Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ ვინ სად და რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი :)

Posted by: Zet Jul 25 2009, 12:58 PM

ვინ სად და რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი smile.gif


გამარჯვებული არის ის ვინც არის ნამყოფი იმ ქვეყანაში სადაც სხვა არარის ნამყოფი ამ ფორუმიდან რათქმაუნდა)))) (ცოტა ინტერესი მივცეთ)

Posted by: TeO Jul 25 2009, 07:02 PM

მე ვერ გავიმარჯვებ, ასე რომ ხელები ამიწევია biggrin.gif

Posted by: old_man Jul 25 2009, 07:15 PM

რუსეთში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეგ არ ითვლება sad.gif

Posted by: anonymouska Jul 26 2009, 12:09 AM

საბერძნეთი და თურქეთი laugh.gif გადმოცემით უკრაინაში ვყოფილვარ პატარა რომ ვიყავი hilarioustu8.gif


ზეტ, შენ ბოლოს იტყვი? biggrin.gif

ვკჰ და ბლანკა სადაა? ვფიქრობ მაგათ შორს გამოვლინდება გამარჯვებული rolleyes.gif

Posted by: Zet Jul 26 2009, 10:38 PM

QUOTE(anonymouska @ 26th July 2009 - 12:09 AM) *
ზეტ, შენ ბოლოს იტყვი?

არა მე სათქმელი არაფერი არამაქვს და მაგიტომ ვარ ჩუმათ)))))

Posted by: Shou Jul 27 2009, 12:29 PM

ნუ მე რუსეთში, გერმანიაში, ესპანეთში (უფრო სწორად კატალუნიაშიsmile.gif), საფრანგეთში და სომხეთში Just_Cuz_01.gif აი, ეხლა ვაპირებ უნგრეთი/იტალიას სექტემბრის ბოლოს. თუმცა ჩემს გარშემო ყველა ისეთ უცნეურ ქვეყნებში დადის სამოგზაუროდ მანამდე სახელიც რომ არ მსმენია l_daisy.gif

Posted by: georgius-asmoday Jul 27 2009, 12:41 PM

გერმანია, აზერბაიჯანი, ავსტრია უკრაინა

Posted by: Sophia Jul 30 2009, 09:32 PM

თურქეთი (სტამბოლი), საფრანგეთი (ლიონი და პარიზი), იტალია (ვენეცია, ფლორენცია, რომი), ავსტრია (ვენა)
მოსკოვსა და პედერბურგში მგონი ვიყავი, მაგრამ არ მახოსვს biggrin.gif

Posted by: Sophia Jul 30 2009, 09:33 PM

აბა, ვინ იმარჯვებს ? tongue.gif

Posted by: blanca Jul 31 2009, 12:38 AM

გამარჯვებულს რამე პრიზი? biggrin.gif

Posted by: ♫♫♫ Jul 31 2009, 02:38 AM

კატმანდუსა და მასაჩუსეტებში ვარ ნამყოფი. clap2.gif

QUOTE
გამარჯვებულს რამე პრიზი?

კი! პრიზი არის- 2 კაციანი საგზური ტანტალიაში
საგზურში შედის: კვება (უგემრიელესი სიმიჩიე). და ალმანასხანთან ერთად ქვიშაში კოტრიალი. lol.gif
ჰო სერიოზულად: სინოპში ვარ ნამყოფი ბავშვობაში კიდე გარდაბან-ბაქო-ჯეიჰან-საშინლად მახსენდება sad.gif

Posted by: Sophia Jul 31 2009, 04:05 PM

QUOTE(♫♫♫ @ Jul 31 2009, 02:38 AM) *
კატმანდუსა და მასაჩუსეტებში ვარ ნამყოფი. clap2.gif
კი! პრიზი არის- 2 კაციანი საგზური ტანტალიაში
საგზურში შედის: კვება (უგემრიელესი სიმიჩიე). და ალმანასხანთან ერთად ქვიშაში კოტრიალი. lol.gif
ჰო სერიოზულად: სინოპში ვარ ნამყოფი ბავშვობაში კიდე გარდაბან-ბაქო-ჯეიჰან-საშინლად მახსენდება sad.gif



