შინაგანი დიალოგის გაჩერება, პრაქტიკა |
შინაგანი დიალოგის გაჩერება, პრაქტიკა |
Jul 22 2020, 03:21 PM
Post
#21
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,962 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემას ადრეც შევხებივართ, ბევრი სულიერი მასწავლებელი საუბრობს ამაზე
მაგრამ აქ უშუალოდ ჩვენს გამოცდილებაზე ვისაუბროთ. არ გვინდა არანაირი თეორია და წიგნი აქამდე მარტო მედიტაციის დროს ვახერხებდი შინაგანი დიალოგის გაჩერებას მაგრამ დავიწყე დღის განმავლობაშიც და ვიტყვი რომ გამომდის უკვე პრაქტიკა ასეთია, როგორც კი ფიქრები გამიტაცებს და ვიხარშები შინაგან დიალოგში, ვიჭერ ამ მომენტს და ვიწყებ ფიქრებზე დაკვირვებას თითქოს ეს ფიქრები მე არ მომდის, არამედ გადის ეკრანზე ისე რომ არ მივყვები მათ, არ ვაიგივებ ჩემს პიროვნებას მათთან მეორე საფეხურზე ვცდილობ სრული იგნორი გავუკეთო მათ და თანდათან ქრება ეს დიალოგი... და რა ხდება ამ დროს? აქ იძულებული ვარ მაინც შევეხო თეორიას, მაგრამ მათ გავლენის გამო არ ვწერ აქ. შევდივარ ზუსტად იმ მდგომარეობაში, რასაც ტოლე უწოდებს არსებობის ღრმა მდგომარეობას რა მდგომარეობაა ეს? სრული სიმშვიდე, ფორიაქის გაქრობა. ამ მდგომარეობაში შემოდის სიყვარულის მდგომარეობაც, როცა აღარ გიჩნდება პროტესტის გრძნობა და სურვილი შეჰყვე კონფლიქტებს, წყენებს. ეს სიყვარულის მდგომარეობა, რაც ვახსენე, ჩემი დაკვირვებებით სრულიად განსხვავდება იმ ე.წ. სიყვარულის პრაქტიკისგან, რასაც ადრე ვაკეთებდი ის იყო სიყვარულის ხელოვნურად გამოწვევა და გაგზავნა, პოზიტიური აზროვნება (ფილმი სეკრეტი თუ გახსოვთ) ხოლო ეს მდგომარეობა რაზეც ვსაუბრობ არაა ხელოვნურად გამოწვეული თქვენი მოსაზრებები და პრაქტიკული დაკვირვებები მაინტერესებს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 06:08 PM |