IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ენერგომიმოცვლა
brevalo
post Nov 18 2017, 11:31 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი კითხვაა, მაგრამ თუ სიღრმისეულად ჩაუფიქრდები, არც თუ ისე ხელწამოსაკრავი საკითხია...


კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მაგალითად, ვარჯიშის დროს ხომ ვხარჯავთ ენერგიას. ანუ ფიზიკური, ეთერული და ასევე ასტრალური სხეულები გასცემენ, ესეიგი ხარჯავენ ენერგიას. და თუ ხარჯავენ ენერგიას, მაშინ რატომ ვართ უფრო ცოცხლად, ჯანსაღად და უფრო ენერგიაზე?
ესეიგი საიდანღაც იღებენ უფრო მეტ ენერგიას.


იქნებ ვინმემ ამიხსნას ეზოთერული კუთხით smile.gif


მადლობა წინასწარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Nov 19 2017, 07:05 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ მოძრაობაში მოდის სხეული, იღვიძებს კუნთები და იღებ მეტ ენერგიას.
ისე მართლა გასარჩევია ეზოთერული კუთხით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Nov 20 2017, 03:42 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo

სვარაუდოდ ფიზიკურ ვარჯიშს გულისხმობ, თუ ფიზიკურ ვარჯიშში ადამიანი არ ურთავს აზროვნებას და ემოციას არ იხარჯება არც სტრალური და არც მენტალური ენერგია. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიოენერგეტიკა ზღვარზეა(როკის, რომ ახსენდება რაღაცები და წაგებულ ბრძოლას იგებს). მაგრამ როდესაც ადამიანი თამაშობს მაგალითად ფეხბურთს და თვლის გონებაში, რამდენად ძლიერი დარტყმა სჭირდება რომ თანაგულდელს ბურთი მიაწოდოს ან როგორი სტრატეგიით იქნება უკეთესი თამაში ამ დროს იხარჯება მენტალური ენერგია და იწვევს გონებრივ გადაღლას თუ რეგენერაცია არ არის თანაბარი ან უფრო ძლიერი ვიდრე ხარჯვა. ასევე უნდა ითქვას, რომ მცირე ფიზიკური აქტივობის დროს სისხლის მიმოქცევა რეგულირდება ტვინს ჟანგბადი უკეთ მიეწოდება და აზროვნება გვიადვილდება, მაგალითად სეირნობისას.

აქ საუბარია ბიოენერგიაზე იგივე ეთერულ ენერგიაზე და ეთერული ენერგიის უმთავრესი წყარო სხეულის უჯრედებია, ფიზიკური აქტივობის დროს სისხლის მიმოქცევა აქტიურია, უჯრედებს კარგად მიეწოდებ ჟანგბადი და საკვების გადამუშავების შედეგად მიღებული ან ორგნიზმის რეზერვებში არსებული ნივთიერებები რომლებიც ჩვეულებრივზე დიდი სიჩქარით გარდაიქმნება ბიოენერგიად, ვგრძნობთ ძალის მოზღვავებას ენერგიულობას მაგრამ გაჩერებისთანავე ორგანიზმი ითხოვს რესურსების შევსებას და გვშივდება. მოკლედ რომ ვთქვათ ამ დროს მოვიხმართ ენერგეტიკულ კრედიტს biggrin.gif

აქ არ იყო ნახსენები მაგრამ ძლიერ ფიზიკურ ვარჯიშებს ერთი ძალიან კარგი ბენეფიტი აქვს. ანერგიის მოზღვავების დროს ორგანიზმში და ბიოენერგეტიკაშ არსებული შედედებები ენერგიის დაგუბებეი და ბლოკები ხშირად იწოვება. იგივე პრინციპს იყენებს კუნდალინი იოგა ჩაკრების გახსნისას და რაჯა იოგა ასანების კეთებისას, ჰათჰა იოგები კი ამბობენ რომ ყველაზე თავარი ასანა შავასანაა, ანუ ყველა ასანა(ფიზიკური ვარჯიში) კეთდება შავასანისთვის, შავასანა კიდევ მეტი არაფერია თუ არა რელაქსი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Nov 23 2017, 02:38 AM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ Nov 18 2017, 11:31 PM) *
კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მაგალითად, ვარჯიშის დროს ხომ ვხარჯავთ ენერგიას. ანუ ფიზიკური, ეთერული და ასევე ასტრალური სხეულები გასცემენ, ესეიგი ხარჯავენ ენერგიას. და თუ ხარჯავენ ენერგიას, მაშინ რატომ ვართ უფრო ცოცხლად, ჯანსაღად და უფრო ენერგიაზე?


