IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მეორედ მოსვლა
ano
post Apr 26 2020, 03:02 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რადგან სიზმარში ვნახე ეს ტაძარი მერე დავინტერესდი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება,
როგორც აღმოჩნდა ტაძრის ასაშენებლად ყველაფერი მზადაა, და როდესაც ეს ტაძარი აშენდება მოვა მესია რომელსაც ებრაელი ერი მუდამ ელოდა.
მე აქ მხოლოდ ფაქტებს დავდებ, ვიდეო მასალიდან ჯერჯერობით ვერ გავერკვიე მთლად კარგად მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა გავერკვეთ მართლა რა ხდება ამ ქვეყანაზე

მესამე ტაძრის მშენებლობა

მონეტას აწერია 70 წლის შესრულება, ეს არის გზავნილი ებრაელებისათვის, რომლის ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ 70 წელი
როგორც მაშინ 2500 წლის წინ, და ახლაც ისევ მოხდა რაღაც ერთერთი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ისევ აკეთებს მსგავს განცხადებას, რომ იერუსალიმი არის ისრაელის ცენტრი, და ის დაგვეხმარება აღვადგინოთ მესამე ტაძარი და ამიტომ ამ მონეტაზე გვაქვს აღბეჭდილი როგორც სპარსეთის ისე თანამედროვე იმპერიის სიმბოლოები.



ციტატა
მოკლე ისტორია:

"ბაბილონის ტყვეობა" ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა. ძვ.წ. 539 წელს სპარსეთის მეფე კიროს II დიდმა (559-530) ბაბილონი აიღო. მომდევნო წელს გამოცემული ბრძანებით მან ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნებისა და სოლომონის ტაძრის ხელახლა აშენების უფლება მისცა. ტაძრის ასაგებად მან ფულადი სახსრებიც კი გამოყო და პირობაც დადო, რომ ტაძრიდან გამოტანილ ძვირფასეულობას დააბრუნებდა. დაიწყო ებრაელთა პალესტინაში დაბრუნება და ამ პროცესმა რამდენიმე წელიწადს გასტანა. მართალია, იერუსალიმის ტაძრის აგებას საფუძველი კიროსის მეფობის პერიოდში ჩაეყარა, მაგრამ მისი დასრულება მხოლოდ დარიოს I-ის (522-486) დროს მოხერხდა, ძვ.წ. 510-იან წლებში. სპარსეთს დაქვემდებარებული ადგილობრივი მოხელეების (მათ შორის ზოგიერთი ებრაელი იყო) მმართველობის დროს აღდგა იერუსალიმის კედლები და ქალაქმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ამ დროიდან ებრაელი საზოგადოების წინამძღოლის ფუნქცია ტაძრის მღვდელმთავარმა იკისრა. ეს თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო და საუკუნეების განმავლობაში მამიდან შვილზე გადადიოდა. დარიოსის ადმინისტრაციული რეფორმების შედეგად ისრაელი, სირია, ფინიკია და კვიპროსი ერთ სატრაპიაში გაერთიანდა. სატრაპიის შიგნით, ცალკე ერთეულის სახით გამოიყო "იუდეური ოლქი", რომელსაც სათავეში ედგა სპარსეთის მიერ დანიშნული მოხელე. ამ მოხელის რეზიდენცია სწორედ იერუსალიმში იყო. იუდეა შიდა ავტონომიით სარგებლობდა და სპარსელები მასზე უხეშ ზეწოლას არ ახდენდნენ. ისინი ხელს უწყობდნენ იუდეველთა სასულიერო პირების ავტორიტეტის ზრდას და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სპარსულ პერიოდში თორა იქცა ებრაელთა ცხოვრების მთავარ საკანონმდებლო წიგნად და იუდეველები საბოლოოდ გაემიჯნენ სამარიტელებს.

