Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფსიქომოდულაციის ოთახი _ ano

Posted by: ano Mar 9 2018, 12:03 AM

მოგესალმებით ყველას

ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის.
იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად,

მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება.

Posted by: tikoroma Mar 9 2018, 03:28 AM

welcomeani.gif

Posted by: earth Mar 9 2018, 08:04 AM

ano
l_daisy.gif

Posted by: ano Apr 28 2018, 04:21 PM

შინაგანი დიალოგი, შინაგანი კონფლიქტი, ყველაზე რთული, საშინელი რამ, საშინლად მტანჯველი ომი ჩემს შიგნით, ომი რომელსაც ვერ ვასრულებ. მუდმივი პრობლემა და უამრავი შინაგანი ხმა თუ აზრი ოპოზიცია და პოზიცია, რომლებიც ერთმანეთს ვერ უმტკიცებენ საკუთარ სიმერთლეს, ჭეშმარიტებას, რომ აი ასე უნდა მოიქცე იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადათწესია, ჩვენი რელიგია კულტურა ასეთია, ასე უნდა მოიქცე და საზოგადოებაში მიღებული იქნები, მეორე ხმა, მაგრამ მე ასე არ მინდა ვიცი რომ მიუღებელია ბევრისთვის რასაც ვაპირებ მაგრამ მე ასე მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვაითუ ვერ გავუძელ საზოგადოებრივ აზრს ვაი თუ მართალი არიან, ასეც და ისეც რაც არ უნდა ვქნა, მაინც ვერ ვგრძნობ ბედნიერებას, თუნდაც აქამდე ხომ ისე ვიცხოვრე როგორც ჩემს გარემოს სურდა და რა ხეირი?
თუნდაც ახლა საზოგადოებისათვის მიუღებელი ნაბიჯი რომლის გადადგმასაც ვაპირებ, მაგასაც რა ხეირი ექნება, ამაოა ყოველივე, არც ისე არც ასე არაფერი. გადაწყვეტილების მიღებამდე ისევ შინაგანი კონფლიქტი, საინტერესოა რომელი მხარე გაიმარჯვებს, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს ვიცი რომ არცერთი არაა მნიშვნელოვანი, ტვინში კი საოცარი ქაოსია, როგორც უმეთაურო სახელმწიფოში უამრავი სულელი ამბიციური ეგოისტი. უამრავი სულელური იდეა, არაფრის მომცემი სამუშაოს კეთება და საოცრად დაღლილი სხული, რომელსაც უამრავი საქმის გაკეთებას ავალებენ ეს პატარპატარა ეგოისტური სურვილები.


Posted by: earth Apr 28 2018, 11:07 PM

მემგონი ეგ ბრძოლები ყველას გვაქვს. რამდენი რამეა ამ საზოგადოებაში რაც არ არის ჩვენი და საზოგადოებრივი აზრის გამო ხარ მიჯაჭვული.
კარგი იქნებოდა შეძლებისდაგვარად მივყვეთ შინაგან ხმას, რომ ვიგრძნოთ შინაგანად სიხარული და არ გვენაღვლებოდეს ვინ რას იტყვის. რაც უფრო ჩაკეტილი საზოგადოებაა მით ძნელია ეს, რაც უფრო თავისუფალია საზოგადოება, მით ადვილია.

ერთ პატარა მაგალითს ვიტყი ჩემი იგივე მდგომარეობიდან, რასაც შენ აღწერ. მე როგორც ქართველი მინდოდა ყოველთვის(წარსულში) კარგი ჩაცმული ვყოფილიყავი და ა.შ. ჩემი ქმარი ბერძენია და ჩაცმა საერთოდ არ აინტერესებს, არ უნდა რა, რაც ყველაზე თავისუფალია ის უნდა რომ ეცვას, მე ამ ბოლო დროს მივედი მაგ დასკვნამდე, რომ არ უნდა ყარო ფული ტანსაცმელში, უბრალოდ გეცვას პრაქტიკულად რაც გსიამოვნებს, მაგრამ ვერ გადავედი საზოგადოებრივი აზრის იქით, მაინც ვიყიდი ჩავიცმევ, ხალხი რას იტყვის biggrin.gif

Posted by: ano Apr 29 2018, 12:55 PM

სწორად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობდი.
თან აქვე აღვნიშნავ რომ ეს ადამიანები იმიტომ გიშლიან რაღაც არ გააკეთო რომ ეს მათ ეგოს ურტყამს, მათ "ქართველობას" ვართმევ ქართველისათვის მიუღებელია, და არა იმიტომ რომ ჩემზე გული შესტკივათ, ეს უბრალოდ მათ ეგოს ძალიან ურტყამს.
ამდენი წლის მერე ხედავ რომ არანაირი სიყვარული და თანადგომა, და მაინც უნდა ვიზრუნო რომ არ ვაწყენიო ვინმეს.
აი ვაანალიზებ ვფიქრობ და ვხვდები რომ უნდა დავიკიდე ბევრი აზრი და იდეოლოგია და ეს საკმაოდ მძიმე დასამარცხებელია,
ეს საზოგადოებრივი აზრი რომ ქართველები ერთადერთები ვართ, რასიზმში გადასული ყველას მიმართ სიძულვილი რა უბედურებაა, ეს რაუბედურება ჭირს ამ საზოგადოებას? ეს ამხელა სიძულვილი განსხვავებული აზრის, რელიგიის, თუ ეროვნების მიუღებლობა,
არანაირი ტოლერანტობა და გაგება,
ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები.

მომხრე ვარ ხალხთა შორის სიყვარულის, ტოლერანტობის, გაგების, მიღების, თანაგრძნობის, ერთიანობის, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა, ორიენტაციისა, აზროვნებისა, მსოფლმხედველობისა, წარსულისა..

და კიდევ ვფიქრობ სკოლებში სასწავლო პროგრამა გადაიხედოს და მომავალ თაობებს ერთაშორის სიყვარული და ტოლერანტობა ისწავლებოდეს, ლიტერატურის სასწავლო მასალა გადაიხედოს, არ ვიფიქრებდი ამას თუ ვიტყოდი და აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს, თუნდაც ვიცი რომ ბევრი აფანატებს შედეგი სავალალოა,

მე ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვებრძვი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის არსებობას ვერ უგულვებელვყოფ ფაქტი სახეზეა.

ვუსურვებ საკუთარ თავს სიძლიერეს, რომ ეს ყოველივე გადავხარშო

Posted by: old_man Apr 29 2018, 02:01 PM

ano
ყველა უბედურება მოდის არაჯანსაღი ეგოდან. ადამიანები, ოჯახის წევრები, ახლობლები ტანჯავენ საკუთარ თავს და ერთმანეთს სწორედ ეგოს გამო.
არადა, ხადახან ვფიქრობ, რომ რა ბედნიერი იქნებოდა ყველა, რომ მოიშორონ სტერეოტიპები, კომპლექსები და მისცენ ერთმანეთს ცხოვრებით დატკბობის საშუალება.
ერის ეგო კიდევ სხვა თემაა. ამიტომაცაა ასეთი შეუწყნარებლობა და აგრესია.
შინაგან ჭიდილში და საზოგადოებასთან ამ საკითხებზე ბრძოლაში რომ ატარებ დიდ დროს, სამწუხაროდ იმ შემოქმედებისთვის და იმ ენერგიის რეალიზაციისთვის დრო ცოტა გრჩება, რისთვისაც დაიბადე. სხვებიც არ დაბადებულან სხვების საწვალებლად, მაგრამ ცრუ მეს ტყვეობაში უჭირთ ამის გახსენება და გაცნობიერება.

Posted by: ano Apr 29 2018, 08:10 PM

კი მართალია გეთანხმები ყველაფერში,
ერთი მომენტი ხშირად მაფიქრებს წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, ისე შეუგნებლად განვიკითხავდი ხოლმე ადამიანს, ასე კი არა ისე უნდა მოიქცესთქო, ვინმე რამეს რო მომიყვებოდა იმწუთას ჭკუას დავარიგებდი ასე არ ქნა ისე ქენითქო, ანუ რჩევებს ვიძლეოდი იქედან გამომდინარე ჩემმამშობელმა რაც მასწავლა, იმას კიდე მისმა მშობელმა და ასე თაობიდან თაობა და ზოგადი აზრი მაგრამ არა ჩემი პირადი, ასევე მე არ ვითვალისწინებდი რომ მოსაუბრე დგას დილემის წინაშე და ეს მისი ბედი და მისი გადასაწყვეტია, მე კი ასე უარო რჩევებს ვეუბნები, რამდენჯერ ჩავერიე უხეშად სხვების ცხოვრებაში, ისე რომ არანაირი შეგნება არ მქონდა, ახლა კი ვფიქრობ რომ ეს ჩემი "დახმარებები" უაზრობა იყო, ახლა კი ცხოვრბამ მე შემახვედრა ისეი გამოცდები და იმდენი შინნაგანი კონფლიქტები რომ ვხვდები, იმ ადამიანებს ვისაც მე "ვარიგებდი" მეტად შეგნებულნი აღმოჩნდნენ, ცხოვრებამ გამომატარა ის გზა საიდანაც ვხედავ სად დავუშვი შეცდომები, და ახლა სად უშვებენ სხვებიც იმავე შეცდომებს, ეს გა არ არის უმტკივნეულო, უამრავ დარტყმებს იღებს ჩემი ეგო,
ასე რომ შევხედო რომ ეს მტკივნეულია ეგოსათვის და არაფერი არაა აქ გარდა ცხოვრებისეული გაკვეთილისა კი, მაგრამ გვერდიდან ვერ ვუყურებ ჩემს თავს ძან როლებში ვარ შეჭრილი,

ეს შინაგანი კონფლიქტი ისეთი ძლიერია ჩემში რომ ძალიან მინდა აზრზე მოვიიდე, აქედან გამოვიდე და გავერიდო, რომ გამოვიდე ამ ფიქრების ქაოსიდან. ყველაზე მეტად ვიდრე როდესმე მინდა გამოვიდე და ვუყურო ცხოვრებას როგორც საინტერესო სიზმარს ან ფილმს.

ღმერთო ნეტა რატო დამჭირდა ასე რომ შემეტოპა ამ ჯოჯოხეთურ მდგომაეობაში,

ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე,
ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო

Posted by: earth Apr 29 2018, 10:23 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 01:55 PM) *
ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები.

მართალია, შენს ტყავზე რომ გამოცდი რასიზმს მერე უფრო სწორად მოიქცევი... ყველგანაა რასიზმი, მაგრამ ჩვენთან ამ ბოლო დროს არ მესმის კარგი ამბები. მე რომ წავედი საქართველოდან მაშინ არ იყო ასე ...
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 01:55 PM) *
აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს

შეგიძლია მითხრა კონკრეტულად, რომელ თხზულებაზეა ლაპარაკი? მე ამდენი წლის მერე ცოტა არ იყოს დამავიწყდა კიდეც რაღაცეები...

Posted by: earth Apr 29 2018, 10:33 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 09:10 PM) *
ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე,
ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო

ანო ყველაფერი კარგად ინება!!!

საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო.


Posted by: ano Apr 30 2018, 01:53 PM

აკაკი ისე მაგალითად მოვიყვანე, და მასეთები იმ ეპოქაში სხვებიც იყვნენ, "ქართველობას" რომ ქადაგებდნენ,
მე ინფორმაციას აღვიქვამ ემოციურ პლანზე, მაგ ადამიანებს არ ვიცი რა დონეზე ქონდათ სულიერება, თუმცა მაღალი ინტელექტით ბევრი ფანატი ყავთ, ზოგადად ემოციურ პლანზე ავიღოთ ბაშიაჩუკი, რას იწვევს გრძნონენით, მაღალ ეროვნულ "სულისკვეთებას", და ცხოველური განვითარების ფსიქოტიპებში სიძულვილს უცხო ერისადმი და ავიწყდებათ რომ ეს ისტორიული ნაწარმოებია და აზროვნებით ჩარჩნენ წარსულში, ცხოვრება მიედინება ახალი გამოწვევებით ახალი რეალობით, გონება კი დაბოღმილი გაიჭედა სადღაც წარსულში და რეალობას ვეღარ აღიქვამენ, პლიუს აკაკის ნაწარმოებებს ახასიათებს მაღალი ემოციური გრძნობების აფორიაქება, ამ ემოციურ ფონზე კი ადამიანთა უმეტესობა საღ აზრს ვერ ინარჩუნებს, პირადი გამოცდილებით ვამბობ რომ მე მაგ ნაწარმოებმა დამიტოვა იმ დამპყრობელთა სიძულვილი. სიძულვილი კი არაა კარგი მასწავლებელი. დრო იცვლება, რეალობის აღქმა ვერ ხერხდება,
რაც შეიძლება მოკლედ შევეცადე იმ ემოციური ინფორმაციის სიტყვებად აღწერას რაც ბევრს აზრადაც შეიძლება არ მოდის, თუმცა ქვეცნობიერში ეს ყველას აქვს და ის მუშაობს, გაუცნობიერებლად.

Posted by: ano Apr 30 2018, 02:04 PM

ციტატა(earth @ Apr 29 2018, 10:33 PM) *
ano

ანო ყველაფერი კარგად ინება!!!

საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო.


კი შეიძლება შეცვლა, და ისიც ვიცი რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ვიცი რომ ამ ფორუმზე და ფორუმელებს ეს პრობლემა არ აქვთ,
მაგრამ მე მაქვს და პლიუს დაემატა ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტები, რომლებზეც ფეისბუკზე ბევრი ისევ იგივეს მღეროდა რომ ქართველობას გვართმევენ, ფერადკანიანებზე იყო მაგრამ ეს ისე აიტაცა საზოგადოებამ და ისე უჭერდნენ მხარს ერთმანეთს რომ ასეთი რაღაცეების წაქეზება სახიფათოა, ქართველ მამაკაცთა ფსიქიკა ძალიან ფეთქებადია, (არ ვამბობ ამ ფორუმელებზე) უბრალოდ საშუალო არითმეტიკული მომყავს, და მათ არ ჭირდებათ კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა.
ამ ცხოველური ფეთქებად საშიში ბუნებისათვის წითელი ნაჭრის ფრიალი არაა საჭირო, საზოგადოება უნდა მიხვდეს რომ ყველა ადამიანია, ყველამ ნერვები მოთოკოს და პატივი სცეს სხვათა უფლებებს.

Posted by: INVICTUS Apr 30 2018, 05:13 PM

ano
არ შეგეზაროს წაიკითხე. smile.gif

http://planet-today.ru/novosti/obshchestvo/vne-politiki/item/86463-mechta-stat-magom-i-ezoterikom-realnost-ili-mif


Posted by: earth Apr 30 2018, 05:17 PM

ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.

Posted by: ano Apr 30 2018, 07:42 PM

ციტატა(INVICTUS @ Apr 30 2018, 05:13 PM) *
ano
არ შეგეზაროს წაიკითხე. smile.gif

http://planet-today.ru/novosti/obshchestvo/vne-politiki/item/86463-mechta-stat-magom-i-ezoterikom-realnost-ili-mif


წავიკითხე, ზოგადი მიმოხილვაა, და ის რომ ეზოთერიის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ყველას სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სპეცეფექტები, კი მართალია, მეც ეს მიმართულება არა უფრო სისტემის მუშაობა მაინტერესებს, საკუთარი თავი გარემო, ურთიერთკავშირები, განთავისუფლების გზები ამ გავლენებიდან, ამჟამად კი ფაქტი არის ის რომ ეს კავშირები და გავლენები მოქმედებს.

რაც შეეხება იმას ცხოვრების რა ეტაპებზე აინტერესებთ ადამიანებს ეზოთერიკა, ეს არის მწვავე სიტუაციები და კრიზისები, როგორც პირად ასევე საერთო სოციალურ პოლიტიკური გაჭედვების ეტაპები, ესეც მართალია ზოგადად ასეა....

საერთო ჯამში ეს არის ტაროლოგი და იწვევს მოსწავლეებს ტაროს შესასწავლად. რაც შეეხება ტაროს არ ვიცნობ ამ სისტემას და ვერც კარგს ვიტყვი რამეს ვერც ცუდს, მაგები იყენებენ საკუთარი მისიის გასახსენებლადო გამიგია, წინა ირკანაციების გასახსენებლად და გზის გასაგრძელებლად, მაგრამ მე პირადად ტაროსთან შეხება არ მქონია, აზრს ვერ გამოვთქვამ.

Posted by: ano Apr 30 2018, 08:09 PM

ციტატა(earth @ Apr 30 2018, 05:17 PM) *
ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.


არ ვიცი ეგრეგორია ალბათ რომ ასე მარიენეტებივით არიან და აზროვნება არ აქვთ, საკუთარი აზრი არავის არ გააჩნია თითქმის, ერთი იტყვის და იმეორებენ ერთიდაიგივეს. ესაა საზოგადოებრივი აზრის შიში თუ რა დავარქვა კოლექტიური აზროვნება. ეკლესია ასწავლის სხვა რამეს აკეთებენ სხვა რამეს სიტყვები და საქმეები არ შეესაბამება ერთმანეთს.

ეს ადამიანების განკითხვაა, და საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებ კი არადა შიგნიდან ყვირის რაღაც სანამ ვინმეს რამეს ვეტყოდე "ნუ განიკითხავ" აი ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში, და ერთვება ემპათია რომ სანამ ადამიანს რამეს ვეტყოდე მის ადგილას დავაყენო ჩემი თავი, მაქ კი უფლება მას რამე დავუშალო, მაქვს უფლება შევზღუდო მისი თავისუფალი ნება?
იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ რომ ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში რომ მარტო ჩემი, მე, მარტო მე ასე მინდა არ არის. ეს არის უკუკავშირი, მივაყენებ ვინმეს ზიანს, მეც ცხოვრებისეული გარემოებები ანალოგიურ სიტუაციაში მაგდებს, საკმაოდ რთული სისტემაა.

Posted by: INVICTUS Apr 30 2018, 10:12 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 08:09 PM) *
იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ

რაც აუცილებლად გაგაძლიერებდა, გაძლიერებას დათმენა მოაქვს, დათმენას კი მეტი ცოდნა.

Posted by: earth Apr 30 2018, 11:35 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 09:09 PM) *
"ნუ განიკითხავ"

მართალი ხარ ანო, მაგ ადამიანებს ეგ გზა აქვთ გასავლელი, ჩვენ ალბათ გავიარეთ წინა ცხოვრებაში. ალბათ კი არა,–თითქმის დარწმუნებული ვარ, რაღაც მაგეთით ვიყავი დაკავებული რომელიღაც წინა ცხოვრებაში. ანბერი ან მღვდელი ვიყავი, უფრო მგონია ბერი ვიყავი. ასეა, ადამიანმა ყველაფერი უნდა ისწავლოს, ადამიანმა კი არა და ჩვენმა დიდმა მემ. ასე რომ „ნუ გაიკითხავ“, მართლაც შეესაბამება ამ სიტუაციას. ნუ განიკითხავ და გიყვარდეს მხოლოდ როგორიც არის...

INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 30th April 2018 - 11:12 PM) *
რაც აუცილებლად გაგაძლიერებდა,

good.gif

Posted by: ano May 1 2018, 10:31 AM

არა უშავს ეს ყოველივე იმიტომ ხდება რომ მე ჭკუა ვისწავლო, მთავარია მეც არ ავყვე ემოციებს ამ დროს ყველა რომ გაგიჟებულია.




Posted by: INVICTUS May 1 2018, 10:37 AM

ძალიან კარგია მედიტაცია ყოველგვარი სიხარულის თუ გასაჭირის ჟამს, რათა გავაანალიზოთ ამ გრძნობების რაობა და წარმავლობა. ძნელია დაჯდე და იმედიტირო როცა ძალიან რაიმე გიხარია ან გიჭირს მაგრამ თუ შეძლებ გაცილებით უკეთ გაანალიზებ რა ხდება ჩვენს თავს.

Posted by: ano May 1 2018, 10:55 AM

ახლა სხვა ჩემს დაკვირვებას მინდა ჩავუღრმავდე და გავაანალიზო,
ესეიგი 2004 წელს დავიწყე ჩანაწერების კეთება, საკუთარ თავს დავუწერე ის რაც მე უნდა შემეცვალა, რასაც არ ვაკეთებდი სიზარმაცის გამო, და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ეს იყო რამოდენიმე პუნქტი, მაგალითად დილას ადრე ადგომა, პირის დაბანა თავის მიხედვა ნუ ელემენტარული თავის მიხედვა მოწესრიგების პროცედურები დაუზარებლად, და ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნიე რასაც ვიტყვი უნდა გავაკეთო და რაც გასაკეთებელია გავაკეთო, არანაირი საქმის გადადება, ასევე დაწყებული საქმის დამთავრება თუნდაც სულ უმნიშვნელო ყოფილიყო, პირველ რიგში დავიწყე სახლის დალაგებით, და გადავყარე ძალიან ბევრი ნივთი.

