ღმერთებს, რადგან ისინი არც არსებობდნენ. იერემიამ ასევე შემოიტანა სიახლე, იგი ამბობდა, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა, სამართლიანი და მშვიდობისმოყვარეა. იგი მოუწოდებდა ისრაელს არ ეომათ ბაბილონელებთან, რადგან ისინიც ღვთისშვილნი იყვნენ.

იერუსალიმის დანგრევის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ტყვედ წაიყვანა დაახ. 35 000 ებრაელი, ეს იყო ისრაელის არისტოკრატია - მასწავლებლები, ექიმები და მღვდლები. ლევიანის ტომელთა დიდი ნაწილი გადაასახლეს ბაბილონში. ბაბილონში ცხოვრების 70 წლის მანძილზე ებრაელთა ღმერთი შეიცვალა. მანამდე ებრაელებს, სხვა ერთა მსგავსად, სჯეროდათ ღმერთის ლოკალურობა. ღმერთი სახლობდა ქვეყანაში, ქალაქში, მთაზე, მდინარეში, რაიმე გასაზღვრულ ადგილას. ბაბილონელები იწვევდნენ ებრაელებს თავიანთი ღმერთების თაყვანსაცემად, მაგრამ ებრაელებს არ შეეძლოთ რწმენის შეცვლა. შესაძლებელია გლეხებს და უბრალო მოსახლეობას სიხარულით მიეღო ბაბილონელთა ღმერთები, მაგრამ ლევიანებს ეს არ სურდათ. ისინი არ თმობდნენ თავიანთ ღმერთს. ამის შედეგად უპრეცენდენტო რევოლუცია მოხდა. ებრაელებმა გარდაქმნეს ღმერთი - გაათავისუფლეს ლოკალურობისაგან, აღიარეს როგორც ყველგანმყოფი და საყოველთაო ღმერთი. მათ დიდხანს აღარ ჰქონიათ ტაძარი, რადგან აღარ საჭიროებდნენ მას და როცა ააშენენს, ააგეს როგორც მათი ეროვნული სიმბოლო. აგებდნენ მხოლოდ სინაგოგებს, სადაც შეეძლოთ შეკრება და ერთად ელოცათ ღმერთისადმი, რომელიც იყო ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი, არ ჰქონდა განსაზღვრული ფორმა და არ ჰყავდა მეტოქე. ებრაელებმა აღიარეს, რომ ის იყო მთელი კაცობრიობის ღმერთი. თავად კვლავ დარჩნენ რჩეულ ხალხად, მაგრამ როგორც ღვთის სიტყვის გამავრცელებლებად. იაჰვე აღარ იყო სასტიკი ვულკანური ღმერთი, რომელიც იბრძოდა თავისი რჩეული ხალხისთვის. ესაიას, აბაკუმის და იერემიას შეხედულებებმა წინა პლანზე წამოიწია და ის გახდა სამართლიანი, მოწყალე, მთელი სამყაროსადმი მოსიყვარულე ღმერთი.

ებრაელებმა ბაბილონში მთელი თავიანთი ისტორია და კანონები ერთ წიგნში - თორაში შეკრიბეს. განაცხადეს, რომ ეს წიგნი არის ღმერთის სიტყვა the word Elohim, რის შედეგადაც ყველა სხვა ღმერთის სახელი გადაიქცა იაჰვეს ტიტულად.

ღმერთის ნამდვილი სახელი არ დაკარგულა. ხალხი, რომლებმაც მტკიცედ შეკრეს თავიანთი რელიგია, ამას არ დაუშვებდა. როცა ებრაულ მისტიციზმს ჩაეყარა საფუძველი, ახალი სხეულით აღმოცენდა მასში. მისტიკოსებს სწამდათ, რომ ღმერთის სახელი აისახა ფარული მნიშვნელობით და აღიქმება მთლიანად არსებობაში. სემიტურ ჰემოფორაში შეიძინა არსი. შეიქმნა სპეციალური სწავლება Hokhmat-ha-Tseruf - მეცნიერება წერილთა შესახებ. ის ასწავლის მედიტაციის ფორმებს, რომელთა დროს გამოიყენებოდა იაჰვეს სახელი და სხვა კონფიგურაციებს.
მისტიკოსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთის სახელის ხშირად გამოყენებას და იყენებდნენ ამ მეთოდებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს.