დრევანდელობა პარალელები:
2017 წლის 6 დეკემბერი ისრაელისა და პალესტინის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ამ დღეს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ აპირებს თელ-ავივიდან აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას. ამ მოვლენამ ებრაულ საზოგადოებაში უდიდესი სიხარული გამოიწვია, მუსლიმურ სამყაროში კი - გაურკვევლობა და გაღიზიანება. ტრამპის გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არც მსოფლიოს სხვა ლიდერები შეხვედრიან. ვაშინგტონის პოზიციას მხოლოდ ისრაელმა, გვატემალამ, ჰონდურასმა და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულოვანმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. იერუსალიმისა და პალესტინის საკითხი დიდი ხანია მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა. იერუსალიმი სამი აბრაამისტული რელიგიის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) წმინდა ადგილია, რაც განაპირობებს მის გარშემო განვითარებული მოვლენებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. საკითხის უკეთ გასარკვევად აუცილებელია ვისაუბროთ იერუსალიმის პოლიტიკურ სტატუსზე მისი დაარსების დღიდან თანამედროვეობამდე






Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 26 2020, 03:07 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



_აქ შეკრებილი ვართ სხვადასხვა ქვეყნის ხალხი და განვიხილავთ დედამიწის გამოსყიდვის მნიშვნელოვნებაზე,
აი ეს არის პრეზიდენტი და ის მიხვდა ჩვენ არ ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, არამედ ვსაუბრობთ თორაზე, წინასწარმეტყველებაზე, და როდესაც ჩვენ ამას გავიგებთ და მგონია რომ მან ეს გაიგო და ის გვიბიძგებს ჩვენ და მთელს მსოფლიოს.
_შესაძლოა გკითხოთ? მართალია რომ უკვე მზად არის ტაძრის ნაწილი ასაშენებლად?
_ეს ჯერ არ არის, საჭიროა ვილოცოთ და გვწამდეს, ჩვენ გვაქვს უკვე მრავალი ჭურჭელი, გვაქვს სამსხვერპლო, რომელიც უკვე გამზადებულია, გვაქვს პროგრამა ამ ყველაფრის განსახორციელებლად, ასევე გვაქვს ტაძრის ნაწილები, ბლოკები, ის იქნება ამ მაკეტზე 15 ჯერ უფრო დიდი, როდესაც პირობები იქნება ტაძარი აშენდება.



ეს არ არის გლობალიზაცია ეს არის თაყვანისცემა ერთი ღმერთის მიმართ, მოდი ვთქვათ ვინ არიან მუსულმანები, ებრაულად ეს ნიშნავს სრულყოფილს, ვინც არ უნდა საუბრობდეს ღმერთთან ის უნდა იყოს სრულყოფილი, ყურანის თანახმად იბრაჰიმი იყო მუსულმანი, მოსე იყო მუსულმანი, ანუ ის იყო სრულყოფილი, ამიტომ ისინი ამბობენ რომ მისია იქნება იმამ მაჰდი, ასე რომ ჩვენი ისტორია ერთმანეთს ჰგავს და მომავალიც ასეთივე იქნება, რა პრობლემაა.
როდესაც ყველა დაუჭერს მხარს მესამე ტაძრის მშენებლობას მაშინ დაიწყება აყვავეება,
_თქვენ გგონიათ ყველა რელიგიასთან გექნებათ საერთო?
_დიახ რა თქმა უნდა მაგრამ ყველას ეშინია ტერორისტების. ამიტომ ჩვენი მისიაა გავერთიანდეთ და თაყვანი ვცეთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს. და მესამე ტაძარში ყველა თაყვანს სცემს ერთ ღმერთს, ის იქნება ერთადერთი მეფე, რომელიც გააერთიანებს მთელს მსოფლიოს,
_ანუ მუსულმანები, ქრისტიანები, იუდაელები, კაბალისტები, აღმოსავლური რელიგიები, გაერთიანდებიან? ყველა რელიგიები ამ ტაძარში?
_მე არ მინდა ამას ვუწოდო ერთი რელიგია, ეს იქნება ერთი გაგება, ანუ აზროვნების ახალი ფორმა, რითაც ყველა მიხვდება რომ ღმერთი ერთია.



_აზროვნების მაღალი ფორმა,
_ დიახ ბოლოს ყველა გაიგებს რომ ღმერთი ერთია
_ეს არის მესამე ტაძრის ზუსტი ასლი ხომ? ეს იქნება სამეფო ტაძარი ხომ?