მაგრამ მნიშვნელოვანი პუნქტი აქ იყო ლოცვა გულით და დიდი რწმენა არა იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება არამედ დიდი რწმენა რომ მე შევძლებ შევიცვალო და შევცვალო ჩემი გარემო, ეს ხდებოდა ეტაპობრივად არა ისე რომ გავიღვიძე და უკვე ყველაფერი შეიცვალა, არამედ ყოველდღე ტონუსში და რწმენით, სანამ რამეს დავიწყებდი, ვკითხულობდი ბიბლიის რომელიმე გვერდს იგავნს ან სახარებას. ვლოცულობდი ღმერთს ჩემთვის სწორი გზა ეჩვენებინა რომ გამერჩია სიმართლე, როგორ მოვქცეულიყავი რომ აეცილებია შეცდომით გამოწვეული განსაცდელები, მე ბავშვობიდან ვლოცულობდი, და ბავშვობაში ბევრად უფრო გულმხურვალედ ვაკეთებდი ამას, ახლა რამოდენიმე წელია არ მილოცია და ვფიქრობ ლოცვა ერთერთი უძლიერესი რამაა საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას.

ამ ბოლო დროს ორი წელია მავნე ჩვევა მაქვს საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს, ფიზიკურად ვიმახინჯებ, ეს რაღაც არანორმალურია ვიცი, და სულ ვცდილობ ამ მავნე ჩვევას გადავეჩვიო, და ვერანაირად, ფურცელზეც დავწერე რომ დღეიდან ვსო ამას აღარ ვიზამ მაგრამ მაინც იგივე, ახლა ერთი კვირაა ვილოცე რომ ეს მავნე ჩვევა დავძლიო, და რამდენჯერაც ხელი გამექცევა საკუთარი თავის დასამახინჯებლად მახსენდება სიღრმისეულ მთელი სხეულის მეხსიერების დონეზე რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მთელი ჩემი სხეულისათვის გასაგები გახდა რომ ეს მავნე ჩვევა გადალახულია და აღარ ვაკეთებ, ასე რომ ვასკვნი ლოცვა ესმის არა მარტო ტვინს არამედ მთელს სხეულს მთლიანად, და იცვლები და პროგრამდები არა მარტო ტვინის დონეზე არამედ მთელი სხეულის დონეზე.

Posted by: earth May 2 2018, 06:47 AM

ano
ლოცვას მართლაც დიდი ძალა აქვს, გულიდან გამოსული სიტყვა, ფიქრი, ლოცვა, ყოველთვის იწვევს შედეგს. მეც გამოვცადე ეგ ძალა.

Posted by: tikoroma May 4 2018, 09:39 PM

მეც მიცდია, ყველა მოქმედებას ვიწერდი. თავის მოვლა, საოჯახო საქმე, პრაქტიკები... მარა ეგეც მომბეზრდა ;დ

Posted by: ano May 6 2018, 05:05 PM

ნაბიჯ ნაბიჯ არ ვიწერდი პირველი რაც დავწერე ეს იყო გამოსასწორებელი გეგმა, სიზარმაციდან საკუთარი თავის გამოყვანის,
გზადაგზა კი პატარ პატარა მიზნები, მიზნამდე მისაღწევი ინსტრუქციები თავისთავად ჩნდებოდა,
დავაკვირდი როცა გაქვს მიზანი, ჩნდება ენერგიაც და საშუალებების მის მისაღწევად,
დაღლის და მობეზრების ეტაპიც საკმაოდ მქონდა ესაა შემაფერხებელი, როგორც ვთქვად სადღაც გზას ადგახარ და საწვავი რომ გამოგელევა თუ რა ვიცი რას შევადარო.
როგორც ადრე ახლაც ვეტყოდი ჩემს თავს რომ ვძლიო სიზარმაცეს და დავისახო მიზნები და კვლავაც წარმოვისახო ჰიპერეალისტური ლამაზი ოცნებები. რადგან ვიცი რომ ფიქრები და ლამაზი ოცნებები რეალიზდება,

Posted by: ano Jul 19 2018, 07:34 PM

რა ჯობია არ ვიცი მარტო ყოფნა თუ ვინმესთან თანაცხოვრება,
იქნებ ეს მიტოა რთული რომ მანამდე თავისუფალი ვიყავი რაც მომინდებოდა როცა მომინდებოდა ვაკეთებდი ახლა კი სხვისი ინტერესების გათვალისწინებაც მიწევს.
თითქოს პრობლემებიც მომემატა,
ის ანდაზასავით რაღაც მახსენდება რომ გაიგო გათხოვება არ ღირს ამისთვის უნდა გათხოვდეო.

დრო რო გადის გადავხედავ ხოლმე წარსულს და რამდენ რამეს ვნანობ რაც არ გავაკეთე,
ახლა კი ვფიქრობ ახლანდელ დროზე რო გავა წლები რას ვინანებ, ნეტავ რა არის რისი გაკეთებაც შემიძლია და არ ვაკეთებ?
სხვების შეცვლა გამოსწორებას კი თავი უნდა დავანებო, როცა საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს

Posted by: earth Jul 19 2018, 09:57 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 19th July 2018 - 08:34 PM) *
რა ჯობია არ ვიცი მარტო ყოფნა თუ ვინმესთან თანაცხოვრება

ალბათ გააჩნია თვითოეული ადამიანის აზრს ამ ცხოვრებაზე. რა მისია გვაქვს, რისთვის დავიბადეთ ამ ინკარნაციაში. ზოგის მისიაა ბევრი შვილების აღზრდა, ზოგის კი სიმარტოვით ცხოვრება.

Posted by: ano Jul 23 2018, 11:40 AM

არ ვიცი უბრალოდ ძალიან დიდხანს მარტო ვიყავი, ახლა კი ვცხოვრობ ადამიანთან, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ
მის აზრებს და ემოციებს უსიტყვოდ ვხვდები, მას მძიმე წარსული აქვს რაც მის ხასიათზეც აისახება,
ისიც ჩემს ფიქრებს და გრძნობებს უსიტყვოდ ხვდება, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია,
ორივეს წარსული გვექაჩება, „ძველი ცოდვები“ თავს გვახსენებენ,
ერთადერთი რამაც ვინმესთან თანაცხოვრება ამატანიოს ეს არის სიყვარული გაგება და პატივისცემა,
ვცდილობ მეტი სიყვარული გამოვიმუშაო რომ მეტი გაგებით მოვეკიდო მის ხასიათს,
რაც შეეხება ემოციებს, ის ზღვასავით მღელვარეა, ასეთ რადიკალურ ემოციურობას რომ ვხედავ ვხვდები როგორი ხელისშემშლელია ბედნიერად ცხოვრებაში,

Posted by: earth Jul 23 2018, 06:11 PM

არასოდეს მოიძებნება ორი ადამიანი, რომ ყველაფერში 100%-ით შეეწყონ ერთმანეთს.
ერთად ცხოვრება იმითაა კარგი, რომ გინდა ადამიანს ახლოს გყავდეს ის ადამიანი, რომელიც დაახლოებით მაინც გგავს, რომ რაღაცეებში მაინც გაქვთ ერთნაირი შეხედულობა. მარტოობა ძალიან კარგია, მაგრამ ასაკში რომ შედის ადამიანი, მაშინ უნდა ვიღაცა ჰყავდეს, რომ არ იყოს მარტოდ...

მთავარი ფორმულა ორი ადამიანი რომ შეეწყონ ერთმანეთს გარდა ცნობილი მრავალჯერ გამეორებული ფრაზებისა, სიყვარული, გაგება და სხვა არის ის რომ შენთან მყოფი ადამიანი არ შეზღუდო, თავისუფლება მისცე, თავისი ჰობით დაკავდეს და ხელი არ შეუშალო, რაღაც მომენტში სიმარტოვე უნდოდეს და ნება მისცე. ეს ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩემი ქმარი იყო რომ ეს პირობა წამიყენა biggrin.gif თავიდან არ მომეწონა, ქართველი ქალის ეჭვიანობა ხომ იცით biggrin.gif ახლა მივხვდი... ახლა მივხვდი რამდენადაა აუცილებელი ერთად ცხოვრებისას შევინარჩუნოთ ჩვენი კუთხე, ჩვენი დრო ჩვენს თავს დავუთმოთ.

Posted by: ano Jul 24 2018, 12:52 AM

მართალი ხარ გაიხარე
კი შეზღუდვასთან დაკავშირებით გვაქ პრობლემა, მე მიყვარს ყველაფრის კონტროლი, ასე არა ისე, ყველაფერში ვერევი და ჩემ ჭკუაზე მინდა რო ვატარო, ასე მითხრა ასე მგონია რომ მახრჩობო, თავისუფლება მომეცი მე როგორც მინდა ისე მოვიქცეო,
რეალურად პრობლემა არაა ეგ მოგვარებადია, პირობა მივეცი რომ აღარ დავახრჩობ.
ვხვდები რომ ადამიანი ჩემნაირი ვერ გახდება და უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის

Posted by: earth Jul 24 2018, 06:53 AM

ano
მარტო შენ არა ხარ მასე. ამაში ქალებს ხშირად გვადანაშაულებენ.

Posted by: ano Jul 24 2018, 01:33 PM

მადლობა გაიხარე smile.gif

Posted by: earth Jul 24 2018, 05:26 PM

ano
bigarmhug.gif kiss1.gif

Posted by: INVICTUS Jul 31 2018, 05:20 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 24th July 2018 - 12:52 AM) *
მე მიყვარს ყველაფრის კონტროლი

QUOTE(*ANO* @ 24th July 2018 - 12:52 AM) *
ვხვდები რომ ადამიანი ჩემნაირი ვერ გახდება და უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის

QUOTE(*ANO* @ 24th July 2018 - 12:52 AM) *
შეზღუდვასთან დაკავშირებით გვაქ პრობლემა,


ჩემს თავს ვხედავ Laie_10.gif

Posted by: ano Aug 9 2018, 11:57 AM

მოგონებები ფრაგმენტებად მირბიან ტვინში.
ბავშვობის მოგონებები და თამაშები თავს მახსენებენ.
დროა ალბათ ჩავუჯდე გადახედვის პრაქტიკას

Posted by: ano Nov 18 2018, 03:57 AM

2018.11.18
33 ის გავხდი
კიდევ ერთი წელი შემომემატა
ისევ მაინტერესებს ვინ ვარ რატო ვარ სად ვარ
ვულოცავ ჩემს თავს დაბ დღეს

happy.gif uraa.gif

Posted by: tikoroma Nov 18 2018, 01:55 PM

გილოცავ
ქრისტეს ასაკია ხო?
რაღაც ახალს აღმოაჩენ და შეაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს

Posted by: old_man Nov 18 2018, 10:46 PM

ანო გილოცავ, გისურვებ ამ ასაკიდან შემეცნების ახალი ეტაპი დაიწყოს შენს ცხოვრებაში და რაც მთავარია არასოდეს შეწყვიტო ძებნა babu.gif

Posted by: td......... Nov 18 2018, 11:02 PM

ano
გილოცავ, ანო! ბევრი სინათლე და სიხარული მოეტანოს შენთვის ცხოვრებას. smile.gif 33-იო , რომ დაწერე გამიკვირდა სულ მეგონა, რომ 20-22 წლის გოგო ხარ smile.gif

Posted by: INVICTUS Nov 19 2018, 10:19 AM

გილოცავ.


uraa.gif uraaa.gif birthday.gif

Posted by: ano Nov 19 2018, 01:06 PM

ციტატა(tikoroma @ Nov 18 2018, 02:55 PM) *
გილოცავ
ქრისტეს ასაკია ხო?
რაღაც ახალს აღმოაჩენ და შეაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს

მააშ ქრისტეს ასაკში ვარ დროა მივდგე მოვდგე რაღაც გავაკეთო,
შესაძლოა ეს გარდამავალი ასაკია
დავაკვირდები სიბრძნე თუ შემემატება

Posted by: ano Nov 19 2018, 01:07 PM

ციტატა(old_man @ Nov 18 2018, 11:46 PM) *
ანო გილოცავ, გისურვებ ამ ასაკიდან შემეცნების ახალი ეტაპი დაიწყოს შენს ცხოვრებაში და რაც მთავარია არასოდეს შეწყვიტო ძებნა babu.gif

მადლობა კეთილი სურვილებისათვის
atb_calendar.gif

Posted by: ano Nov 19 2018, 01:09 PM

ციტატა(td......... @ Nov 19 2018, 12:02 AM) *
ano
გილოცავ, ანო! ბევრი სინათლე და სიხარული მოეტანოს შენთვის ცხოვრებას. smile.gif 33-იო , რომ დაწერე გამიკვირდა სულ მეგონა, რომ 20-22 წლის გოგო ხარ smile.gif

მადლობა JC_cupidgirl.gif
33 ,ის ვარ გამოვიანგარიშე და ასე გამოდის biggrin.gif

Posted by: ano Nov 19 2018, 01:11 PM

ციტატა(INVICTUS @ Nov 19 2018, 11:19 AM) *
გილოცავ.
uraa.gif uraaa.gif birthday.gif

მადლობა confetti.gif

Posted by: elli Nov 22 2018, 12:36 AM

გილოცავ კარგო და ძალიან საინტერესო გოგო rose-178.gif rose-178.gif gul.gif uraa.gif uraaa.gif

Posted by: ano Dec 3 2018, 08:28 PM

დღეს მძიმე დღე მქონდა

ერთი ტაროს არკანი თავისით მოვიდა ფიქრებით, ტაროში საერთოდ ვერ ვერკვევი, არასოდეს არ გამიშლია არ გაუშლიათ,

ძალიან მაინტერესენს რას უნდა ნიშნავდეს ტაროს 16 არკანი კოშკი

ინტერნეტში ასეთი განმარტება ვნახე:
16) კოშკი
უარის თქმა ყველაფერ მოძველებულზე, ახლის აგება და სიამაყის დამუშავება.
ეს ახალი გეგმები და მათი განხორციელებაა. როგორც კოშკს, ისე აგებ შენს რეალობას – ქვას ქვაზე ადებ. მთავარია მოთმინება და მცდელობა. უნდა გქონდეს მზა გეგმა, რომელსაც მიჰყვები — გარკვეული მოკლევადიანი მიზნები და ორიენტირები. ამ ეტაპზე ახალი თავისით არ მოდის, საჭიროა ძალისხმევა, აქტივობა. შედეგიც ამაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია ზედმეტმა სიამაყემ არ შეგიპყროს, სიამაყე და ამბიცია არც ისე ცუდია, ოღოდ ზომიერების დარღვევის გარეშე. უნდა იპოვნო ბალანსი ღირსების შეგრძნებასა და სიამაყეს შორის. ეს ნიშნავს — გაიგო შენი ღირსებები, მაგრამ არ დაიწყო მათი სხვებთან შედარება. შედარებები ყოველთვის მოიკოჭლებენ, ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათი შედარება დასაწყისშივე მცდარია. შედარება შეიძლება რომელიმე კონკრეტული პარამეტრის — ვინ უფრო სწრაფად დარბის, ვინ უფრო მაღლა ახტება … მაგრამ მთელი პიროვნების შედარება სხვა მისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ინდივიდთან, შეუძლებელია. არ არსებობენ უკეთესი და უარესი ადამიანები. არასწორი მიდგომაა თავი მიიჩნიო ვინმეზე უკეთესად ან უარესად. საკუთარი ღირებულების, უნიკალურობის შეგრძნება, მცდელობა თავად ააგო შემი ცხოვრება და დარჩე ღია სიახლეებისათვის — აი შენი ამოცანა დღეს

Posted by: tikoroma Dec 4 2018, 04:01 PM

შეკრებაზე გავაშლევინე და მე ამომივიდა
მორიდებით მითხრა ძირეული ცვლილებებიო
მეც ეგ მინდა-მეთქი ვაჯახე
ჰოდა მალევე გავიგე რომ ფეხმზიმედ ვარ
წლები არ მიჩნდებოდა და მერე ასე უცბად მობრძანდა ჩემი ბაია
არადა არ უყვართ ეგ არკანი
ძველის ნგრევაო და რაღაცეები. შიშით უყურებენ
მახსოვს გურულმა რუნებით მითხრა იგივე - ძირეული ცვლილებები
აი როგორ ვერ წარმოვიდგენდი ორსულობას არ იცით.
ამიტო შეიძლება ბევრი ახსნაც ჰქონდეს
და სულ სხვა რამეში გამოიხატოს რასაც არ ელი

Posted by: tikoroma Dec 4 2018, 04:01 PM

სიზმარივითაა
როცა ახდება მაშინ ხვდები, რომ აი თურმე რას ნიშნავდა ;დ

Posted by: ano Dec 4 2018, 05:05 PM

ციტატა(tikoroma @ Dec 4 2018, 05:01 PM) *
შეკრებაზე გავაშლევინე და მე ამომივიდა
ჰოდა მალევე გავიგე რომ ფეხმზიმედ ვარ
წლები არ მიჩნდებოდა და მერე ასე უცბად მობრძანდა ჩემი ბაია
არადა არ უყვართ ეგ არკანი

მახსოვს გურულმა რუნებით მითხრა იგივე - ძირეული ცვლილებები
აი როგორ ვერ წარმოვიდგენდი ორსულობას არ იცით.
ამიტო შეიძლება ბევრი ახსნაც ჰქონდეს
და სულ სხვა რამეში გამოიხატოს რასაც არ ელი


ძალიან პოზიტიურად აგხდენია საოცრება გყავს
JC_cupidgirl.gif

Posted by: tikoroma Dec 5 2018, 07:09 PM

დიდი მადლობა l_daisy.gif

Posted by: ano Jan 30 2019, 11:49 PM

ახლა ფეისბუკზე ვიღაცამ კითხვა დასვა როგორ შეგიყვარდათ წიგნის კითხვაო,
და გამახსენდა ბავშვობაში პირველი პატარა წიგნი რომლითაც დავიწყე, ცნობისმოყვარეობის გამო,
ქუჩაში თამაშის დროს ერთმა გოგომ დიდი სიამაყით რომ განაცხადა წიგნის კითხვაზე მეტი დიდი სიამოვნება არ არსებობსო, ჰოდა ეს ვინ ჩემი ფეხებია მეც უნდა წავიკითხო ერთი წიგნი მეთქი,
ასე შევყევი, ზაფხულობით მარანში ღვინის ბოცების გარემოცვაში გავშლიდი „ლეჟანკას“ წამოვწვებოდი და თითქმის მთელი დღე ვკითხულობდი.

Posted by: INVICTUS Jan 31 2019, 11:29 AM

QUOTE(*ANO* @ 30th January 2019 - 11:49 PM) *
ზაფხულობით მარანში ღვინის ბოცების გარემოცვაში გავშლიდი „ლეჟანკას“ წამოვწვებოდი და თითქმის მთელი დღე ვკითხულობდი.

ano
smile.gif


კაია....

Posted by: INVICTUS Jan 31 2019, 11:30 AM

ჩემი სოფელი გამახსენდა, მე ე.წ. კუხნაში წამოვწვებოდი და დიიიიდი, სქელი, ყდა შემოხეული ზღაპრების წიგნს ვკითხულობდი smile.gif, ყველა ზღაპარი წაკითხული მაქვს იმ წიგნის smile.gif

Posted by: ano Mar 9 2019, 03:59 PM

ზოგადად გადავიკითხე ვედები ადრე
იქ ნახსენებია ეპოქები, და ადრე ადამიანები იყვნენ გიგანტური ზომის ასევე დრო იყო სხვა ტემპით 10 ათას წლამდე ცხოვრობდნენ
შემდეგ კიდევ მოხდა რაღაც მოხდა ისევ სიმაღლის შემცირება 3 მეტრამდე და სიცოცხლის წლები შემცირდა ათას წლამდე
ახლა ვართ კალი იუგაში ვცხოვრობთ ასოც წლამდე
და კიდევ მოხდება ცვლილებები

და თუ ლოგიკურად მივყვებით ეს ამ ეპოქაში მოხდება ჩვენს თაობაში
ზუსტად ვერ ვიხსენებ ყველაფერს იქნება ოქროს ეპოქა
მერე ისევ დაცემა და ისევ შემცირდება ადამიანის სიმაღლე, ვიბრაცია, სიცოცხლის ხანგრძლივობა ანუ თითქმის ჯოჯოხეთი

მაგრამ ოქროს ეპოქაში ბევრი შეძლებს განთავისუფლებასო

რატომღაც გამახსენდა, ბუნდოვნად,

გურჯიევიც ამბობს რა სამწუხაროა ადამიანის სიცოცხლე საოცრად შემცირდა როგორც წყლის ერთი წვეთი

Posted by: ano Mar 9 2019, 04:02 PM

რაც გამახსებდება დავწერ და გიჟის ოთახს დაემსგავსება ალბათ
tongue.gif

Posted by: ano Mar 9 2019, 04:07 PM

რაღაც მიზიდავს კი მეტი ცოდნის დაგროვება როგორც პაზლის ნაწილები დავყრი და მერე ნელნელა ავაწყობ მთლიან სურათს
რა არის ცოდნა, როგორ გავფილტრო, და... როგორი თანმიმდევრობით ვიარო, ყველას მისი გზა აქ თუ გავყვე ფარას ვითომ თვინიერი

Posted by: INVICTUS Mar 11 2019, 05:10 PM

ano
https://www.youtube.com/watch?v=Wm3L_PJGMrE&t=309s

Posted by: INVICTUS Mar 11 2019, 05:11 PM

INVICTUS

QUOTE(*ANO* @ 9th March 2019 - 04:07 PM) *
ყველას მისი გზა აქ თუ გავყვე ფარას ვითომ თვინიერი


https://www.youtube.com/watch?v=FRXDN44OZtY

Posted by: ano Mar 19 2019, 02:06 AM

მადლობა არადა ეგ ვიდეო ნანახი მქონდა და ტვინი მაინც რაღაც მაქინაციებს მიწყობს

მოვისმენ რაღაცას ხო კაი ვიტყვი და მერე ისევ ძველებურად ვიქცევი

Posted by: ano Mar 19 2019, 02:12 AM

კიდე ერთი დიდი პრობლემა მაქვს და რა მეშველება
საშინლად ეჭვიანი ვარ, როგორ დავძლიო, როგორ ვიყო მშვიდად,
წელს ჩემი ეჭვიანობა პარანოიაში გადადის, სიზმრებს ვნახულობ და მერე მგონია რომ ეს სიზმარი სინამდვილეა,
ადამიანები რო მელაპარაკებიან არავისი არ მჯერა და სულ ტვინს ვიბურღავ ნეტა სინამდვილეში რას ფიქრობდა,
ტვინი ამიფეთქდება ამდენი ქვეტექსტების და ჟესტების ამოცნობაზე ფიქრით

Posted by: ano Mar 19 2019, 02:17 AM

არ ვიყავი ადრე დაკვირვებული და ახლა რაც აქამდე არ მიფიქრია ახლა მიწევს,
ადამიანური ურთიერთობები საკმაოდ რთულია,
ვინმე რომ როჟას კერავს და ტვინს ვიბურღავ ამას ვინ აწყენია ან რამე პრობლემა ხომ არ აქვს, ან მე ხო არ ვაწყენიე, და პირდაპირ ვერ ეუბნები,

Posted by: INVICTUS Mar 19 2019, 11:12 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 19th March 2019 - 02:06 AM) *
მოვისმენ რაღაცას ხო კაი ვიტყვი და მერე ისევ ძველებურად ვიქცევი

მარტო შენ არ ხარ ეგრე. smile.gif

სადჰგურუ(და ალბათ სხვებიც) მუდამ ამბობს რომ უნდა აპრაქტიკოთ, ნებისმიერ საქმეში ასე არაა? უნდა ავარჯიშო გონება თუ სხეული გარკვეული აზრები ან ქმედებები რომ გამოიმუშაო. სამწუხაროდ ერთხელ მოსმენით გვინდა შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ არ არის ასე smile.gif надо практиковать, надо практиковать და надо практиковать smile.gif


ეს ერთ-ერთი გამორჩეული ვიდეო და მინდა რომ კარგად შეიმეცნო, ვიცი რომ აქ იპოვი გასაღებს smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=bjxWXsfgeSc

Posted by: INVICTUS Mar 19 2019, 11:13 AM

ბერვჯერ მოუსმინე და გაანალიზე რასაც ამბობს და იქრობს და ვიცი რომ შენთვის საჭიროს მიიღებ.