Rabbi Joseph Gikatilla, მეცამეტე საუკუნის ცნობილი კაბალისტი, ფილოსოფოსი წერს: სწორად უნდა იქნას დაცული პრინციპები, ვისაც სურს ღვთის სახელების გამოყენება, უნდა ეცადოს ამ სახელების მნიშვნელობების გაგება, თორაში ჩაწერილი სახელები EHYE, yh, Adonay, EL, ELOH, Elohim, SHADAY, TZVAOT, თითოეული არის გასაღები პიროვნებისა, რომელიც სჭირდება მსოფლიოს. ვინც შეიცნობს ყველა სახელს, ის შეიცნობს მის სიდიადეს, ვინც სიტყვით შექმნა სამყარო. მასთან იქნება ღმერთი და მის შუამდგომლობებს აღასრულებს, როგორც დაწერილია: მე დავიცავ მის უსაფრთხოებას, რადგან მან იცის ჩემი სახელი. როცა დამიძახებს, მე ვპასუხობ მას... (ფსალმუნი 19.) ყველა წმინდა სახელი მიბმულია ტეტრაგრამატონზე YHVH, EHYEH - ეს არის ძირი, რომელზეც იზრდება სხვა ფესვები.


(არც ისე ზუსტი თარგმანი crazy.gif )
ამიტომ ლინკი http://www.pantheon.org/articles/y/yahweh.html


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 22 2013, 01:21 AM
Post #226


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტომთა სიმბოლოები

Nechushtan


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post May 25 2013, 03:36 PM
Post #227


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი თუ იყო ამ ტემსი ნახსენები, სინას მთა, ყოფილა წარმართული მთვარის კულტის წმინდა ადგილი. "სინ" შუმერულ ენაზე აღნიშნავს "მთვარეს". ამდენად, საკითხავია ვინ გამოეცხადა მოსეს იქ და ვინ იყოდა/რა ძალა მთელი იმ ხნის განმავლობაში ებრაელებს თავის რჩეულ ერად რომ მოიხსენიებდა.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 25 2013, 04:49 PM
Post #228


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ვნახე ნეტში, სინას მთის მდებარეობაც გასარკვევია, შესაძლებელია სულ სხვა ადგილას იყო, და არა იქ, სადაც ახლა ქრისიანული ტაძრებია. http://www.harkarkom.com/Sinai-Lunargod.htm


აქ მონიშნულია სავარაუდო ადგილი Har Karkom, სადაც უძველესი დროის რიტუალების ნაკვალევია აღმოჩენილი, სადაც ის თორმეტი საკურთხეველიც შეიძლება ვიპოვოთ, რომელიც მოსემ ააგო ისრაელტა 12 ტომის სიმბოლოდ, და ამ სტატიაში ეგეც წერია, რომ ამ მთაზე იყო სინ მთვარის ღმერთის თაყვანისცემის ადგილი. ამ ყველაფერი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე ვარაუდობენ smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 26 2013, 02:45 PM
Post #229


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://net.lib.byu.edu/imaging/negev/names.html

ნეგევი – უდაბნო და ნახევრად უდაბნო რეგიონი ისრაელის სამხრეთში. (ერთ-ერთ ადგილისამყოფელი სინას მთის). აქ გამოსახულ წარწერებში იკითხება ღმერთის სახელი ელ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 1 2013, 06:32 AM
Post #230


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Доктрина Христианства идеология для рабов

http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=Dt7BhR2uChE

ეზოერული განმარტებები ნაკლებადაა, მაგრამ დასაწყისისთვის ვისაც გარკვევა უნდა ამდაგვარ საკითხებში წავა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 1 2013, 01:30 PM
Post #231


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პაჩომ ოპიუმ დლია ნაროდა?!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 22 2014, 08:47 AM
Post #232


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტაკს, ვაგრძელებ ამ თემას, არ მოვასვენებ ამ ჩათლახ წარმონაქმს )))

Бог и диавол одно лицо - и это действительно так, если читать библию и сопоставлять ее с мифологией разных народов. Картина в общем то вырисовывается. Да и Христос бога диаволом называет. А на подсознательном уровне это отразилось во многих языках (смотреть фото).
А сатана даже по библии никого не убил, не насылал кары небесные, не сыпал проклятиями, да и само имя сатана с иврита переводится как противник бога-диавола и всех их шестерок ему прислуживающих.
В библии сатану называют Люцифером (свет несущим), денницей. Этими же эпитетами называют и Христа.
Просто большинство христианутых даже библию не читали, а если внимательно ее прочитать, и не упускать такие мелкие но важные детали, то все становится понятным.




--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 22 2014, 09:02 AM
Post #233


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც რაღაც ეგეთ პონტში



--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

12 Pages V  « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:47 AM