IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> შემთხვევითობა
დათო.
post Dec 3 2017, 08:31 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით.
მაინტერესებს, ყოველი თვენგანის აზრი, დამოკიდებულება შემთხვევითობისდამი.
ვინც აქტიურად ეწევა რეფლექსიას, მის ძალას უთუოდ აცნობიერებს, რომელიც მთელ ჩვენ ცხოვრებაზე ვრცელდება და მოიცავს, ჯერ კიდევ, სანამის დავიბადებოდით და სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე, წამამდე სტანს.
ფაქტობრივად, კაცმა რომ თქვას, ჯერ ჩვენი დაბადება რაოდენ, დიდ შემთხვევითობადი ნუსხაა და რამდენ დამთხვადობას შეიცავს, დაწყებული ჩვენი მშობლების შეხვედრით, დაოჯახებით, დამთავრებული მაინცდამაინც ჩვენი ჩასახით, განაყოფიერებით, ხოლო შემდგომ, არანაკლებ შემთხვევადობას ვაწყდებით, თუკი ჩვენ, მთელ ცხოვრებას თვალს მიმოვავლებთ – ურთიერთობები, რომელიც მეტწილად შემთხვევადობიდან გამომდინარე იწყება, გარკვეული ხანი სტანს და ბოლოს, რაღაც უწყინარი მოვლენა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, სრულებით შესაძლებელი იყო, არ მომხდარიყო, ხდება და ასრულებს. კულტურა, რომლისათვის, მაგალითად, საკუთარი ემპირიულობიდან რომ გითხრათ, შესაძლებელი იყო, რომ სრულიად სხვა ყოფილიყო, ცხოვრების საწყის წლებში და კაცმა არ იცის, ეს როგორ შემცლიდა და რამდენად დამაშორებდა იმისგან, ვინც დღეს ვარ, თუმცა ერთმა ვითარებამ, ჩემდა უნებურად, სრულიად სხვა ქალაქში მიმოსროლა, მაცხროვა. სიკვდილი, რომელიც ასევე არვინ არ იცის, ვისთვის, როდის მოვა და ძირითადად, ეს ვითარდება პრიმიტული სახით, პირობითად, პროდუქტების საყიდლად მივდივარ სუპერმარკეტში, ჩვეულებრივ, როგორც წესი, ყოველ შაბათ-კვირას და ამ დროს, ქუჩაში მიმავალს, მანქანა მივლის და მკლავს, პირი, რომელიც დიდი სიჩქარით ატარებს ავტომობილს და საჭე ექცევა. ანუ, როგორ გითხრათ, წამის მეასედი წამის მეასედზე ჯდება და ხდება ის, რაც ხდება, როცა შეიძლება, არ მომხდარიყო და ამ არ მომხდრობის ექვივალენტობას, როდესაც აცნობიერებ, ხვდები, რომ ნებისმიერ წამს, შესაძლებელია, ნებისმიერი რამ მოხდეს, რაც კანონზომიერების ფარგლებში ჯდება. და ბოლოს, ჩემს დამოკიდებუბას გაგაცნობთ, ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაც უფერო ძალა, რომელიც არც თავის ჭკუაზე დაატარებს ზემოთ მოცემულს, არც უხეშად ერევა, აქვს, ასე ვთქვათ, ნორმალიზაციის უკიდეგანო განცდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Dec 4 2017, 09:22 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დათო.
გამარჯობა, ამ თემაზე მეც ვიკითხე ფორუმელების აზრი და იქ მივედით რომ შემთხვევითობა უბრაოდ არ არსებობს. იხ. პოსტი

დამთხვევას ადამიანი ეძახის ყველანაირ მოვლენას რომელშიც არის ძალიან ბევრი დეტალი და რომლის კალკულაცია ცნობიერი ლოგიკით შეუძლებელია, რაც მთავარია ის იწვევს ემოციას და ეგ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ყოველშემთხვევაში რიგითი ადამინისთვის. საფუძველი ის არის რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და შიგნით ხდება ურთიერთკავშირშია. დაწყებული სუბატომური დონიდან დამთავრებული მთლიანად სამყარომდე. იგივეა ზუსტად ქაოსზეც .(დამთხვევა და ქაოსი პრინციპულად ერთიდაიგივე ტერმინებია) ჩვენთვის გაუგაებარ არეულ მოვლენას ვუწედებთ ქაოსს იმიტომ რომ, ვერ ხედავ იმ პირველად და კომპლექსურ ურთიერთქმედებებს რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის გონებესთვის გაუზრებელ და ურთულესად გამოსავლენ დონეზე. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება კანონზომიერია. თუ მეცოდინება სამყაროში როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია და რას იწვევს ერთი ნაწილაკის მოქმედება მეორეზე. გეტყვი როგორ გაჩნდა სამყარო და როგორ დასრულდება ყველაფერი. ეგ პრინციპი უდევს თუნდაც წინასწარმეტყველებას. რაც მეტს ხედავ და შეიმეცნებ და მეტს ითვალისწინებ, მით უფრო ზუსტად გამოთვლი როგორ განვითარდება მოვლენა მომავალში.


არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს ჩემი აზრით. ჭიქას რომ გაუშვებ ხელს დავარდება და გატყდება, უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ადამიანის ფიქრები ახდეს გავლენას ამ კანონზომიერებაზე იმიტომ რომ ფიქრი მატერიალურია. ყველაფერი რაღაც უმაღლეს კანონს ემორჩილება, ეს კანონია ღმერთი. ადამიანის სიკვდილიც და ტერორისტის თვითმკვლელობაც კანონზომიერია, რახ ხდება სხვანაირად ვერ მოხდებოდა და მომავალში რაც მოხდება ეს არის ამ ძალის ჯაჭვური შედეგი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 4 2017, 11:38 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
good.gif

ის კი არა ადამიანის სიცოცხლე რომ შემოკლდა, ეგეც დაპროგრამებით და ადამიანისთვის შთაგონებით მოხდა. არც აქაა რამე შემთხვევითი. ადამიანს შეუძლია იცოცხლოს უფრო მეტი წელი, მთავარია ირწმუნოს, რომ ცხოვრების ხანგრძლივობა 200, 300 და თუნდაც 1000 წელია. მთავარია ეს შთაგონება ადამიანმაა შეცვალოს. ახლა საქმე იმაშია, არის თუ არა აუცილებლობა, რომ ადამიანმა ამდენი წელი იცოცხლოს, ასეთი სწრაფი გამრავლების შემთხვევაი ეს ადამიანს პრობლემას შეუქმნიდა, ეს კარგი იქნებოდა, თუ ადამიანი უფრო ნაკლებად გამრავლდებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:25 PM