Posted by: ano Mar 30 2019, 04:08 PM

როგორიც გინდა რომ იყო ისეთი უნდა იყოვო...

Posted by: ano Mar 30 2019, 04:15 PM


სიცოცხლით ბედნიერებით სიხარულით სავსე მინდა ვიყო

girl_witch.gif მინდა რო დავფრინავდე
l_sunny.gif მინდა მზესავით თბილი
Laie_23.gif

bigarmhug.gif

Posted by: INVICTUS Mar 31 2019, 06:54 PM

მანდ არის ძალიან მაგარი მომენტი, ამბობს შენ როგორიც გინდა რომ იყო, როგორც გინდა თავს რომ გრძნობდე - იყავი ისეთი, ამაში ხელს ვერავინ შეგიშლლის, გინდა ცუდ ხასიათზე იყავი და ჩამოუშვი ცხვირი გინდა გაცისკროვნებული smile.gif)) ამაში სხვა ვერ ჩაერევა, რა უფრო მნიშვნელოვანიაო თქვენი მოქმედება თუ თქვენი განწყობა, ხასიათი, რათქმაუნდა ეს უკანასკნელი, ჰოდა ვიყოთ ისეთ ხასიათზე როგოზეც გვინდა, ეს თუ სხვას ხელს ან ნერვებს უშლის მისი პრობლემაა, (ჩემი სიტყვებით გადმოვცემ smile.gif))) ზეპიარდ მახსოვს რასაც ამბობს ამ ვიდეოებში, იმოქმედე სიტუაციის შესაბამისადო (მახსენდება ასე ამბობს smile.gif)) ხოლო განწყობა ისეთი გქონდეს როგორიც მოგესურვებ, სხვას თუ სიამოვნებს რომ დამწუხრებულს გიყურებდეს, მაშინ აჩვენეთ მათ ასეთი სახეები, ხოო შინაგანად იყავით მუდამ კარგ განწყობაზე.

Posted by: ano Feb 21 2020, 08:23 PM

გუშინ ძილის წინ კასტანედას აუდიოწიგნს ვუსმენდი
ღამე უცნაური სიზმარი ვნახე
ადამიანები ძალიან დიდ ქვის შენობას აშენებდნენ თუ ძველს აღადგენენ და უფრო დიდს აკეთებდნენ ესენი იყვნენ მსოფლიოს მმართველები და მითხრეს დღეიდან მოქმედებას ვიწყებთ ღიად ჩვენ ვართ მსოფლიო მმართველები, ეს შენობა იქნება ჩვენი ოფიციალური მსოფლიო სამმართველო, მალე მოვა ჩვენი უფროსი რომელიც იქნება მსოფლიო ლიდერი ყველა ერის და ხალხის, ყველა გადაწყვეტილება მიიღება აქ, ისედაც ჩვენ ვმართავდით მსოფლიო მოვლენებს მაგრამ ამჯერად ყოველივე იქნება ოფიციალურად.

რო გავიღვიძე ისევ ამ სიზმარზე ვფიქრობდი ეს არ იყო უბრალო სიზმარი, იქნებ ესეთი რამ მართლა იგეგმება? ნეტავ ვინები იყვნენ, ალბათ მასონები? ამათ ხალხისთვის რა სარგებელი აქვთ ნეტა?

ეს რა სიზმარი იყო ახლა ნეტავ მე რა უნდა გავაკეთო?

შენობა იყო დიდი გიგანტური ქვის, თითქოს ბაბილონის გოდოლის აშენებდნენ

Posted by: earth Feb 21 2020, 10:53 PM

ano
მაგარი სიზმარი გინახია ანო...
ეს სიზმარი რომ წავიკითხე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მომივიდა.
პირველი ის ვთქვი, რომ კარგი სიზმარია, რადგან მსოფლიოს ნამდვილი მმართველი ქრისტეა, ან როგორც გინდათ უწოდეთ სხვა სახელი.
ე.ი. დადგა დრო იმმართველოს გახსნილად. სახარებაშიც ასე წერია, რომ მისი მოსვლა არ იქნება ისე, როგორც იყო პირველად. ამ მოსვლით დავინახავთ ყველა.

მეორე საწინააღმდეგო აზრი მომივიდა მერე. იქნებ ეს სიზმარი მართლაც უარყოფითს მოასწავებს და მოასწავებს კიდევ უფრო დიდ ბოროტებას რომელიც ჩვენ გველის.


ახლა იმას გეტყვი, რომ ამ სიზმარს შენ ახსნი ყველაზე კარგად. რა იყო რომ მოისმინე ძილის წინ და რაზე იყო საუბარი, რომ მიხვდე როგორ მიიღო ქვეცნობიერმა.
მეორე საკითხი ისაა, გაიხსენე შენი გრძნობა, რომ გაიღვიძე რა გრძნობა გქონდა. ერთადერთი რაც ყველაზე უტყუარი წინასწარმეტყველია შენთვის ეს შენი გრძნობაა.
ამიტომაც არის ძალა, რომელიც ჩვენშია და ჩვენ შეგვიძლია სიზმრიდან გამოტანილი უარყოფითი გრძნობა დადებითად შევცვალოთ და ამით არ მივცეთ უარყოფითს ენერგია.

Posted by: ano Feb 22 2020, 02:00 AM

კასტანედას Безмолвное знание აუდიო წიგნს ვუსმენდი, ვიფიქრე ალბათ ამან იმოქმედა ეს უცნაური სიზმარი რო ვნახე

ის სასახლე თუ ტაძარი რასაც აშენებდნენ გამოთლილი ქვებისგან იყო ძალიან დიდი
აშენებდნენ იქ სადაც ადრე ის იყო და ხდება მისი აღდგენა და ის იყო უფრო დიდი ვიდრე მანამდე,
შესასვლელ კარიბჭესთან ვიდექით და მითხრეს რასაც აპირებდნენ,
ამ სასახლეში მოვა და იმეფებს მთელს მსოფლიოზე, ის იქნება ერთპიროვნული ლიდერი.

აი ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი არ ვიცი, გრძნობით პლანზეც კი ვერ გამოვიტანე აზრი

Posted by: earth Feb 22 2020, 06:57 AM

არ მომისმენია კასტადენას ეგ წიგნი და არც წამიკითხავს, არვიცი რაზეა, რომ დასკვნა გამოვიტანო.

ano

QUOTE(*ANO* @ 22nd February 2020 - 03:00 AM) *
აი ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი არ ვიცი, გრძნობით პლანზეც კი ვერ გამოვიტანე აზრი

ე.ი. შენს ხელშია მისი დაპროგრამება. ე.ი. შენ შეგიძლია მისცე ენერგია, რომ კარგია და კარგი იქნება. ირწმუნე და იქნება.
ძალიან დიდი რწმენის ძალაა თვითეულ ჩვენგანში, მართლაც შეგვიძლია ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია.

არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან –„მე არაფერი შემიძლია“, მართლაც მათ არ შეუძლიათ, რადგან ასე სწამთ, ასე წარმოიდგინეს,–ისინი მართლები არიან.

მე კი გეტყვი, რომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია. თვითეული ჩვენგანში რა დონეზე გაზრდის რწმენას იმდენი შეუძლია. ზღვარი არ არსებობს. ვისაც სწამს, რომ „შეუძლია“, ისიც მართალია.

Posted by: ano Feb 28 2020, 12:58 PM

კარგი რჩევაა მაგრამ ამჟამად ძალას ვერ ვგრძნობ რომ ამ ინფორმაციას მიმართულება მივცე, ვერ დავაპროგრამებ
გლობალური მოვლენაა.



Posted by: earth Feb 29 2020, 09:25 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 28th February 2020 - 01:58 PM) *
ამჟამად ძალას ვერ ვგრძნობ რომ ამ ინფორმაციას მიმართულება მივცე, ვერ დავაპროგრამებ
გლობალური მოვლენაა.

ძალა რომ არ გქონდეს, არ დაგესიზმრებოდა.
ჩვენ შეგვიძლია ხშირად იმაზე მეტი ვიდრე გვგონია.

Posted by: td......... Mar 3 2020, 04:05 PM

ano
სოლომონის ტაძრის აღდგენაზე მიდის მსჯელობა. ეს იქნება მესამე ტაძარი და ბევრი გადმოცემით აპოკალიფსიც დადგება როდესაც მას აღადგენენ. ებრაელებს სწამთ, რომ ტაძარი აშენდება და მოვა მაშიახი, ქრისტიანები თვლიან, რომ ეს მოვლენა ანტიქრისტეს მოსვლის მომასწავლებელი იქნება. ასეა თუ ისე, ტაძარი აღდგება და აუცილებლად მოხდება რაღაც გარდამტეხი კაცობრიობის ისტორიაში.

Posted by: earth Mar 3 2020, 04:42 PM

td.........

QUOTE(td......... @ 3rd March 2020 - 05:05 PM) *
სოლომონის ტაძრის აღდგენაზე მიდის მსჯელობა.

ვა, თუ ეს ასეა, მაგრად ახდა ანოს სიზმარი.

Posted by: td......... Mar 4 2020, 11:50 PM

ტაძრის აღდგენაზე დიფი ხანია მიდის მსჯელობა

Posted by: ano Mar 22 2020, 01:28 PM

ის სიზმარი რო ვნახე ახალი მსოფლიო მმართველი მოყავთ
მგონია რომ ეს მასონების იდეაა ახალი მსოფლიო წესრიგი
გლობალიზაცია, მსოფლიოს გაერთიანება,
და როგორ შეიძლება მთელი მსოფლიოს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება? ვირუსი რომელმაც ფაქტიურად ყველა სხვა პრობლემა დაგვავიწყა, ყველგან მსოფლიო მმართველები იღებენ ერთი და იგივე გადაწყვიტილებებს პრევენციის მიზნით. მერე ნელნელა ყველა გაიკეთებს აცრებს ისევე როგორც ჩუტყვავილას, წითელას ან სხვა აცრებს, მერე ისევე როგორც შვედეთი ყველა ჩაიცვამს ჩიპების,

ზოგჯერ ვფიქრობ რა პრობლემაა, ძალიანაც კარგი თუ მსოფლიო გაერთიანდა,

მე იმას ვერ ვხვდები ღმერთს რატომ არ მოეწონა ბაბილონის გოდოლი და რატომ აურია ხალხს ენა,

თუ მსოფლიო გაერთიანდა ომები აღარ იქნება, იქნება ერთიანი კონტროლი, მაგრამ, საკითხავი ისაა ვინ იქნება ის და რამდენად სასიკეთო იქნება ხალხისთვის,

შესაძლოა დიდი ტოტალური კონტროლი, შესაძლოა შობადობაც კი გააკონტროლონ, ყველაფერი ციფრული გახდება, და რა როლი ექნება სულიერებას, ადამიანის შესაძლებლობები რა მიმართულებით განვითარდება?
ჩვენი ადამიანების ნება, სურვილი და ოცნება რა არის? მივცეთ გლობალისტებს ჩვენი ბედის მართვის უფლება? ვენდობით?

Posted by: earth Mar 22 2020, 08:16 PM

ვაუ... ახლა კიდევ წავიკითხე შენი სიზმარი, რა ვთქვა... შენი სიზმარი ახდა. ახლა ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე კანონს იღებენ. არცერთი ქვეყანა არ აკეთებს რაიმე სხვაობას, ყველგან ზუსტად იგივე კანონებია.


Posted by: tikoroma Mar 23 2020, 02:11 AM

ano
ხო გეთანხმები
რატომ არა?
მაგრამ რაც ვიცით ძვ ისტორიიდან, არაა ხოლმე ამ სხვადასხვა სოციალურ წყობებში სამართლიანობა და თანაფარდობა
ახლა ვინც პროცესებს შევესწრებით გაგვიჭირდება
ახალი თაობები შეგუებული დაიბადება და ასე ჩვეულებრივად

Posted by: ano Mar 24 2020, 02:22 PM

რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვართ დღევანდელი საზოგადოება,
ამ ყველაფრის ფონზე რისი გაკეთება შემიძლია? ალბათ ის რომ მინიმუმ შინაგან ხმას მოვუსმინო

ამიტომ აქამდე დაშვებული უამრავი შეცდომიდან გამომდინარე ჩემს თავს, მოვუწოდებ მოუსმინოს ჩემს უმაღლეს მეს, ისწავლოს მოსმენა, ჩემს სხეულს მოვუწოდებ შეწყვიტოს თვითნებური ეგოისტური ქმედებები,
ჩემი ქმედებების, ჩემი ბედის მართვის პროცესებში ვთხოვ უმაღლეს მეს ჩაერთოს აქტიურად,

ყველა ჩემი ფიქრის, ქმედების, განზრახვის საზომ საწონი იყოს სიყვარული,
ვენდობი ამ გრძნობის სამართლიანობას

Posted by: ano Mar 28 2020, 07:42 PM

დღეს ფეისბუკზე მაია ზურაბიშვილმა დადო ეს ინფორმაცია, ეს ტაძარი მესიზმრა. შესასვლელი კარიბჭე ამას ჰგავდა ასე დიდი სწორი ბოძებით, ზედმეტი ჩუქურთმების გარეშე სწორხაზოვანი, ფერითაც ამას ჰგავდა

https://radikal.ru


ზორობაბელი, ბიბლიური წინასწარმეტყველი, ტამპლიერები მისგან იღებდენენ სათავეს. მისი სახელი ტაძრის მშენებლობას უკავშირდება, ხოლო ტემპელ-იც ტაძარს ნიშნავს. (იყვნენ როგორც ნათლის, ისე ბნელის მსახური ტამპლიერები, ბევრი ყველა ერთ ტაფაში რომ ხრაკავს, ასე არაა, მართლაც შეწვეს ურჯულო მღვდელმთავრებმა ჟაკ დე მოლე, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ მერე კათოლიკურმა ეკლესიამ გაამართლა ტამპლიერები).
ზორობაბელი, სხვანაირად ზერუ და ბაბილი, ანუ ბაბილონის გოდოლის მსგავსი ნაგებობა, რომელიც ზერუსფერ, ანუ ლაჟვარდისფერს ასხივებდა. გაეცანით შუმერულ გადმოცემებს, სადაც ლაჟვარდისფერი ძალიან ბევრჯერაა მოხსენიებული, ხოლო გოდლებს სხივებით გამოსახავდნენ
არის მოსაზრება რომ ზორობაბელი და შეშბაცარ ერთიდა იგივე პიროვნებაა. (აქედანაა ქართული სიტყვა შუშბარა? 🙂 )
ზორობაბელი ითვლება შესაქმის მეექვსე დღის წინასწარმეტყველად, ის გამოიყვანს ადამიანებს თანამედროვე "ბაბილონის" ტყვეობიდან. (ეს რომ მშვენიბრად უწყიან მასონებმა, იმით შეიძლება მივხვდეთ, რომ ფილმებს იღებენ, სადაც გმირს და მხსნელს ზოროს არქმევენ).... აქ დასტურდება რომ ქრისტიანობამდე მშვენივრად იცოდნენ რეინკარნაციის შესახებ..და შეშბაცარ ბაბილონური სახელია მისი, არაა გამორიცხული რომ ინკარნაციაა. ასევე, მას თვლიან იესო ქრისტეს ერთერთ წინაპრად.
რაც შეეხება ტაძარს, ის იგებოდა ასტროლოგიის და სტიქიების გათვალისწინებით. და ეხლანდელი ტაძრის მშენებლები მოკლებული არიან ამ ცოდნას. შესაბამისად, მადლს.
Мнения о значении Храма
«Двенадцать находившихся там хлебов соответствуют двенадцати месяцам; семь лампад [светильника] — солнцу, луне и пяти [известным тогда] планетам [Меркурий, Венера, Марс, Юпитер и Сатурн]; а четыре рода материалов, из которых была соткана завеса, — четырём стихиям [земля, море, воздух и огонь].»
— Иосиф Флавий, «Иудейские древности» III, 7:7
«Храм, прообраз мироздания, назван „вратами небес“, ибо Божественный свет исходит из высшего мира в нижний и наполняет Храм, а из Храма распространяется по всей земле, и каждый элемент мира получает предназначенный ему свет из соответствующей детали Храма.»
— р. Йешая Галеви Горовиц (XVI в.), «Шней лухот а-Брит»
და კიდევ, მაშინდელი იუდეველები რომ ეხლანდელი ებრაელები არ არიან და სინამდვილეში ჩვენი წინაპრები არიან, ამაზე გთხოვთ მე ნუ მალაპარაკებთ, უფრო კომპეტენტურმა ისაუბროს.

აი ასე აღწერს, უცნაური ისაა რომ მე ამ ინფორმაციას არ ვფლობდი მანამდე


Posted by: tikoroma Apr 3 2020, 05:25 PM

ეს კაი ტექსტია
ტაძრებს რომ გამოსახავდნენ
ზ. კინაძე უწდებს რქებს
არა და სხივებია
რათ უნდოდა ამდენი ფიქრი

Posted by: tty_ Apr 4 2020, 11:25 AM

ano wub.gif wub.gif wub.gif

Posted by: earth May 5 2020, 10:38 PM

QUOTE(ano @ Mar 30 2019, 05:15 PM) *
სიცოცხლით ბედნიერებით სიხარულით სავსე მინდა ვიყო

girl_witch.gif მინდა რო დავფრინავდე
l_sunny.gif მინდა მზესავით თბილი
Laie_23.gif

bigarmhug.gif



gul.gif l_daisy.gif bigarmhug.gif
სიყვარულს გიგზავნი საყვარელო გოგო, ამინ აგისრულდეს ეს ლამაზი ფიქრები. wub.gif

Posted by: ano May 5 2020, 11:07 PM

ციტატა(earth @ May 5 2020, 11:38 PM) *
gul.gif l_daisy.gif bigarmhug.gif
სიყვარულს გიგზავნი საყვარელო გოგო, ამინ აგისრულდეს ეს ლამაზი ფიქრები. wub.gif


მადლობა bigarmhug.gif
გაიხარე

Posted by: ano May 6 2020, 10:54 PM

ვინ ვარ? ტვინში ნამდვილი ომი მაქვს,
რა იყო ის სიზმარი რატომ არის იუდევლებისათვის ის ტაძარი ასეთი მნიშვნელოვანი? მე რატო მესიზმრა?

შესაძლოა ის იყოს პლატას მნიშვნელოვანი ნაწილი, საკრალური მნიშვნელობის? რომ გაუშვას სხვა მოვლენები?