იმიტომ, რომ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულების დროს, ხდება ენერგიის რაციონალურად მოხმარება, – რომლისგანაც ესეოდენ ვართ ყოველდღიური ცხოვრებაში დაცილებული – რომელიც საბოლოოდ ვლინდება შედეგით, ჰარმონიით, ამ შემთხვევაში, შენი თქმით, უფრო ცოცხლად, ჯანსაღად და უფრო მეტ ენერგიაზე ყოფნით.
საერთოდ, რამდენადაც პრაგმატულად გამოვიყენებთ მოცემულ ენერგიას, მით მეტად გავალთ ამრიგ და გაცილებით მეტ შედეგზე.

jarmen
QUOTE(jarmen @ Nov 20 2017, 03:42 AM) *
თუ ფიზიკურ ვარჯიშში ადამიანი არ ურთავს აზროვნებას და ემოციას არ იხარჯება არც სტრალური და არც მენტალური ენერგია.


გინდა თქვა, თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას, მხოლოდ ქმედითიანობით ენერგია არ მიედინება(?!)
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Nov 23 2017, 06:00 AM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დათო.

ათო.
QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 02:38 AM) *
გინდა თქვა, თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას, მხოლოდ ქმედითიანობით ენერგია არ მიედინება(?!)


სხვანაირად გაიგე ტექსტი. ჩემი კომენტარი იყო პირველ პოსტზე პასუხი, პირველ რიგში ვარჯიშის დაკონკრეტება მოვახდინოთ, ფართო გაგებით ვარჯიშია აზიდვებიც, ამოცანების ამოხსნაც, მედიტაციაც, ასანებიც და ენერგიის მართვაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიზიკურ ვარჯიშზე, თავის მხრივ 1. გონებრივი დატვირთვისას გადის მენტალური ენერგია(როდესაც გონება გეთიშება, აზროვნება გიჭირს), 2. ფიზიკური ვარჯიშისას და ფიზიკური დატვირთვისას ეთერული იგივე ბიოენერგია(ფიზიკური დაღლის მერე რომ წამოწვები სხეული გტკივა გათიშულია კუნთებს ვერ ამოძრავებ მაგრამ გონება ფხიზელია), 3. ემოციური დაძაბულობისას("მანდრაჟი" მუცელში რომ პეპლები დაფრინავენ და ჟუის) გადის ასტრალური ენერგია. შესაბამისად "თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას" ენერგია იხარჯება მაგრამ, მხოლოდ ეთერული, იგივე ბიოენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედში არსებული მიტოქონდრია სკვების დაშლის შედეგად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Nov 23 2017, 02:42 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen

QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 06:00 AM) *
სხვანაირად გაიგე ტექსტი. ჩემი კომენტარი იყო პირველ პოსტზე პასუხი,

სწორედ ამრიგად გავიგე.
QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 06:00 AM) *
პირველ რიგში ვარჯიშის დაკონკრეტება მოვახდინოთ, ფართო გაგებით ვარჯიშია აზიდვებიც, ამოცანების ამოხსნაც, მედიტაციაც, ასანებიც და ენერგიის მართვაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიზიკურ ვარჯიშზე, თავის მხრივ

ვარჯიშის ტიპი უკვე დაკონკრეტებული იყო შენ მიერ.
QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 06:00 AM) *
1. გონებრივი დატვირთვისას გადის მენტალური ენერგია(როდესაც გონება გეთიშება, აზროვნება გიჭირს), 2. ფიზიკური ვარჯიშისას და ფიზიკური დატვირთვისას ეთერული იგივე ბიოენერგია(ფიზიკური დაღლის მერე რომ წამოწვები სხეული გტკივა გათიშულია კუნთებს ვერ ამოძრავებ მაგრამ გონება ფხიზელია), 3. ემოციური დაძაბულობისას("მანდრაჟი" მუცელში რომ პეპლები დაფრინავენ და ჟუის) გადის ასტრალური ენერგია. შესაბამისად "თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას" ენერგია იხარჯება მაგრამ, მხოლოდ ეთერული, იგივე ბიოენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედში არსებული მიტოქონდრია სკვების დაშლის შედეგად.

დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ მე არ ვცნობ დიფერენციაციას და დისპერსიას, მეტად კონკრეტულად კი, იმას, რაც ზემოთ არის აღნიშნული. ჩემთვის პირადად, ენერგია არის ერთი სახის, რომელიც ყოველივე, თავის მხრივ, გაერთიანებულია, მათ შორის, სექსუალური ენერგიაც. რაზეც არ უნდა ვქონდეს საუბარი, თუგინდ უბრალო ჟესტის გაკეთებაზე, – მოქმედების სახით, – ენერგია მიედინება, რომელიც დღიური რესურსიდან იღებს სათავეს და გარკვეული დროის შემდგომ, აღდგენას ექვემდებარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Nov 23 2017, 08:54 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დათო.

გარკვეულწილად მართალი ხარ, ენერგია ერთია თუმცა ვერ დაგეთანხმები რომ არ არსებობს დიფერენციაცია ენერგიებს შორის, რას იტყვი პირველ პოსტსი დასმულ კითხვასთან დაკვშირებით? შენი აზრით როგორ ხდება ასტრალურ დ ამენტალუ ენერგიის ხარჯვა აღდგენა, მართლა ფიქრობ ყველა ენერგია დღიური რესურსებით აღდგენადია? თუ ასე ფიქრობ მაშინ როგორ ახსნი ინიციციისას ან უბრალოდ ძალის ადგილიდან აღებულ ენერგიის წარმომავლობას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Nov 23 2017, 09:26 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen

QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 08:54 PM) *
გარკვეულწილად მართალი ხარ, ენერგია ერთია თუმცა ვერ დაგეთანხმები რომ არ არსებობს დიფერენციაცია ენერგიებს შორის

ამას პარადოქსი და ამბივალენტურობა თუ არა, არაფერი არ ჰქვია.
დიფერენციაცია, შესაძლოა, ყოველმხრივ არსებობს, შენ თუ სორტირებას მოახდენ.
QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 08:54 PM) *
რას იტყვი პირველ პოსტსი დასმულ კითხვასთან დაკვშირებით?

მე ჩემი მოსაზრება უკვე გამოვთქვი, შეგიძლია, ჩემს სულ პირველ პოსტში იხილო.

QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 08:54 PM) *
შენი აზრით როგორ ხდება ასტრალურ დ ამენტალუ ენერგიის ხარჯვა აღდგენა, მართლა ფიქრობ ყველა ენერგია დღიური რესურსებით აღდგენადია? თუ ასე ფიქრობ მაშინ როგორ ახსნი ინიციციისას ან უბრალოდ ძალის ადგილიდან აღებულ ენერგიის წარმომავლობას?

როგორც ვთქვი, ადამიანს ფლობს დღიური ენერგიის დონეს, ლიმიტს, რომლიდანაც გამომდინარეობს ყოველივე ის, რაც ნათქვამი გაქვს კლასიფიცირებული სახით.
ხოლო რაც შეეხება ენერგიის აღდგენას, ის დროსთან, ძილთან, კვებასთან და სხვა რიგი ფიზიოლოგიურ გამოვლინებებთან არის კავშირში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Nov 23 2017, 10:33 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 09:26 PM) *
ამას პარადოქსი და ამბივალენტურობა თუ არა, არაფერი არ ჰქვია.
დიფერენციაცია, შესაძლოა, ყოველმხრივ არსებობს, შენ თუ სორტირებას მოახდენ.


დათო.
შენი წინა კომენტარიდან ვიმედოვნე რომ ვედურ ფილოსოფიას იცნობდი და აღარ ჩავთვალე საჭირო ჩემი სიტყვების დაწვრილებით განმარტვა. მაგრამ ვეცდები ეხლა გაგცე პასუხი უფრო დეტალურად და გასაგებად. შენ ამბობდი რომ ენერგია ერთია და დიფერენციაციას არ ცნობ, ასეთი მიდგომა ახასიათებთ ვედანტას სკოლის წარმომადგენლებს, თუმცა შენმა შემდგომმა კომენტარმა საფუძველი გამოაცალა ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო შენი მათთან რაიმე სახის კავშირი.

QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 02:42 PM) *
დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ მე არ ვცნობ დიფერენციაციას და დისპერსიას, მეტად კონკრეტულად კი, იმას, რაც ზემოთ არის აღნიშნული. ჩემთვის პირადად, ენერგია არის ერთი სახის, რომელიც ყოველივე, თავის მხრივ, გაერთიანებულია, მათ შორის, სექსუალური ენერგიაც


ამბობ, რომ არ ცნობ დიფერენციაციას მაგრამ შემდგომ კომენტარში საკუთარ სიტყვებთან მოდიხარ წინააღმდეგობაში. მესმის რომ ატმანურ დონეზე, ანუ ყველა ენერგიის მიზეზობრივ დონეზე შესაძლოა ჩაითვალოს ყველა ენერგია ერთიანად ერთნაირად და მახოლოდ ქვედა დონეებში ვხვდებით დიფერენციაციას. მაგრამ ფაქტია და ვერ გავექცევით რომ დიფერენციაცია არსებობს და ამის უამრავ მაგალითს იპოვი თავადვე.

QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 09:26 PM) *
მე ჩემი მოსაზრება უკვე გამოვთქვი, შეგიძლია, ჩემს სულ პირველ პოსტში იხილო.


ვიხილე და ნაკლებად დამაკმაყოფილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ პასუხობს პირველ კითხვას. კერძოდ გაუგებრად რჩება შემდები მომენტები და თუ პატივს დაგვდებ აგვიხსენი ^^

QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 02:38 AM) *
იმიტომ, რომ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულების დროს, ხდება ენერგიის რაციონალურად მოხმარება


რას გულისხმობ რაციონალურ მოხმარებაში და როგორ ხდება რაციონალურ მოხმარება ამა თუ იმ ვარჯიშის დროს.

QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 02:38 AM) *
საერთოდ, რამდენადაც პრაგმატულად გამოვიყენებთ მოცემულ ენერგიას, მით მეტად გავალთ ამრიგ და გაცილებით მეტ შედეგზე.


რას გულისხმობდი ამ შემთხვევაში ენერგიის პრაგმატულად გამოყენებით მიღწევად გაცილებით მეტ შედეგებში და საერთოდ პირველ ი კითვის პასუხი სადაა? რატომ ვგრძნობთ თავს უფრო ენერგიულად თუ მოვიხმართ ენერგიას?

QUOTE(დათო. @ Nov 23 2017, 09:26 PM) *
როგორც ვთქვი, ადამიანს ფლობს დღიური ენერგიის დონეს, ლიმიტს, რომლიდანაც გამომდინარეობს ყოველივე ის, რაც ნათქვამი გაქვს კლასიფიცირებული სახით.
ხოლო რაც შეეხება ენერგიის აღდგენას, ის დროსთან, ძილთან, კვებასთან და სხვა რიგი ფიზიოლოგიურ გამოვლინებებთან არის კავშირში.


გეთანხმები, ზუსტად ამას ვგულისხმობდი სიტყვაში რეგენერაცია. ადამიანი ფლობს ენერგიის რაღაც ლიმიტს, რომელიც თავის მხრივ არ არის სტატიკური და ადამიანის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე იცვლება. მარტივად რომ ვთქვთ შენ ადამიანს განიხილავ როგორც ელემენტს, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში ან გახარჯვის შემთხვევისას უნდა დაიტენოს კვლავ. მაგრამ შეგახსენებ რომ საქმე არ ეხება ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას(თუმცა აქაც გვაქვს გამონაკლისები და ნიუანსები, რომელზე საუბარიც სხვა თემისკენ წაგვიყვანს)
როგორიცაა ენერგიის აღდგენა, ჩვენი მიზანია გამოვარკვიოთ, რატომ განიცდის ადამიანი ენერგიის მოზღვავებას ფიზიკური ვარჯიშის დროს, ამასტან დიფერენცირებული ენერგიის, რომელი ტიპები იხარჯება ამა თუ იმ მოქმედების დროს და რატომ. დაველოდები შენს დასაბუთებულ პასუხებს, ეცადე უფრო ფართოდ გაშალო და ჩემი შეცდომა არ გაიმეორო, არ იფიქრო, რომ ადამიანი უსიტყვოდ მიხვდება რამეს ^^
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Nov 23 2017, 11:36 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 10:33 PM) *
შენი წინა კომენტარიდან ვიმედოვნე რომ ვედურ ფილოსოფიას იცნობდი და აღარ ჩავთვალე საჭირო ჩემი სიტყვების დაწვრილებით განმარტვა. მაგრამ ვეცდები ეხლა გაგცე პასუხი უფრო დეტალურად და გასაგებად. შენ ამბობდი რომ ენერგია ერთია და დიფერენციაციას არ ცნობ, ასეთი მიდგომა ახასიათებთ ვედანტას სკოლის წარმომადგენლებს, თუმცა შენმა შემდგომმა კომენტარმა საფუძველი გამოაცალა ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო შენი მათთან რაიმე სახის კავშირი.

