IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> პატანჯალი, იოგასუტრა წაგიკითხავთ?
I AM
post Jul 14 2011, 07:15 PM
Post #21


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგია, პრინციპში ქართულ თარგმანში თითქმის სრულადაა "იოგასუტრას" დღემდე მოღწეული ცოდნა


მაგრამ როგორც სხვა თარგმანებში უშუალო ვარჯიშების პრაქტიკა გამოტოვებულია, თუმცა არის ისეთი მითითებებიც, რომელთა საფუძველზე შიძლება გარკვეული ვარჯიშების ფორმირება


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 16 2011, 07:39 PM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 11 - მეხსიერება არის ის, როცა საგნები კი არ გვავიწყდება, არამედ როცა თითოეული მათგანი კვლავ უბრუნდება ჩვენს ცნობიერებას.
სუტრა 12 - ჩვენი "აზრების ტალღები" იმართება იოგური წვრთნისა და მიწიერ ცხოვრებაზე ჩვენი მიუჯაჭველობის საშვალებით
სუტრა 13 - წვრთნა ძალისზმევის გამეორებაა, რათა დავემორჩილოთ იმ წესებს, რომელთა წყალობითაც განუწყვეტლივ იმართება გონებაში გაჩენილი "აზრთა ტალღები"
სუტრა 14 - წვრთნა კი ხანგრძლივი, განუწყვეტელი სრულყოფითა და მისადმი წრფელი ერთგულებით მყარდება.
სუტრა 15 - მიწიერ ცხოვრებაზე მიუჯაჭველობა თვითსრულქმნაა, ანუ განთავისუფლებაა ყოველგვარი სურვილებისაგან და იმისგანაც, რასაც ვხედავთ და ვისმენთ.
სუტრა 16 - თუ ჩავწვდით ატმანს და აღარ გვწყურია ბუნების არანაირი გამოვლინება, ესაა ყველაზე დიდი მიუჯაჭველობა მიწიერ ცხოვრებაზე.
სუტრა 17 - ყურადღების გარინდებამ ერთ საგანზე შესაძლებელია მხოლოდ "იოგის ოთხი საფეხურის" გავლით, რომელიც იოგმა უსათუოდ უნდა გაიაროს, ესენია: საგანზე დაკვირვება,მისი როგორც ერთადერთის გამორჩევა, სიმშვიდით ნეტარება მანამ, ვიდრე საკუთარ ანუ ინდივიდუალურ მეს არ გავაცნობიერებთ.
სუტრა 18 - სულ სხვა სახისაა ყურადღების მოკრება, როდესაც ყოველგვარი ობიექტი გამქრალია და ქვეცნობიერი შთაბეჭდილებები დამწვარი ხორბლის მარცვალს ჰგავს. ეს კი მიწიერ ცხოვრებაზე მიუჯაჭველობაში გაწაფვის გზაზე "აზრთა ტალღების" შემოწმებით ხდება.
სუტრა 19 - თუ ამგვარ ყურადღების მოკრებას მიწიერ ცხოვრებაზე თან არ ახლავს მიუჯაჭველობა და სულიერი მოწაფე რჩება უმეცარი, მაშინ ის არაინკარნირებულ მდგომარეობაში დარჩება ან ბუნების ძალთა ზეგავლენის ქვეშ მოექცევა.
სუტრა 20 - სულიერების ჭეშმარიტი მაძიებელი ყურადღების გარინდებას გამორჩეულ საგანზე აღწევს ღრმა რწმენით, ძალისხმევით და უნარით კვლავ და კვლავ ჩაუღრმავდეს მას და გასხივოსნდეს.
სუტრა 21 - იოგაში წარმატებას მხოლოდ ის აღწევს სწრაფად, ვინც ყველაზე ენერგიულია.
სუტრა 22 - წარმატება კი იმისდა მიხედვით მერყეობს თუ იოგას რომელი საშუალება ავირჩიეთ : სუსტი, საშუალო თუ უძლიერესი !