ვოვ, აბა მოკევით ერთი კატმანდუში როგორ წახვედით? როდის ? რა საინტერესოა.

girl_witch.gif

Posted by: blanca Aug 1 2009, 07:31 AM

QUOTE(♫♫♫ @ Jul 31 2009, 03:38 AM) *
კატმანდუსა და მასაჩუსეტებში ვარ ნამყოფი. clap2.gif
კი! პრიზი არის- 2 კაციანი საგზური ტანტალიაში
საგზურში შედის: კვება (უგემრიელესი სიმიჩიე). და ალმანასხანთან ერთად ქვიშაში კოტრიალი. lol.gif
ჰო სერიოზულად: სინოპში ვარ ნამყოფი ბავშვობაში კიდე გარდაბან-ბაქო-ჯეიჰან-საშინლად მახსენდება sad.gif


მასაჩუსეტსში მეც ვარ ნამყოფი. დღემდე შტატი მეგონა ქვეყანა ყოფილა. პრინციპში მართალია. მოჰიკანების ქვეყანა იყო ერთ დროს biggrin.gif
ტანტალიაში მინდა წასვლა biggrin.gif

Posted by: Alpha Aug 1 2009, 12:31 PM

მოსკოვში ვიავი როდესღაც yes.gif

Posted by: ♫♫♫ Aug 1 2009, 08:23 PM

QUOTE(blanca @ 1st August 2009 - 07:31 AM) *
ტანტალიაში მინდა წასვლა

blanca მოდიი ჩეთანა, მოდი! ჩემს გვერდით არის ერთი ადგილი დარჩენილი. biggrin.gif
QUOTE
მასაჩუსეტსში მეც ვარ ნამყოფი. დღემდე შტატი მეგონა ქვეყანა ყოფილა.

ჰო რავი, მე მგონი "შტატად" ითვლება, ამერიკის 2 ქართველი ფიზიკოსი მოღვაწეობს, და მაგათგან ვიცი. biggrin.gif

Posted by: Guru Nov 10 2009, 11:33 PM

ვატიკანი good.gif

Posted by: adamiani Nov 11 2009, 03:23 AM

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუსეთი, უკრაინა, ჰმ, ლუქსემბურგიც -თუ ქვეყანად ჩაითვლება - ამ სიას მალე ეგვიპტე და ისრაელი მიემატება.
მაგრამ -სხვა საქართველო არ არის.

Posted by: Guru Nov 11 2009, 11:50 PM

ციტატა(sethis modgma @ 11th November 2009 - 03:23 AM) *
გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუსეთი, უკრაინა, ჰმ, ლუქსემბურგიც -თუ ქვეყანად ჩაითვლება - ამ სიას მალე ეგვიპტე და ისრაელი მიემატება.
მაგრამ -სხვა საქართველო არ არის.

თქვენ მთელი ევროპა შემოგივლიათ . rolleyes.gif

Posted by: adamiani Nov 12 2009, 01:33 AM

ავსტრია გამომრჩენია.

Guru
ცხოვრებამ მოიტანა, თორემ მე არა ვარ მოგზაურობის მოყვარული დიდად.

