IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> მაგარ კაცს მივაგენი!, ფენ-შუი, აურა და ჩაკრები
sheilastar
post Apr 18 2017, 07:03 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 18-April 17
Member No.: 7,618

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან გთხოვთ, რეკლამაში ნუ ჩამითვლით)))) დაახლოებით ორი თვის წინ გავიცანი ახალგაზრდა უკრაინელი კაცი, რომელიც გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად და აქ მოღვაწეობს. მოკლედ ჩაკრების, აურასა და ფენ-შუის სპეციალისტია. მაგრამ სეანსებს რომ მიტარებს ფსიქოანალიზის (ფროიდი) და ეზოთერიკის თვალსაზრისითაც მიხსნის რაღაცეებს და რაღაც პრაქტიკებსაც მასწავლის. მოკლედ რატომ გადავწყვიტე ამის დაწერა აქ: ორი თვის წინ დავიწყეთ ეს სეანსები და მაშინ დავწერე დიდი პოსტი ჩემს ბლოგში. დღეს კიდე გადავხედე და მივხვდი რომ დღეს ამის დაწერა აზრადაც არ მომივიდოდა - იმდენად შევიცვალე. ეზოთერიკამ ძალიან შემცვალა და მომინდა ამის გაზიარება)))
მოკლედ ეს კაცი არა მარტო კერძო სეანსებს ატარებს, არამედ ისე ღონისძიებებსაც, სადაც ფენ-შუის საფუძვლებს ასწავლის. დღეს რომ მითხრა ვიფიქრე, იქნებ ვინმე დაინტერესდეს კიდევ და ლინკს დაგიდებთ (ძვირფასო მოდერატორებო, თუ წესებს ვარღვევ, პირველივე გაფრთხილებისთანავე წავშლი, ვერ ვიპოვე წესებში ასეთების დადება შეიძლება თუ არა smile.gif )
ხო და კიდევ, ეს კაცი რუსულად ლაპარაკობს (და ინგლისურადაც მგონი)
https://www.facebook.com/events/665834413588659/
და ეს კიდე ამ კაცის ფბ გვერდი, აქ დებს ხოლმე ინფორმაციას თავის ღონისძიებებზე
https://www.facebook.com/makaretsandrey/

აი ასე, ჩემი სამოქალაქო მოვალეობა შევასრულე)))))) JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 18 2017, 08:00 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძვირფასო ახალო იუზერო, ფორუმის წესების 1.4 პუნქტის თანახმად აკრძალულია "ნებისმიერი სახის რეკლამა"
რაც აშკარად არის. აპაპაპააა არ თქვა, რომ არ არის. მარტო მშრალი ინფორმაცია გიდევს, მოსაზიდი ტექსტით და ლინკებით.
თუ არ არის, ვისაუბროთ რა პრაქტიკები გასწავლა, რაში დაგეხმარა, მეთოდიკა და ა.შ.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
sheilastar
post Apr 18 2017, 09:16 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 18-April 17
Member No.: 7,618

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აჰა, ბოდიშს გიხდით, მაშინ ალბათ ჯობია რომ წავშალო? smile.gif
პრაქტიკებს რაც შეეხება, არ ვიცოდი რამდენად საინტერესო იქნებოდა, რადგან კითხვა დამისვით სიამოვნებით გიპასუხებთ smile.gif
1. სვიაშის ე.წ. პატიების პრაქტიკა - სუნთქვითი ვარჯიში და ტექსტი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმეორებ და ასე ვთქვათ იწმინდები ნეგატივისგან. მე ძალიან დამეხმარა, შედეგი სახეზეა.
2. აქვს აურაკამერა და ყოველ სეანსზე ვხედავ როგორ მდგომარებაობაშია ჩაკრები, აქედან გამომდინარე ხედავს სუსტ წერტილებს და "გამოჰყავს" ის მოგონებები, რაც ხელს მიშლის განვითარებაში. მერე "საშიანო დავალების" სახით მაძლევს დამატებით პრაქტიკებს, მაგალითად ჩაკრების ჰარმონიაში მოსაყვანად რაც მეხმარება.
3. ჰოოპონოპონოს პრაქტიკა - მაგრად მუშაობს ესეც.
4. რუნოლოგიური ფორმულები - ეს ახალია ჩემთვის და ჯერ არ ვიცი რამდენად იმუშავებს ჩემს შემთხვევაში.
ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ, ახლა მითხარით - კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გაინტერესებთ, თუ უბრალოდ წავშალო? l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 18 2017, 11:31 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იყოს, არ წაშალო
QUOTE
ჰოოპონოპონოს პრაქტიკა - მაგრად მუშაობს ესეც