_ეს რა შუქია შიგნით რას ნიშნავს
_ეს იქნება დედოფალი ელენას შუქი, რომელიც არის სპარსეთის დედოფალი, მას ძალიან უყვარდა ებრაელი ხალხი, მან მოაქცია ხალხი იუდაიზმისაკენ, და მან ბევრი შესწირა ტაძარს



ეს სასანთლე გაკეთებულია ოქროსაგან



როდესაც მას მზის სხივი ხვდებოდა შუქი ნაწილდებოდა მთელს მსოფლიოში, და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლო, ანუ ის განასახიერებს აღმოსავლეთის შუქს.
_არის თუ არა ამ ტაძარში ელემენტები კაბალიდან?
_დიახ კაბალა არის თორას შინაგანი ნაწილი, გვაქვს ის რაც არის თორაშიც და კაბალაშიც, ეს არის ძველი აღმოსავლური ქვეყნები, რელიგია.
_ანუ თქვენ აღწერთ, როგორც ახალი მსოფლიო წესრიგი ხომ?
_ არა ეს არ არის ასე, აქ იქნბა მხოლოდ სიყვარული, იქნება ახალი სამყარო, მაგრამ არა ახალი წესრიგი,, ეს იქნება ისეთი სამყარო როგორიც ღმერთს ჰქონდა ჩაფიქრებული









Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 26 2020, 03:10 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



_ მონეტაზე გამოსახულია სპარსეთის იმპერია, როგორ ფიქრობთ მუსულმანობა, ქრისტიანობა იუდაიზმი გაერთიანდება?



_როდესაც ვსაუბრობთ სპარსეთის იმპერიაზე, ვიცით რომ ირანის ტერიტორიაზე ადრე იყო სპარსეთი, დიახ ჩვენ გვყავს ირანელები რომლებიც არ არიან ებრაელები, და მათაც უნდათ ეს მონეტა, მათ იციან რომ ეს ადგილი აერთიანებს მთელს სამყაროს, ებრაელ ერს სეუძლია ყველა ერების გაერთიანება, ანუ ვსაუბთ არა უბრალოდ ებრააელებზე არამედ უმაღლეს ღმერთზე?



მესია იქნება მოსამართლე
_ანუ დავითის ხაზიდან მოვა მესია?
_დიახ და ძალიან მალე ის ებრაელია, ეს არ იქნება იესო, მაქრამ თუ ქრისტიანებს ასე ჯერავთ ასე ჯეროდეთ.
_პირველი ჩვენი მეფე რომელიც ნამდვილი მეფე იყო ეს იყო დავითი, და ამიტომ მეფე რომელიც მოიტანს მშვიდობას უნდა იყოს იუდას დინასტიიდან, მესია იქნება არა პოლიტიკური არამედ სულიერი ლიდერი, რომელიც დაგვეხმარბა დაგავაკვალიანოს თუ რა უნდა ვაკეთოთ საერთოდ ამ სამყაროში



_იესო აღწერილია როგორც ლომი იუდას ტომიდან და დავითის შვილი, იქნებ იესო იყო ჭეშმარიტი ღმერთი და ეს რაღაც ხელოვნური მისიაა
_საქმე იმაშია რომ ხალხი ბავშვივითაა, როდესაც მათ მისცემ კანფეთს ან შოკოლადს უარს არცერთი მათგანი არ ამბობს, როდესაც ჩვენ გვაქვს სწორი გაგება რა არის სიმართლე სამყაროში, ეს ყველასათვის ცხადი გახდება როცა დრო მოვა, როდესაც ეს დრო დადგება ყველას მოუნდება ეს.
_კარგია ახლა მე გეტყვი ჩვენ როგორ გვჯერა, რომ ეს არის ტყუილი, რომ ანტიქრისტე მოვა მანამ სანამ მოვა ნამდვილი მესია და მოატყუებს უამრავ ადამიანს, აი ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები.
_სინედრიონისათვის იქნება განსაკუთრებული ადგილი ტაძარში?
_დიახ, ამაზე საუბრობდა წინასწარმეტყველი ესაია.



Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 26 2020, 05:45 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ეს ტექსტები საიდანაა? ვიდეოდან?

-------
რაც შეეხება აპოკალიფსს
სულ მინდოდა ამ პროცესის აღწერა და ვერ ვნახე ადგილი biggrin.gif
აქ დავწერ ჩემს აზრს

გავლენა ორმა მწერალმა იქონია - უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარა" და ფილიპ კ. დიკის "ვალისი".
კონკრეტულად მინიშნებებია იმაზე, თუ როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები.
პირადად ჩემთვის ამ ტექსტებს ორი მნიშვნელობა აქვს:
ერთი შეიძლება იყოს პირველადი მნიშვნელობა, მათი ძირითადი მნიშვნელობა - რაც ჩვენთვის უცნობია. უცნობია, რცოტა გაუგებარია. ასეა ვედები, ზურმუხტის ფილები, ბიბლია და ა.შ. ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია, მიუღებელია და ა.შ. იგივეა წინასწარმეტყველებებში . ბევრი რამ არაა ჩვენთვის გასაგები, რაც შემდეგ ზოგიერთებს თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.
აქედან იწყება პროცესები.
ამ მწერლების მიხედვით, არიან ადამიანები, რომლებიც იჯერებენ უძველეს ისტორიებს, იგებენ თავისებურად, იკვლევენ და გამოაქვთ დასკვნები. ეს ხალხი ფანატიკოსი იდეალისტები არიან. ისინი აწყობენ მოვლენებს ლოგიკის მიხედვით, ეძებენ დამთხვევებს, მინიშნებებს და ავრცელებენ ამ ყველაფერს თანამოაზრეების მოძიების მიზნით. ისინი შეშლილები, მოძალადეები და საშიშები არიან. თუმცა კი ეს მინიშნებები, დამთხვევები, თარიღები, გამოსახულებები, რეალურია, რადგან მათ კონკრეტული პირები ავრცელებენ, მეორე მხრივ კი ის არ არის სიმართლესტან კავშირში. მაგ.ეკოს პერსონაჟები ნამდვილად ქმნიან საიდუმლო ორგანიზაციას, აქვთ საიდუმლო შეხვედრები, საიდუმლო მინიშნებები, ისინი არსებობენ, თუმცა საერთო არაფერი აქვთ ტამპლიერებთან, შესაბამისად რაიმე ჭეშმარიტ ეზოთერიულ, რელიგიურ ან თუნდაც ისტორიულ ცნობებთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ ტამპლიერებს არ ჰქონდათ ასეთი ცოდნა. ეს არ ვიცით, ჰქონდათ, ან არ ჰქონდათ. მაგრამ მთავარი ერთია, თანამედროვეებს მათთან კავშირი არ აქვთ.
ამ აღმოჩენამ მაფიქრებინა, რომ ჩვენში ასე პოპულარული ჰიტლერის ორგანიზაციის ვითომდა ღრმა ეზოთერიული ცოდნა და ძიება, არც იყოს სიმართლე. შეიძლება ჩვეულებრივი მანიპულატორები იყვნენ. ნუ ჩვეულებრივზე უფრო ფანატიკოსები და გაბედულები, შესაბამისად საშიშებიც.
იგივე ითქმის მასონებზე და სხვა დაჯგუფებებზე.
მართალია ის, რომ მათ აქვთ კავშირები,ძალა უფლება, გავლენები და ა.შ.
საეჭვო ისაა, თუ რამდენად ღირებულია, მართალია მათი ოკულტური, ეზოთერულ, რელიგიური ცოდნა.
მაგალითისთვის, ეკოს პერსონაჟებს სჯერათ, რომ ტამპლიერების შთამომავლები არიან და შესაბამისად მოქმედებენ. თუმცა არ არიან ტამპლიერების მემკვიდრეები.
დიკის პერსონაჟებს თავი უძველეს დედამიწის შემქომედ უკვდავ ღმერთებად მიაჩნიათ. ცხადია ისინიც არ არიან ღმერთები.
ჩვენნაირი უბრალო ადამიანები, ვინც ცოტაოდენი დრო დაუთმო ძველი წიგნებსა და წინასწარმეტყველებების კვლევას, საბოლოოდ ასეთ შეშლილ ხალხთან მიჰყავს თავის გზას. ზოგს სჯერა მათი და გავლენის ქვეშ ქცევიან. ზოგი კი მათ ნამდვილ სახეს ხედავს.