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 19 2011, 08:24 PM
Post #23


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 23 - ყურადღების მოკრება უნარის გამომუშავებაა, ასევე იშვარისადმი ერთგულებით მიიღწევა.
სუტრა 24 - იშვარა განსაკუთრებული სახის არსებაა, რომლისთვისაც უცხოა უმეცრება ან უმეცრების რამე ნაყოფი. ის არც კარმის და არც სანსკარის ან სხვა რაიმე ქმედების ნაყოფს ექვემდებარება.
სუტრა 25 - უსაზღვრო არის ცოდნა თავად იშვარასი, ხოლო სხვებში, იგი ჯერ მხოლოდ ჩანასახშია.
სუტრა 26 - ის თვით პირველმოძღვართა მოძღვარია, რამეთუ დროში განუსაზღვრებადია.
სუტრა 27 - ღვთის გამომხატველი სიტყვა არის "ომ"
სუტრა 28 - ყურადღების მოკრებისას გამორჩეულ საგანზე სიტყვა "ომ" მრავალჯერ უნდა წარმოითქვას.
სუტრა 29 - აქედან იწყება ცოდნა ატმანისა და გონებაში არსებული ყველა წინააღმდეგობის გადალახვა.
სუტრა 30 - ჩვენი მენტალური მოდუნება, სიზანტე, ეჭვიანობა, ქმედების წყურვილის სიმცირე, უნებისყოფობა, ლტოლვა გრძნობადი სიამტკბილობისაკენ , ყალბი აღქმა, იმედის გაცრუება, ყოველივე გამოწვეულია ყურადღების მოკრების უნარის უქონლობით, ჩვენივე მერყევი ბუნების გამო, რაც სულიერი ცოდნის მიღებაში წინ გვეღობება, ჩვენივე დამანგრეველი ძალის სახით.
სუტრა 31 - ამგვარი სულიერი ნგრევის შედეგია ჩვენი ტანჯვები, უიმედობა, ტანის თრთოლვა და არითმიული სუნთქვა.
სუტრა 32 - ნაკლის აღმოფხვრა შესაძლებელია ყურადღების მოკრებით ერთადერთ ჭეშმარიტებაზე.
სუტრა 33 - გონების ურღვევი სიმშვიდე მიიღწევა ბედნიერებისადმი კეთილგანწყობით, სიქველეთა ტკბობით, უბედურებისადმი თანაგრძნობით და ბოროტებისადმი კი გულგრილობის გამოვლენით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 19 2011, 08:29 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 19th July 2011 - 08:24 PM) *
სუტრა 23 - ყურადღების მოკრება უნარის გამომუშავებაა, ასევე იშვარისადმი ერთგულებით მიიღწევა.
სუტრა 24 - იშვარა განსაკუთრებული სახის არსებაა, რომლისთვისაც უცხოა უმეცრება ან უმეცრების რამე ნაყოფი. ის არც კარმის და არც სანსკარის ან სხვა რაიმე ქმედების ნაყოფს ექვემდებარება.
სუტრა 25 - უსაზღვრო არის ცოდნა თავად იშვარასი, ხოლო სხვებში, იგი ჯერ მხოლოდ ჩანასახშია.


ეს განსაკუთრებით მომეწონა! smile.gif

mata

გმადლობ თარგმანისთვის Laie_61.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 19 2011, 08:49 PM
Post #25


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 34 - გონების დამშვიდება შესაძლებელია ჰაერის ჩასუნთქვით, მცირე ხნით მისი შეკავებით და შემდეგ სწრაფი ამოსუნთქვით.
სუტრა 35 - ყურადღების მოკრების ხერხები, რომლებიც ზებუნებრივ აღქმას ანვითარებს, გონების სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
სუტრა 36 - ყურადღების მოკრება შესაძლებელია ჩვენი შინაგანი - დაუმწუხრებელი სულის ნათელზე გონების დაუნჯებით.
სუტრა 37 - დაე გაარინდე ყურადღება გულზე იმ სხივმოსილი სულის მქონე ადამიანისა, რომელიც თავისუფალია ყველა ვნებისგან.
კომენტარი: დაე შეჩერდეს თქვენი გონება ვინმე წმინდანზე ბუდაზე, კრიშნაზე, ქრისტეზე ან სხვა.
სუტრა 38 - გარდა ამისა, ღრმა ძილსა ან სიზმრების განცდაზეც შეიძლება გავარინდოთ ჩვენი გონება ყურადღებით.
სუტრა 39 - ან ყურადღების გარინდებით ისეთ ნიშანზე, ანდა ღვთაებრივ წმინდა სახეზე, როგორც კარგი რამ მუდამ რომ გვნუსხავს.
სუტრა 40 - იოგს ძალუძს დააუნჯოს თავისი გონება ნებისმიერი ზომის საგანზე, სულერთია ატომივით მცირე იქნება ის თუ უსასრულოდ დიდი რაიმე.
სუტრა 41 - როგორც ბროლის ნამსხვრევი უახლოესი საგნის ფერს იძენს, ისე გონებაც, განწმენდილი ჩვენი აზრების ტალღებისაგან, იმ საგნად გადაიქცევა, რომელზედაც მთელი ჩვენი გონება მიპყრობილია. ასეთი საგანი შეიძლება იყოს ძალიან დიდი ან აღქმის ორგანო, ან თავად ჩვენი ეგოს შეგრძნება. სწორედ ამიტომ ყურადღების მოკრების საგანთან ჩვენი გაიგივება არის სამადჰი.
სუტრა 42 - გონების გაიგივებას საგნის მოცულობასთან მის სახელთან, ხარისხთან და ცოდნასთან ეწოდება "სავიტარკა სამადჰი".
სუტრა 43 - როცა გონება გაიგივებულია ყურადღების მოკრების მოცულობის მქონე საგანთან და აღარ აცნობიერებს მიღებულ ცოდნას ამ საგნის სახელის და ხარისხის შესახებ და საგანი რჩება თავისთავად - გაუცნობიერებლად მისი სახელწოდების, ხარისხის და ცოდნისა, მაშინ ეს "ნირვიტარკა სამადჰია"
სუტრა 44 - თუ ჩვენი ყურადღების გარინდების საგანი ნატიფია, მაშინ საქმე გვაქვს სამადჰის ორ სახესთან: "სავიჩარა სამადჰი" და "ნირვიჩარა სამადჰი", რომლებიც ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
სუტრა 45 - ყველა ნატიფი ობიექტის მიღმაა პრაკრიტი - სამყაროს პირველმიზეზი
სუტრა 46 - ამგვარ სამადჰს "სათესლე მარცვალთან ყოფნა" ეწოდება.
სუტრა 47 - გონება "ნირვიჩარა სამადჰის" მიღწევით იწმინდება.
სუტრა 48 - ასეთი სამადჰის მიღწევაზე იტყვიან: ცოდნა რაიმეს შესახებ აღსავსეა ჭეშმარიტებითო.
სუტრა 49 - ცოდნა რომელიც მიიღება წმინდა წიგნების კითხვითა და მისგან დასკვნების გამოტანის გზით, მხოლოდ ერთგვაროვანი ცოდნაა, ხოლო სამადჰის შედეგად შეძენილი ცოდნა უზენაესი ცოდნაა.
სუტრა 50 - შთაბეჭდილება რომელსაც სამადჰი ახდენს გონებაზე, აქრობს წარსულში მიღებულ ყველა შთაბეჭდილებას.
სუტრა 51 - როცა სამადჰით მიღებული შთაბეჭდილებები ქრება და გონებაში არანაირი აზრის ტალღა არაღ იარსებებს, მაშინ მივაღწიეთ ისეთ სამადჰს, რომელსაც ქვია "უთესლო სამადჰი".