ზოგადად, ჩემთვის ღირებულია, როდესაც ადამიანმა რაღაც არ იცის, თუ გინდ ეს არ ცოდნა 2-ჯერ 2-ის ცოდნას მოიცავდეს და ამას ღიად, ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე აფიქრსირებს.
იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ერუდიცია მაქვს ფილოსოფიაში, არ ვიცნობ ვედურ ფილოსოფიას. რომ გეკითხა, თავიდანვე გეტყოდი, თუმცა ეს ის სფეროა, რომელსაც ფუნდამენტალური ჭრილით ვუყურებ, შესაბამისად, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში გავეცნობი.
QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 10:33 PM) *
ამბობ, რომ არ ცნობ დიფერენციაციას მაგრამ შემდგომ კომენტარში საკუთარ სიტყვებთან მოდიხარ წინააღმდეგობაში.

ჩემი რჩევვა იქნება, როდესაც რაღაცას ამგვარს ამბობ, სკრუპულოზურად ექსპლიკაცია მოახდინო –
დამიკონკრეტე, თუ შეიძლება, სად, როგორ და რანაირად მოვდივარ საკუთარ სიტყვებთან წინააღმდეგობაში.
QUOTE(jarmen @ Nov 23 2017, 10:33 PM) *
ვიხილე და ნაკლებად დამაკმაყოფილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ პასუხობს პირველ კითხვას. კერძოდ გაუგებრად რჩება შემდები მომენტები და თუ პატივს დაგვდებ აგვიხსენი ^^

ამ შემთხვევაში, შენი დამოკიდებულება სრულიად სუბიექტურია, თუმცა ამის მიუხედავად, მიჩნდება სურვილი იმისა, რომ ჩემი მოსაზრება, რაც ითქვა, შენთვისაც გასაგები გავხადო.
აღარ განვაგრძობ დანარჩენი ციტატების მოყვანას, პასუხს, რადგან ვთვლი, ერთსა და იმავე რამეს მოიცავს და შევუდგები ახსნას:
იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური ვარჯიშის დროს, ხდება სხეულის განვითარება, რომელიც, როგორც ყოველივე ამგვარი სეგმენტი თუ ფრაგმენტი, – როგორიცაა გონებრივი, არსობრივი, ემოციური, – ადამიანის ბუნებრივი საწყისია, – ვგულისხმობ გზას, რომელიც ამა თუ იმ ზემო აღნიშნულ ფრაგმენტულობის განვითარებაზე გადის. – ხოლო შემდგომ, რასაც ვიღებთ, ეს არის სწორედ ამის შედეგი, როგორიც, ვთქვათ, ამა თუ იმ რაღაცით, ემოციური განვითარების შედეგად, მეტად მხნედ და კარგ გუნებაზე ყოფნაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი შედგება – ფიზიკურობისგან, გონებრივი, არსობრივი, ემოციური საწყისისგან, რომელთან ერთმანეთთან, რაც შეიძლება, ნაკლები საერთო, ზემოქმედება აქვთ და ყოველი ენერგია, რომელიც ამა თუ იმ სფეროს განვითარებას ხმარდება, საბოლოოდ მიიღება დადებითი შედეგით, რომელიც ყოველი სფეროსთვის ინდივიდუალური, განსხვავებულია.

P.S. არის შემთხვევები, სადაც დიფერენციაციები გარდაუვალია, რადგან ერთიანობის წარმოადგენის მიუხედევად, ამავე დროს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, სწორედ ამ შემთხვევას აქვს ადგილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Nov 24 2017, 03:00 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დათო.

დიდწილად ერთსა და იმავეს ვსაუბრობთ, იმ განსხვავებით რომ შენ ფილოსოფიურ-ანტროფოსოფიურ ჭრილში განიხილავ მე კიდევ ეზოთერულ-მისტიურში.