Posted by: old_man Nov 12 2009, 10:46 PM

ისე ადრე უფრო მინდოდა საზღვარგარეთ მოგზაურობა, ახალგაზრდობაში ასე ვთქვათ smile.gif ახლა უფრო მინდა ზურგჩანთა მოვიკიდო და თვეობით წავიდე საქართველოს მთებში და ტყეებში ვიხეტიალო

Posted by: ირმა Nov 13 2009, 09:52 PM

ზოგი ქვეყანა მხოლოდ ერთი ორი დღით მაქვს ნანახი, ითვლება სიაში თუ არა biggrin.gif


თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა smile.gif



Posted by: tikoroma Nov 14 2009, 02:58 PM

მე ტაჯიკეთში და უზბეკეთში ვიყავი.. ოღონდ არ მახსოვს, დედაჩემს ვეჯექი მუცელში... biggrin.gif
ითვლება? huh.gif

Posted by: ირმა Nov 14 2009, 06:44 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 14th November 2009 - 03:58 PM) *
მე ტაჯიკეთში და უზბეკეთში ვიყავი.. ოღონდ არ მახსოვს, დედაჩემს ვეჯექი მუცელში...
ითვლება?


biggrin.gif laugh.gif
lol.gif

ჩაგეთვალა Laie_61.gif

hilarioustu8.gif

Posted by: irma Feb 1 2010, 07:07 PM

ნამყოფი ვარ უკრაინასჰი, რუსეტსჰი და ახლა ვიმყოფები იტალიასჰი....მარტლა ამსტერდამსჰი ვარ ნამყოფი კიდევ ოგონდ ერტი დგიტ smile.gif

Posted by: Shou Feb 1 2010, 07:12 PM

სხვა პლანეტები ითვლება? გალაქტიკები?wink.gif

Posted by: Emigranti Feb 1 2010, 07:58 PM

QUOTE(Shou @ Feb 1 2010, 04:12 PM) *
სხვა პლანეტები ითვლება? გალაქტიკები?wink.gif
რა თქმა უნდა! ეგ კიდევ რაა. ეზოთერულ ფორუმზე " ხართ ნამყოფი"-ში წინა ცხოვრებებიც კი იგულისხმება laugh.gif

Posted by: sentimennte Feb 1 2010, 08:02 PM

ეჰ ...sad.gifაბა მე რა ჯანდაბა მჭირს აქეთ კახეთს ვერ გავცდი და იქეთ სამეგრელოს ჰა?? biggrin.gif

Posted by: მზეონა Feb 1 2010, 08:29 PM

QUOTE(irma @ Feb 1 2010, 07:07 PM) *
ახლა ვიმყოფები იტალიასჰი.... smile.gif

ჩაო ირმა, იტალიას სალამი flowers.gif JC_cupidgirl.gif რომელ ქალაქში ხარ?

Posted by: Fee Mar 3 2010, 01:04 AM

თურქეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, იტალია, ვატიკანი ( ესეც ხო, ქვეყანაში ითვლება tongue.gif )

ძალიან მინდა ნეპალის მონახულება და საერთოდ აზია მიზიდავს smile.gif

Posted by: jgvenza Mar 6 2010, 01:36 PM

წინა ცხოვრებაში არ მახსოვს, ერთხელ მითხრეს ინდოეთში ცხოვრობდიო, არ მახსოვს ნამდვილად ..smile.gif ამ ცხოვრებაში კი გერმანიაში, თურქეთში, ესპანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთში, მალტაზე ვარ ნამყოფი.

Posted by: jgvenza Mar 6 2010, 01:37 PM

QUOTE(dunduri @ 3rd March 2010 - 01:04 AM) *
ვატიკანი

მინდა მაგარი ბიბლიოთეკა აქვთ და ხელნაწერები..ეჰ..მე ვინ მაჩვენებდა მარა შანსი იქნებოდა იქ რომ მოვხვედრილიყავი..smile.gif

Posted by: irma Mar 6 2010, 02:04 PM

ციტატა(მზეონა @ Feb 1 2010, 08:29 PM) *
ჩაო ირმა, იტალიას სალამი flowers.gif JC_cupidgirl.gif რომელ ქალაქში ხარ?