მაგრამ ვერანაირი ლოგიკით ვერ ვალაგებ

Posted by: elli May 6 2020, 11:27 PM

ano
ახლა წავაწყდი და გამახსენდა შენი სიზმარი
https://m.facebook.com/dedakalaki/photos/a.1586500358061086/3093409180703522/?type=3&source=57&__tn__=EH-R

Posted by: ano May 7 2020, 01:06 AM

ვაა ძალიან საინტერესოა წავიკითხე, ესეიგი ამათ მეჩეთის დანგრევა უნდათ და იქ ტაძრის აშენება, ესეიგი ესეც ორი სხვადასხვა გუნდია. ებრაელებს სხვა ღმერთი ყავთ, მუსულმანებს სხვა, ქრისტიანებს სხვა
აპა ღმერთების ომი იქნება
rolleyes.gif


Posted by: elli May 7 2020, 01:24 AM

ano
იცი რა მგონია, ეგ ომი დიდი ხანია მიდის, სადრაც კიდეც წამიკითხავს, ეგ ომი ცაში უკვე კაი ხანია მიმდინარეობსო
რომ დაფიქრდე ჩვენი რელიგია წინასწარმეტყველებების ასრულებაზეა დაფუძნებული. ანუ დაწერილი იყო იესოს დაბადება და ზუსტად ისე ასრულდა, მერე თქვა მე ერთი თქვენგანი გამცემსო და გასცა იუდამ. და ხომ იცოდა რატომ არ შეაჩერა? კი ვიცი როგორც ხსნიან ამას, თავისუფალი ნებით და ასე შედეგ... მაგრამ სად იყო ამ დროს სიყვარული, შედეგიც ხომ იცოდა, ანუ იუდას ბოლოც...
ახლაც ასეა, სახარება ამბობს, ეპისტოლეებიც, იოანეს გამოცხადება ხომ ამბობს და ამბობს, რომ მოვა ცეცხლითა და მახვილითო... მოვა და ისევ იხსნისო მართლებსო, მართლებს გადაარჩნსო. რა იქნება ეს გადარჩენა, იმ ავაზაკივით მარჯვენივ დაისვამს ამ გადარჩენილებს, თუ აქ დედამიწაზე მისცემს ცხოვრების საშუალებას. ან თუ მოვა რა სახით მოვა, ვინ მოვა ქრისტე თუ იესო?
ისე, იოანე საბანისძე ამბობს ,,აბოს წამებაში" და არა მარტო ის, რომ ბოლო ჟამის მორწმუნენი ვართო. ყველა საუკუნის გასაყარზე ელოდებოდნენ.

Posted by: ano May 7 2020, 11:19 AM

გუშინ გამოვიდა ახალი ჩენელინგი იუთუბზე იქაც მაგი თქვა რომ ბრძოლა უკვე მიმდინარეობს ასტრალურ პლანზეო,
შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დედამიწიდან გადაყვანილ იქნას მარსზე და კიდევ ორი პლანეტა თქვა, აქ ვინ დარჩება არ ვიცი, და ვინც აქ დარჩება რა ბედი ეწევა არც ის ვიცი,
იმ ვიდეოს მერე გადავთარგმნი,
მანამდე ჩარევა არ უნდოდათ მაგრამ როგორც მივხვდი ადამიანთა იმ ძრავის გამო ვინც გადაწყვიტა ვაქცინაცია და ადამიანების გენოციდი ეს მათ შესაჩერებლად და ასე ჩაერდვიად მხოლოდ თუ სხვა გზა არ იქნა, ისე კი ჩვენს საქმეში ჩარევის უფლება არ აქვთ,

Posted by: ano May 7 2020, 11:20 AM

ვახ ეს ტელეფონი რა თავის ჭკუაზე წერს

Posted by: elli May 7 2020, 12:33 PM

ano

ციტატა(*ANO* @ 7th May 2020 - 11:20 AM) *
ბევრი ადამიანი დედამიწიდან გადაყვანილ იქნას მარსზე

ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად, გაყვანილი როგორ? როგორც ადამიანი, სულით და ხორცით?

Posted by: earth May 7 2020, 08:15 PM

შტაინერს უწერია,–ყველა ერთდროულად დაინახავსო. მთელი დედამიწის მოსახლეობა ერთდროულად დაინახავს.
ეს იქნება რაღაც დიადი, ძალიან ძლიერი და ძალიან ლამაზი.
შტაინერი როგორც წარსულ ისე მომავალ ცხოვრებებს გადმოსცემდა.
როცა აკაშა ქრონიკიდან წავიკითხე, იქ გადმოცემული წარსული ბევრი რამ რაღაცნაირად ვირწმუნე, ხოდა მჯერა, რომ ქრისტეზე რაც დაწერა, მართალია.

Posted by: earth May 7 2020, 08:17 PM

ეჰ შტაინერის თავიდან წაკითხვის დრო დამიდგა, რადგან ეს ყველაფერი თითქმის 30 წლის წინ წავიკითხე და ბევრი დამავიწყდა, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე არ მცალია.

Posted by: ano May 7 2020, 09:46 PM

სამწუხაროდ შტაინერი არ წამიკითხავს,
კი წაკითხულმა დავიწყება იცის, ის კი არა ჩემი დაწერილებიც არ მახსოვს აქ რომ ვკითხულობ მერე მიკვირს, მგონი მართლა ტვინების გვირეცხავენ

Posted by: ano May 8 2020, 12:54 AM

ციტატა(elli @ May 7 2020, 01:33 PM) *
ano

ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად, გაყვანილი როგორ? როგორც ადამიანი, სულით და ხორცით?

აშტარ შეტანის თემაში დავდე ახლა ვთარგმნე, ის პროცესები რაც მიმდინარეობს, ბრძოლა მიმდინარეობს ასტრალურ პლანზე, რადგან დრაკონიელებმა გამოი6ენეს სხივური იარაღი ასე ხსნიან თვითონ გადაწყვიტეს ადამიანების სხვადასხვა პლანეტებზე გადაყვანა, დნმ ით დაადგენენ ვინ რომელ კატეგორიას და კასტას ეკუთვნის იმის მიხედვით,
გადაყვანას როგორ მოახდენენ მეხსიერება შენარჩუნებული იქნება თუ არა არ ვიცი ამ თემაზე არ დაკონკრეტებულან,

სხვა ინფორმაციებიდან ვიცი რომ არსებობს სხვადასხვა პლანეტები რომლებიც იმყოფებიან განვითარების სხვადასხვა სტადიაზე და რაც უფრო ვითარდება მით უფრო ბალანსირება პოზიტიური და უარყოფითი ენერგიების, ევოლუციის პროცესში იკლებს ნეგატივი არსებები ვითარდებიან და არ ვარდებიან უკიდურესობებში. ჩვენი პლანეტა იმყოფება დაბალ განვითარებად საფეხურზე, ბალანსი 80%შავი ენერგია 20% თეთრი ენერგია,
მაღალგანვითარებული პლანეტებზე კი ეს ბალანსი პირიქითაა

Posted by: ano May 9 2020, 12:14 AM

მივხვდი როგორაც უნდა გავიდე მატრიციდან, ამის პასუხიც მოვიდა სიზმარში, და ეს ისეთი მარტივია და რომ დაწერო და ახსნა როგორ გაუფასურდება,
ისე ქრები თითქოს როგორც სინათლის ბუშტი გასკდა და ვსო აღარ ხარ.
და ხარ საოცრად ბედნიერი რომ დაამარცხე საკუთარი ეგო რომელმაც უამრავ კარმულ ხლართებში გაგხვია და როგორც დიდ ლაბირინთში დაბორიალობ რომ იპოვო გამოსავალი ამ რეალობაში
სიზმარში კი როგორ მარტივია უცებ ხვდები მინიშნებას
მაგრამ იღვიძებ და ხვდები რამდენ შარში გაქ თავი გაყოფილი რომ ასე გავაკეთო ამას რა მოყვება და წავიდა მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი.
გამოსავალი არის უსაზღვრო უანგარო სიყვარული და თავგანწირვა სხვების გასბედნიერებლად, მაგრამ თუ არ ხარ სიყვარულის მდგომარეობაში ისევ ნებისმიერ ქმედებას ახლავს ახალი მიზეზშედეგობრიობა და არ მთავრდება, ერთს ახარებს სხვას ამწუხრებ და ბალანსი ირღვევა

Posted by: earth May 9 2020, 07:17 AM

ანო, იმედია ვერ გავიგე, რადგან ეს თვითმკვლელობას მაგონებს. თუ ვერ გავიგე გთხოვ მაპატიო ეს პოსტი.

ერთ რამეს ვიტყვი კიდევ, სიკვდდილი საშიში არაა, მაგრამ თვითმკვლელობა დიდი შეცდომაა!!! ჩვენი სული ელოდება დაბადებას, რადგან უნდა გაიაროს განვითარება დედამიწაზე, უნდა გაიზარდოს, ის გეგმავს ახალ ცხოვრებას და იბადება. იბადება შეიძლება დიდი რისკით, რადგან დაბადებისთანავე გვავიწყდება ვინ ვართ. შეიძლება რომელიმე ინკარნაცია ისე მოგვიწიოს, რომ ძალიან გაგვიჭირდეს თუნდაც მცირე ნაბიჯის გადადგმა. წარმოიდგინე სული რომელიც თავს იკლავს მაგალითად ინგლისში, სადაც ყველა საშუალება აქვს განვითარდეს და რადგან თავისი ვერ გააკეთა, ისევ უნდა დაიბადოს, წარმოიდგინეთ აფრიკაში დაბადება, რამდენი ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს არა თუ განვითარებას სულიერად, არამედ რა საშინელია მათი ცხოვრება. ჯოჯოხეთი, ნამდვილი ჯოჯოხეთი... როგორ განვითარდება სულიერად ადამიანი, რომელსაც არც ხელი მიუწვდება რამე ინფორმაციაზე და ყველაზე ელემენტარულზე, საკვებზე, წყალზე... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ მილიონობით ადამიანებზე უკეთესია ჩვენი მდგომარეობა. თვითმკვლელის სული ვერ იპოვის შვებას და ისევ უკან დაბრუნდება დედამიწაზე.

კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიო ასე დაწერილი პოსტი, თუ ვერ გავიგე. სიმართლეს ვიტყვი, რომ ხშირად ბევრი რამ ქართულად დაწერილი უკვე აღარ მესმის, ხშირად მიწევს გუგლის ძებნა, რომ გავიგო ქართული ზოგიერთი გამოთქმა, დიდი ხანია არ ვყოფილვარ საქართველოში, აზროვნებაც უკვე არა მაქვს ქართული. სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ქართულად აზროვნება ამ ფორუმზე მიწევს, ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ მას ვარ მიწებებული. კი აქაც მიხდება ქართულად ლაპარაკი ახლობლებთან, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს.

გიგზავნი დიდ სიყვარულს და ჩახუტებას. gul.gif bigarmhug.gif kiss1.gif

Posted by: ano May 9 2020, 10:39 AM

რა თქმა უნდა ერთი წამითაც არა თვითმკვლელობა ერთი წამითაც არ მიფიქრია, აქ თავს მოიკლავ წახვალ განსაწმენდრლში და მერე ისევ რამდენჯერ დაიბადები უარესი კარმით,

მე ზემოთ მატრიციდან გასვლაზე მაქვს საუბარი, როდესაც სწავლობ სიყვარულს სწავლობ რა არის საუკეთესო გზა, ისე რომ ოქროს შუალედი დაიცვა და არ დააგროვოს კარმული კვანძები,
გამოსავალი არის არა მომხმარებლებს არამედ გაცემა, არა საკუთარ გამორჩენაზე გათვლილი ქმედებები არამედ სხვებზე დახმარება, გაცემა და სიყვარული, რომ გახვიდე ერთიდაიგივე წრეზე ბრუნვიდან
რომ გაიგო რას ვამბობ უყურე ფილმს "ზაზუნას დღე"

Posted by: ano May 9 2020, 11:10 AM

ზედა პოსტი რთული ენით დავწერე მაგიტო ვერ მიხვდი რას ვგულისხმობდი

აი ეს ფილმი ზაზუნას დღე, ისედაც იცით ბევრმა ალბათ მაგრამ ამ ფილმში ძალიან დიდი აზრი დევს და ჩემი აზრით ძალიან გავს ჩვენ ყოველ ახალ შანსს ცხოვრებაში რომ მივხვდეთ რა არის გამოსავალი

https://www.adjaranet.com/movies/633/Groundhog-Day?lang=GEO&quality=SD

Posted by: ano May 9 2020, 11:21 AM


აქ რუსულადაა ეს ფილმი რაზეც ვსაუბრობ

Posted by: earth May 9 2020, 04:48 PM

ano
მიხარია, ძალიან მიყვარხარ wub.gif
ფილმს ვნახავ როცა მოვიცლი, კარანტინა დამიმთავრდა და აღარ მცარია laugh.gif

Posted by: ano May 10 2020, 12:12 PM

ფილმი ზაზუნას დღე

https://movie.ge/movie/MTM3

ჩემებურად ავხსნი ამ ფილმს
მთავარ პერსონაჟს აგზავნიან რეპორტაჟის გასაკეთებლად, მაგრამ მას ეს დავალება არ მოსწონს რადგან გაცილებით დიდი ამბიციები აქვს ის ფიქრობს რომ უკეთეს სამუშაოს იმსახურებს ანუ არის უკმაყოფილო თავისი ცხოვრების და სამუშაოში, ყველას და ყველაფერს უგულოდ ეპყრობა, ზერელედ ასრულებს დავალებას
ასე თუ ისე გადააგორა ეს რუტინული დღე, დილას იღვიძებს და ისევ იგივე მეორდება იგივე სიტუაციები კალენდარში იგივე დღეა, და ასე მეორდება ყოველ დღე იღვიძებს და ისევ იგივე დღეა, გაიჭედა,
რას არ იღონებს ათას სისულელეს აკეთებს იცის რომ ისევ იგივე გამეორდება და მაინც არავის არაფერი ემახსოვრება,
მერე გადაწყვიტავს კარგი საქმეები აკეთოს ძველი შეცდომები გამოასწოროს, ვისაც ადრე აწყენია იმათ კარგად მოექცეს, ყველა გაჭირვებულს დაეხმაროს, და როდესაც ის "ყველა დავალებას" კეთილი გულით გააკეთებს დეჟავუ სრულდება და იწყება ახალი დღე, ის ისევ იქ იმყოფება სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა ოღონდ ამჯერად ის სამყაროს სხვა თვალით უყურებს, კმაყოფილი და ბედნიერია იმის რაც აქვს.

ჩემთვის ეს ფილმი ასოცირდება რეალობასთან და პარალელებს
ვხედავ ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებთან რომელსაც ის გვიწყობს რომ მოვაგვაროთ როგორც მორიგი გაკვეთილი, და სანამ მოცემულ სირთულეს არ მოვაგვარებთ სხვადასხვა ხერხებით ისევ შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში სანამ არ მიგვახვედრებს რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და თუნდაც მტკივნეული მეთოდებით გვაიძულებს შევხედოთ რეალობას და ან გამოვსწორდეთ ან გავაგრძელოთ ზაზუნებივით წრეზე სირბილი

Posted by: earth May 10 2020, 05:29 PM

მართლა კარგი და საინტერესო ფილმი ჩანს...

Posted by: ano May 18 2020, 02:28 PM

თურქეთში ვარ, სამი წლის წინ დაიწყო ძლიერი ინფლაცია და პროდუქტებზე ფასების ხელოვნური ზრდა,
ანუ 4 წლის წინ კარტოფილი და ხახვი ღირდა ყოველთვის 1 ლირა, ყველაზე იაფი პროდუქტი, ხოლო 2018 დაიწყეს ფასის ხელოვნური ზრდა, საწყობში ჩაკეტეს პროდუქტები და გახადეს დეფიციტური რამაც გამოიწვია ფასების ზრდა კარტოფილი და ხახვი გახდა 6_8 ლირა კილო ხარისხის მიხედვით, ხოლო საწყობში დაწყობილი პროდუქტები დალპა და გადაყარეს, ასე გრძელდება დღემდე.
მიწაზეუშაობის ხალისს უკარგავენ ხალხს, წელს მაგალითად ლიმონზე ხდება იგივე, ჩაკეტეს საწყობებში გლეხებისგან ყიდულობენ 2 პირად მარკეტებში ყიდიან 15 ლირად.
ახლა ხალხმა ცოტა გააპროტესტა და ერდოღანმა ნება დართო საწყობების გახსნის.
იმის თქმა მინდა რომ თუ ხმას არ ამოივიღებთ უარესები მოხდება, ესენი უბრალო პარაზიტები არიან.
და მთელ მსოფლიოს პარაზიტები მართავენ

Posted by: earth May 18 2020, 07:06 PM

გლეხი იჩაგრება, მთელი მოგება გადამყიდველებს რჩებათ. მეც შირად მიფიქრია, რატომ არ ფასდება გლეხის ნაშრომი?
ახლა ევროპის მრავალ ქვეყანაში ისე ამზადებენ ბოსტნეულს, არვიცი თუ იჭმევა, მაგალითად ბელგიის პამიდორი შემოაქვს საბერძნეთში, საშინელებაა... როგორც ვიცი პაწია ქოთნებში აქვს ეს პამიდვრები, და რწყავენ ორგანული სასუქებით, თითქმის უმიწოდ. არ იჭმევა...

Posted by: ano May 26 2020, 03:40 PM

რაც კასტანედას აუდიოწიგნების მოსმენა დავიწყე, მის მერე რამოდენიმე უცნაური სიზმარი ვნახე ისე რომ რამე პრაქტიკებს არ ვაკეთებ.
ეს სიზმარი რამდენიმე 2_3 წინ ვნახე, ვითარება ასახავდა 1993_94 წლებს დაახლოებით. მე მაშინ ვიყავი 7 ალბათ წლის.
ვხედავ ზემოდან ეშვება შავი კვამლივით რაღაც რასაც აქვს საკუთარი ცნობიერება, ამას ვხედავ მხოლოდ მე ვცდილობ ყველას ვუთხრა რომ გაიქცნენ რომ ამ შავმა კვამლმა არ მოიცვას რადგან ის მათ გონებას წაართმევს, თან ვცდილობ მეც გავიქცე, მერე ვხვდები რომ ვერსად ვერ გავიქცევი და ვერც ვერავინ ვერსად გაექცევა ამ ყოვლისმომცველ შავ კვამლს, ვხედავ როგორ იპყრობს ადამიანებს და მათ გონებას სრულიად იმორჩილებს, მე საკუთარ თავს ვეუბნები ერთადერთი რაც გადაარჩენს არის ის რომ ვიყო ფხიზლად არ დავკარგო გონება და მე დავრჩე მე, სხვების გონზე მოყვანას ვცდილობ რომ გამოვაფხიზლო მაგრამ ვხედავ რომ უკვე შეპყრობილი ვით არიან, განცდა მაქვს რომ აღარ ერთი მეგობარ იაღარ დამრჩა. და სანამ ეს შავი კვამლის ყველა მის მონად იქნება.
რომ გავიღვიძე კი მივხვდი რომ ეს კასტანედას გავლენით იყო, მაგრამ ყველაფერი ისე ცხადად და ემოციურად ვიხილე რომ აქაც მომინდა რომ დამეწერა.

Posted by: td......... May 26 2020, 09:46 PM

ano
შენი არაცნობიერი გესაუბრება

Posted by: ano May 27 2020, 01:45 PM

კი შესაძლოა,
ისიც შესაძლოა რომ მე იმ ასაკში მსგავსი რამ მართლაც ვიხილე და ახლა ქვეცნობიერმა გამახსენა.
ოხ ეს ბნელი 90 იანები

Posted by: td......... May 27 2020, 04:05 PM

ano
არაცნობიერი და ქვეცნობიერი სხვადასხვა ინფოს გვაძლევენ. ქვეცნობიერი მთლიანი მატრიცის ინფოს გვაწვდის ან მის საფუძველზე გვიბიძგებს ამა თუიმ მოქმედებისკენ, განსაზღვრავს არსებული სცენარის განვითარებას. არაცნობიერი პირადად შენი სულის მატრიცის ინფოს ფლობს და პირადი სცენარის სწორი განვითარებისთვის გვაწვდის ინფოს, მაგრამ , როგორც წესი, არაცნობიერს საერთოდ არ ვუსმენთ... ის ჩვენი შიშების და დაგროვილი ზედმეტი ბარგის გადამუშავებაში გვეხმარება,იმ ბაგაჟის გადახარისხება, გადამუშავებას- რაც რეალურად ჩვენი განვითარების შეფერხებას იწვევს...

Posted by: ano May 27 2020, 10:14 PM

აა გასაგებია კი შესაძლოა ჩემი პირადი იყოს და სხვას არ ეხებოდეს.
მაგრამ თუკი არსებობს მსგავსი რამ ვისურვებდი რომ ის სრულიად მოშორდეს დედამიწას. რადგან სანამ ის არ მოშორდება ადამიანებს გამოღვიძება გაუჭირდებათ.
თუკი მოდის პლანეტარული გაზაფხული ის გაფანტავს ამ ვამპირულ შავ ენერგიას, რომელმაც დაიპყრო ადამიანთა გონება.