ახლა აპოკალიფსს რაც შეეხება
თუ ეს ხალხი გადაწყვეტს, რომ აპოკალიფსი დადგა. დაგდება კიდეც
და თუ დადგება, ის დაემსგავსება იმ მოვლენას, რაც აღწერილია ძველწიგნებში
სხვანაირად ვინ დაიჯერებს?
ეს ძალიან მარტივი გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ბევრი მაინც ღვთისგან მოვლენილად ჩათვლის.
თუმცა ეს ხალხი ჩვენთან შედარებით შესაძლებლობებით კი არიან"ღმერთები",მაგრამ ის უზენაესი შემოქმედი მაინც სხვაა, თუ არსებობს საერთოდ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 26 2020, 06:43 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი ვიდეო ვთარგმნე სრულად, ანუ ეს არის ფაქტები.

კარგია წიგნებს რომ კითხულობ, მე წლებია წიგნი არ წამიკითხავს,
ასე ცნობილი მწერლები საყოველთაოდ პოპულარულები, თითქმის ყოველთვის ინფორმაციას სხვა განზომილებიდან სხვა სიხშირიდან იღებენ, მაგალითად რუსი მწერლები ბულგაკოვი, პუშკინი და ის ეპოქა რა სასტავი იყო ყველა იღებდა რიტუალებში მონაწილეობას, და ამ შედევრებსაც სხვა ცნობიერებაში წერდნენ,
მაგალითად ოსტატი და მარგარიტა ეს არ არის უბრალო გონებით დაწერილი, ყველა ასე ჩაითრია ცნობისმოყვარეობამ

ჩენელინგებიდან ვიცი თითქმის ყველა ცნობილი ვისაც ვეფანატებით, მაგალითად ვოლტ დისნეი საოცარი მხატვარი, სატანასთან ჰქონდა კონტრაქტი დადებული და ასე შექმნა შედევრები, წარმატება სულის მიყიდვის ხარჯზე,
რა არის ამერიკული ატრაქციონი რომელიც შექმენი დისნეის პარკში ეკითხება კონტრაქტორი,
_ეს არის საშინელება, ეს არის ის საშინელი განცდა როდესაც სატანა გადმოგდებული იქნა, და ამ საშინელებას განიცდის ადამიანი როდესაც ატრაქციონი დან ეშვება ძირს
.....ძალიან მინდა ისევ მოვიდე დედამიწაზე, რომ რაც შეიძლება ყველა ცოდვა მოვინანიო_ აი ყველა ცნობილი ადამიანის სიტყვები რასაც განსაწმენდელში ამბობენ.
საზღაური წარმატების და პოპულარობის ძალიან ძვირად უჯდებათ იქ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 26 2020, 06:51 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ იმის თქმა მინდოდა რომ ბევრი წიგნი სულის მიერ არის დაწერილი და რასაც მე ვერ ვახერხებ ანუ წიგნების კითხვას ამ დანაკლისს ავსებ აქ.

თემას რაც შეეხება, ნამდვილად არ ვისურვებდი არც ბიბლიის არც მართლმადიდებელ წმინდანთა წინასწარმეტველებების ახდენას.
ისეთი საშინელებები უწერიათ რომ ჯოჯოხეთი სანატრელი იქნება

იქნებ ის სცენარი არ განვითარდეს რაც დაწერილი აქვთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 26 2020, 10:54 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ხო მაგის გარეშეც სისასტიკე არ აკლია ამ სამყაროს
არ ვიცი რაში სჭირდება ეს სისასტიკე ამ უზენაეს, ყოვლადსახიერს, სიკეთეს და სიყვარულს?!
ცხადია რომ ასეთი კარგი სულაც არ არის


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 27 2020, 08:31 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დასჯილი ბავშვებისავით ვართ. თითქოს რაღაც ჩავიდინეთ და აქ მოგვიყვანეს, რომ გამოვასწოროთ.
საქმე იმაშია, რომ არ გვახსოვს რა ჩავიდინეთ, რა გამოვასწოროთ?
მართლაც ხან მეჩვენება, რომ ვართ ჩაკეტილები დედამიწაზე და ვერ გავდივართ.
„გააჩერეთ დედამიწა, უნდა გავიდე“...