ბარში ვარ...გვიან ვნახე შენი წერილი give_rose.gif

Posted by: HERMES555 Mar 18 2010, 06:56 PM

ციტატა(Zet @ Jul 25 2009, 12:58 PM) *
ვინ სად და რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი smile.gif
გამარჯვებული არის ის ვინც არის ნამყოფი იმ ქვეყანაში სადაც სხვა არარის ნამყოფი ამ ფორუმიდან რათქმაუნდა)))) (ცოტა ინტერესი მივცეთ)


აშშ-ში ყველა შტატში. მექსიკა, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, საბერძნეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი. სომხეთი, აზერბაიჯანი. მეტს ვერ ვიხსენებ,მარა მგონი მაინც მოვიგებ. l_sunny.gif

Posted by: mata Mar 18 2010, 07:22 PM

HERMES555
ეხლა სადა ხართ?

Posted by: HERMES555 Mar 18 2010, 10:14 PM

ციტატა(mata @ Mar 18 2010, 07:22 PM) *
HERMES555
ეხლა სადა ხართ?

ეხლა თბილის-ში ვარ და აღარსად წასვლა არ მინდა. l_sunny.gif გამახსენდა კიდე ბულგარეთი,რუმინეთი,თურქეთი. l_sunny.gif

Posted by: ever Jul 10 2011, 04:48 PM

QUOTE(ZipCode @ 25th July 2009 - 01:58 PM) *
გამარჯვებული არის ის ვინც არის ნამყოფი იმ ქვეყანაში სადაც სხვა არარის ნამყოფი ამ ფორუმიდან რათქმაუნდა

ინგლისში ვიყავი sweet.gif სხვას არავის უწერია l_sunny.gif

Posted by: natuka Jul 10 2011, 05:19 PM

QUOTE(ever @ 10th July 2011 - 04:48 PM) *
QUOTE(ZipCode @ 25th July 2009 - 01:58 PM) *
გამარჯვებული არის ის ვინც არის ნამყოფი იმ ქვეყანაში სადაც სხვა არარის ნამყოფი ამ ფორუმიდან რათქმაუნდა

ინგლისში ვიყავი sweet.gif სხვას არავის უწერია l_sunny.gif


გამარჯვებული თამარია smile.gif

Posted by: ninuca Jul 10 2011, 05:30 PM

გერმანიაში ვცხოვრობდი...sad.gif ყოველ მეორეს ეს უწერია tongue.gif

Posted by: Existence Jul 10 2011, 05:53 PM

ვა ესთი თემაც არსებოოოობს ... smile.gif


მე ვარ ნამყოფი.... smile.gif

თურქეთი ( გავლით და დავიტანჯეეეე lol.gif ფუუუუ.. ) ..... საბერძნეთი (სალონიკი) .... იტალია (ვენეცია) ..... ავსტრია( გავლით) ...... შვეიცარია ( ბერნი)

საფრანგეთი (ლიონი ... კლერმონ-ფერანი <--ეს ბანძი გაქალაქია) ....ბორდო wub.gif ...)

ესპანეთი .. სან სებასტიანი .... ჩემი ოცნების ქალაქი ... JC_cupidboy.gif ...

პორტუგალიაში ყველა დიდ ქალაქში და არამარტო....... ვცხოვრობდი ლეირიაში .....


ერთი გადავხედო ვინმეს თუ მოვუგე.... laugh.gif

Posted by: რეალისტი Jul 10 2011, 06:19 PM

კუმ ფეხი გამოყოო მეც მინდა
რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი,ლიტვა,ლატვია, ბუგლგარეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ყირგიზეთი ვიეტნამი, აშშ, კანადა, პანამა, ჩეხოსლოვაკია, მალტა, ინდოეთი, ბანგლადეში, ემირატები, კუბა

