IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები
tikoroma
post May 31 2020, 12:52 AM
Post #21


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიცარიელის მედიტაცია
მათთვის, ვისაც სტრესი, შფოთვა და სხვა შინაგანი კონფლიქტი აქვს
იპოვეთ მშვიდი ადგილი, დაწექით, ან დაჯექით კომფორტულად
- დახუჭეთ თვალები.
- ყურადღებით დაათვალიერეთ სხეული, იპოვნეთ დაძაბულობის ან დისკომფორტის ნიშნები. (დაასკანერეთ გონების თვალით).
- მოადუნეთ სხეულის ყველა ნაწილი, ყველა კუნთი.
- შეიგრძენით სივრცე თქვენს ირგვლივ.
- მთელი ყურადღება მიაპყარით თქვენს გონებას, წარმოიდგინეთ რომ იქ არაფერია, არც ფიქრი, არც გძნობა, არც რწმენა ან ემოცია.
- შსცადეთ ეს 'სიცარიელე' ვიზუალუარდაც წარმოიდგინოთ. ეს დაგეხმარებათ,უკეთ განიცადოთ მენტალური და ემოციური სიცარიელე.
ეცადეთ დარჩეთ დიდხანს ამ მდგომარეობაში.
დასასრულს უნდა გრძნობდეთ დიდ შინაგან სიმშვიდეს და უშფოთველობას.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 31 2020, 12:52 AM
Post #22


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ ცუდად ვთარგმნი, მარა ენერეგტიკულად გადმოგეცემათ მაინც რა უნდა ქნათ ; biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 31 2020, 01:08 AM
Post #23


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კუჭის მასაჟი
(მათთვის ვისაც აქვს:ბრონხიტი, დიარეა, კუჭის ტკივილი, უძილობა, სიმსუქნე, ან ქალური პრობლემები)
დაწექით ზურგზე კომფორტულად.
დაიდეთ დომინანტი ხელისგული (მარჯვენა, ცაციებმა მარცხენა) ჭიპს ქვემოთ.
დაიზილეთ მუცელი ცენტრიდან საათის ისრის მიმართულებით. დაიწყეთ მცირე წრეებით, თანდათან გაადიდეთ წრე.
შემდეგ უკვე საწინააღმდეგოდ მიმართული წრეებით დაიზილეთ. ისევ მცირე მოცულობის წრეებიდან გადადით დიდ წრეებზე, სანამ მთელ კუჭსა და მუცლის არეს არ მოცავთ.
შეგიძLიატ რამდენჯერმე გაიმეოროთ.

პს. ვგიჟდები მწოლიარე მედიტაციებზე biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 31 2020, 01:05 PM
Post #24


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„ჩავეხუტოთ ხეს“ – Zhan Zuang
(standing meditation, standing like a tree)


ადამიანის სხეულს გააჩნია ენერგეტიკული მერიდიანები, რომლებშიც მიედინება სასიცოცხლო ჩი ენერგია. სტრესი, ტრავმა, უარყოფითი აზრები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, იწვევს მერიდიანების ბლოკირებას, რის შედეგადაც ენერგიის დინება ბრკოლდება, ზოგიერთი ორგანო ნაკლებად მარაგდება ჩი ენერგიით, ზოგს კი პირიქით - ჭარბად მიეწოდება. ასევე ირღვევა ინ და იან ენერგიების ბალანსი, რისგანაც შედგება ჩი ენერგია. ბალანსის დარღვევის შედეგად ჩნდება დაავადებები, ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი პრობლემები.

მედიტაცია „ხესთან ჩახუტება“ არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პოტენციურად ყველაზე ძლიერი მედიტაცია. გონება, სხეული მოდუნებულია და ჩი ენერგიას ვაძლევთ საშუალებას თავისუფლად, ბუნებრივი გზით იდინოს მერიდიანებში. ჩვენ ვაკვირდებით, აღმოვაჩენთ ბლოკირებულ ადგილებს და "ვასწორებთ" მათ.

მედიტაციის მთავარი ფაქტორებია: სწორი პოზა, ბუნებრივი სუნთქვა და მართვადი ვიზუალიზაცია. მედიტაცია სრულდება მყუდრო ადგილას, ბუნებაში, ან ოთახში, სასურველია ფანჯრის წინ იდგეთ და ლამაზ ხედს გაჰყურებდეთ.