I love you, I m sorry, please forgive me, thank you?
დასტურ ეს მაგრად მუშაობს

და აურა კამერა როგორი ტიპისაა? როგორ მუშაობს?
თუ ისეთია მე როგორიც მინახავს და გამივლია, თავის მოტყუებაა. რაღაც კითხვების დასმის და სხეულის მონაცემების დამუშავების შემდეგ კომპიუტერი განიჭებს აურის ფერს და ჩაკრების მდგომარეობას გაჩვენებს. ჩაკრების მდგომარეობის განმსაზღვრელი აპარატი ჯერჯერობით არ გამოუგონიათ, როგორც ვიცი. მხოლოდ ზოგიერთი ექსტრასენსი ხედავს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
sheilastar
post Apr 19 2017, 03:25 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 18-April 17
Member No.: 7,618

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა! smile.gif

კი, ეს ფრაზაც და ფანქრის ტექნიკაც ვცადე - გეცოდინებათ ალბათ "ინსტრუმენტი საშლელი".

აურა კამერას რაც შეეხება - მარცხენა ხელი უნდა დაადო და სადღაც ნახევარ წუთში ანალიზს გიგდებს. არ ვიცი, შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ რასაც მეუბნება სწორია.

აი მაგალითად გუშინ ამიხსნა მეორე ჩაკრას ჭირდა რაღაცა, ჯერ ვერ გავერკვიე ნორმლურად. ამიხსნა რომ უახლოესი წრიდან გამომდინარეობსო, მშობლებთან ან უახლოეს ადამიანთან რაღაც ნეგატივი დაგროვდაო, რაც გამოსაშვებია, თანაც პირველი ჩაკრის მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაცის შიში გაქვსო. მე დედაჩემთან ცხოვრებაში კონფლიქტი არ მქონია და წინა დღეს რაღაცაზე ვიკამათეთ. ძალიან მაწუხებდა ის, რომ ვაწყენინე და ვერ ვხვდებოდი და დამემართა. ესეც დამილაგა, რა მეტაკა და რატომ დავიწყე ჩხუბი, რატომ გვემართება ესეთები მშობლებთან და რა უნდა გავაკეთო, რომ ეს უაზრო გამოხტომების სურვილი აღარ გამიჩნდეს.

ამ მეხუთე ჩაკრაზეც რამდენჯერად არ მქონდა წესრიგში, იმდენჯერ მქონდა სათქმელი - ან წინა დღეს ვიღაცასთან არ ვთქვი რაც უნდა მეთქვა, ან კიდე რაღაც სიტუაციები მახსენდებოდა ბავშვობიდან და მართლა მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა. არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა, ან 100% სწორი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეხლა რა გზითაც მივყავარ მომწონს, ძალიან ბევრი სიტუაცია გავარჩიეთ ამ დიაგრამების მეშვეობით.

აი ასეთი აქვს დაახლოებით:
https://www.google.ge/search?q=%E1%83%90%E1...bmJvBltOJ4J8qM:

ცოტა სხვანაირია, მაგრამ პრინციპია იგივეა - ხელის დასადები პლატფორმაა. და შედეგად ზუსტად ასეთ გრაფიკს გიგდებს:
https://www.google.ge/search?q=%E1%83%90%E1...pnMzSuwZKMlQ6M:
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:50 AM