პირველი თავის დასასრული
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 19 2011, 08:53 PM
Post #26


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(atman @ 19th July 2011 - 08:29 PM) *
გმადლობ თარგმანისთვის


მე არ ვთარგმნი. ეს ნიკოლოზ კენჭოშვილის თარგმანია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 20 2011, 05:28 AM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE(mata @ 19th July 2011 - 08:53 PM) *
მე არ ვთარგმნი. ეს ნიკოლოზ კენჭოშვილის თარგმანია


ჰოდა გმადლობ თარგმანისთვის და არა თარგმნისთვის smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 27 2011, 08:59 PM
Post #28


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეორე

იოგა და იოგური წვრთნა


სუტრა 1 - განდეგილობა, სწავლისა და შრომის ნაყოფის უფლისადმი მიძღვნა, პირველი ნაბიჯებია იოგასაკენ.
სუტრა 2 - ამდენად, შესაძლებელია დავხვეწოთ ჩვენი ძალისხმევა ყურადღების მოკრებაზე, რათა დაგავლახოთ გასხივოსნებისათვის ხელისშემშლელი წინაღობა, რომელიც ყველა ჩვენი ტანჯვის მიზეზს წარმოადგენს.
სუტრა 3 - ეს წინაღობები, ანუ მიზეზი ჩვენი ტანჯვებისა არის ჩვენივე უმეცრება და ეგოიზმი სხვადასხვა სურვილის დასაკმაყოფილებლად; ასევე რაიმეზე ან ვინმეზე ჩაჭიდება, ან რაიმეს ზიზღი და სიცოცხლეზე ჩაბღაუჭების მძაფრი სურვილი.
სუტრა 4 - უმეცრება ბადებს ყოველგვარ წინაღობას რაც კი შეიძლება რომ ჩვენში არსებობდეს, თუმცა შესაძლებელია ეს ყოველივე გაქრეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია ის მთელი ძალით კვლავ აღმოცენენდეს.
სუტრა 5 - დროებითის მიჩნევა მარადიულად, სიბინძურისა - სიწმინდედ, მტკივნეულისა - უმტკივნეულოდ, არა-ატმანისა - ატმანად, ესაა უმეცრება.
სურტა 6 - გონების გაიგივება იმასთან, რასაც მხოლოდ ცნობიერება აირეკლავს, არის ეგოიზმი.
სუტრა 7 - მიჯაჭვულობა არის ის, რაც სიამოვნებას ემყარება.
სუტრა 8 - ზიზღი კი ისაა, რაც ტკივილს ეფუძნება.
სუტრა 9 - სიცოცხლეზე მიჯაჭვულობის წყურვილი ერთნაირია განსწავლულშიც და უმეცარშიც.
სუტრა 10 - როცა ეს წინაღობა ქრობად მდგომარეობაშია, მისი სრული გაქრობაც შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გონების შერწყმით ამ წინაღობის პირველმიზეზთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 28 2011, 11:07 AM
Post #29