Posted by: ano May 27 2020, 10:18 PM

კიდევ ერთიც ბარემ მოვყვები და დაველოდები მომდევნო შედევრულ სიზმარს
ვითომ პოსეიდონი ვიყავი და დავფრინავდი ფრთოსანი თეთრი რაშით. rolleyes.gif
რომ გავიღვიძე გადავამოწმე და თურმე პოსეიდონს მართლა ყავდა მფრინავი ცხენი და ის კი არა ცხენი ზოგადად მისი შექმნილი ყოფილა ლეგენდის მიხედვით

Posted by: td......... May 27 2020, 11:26 PM

ano
რაც აღწერე რა თქმა უნდა არსებობს და უარესიც.. სამყაროს უამრავი ძალები მართავენ და განაგებენ.. მაგრამ ამავე დროს სიკეთე და ბოროტება, დუალური გაგებით მხოლოდ დაბალ სივრცეებში არსებობს, 1, 2, 3.. რაც უფრო მაღალია განზომილება მით უფრო იცვლება ესა თუ ის მორალურ-ზნეობრივი ასპექტები და ზოგან საერთოდაც ქრება..
გამოღვიძებას რაც შეეხება, მასიური გამოღვიძება არ მოხდება, ერთი ადამიანის გაღვიძებით სამყაროს გარკვეული სცენარები იცვლება , მაგრამ ეს მოვლენა მასიურ ხასიათს მაინც არ ატარებს. ყოველ მომდევნო თაობაში გამოღვიძებულთა რიცხვი გაიზრდება, მაგრამ ეს ერთ და ორ თაობაში არ მოხდება...

Posted by: elli May 28 2020, 12:15 PM

td.........

ციტატა(td......... @ 27th May 2020 - 11:26 PM) *
მომდევნო თაობაში გამოღვიძებულთა რიცხვი გაიზრდება, მაგრამ ეს ერთ და ორ თაობაში არ მოხდება...

გეთანხმები აბსოლუტურად. არც განსაკუთრებულ არმაგედონს ველოდები და ცეცხლით და მახვილით ჩვენს დასჯას. რამდენსაც ქუხს იმდენს რა წვიმსო - ხალხური ანდაზაა! თუმცა რაღაც ჯანმრთელი მოვლენები რომ არ ხდება და რაღაც მთლად იძაბება მსოფლიოში სიტუაცია ფაქტია. არც ნამეტანი შეთქმულების თეორიების მჯერა...

Posted by: tikoroma May 29 2020, 04:45 PM

ჰოლოკოსტს გაუძლო ზოგმა და რაღა უნდა მოხდეს მეტი

Posted by: td......... May 29 2020, 11:17 PM

elli
ცვლილებებისას დაძაბულობა თანმდევია.. ყველამ საკუთრი წვლილი უნდა შეიტანოს ვიბრაციის და ველის ამაღლება-გაზრდით და არა ყვითელი უჟასწიწკების კითხვით და გავრცელებით, რაც პირიქით მოქმედებს ველზე

Posted by: td......... May 29 2020, 11:17 PM

ყველა ეპოქას თავის უჟასწიკები და არმაგედონები ჰქონდა.. ჩვენი არმაგედონი ვირუსები და ბუნებრივი კატაკლიზმებია..

Posted by: ano Jun 2 2020, 11:09 AM

ციტატა(td......... @ May 28 2020, 12:26 AM) *
ano
რაც აღწერე რა თქმა უნდა არსებობს და უარესიც.. სამყაროს უამრავი ძალები მართავენ და განაგებენ.. მაგრამ ამავე დროს სიკეთე და ბოროტება, დუალური გაგებით მხოლოდ დაბალ სივრცეებში არსებობს, 1, 2, 3.. რაც უფრო მაღალია განზომილება მით უფრო იცვლება ესა თუ ის მორალურ-ზნეობრივი ასპექტები და ზოგან საერთოდაც ქრება..
გამოღვიძებას რაც შეეხება, მასიური გამოღვიძება არ მოხდება, ერთი ადამიანის გაღვიძებით სამყაროს გარკვეული სცენარები იცვლება , მაგრამ ეს მოვლენა მასიურ ხასიათს მაინც არ ატარებს. ყოველ მომდევნო თაობაში გამოღვიძებულთა რიცხვი გაიზრდება, მაგრამ ეს ერთ და ორ თაობაში არ მოხდება...


ლოგიკურად ალბათ ასე მოხდება, ჯერჯერობით დედამიწაზე ძაან ბევრი ნეგატივია.

უცებ რომ მოხდეს ვიბრაციების აწევა რა მოხდება ნეტავ?

Posted by: ano Jun 2 2020, 11:16 AM

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ვფიქრობდი, ყავაც ადუღდა, მერე გაზის გაწმენდა გადავწყვიტე ხელი მოვკიდე და დავიწვი თითები, მერე უცებ ინსტიქტურად ყურებზე დავიდე დამწვარი თითები კი მიშველა ტკივილი გამიყუჩდა,
ასე რომ ერთი გამოცდილი სასარგებლო რჩევა შემიძლია მოგცეთ. დამწვარ თითებს შველის ყურის ბიბილოები.

და წავიდე სად ვიკითხო ახალი ამბები რამე ახალი კაი?


Posted by: td......... Jun 2 2020, 07:04 PM

ano
ყურზე მოკიდება მართლა შველის, თუმცა ხელებს იშვიათად ვიწვავ, ცეცხლგამძლე ხელები მაქვს 🤣🤣🤣 რაც შეეხება ვიბრაციის უეცარ აწევას, ბევრი ადამიანი ფიზიკურად ვერ გადაიტანს... ამიტომ ხდება ნელ-ნელა აწევა და მაინც, ზოგი ვერ უძლებს და კვდება, რათა თავიდან მოვიდეს აქ ან სხვაგან

Posted by: ano Jun 28 2020, 01:36 PM

გამთენიისას ვნახულობ ხოლმე უცნაურ სიზმრებს, ან ასე შემიძლია ვთქვა უმაღლესი მედან ვეშვები ნელნელა ძირს ხოლო ზემოთ რა ხდებოდა აღარ მახსოვს რომ ვიღვიძებ ბოლო მომენტები მახსოვს,
არც იმას გამოვრიცხავ რომ ხიბლში შეიძლება ვიყო.

მაგრამ მაინც სურვილი მაქვს დავწერო ჩემი უმაღლესი მე არის მებრძოლი, არა მგონია ეს მე ვიყო, ასტრალურ პლანზე მოდიან ადამიანები როგორც თითქოს მეგობრები, თუმცა ინტუიციით ხედავ რომ გატყუებენ აძლევ უფლებას კონტაქტში შემოვიდეს, თვალებში გიყურებს და ასე მას რომ გონია რომ ვსო დაგაგიპნოზა, მისივე დაგებულ ხაფანგში აგდებ, ასე ზუსტად გებულობ ვინ არიან მონადირეები, რაღაც მოწყობილობაა თვალებიდან იმ შავ სულს აცლი. და მახსენდება რამდენი ასეთი გავაკეთე მთელი კოლექციაა,
და ეს შურისძიებას მოწყურებული დაბოღმილი სულები რომ როგორღაც იქედან გამოვიდნენ, ნამდვილი პანდორას ყუთია რასაც ქვია.

ჩემ სულიერ მასწავლებელთან მივდიოდი და გზაზე ეს მოხდა,
ეს არის მთებში საქართველოში ადგილს არ დავაკონკრეტებ,
სწავლება არცერთ ჩემს ნაცნობ სწავლებას არ გავს, ზოგადად რომ ვთქვა ყველა მოვლენაზე ინტუიციურად იცი რაც უნდა გააკეთო, ხოლო მასწავლებლისგან ტელეპატიურად იღებ ინფორმაციას, ისე რომ არანაირი კამათის და პროტესტის სურვილი არ გაქვს,
ახლა ჩემი ტვინით იმ ინფორმაციას ვაანალიზებ და შესაბამისად დამახინჯებული ინფორმაცია გამოდის,
ჭეშმარიტება არ გადმოიცემა ანალიზით აწონდაწონვით და სიტყვებით.

მე რაც შემეხება ვწუხვარ რომ ასე შორს ვარ ჩემი უმაღლესი მესგან

Posted by: tikoroma Jun 28 2020, 01:57 PM

ano
გამარჯობა. მეც გამომიცდია ეგ. ბრძოლები ხდება და ვიმარჯვებდი. ისიც მიკვირდა, რატომ ვიბრძოდი, ან რა ძალა მამარჯვებინებდა. ალბათ ახასიათებს ასტრალს. როცა ენერგიას აგორვებ, ვიღაცეები გამჩნევენ და მოდიან.
რაც შეეხება მასწავლებელთან ურთიერთობას, ეს ერთ-ერთი სასიამოვნო გამოცდილებაა, სასარგებლოზე აღარ ვლაპარაკობ

Posted by: ano Aug 14 2020, 01:32 PM

ისევ ვნახე ინფორმაციული სიზმარი,

ცაში ვიყურებოდი მოღრუბლული იყო ძლიერი ელჭექი გრუხუნი, ღამე იყო, ღრუბლებს შორის მთვარე გამოჩნდა და ვხედავ როგორ ურტყამს ელვის ძლიერი ნაკადი მთვარეს, მე ვთქვი მთვარეს ბომბავენ, მერე ისევ ძლიერი ელვის დარტყმები მთვარეზე, მთვარის ნახევარი მხარე აფეთქდა.

ახლა გამახსენდა სპონტანურად ეს სიზმარი და გაანალიზება დავიწყე, ელვა რომელი ძალაა? რა თქმა უნდა ზევსი, ზევსი რომელი პლანეტაა ინტერნეტში მოვიძიე იუპიტერი.

მთვარე რომელ ძალას ეკუთვნის? სატურნის მკვებავი ნეგატიური ენერგიით. მე თვითონაც მიკვირს რომ ამ ხელა ინფორმაციაა ბერძნულ მითოლოგიაში და დღემდე ეს სისტემა მუშაობს.
სატურნს უწინასწარმეტყველებს რომ მისი შვილი მასზე უფრო დიადი იქნებოდა, მას არ სურდა ვინმესთვის ადგილი დაეთმო და დაიწყო თავისი შვილების ჭამა.

http://genia.ge/?p=22271 ეს წყაროც ძალიან ლამაზი ხელოვნების ნიმუშებით და სტატიაც საინტერესო სატურნის შესახებ.

მოკლედ თემას დავუბრუნდები 2020 წლის 21 დეკემბერს ორი დიდი პლანეტა სატურნის და იუპიტერის შეერთება, სატურნი ყველაზე დიდი ბოროტების და იუპიტერი ყველაზე კეთილი პლანეტის შეერთება, სიბნელის გადაფარვა სინათლით,

https://youtu.be/zWfxJPOTvr8 ეს ვიდეო მოვიძიე ასტროლოგიური აღწერა ამ პროცესების.

მთვარეს რაც შეეხება მთვარე არის უარყოფითი ენერგიის გენერატორი, რომელიც ადამიანების უარყოფით ენერგიას აგროვებს და აგზავნის სატურნზე.
კულტის წევრები ყოველ სავსე მთვარეობას ატარებს რიტუალებს, მსხვერპლშეწირვებს. განსაკუთრებით დიდ მსხვერპლშეწირვის ახალი წლის ღამეს, უამრავ ბავშვს სწირავენ სატანას, იგივე სატურნს.

21 დეკემბერს სატურნის ეპოქა სრულდება, ყველა რელიგიაში სადაც არის მსხვერპლშეწირვა ემსახურება სატურნის გაძლიერებას, ემსახურება სატურნს.

პროცესები უკვე დაიწყო ...

Posted by: old_man Aug 14 2020, 10:58 PM

ano
სერიოზული სიმბოლოებით დატვირთული სიზმრები მოგდის...
საინტერესოა დაძინების წინ რომ შეუკვეთო რა თემაზე მოვიდეს სიზმარში პასუხი, თუ გაამართლებს

Posted by: ano Aug 16 2020, 01:13 AM

ციტატა(old_man @ Aug 14 2020, 11:58 PM) *
ano
სერიოზული სიმბოლოებით დატვირთული სიზმრები მოგდის...
საინტერესოა დაძინების წინ რომ შეუკვეთო რა თემაზე მოვიდეს სიზმარში პასუხი, თუ გაამართლებს


კი რასაც ვფიქრობ ის მესიზმრება ხოლმე, ამ ბოლო დროს მთვარეზე ვფიქრობდი, და კიდევ მომავალ სიტუაციებზე, სიზმარში ისეთი სიმბოლოები ვნახე რისი გაშიფვრა როგორღაც შევძელი ჩემი აზრით, ანუ სხვადასხვა ინფორმაციებიდან საერთო მონახაზი გამოვიდა.

გუშინაც ვნახე სიმბოლოებით დატვირთული სიზმარი მაგრამ აზრი ვერ გამომაქ,

ძილის წინ სულ ვიდეოებს ვუსმენ და ისე ვიძინებ, მაგრამ ასეთი უცნაური სიზმრები 2017 წლიდან დამეწყო

Posted by: td......... Aug 16 2020, 09:27 PM

ano
საინტერესოა

Posted by: David Monny Aug 17 2020, 06:06 PM

QUOTE(td......... @ 18th November 2018 - 11:02 PM) *
33-იო , რომ დაწერე გამიკვირდა სულ მეგონა, რომ 20-22 წლის გოგო ხარ

მეც ეგრე მეგონა spacecraft.gif

Posted by: td......... Aug 17 2020, 10:11 PM

David Monny
მოვტყუვდით 😁

Posted by: ano Aug 26 2020, 01:09 AM

ისე ამ ფორუმზე უცნაური ისაა რომ თითქმის უმეტესობა 30 წლის ზემოთაა,
თუ არ ვცდები ან ასე შუალედურ დაღვინებულ ასაკში

Posted by: ano Aug 26 2020, 01:33 AM

მაქვს მავნე ჩვევა, მაგრამ რაღაც დიდი ხანია საკუთარი თავი არ დამიზიანებია, მოკლედ ინსტიქტურად წარბებს ვიპუტავ ხელით, მერე სარკეში რომ ჩავიხედავ კატასტროფაა ნახევარი წარბი აღარ მაქვს, აზრზე არ ვარ ამას ნორმალური ადამიანი რატომ უნდა აკეთებდეს,

ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნე, მაგრამ ეს ბოლო ერთი ორი თვეა ისევე უცნაურად დავანებე თავი როგორც დავიწყე.

ახლა ვეცნობი ინფორმაციას ასტრალური პარაზიტების შესახებ, ძალიან ბევრი სახეობაა, და სწორედ ეს პარაზიტები ადამიანს მართავს და ბევრ უაზრო პარაზიტულ ჩვევებს სძენს, დაახლოებით როგორც ფილმ მატრიცაშია ნეო შეერთებული სისტემაზე უამრავი სადენებით რომ კვებოს ენერგიით სისტემა ისევეა ადამიანები შეერთებული ამ პარაზიტებით და კვებავს მათ და დიდ სისტემა ეგრეგორებს როგორც ელემენტი, ყველა გაუაზრებლი მავნე ჩვევის უკან დგას ეს პარაზიტები, როდესაც ამას გაიაზრებს ადამიანი და ჩახედავს სიმართლეს თვალებში ერთგვარად პრობლემა გვარდება,

რაც უფრო მეტი გაუაზრებელი ქმედება ან ჩვევა გვაქვს მით მეტი ენერგია გაედინება და ვერ ვივსებით ენერგიით, ვემსგავსებით დახვრეტილ ჭურჭელს, სამყარო მუდამ გვაძლევს ენერგიას უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით რამდენი მჭამელი გვყავს.

ძალიან მინდა ამ თემაზე ერთი თარგმანი გავაკეთო, დროს რომ ვიხელთებ.


Posted by: old_man Aug 26 2020, 12:21 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 26th August 2020 - 01:09 AM) *
ისე ამ ფორუმზე უცნაური ისაა რომ თითქმის უმეტესობა 30 წლის ზემოთაა,
თუ არ ვცდები ან ასე შუალედურ დაღვინებულ ასაკში

როცა აქ მოვხვდით მთლად წიწკვები ვიყავით smile.gif
მე 2007 წელს
მაშინ ამ ფორუმის შექმნამდე, ქართულად თითქმის არანაირი ეზოთერული ინტერნეტ-რესურსი არ არსებოდა
რუსულად და ინგლისურად უხვად იყო, ვეცნობოდი მაგრამ...
გაზიარების და "ჩემნაირებთან" მსჯელობის საშინელი წყურვილი მქონდა
რასაც ქართულ საზოგადოებაში ვერსად ვიკმაყოფილებდი,
ახლა წლების შემდეგ ალბათ სხვა ეტაპზე ვარ, როცა ის წყურვილი განელდა, ხოლო დაგროვილი და გადამუშავებული ცოდნა პიროვნულში ახდენს მანიფესტაციას
(პატარა ლირიკული გადახვევა)

Posted by: ano Aug 27 2020, 02:18 AM

ესეიგი ამ ფორუმზე გაიზარდე.

მე 2012 წელს მოვხვდი, 2011 დან კვლევა ძიება დავიწყე, მანამდე იეჰოვას მოწმეობას ვაპირებდი, ერთ დღეს ინტერნეტში რაიმე აუდიო ან ვიდეო მასალას ვეძებდი საგუშაგო კოშკიდან, ვიფიქრე თან რამეს მოვუსმენ თან დავხატავ თქო, ძიებამ პირდაპირ ჩარლზ რასელის სასაფლაოს ვიდეო ამოაგდო მასონთა ლოჟის ცენტრში იქვე მასონური პირამიდა იქვე მასონთა ცენტრი შოკში ვიყავი, მერე ისევ მოვიძიე სხვა მასალები, საგუშაგო კოშკის პირველი ნომრები სავსე იყო მასონური სიმბოლოებით, დაჯერება არ მინდოდა რომ ამდენი წელი ტყუილში ვიცხოვრე, არადა მონათვლას ვფიქრობდი და ბრახ თავზე დამენგრა ყველაფერი.

საშინელებაა როდესაც ხვდები პირში გიცინიან და გატყუებენ, არადა ხალხი აზრზე არაა რომ ზომბირების კიდევ ერთი მექანიზმია, ესეც კიდევ ერთი საშუალება ხალხის გამოყენების

ძალიან გამწარებული ვარ მაგრამ ეს ძალიან დიდი სისტემაა რომელსაც ცხელ გულზე ვერ მოერევი, ვერც ნერვების მოშლით,
საჭიროა მუდმივი სტაბილური ნგრევა ამ საზიზღრობის რაშიც გვაცხოვრებენ.

ყველა რელიგია მათი შექმნილია, ყველა სახელმწიფოს ისინი მართავენ, ყველა სისტემაში ისინი არიან.

ახლა იმედი მაქვს რომ დრო დადგა რომ ხალხი გამოფხიზლდება და დაიწყებენ პროტესტებს მათ წინააღმდეგ, იმედი მაქვს რომ არ მისცემენ არავის დაჩაგვრის უფლებას, რომ ყველა ერთად დადგება ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ.

მაგალითად მოსკოვშია ჩემი და იქ ცხოვრობს, და მითხრა რომ პირბადეებს აღარ ვატარებთო, მანამდე აუცილებელი იყო მაგრამ ხალხმა რომ გააპროტესტა თურმე მერე აღმოჩნდა რომ აუცილებელი არ ყოფილა.... .
გააჩნია რამდენად მივცემთ უფლებას რომ დაგვახრჩონ

Posted by: tikoroma Aug 27 2020, 12:45 PM

ano

ციტატა(*ANO* @ 27th August 2020 - 02:18 AM) *
ძალიან გამწარებული ვარ მაგრამ ეს ძალიან დიდი სისტემაა რომელსაც ცხელ გულზე ვერ მოერევი, ვერც ნერვების მოშლით,

ასევე ;დ

Posted by: ano Mar 28 2021, 02:24 AM

შარშან დამეწყო თებერვლიდან ფეხის გულების ტკივილი სანამ პანდემია დაიწყებოდა, თითქოს სისხლი ვერ მოძრაობს ამ გაზაფხულსაც იგივე შეგრძნება მაქვს, მინდა რომ რაღაც წვრილი ნესებით დავიჩხვლიტო ფეხის გულები, ვერ ვხსნი რა ფენომენია, რა ხდება ან რაიმე ენერგეტიკული ცენტრებია და ენერგია შემოდინებას ვერ ახერხებს და ფერხდება, ან სისხლის სტრუქტურის ცვლილებებია,

პლიუს შინაგანად ვგრძნობ მოახლოვდა აქვეა და რაღაცნაირად ვერ ვხვდები როგორ გავიხსნა ამ სიახლის მიმართ, რასაც ამდენი ხანი ველოდებოდი, ეს არა მარტო ინფორმაციული ნაკადი არამედ ყველაფერია ერთად, სულ ცოტა და .. მაგრამ ხელიდან მისხლტება როცა მის დაჭერას ვცდილობ, თან მუდმივად აქაა და "მელაპარაკება"
მე კი ზოგჯერ აქა იქ ვხვდები რომ რაღაც მესაუბრება მაგრამ ამქვეყნიური საფიქრალებით მაქვს ტვინი გამოტენილი და ამ სიახლის ადგილი აღარ დამრჩა

Posted by: earth Mar 28 2021, 10:43 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 28th March 2021 - 03:24 AM) *
ამქვეყნიური საფიქრალებით მაქვს ტვინი გამოტენილი და ამ სიახლის ადგილი აღარ დამრჩა

უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ...
თითქოს ერთი მხრიდან რომ შეხედავ ხედავ საშინელ დაწოლას, თითქოს სიმძიმე ამ ეპოქისა არ გაძლევს საშუალებას თავი ასწიო, რადგან გაწვება და ვერ ახერხებ თითქოს ვერაფერს... მეორე მხრიდან თუ შეხედავ არასოდეს ყოფილა ამდენი საშუალება ადამიანისათვის, რომ მიაღწიოს იმ დიდ ოცნებას, იმ დიდ მიზანს რისთვისაც დაიბადა. აისრულოს ოცნება, შეასრულოს მისია, მისია, რომელიც ჩვენი შინაგანიდან, ჩვენი სულიდან მოდის.
ჩემი ფიქრით არის გზა, ერთადერთი გზა, რწმენა არ დავკარგოთ, გვიყვარდეს და ვიყოთ იმედით.
ეს სიტყვები გავაძლიეროთ და მივაღწევთ!!!