დადექით, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ერთმანეთის პარალელურად, თითისწვერები პირდაპირაა მიმართული, მუხლების უკანა მხარე მოადუნეთ, მენჯი წინ წასწიეთ და სხეულის წონა ფეხებზე გადაიტანეთ. ფეხებით მყარად დაეყრდენით, თითქოს ფესვები გაიდგით.
თავი სწორად გეჭიროთ ხერხემლის დაბოლოების გასწვრივ, მზერა წინ მიმართეთ, სახის კუნთები, თავი, კისერი, ყელი მოადუნეთ, გაიღიმეთ , ენა მიიდეთ წინა კბილების უკან, სასაზე.
ხელები დაიჭირეთ წინ და 20-25 სანტიმეტრით მაღლა ქვედა დანტიანიდან (მდებარეობს, დაახლ, ორი თითის დადებაზე ჭიპის ქვემოთ), ან მკერდის სიმაღლეზე, ხელისგულებით სხეულისკენ, თითისწვერები ერთმანეთისკენ მიმართეთ, მაგრამ არ შეახოთ. მკლავები გაშალეთ და იდაყვები მაღლა ასწით, იღლიის ქვეშ სიცარიელე უნდა იყოს.

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ბოლომდე ამოისუნთქეთ, ამ დროს შეიძლება დგომაში მცირე კორექტირება შეიტანოთ, უფრო კომფორტულად მოეწყოთ. წარმოიდგინეთ რომ მთა ხართ, ან უძველესი ტყე, რაიმე ძალიან სტაბილური და მშვიდი.  (დაახლ. 1 წთ.)

შემდეგ სუნთქვის ბუნებრივ რიტმს დაუბრუნდით, ვსუნთქავთ ცხვირით. სიმშვიდე, სიჩუმე შემოუშვით სხეულში. მოდუნებული მზერა კვლავ წინ გქონდეთ მიმართული, გონება სიფხიზლეს ინარჩუნებს.

თავდაპირველად ამ მდგომარეობაში ვჩერდებით 10 წუთი, შემდეგ ნელ-ნელა ვზრდით დროს. ჩი ენერგიას სრული წრის შემოსავლელად სჭირდება 30 წუთი, ასე რომ, თანდათან ჩვენი მედიტაციის დრო 30 წუთზე აგვყავს, სურვილის შემთხვევაში მეტ ხანსაც ვჩერდებით.

თუ სხეულის რომელიმე ადგილას დისკომფორტს განიცდით, რამდენიმე ჩასუნთქვით ვუგზავნით ღიმილის ენერგიას. ასევე შეგვიძლია შევქმნათ პაწაწუნა, სპირალურად წრეზე მოძრავი ენერგიის ნაკადი და ხელი შევუწყოთ ბლოკირებული ადგილის გახსნას.

როცა ჩი ენერგიას დინების დროს მერიდიანებზე ბარიერები ხვდება, შეიძლება განვიცადოთ სპონტანური მოძრაობები. ეს ბუნებრივი მოვლენაა პრაქტიკის დროს. ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ საწყის პოზას. არაა აუცილებელი ეს ყველას მოუვიდეს, ამიტომ ხელოვნურად არ უნდა გამოვიწვიოთ ასეთი რამ.

პრაქტიკის პირველ ეტაპზე შეიძლება ვიგრძნოთ დისკომფორტი, ტკივილი, კანკალი, სახსრების ტეხა, კუნთების, მყესების დაჭიმვა. მიუჩვეველი სხეული, ასე ვთქვათ, გადაეწყობა შინაგანი ენერგიის ბუნებრივი დინების რეჟიმზე. ასეთ დროს შეგვიძლია რამდენიმე წუთით Wuji-ის მდგომარეობა მივიღოთ და დავისვენოთ.

(ვუჯის მდგომარეობა - უბრალოდ ვდგავართ გამართულად, ხელები დაშვებულია სწორად, სხეულს ვადუნებთ და ვსუნთქავთ ბუნებრივად. ნელა დაითვალეთ 10-მდე, დაახლოებით, 1 წთ).

მეორე ეტაპია "ცეცხლის ტესტი" - როცა ენერგეტიკული კვანძები გახსნილია და გვიყალიბდება უნარი, ბუნებრივად ვიდგეთ "ხის პოზაში", სუნთქვის ავტომატურ რეჟიმშიც გადავდივართ. სხეულის გამოფიტული ორგანოები უკვე სავსეა ენერგიით. ხელებსა და ფეხებში სითბოს ვგრძნობთ, შუბლი ოფლით იცვარება, მუცელში კი სიცხეს ვგრძნობთ. ეს გარდამავალი ეტაპი შეიძლება რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე გაგრძელდეს.