უაზრობაა ყველა სიტყვაზე გამოკიდება, გადახედე წინა კომენტარებს და ნახავ რაზეც ვსაუბრობდი, კერძოდ შენივე სიტყვებით არ ცნობდი დიფერენციაციას ხოლო შემდგომ ორ კომენტარში, მათ შორის უახლესშიც აღნიშნავ, რომ დიფერენციაცია გარდაუვალია. ეს მომენტი კი მისტიურად ბევ რამეს წყვეტს, ჩვენ ვყოფთ ენერგიებს მისი სიხშირის, სიმკვრივის, ფერის და წარმომავლობის მიხედვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვასკვნით თუ რომელი ენერგია რისთვის, რას საკითხში იქნებოდა უკეთესი, რომ გახარჯულიყო. და სწორედ მათი ფუნქციების სწორად განსაზღვრით ვიღებთ სწორ შედეგს. ეს ეხება განვითარებასაც, როდესაც ათლეტი ცდილობს კუნთოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდას იღებს ისეთ საკვებსა და დანამატებს რომელიც ამ მიზანს უწყობს ხელს, ამის შემდეგ მივდივართ შედეგამდე რასაც შენ ახსენებ. ასევე იქცევა ის ადამიანი რომელიც ცდილობს განვითარდეს ასტრალურ თუ მენტალურ პლანებზე და გაიხსნას უნარები, ამის ცოცხალი მაგალითია ასკეზები, გარკვეული სახის საკვებისგან ან სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავება, რაც თავის მხრივ ეხმარება პრაქტიკოსს ენერგიის დაგროვებასა და მისი ხარისხის აწევაში, ანუ ბიოენერგიის ნატიფ ენერგიად გარდაქმნაში.

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენ ერთსა და იმავე საკითხს სხვა და სხვა კუთხიდან ვუყურებ, არ ვიტყვი რომ რომელიმე ჩვენგანის ხედვა სრულყოფილია, ორივე ჩვენგანი ვცდილობთ გნვითარებას, წინ წაწევას. ამიტომ მოხრული ვიქნები თუ იქნები აქტიური ფორუმზე და დაგვეხმარები სხვა თვალით შევხედოთ საკითხებს ^^ ასევე, გირჩევ გადახედო ფორუმზე არსებულ ინფორმაციას, გაეცნო, გაიაზრო და დაპრაქტიკო. იქნებ ზოგიერთი ინფორმცია დ აპრაქტიკა სამომავლოდ დაგეხმაროს სასიკეთო შედეგების მიღებაში... yu.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Nov 24 2017, 08:04 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen

QUOTE(jarmen @ Nov 24 2017, 03:00 AM) *
უაზრობაა ყველა სიტყვაზე გამოკიდება

მინდა, გითხრა, კოგნიტიურობას ვერც მე ვგუობ.

QUOTE(jarmen @ Nov 24 2017, 03:00 AM) *
გადახედე წინა კომენტარებს და ნახავ რაზეც ვსაუბრობდი, კერძოდ შენივე სიტყვებით არ ცნობდი დიფერენციაციას ხოლო შემდგომ ორ კომენტარში, მათ შორის უახლესშიც აღნიშნავ, რომ დიფერენციაცია გარდაუვალია.

გამოდის, მთლად კარგად ვერ გაგიგია ჩემი ნათქვამი.
ზოგადად, ადამიანის გონებას ახასიათებს ამგვარი „თამაში“, რომ იგი ყოველივეს დიფერენციას უკეთებს, მათ შორის, ისეთ რაღაცებს, რაც ერთიანად, უპირობოდ უნდა იქნეს მიღებული.
აქედან გამომდინარე, არის მეტწილი შემთხვევები, სადაც არ არსებობს დისპერსიის უცილობლობა, მაგრამ, როგორც ვთქვი, ადამიანის გონება, მისდა უნებურად, აქეთკენ არის მოტივირებული, მაშასადამე, აკეთებს მას და არის ასევე მწირე შემთხვევები, სადაც კლასიფიკაცია გარდაუვალია, ვინაიდან და რადგანაც ექსპიკაციური იქნეს საკითხი და უშუალოდ, კონკრეტულად შევეხოთ მოცემულ სფეროს, რომელიც ერთიანად გვევლინება, მაგრამ სინამდვილეში, არ არის ერთიანი და აბსოლუტურად დამოუკიდებელია იმასთან, რაც ერთი შეხედვით, ერთიანობას ჰქმნის.

QUOTE(jarmen @ Nov 24 2017, 03:00 AM) *
ამის ცოცხალი მაგალითია ასკეზები, გარკვეული სახის საკვებისგან ან სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავება, რაც თავის მხრივ ეხმარება პრაქტიკოსს ენერგიის დაგროვებასა და მისი ხარისხის აწევაში, ანუ ბიოენერგიის ნატიფ ენერგიად გარდაქმნაში.