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 11 - ყველაზე სრულყოფილი სახე ამ წინაღობის გადალახვისა არის გონების ყურადღების გარინდება ჩვენს მიერ არჩეულ ერთადერთზე.
სუტრა 12 - ადამიანის ფარული მიდრეკილებები, წარსულში მისმა აზრებმა და ქმედებებმა წარმოქმნეს. ამიტომ მიდრეკილებები გამოიღებს თავის ნაყოფს როგორც ამ სიცოცხლეში, ასევე შემდგომ დაბადებებშიც.
სუტრა 13 - სანამ არსებობს მიზეზი, არსებობს მისი ნაყოფიც, როგორიცაა ხელახლა დაბადება, ხანგრძლივი ან მოკლე სიცოცხლე.
სუტრა 14 - სიამოვნების ან ტკივილის განცდა შესაბამისად შედეგია იმისა თუ რამდენად ღირებულია ეს სიამოვნება.
სუტრა 15 - მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც სულიერებას სხვაგვარად ხედავს, მისთვის ყველანაირი განცდა მტკივნეულია, იმიტომ რომ ეშინია მისი დაკარგვა. წარსულში მიღებული სიამოვნებაც მტკივნეულია, რადგან ამოძრავებს ხარბი წყურვილი კვლავ მიიღოს ეს სიამოვნება. ამ ხარბ წყურვილს კი წარსულში მიღებული სიამოვნების შედეგად მის გონებაში დატოვებული შთაბეჭდილებები წარმოშობს. განა შეიძლება ხანგრძლივი იყოს ბედნიერება, როცა ის მხოლოდ ჩვენს განწყობილებაზეა დამოკიდებული? ჩვენი განწყობილება განუწყვეტლივ იცვლება, რადგან ერთმანეთში მუდამ დაპირისპირებული სამი „გუნის“ გამო ვეღარ იმართება ჩვენი ამღვრეული გონება.
სუტრა 16 - ტკივილი, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგვჩენია, შესაძლებელია თავიდან ავიცდინოთ.
სუტრა 17 - ის, ვინც განიცდის, სტკივა კიდეც, რადგან თავისთავს აიგივებს განცდის გამომწვევ ობიექტთან. ამის თავიდან აცილება კი შესაძლებელია.
სუტრა 18 - განმცდელი ობიექტი შედგება სამი გუნასაგან: გასხივოსნების პირველმიზეზი (სატვა), მოქმედება (რაჯა) და უმოქმედობა (ტამა). ამ სამი გუნის ურთიერთქმედების შედეგად განვითარდა მთელი სამყარო, ცოდნის მიღების საშუალებაც - ანუ გრძნობა, გონება, აღქმადი საგნები თუ ფიზიკური ელემენტები. სამყარო არსებობს იმისთვის, რომ ის აღვიქვათ და განვიცადოთ, მაგრამ ჩვენი ნება უნდა გახდეს მიუჯაჭველი და თავისუფალი.
სუტრა 19 - გუნა ოთხი მოცულობისაა: ხელშესახები, ნატიფი (უჩინარობამდე), პირველსაწყისი და განუვითარებელი.
სუტრა 20 - ატმანია ის რაც განიცდის, რომელიც ხედავს იმას თუ როგორ ეცვლება გონებას ელფერი, თუმცა გონება მაინც უცვლელი რჩება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 1 2011, 02:38 PM
Post #30


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 21 - გრძნობადი განცდის საგანი კი იმიტომ არსებობს, რომ ატმანის მიზნებს ემსახუროს.
სუტრა 22 - განცდის საგანი არ არსებობს პიროვნებისთვის, ვისი ნებაც განთავისუფლდა. ყველა დანარჩენისათვის კი ის რჩება როგორც განცდის ნამდვილად არსებული საგანი.
სუტრა 23 - ატმანი (ანუ ის, რაც განიცდის) გაიგივებულია პრაკრიტთან, იმისათვის რომ შევიცნოთ ორივე - პრაკრიტისა და ატმანის ნამდვილი ბუნება.
სუტრა 24 - ატმანისა და პრაკრიტის გაიგივება გამოწვეულია უმეცრებით.
სუტრა 25 - როცა ეს უმეცრება დაძლეულია ასეთი გაიგივებაც ქრება და ამდენად ის, ვინც განიცდის, აღარ არის მიჯაჭვული რაიმეზე და მისი ნება სრულიად თავისუფალია.
სუტრა 26 - გაღვიძებული ატმანის ცოდნა ჩვენ უმეცრებას კლავს მანამდე, სანამ ჩვენს გონებაში პატარა კვალიც არ გაქრება იმ ილუზიისა, რომ ეს სამყარო მართლა არსებობს.
სუტრა 27 - ამ ცოდნის მწვერვალი შვიდი საფეხურის გავლით მიიღწევა.
სუტრა 28 - როგორც კი იოგური წვრთნის ყველა საფეხურს გავივლით და განვიწმინდებით ყოველგვარი სიბილწისაგან, მხოლოდ მაშინ ვიხილავთ სულიერ გზას ატმანის ნათლისმფრქვეველი ცოდნისაკენ.
სუტრა 29 - იოგას რვა საფეხურია: სხვადასხვაგვარი თავშეკავება, კერძოდ ბოროტი ქმედებებისაგან (იამა), აუცილებელი წესების დაცვა (ნიიამა), სხვადასხვანაირად ჯდომა (ასანა), სუნთქვის მართვა (პრანაიამა), გონების გამოთიშვა გარძნობების საგნებისაგან (პრატიაჰარა), ყურადღების მოკრება მხოლოდ ერთ საგანზე (დჰარანა), ამ მიზნით გონების დაუნჯება(დჰიანა), და ატმანთან შერწყმა (სამადჰი).
სუტრა 30 - "იამა" ნიშნავს არ მიაყენო სხვას ზიანი, არ მოიტყუო, სძლიო სიხარბეს და თავშეუკავებლობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 1 2011, 02:45 PM
Post #31