Posted by: ირმა Jul 10 2011, 11:44 PM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 10th July 2011 - 07:19 PM) *
კუმ ფეხი გამოყოო მეც მინდა
რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი,ლიტვა,ლატვია, ბუგლგარეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ყირგიზეთი ვიეტნამი, აშშ, კანადა, პანამა, ჩეხოსლოვაკია, მალტა, ინდოეთი, ბანგლადეში, ემირატები, კუბა

biggrin.gif
მგონი ჯობდა ჩამოგეთვალა სად არ ხარ ნამყოფი biggrin.gif

Posted by: elli Jul 10 2011, 11:51 PM

რეალისტი

ციტატა(რეალისტი @ 10th July 2011 - 06:19 PM) *
რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი,ლიტვა,ლატვია, ბუგლგარეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ყირგიზეთი ვიეტნამი, აშშ, კანადა, პანამა, ჩეხოსლოვაკია, მალტა, ინდოეთი, ბანგლადეში, ემირატები, კუბა

შანსი არაა რარაც გამოგრჩებოდა wink.gif

Posted by: რეალისტი Jul 10 2011, 11:53 PM

elli
გეთანხმებით ეს ბოლო 20 წლის ისტორიაა

Posted by: elli Jul 10 2011, 11:56 PM

რეალისტი

ციტატა(რეალისტი @ 10th July 2011 - 11:53 PM) *
გეთანხმებით ეს ბოლო 20 წლის ისტორიაა

დედამიწის გარეთ არ გიმოგზაურიათ?

Posted by: რეალისტი Jul 11 2011, 12:34 AM

სხვა სამყაროში,,,, დიახ. ოღონდ უკან დაბრუნება ყოველთვის ტრამვით თავდებოდა. ამიტომაც ჩემ თავს მივეცი სიტყვა რომ აღარასოდეს არ წავალ, სანამ ფიზიკურ სხეულში ვზივარ.
პატივისცემით

Posted by: elli Jul 11 2011, 09:15 AM

რეალისტი
შთაბეჭდილებებსაც არ გაგვიზიარებ?

Posted by: nibiru3013 Jul 12 2011, 02:02 AM

ციტატა(old_man @ 12th November 2009 - 10:46 PM) *
ისე ადრე უფრო მინდოდა საზღვარგარეთ მოგზაურობა, ახალგაზრდობაში ასე ვთქვათ ახლა უფრო მინდა ზურგჩანთა მოვიკიდო და თვეობით წავიდე საქართველოს მთებში და ტყეებში ვიხეტიალო

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე რომ მოვიბეზრე საქართველოს თყეები და მთები, იგივე ზურგჩანთა მოვიკიდე 2001-ში და წავედი- რუსეთი, ჩეხეთი, ავსთრია, გერმანი, ბელგია, ჰოლანდია. ზუგრანთის გარეშე თურქეთი, სომხეთი, აზერბაჯანი, შვეიცარია.

ეხლა ცოლ შვილი რომ არ მყავდეს აზიას ჩავისეირნებდი და როგორმე ავსტრალიაში შევახწევდი იქიდან ვიჩალიჩებდი ანტარქტიდაზე მოხვედრას და ალბათ დავრჩებოდი კიდეც, ნუ ეხლა ესე ვფიქრობ wink.gif
აი ლინკიც თუ რატო ანტარქტიდაზე http://gol.ge/index.php?cat=movies&details=8128&order=1.1&search=Encounters_at_the_end_of_the_world

Posted by: თამარი Jul 30 2011, 07:34 PM

რეალისტი

ციტატა(რეალისტი @ 10th July 2011 - 06:12 PM) *
რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი,ლიტვა,ლატვია, ბუგლგარეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი,ვიეტნამი,აშშ, კანადა, პანამა,ჩეხოსლოვაკია,მალტა,ინ

�ოეთი,ბანგლადეში,ემირატები, კუბა



საქართველოშიც ყოფილხარ? smile.gif)))

Posted by: თამარი Jul 30 2011, 07:41 PM

კარგი:

6 ცოცხალი პლანეტა (ვარფიმი, ტორი, თაია, დარი, ლოტი, სარო) + გეა-დედამიწა (საქართველო, სომხეთი, რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, უზბეკეთი, თურქეთი, გერმანია)

საქართველოში - არ ვყოფილვარ მხოლოდ თუშეთსა და სვანეთში! დანარჩენი - ყველგან ვარ ნამყოფი და საოცარი თავგადასავლებით... smile.gif))



Posted by: td......... Jul 31 2011, 12:12 AM

მდაჰ....