საინტერესო თემაა l_book.gif
სადღაც თიკომ დაწერა, რომ ამთხვევენ სპეციალურად დაწერილი რომ ასრულდეს, თითქოს ვიღაცა მართავს ამ წინასწარმეტყველობებს. მართლაც თითქოს ასეც ხდება.

p.s.რაც შეეხება დედამიწას, ის ძალიან ლამაზია, სასწაულებითაა სავსე. სასწაული არის ყველა მისი მცენარე, მდინარე, ზღვა, მწერი, ცხოველი. ყველაფერი თავის ჰარმონიაშია. განსხვავება მხოლოდ ადამიანშია, არ ვეკუთვნით ამ პლანეტას თითქოს. ჩვენი წასვლით ყველაფერი ისევ იარსებებს. არაფერი შეიცვლება დიდად. აი სხვა ბევრი სიცოცხლის გაქრობისას კი მოხდება დედამიწაზე ჯაჭვური რეაქცია.

კიდევ ის მინდა ვთვა, რომ ერთი გზა გვაქვს, არ დავკარგოთ რწმენა და ვირწმუნოთ, რომ სამყარო(ღმერთი) არა მარტო ჩვენს გარეთ, არამედ ჩვენ შიგნითაცაა. ვერავინ იტყვის რომ მიაღწია შინაგან სრულყოფილებას და შედეგი არ დაინახა. ხოდა გავზარდოთ ჩვენში ღმერთის ნათელი მხარეები, რომელი მისი მხარეც მოგვწონს და ის ნათელი ვაღიაროთ ღმერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 27 2020, 12:46 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
აი, დიკს ვიმოწმებ, რადგან იმდენი აქვს დაწერილი, აშკარად ჩემზე ჭკვიანია და მიხრია რომ ეხმიანება ჩემს აზრებს
ის ამბობს, რომ ადამიანს აჯერებენ, თითქოს ტანჯვას და ტკივილს იმსახურებდეს.
ქრისტიანებმა ესკარგად ვიცით
თუმცა ახლა თანამედროვე ენით კარმა და რეინკარნაცია მოჰყავთ მაგალითად
სიტყვები შეიცვალა მხოლოდ, ჩემი კარმაა ვიტანჯო, ამით წინა შეცდომებს ვასწორებთ და შემდეგ ცხოვრებაში უკეთესად ვიქნებით - ეს დიდად არ განსხვავდება ქრისტიანული ჩაგონებისგან - რომ ამ სოფლად ტანჯვა ბუნებრივია და მხოლოდ სასუფეველშია ბედნიერება


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 27 2020, 05:11 PM
Post #10


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ან ამთხვევენ ან დროში მოგზაურობა ფანტასტიკა არაა და მართლაც არსსებობს
ამაზე სიმფსონების სერიალი ძალიან მაეჭვებს ასე ზუსტი ილუსტრირება სხვაგვარად წარმოუდგენელია



აი ერთერთი მაგათი წინასწარმეტყველება,

შესაძლებელია ის რაც უნდა მოხდეს იმის შეცვლა? ალბათ კი, ამიტომ რისი შეცვლაც შეუძლიათ ცვლიან, და არის რაღაც რაში ჩარევის უფლებაც არ აქვთ,
თუ ვიტყვით რომ დრო არ არსებობს წარსული აწმყო და მომავალი ხდება ერთდროულად, და თუ ადამიანი გავიდა დროის გავლენიდან მაშინ ის ერთდროულად შეხედავს ყველაფერს,
რა არის ბედისწერა? კითხვა რომელზეც ყველა ბჭობს და თუ ეზარება იტყვის ბედი არ მაქვს, თუ არადა შეცვლის
ანუ რაც გაწერია არ აგცდება? კი თუ თავი შეუშვირე.
არსებობს ნების თავისუფლება? არა თუ თაობების განმავლობაში ვიმეორეთ "რაც გაწერია არ აგცდება"