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 31 - ამგვარი თვითშეზღუდვებიქცევის ძირითადი წესებია, რომლებიც უნდა შესრულდეს ყოველგვარი დროის, ადგილის, მიზნებისა თუ კასტური წესების მიუხედავად.
სუტრა 32 - ნიამა (წესების შესრულება) არის სიწმინდე, კმაყოფილება, მორჩილება, სწავლა და ღვთის ერთგულად მსახურება.
სუტრა 33 - იოგად ჩამოყალიბებაში ხელისშემშლელი აზრებისაგან განტავისუფლებისათვის საჭიროა გონებაში საპირისპირო წმინდა აზრების გამომუშავება.
სუტრა 34 - იოგში შესაძლოა გაჩნდეს წინააღმდეგობები ძალადობის ან სიცრუის სახით, ან სიფიცხით ან პირადი ინტერესის გამო. ეს წინაღობა შეიძლება მცირედ, საშუალოდ ან აშკარად ვლინდებოდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ყოველივე ამით გამოწვეული ტკივილი და უმეცრება მასში გაქრება, სანამ ამ სუტრის დამახსოვრებით არ ჩაიხშობს გონებაში გაჩენილ "დამანგრეველ აზრებს".


Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 1 2011, 03:50 PM
Post #32


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 35 - ვინც მტკიცედ იცის, რომ არავის უნდა მიაყენოს ზიანი, მისდამი არცერთი სულდგმული მტრულად არ განეწყობა.
სუტრა 36 - სულით მტკიცე ადამიანი მუდამ შორსაა სიყალბის გაკეთებისაგან, რის შედეგადაც ის არამხოლოდ თავად იძენს სულიერი სიმტკიცის ძალას, არამედ ამ ძალას სხვასაც გადასცემს თავისი უანგარო ქმედებით და ამგვარად ის სხვაშიც ზრდის სულის სიმტკიცეს.
სუტრა 37 - მთელი სიმდიდრე იმის ხელშია, ვინც ქურდობაზე მტკიცე უარი თქვა.
სუტრა 38 - რაც უფრო განერიდები ხორციელ და სულიერ სიბილწეს, მით უფრო მეტად იქნები სულიერად მტკიცე.
სუტრა 39 - სულიერად მტკიცე პიროვნება მარად თავისუფალია სიხარბისაგან. და განუწყვეტლივ იძენს ცოდნას თავის აწმყო, წარსულსა და მომავალ სიცოცხლეზე.
სუტრა 40 - სულიერი განწმენდის შედეგად ადამიანი გულგრილი ხდება საკუთარი სხეულის მიმართ და სძაგს ვინმესთან ფიზიკური კავშირი.
სუტრა 41 - და უფრო მეტიც, ასეთი ადამიანის გული სულ უფრო იწმინდება, მისი გონება ხდება სხივნათელი და ის იძენს ყურადღების მოკრებისა და ვნებების მართვის უნარს. ეს კი მზაობაა წმინდა ბრაჰმანის ხილვისა.
სუტრა 42 - ჭეშმარიტი კმაყოფილების ნაყოფი უზენაესი ბედნიერების მომნიჭებელია.
სუტრა 43 - მავნე ჩვევების ჩახშობით, სიბილწეც სცილდება სულს და სხეულისა და გრძნობის ორგანოები განსაკუთრებულ ძალას იძენს.
სუტრა 44 - სულიერი წვრთნების შედეგად ადამიანი წვდება იმ ღვთაების ბუნებას, თავად რომ აირჩია სათაყვანებლად.
სუტრა 45 - ღვთის ერთგულებით, სამადჰი მიიღწევა.
სუტრა 46 - სხვადასხვაგვარად ჯდომა, თავისუფლად, მაგრამ მყარად ჯდომაა.
სუტრა 47 - ლაღად და ამავე დროს მყარად ჯდომა, საკუთარი ტანის ბუნებრივ მიდრეკილებათა მართვისა და უსასრულობაზე ყურადღების მოკრების გზით მიიღწევა.
სუტრა 48 - ამის შემდეგ პიროვნებას აღარ ტანჯავს ოდესღაც განცდილის ორგვარობა.
სუტრა 49 - ასანების დაუფლების შემდეგ, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შეკავებით იოგი უნდა დაეუფლოს პრანის მართვას, ანუ პრანაიამას.
სუტრა 50 - სუნთქვის შეჩერება შესაძლებელია როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, ასევე სუნთქვის შუა პერიოდის ყოველი წამის შემოწმებით, ან ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის, მისი ადგილის, აგრეთვე დროისა და დადგენილი რაოდენობის მოწესრიგებით ისეთნაირად რომ ჰაერის შეკავება ან ხანგრძლივი იყოს ან ხანმოკლე.
სუტრა 51 - მეოთხე სახის პრანაიამა ჰაერის შეკავებაა, რომელიც გარე და შინაგან საგნებზე ყურადღების მოკრებით სრულდება.
სუტრა 52 - ამის შემდეგ შინაგან ნათელს საბურველი ეხსნება. "შინაგანი ნათელი" ესაა სულიერი უნარი გარჩევისა რეალურის ირეალურისაგან, რასაც ხელს უშლის ჩვენი უმეცრების საბურველი, რომელსაც ჩვენი წარსული კარმა წარმოშობს და ვინაიდან გონება იწმინდება პრანაიამას ვარჯიშებით, შესაბამისად ჩვენი უმეცრებაც ქრება.
სუტრა 53 - და გონება იძენს ყურადღების მოკრებისათვის დჰარანას ძალას.
სუტრა 54 - როდესაც გონება მთლიანად წყდება გრძნობითი აღქმის საგნებს, შესაბამისად გრძნობის ორგანოებიც წყვეტენ კავშირს გრძნობის საგნებთან. ამაზე ითქმის გრძნობის ორგანოები გონებას ბაძავენო, რაც პრატიაჰარას სახელითაა ცნობილი.
სუტრა 55 - და აქედან იწყება სრული ბატონობა გრძნობებზე.