რაც შეეხება ფეხის გულებს, როგორც ვიცი კუჭისა და პანკრეასის და რაღაც კიდევ შინაგანი ორგანოების წერტილებია მანდ. ფეხის წერტილებზე მასაჟი, ან ფეხშიშველი ზღვის პატარა ქვებზე სიარული არის კარგი და ხდება გაძლიერება შესაბამისი ორგანოებისა. იქნებ დაგეზილა ხშირად და მასაჟით იგრძნობდი უკეთესობას.
აი სურათი ვერ ავტვირთე და ამ ლინკს ვდებ, რომ დაინახო რამდენი რამის წერტილია ფეხზე ქვევიდან
https://marao.ge/sakithkhavi/siakhle/8818-fekhis-terfis-masazhi-skhvadaskhva-daavadebis-profilaqtikisthvis-da-samkurnalod.html

Posted by: ano Apr 4 2021, 11:47 AM

ფეხის გულებზე ვიცოდი კი ადრე ჩინური მედიცინის წიგნი მქონდა, სადაც მტკივა მასაჟს ვიკეთებ ხელები დამღალა ერთი ქვა ავიღე და იმით ვიკეთებ მასაჟს.

Posted by: ano Apr 9 2021, 01:31 PM

5 ნოემბერი 2020

ეს სიზმარი დისქორდის დახურულ ჯგუფში დავწერე მაგრამ აქაც იყოს

რამე გზა უნდა იყოს, წინასწარმეტყველური სიზმრები მაქვს.
იმ გეგმის წინააღმდეგ გზებს ვეძებ ან ახსნას რატომ ხდება ასე, ბოლოს ისევ მქონდა ის სიზმარ ხილვა გამაფრთხილეს რომ პოლიტიკაში არ ჩავერიო და კიდევ ნუ იძახი რომ ადამიანების უმეტესობა ჩვეულებრივად მეხუთე განზომილებაში გადავაო, ეს სივრცეში გამოიყურება როგორც შენი პირადი სურვილი და ჩვენ ძალიან დიდ რესურსებს გვაკარგვინებო.







Posted by: tikoroma Apr 22 2021, 08:48 PM

დისქარდი რა არის
იმათ ჰკითხე აბა, რაში მედარდება თქვენ რას კარგავთო? biggrin.gif

Posted by: ano Apr 23 2021, 11:14 AM

დისქორდის ჯგუფი ჟარმენმა შექმნა, იდეაში ვიდეო ჩაირთვება იყო მაგრამ მე ვერ შევუერთდი, მოკლედ როგორც სოც ქსელებია ისეთივე რადგან ფორუმზე ბევრი თემა ტაბუდადდბულია იქეთ იყოსო, მაგრამ დიდი აქტიურობა არაა.


Posted by: ano Apr 23 2021, 11:42 AM

კიდევ ერთი საინტერესო სიზმარი ვნახე წინა თვეში,
ყოველ დღე ახალ პარალელურ რეალობაში გადავდიოდით მთელი დედამიწა ხან ნივთები იცვლებოდა ხან სახლები და დეკორაციები ქუჩაში, მაგრამ ოჯახის წევრები და მეზობლები ერთი და იგივე იგივე ხასიათებით და მეხსიერებით, ყველას ახსოვდა რომ წინა დღეს სხვა რეალობაში ვიყავით, დღეს სხვაგან ვართ ხვალ დილას რომ გავიღვიძე თუ ისევ სხვა პარალელურ სამყაროში მოვხვდებით თითქოს დედამიწამ წინ სვლა დაიწყო მიზნამდე და როგორც ჭოგრიტში იყურები ატრიალებ და სხვადასხვა ორნამენტები იხატება ფერადი მინის ნატეხებით ისეთივე განცდა მქონდა სამყაროს ყოველდღიური ცვლილებებისადმი,

ამ დღეს პატარა სახლი გვქონდა ბელეტაჟზე ფერადი. ფანჯარა გავაღე ძალიან ბევრი ფერად ფერადი ქოთნის ყვავილები გვქონდა,
ძალიან ბედნიერი და ხალისიანი ვიყავი. მეზობელი მოდის და ამბობს დღეს ისეთ რეალობაში მოვხვდი სახლში ნივთები აღარ არის დავდივარ და სკამებს ვეძებ აქ ხომ არ არის?
-კი შენი ერთი სკამი აქ არის მოდი წაიღე. ( დღეს როგორც ჩანს ისევ აირდაირია ნივთები ხვალ ნეტავ რა იქნება?)
მაგრამ არ მაქვს შიშის განცდა სამყაროს ვენდობი ვიცი რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დალაგდება და ისე იქნება როგორც უნდა იყოს.

საერთოდ სიზმრებში არ მაქვს ხოლმე შიში, თუნდაც გაუცნობიერებელი სიზმარი იყოს, საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი ვარ არ ვარ ისეთი თვითკრიტიკული როგორც რეალობაში, ამ სიზმარში განსაკუთრებულად თვითკმაყოფილი ვიყავი და სამყაროზე სრულიად მინდობილი, არანაირი ეჭვები არ მქონდა, როგორც რეალობაში ვიცი საკუთარი ტვინის ხვნა და პანიკა მომავლის შიშით.
არ მქონდა განსჯა, გაანალიზება, შედარება, რაც ეგოისტურ აზროვნებას ახლავს ხოლმე. უბრალოდ ვიყავი თვითკმაყოფილი რის უფლებასაც რეალობაში საკუთარ თავს არ ვაძლევ.

Posted by: ano Apr 27 2021, 11:05 AM

პიატიბრატის ვიდეოს ვუყურებდი ახლა, რომ თქვა ცრუ გმირი არგონავტები რომლებმაც ქართველებს ცოდნა მოგვპარეს,
ეგ სხვა თემაა და რა თქმა უნდა გასაანალიზებელი.
სიზმარი გამახსენდა ქუთაისის რიონი საკმაოდ გაფართოებული იყო გემები და ნავები დაცურავდნენ, ზღვასავით იყო, სანაპიროზე კაფე ბარები, სასტუმროები და ტურისტული ცენტრებით,
ჩვენი საოცარი რიონი რა ლამაზი იყო ❤️

Posted by: ano Jun 10 2021, 11:33 AM

ძაღლი მყავდა ლაბრადორი, მაგრამ ყოველდღე ყურადღებას ვერ ვაქცევდი, ძირითადად დაბმა მიწევდა. ყოველდღე რომ ვერ ვასეირნებდი გადავწყვიტე გაჩუქება ძალიან კარგ ბავშვები ან ოჯახზე, მანამდე სულ კატები მყავდა მაგრამ ძაღლი ძალიან რთული გამოდგა ჩემთვის, სულ იმის ჯავრი რომ დღეს ვერ გავასეირნე. ერთი პერიოდი აღარ ვაბამდი თავისუფალი იყოს რაც უნდა ის ქნას ვიფიქრე ქუჩის ძაღლებთან დაიწყო სიარული და ბეწვის პრობლემები დაეწყო, ისევ დაბმა გადავწყვიტე რომ არ დაავადებულიყო, ძალიან მოსიყვარულე ჯენტლმენი ძაღლუკა სადაც წავიდოდი კუდივით მომყვებოდა და კარებთან მელოდებოდა მარკეტი იყო თუ აფთიაქი. ძაღლი კარგია მაგრამ მე ვერ გავქაჩე.

მოკლედ ორი დღის წინ მსუბუქი ოპერაცია გავიკეთე, გუშინ სახლში რომ მოვდიოდი საავადმყოფოდან ვხედავ ჭიშკრის წინ ორი ძაღლი წევს ჯერ ვიფიქრე ჩემი ხომ არ მობრუნდა თქო დავაკვირდი ქუჩის ძაღლები არიან იქვე მანქანის ქვეშ კიდევ ძაღლები ასე 6_7 ქუჩის ძაღლი ჩემი ჭიშკრის წინ წევს თითქოს აქ ვიღაცამ შეკრიბა და დარაჯობენ, ძალიან გამიკვირდა სხვა დროს არასდროს არ მოდიოდნენ აქ, ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ვერ ავხსნი ამ ფენომენს, ეს რა იყო, სახლში რომ შემოვედი გავიხედე ყველა ძაღლი ადგა და წავიდა, გავედი შევამოწმე არცერთი აღარ ჩანდა.
გაგონილი მქონდა რომ ძაღლები და კატები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან და თუ რამე საფრთხე არის თავის თავზე იღებენ და პატრონს იცავენ, მე ამ თეორიას არც ისე ვენდობოდი მაგრამ ახლა სერიოზულად დავიწყე ფიქრი, შესაძლოა ის რასაც ვერ ვხედავ მატერიალურად მართლაც არსებობს და მხოლოდ შეგრძნებით რასაც ვგრძნობ უბრალოდ უნდა ვენდო.

Posted by: earth Jun 10 2021, 08:01 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 10th June 2021 - 12:33 PM) *
შესაძლოა ის რასაც ვერ ვხედავ მატერიალურად მართლაც არსებობს და მხოლოდ შეგრძნებით რასაც ვგრძნობ უბრალოდ უნდა ვენდო.

wub.gif

Posted by: ano Jun 16 2021, 01:27 AM

დღეს თითქოს გონებაში ჩამესმა რომ ეს უნდა ვთქვა, და დავწერო.
ვათავისუფლებ ყველა სულიერ არსებას რომელსაც ჩემთან აქვს რაიმე სახის კონტრაქტი ან მოვალეობა, ყველა არსებასთან დასრულებულია მოვალეობა და თავისუფლები არიან, ასევე მე ყველასთან ვასრულებ მოვალეობას და ვარ თავისუფალი.


სამყაროს მაღალგანვითარებულ სულიერ არსებებს ვთხოვ ჩაერიონ დედამიწის სულიერ განვითარებაში და რასაც ჩვენ ფაქიზ პლანზე ვერ ვხედავთ უფლებას ვაძლევ ადამიანთა სასიკეთოდ და სულიერი პრიორიტეტების დაცვით წარიმართოს მოვლენები, რომ არ მოხდეს დეგრადაცია, ვინაიდან ვსაჭიროებთ დახმარებას.

სამყაროს შემოქმედს და მის დამხმარე წმინდა იერარქიას ვთხოვ დაეხმარონ დედამიწას და ადამიანებს სულიერ ამაღლებაში,

იესო ქრისტე მოგვიტევე ცოდვები და დაგვეხმარე, ვინაიდან საუკეთესოდ იცი მატერიალური სისუსტეები და გაქვს ძალა რომ დაგვეხმარო.

მადლობა.

Posted by: tikoroma Jun 18 2021, 10:30 PM

ციტატა(*ANO* @ 23rd April 2021 - 11:42 AM) *
საერთოდ სიზმრებში არ მაქვს ხოლმე შიში, თუნდაც გაუცნობიერებელი სიზმარი იყოს, საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი ვარ არ ვარ ისეთი თვითკრიტიკული როგორც რეალობაში, ამ სიზმარში განსაკუთრებულად თვითკმაყოფილი ვიყავი და სამყაროზე სრულიად მინდობილი, არანაირი ეჭვები არ მქონდა, როგორც რეალობაში ვიცი საკუთარი ტვინის ხვნა და პანიკა მომავლის შიშით.

კარგი განცდა იქნება
ციტატა(*ANO* @ 10th June 2021 - 11:33 AM) *
მოკლედ ორი დღის წინ მსუბუქი ოპერაცია გავიკეთე, გუშინ სახლში რომ მოვდიოდი საავადმყოფოდან ვხედავ ჭიშკრის წინ ორი ძაღლი წევს ჯერ ვიფიქრე ჩემი ხომ არ მობრუნდა თქო დავაკვირდი ქუჩის ძაღლები არიან იქვე მანქანის ქვეშ კიდევ ძაღლები ასე 6_7 ქუჩის ძაღლი ჩემი ჭიშკრის წინ წევს თითქოს აქ ვიღაცამ შეკრიბა და დარაჯობენ, ძალიან გამიკვირდა სხვა დროს არასდროს არ მოდიოდნენ აქ, ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ვერ ავხსნი ამ ფენომენს, ეს რა იყო, სახლში რომ შემოვედი გავიხედე ყველა ძაღლი ადგა და წავიდა, გავედი შევამოწმე არცერთი აღარ ჩანდა.
გაგონილი მქონდა რომ ძაღლები და კატები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან და თუ რამე საფრთხე არის თავის თავზე იღებენ და პატრონს იცავენ, მე ამ თეორიას არც ისე ვენდობოდი მაგრამ ახლა სერიოზულად დავიწყე ფიქრი, შესაძლოა ის რასაც ვერ ვხედავ მატერიალურად მართლაც არსებობს და მხოლოდ შეგრძნებით რასაც ვგრძნობ უბრალოდ უნდა ვენდო.
საყვარლები არიან. გადასცემდნენ შენს ცუგას რომ კარგად ხარ

Posted by: Mechanical Sheep Jun 23 2021, 12:07 AM

QUOTE(ano @ Jun 16 2021, 01:27 AM) *
დღეს თითქოს გონებაში ჩამესმა რომ ეს უნდა ვთქვა, და დავწერო.
ვათავისუფლებ ყველა სულიერ არსებას რომელსაც ჩემთან აქვს რაიმე სახის კონტრაქტი ან მოვალეობა, ყველა არსებასთან დასრულებულია მოვალეობა და თავისუფლები არიან, ასევე მე ყველასთან ვასრულებ მოვალეობას და ვარ თავისუფალი.


სამყაროს მაღალგანვითარებულ სულიერ არსებებს ვთხოვ ჩაერიონ დედამიწის სულიერ განვითარებაში და რასაც ჩვენ ფაქიზ პლანზე ვერ ვხედავთ უფლებას ვაძლევ ადამიანთა სასიკეთოდ და სულიერი პრიორიტეტების დაცვით წარიმართოს მოვლენები, რომ არ მოხდეს დეგრადაცია, ვინაიდან ვსაჭიროებთ დახმარებას.

სამყაროს შემოქმედს და მის დამხმარე წმინდა იერარქიას ვთხოვ დაეხმარონ დედამიწას და ადამიანებს სულიერ ამაღლებაში,

იესო ქრისტე მოგვიტევე ცოდვები და დაგვეხმარე, ვინაიდან საუკეთესოდ იცი მატერიალური სისუსტეები და გაქვს ძალა რომ დაგვეხმარო.

მადლობა.


❤️❤️❤️👋🏻

Posted by: ano Jul 26 2021, 02:19 PM

ისევ და ისევ ვითხოვ დახმარებას ნათელი მაღალგანვითარებულ იერარქიებისგან, გთხოვთ ჩაერიოთ დედამიწის და ადამიანების სულიერ განვითარებაში, რადგან ირღვევა ადამიანთა უფლებები, რეალურად არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა საფრთხეებს შეიცავს აცრები რომელიც არის იძულებითი, დაეხმარეთ ადამიანებს და მიეცით ძალა რომ გაავრცელონ სწორი ინფორმაცია,
სამწუხაროდ ეზოთერული ცოდნით დაინტერესებულებიც კი ვეღარ ვუძლებთ ამ ინფორმაციულ წნეხს, მოგვაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია, და დაეხმარეთ ხალხს ამ ინფორმაციულ ომში.

Posted by: ano Aug 29 2021, 03:24 PM

ის რაც 2020 წლის თებერვლიდან ვგრძნობ რომ რაღაც ხდება, იცვლება სისხლის სტრუქტურა, ეს ინფორმაცია არსაიდან არ მაქვს, უბრალოდ ვგრძნობ, გუშინ ღამე ძალიან ძლიერი ზეწოლა ვიგრძენი, ფეხებიდან დაიწყო, თითქოს სისხლი ვიბრირებს, შუა ღამეს გამეღვიძა ხელის თითები სრულიად გაბრუჟებული იყო, ხელი ავამოძრავე სისხლის მიმოქცევა რომ აღმდგარიყო.

შესაძლოა ეს ჩემი ინდივიდუალური პრობლემაა, მაგრამ თუ ასე არაა სექტემბერში დაიწყება ვიბრაციების მკვეთრი ზრდა რაც იწვევს სისხლის შედედებას, რატომ ხდება ასე? სხეული ვერ ატარებს იმ დიდ ენერგიას და ხდება შეფერხება, სისხლი არის ენერგიის გამტარი.
რა გამოსავალი შეიძლება იყოს? არ ვიცი
რა შეიძლება მოხდეს იტყვიან რომ ახალი ვირუსია

Posted by: ano Aug 29 2021, 03:29 PM

ხო კიდევ აცრებზე რა მინდა ვთქვა: ყველა მათგანი სისხლის შედედებას იწვევს, ასე რომ აცრდილებს შესაძლოა გაუჭირდეს, მეც მათ შორის.


Posted by: ano Sep 6 2021, 12:34 PM

დღეს მთვარის 29 ნეგატიური დღეა,
გვინდა თუ არა ადამიანებზე მოქმედებს, არის ენერგიის ნაკლებობა, პესიმიზმი, უხასიათობა და ა.შ.

ხვალ ახალმთვარეობა, ამ დღეს არის რაღაც რეკომენდაციები, თუ ვნახე რამე საინტერესო დავწერ.


Posted by: ano Sep 11 2021, 04:51 PM

გუშინ და დღეს ეს ვიდეოები ვნახე, ინფორმაცია ეხება 11 სექტემბერს, როგორც ჩანს დიდ ქალაქებში იგეგმება ბევრი ხალხის გამოყვანა ვითომ ღონისძიებები, იდეაში არის ამ ხალხის კოლექტიური ენერგიის შეგროვება, რითაც კვებავენ ერთ-ერთი სულიერ არსებას.
საკმარისი ენერგიის შეგროვების შემთხვევაში შეძლებენ ფართო მასშტაბიანი ომის წამოწყებას

ეს წყარო
https://youtu.be/lm-VEKNlf7U

Posted by: ano Sep 11 2021, 04:53 PM

ესეც იგივეს ამბობს
https://youtu.be/wNv5e_G9i94

Posted by: ano Sep 23 2021, 11:29 AM

რომ არ დამავიწყდეს აქ დავწერ, საინტერესო სიზმარი ვნახე,
საქართველოში სახლში ვიყავი ღამე იყო ფანჯარასთან თეთრი დრაკონი გამოჩნდა, გაქცევა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა, არ შევჭამ ნუ გეშინია, რაღაც უნდა გითხრა, ინფორმაცია ტელეპატიურად გადმომეცემოდა, ძალიან დიდი თვალები ჰქონდა და ანათებდა მთვარესავით.

თუ გინდა მათი ზეგავლენისგან გამოხვიდე პირველ რიგში ნუღარ უყურებ სატელევიზიო პროგრამებს, იმიტომ რომ ყველგან ისინი არიან და გამუდმებით აქვთ გაშვებული კადრები რომლებსაც შენ ვერ ამჩნევ მაგრამ შენს ქვეცნობიერს იპყრობენ, ამის გამო მუდამ გაორებულ მდგომარეობაში ხარ, მუდამ გაორჭოფებული, ვერასდროს ვერაფერს ვერ წყვიტავ.

გაორება არაფრის მომცემი არ არის, ეს იგივეა რაც ერთ ადგილზე დგომა და არაფრის კეთება.

მოიშორე ყველა გავლენა რაც შენს გაორჭოფებას გამოიწვევს

Posted by: ano Oct 8 2021, 01:45 AM

ვინ არიან ღმერთები? ვინც მოიგონა უამრავი კანონი, აკონტროლებს დედამიწას და ადამიანებს რომლებსაც თავის მონებს უწოდებს,
უბრალოდ მატყუარა, უამრავი ტყუილებით რომ ადამიანმა ვერაფერი ვერ გაარჩიოს, ინფორმაციული ქაოსი უთავბოლოდ არეული ტყუილ მართალი.

როცა ისრაელმა მოისურვა თავისი ღმერთისთვის პატივი ეცა გააკეთეს მისი გამოსახულება და იცით ვიზუალი? - ხბო.
ამის დანახვაზე ღმერთი ძალიან გაბრაზდა,

მოკლედ ისინი მას ხედავდნენ მაგრამ რატომღაც ღმერთი არც ისეთი აღმოჩნდა? ვინ იყო და არის ის რასაც აღმერთებდნენ და დღემდე ეთაყვანებიან? არსება რომელსაც არ სურს თავისი ვიზუალის გამოჩენა?
თვითმარქვია რომელმაც მოგვპარა ისტორია და რეალური ცოდნა.
სად არის ჭეშმარიტება, სად არის ინფორმაცია რომელიც არის უტყუარი? ნამდვილი ინფორმაცია რომელიც კაცობრიობას მოუტანს თავისუფლებას?