გარკვეული სახის საკვებისგან თავშეკავების რა მოგახსენო, მაგრამ საკუთარ ემპირიულობიდან დაყრდნობით, შემიძლია, გითხრა, სექსუალური სტაგნაცია, რომელიც ვლინდება, როგორ კოიტუსით, ისე მასტურბაციით არ დაკავებით, იძლევა შედეგს, ენერგიის დაგროვების კუთხით, მით უმეტეს, მამრობითი სქესის შემთხვევაში, გარკვეული, რიგი ფიზიოლოგიების გამო.
თუმცა, ასე მგონია, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მსგავსი პრაქტიკა არ ღირს, მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში, ტაიმ-აუტების სახით.
QUOTE(jarmen @ Nov 24 2017, 03:00 AM) *
არ ვიტყვი რომ რომელიმე ჩვენგანის ხედვა სრულყოფილია, ორივე ჩვენგანი ვცდილობთ გნვითარებას, წინ წაწევას.

შენი არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, როგორც პერფექციონიზმის მსოფლმხედველობის გამზიარებელ ადამიანისთვის, არ არსებობს სრულყოფილება, ყოველთვის შესაძლებელია იმაზე უკეთ, როგორც არის და რამდენადაც მიღწეულია ეს უკეთესობა, იმწამსვე იწევა ზღვარი მეტად აღმატებულისკენ და ასე, უსასრულოდ.
ის სფეროები, რაც მაინტერესებს და რელევანტურად მივიჩნევ, სიცოცხლის ბოლო წამამდე განვითარდები.
QUOTE(jarmen @ Nov 24 2017, 03:00 AM) *
ამიტომ მოხრული ვიქნები თუ იქნები აქტიური ფორუმზე და დაგვეხმარები სხვა თვალით შევხედოთ საკითხებს

აქტიურად ვაკვირდები ფორუმს, მიუხედავად იმისა, რომ თვით თვის მიმდინარეობას იმავე არ ეთქმის და როგორც კი, ჩემთვის საინტერესო საკითხს ეხება საქმე, უმალვე ვერთვები.
QUOTE(jarmen @ Nov 24 2017, 03:00 AM) *
ასევე, გირჩევ გადახედო ფორუმზე არსებულ ინფორმაციას, გაეცნო, გაიაზრო და დაპრაქტიკო. იქნებ ზოგიერთი ინფორმცია დ აპრაქტიკა სამომავლოდ დაგეხმაროს სასიკეთო შედეგების მიღებაში

მადლობელი ვარ რჩევისთვის, ვაპირებდი და ვაპირებ, რომ ფორუმის თითოეულ კუნჭულს თვალი მიმოვავლო, ვგონებ, ჩემთვის რაღაცის თქმელ რაღაცებს აღმოვაჩენ, ამ სიტყვების მრავალმხრივი გაგებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 26 2017, 07:54 AM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო მსჯელობაა!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Dec 5 2017, 01:31 AM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს არ ვგულისხმობ. ყველა ქმედებაზე და საქმიანობაზე მაქვს საუბარი. ფიზ. ვარჯიში, მუზიცირება ან რაიმე ამოცანის ამოხსნა. შენ ამ ქმედებაში დებ გარკვეულ ენერგიას, მაგრამ თუ ეს ქმედება წარმატებით დაასრულე, გრძნობ, რომ უფრო კარგ გუნებაზე ხარ და უფრო ენერგიაზე ხარ, მიუხედავად დაკარგული ენერგიისა. საიდან გეძლევა ეს ენერგია?

გურჯიევი ამბობს, დაისახე რაღაც მიზანი და ჩადე მთელი ნებისყოფა და ძალისხმევა რომ მიაღწიო ამ მიზანს. თუ ამ მიზანს წარმატებით შეასულები, მაშინ შენი სხეული მიიღებს მაგნეტიზმს (მაგნეტიზმში ალბათ ენერგიაშ გულისხმობდა).

და საიდან მიიღებს მაგნეტიზმს?


ანუ ჩემი აზრით ამგვარი კანონზომიერებაა: რაღაც ამოცანაში ან ქმედებაში ჩადებული ენერგია, იმ შემთხვევაში თუ მას წარმატებით შეასრულებ, უფრო დიდი დოზით დაგიბრუნდება უკან.


