http://imageshack.us
ეს წიგნი ეხმარება ადამიანს ახალ ევოლუციურ ხვეულზე ასასვლელად. წიგნი უნდა იკითხებოდეს გულით და არა გონებით.
წიგნს მოაქვს დიდი გამაჯანსაღებელი მუხტი ადამიანის ყველა სხეულისათვის: გულის, სულის, ცნობიერების, სამშვინველის, გონების, ფიზიკური, ცხოვრების, ყოფიერების,
ბედის, დროის, სივრცის, დრო-სივრცის სხეულებისათვის.
ამაღლებული მეუფეების რჩევით - თანამედროვე ევოლუციური მომენტი თითოეული ჩვენთაგანისაგან მოითხოვს კოსმიური კანონების ღრმა ცოდნას და აქედან გამომდინარე თავისი მოქმედება-ქცევის, როგორც შინაგანის ისე გარეგანის, და ყველა იმ არსების, რომელიც თქვენთან შემოდის ახლო ენერგო-ინფორმაციულ კონტაქტში, ანალიზს კოსმიური კანონებიდან გამომდინარე. იმ ენერგო-ინფორმაციულ დონეზე, რომელიც შეესაბამება თქვენს ცნობიერებას.
კოსმიური კანონების გადმოცემის არაერთი შემთხვევა არსებობს დაწყებული ჯერ კიდევ მოსედან. გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ვერსია - ჩვენ დროში ელ მორიას მიერ გადმოცემული კოსმიური კანონები.
არ დაგვავიწყდეს, რომ მიმღები და მთარგმნელი ადამიანია და თავის გავლენას აუცილებლად ახდენს პირვანდელ ტაქსტზე. უფალმა მოგვიტევოს...
ეს ყდა თეომ გამიკეთა ადრე )
ნამდვილად კარგი წიგნია!
მართალია ერთი წლის წინ წავიკითხე და არც ისე კარგად მახსოვს, მაგრამ აუცილებლად გადავიკითხავ კიდევ!
პ.ს. ყდაზე ბოდიში, მაგრამ ახლა უკვე აღარ მომწონს... უკეთეს იმსახურებს!
აგნი ელ მორია ვინ არის - რეალური ისტორიული პერსონაჟი?
ძალიან საინტერესოა.
დაკარგული თემა აღვადგინეთ და აი ისევ აქაა (კაკ ნოვინკიი )
საკმაოდ აქტუალური წიგნია ამ ეპოქისთვის და მისი დახმარებით ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს
დაიმაინტერესა.. გამდოვიწერე, შევუდგები კითხვას და მერე გაგიზიარებთ ჩემს ჰაზრს : )
მეც დავიწყე
ეს წიგნი წავიკითხე ადრე მაგრამ რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა კატეგორიულმა ტონმა და ზოგადად ეკლესიებისათვის და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელმა იმპერატიულმა მიდგომამ. საქმე იმაში არაა რას წერენ, არამედ იმაში თუ როგორ მაწვდიან ამას. მე პირადად ვერ მივიღე. ჩემთვის პირველი და ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი სიყვარულია რომელიც ჩემზე განვითარებული არსებისაგან უნდა მოდიოდეს, სხვა მხრივ განვითარებულად საერთოდ ვერ მივიჩნევ სულ რომ პლანეტებით ჟონგლიორობდეს მაშინაც კი
Teo, ელ მორია რერიხის არის? აგნი იოგასთან არის დაკავშირებული? ვერ ვიხსენებ. საინტერესოა. მე მიყვარს ელენა რერიხის წიგნები და თუ ის არის მაშინ გამიხარდა, რომ ქართულად არის ნათარგმნი. დღეს ჩამოვტვირთე და წავიკითხავ.