სხვადასხვა ეგრეგორებში ვარ ჩართული და ეტყობა ყველა თავისკენ მიწვევს, ერთად ერთი გრძნობა ამ რელიგიების რაც მაქვს "მატყუარები"

სიზმრებში სხვადასხვა ხერხებით მოდიან და მოწვევას მაძლევენ, ციფრულ აპარატზეც ხელი მომაწერიეს, ეს ყველაფერი ჩემს ნებას ეწინააღმდეგება, ყველაფერი სიცრუეა, აღარ მინდა ამ სიცრუეში ყოფნა, ბოლოს და ბოლოს მინდა გავიგო რა ხდება სად ვარ ვინ ვარ

Posted by: ასფალტი Oct 8 2021, 05:56 PM

ano


ცოტა ხნის განმავლობაში (Eრთი თვე მაინც) გაწყვიტე ყველანაირი კონტაქტი ორთოდოქსულ ეკლესიასთან
ნათელმხილველი ვარ და 100 %-იანი ვიცი რომ დამშვიდდები

აღარც ეგ ტრაკ... აზრები შეგაწუხებს. smile.gif
შენ არ იცი მანდ რა ბნელი ძალა ბუდობს, მე ვიცი

Posted by: ano Oct 8 2021, 10:52 PM

ერთი პერიოდი ვიყავი იეჰოვას მოწმეთა დაინტერესებული კრებებზე დავდიოდი სანამ მოვინათლებოდი ისეთ ინფორმაციას შევხვდი რომ მივხვდი უბრალო მატყუარები არიან ხალხს ატყუებენ, მის მერე ბევრი წელი გავიდა მაგრამ როგორც ჩანს ეგრეგორში მაინც ვარ სიზმარში მოწვევა გამომიგზავნეს, სიზმარშიც ერთი აზრი რაც მათ შესახებ პირველი თავში მომივიდა "მატყუარები"

კიდევ ერთი სისულელე რაც წელს ჩავიდინე უბრალოდ ცნობისმოყვარეობის მიზნით რამაზანის დიდ მარხვაზე მუსულმანობა მივიღე, რა უნდა მოხდეს უბრალოდ არაბული სიტყვები გავიმეორე, და გილოცავ შენ მუსულმანი გახდიო,
მგონი მეორე თუ მესამე დღეს სიზმარში ვხედავ იატაკზე რაღაც შავი ფიგურაა ქალის ძვლის მენჯის მსგავსი, შემდეგ ქალის საშვილოსნოს ფორმა მიიღო ირგვლივ უამრავი ხოჭო, მატლი, პატარ პატარა პარაზიტული მწერები ეხვეოდა, შემდეგ ბაფომეტის ვიზუალით ადგა შიშველი ქალი წელს ქვემოთ თხის სხეულით, ჩემსკენ წამოვიდა შევეხე ძალიან რბილი ბეწვი ჰქონდა შემდეგ თითქოს უკან დაიხია გამოექანა და ჩემს გულის ცენტრში შემოხტა.
ძალიან ზიზღის გრძნობით გავიღვიძე შოკში ვიყავი, ვიცოდი რომ ეს მუსულმანთა ღმერთი იყო, მთელი დღე ვიძახდი გულში აღარ ვარ მუსულმანი თქო, ვმარხულობდი და მარხვასაც თავი დავანებე.

შესაძლოა ყველაფერი ჩემი ფანტაზიებია, მაგრამ ერთი სიტყვით რაც შემიძლია ვთქვა ღმერთებზე ძალიან ცუდი აზრის ვარ უბრალოდ მატყუარები...

მატყუარა ღმერთები.

Posted by: Lama Norbu Oct 11 2021, 01:21 AM

ანო, ეს ბაზა ახლა შემხვდა, ყველა გვერდი წავიკითხე... მადლობა რომ ასეთი ადამიანი ხარ, გულწრფელად მიხარია.
აქ წინა წელს გავწევრიანდი და მგონი ყველაზე პატარა ვარ ასაკით smile.gif
2018 წელს რაც დაწერე, ეგოზე, შინაგან სტრუქტურაზე, თუ როგორ ხედავ და ამჩნევ შენში მიმდინარე პროცესებს, შინაგანი დიალოგი, მსჯელობა, მუდმივი აზროვნება, სიღრმეებში ძიება, ლოგიკა და ა.შ ყველა წინადადებაში საკუთარი თავი ვიპოვნე, ყველა დეტალში რაც დაწერე.
'' რაც უფრო მეტი გაუაზრებელი ქმედება ან ჩვევა გვაქვს მით მეტი ენერგია გაედინება და ვერ ვივსებით ენერგიით, ვემსგავსებით დახვრეტილ ჭურჭელს, სამყარო მუდამ გვაძლევს ენერგიას უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით რამდენი მჭამელი გვყავს. '' ------ ეს შენი სიტყვებია.
ძალიან რთულია განთავისუფლდე იმ ზეწოლებისგან რაც გარემოდან შემოდის, ასევე ადამიანებისგან, სხვისი პარაზიტები მჭამენ და შემდეგ ეს პარაზიტები კოლექტიურად მესევიან, რადგან მე ვიცი რომ ისინი არსებობენ, მოქმედებენ, ვგრძნობ და რაც უფრო ვიწმინდები და ვამარცხებ ეგოს არაჯანსაღ პატარა ნაწილებსაც კი, მით უფრო მესევიან, მით უფრო ბევრი წინააღმდეგობა მხვდება ცხოვრებაში, ერთ დღეს მგოინა რომ რაღაც გადავლახე მაგრამ მეორე დღეს ისეთ იმპულსურ სუსტ ქმედება განახორციელებ, ვხვდები რომ ისევ ჭიები მღრღნიან, თან რომ ვგრძნობ ამ ჭიებს ჩემს სხეულში, მიჭირს ვიყო ბედნიერი, მოსვენებული, მშვიდი...

მინდა გკითხო შენ თუ გადალახე რომელიმე ეტაპი მაინც, თუ შეისწავლე ეს ყველაფერი და რა პასუხი მიიღე, როგორ გავიდეთ ამ ლუპიდან, როგორც ზაზუნას დღეშია, როგორ ჩავანგრიოთ ამ ციკლის ის ერთი საფეხური საიდანაც ყველაფერი ისევ თავიდან იწყება...

Posted by: ano Oct 27 2021, 10:39 AM

წინა კვირაში მესიზმრა, ერთი არსება მიხსნიდა, რომ ადამიანს თავში აქვს ორი პირამიდა, მარჯვნივ და მარცხნივ, თან დამანახა პატარა ზომის პირამიდებია ოღონდ ფიზიკურ პლანზე არ ჩანს, თავის მარჯვენა და მარცხენა მხარეს რქებივით.
ეს ორი პირამიდა ორი სხვადასხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, ამ მიღებული ინფორმაციის მიხედვით აღიქვამ სამყაროს...

მეტი დეტალი აღარ მახსოვს

Posted by: ano Oct 29 2021, 03:46 PM

ფეისბუქზე რომ შევდივარ ამ კვირაში ორი პრობლემაა მოსაგვარებელი, ამ ხელისუფლებას და მიშას რა ეშველება,
მეორე ანჯელინა ჯოლის გოგო მამას ჰგავს თუ დედას?
🤔


Posted by: ano Dec 2 2021, 02:07 PM

02.12.2021

ისევ ვნახე ინფორმაციული სიზმარი:
მიხსნის ეს ვირუსი იქნება საწყისი ეტაპი ამის გარეშე არ გამოვა, ორგანიზმში უნდა მოხდეს ცვლილებები, და როგორც ფარდა აეხდება რეალობას. დაინახავთ რეალურ სამყაროს...

არ ვიცი ვინ არის ვინც მელაპარაკება და მიხსნის ამ ყველაფერს ვიზუალს ვერ ვხედავ.

მერე მე სხვა ადამიანებს ვესაუბრები უცებ ცაში ვხედავ ორი ძალიან დიდი ზომის ანგელოზი მიფრინავს თან ანათებენ, მე ყვირილს ვიწყებ შეხედეთ ანგელოზები მიფრინავენ ყველამ ზემოთ აიხედა და შეხედენ მე არ ვიცი მუხლი მოიყარო ვეთაყვანო თუ ხელები მივადო ერთმანეთს პატივისცემის ნიშნად, დაბნეულმა ვიფიქრე რომ თაყვანისცემა სიბრიყვეა და ხელები მივადე ერთმანეთს პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ზოგი ხალხი ხელს უქნევდა, იმათაც შეგვამჩნიეს, გამოგვხედეს და ხელის ქნევა დაგავიწყეს, ორი ცელქი ბავშვივით იქცეოდნენ, მერე როგორც რომაულ ფრესკებშია ისეთი ვიზუალური მიიღეს, არ ვიცი რომელი ანგელოზები იყვნენ ვერ ვერკვევი. ღრუბლებში გაუჩინარდნენ.
ხალხს ვეკითხები თქვენი აზრით ეს მართლა ანგელოზები იყვნენ თუ რაღაც ვიზუალური ილუზია? ყველა დარწმუნებული მეუბნება ეს ნამდვილად ანგელოზები იყვნენო, მეც მინდოდა დამეჯერებინა რომ მართლი იყო.
დღეს განსაკუთრებული დღეა ვეუბნები გვერდით ადამიანს ნახე მთვარე რამხელაა და როგორ ანათებს თან მივდივართ ვუახლოვდებით და უი ეს მთვარე ბუტაფორიაა დედამიწაზე დევს, წინ დიდი თეატრია, შევდივართ, სართულებიანი თეატრია, ყველა სართულზე სპექტაკლები იმართება, პირველი სართულზე შევდივართ ისტორიული ჟანრის სპექტაკლია, ცოტას ვუყურებ მერე ზემოთ ავდივარ იქ ჩემი ნაცნობები არიან თანამედროვე სპექტაკლია თან ჯამბაზეიც არიან, არაფერს არ აკეთებენ, მე ჩუმად ვეუბნები ჩემს მეგობარს ამას ქვემოთ რომ სპექტაკლი იყო ის სჯობდა აქ ძალიან მოსაწყენია, ის მეუბნება აქ სხვა პრინციპია შენც მონაწილეობ შეგიძლია მსახიობს რამე კითხო და ის გიპასუხებს, შენს ყველა ინიციატივაზე რეაგირებს, ეს ცოცხალი სცენაა, ვაა რა მაგარია მომეწონა იდეა. მსახიობს ბურთი მივაწოდე და ჩემთან თამაში დაიწყო.
უცებ ვიღაც მოდის აფორიაქებული გაიქეცით პოლიცია მოდის, ვხედავ ციგნები გარბიან, რატო უნდა გავიქცე რა დავაშავე ვეკითხები იქაურს, ნუ გეშინია თქვენ ტურისტები ხართ არაფერი არ დაგიშავებიათ, უბრალოდ წყნარად იყავით. ცოტა დავმშვიდდი, ვხედავ ძალიან ბევრი ციგანი გარბის, ჭუჭყიანი შავები არიან, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, პოლიციაც მოვიდა და იჭერენ ვინც ვერ გაასწრო, მე ვეკითხები რას ერჩით რატო იჭერთ ამ ციგნებს, იმიტომ რომ ესენი ქურდები და ბოზები არიან, სულ ბოზობენ და მაგიტომ ვიჭერთ, ჩვენი კანონი ამას არ მოითმენსო,
ოი დავწყნარდი, თან ვფიქრობ კიდე კაი ციგნებს არ ვგავარ თლად ისე შავი არ ვარ გადავრჩი.. მერე აღარ მახსოვს ბევრი რაღაც ვნახე




Posted by: ano Dec 3 2021, 04:33 PM


ჩემი გუშინდელი სიზმრის ახსნაც ვიპოვე,
https://youtu.be/RYPT7H0hOxQ
ამ ვიდეოშიც იგივეს ამბობს ეს ადამიანი, საუბარია მესამე და მეოთხე განზომილებაში გადასვლაზე. სატურნის ეპოქა რომელიც ძალიან გაჭიანურდა სრულდება, ის იკვებებოდა ნეგატიური ენერგიებით, ახასიათებს დადგმული სცენები, კონფლიქტები, სპეკულაციები.. მოდის იუპიტერის ეპოქა და ისინი იწყებენ წმენდას,
ჩემს სიზმარშიც ზუსტად ეს მომენტი ვნახე ყველანაირი სპეკულაციის და უნებართვოდ მიმთვისებლების მოშორება.
ესეც ძალიან კარგად აღწერს იუპიტერის მუშაობის პრინციპს, რომ უკვე პროცესები დაწყებულია..

ამ ვიდეოში ძალიან საინტერესოდ ხსნის რა როგორ მუშაობს,

ახლა ჩემს სიზმარს ჩემებურად ავხსნი:
ვირუსზე პირდაპირ მითხრა იმ სულიერმა არსებამ რომ ეს გარდაუვალი ნაწილია პროცესების და როგორც ვხვდები მასთან ბრძოლა უაზრობაა... უფრო მეტიც ასე გაგრძელდა და თუ სასურველი შედეგი არ მიიღო იქნება მეორე, მესამე, ... ძლიერი დარტყმები ეგოს გატეხვამდე. ერთი პოლარობიდან მეორეში გადასვლა არ არის გამოსავალი, არც ვაქსერობა არც ანტივაქსერობა, რომ ვინმე ვინმეზე უფრო უკეთესი, უფრო მიხვედრილი, უფრო ჭკვიანია...

ზედა საფეხურებზე ეგოს ადგილი არაა, წმენდა დაწყებულია, ვინც შემდეგ საფეხურზე ავა იქ არის ნამდვილი რეალობის ტრანსერფინგი.
მაგრამ, მომხვეჭელები, ეგოისტები, "ბოზები" (იგულისხმება ვინც გარჯის გარეშე უკანონოდ საკუთარი და სხვისი დაზარალებით ენერგიას ფლანგავს), " ქურდები" ( ვინც სხვის ენერგიის ხარჯზე ცხოვრობს, არ იღწვის და არ ვითარდება) მოკლედ ასეთები სრულიად მიუღებელია, და გაიწმინდება, რომ ის სულები განვითარდნენ და მიიღონ ის რისთვისაც მოვიდნენ დედამიწაზე

Posted by: ano Dec 14 2021, 11:50 PM

12:12:2021
ეტყობა ასეთ სარკისებურ თარიღებში რაღაც ხდება.
ისევ ვნახე სიზმარი, ძალიან შეშინებული ვიყავი აქამდე ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მერე ინტერნეტშიც რომ მსგავსი ინფორმაციები დაიდო გაანალიზება ვცადე, ჯერ სიზმარს დავწერ მერე ანალიზს.

სარკეში ვიყურები უნდა გავიხსენო ვინ ვარ, ვიცი რომ ფიზიკურად უნდა დავემსგავსო მას და მეხსიერება აღმიდგება, ცალ თვალზე შავი კონტურის წასმა დავიწყე როგორც ეგვიპტურ ფრესკებშია ისეთი მერე თვალის შიდა კაკლები მთლიანად თეთრი გახდა, როცა ინფორმაცია უნდა მომსვლოდა თუ ვინ არის ეს, ვიგრძენი პიროვნების გაორება, როცა ეს მეორე თავს იხსენებს იხსნება ზემოდან ქარბორბალა, რომელიც ამ იდენტობას ეძებდა როგორც დამსჯელი ძალა, დაიწყო ჩემი შეწოვა და უნდა რომ გამანადგუროს, შენ ჩვენი წმინდა სული შეაცდინე, ამის უფლება არ გქონდა, ეს ხმა საშინლად ყვიროდა და მე თითქოს ვაღიარე დანაშაული, იმის შიშით, რომ არ გავენადგურებინე ლოცვა დავიწყე იესო ქრისტე გთხოვ დამიფარე გადამარჩინე, გთხოვთ მომიტევოთ ცოდვები, იესო გთხოვ დამიფარე, თან ეს ქარბორბალა განაგრძობს ჩემს შეწოვას, შეშინებული მთელი ძალით ვიწყებ მამაო ჩვენოს ლოცვას, თან ვერ ვხვდები კონკრეტულად ვინ დავაზარალე ასე რომ მანადგურებდა ეს ძალა, თან ყველაფერი რაც ცუდი გამიკეთებია როდისმე საშინელ სინანულს ვგრძნობ და მთელი გულით ვნანობ და ვინანიებ.
მამაო ჩვენოს ლოცვით მეღვიძება, გულაღმა ვწევარ და ვაკვირდები სხეულს მთელი სხეული ვიბრირებს იმ შტორმის გავლენას ისევ ვგრძნობ, და საშინელი სინანულის გრძნობა ყველა არასწორი საქციელისთვის, არ ვინძრევი უბრალოდ ვაკვირდები როგორ ვიბრირებ, აღარ ვიცი რა ვიფიქრო გარდა იმისა რომ საშინელი სინანულის გრძნობა მაქვს იმის გამო რომ ამდენი შეცდომები მაქვს დაშვებული და ისე ღირსეულად არ ვცხოვრობ როგორც შემეძლო მეცხოვრა, რომ ვპარაზიტობდი იმის მაგივრად რომ სასარგებლო ვყოფილიყავი საზოგადოებისთვის, გარშემო მყოფებისათვის.

ანალიზს რაც შეეხება ეს მთლად ფსიქოლოგიური სიზმარი არ ყოფილა, ასეთ თარიღებში როგორც ჩანს წმენდა იწყება, სხვა წყაროებიდანაც გავიგე რომ ანტარქტიდაში ბაზა უკვე გაიწმინდა,
თუ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები გაიწმინდება ენერგია ადამიანები ნელნელა იგრძნობს ენერგიის და ინფორმაციის ნაკადს,
პლიუს ეგვიპტეშიც რაღაც ხდება, ესეც ერთ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტია.
მიუხედავად იმისა რომ საშინლად შეშინებული ვარ ვცდილობ გავაანალიზო რა მოხდა ისევ ვფიქრობ

Posted by: ano Dec 21 2021, 04:35 PM

ბევრ სიზმარებს ვნახულობ, თან ისეთი ძლიერია ყველა რომ მთელი დღე ვფიქრობ, ვიწყებ საკუთარი მინუსების ძალიან ნათლად გააზრებას, ძირითადი პრობლემა არის ის რომ საკუთარ თავს ვატყუებ, სიზმარში სიმულაციები კი პირდაპირ მაჩვენებს რომ ჯერ კიდევ ტყუილად ვლაპარაკობ და რეალურად გამოსწორებაზე მაქვს სამუშაო,
წინა სიზმარში შეშინებული ვიძახდი ოღონდ ეხლა გადავრჩე და აღარავის დავაზარალებ თქო.
სიზმარში ვხედავ გადაყრილია ძალიან ბევრი ფეხსაცმელები, მინდა რომ ავიღო მაგრამ იქვე ერთი კაცი ალაგებს ხვეტავს ამ ობიექტს, ვფიქრობ ვუთხრა და მისი ნებართვით ავიღო ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ მერე გადავიფიქრე მინდა, რომ ჩუმად ავიღო, გავიხედე თუ არ მიყურებს მოვიპარავ, უცებ რომ ვფიქრობ ავიღო ეს ფეხსაცმელი, უკნიდან გოგოს ხმა მესმის,
_ მოგწონთ ჩვენი ფეხსაცმელები? კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი მოდელი მოდი დაგათვალიერებიებ.
გავყევი მაჩვენებს, შუზებს, ჩექმებს, აარჩიე რაც გინდა... არადა ის მინდა გადაყრილი რომ იყო და ვერ ვბედავ რასაც ვფიქრობ ის ვუთხრა. _ არა მადლობა ეს მოდელები არ მინდა ვეუბნები და გამოვდივარ.
გზაში ვაანალიზებ ეს გოგო რა ეშმაკურად მიცინოდა, ეტყობოდა რომ მოგზავნილი იყო, ჩემს შესამოწმებლად გამოვასწორდი თუ არა, ისევ მატყუარა თუ ვარ, რომ პირდაპირ რასაც ვფიქრობ არ ვამბობ და მოპარვას ვაპირებდი, ეს ხომ დადგმული სცენარი იყო, ღმერთო რა სულელი ვარ განა ვის ვატყუებ, ყველაფერი ხომ ისე ჩანს როგორც ხელის გულზე, თავს ვიტყუებ მეტი არაფერი.
არადა წინა დღეს რომ ვიძახდი გამოვსწორდებითქო, ეს ხომ პატარა მარტივი გამოცდა იყო თვითონაც ვხვდები მე ისევ ნიღბებს ვატარებ,
რა არის ეს? რატომ არ ვიყავი გულწრფელი?

სიზმარშივე ვაანალიზებ და ვხვდები, რომ გავიღვიძე ისევ ვფიქრობდი, ეს რა იყო?
იქნებ რეალურ ცხოვრებაში მაგიტომ მაქვს ამდენი ბლოკი რომ რეალურად არ ჩავიდინო ისევ ასეთი სისულელეები და არ დავიძინო კარმა, ამ პატარა სიმულაციამ რამდენ რამეზე დამაფიქრა.