Posted by: ირმა Jul 31 2011, 09:23 AM

td.........

QUOTE(td......... @ 31st July 2011 - 01:12 AM) *
მდაჰ....

აუ, ეგ რა ქვეყანაა? პირველად მესმის ohmy.gif

Posted by: td......... Jul 31 2011, 10:44 AM

ირმა
ძალიან მაგარი ქვეყანაა ირმა smile.gif) მუდმივ პოზიტივში არიან იქ ადამიანები და ყველას ერთმანეთი უყვარს. იქ არაა განსაკუტრებული არქიტექტურული შედევრები, არც მსოფლიოსათვის გამოჩენნილი ადამიანების ნაკვალევი, არც ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული ადგილები.. არის ლამაზი ბუნება, უამრავი ლამაზი მცენარე და ფაუნის ატასგვარი წარმომადგენელი.
smile.gif
გირჩევთ იქ იმოგზაურეთ.

Posted by: თაია Aug 5 2011, 12:59 AM

შენ ახლა თაია აღწერე, td......... smile.gif)))

Posted by: td......... Aug 5 2011, 04:11 PM

თაია
smile.gif ჰო..

Posted by: vano kazbegi Aug 5 2011, 08:18 PM

ვცხოვრობდი რუსეთში ( ჩრდილო ოსეთში, სტავროპოლსკი კრაი სოფელ ერისტოში ჩიგნების სოფელია ) ერთხელ სტამბულში დავათვალიერე ისტორიული ადგილები 12 დღე. თან ვეძებდი კარგ აურას და ვერ მიპოვნია .

Posted by: FERRE May 30 2015, 09:43 AM

საფრანგეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი

Posted by: tikoroma May 30 2015, 10:35 AM

FERRE
შთაბეჭდილებებიი?

Posted by: FERRE May 30 2015, 10:16 PM

tikoroma

ძალიან მაგარი )) არ ვიცი საიდან დავიწყო. 2008 წელს საფრანგეთში ვიყავი თითქმის 1 თვე (28 დღე) ბავშვობის ძმაკაცთან ერთად. 4 ქალაქი მოვიარეთ. ატლანტიკის ოკეანეში ნუდისტურ სანაპიროზე ვიყავით )) ძაან ვიხალისეთ მოკლედ biggrin.gif მყავდა მექსიკელი girlfriend-ი ) ასევე გავიცანი ბევრი ადამიანი და დღემდე მაქვს ურთიერთობა. პარიზზე არანაკლები შთაბეჭდილება დატოვა ბორდომ. ულამაზესი ქალაქია. ასევე რამოდენიმე ისეთი სოფელი ვნახე რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.
ესეც რამდენიმე ფოტო


http://pix.ge/



http://pix.ge/



http://pix.ge/


Posted by: tikoroma May 30 2015, 10:21 PM

მე ვფიქრობ, ევროპის დიდი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად საფრანგეთის პატარა ქალაქები მომეწონება საცხოვრებლად. რაც მინახავს ტვ-ში - წყნარი ადგილებია, ბუნება გადასარევი, მგონი უნდა თბილოდეს ძირითადად, და უამრავი ძველი ციხე-კოშკი. დიდ ქალაქებს ყველგან მოვერიდები smile.gif