საინტერესო რაღაცეები ვიპოვე
70. ფსიქიკური ენერგიის გადასაქაჩად ანტისამყაროს ზოგიერთი ცივილიზაცია სარგებლობს სპეციალური ხერხებით: დეპრესიის გაძლიერება, ინდივიდის ცნობიერების აფეთქებანი, ქვეცნობიერთან მიერთება, ცრურელიგიები. ადამიანის არასრულყოფილი სააზროვნო აპარატის გამოყენებით, შეუძლიათ ცნობიერებასთანაც მიერთება. ადამიანი თავად აძლევს გზას ანტისამყაროს. გამოიყენება: ცნობისმოყვარეობა, ურწმუნოება უფლის, სრულყოფილი გულის, უმაღლესი გონის, ნათელი ძალების, (აქედანაა შიში, უმეცრება, გამოუცნობი მფრინავი ობიექტები – ეს არსებანი ძირითადად ანტისამყაროდან არიან, გამოიყენებენ ჩვენი სამყაროს დესტრუქციულ ენერგიას.)
63. ფსიქიკურ ენერგიას ადამიანი გადაამუშავებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით. აპენდიქსი გადაამუშავებს საკვებში მყოფ ფსიქიკურ ენერგიას. გლანდები (ნუშისებრი ჯირკვლები) _ ჰაერში მყოფ უარყოფით ფსიქიკურ ენერგიას. ენდოკრინული ჯირკვლები _ ადამიანთა /_/ენერგიას. თუ დიდი რაოდენობის ენერგიაა და ვერ ასწრებენ გადამუშავებას ორგანოებს ანთება ემართებათ, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მათი მკურნალობა:
I-II სტადია აპენდიქსის ანთებისას – შიმშილი;
I სტადია გლანდების ანთებისას _ არ ისუნთქოთ 10-დან 30 წამამდე, 5-6-ჯერ დღეში;
I-II სტადია ენდოკრინული სისტემის ანთებისას _ განმარტოება ბუნებაში.
99. ფსიქიკურ ენერგია ორგანიზმში სრულყოფისას, გულისხმობს მადლის თეთრი კრისტალების არსებობას. ისინი გროვდება ცენტრების გახსნის ადგილებში. მეექვსე რასის ადამიანს უნდა ჰქონდეს 49 ცენტრი. მეექვსე რასის ადამიანთა ცხოვრების წესები (თუ არა და ცუდი ჯანმრთელობა გარდაუვალია):
_ არ უნდა დალიოთ ალკოჰოლი;
_ არ უნდა მიირთვათ ხორცი და ლპობასთან დაკავშირებული სხვა პროდუქტები;
_ არ უნდა მოსწიოთ;
_ უნდა გამოასხივოთ სინათლე, სიყვარული, ჰარმონია, სიხარული, ე.ი. უნდა იყოთ თეთრი მზე, სივრცეში სუფთა ენერგიის გამოსხივების წყარო;
_ სექსი _ იშვიათად (2-3-ჯერ ცხოვრებაში), შთამომავლობის გაგრძელების მიზნით;
_ შესაბამისად, შეიცვლება ფისიკური გარეგნობაც: ღია ფერის თმები _ ოქროსფერი, მწვანე თვალები, სიმაღლე კაცების _ 2-3 მეტრი, ქალების _ 180 სანტიმეტრი;
_ მეექვსე რასის ადამიანი დაფრინავს, გადის კედელში, დადის წყალზე, აქვს ტელეკინეზის ნიჭი, ნათელხილვის, ნათელსმენის, ნათელყნოსვის, ნათელგრძნობის ნიჭი, ნატიფი გემოვნება;
_ მეექვსე რასის ადამიანს არ შეუძლია ცუდად ფიქრი, ყოველი ცუდი აზრი მიანიჭებს ფიზიკურ ტანჯვას;
|_ მეექვსე რასის ადამიანი ცხოვრობს 600წელს;
_ მშვიდად გადააქვს რადიაცია, ულტრა და ინფა სხივები, არ სჭირდება საკვები, ჰაერი _ ტრადიციული გაგებით;
_ სხეული _ გამკვრივებული ასტრალი, ანუ ფიზიკურ პლანზე სიცოცხლის 1/3, ასტრალურ სხეულში _ 2/3;
_ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ხელოვანი და გენიოსია ყველა დარგში;
_ ფიზიკურ საკვებს თითქმის არ ღებულობს, იკვებება აკუმულირებული მზის ენერგიით ან პირდაპირ სივრციდან.