იცით რას წინასწარმეტყველებენ? მე იმათი აქ დაწერის სურვილი არ მაქვს მაგრამ ვიტყვი რომ საშინელებაა, და თუ მათ შესაცვლელად თითი არ გავანძრიე მერე ვინანებ ალბათ.

ვინ ქმნის ჩვენს რელობას? ცვენ რატო ვერაფერს ვერ ვცვლით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 27 2020, 07:44 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რატომრაც მგონია ამსიმპსონებს შემდეგ ხატავენ
არავის შეიძლება ახსოვდეს მართლა რა კადრები გაუშვეს 20 წლის წინ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 27 2020, 08:05 PM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ეს წინასწარმეტყველება მომწონს ტრამპი ესკალატორზე რომ ჩამოდის და ქალს პლაკატი უვარდება )
Link


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 28 2020, 12:39 AM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხელოვნური ინტელექტის თემაში დავწერე ერთი კლიპია მეტალის თვალი ქვია, ვეძიე და ვეღარ ვიპოვე
მოკლედ შინაარსი რაც მახსოვს ასეთია: მეტალის თვალი ახალი მსოფლიო წესრიგის ღმერთი რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს....

ზუსტად არ ვიცი სად იყო ნათქვამი რომ როცა ეს ეპოქა დასრულდება მოხდება ისევ ცივილიზაციის ცვლა, და მოვა ახალი ცივილიზაცია რომელიც იქნება მეტალის ეპოქა,
დაშიფრული მინიშნებები არის ფილმებში, ტერმინატორი, ტრანსფორმერები და ა.შ.
ამ თეორიაზე რას ფიქრობთ? იმ ახალი თაობას შესაძლოა მართავდეს ხელოვნური ინტელექტი?

whistling.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 28 2020, 09:32 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არაფერი არ მოხდება! ყველაფერი კარგად იქნება!
გაივლის ეს ვირუსი და ისევ ყოველდღიურობაში ვიქნებით.

უბრალოდ ერთი რამ მოხდება. ბევრი შინაგანად გაიწმინდება. იპოვის გულის სიღრმეში არსებულ სიკეთეს. იპოვის თავის თავს. იპოვის გზას რომ იყოს ბედნიერი. გააძლიერებს მადლიერებას, ღვთაებასთან კავშირს, სიყვარულს.

ეს უბრალოდ ერთი გაკვეთილი იქნება.

სიკვდილის შიში უნდა დაიძლიოს. სიკვდილი ისედაც მოვა ყველასთვის, ყველა ჩვენგანისათვის. როცა დაახლოებით 10 წლის ვიყავი(გამოვტყდები, რომ სწორედ მაგ ასაკში უფრო ახლოს ვიყავი ღმერთთან), მაშინ გავიფიქრე, ისედაც ყველა მოვკვდებით, რა მნიშვნელობა აქვს დღეს იქნება თუ ხვალ, არაფერი მნიშვნელობა არა აქვს. ეს იყო ჩემში რაღაც უდიდესი აღმოჩენა, ამ ფიქრით სასწაული სიძლიერე ვიგრძენი. არის მომენტები რომ ვშორდები ჩემს თავს, მაშინ, რაც პატარა ვიყავი უფრო ახლოს ვიყავი ღმერთთან. მაგრამ ისევ ვუბრუნდები ჩემს პირველ ფიქრებს.

არ დაიჯეროთ არაფერი,–„მიეცით კეისრისა კეისარს, ღმერთისა ღმერთს“. ჩვენი გზა არის აღმოვაჩინოთ ღმერთი, რომელიც ჩვენშია. სხვა არაფერი გვინდა. უდიდესი ბედნიერებაა ეს გრძნობა.