მეორე თავის დასასრული
დარჩა კიდევ ერთი თავი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 1 2011, 09:42 PM
Post #33


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(mata @ 1st August 2011 - 03:50 PM) *
სუტრა 35 - ვინც მტკიცედ იცის, რომ არავის უნდა მიაყენოს ზიანი, მისდამი არცერთი სულდგმული მტრულად არ განეწყობა.



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 2 2011, 05:06 PM
Post #34


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მესამე

იოგური ენერგია


სუტრა 1 - დჰარანა არის გონების მიპყრობა და დაუნჯება საკუთარ სხეულზე ან მის გარეთ სულიერი ცნობიერის ღერძზე, ან რომელიმე ღვთაებრივ ხატებაზე.
სუტრა 2 - დჰიანა (მედიტაცია) ყურადღების ობიექტზე მიმართული ფიქრის უწყვეტი ნაკადია.
სუტრა 3 - როცა ყურადღების მოკრებისას ჩვენ გონებაშიაღქმის სხივმოსილი საგნის ბუნება აღარ მახინჯდება, ეს უკვე ყურადღების ობიქტში განთქმაა, ანუ ნიშანია იმისა, რომ სამადჰში ვართ.
სუტრა 4 - როდესაც ყურადღების მოკრება და გონებაჭვრეტის საგანთან შერწყმა ერთდროულად ხდება, ამ მოვლენას ეწოდება სამიამა.
სუტრა 5 - სამიამას დაუფლებით ცოდნის ნიაღვრით ვივსებით.
სუტრა 6 - სამიამა მხოლოდ ნაბიჯ–ნაბიჯ მიიღწევა.
სუტრა 7 - ღვთის უშუალო განცდას ეს სამი (დჰარანა, დჰიანა, სამადჰი) საფეხური უფრო ეხმარება, ვიდრე პირველი ხუთი საფეხური.
სუტრა 8 - მაგრამ, ეს საფეხურები არ არის ერთადერთი გზა „უთესლო სამადჰისაკენ“
სუტრა 9 - როცა ცნობიერების ზემოქმედებით სამადჰის დაბალი საფეხური გამქრალია, მაშინ იოგისათვის აღარც აზრთა ტალღები და არც გონებით ჭვრეტა აღარ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ მან გონებაში წარმოქმნილ აზრთა ტალღების მართვას მიაღწია.
სუტრა 10 - თუ აზრთა ტალღების ჩახშობა გონებაში უწყვეტია, მაშინ გონების ნაკადიც მშვიდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 3 2011, 10:29 AM
Post #35