Posted by: FERRE May 30 2015, 10:23 PM

თურქეთში რაგბის მატჩის გამო ვიყავი. საქართველო-რუსეთი. ტრაპზონში ჩატარდა და რათქმაუნდა ჩვენ მოვიგეთ ))
აზერბაიჯანში გასულ ზაფხულს მიწვევით ვიყავი. დიჯეი ვარ და 2 კვირა ვუკრავდი დასასვენებელ კომპლექსში. ლერიკ-ი ქვია მაგ ქალაქს სადაც ვიყავი. ირანის საზღვართან არის ახლოს. სხვათაშორის ვინც გავიცანი ყველამ აღნიშნა რომ უყვართ ქართველები და კარგი ერი ვართ. პატივისცემა არ მაკლდა biggrin.gif
ერთი ეგ ტეხავდა რო ზოგი მთხოვდა აზერბაიჯანული სიმღერები გამემიქსა )) უარით ვისტუმრებდი ჯიგრებს. ეს იყო და ეს ))
კონტრაქტი რო მორჩა 2 დღე ბაქოში ვიყავი. მინდა ვთქვა რომ თბილისს ჯობია. არქიტეკურით და სისუფთავით. გოგოებიც ძალიან მოვლილები დადიან ბაქოში.

Posted by: FERRE May 30 2015, 10:27 PM

tikoroma
კი ძალიან მოგექონება. წყნარი და ლამაზი დაბა-სოფლები აქვთ. დისკზე მაქვს ფოტოები ეხლა ვერვნახავ მერე ავტვირთავ ფოტოებს.

ერთ-ერთი დაბა სადაც ვიყავი le tourne-ა გუგლში მოიძიე.

https://www.google.ge/search?biw=1280&bih=879&tbm=isch&sa=1&q=langoiran&oq=langoiran&gs_l=img.3...43160.44552.0.44747.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.64.img..0.
0.0.k3lZ33M2Zdg

Posted by: FERRE May 30 2015, 10:28 PM

https://www.google.com/maps/place/Le+Tourne,+France/@44.726068,-0.4194091,13z/data=!4m2!3m1!1s0xd553d958d01a0a5:0x40665174816d060


კოლმარი მოგეწონება.

https://www.google.ge/search?biw=1280&bih=879&tbm=isch&sa=1&q=colmar&oq=colmar&gs_l=img.3...6485.8812.0.8958.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.64.img..0.0.0
.w6nG495shCY

Posted by: tikoroma May 30 2015, 10:35 PM

ფერადი ქალაქი l_sunny.gif

ბაქო არ მოსწონთ ქართველებს ძირითადად. მე არ გავსულვარ ჯერ საზღვრებს გარეთ. რომ გავალ, აღარ შემოვალ crazy.gif secret.gif

Posted by: FERRE May 30 2015, 10:38 PM

tikoroma

საფრანგეთის ქალაქების მერე რათქმაუნდა ბაქოზე არ გადავრეულვარ, მაგრამ 2 დღე ვიყავი და ნამდვილად არ მომბეზრდა )
ცენტრში ვიყავი და შეიძლება მაგიტომ დამრჩა შთაბეჭდილება რომ თბილისზე მაგარი ქალაქია.

Posted by: FERRE May 30 2015, 10:42 PM

tikoroma

ასტრალური გასვლებითაც არ გაცდენილხარ საქართველოს? ალბათ ბევრ ფორუმელს ექნება მედიტაციით მსოფლიო მოვლილი რამდენჯერმე l_sunny.gif

Posted by: tikoroma May 30 2015, 10:43 PM

აუ იცით რა მინდა? სულ უცხო ხალხში ყოფნა, უცხო ადგილებში. მინდა დავიკარგო. არავინ მიცნობდეს. გინდ სოფლად ვიყო და გინდ ქალაქში. არავინ არაფერი იცოდეს ჩემზე და სულ სუფთა ფურცლიდან დავიწყო ურთიერთობები. მაშინაც კი ძალიან ცოტას ვინმეს გავეცნობოდი. გამყიდველს, ტაქსის მძღოლს და ასეთებს, ვისთანაც გვერდის ავლას ვერ შევძლებდი.


ზოგჯერ კი მეჩვენება, რომ საშიში იქნება მარტო უცხო ქვეყანაში, ვერც აზრს კითხავ ვინმეს, ვერც დახმარებას თხოვ. თუმცა თუ დაგჭირდა, ალბათ უცხოებსაც სთხოვ, არა? ამ შიშს მგონი ჩემი გონება მიგდებს სპეციალურად.