Posted by: ano Dec 21 2021, 04:48 PM

21.12.2021

წუხანდელი სიზმარი
გალაქტიკის ფედერაციის ლოგო იყო წყალსადენში, ძალიან გამიკვირდა ამ სიბინძურეში რა უნდა ამათ გზავნილს? აქამდე რომ მცოდნოდა რომ აქ დებდნენ გზავნილებს ამ წყალსაცავს ყოველდღე გავწმინდავდი, ეტყობა სხვებისთვის შეუმჩნეველად უნდოდათ მოქმედება, ძალიან ბევრი გზავნილები და ამანათები მომივიდა, ვეღარ ვუყრიდი თავს, ერთერთი კარტის დასტები იყო დამებნა და ისიც ვერ დავალაგე.
მერე ერთერთი პოლიტიკური ლიდერი შემოვიდა ჩემს ჭიშკარში, პატივისცემით შევეგებე თავი დავხარე, პოლიტიკოსი რომელზეც ყველა ფიქრობს რომ ამ კრიზისს ვეღარ შეცვლის და როგორც პოლიტიკურ გვამს უყურებენ, უკან მივყვები მეც სკეპტიკურად ვარ მის მიმართ, ვფიქრობ დაღლილია და არაფრის თავი არ აქვს უცებ ხატვას იწყებს, საოცარ ანიმაციებს ქმნის, საოცარ თვითდისციპლინას აჩვენებს, რომ რაც არ უნდა დაღლილი იყოს ის ქმნის და მართავს მოვლენებს და არა პირიქით. საოცარი ნდობა და პატივისცემა ვიგრძენი მის მიმართ, საკუთარ თავზე დავფიქრდი, მე კი მხოლოდ დინებას მივყვები, ველოდები მუზებს რომ ღამის გაკეთება მომინდეს, და აი ადამიანი რომელიც რაც არ უნდა დაღლილი იყოს საოცარებებს ქმნის.
მე კი დიდი ანალიტიკოსივით განვსჯიდი სხვების ქმედებებს, და განსაკუთრებით პოლიტიკოსებისას, ეს ადამიანი კი ნამდვილი ვირტუოზი აღმოჩნდა თურმე რამდენს შრომობს კულისებს მიღმა.

( არ ვიცი ამ პოლიტიკოსში რა იდეა იყო ვერ ვაანალიზებ, მის სახელს არ დავწერ, ძირითადად ალბათ ის რომ სხვების განსჯას საკუთარ საქმეს მივხედო ის ჯობია 🙂)

Posted by: ano Dec 28 2021, 02:25 PM

სხვადასხვა მხარეებიდან ვიღებ ინფორმაციებს, ეს ხდება დილას ადრე რომ ვიღვიძებ, ძილღვიძლის დროს ხმა მელაპარაკება და მიხსნის:
ვინც ახლა მართავს სამყაროს, ის არის ღმერთი, როგორ ვერ ხვდები რომ ის თუ წავიდა ყველაფერი განადგურდება, ფინანსური სისტემით დაიწყება, და ჩამოიშლება ყველაფერი, ან შემცვლელი უნდა მოვიდეს რომ არ მოხდეს სრული განადგურება.
მგონი პოლუსების ცვლილებაც მოყვებაო

Posted by: Mechanical Sheep Dec 28 2021, 11:04 PM

ano
გამარჯობა ანო. ძალიან საინტერესო სივრცე შეგიქმნია. მიხარია რომ გამოყენებადია. რაც შეეხება უკანასკნელ პოსტს, მეც მაქვს მსგავსი შეგრძნება, სადაც ის ხდება რაც შენს ხმებში.... და რაღაცნაირ მწუხარებით სავსე მოლოდინში ვარ. და უკვე მგონი ზედმეტი მომდის.

Posted by: ano Dec 29 2021, 01:25 PM

ხო ყველა გადაიღალა უკვე ამ ბოლოდროინდელი პრობლემებით, რაც კორონას მოყვა, ფსიქოლოგიურად, ჯანმრთელობის მხრივ, ფინანსური პრობლემებით...

მეც მაწუხებს რა თქმა უნდა ეს გაუგებარი სიტუაცია, მაგრამ ამ სიზმარ ხილვებმა მოსვენება დამიკარგა, მგონია რომ არ უნდა დავაიგნორო და აქ ვაზიარებ, რა ვიცი.

მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება ❤️




Posted by: ano Jan 28 2022, 07:52 PM

არ შემოუშვათ შიშის ენერგია საკუთარ თავში, დაიმახსოვრეთ ყველაფერი კარგად იქნება, გაგებით მოეკიდეთ იმას რაც ირგვლივ ხდება, ბრძოლის ველზე ვართ, ბრძოლა ადამიანთა გულებისთვის ხდება, მოუსმინეთ საკუთარ გულს ყოველთვის, ისწავლეთ მისი მოსმენა, ყველა სიტუაციაში განსაკუთრებით, პრობლემურ სტრესულ სიტუაციებში იგრძნობ თითქოს გულიდან გიკაკუნებენ, ნუ დაიყრუებტ თავს, ის ხომ მუდამ გველაპარაკება.
არ შეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება დრო უკვე მოვიდა, მასობრივი გამოღვიძება იწყება ❤️💗

Posted by: earth Jan 28 2022, 09:09 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 28th January 2022 - 08:52 PM) *
არ შემოუშვათ შიშის ენერგია საკუთარ თავში, დაიმახსოვრეთ ყველაფერი კარგად იქნება, გაგებით მოეკიდეთ იმას რაც ირგვლივ ხდება, ბრძოლის ველზე ვართ, ბრძოლა ადამიანთა გულებისთვის ხდება, მოუსმინეთ საკუთარ გულს ყოველთვის, ისწავლეთ მისი მოსმენა, ყველა სიტუაციაში განსაკუთრებით, პრობლემურ სტრესულ სიტუაციებში იგრძნობ თითქოს გულიდან გიკაკუნებენ, ნუ დაიყრუებტ თავს, ის ხომ მუდამ გველაპარაკება.
არ შეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება დრო უკვე მოვიდა, მასობრივი გამოღვიძება იწყება ❤️💗

wub.gif
თბილი და იმედიანი პოსტია ანო. gul.gif

Posted by: ano Feb 6 2022, 07:03 PM

დიდი ხანია მინდა განათლების სისტემაზე დავწერო, მაგრამ ძალიან ვრცელი თემაა, სკოლაზე რომ ვთქვა მგონია რომ ძალიან ბევრ დროს აკარგვინებს ადამიანს, უმჯობესია ბევრი კოლეჯი და ლიცეუმის სტილში იყოს ვარიანტები რომ ვთქვათ მეცხრე კლასის მერე პროფესიული განათლება მიიღებოდეს რაც შეიძლება მეტი პრაქტიკით, მოიწვიონ ოსტატები რომლებმიც თავის საქმეში მუშაობენ და რეალურად ასწავლის საქმის კეთებას, რომ ადამიანმა შეძლოს სამუშაოს შოვნა.
ჩემს დროს კი იყო ლიცეუმი მაგრამ როგორც უკვე ვთქვი მეტი პრაქტიკით რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, იქაც იგივე პრობლემაა დროის კარგვა, ბევრი უაზრო თეორია არაფრის მომცემი გამოცდებზე დროის და ნერვების ხარჯვა, და თითქმის პრაქტიკა არ არის რომ ის რასაც ამდენ დროს ახარჯავ არ იცი საქმეში როგორ გამოიყენო.
კომუნისტების დროინდელი პროფესორები კიდევ უფრო გირევენ ტვინს უამრავი ლიტერატურით რომელიც ასევე სრულიად გამოუსადეგარია დღევანდელ პირობებში, სრულიად ჩამორჩენილი რეალობას.
შემდეგ მაგისტრატურა იცავ დიპლომს კითხულობ და ეცნობი ამ კომუნისტურ ლიტერატურას რომელიც ბიბლიოთეკაში აქვთ, თან ცდილობს გაარკვიო ნეტავ ამდენი ფორმულები რა საჭიროა, მიდიხარ პროფესორთან რომელმაც ის რუსული წიგნი თარგმნა ქართულად და ეკითხები გეუბნება შენც მასე დაწერე დიპლომი ასე უფრო " ძვირფასი" გახდება, რაც მეტი ნახაზები, ფორმულები, სხვადასხვა წიგნებიდან შეკრებილი ინფორმაცია მით უკეთესი, კი ბატონო მართალია ეს ყველაფერი მაგრამ ახალი, თანამედროვე და გამოსადეგი რომ არაფერი არ იციან?

უნივერსიტეტშიც იგივე პრობლემაა რაც სკოლებში საბოლოოდ დროის კარგვა და ნული პრაქტიკა.

Posted by: ano Feb 6 2022, 07:21 PM

მე რომ მქონდეს საშუალება გავხსნიდი პროფესიულ კოლეჯებს სხვადასხვა პროფილით, რაც შეიძლება კონკრეტული საგნის გარშემო, ვთქვათ ასწავლის სახლის დიზაინს, ამის ირგვლივ საგნები:
ლანდშაფტი, პროექტირება, ფერთა ჰარმონია, ფენშუის ელემენტარული ცოდნა (როგორ უნდა ცირკულირებდეს ენერგია სახლში, რომელი ოთახი სად უნდა იყოს, ლოგინი როგორი მიმართულებით უნდა იყოს, რომელი ფერები რა გავლენას ახდენს, ...) ხელოვნების და არქიტექტურის ისტორია, ხაზვა, კომპიუტერული პროგრამები, დიზაინი, ხატვა, სხვადასხვა სტილთან და მიმართულებათა ცოდნა...
პრაქტიკებზე გაშვება სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან, სტუდენტებზე დავალება კონკრეტული კომპანიისთვის დიზაინის შექმნა, საუკეთესო ვარიანტის იდეაში განხორციელება...
საბოლოოდ თან სწავლა თან რეალურად დასაქმების პერსპექტივა.


Posted by: ano Feb 7 2022, 03:42 PM

02.02.2022
სიზმარი, ოთახში ვართ ადამიანები, სამუშაო გარემოა, ყველანი ვმუშაობთ ვქმნით სხვადასხვა საგნებს, სივრცეში ვიზუალიზაცია მატერიალიზაცია, ვფიქრობ ეს იყო ფრაგმენტი წარსულიდან, მე პირადად ლარნაკის დიზაინზე ვმუშაობდი სტილი თითქოს ბერძნული იყო მაგრამ დეკორი ვარდებით გაფორმებული როკოკოს ბაროკოს სტილს წააგავდა, მასალა და ფერი ძველბერძნული,
ძალიან კარგად ვიცოდით სად ვიყავით, ვინ ვიყავით, რატომ ვიყავით,
ვიცოდით რა მარტივია რეალურად მატერიალიზაცია იმიტომ რომ ვირტუალურ სიმულაციაში ვართ, ვიცი რომ აქ სწავლა განვითარებისათვის ვარ, მაგრამ ეს ყველაფრის ცოდნა თითქოს გემოს, ხალისს უკარგავს ამ ყველაფერს, თითქოს ვეღარ ვითთარდები და ერთი და იგივე მომწყინდა, მეტი უფრო მეტი რაღაც არის საჭირო შინაგანად ვიცი, ისეთ საფეხურზეა გადასვლა საჭირო სადაც ასე დაღეჭილი არ იქნება ყველაფერი, სადაც არ გეცოდინება ვინ ხარ, რატომ ხარ, სად ხარ...


Posted by: ano Feb 10 2022, 10:21 AM

05.02.2022
მაინტერესებს რეალური სიმართლე მითხარი რა გზას დავადგე:
ყველა რელიგია ერთისაგან მოდის, ყველა ჩვენი შექმნილია, მაგრამ თუ უფრო მეტის გაგება გინდა მოდი ჩვენთან, ნახაზები ამოიღო, პირველი იყო "ყოვლის მხედველი თვალი" მეორე ფურცელზე გნოსტიკური სიმბოლო ცირკულის, სხვა ფურცლებზე დედამიწის მთვარის მზის პოზიციები, კიდევ ბევრი სიმბოლოები.. მოდი ამით დავიწყოთ რა რას ნიშნავს.

Posted by: ano Feb 10 2022, 10:33 AM

09.02.2022.
ოთახში ვზივართ ადამიანები, ყველას სუპერ თანამედროვე ნოუთბუქები დაურიგეს, ეს კომპიუტერები რობოტს მოაქვს,
მე დავრჩი ზემოდან ხმა მესმის, ყველა ადამიანი იმ რეალობას დაინახავს რისი დანახვაც სურს, ძალიან დამცინავ ტონს ვგრძნობ, როგორ იდიოტებად მიაჩნია ადამიანები, გასაგებია ადამიანთა უმეტესობა რობოტიზაცია ტექნიკის გზას ირჩევს როგორც მივხვდი...
ღმერთო მე დამანახე როგორია რეალობა გთხოვ, არ მინდა კომპიუტერი არაფერი არ მინდა, მხოლოდ სიმართლე მაინტერესებს.
ინტუიციური ხმა მესმის, ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ხომ ადამიანია, ეს რობოტები და ნოუთბუქები რა მოსატანია როცა არსებობს ადამიანი, უბრალოდ უნდა ისწავლო ამ ინსტრუმენტის გამოყენება, უნდა შეისწავლო ვინ ხარ, რას წარმოადგენს შენი სხეული. რა სისულელეა ამის მაგივრად ტექნიკას რომ იყენებთ.

Posted by: ano Feb 15 2022, 03:19 PM

მოგესალმებით კარგ დღეს გისურვებთ l_sunny.gif l_daisy.gif
ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა, მეც ვეცნობი, და რა თქმა უნდა ზედოზირების პრობლემა მაქვს, და ასევე ის რომ გაფილტვრაა საჭირო, ესეიგი პატარა ტექნიკა შევიმუშავე: არსებობს ინფორმაცია რომელიც არის სიმართლე, ლოგიკური, ინფორმაციული, მაგრამ უკვე გრძნობით პლანზე ვხედავ დაახლოებით როგორ რეაქციას იწვევს, ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ვიცი სიმართლეა ვცდილობ გადავხარშო საკუთარ თავში, მოვძებნო ალტერნატიული გზა რომ თან სიმართლე გავრცელდეს თან ნეგატიური ემოციები არ გამოიწვიოს,
რა იწვევს ნეგატიურ ემოციებს? ძალიან ბევრი ფაქტორი, მაგრამ პირველ რიგში ის რომ ადამიანებს " რწმენას" "წარმოდგენებს" სტერეოტიპებს უნგრევ, ასევე მომავლის შიში და საერთოდ შიში იმისა რაც არ იცი.

ეს ორი მტერი ადამიანის: ნეგატიური ემოციები და შიში.

ცვლილებები დაიწყო, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიათ, დაჯექით მზეზე, ძალიან კარგია თებერვლის მზე და ჭამეთ ვაშლები ეს ბედნიერებაა.

Posted by: ano Feb 21 2022, 07:39 PM

მნიშვნელოვანი ენერგეტიკული თარიღებია ეს დღეები, ფაქიზი პლანი აქტიურდება, თვალში საცემია ძველი სცენარი, რაც 2008:08 ში მოხდა, ეს იყო მწარე გაკვეთილი, საერთოდ არ ვფიქრობდი იმ პერიოდში ომზე, გამოცდებისთვის ვემზადებოდი, მაგისტრატურისთვის, ათასი ოცნება მქონდა, რომ საკუთარი ნიჭი და ენერგია ჩემს ქვეყანაში გამომეყენებინა, უმაღლესი ქულები ავიღე, ორი წითელი დიპლომი, ჩემი საქმე მართლა კარგად შევისწავლე, ჩემით დავდიოდი სხვადასხვა ოსტატებთან რომ მაქსიმალურად დამეხვეწა პრაქტიკული ცოდნა, საკუთარ ტექნიკებზე ვმუშაობდი, მერე მუშაობაც დავიწყე მაგრამ რათ გინდა ნაომარ ქვეყანაში როგორ გინდა მოახდინო რეალიზება რაიმესი, ძალიან რთულია ფსიქოლოგიურადაც მატერიალურადაც.
მე არ ვიცი რა ხდება მაღალ ეშელონებში რა ვერ გაიყვეს, მე ვაპროტესტებ არ მსურს იგივე სცენარი განმეორდეს რაც გააკეთეს საქართველოში, მე მინდა მშვიდობა, ერებს შორის თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ყველა ადამიანს მიეცეს საკუთარი თავის, ნიჭის რეალიზების საშუალება, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება, მოხდეს დიალოგი და პრობლემების ცივილიზებული ფორმით მოგვარება.
მე როგორც დედამიწელი ვითხოვ მსოფლიოში მშვიდობას.
ნუთუ ვერ განვითარდა კაცობრიობა იმ დონეზე რომ ერთმანეთის თავყბის მტვრევის გარეშე გადაწყდეს კონფლიქტები.
მშვიდობა მინდა

Posted by: ano Mar 4 2022, 12:36 PM

გუშინ ხილვა მქონდა, ამერიკის და რუსეთის დროშის სიმბოლოებით, ხელის ჩამორთმევა, რაც როგორც შეთანხმება აღვიქვი.
შემდეგ "დიდი უფროსი" ვხედავ როგორ გაბრაზებულია, ოთახში არიან შეკრებილები, ამ ჯერად მგვრალ მაგიდასთან აღარავინ მივიდა, მთელი ევროპის ქვეყნების მმართველები მდივანზე ისხდნენ და თავები ჩახრილი ჰქონდათ, რომ "ბოსის" რისხვა მათზე არ ნთხეულიყო, ყველას ხმამაღლა უყვიროდა და აძლულებდა რომ მსოფლიო ომში ჩართულიყვნენ თან ემუქრებოდა თუ ამას არ იზამდნენ მკაცრად დასჯიდა ყველას, ყველა თვალს არიდებდა, ეს იყო ის მდგომარეობა როცა უკვე ყველას ყელში აქვს ამოსული დიქტატორი უფროსის უაზრო ბრძანებები

Posted by: ano Mar 27 2022, 01:42 AM

ციტატა(Lama Norbu @ Oct 11 2021, 02:21 AM) *
ანო, ეს ბაზა ახლა შემხვდა, ყველა გვერდი წავიკითხე... მადლობა რომ ასეთი ადამიანი ხარ, გულწრფელად მიხარია.
აქ წინა წელს გავწევრიანდი და მგონი ყველაზე პატარა ვარ ასაკით smile.gif
2018 წელს რაც დაწერე, ეგოზე, შინაგან სტრუქტურაზე, თუ როგორ ხედავ და ამჩნევ შენში მიმდინარე პროცესებს, შინაგანი დიალოგი, მსჯელობა, მუდმივი აზროვნება, სიღრმეებში ძიება, ლოგიკა და ა.შ ყველა წინადადებაში საკუთარი თავი ვიპოვნე, ყველა დეტალში რაც დაწერე.
'' რაც უფრო მეტი გაუაზრებელი ქმედება ან ჩვევა გვაქვს მით მეტი ენერგია გაედინება და ვერ ვივსებით ენერგიით, ვემსგავსებით დახვრეტილ ჭურჭელს, სამყარო მუდამ გვაძლევს ენერგიას უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით რამდენი მჭამელი გვყავს. '' ------ ეს შენი სიტყვებია.
ძალიან რთულია განთავისუფლდე იმ ზეწოლებისგან რაც გარემოდან შემოდის, ასევე ადამიანებისგან, სხვისი პარაზიტები მჭამენ და შემდეგ ეს პარაზიტები კოლექტიურად მესევიან, რადგან მე ვიცი რომ ისინი არსებობენ, მოქმედებენ, ვგრძნობ და რაც უფრო ვიწმინდები და ვამარცხებ ეგოს არაჯანსაღ პატარა ნაწილებსაც კი, მით უფრო მესევიან, მით უფრო ბევრი წინააღმდეგობა მხვდება ცხოვრებაში, ერთ დღეს მგოინა რომ რაღაც გადავლახე მაგრამ მეორე დღეს ისეთ იმპულსურ სუსტ ქმედება განახორციელებ, ვხვდები რომ ისევ ჭიები მღრღნიან, თან რომ ვგრძნობ ამ ჭიებს ჩემს სხეულში, მიჭირს ვიყო ბედნიერი, მოსვენებული, მშვიდი...

მინდა გკითხო შენ თუ გადალახე რომელიმე ეტაპი მაინც, თუ შეისწავლე ეს ყველაფერი და რა პასუხი მიიღე, როგორ გავიდეთ ამ ლუპიდან, როგორც ზაზუნას დღეშია, როგორ ჩავანგრიოთ ამ ციკლის ის ერთი საფეხური საიდანაც ყველაფერი ისევ თავიდან იწყება...


ეს პოსტი არ ჩანდა ახლა ვნახე,
ეტყობა გურჯიევიდან არის ის, ენერგიის დაგროვების ტექნიკები, და ენერგიას ბევრი რამ გვაკარგვიებს, განსაკუთრებით დღევანდელი მსოფლიო სიტუაცია, ხდება სრული გამოწურვა ადამიანების სამწუხაროდ

ახლა ბევრს ვერ დავწერ და ისე მარტივად ვიტყვი ეგო გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემას, საჭიროა მოვიშოროთ ეგოს თვისებები, ამპარტავნება და ზედმეტი სიამაყე

კიდევ მნიშვნელოვანი საკუთარ თავს მოუსმინე, გულს.

ჩემი სიტყვები ჩემი აზრია, და ცვალებადი, განვითარების პროცესში, დღეს რასაც ვფიქრობ შეიძლება ხვალ სხვაგვარად ვიფიქრო, ამიტომ შეეცადე ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი რაც შენთვის მისაღებია და გული რასაც გვკარნახობს.
ენერგიის დაგროვებაზე მერე დავლინკავ გურჯიევის აქვს თემა

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)