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 11 - როცა ყველანაირი ხელისშემშლელი მენტალური გარემო გამქრალია და გონებას მხოლოდ ერთ წერტილზე ყურადღების გარინდების უნარი შესწევს, მაშინ ის სამადჰში იწყებს შესვლას.
სუტრა 12 - გონება კი ამის უნარს მაშინ იძენს, როდესაც ერადერთი აზრის ერთნაირი ტალღების წარმოქმნისას, ტალღებს შორის სხვა აზრთა ტალღის წარმოქმნისათვის როცა სივრცე აღარ რჩება.
სუტრა 13 - ნირვიკალპასამდჰში მყოფი გონება თავისი ფორმისა და მდგომარეობის ცვალებადობის მიღმაა, ანუ როცა ყველაზე ნატიფი, დიდი სხეული თუ ადამიანის ნებისმიერი ორგანო - ფორმის, დროისა და მდგომარეობის შესაბამისად უსასრულოდ ცვალებადია.
სუტრა 14 -რთული შედგენილობის მქონე საგანს ახასიათებს ისეთი ცვლილებები , რომლებიც ან წარსულში ვლინდებოდა, ანდა აწმყოში ვლინდება, ან მომავალში უნდა გამოვლინდეს.
სუტრა 15 -ამ ცვლილებათა თანამიმდევრობას, მათი სხვადასხვაგვარი საფეხურობრივი განვითარება წარმოშობს.
სუტრა 16 - სამი გუნის ცვლილებაზე "სამიამას"ზემოქმედებით, ადამიანი იძენს ცოდნას წარსულისა და მომავლის შესახებ.
სუტრა 17 - ვინც "სამიამას" მიაპყრობს სიტყვის ბგერაზე, მისი მნისვნელობის აღქმასა და მისი არსის გამოძახილზე, ამ ბგერის მოსმენისას, იოგი იძენს უნარს შეიცნოს მნიშვნელობა(აზრი) ყველანაირი სულდგმულის ხმისა და ბგერისა.
სუტრა 18 - სამიამას წარმართვით უკვე გამქრალი უწინდელი აზრის ტალღაზე ადამიანი იძენს ცოდნას საკუთარი წარსულის შესახებ.
სუტრა 19 - სამიამის წარმართვით რომელიმე ადამიანის სხეულებრივ განმასხვავებელ ნიშანთვისებაზე (მაგ. მოკლე თითები აქვს, ან ძალიან გამხდარია, ან ძალიან მაღალია, ან ძალიან მსუქანია და.ა.შ. ) , ჩვენ ვიძენთ ცოდნას ამ ადამიანის გონების ბუნების შესახებ.
სუტრა 20 - თუმცა ამგვარ ცოდნაში არ იგულისხმება ის თუ რისგან შედგება ან რას შეიცავს მისი გონება (ანუ აზრებს კი არ კითხულობ), რადგან ეს არ არის სამიამის ყურადღების საგანი.
სუტრა 21 - თუკი იოგი სამიამას მიაპყრობს საკუთარ სხეულზე, მაგრამ ისე რომ არ აღიქვას სხეულის ფორმა და თვალებიდან გამოდევნის ენერგიას, რომლის ძალითაც ხედავს საკუთარ სხეულს, მაშინ ის ყველასათვის უჩინარი ხდება.
სუტრა 22 - ამდენად, გაუჩინარებულის ხმის გაგონებაც შეუძლებელი ხდება.
სუტრა 23 - სამიამის მიპყრობით ორნაირ კარმაზე, ანუ როდესაც კარმა სწრაფად იძლევა შედეგს და როდესაც კარმის შედეგი გვიანდება ან როცა იოგს გააჩნია სიკვდილის მოახლოების წინათგრძნობა, მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს საკუთარ სხეულთან განშორების დრო.
სუტრა 24 - სამიამის შესრულება და წარმართვა კეთილგანწყობისა და სხვისადმი თანაგრძნობისაკენ, იოგში აძლიერებს ამ თვისებათა ენერგიას.
სუტრა 25 - სამიამა მიმართული ისეთი დიდი ძალისაკენ რომელიც ვთქვათ სპილოს გააჩნია, იოგი სპილოსსავე ძალას იძენს.
სუტრა 26 - სამიამის წარმართვით საკუთარ შიდა სულიერ ნათელზე , იოგი იძენს ცოდნას ისეთ საგანზე, რომელიც დაფარულია, ძალზე მცირეა და მისგან ძალზე შორსაა.
სუტრა 27 - მზისკენ მიმართული სამიამის შესრულება, იოგს სძენს ცოდნას კოსმიური სამყაროს შესახებ.
სუტრა 28 - მთვარეზე მიმართული სამიამა იოგს სძენს ცოდნას ვარსკვლავთწყობის შესახებ.
სუტრა 29 - პოლარული ვარსკვლავისაკენ მიმართული სამიამა, იოგს სძენს ცოდნას ვარსკვლავების მოძრაობის შესახებ.
სუტრა 30 - თუ სამიამის შესრულება მიმართულია ჭიპზე, მაშინ იოგი იძენს ცოდნას საკუთარი სხეულის აგებულების შესახებ.
სუტრა 31 - თუ სამიამის შესრულების საგანია ყელის ყრუ, მაშინ იოგი ხანგრძლივი შიმშილისა და წყურვილის გამძლეობის უნარს იძენს.
სუტრა 32 - ხოლო თუ სამიამის ყურადღების საგანია მკერდის ღრუ, მაშინ იოგი აღწევს სრულ სიმშვიდესა და უძრაობას.
სუტრა 33 - თხემის გამოსხივებისაკენ მიმართული სამიამა, იოგს ძენს უნარს იხილოს ციური არსებები.
სუტრა 34 - ცოდნას, ყველა აღნიშნული ძალების შესახებ იძენს მხოლოდ ის ვინც ძალდაუტანებლად, თავისუფალი ნებით, სულიერი და ფიზიკური სიწმინდითაა გასხივოსნებული.
სუტრა 35 - საკუთარი გულისაკენ მიმართული სამიამა, იოგს ცოდნას ძენს იმის შესახებ თუ რისგან შედგება მისი გონება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 5 2011, 01:51 PM
Post #36