თქვენ რას იტყვით? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Dec 5 2017, 02:56 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი გურჯიევზე რა ვთქვა, როგორც მისტიკი ძლიერი პიროვნებ იყო დ ჩემს პატივისცემას იმსახურებს მაგრამ რაც შეეხება მასწავლებელ ცოტა რთულია ამ ჭრილში განვიხილოთ როგორც ინფორმაციის გამცემი. მახსოვს თურმე როდესაც წიგნე წერდა, და დაასრულებდა მონაკვეთის წერას, უკითხავდა მოსწავლეებს და ეკითებოდა გაიგეთო? თუ პასუხობდნენ რომ გაიგეს ხევდა ნწერს და თავიდან წერდა biggrin.gif
რც შეეხება შენს მთავარ კითვას მაგას თავისუფალი ენერგია ქვია, დაუნთავრებელ საქმეს მიაქვს ენერგიის აწილი, უფრო სწორედ რომ ვთქვათ კი არ მიაქვს ბოჭავს, აკავებს. როდესაც საქმეს ამთავრებ ეს ენერგი თავისუფლდება ანუ შენი ენერგოპოტენცილი თავისუფლდება, ახალ ენერგიას არ იღებ უბრალოდ შედარებისთვის რომ ვთქვათ, როდესაც ა პუნქტიდან ბ პუნქტში მიიტან პაკეტს გითავისუფლდება ხელი და გრძნობ რომ შემსუბუქდი. აი ეს მომენტია მაგ დროსაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 5 2017, 07:57 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
ახლა მივხვდი შენი შეკითხვის სიღრმეს, კარგი შეკითხვაა. მართლაც ასეა, რა საქმეც გადამიდია, ენერგია მეკარგება ხოლმე, როცა ვაკეთებ და არ ვიტოვებ შემდეგისათვის, მართლაც უფრო მემატება ენერგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Dec 5 2017, 10:26 AM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



bravelo
earth

მართლა ფიქრობთ რომ ენერგია ესე არსაიდან მოდის? საიდან იღებ ამ დროს ენერგიას შეგიძლია ახსნა? ყავას რომ სვამთ ზრდის თქვენს ენერგომარაგს თუ უბრალოდ ნეიროიმპულსებს ზრდის და "აშუშენიას" გიქმნის რომ ბევრი ენერგია გაქვს? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2017, 03:40 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ასეთი კითხვები მაქვს:

დიდი ენერგია მოაქვს აგრესიას, ამ დროს შეპყრობილივით ვარ, შეიძLება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს გაბრაზება და ძაან შემაწუხებლადაც გამოვხატავ. ამას გარდა, მე თვითონ ვწუხდები ამ გრძნობით,

გასაკვირი ის არის, რომ როცა დიდი პოზიტივები მაქვს ცხოვრებაში, მეგობრებთან შეხვედრა იქნება თუ რაიმე დიდი სიხარული და კმაყოფილება, აუცილებლად მოსდევს მერე ისევ აგრესიით ავსება, ზოგჯერ მეც არ ვიცი რაზე ვბრაზობ.

ნუ მედიტაციები და აზრებზე კონტროლი და ამისთანები დროებით შედეგს იძლევიან, რადგან არ შემიძლია მუდმივად პრაქტიკების რეჟიმში ყოფნა.

ჰოდა, გამოვილოცო თუ რა მარსივერძი მემართება?

აშკარად არასწორად მოძრაობს ენერგია ჩემში ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Dec 5 2017, 05:53 PM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნერვოზიც ენერგიაა?? biggrin.gif მაშინ საიდან მოდის და სად მიდის
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 5 2017, 06:05 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




jarmen
QUOTE(Jarmen @ 5th December 2017 - 11:26 AM) *
მართლა ფიქრობთ რომ ენერგია ესე არსაიდან მოდის? საიდან იღებ ამ დროს ენერგიას შეგიძლია ახსნა? ყავას რომ სვამთ ზრდის თქვენს ენერგომარაგს თუ უბრალოდ ნეიროიმპულსებს ზრდის და "აშუშენიას" გიქმნის რომ ბევრი ენერგია გაქვს?

ყავის დალევისას შეგრძნებას არ ვაიგივებ ენერგიის მიღებასთან, ვარჩევ ენერგიულობისაგან biggrin.gif
ისე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი საკვები,– ადამიანს აძლევს ენერგიას.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:52 AM