შემდეგი ყველაზე რთული ეტაპია - მოთმინების გაზრდა. ბევრს ბეზრდება და წყვეტს ვარჯიშს. ეს არის ეტაპი, როცა ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებთ, თუკი გაგრძელებას შეძლებთ. ახლა უკვე შეგვიძლია კონცენტრირება პოზიტივზე, სუნთქვაზე, შეგრძნებებზე და ცნობიერებაზე.

ხის პოზაში დგომის პრაქტიკა არის თაი ჩისა და ყველა საბრძოლო ტექნიკის შემადგენელი ნაწილი. ეს არის ჩი გუნის სტატიკური დგომა, სპეციალურად შემუშავებული სხეულისათვის ჩი ენერგიის დაუბრკოლებლად მისაწოდებლად. პრაქტიკის შედეგად ხდებით ენერგეტიკულად ძლიერი, ფიზიკურად ჯანმრთელი და მშვიდი გონებით. როცა ისწავლით ჩი ენერგიის დინების მართვას, მის დაგროვებას, შეგეძლებათ თავად მიმართოთ იგი ამა თუ იმ ორგანოსკენ, დააჩქაროთ მისი გამოჯანმრთელება. ჩინელი ბერები ამბობენ, რომ ამ მედიტაციით უკვდავების მიღწევაც შესაძლებელია.

თუ ვერ იცილებთ დაძაბულობის შეგრძნებას, მაშინ ჯერ ისწავლეთ სხეულის მოდუნება - წარმოიდგინეთ რომ ბრინჯის ტომარა ხართ და უბრალოდ სადმე დევხართ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიტაციის დროს მთელი სხეულით იყოთ მოდუნებული.

ენერგიის გაფანტვის, დაკარგვის და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად ნუ შეასრულებთ ამ ვარჯიშს ექსტრემალურ ამინდში - ქარიშხლის, ელ-ჭექის, მიწისძვრისა და ტაიფუნის დროს, როცა ბუნებაც კი უკიდურესად დაუბალანსებელია.  ნუ შეასრულებთ მას ხმაურიან ადგილას. შეარჩიეთ შესაბამისი დრო და ადგილი. მედიტაციის შემდეგ რამდენიმე ხანს ნუ შეჭამთ, ნუ იბანავებთ და ნუ გექნებათ სექსი. (2 სთ. მაინც). ასევე არ იმედიტიროთ, როცა ავად ან ძალიან დაღლილი იქნებით.





--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Mar 8 2021, 01:52 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 14th November 2015 - 11:56 AM) *
ვარსკვლავთა ხუთი კარიბჭის გახსნა (ზედა ასტრალის გახსნა)

ეს მენტეკ ჩიას წიგნში არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 10 2021, 01:52 PM
Post #26


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტ-ცოტა დავიწყე თარგმნა რაც გამომიგზავნე იმ წიგნიდან. dreamartში დავდებ

ვარსკვლავური კარიბჭე მეშვიდე თავში ნახე, 162 გვერდიდან.
მანამდე კი დეტალურადაა ეტაპები აღწერილი. მაქედან აერთიანებს უკვე ერთობლივად როგორ დაამყარო ყველასთან კავშირი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 10 2021, 01:54 PM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზემოდან ქვემოთ: ჩრდილოეთის ვარსკვლავი, ვარსკვლავების სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, ადამიანი, დედამიწა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 19 2021, 04:09 PM
Post #28