Posted by: tikoroma May 30 2015, 10:44 PM

სიზმარში გალაქტიკასაც გავცდი biggrin.gif

Posted by: FERRE May 30 2015, 10:52 PM

tikoroma
არამგონია საშიში იყოს. გააჩნია თუ ნაკლებად კრიმინალურ ქვეყანაში იცხოვრებ რატო უნდა გეშინოდეს. წარმოიდგინე შვედეთში პოლიციელები იარაღსაც არ ატარებენ. და არსებობს მაღაზიები სადაც გამყიდველი არ ზის. არის სასწორი და თავად წონი პროდუქტს და არის ფულის ჩასაყრელი ყუთი და იქ იხდი. ძირითადად ხილ–ბოსტნეულის მაღაზიებია. წარმოიდგინე რამდენად ენდობიან ხალხს. ჩემი აზრით სკნადინავიის ქვეყნები საუკეთესოა საცხოვრებლად. დანია,შვედეთი, ნორვეგია და ა.შ
საფრანგეთს რაც შეეხება ძირითადად მანდ არაბები გრიმიტობენ )) ბლატნოი ტიპებიც გავიცანი მაგრამ სერიოზული არაფერი მომსვლია მათთან. პირიქით რამდენიმეს დავუმეგობრდი და ჰაშიშს მჩუქნიდნენ ხოლმე kos.gif
არაფერია საშიში.

Posted by: tikoroma May 30 2015, 10:56 PM

ცივა მანდ ზემოთ biggrin.gif

საფრანგეთშიც და გერმანიაშიც თურქები, არაბები და ბოშები ბევრნი ყოფილან. მაგრამ არ მგონია შემაწუხონ ;დ
ერები არ მაწუხებენ მე. მე მაწუხებენ მოურიდებელი ადამიანები ;დ ხმაურიანები და უტაქტოები ;დ

იტალიაზე ვიყავი ჩაციკლული, მაგრამ ყველა ამბობს, გაუჩერებლად გელაპარკებიან ყველა ერთად, თან ხმამაღლა და ტან ჟესტებით და მიმიკებით biggrin.gif biggrin.gif ალბატ გამოვიქცევი იქიდან ;დ

Posted by: FERRE May 30 2015, 11:03 PM

tikoroma
იტალიაზე მეც ვგიჟდები და ახლო მომავალში ვაპირებ მონახულებას. FERRE იცი რატო დამარქვეს მეგობრებმა? Gianfranco Ferre-ს ფანი ვარ 13 წლიდან.
2007-ში რო დაიღუპა მეგობრები მირეკავდნენ და მისამძიმრებდნენ yes.gif ვეუბნებოდი ფული შემიგროვეთ, იტალიაში უნდა ჩავიდე დასაფლავებაზე თქო ))
იტალიის ნაკრებს ვბალეშიკობ ბავშვობიდან. გურუში რო იყო ფანკლუბი ჩემპიონი რო გახდა მაგ წელს იტალია, ხომ არ იყავი ხოლმე მანდ საბალეშიკოდ?

Posted by: tikoroma May 30 2015, 11:08 PM

არა, ფანკლუბებში არ დავდიოდი ;დ
ლოკომოტივზე დიდ ეკრანზე ვუყურე ფინალს
ფერე ვინაა? ;დ huh.gif
მე gul.gif ტოტი

დიზაინერიო? ;დ

Posted by: FERRE May 30 2015, 11:16 PM

კი დიზაინერი. მაგარი კაცი იყო ცხონებული yes.gif
ეხლა გავდივარ. ხვალ ვისაუბროთ იტალიაზე, ოღონდ ლაივში beerchug.gif
დროებით.

Posted by: tikoroma May 30 2015, 11:16 PM

l_daisy.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)