_ ძალიან კეთილი და სუფთაა, მხიარული და ლამაზი, როგორც ბავშვი.
ახლა ვინმე თუ ამიხსნის, რისთვისაა საჭირო ეს? ასეთი ცხოვრება... რა მნიშვნელობა აქვს?
TeO
მაგის პრეტენზია არა მაქვს...
ჯობია უარყოფითი ენერგია დავაგროვო და ავფეთქდე
აპ, აპაა. ახლა აქ თვით ლიკვიდაციას და კამიკაძეობას ნუ მოგვიწყობ თუ ქალი ხარ
აი ასეთ აფეთქებაზე ვამბობდი
60. ფსიქიკური ენერგია გროვდება ყიფლიბანდის არეში. ეს დანაზოგი მოქმედებს ჩვენს არსებობაზე სიკვდილის შემდეგ. თუ ფსიქიკური ენერგია დადებითია, მაშინ სულს შეუძლია განსხეულდეს სხვა პლანეტებზე, ან დედამიწაზე _ ტალანტად ან გენიოსად. თუ ფსიქიკური ენერგია უარყოფითია, საფშვინველი შეიძლება წავიდეს კოსმიურ გადამუშავებაში, ანტისამყაროში, /+/ მარცვლის შენარჩუნებით. ან განსხეულდეს დედამიწაზე უმდაბლეს მდგომარეობაში, მაგ. ცხოველურში ან ცუდ საცხოვრებელ პირობებში. დედამიწაზე კარგი განსხეულებისათვის აუცილებელია /+/ ფსიქიკური ენერგიის დიდი დანაზოგი _ 12 გამი, გენიოსად განსასხეულებლად _ 4-10 გ., ტალანტად _ 3-7გ., სხვა პლანეტებზე _ 0,64გ.
უარყოფითი ფსიქიკური ენერგიის დანაზოგი: ცხოველური მდგომარეობისათვის აუცილებელია ანტინივთიერების _ იმპერილის დაგროვება _ 5-12გ., ცუდი განსხეულებისათვის 3-8გ., ქაოსსა და გადამუშავებაში მოსახვედრად _ 10-11გ. უარყოფითი ენერგიის დიდი რაოდენობით დაგროვებას მივყავართ უარყოფით წერტილამდე და მაშინ ადგილი აქვს აფეთქებას. ყველაფერი შავი აფეთქების შემდეგ იქცევა სინათლედ.
ამ ენერგიებს ვინ ზომავს?
ე.ი. თუ დიდი რაოდენობით უარყოფით ენერგიას დააგროვებ, აფეთქდები... არავითარი უიკვდავება, მეექვსე რასა, კარმა და რეინკარნაცია.... რაღაც საინტერესოს მივაგენი...
tikoroma
ხომ ვამბობ, საქმე იმაში არ არის მეექვსე რასის ადამიანობა რაში გვჭირდება და მაგას რა აზრი აქვს ან ეს ცუდია თუ კარგი, საქმე ამ ნაწერის კატეგორიულობა და უპატივცემულობაა, აი, ჩვენ (უმეტესობა) ბავშვებს რომ ზემოდან დავცქერით და პიროვნებებად არ ვაღიარებთ, დაახლოებით მასეთი. ამიტომაც ვერ ვიჯერებ, რომ ამის დამწერი მაღალგანვითარებული არსებაა. და სად არის მისი სინათლე, შემწყნარებოლბა და სიყვარული?
საოცარია. ეს თემაც ეხლა აღმოვაჩინე. სადღაც სხვა განყოფილებაში ლინკი იყო და იქიდან.
არა რა, esoteric.ge უსასრულოა. ვკითხულობ, ვკითხულობ და სულ ახალ-ახალ რაღაცეებს ვაწყდები.