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




10 მარტი, 14:16-ზე ·
დაოსური პრაქტიკები სამყაროს უმაღლეს ძალებთან მუშაობას გვასწავლის. ინი და იანი ორი საპირისპირო ძალის ერთიანობას წარმოადგენს. ისინი ყოველთვის აბალანსებენ, ავსებენ, აითვისებენ და აგრძელებენ ერთმანეთს. ინისა და იანის ურთიერთქმედებით სამყაროში შეიქმნა წმინდა სამება ანუ სამი ენერგოწყარო: კოსმიური ენერგია, უნივერსალური ენერგია და დედამიწის ენერგია.
კოსმიური ენერგია იშვება დაოს პირველადი ჩი-საგან. ის არის სიცოცხლის ენერგია, სიცოცხლის არსი. ის ვრცელდება მთელ სამყაროში და კოსმიური კანონებით განსაზღვრულ სხვადასხვა სიმკვრივეებსა და ფორმებში გამოვლინდება. ვარსკვლავები, გალაქტიკები, ადამიანის უჯრედები და სხვა ყველაფერი მისგან მოდის და მისით იკვებება.
სამყაროსა და დედამიწის ენერგიები ასევე წარმოიშვებიან დაოს პირველად ენერგიაში.
ზეციური ჩის უნივერსალური ძალა - ესაა ყველა გალაქტიკის, ვარსკვლავისა და პლანეტის გამოსხივებული ძალა მთელ სამყაროში. სწორედ ეს ყოვლისმომცველი ძალა კვებავს კოსმოსურ ძალას ბუნებაში და სიცოცხლის ყველა ფორმაში.
დედამიწის ძალა არის ბუნების მესამე ძალა, რომელიც მოიცავს დედამიწის ყველა ენერგიას. ამ ძალას ააქტიურებს დედამიწის ბრუნვის შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველი. ის ასევე განაფენილია ბუნების ყველა ასპექტში ჩვენს პლანეტაზე.
დედამიწის ენერგია შემოედინება ფეხის გულების, შორისის და სასქესო ორგანოების გავლით და კვებავს ფიზიკურ სხეულს. ის უზრუნველყოფს ჩვენს ყოველდღიურ სიცოცხლისუნარიანობას და ერთ-ერთი ძირითადი ძალაა, რომელიც გამოიყენება განკურნებისათვის.
(მანტაკ ჩია)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 24 2021, 04:58 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამი დანტიანი
ადამიანის ვერტიკალურ ენერგეტიკულ ღერძზე მნიშვნელოვან სამ მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს დანტიანები ეწოდება. ისინი ფიზიკური, სულიერი და სასიცოცხლო ენერგიის საცავს წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს კონკრეტული ენერგეტიკული ფუნქცია გააჩნია.
ქვედა დანტიანი მდებარეობს ჭიპს ქვემოთ, სიღრმეში. ის ძლიერი პოლარული ცენტრია, რადგან ერთდროულად განაგებს ცეცხლის (წვრილი ნაწლავის) და წყლის (თირკმელების) ენერგიას. ეს არის ფიზიკური სხეულის და ფიზიკური ძალის ცენტრი.
თუ ქვედა დანტიანი ძლიერია, მონელება ადვილია, ემოციები და გამოცდილება ადვილად გარდაიქმნება და იმატებს სექსუალური ენერგია.
სექსუალური ენერგიის კონტროლი და მისი სასიცოცხლო ძალად გადაქცევა აუცილებელია, თუ გვსურს ჩვენი ენერგიის დონე ამაღლდეს ქვედა დანტიანში. როცა მასში არსებული ენერგია გახდება სუფთა და ძლიერი, ის ბუნებრივად აიწევს გულის ცენტრში, შუა დანტიანში. ქვედა დანტიანი უარყოფით ემოციებს გარდაქმნის უფრო სუფთა სიხშირის ენერგიად, მაშინ ის ადის ზემოთ და ასხივებს გულიდან.
მაღალი ენერგია - ეს თანაგრძნობის და სიყვარულის ენერგიაა. ის არ უნდა აგვერიოს ჩვეულებრივ დუალისტურ, სენტიმენტალურ სიყვარულში.
ამ მდგომარეობაში ჩვენი არსების და ჩვენი სიყვარულის ნამდვილი ღვთიური ბუნება იწყებს გამოსხივებას ჩვენი უმაღლესი თვითკავშირის საშუალებით გულის ცენტრში და მის გარეთ. იმატებს ენერგია, რადგან გულის ცენტრი უშუალოდ კოსმოსური შუქით იკვებება. ამ მდგომარეობაში განიცდება ღრმა ერთიანობა ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან.
ეს მაღალი ენერგია და ინფორმირებულობის დონე საშუალებას გვაძლევს ისე დავეხმაროთ სხვებს, რომ თავად არ დავზიანდეთ. თანაგრძნობის ეს შუქი, რომელიც საყოველთაო სიყვარულისგან არის დაბადებული, თანდათანობით მოიზიდავს უფრო წმინდა ღვთიურ სინათლეს და სულიერ არსს. ეს უკვე ზედა დანტიანის ფუნქციაა. ამ პროცესში ჩვენი ცხოვრების ბუნება იცვლება და ღვთიურ თვისებას იძენს. თქვენ მიერ არჩეული მოქმედებები და მიმართულებები გამომდინარეობს სამყაროს კანონებისგან და აღარ განისაზღვრება ცხოველური ქცევით, ემოციური კმაყოფილებით ან სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვით

მანტაკ ჩია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 24 2022, 08:00 PM
Post #30


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
1 წელი შეუსრულდა შენ პოსტს, გილოცავ! smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 14 2023, 12:07 AM
Post #31


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უკვე ორიც laugh.gif biggrin.gif
რამე ერთობლივი პრაქტიკით აღვნიშნოთ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 14 2023, 10:39 AM
Post #32


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ავღნიშნოთ :დ:დ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th March 2024 - 01:47 PM