მეორედ მოსვლა... როცა ვკითხულობთ... როცა ვკითხულობთ უამრავ უბედურებებს, ნუ გავიწყდებათ, რომ იქ უდიდესი ბედნიერებაცაა აღწერილი, რომ ქრისტე მოვა. მოვა როგორც სინათლე, რომელსაც ყველა დაინახავს. ხოდა გადაახტით ამ ამბებს და დაინახეთ ის ლამაზი დღე, რომელიც იქნება. თვითოეულ ჩვენს გრძნობაში იქნება. ის ჩვენში დაიბადება.
მეორედ მოსვლა, სიტყვას დააკვირდით, ის არაა ცუდი სიტყვა, ის მეორედ მოსვლა ღვთისაა... ის ქრისტეს ჩვენს გულში დაბადებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 28 2020, 09:41 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სადღაც შტაინეს აქვს აღწერილი როგორ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა. იქნებ old_man იპოვო და დადო. ახლა ამ პერიოდში ვერ ვიხსენებ სად წავიკითხე. ეს რაღაც დიდებულია, რაღაც ისე აქვს აღწერილი, რომ დავინახავთ ქრისტეს. ბრწყინვალეა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 28 2020, 04:33 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საშინელი მოსასმენია სიმართლე, მაგრამ მათი იგნორირებითაც ვერ ავშენდებით.
ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი ხვდება რომ რაღაც ხდება.
რით განუგეშოთ?
იქნებ ეს კაი იყოს: ბუდა იზრდებოდა იდეალურ გარემოში სადაც ყველა ბედნიერი იყო და არავინ კვდებოდა, ერთხელაც ის გამოვიდა სასახლიდან და დაინახა რომ მთელი ცხოვრება ბუტაფორიაში უცხოვრია, როდესაც პირისპირ აღმოჩნდა საშინელი სიმართლის წინაშე მან აქტიურად დაიწყო სიცოცხლის აზრის ძიება, ისე რომ მთელი მისი ძალღონე მიმართა თვითშემეცნებისაკენ....
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 28 2020, 06:28 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
სამწუხაროდ, ძიების სურვილი გამიქრო, იმდენად არასასიამოვნოა სიმართლე biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 28 2020, 07:06 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვამბობ რომ კარგი რამეა ეს მდგომარეობა. არ მინდა დავიჯერო შავი მომავალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 28 2020, 07:16 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
გელა ჩარკვიანს ვუსმენდი გუშინ, იხსენებდა საბჭოთა წყობას. ამბობდა, რომ ძალიან იყო შეზღუდული პიროვნების თავისუფლება მაშინ. თუმცა მომეწონა რაც ბოლოს თქვა. თუ გარემო გაძლევს საშუალებას თავი გამოხატო, რეალიზე, მაქსიმალურად შენი შესაძლებლობებით, ესე იგი აქ არაფერია საშინელი.

ასევე არ იქნება შავბნელი მომავალი იმათთვის, ვინც შეეგუება იმას, რაც იქნება და თავს დაიმკვიდრებს.
ვინც ვერა რა ვქნათ, უმრავლესობა წყვეტს.
ყველასთვის იდეალური გარემო არ არსებობს.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 3 2020, 02:59 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
მესამე განზომილების გარემო აპრიორი იდეალური ვერ იქნება ვერასდროს. იქ სადაც არსებობს ხრწნადი მატერია და ამ მატერიაზე მიჯაჭვულობა, ვერ იქნება იდეალური, სულ რო 100 % რეალიზდე მატერიალური გაგებით... ამიტომ სხვა უნარების და სხვა სხეულების განვითარებაზე ზრუნვაა აუცილებელი. ის საშიშროებები, ის მოლოდინები ( ქრისტიანულიც კი) წმინდა მატერიალისტურია... თუ ამ ხაზს გაცდები და სხვა კუთხიდან შეხედავ, ნებისმიერი გარემო შეიძლება გამოიყენო სულიერი ზრდისთვის და საბოლოოდ, იმ ერთიანობაში დასაბრუნებლად , რომელი წიაღიდანაც ხარ გამოსული...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st November 2024 - 03:29 AM