ისე კარგი ვქენი აქ რომ შემოვიჭყიტე. ეხლა ჩემი "კატეგორიული ტონი" მომხვდა თვალში და რაღაც მენიშნა. მოზარდი ბავშვები რომ აწყობენ ხოლმე სახლში საპროტესტო გამოსვლებს იმას მივამსგავსე მივხვდი რომ "კარგად" უნდა მოვიქცე და ხელახლა წავიკითხო რადგან ასე "გამაღიზიანა" პირველ ჯერზე
პირველი ორი გვერდის კითხვა ხალისიანად დავიწყე და თავიდანვე ჩამიშხამა კითხვა შინაარსმა. პირველ რიგში მეც თვალში მომხვდა კატეგორიული ტონი.
მეორე ის, რომ ავტორი თითქოსდა არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, მაგრამ ამავე დროს უარყოფს- "არ უნდა დალიოთ ალკოჰოლი"- თვითონ ქრისტე სვამდა ღვინოს და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია.
ElGeorgia
წიგნის ლინკი რომ დადოთ შეგიძლიათ?
ჯი-ნია-ნი
http://www.link.ge/file/369636/elmoria.doc.htm
ლინკი არ მუშაობს, თუ შეგიძლიათ განაახლეთ
გამომიგზავნეთ, თუ გაქვთ ელექტრონული ვერსია
მზეონა
მე ვერ წავიკითხე ეს წიგნი. ყველა მცდელობაზე თავი მტკივდებოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა.
natuka
შენი შინაგანი არ ტყუოდა, ამიტომ ძალაც აღარ დაატანო ხოლმე :* ეგრევე დაუჯერეო
მალავთ ხომ? ინგლისურად ან რუსლად ვერ მევიძიებ და ვერ წევიკითხავ თუუ რაფერაა მაი საქმე? მევიძიებ და გეტვით ვისაც გენებოთ, იქნება მაი საცხა, მაიცა პაწა, მოვძებნი
მოგვიანებით ვნახავ თუ მაიქვს შენახული და თუ ასე გულით გინდა გამოგიგზავნი.
მინდა, რაღაც ჰაგაკურეს გაგრძელება მგონია
მაქვს უკვე! მშვენიერია
ანა
უცნაურია ჰაგაკურეს გაგრძელება როგორ?
და თუ გაქვს გამიზიარე თუ წინააღმდეგი არ ხარ
John Dee
ჰაგაკურესადმი ჩემი დამოკიდებულების, და ანუ.. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქცევის წესებზე და სულზე.. ეგრე გამოდის.
http://www.link.ge/file/371048/Elmorea.doc.html ინებეთ
გასაგებია, დაე დავისაჯო რომ არ მოვუსმინე კეთილ რჩევას მაგრამ მე გულს ვუჯერებ, გული კი მეუბნევა სწორედ ახლა უნდა წაიკითხო შენ ეს ანა და გაუზიარო სხვებსაცო..
სულიწმიდა _ ეს ყველაფერია, ეს სინათლისა და სიყვარულის ჰარმონიული კავშირია. აქედან გამომდინარე: თუ გასცემ უანგაროდ, გულწრფელად, მთელი გულით, შენ მიიღებ ყველაფერს, ოღონდ შვიდჯერ მეტს და საუკეთესო ხარისხისას. ყველაფერი _ ეს ყველაფერია: საჭმელი, ფული, ველოსიპედი, კაბა და ა.შ. მაგრამ, ნუ გადავვარდებით უკიდურესობაში. ყველაფერი _ ეს კიდევ ენერგიაა. ის შეიძლება გასცე აზრობრივად, შეიძლება ფიზიკურ პლანზეც. ისე უნდა მოიქცე როგორც ამას სულიერი გული გიკარნახებს. იფიქრე! იფიქრე!
ახლა დაღლილი ვარ, ხვალ მოგწერ პირად წერილში
მზეონა
ლინკი დამიდეთ რა თუ არ შეწუხდებით.
ქრისტეს ჰგავს.
აქვს ვინმეს ეს წიგნი?
ახალ ლინკს თუ ადებთ ძალიან გამახარებთ ^^ წინა ორივე ლინკი ვადაგასულია და ვერ ვიწერ :/
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)