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 36 - იოგი მაშინ ნეტარებს, როცა აღარ ძალუძს ატმანი რომ განასხვავოს სატვა გუნასაგან, თუმცა ეს ორი სხვადასხვა რამაა. სატვა გუნა მხოლოდ მამოძრავებელია ატმანისა, რომელიც თავისთავად, დამოუკიდებლად არსებობს. თუკი იოგი სამიამას ატმანის თავისუფლებისკენ წარმართავს, მაშინ ის იძენს ცოდნას ატმანის შესახებ.
სუტრა 37 - იოგი იძენს ცოდნას უეცარი გასხივოსნებით და ამავე დროს ეუფლება სმენის, შეხების, ხედვის, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების ზებუნებრივ ძალას და უნარს.
სუტრა 38 - ყველა ეს ძალა ვერბალურ მდგომარეობაშია, მაგრამ ხელისშემშლელია სამადჰისთვის.
სუტრა 39 - როცა კარმის შედეგად შებორკილი გონება ნერვულ ნაკადთა მართვის ცოდნით თავისუფლდება, იოგს შეუძლია სხვის სხეულში შეაღწიოს.
სუტრა 40 - ფილტვებისა და სხეულის ზედა ნაწილის მასულდგმულებელი ნერვული ნაკადის მართვით, იოგს შეუძლია წყალსა და ჭაობზე გაიაროს, ასევე ეკლებზე ან სხვა წვეტიან საგნებზე იაროს და ბოლოს სურვილისამებს საკუთარი თავის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
სუტრა 41 - პრანის მართვის ძალისხმევით იოგს შეუძლია გახდეს ნათელ-მხილველი.
სუტრა 42 - სამიამის ყურისა და ეთერის ურთიერთკავშირზე მიპყრობით, იოგი იძენს სმენის ზებუნებრივ უნარს (ნათელსმენას).
სუტრა 43 - სამიამის სხეულისა და ეთერის ურთიერთკავშირზე ან ბამბის ძაფის სიმსუბუქეზე მიპყრობით, იოგი იძენს ფრენის უნარს (ლევიტაცია).
სუტრა 44 - სამიამის მიპყრობით გონების აზრთა ტალღებზე, როცა გონება სხეულს დაცილებულია, ანუ როცა მისი „ხელახლა დაბადება“ ყოვლად შეუძლებელია, იოგი იძენს უნარს, რომ მოიცილოს ცოდნის სხივის ხელისშემშლელი ყოველგვარი საბურველი.
სუტრა 45 - როდესაც სამიამა მიმართულია დიდსა და უმცირეს სხეულებზე, მათ თვისებებსა და ადამიანში განცდების გამომწვევ გუნათა განუყოფელობაზე, მაშინ იოგი თავად იძენს სხეულის ყველანაირ მოცულობას. (ანუ იოგს შეუძლია გახდეს როგორც უმცირესი ზომის, ასევე უდიდესი ზომისაც, შეუძლია გახდეს მსუბუქი და ასევე შეუძლია დამძიმდეს)
სუტრა 46 - ამგვარად იძენს იოგი ძალას, რომ ატომივით მცირე გახდეს, მისი სხეული კი სრულყოფილი, რომ გადალახოს ატომური ელემენტების ყველა წინააღმდეგობა.
სუტრა 47 - იოგი ლამაზი, სრულყოფილი სხეულისა და სეტყვისებური ძალის ჰარმონიაა.
სუტრა 48 - თუ სამიამა მიპყრობილია იმ ცვლილებებისაკენ, სხეულთან შეხებისას გრძნობის ორგანოები რომ განიცდიან, ან გრძნობის ორგანოების ნათების ძალაზე, ან იმ განცდებზე გრძნობის ორგანოები რომ წარმოშობენ, მაშინ იოგი თავად ხდება ყველა ორგანოს ბატონ–პატრონი.
სუტრა 49 - ყოველივე ამის შედეგად, იოგის სხეული იძენს ისეთი მოძრაობის უნარს, როგორიც გონებას ახასიათებს და იმ ძალასაც იძენს გრძნობის ორგანოებით სხეულზე გარედან რომ მოქმედებენ და ამგვარად იოგი თავად ხდება პრაკრიტის (მატერია) მბრძანებელი.
სუტრა 50 - თუ სამიამა მიმართულია იქითკენ, რომ იოგმა დაინახოს განსხვავება სატვასა და ატმანს შორის, მაშინ იოგი იძენს ყოვლისშემძლეობისა და ყოვლის–მჭვრეტელის უნარს.
სუტრა 51 - მაგრამ ხსენებული ზებუნებრივი ძალების უარყოფით იოგში სიბოროტის მარცვალი ანუ თესლი მთლიანად ისპობა და მისი ნება საბოლოოდ თავისუფლდება.
სუტრა 52 - ოდეს იოგი „მაღლიდან“ აცდუნონ უხილავმა არსებებმა, დაე ნუ მოიხიბლოს იგი და ნურც მოტყუვდეს, რამეთუ იგი საშიშროების წინაშე დგება – კვლავ შეიპყროს უმეცრებამ.
სუტრა 53 - სამიამის წარმართვით ყოველ წამზე და ამ წამების დროში თანამიმდევრობაზე, იოგი იძენს ცოდნას თუ როგორ განაცალკევოს ეს თითოეული წამი.
სუტრა 54 - ამგვარად იოგი იძენს უნარს დაინახოს განსხვავება ორ სრულიად ერთნაირ ისეთ საგანს შორის. რომელთა გარჩევა ერთმანეთისაგან შეუძლებელია მათი გარეგნული იერსახითა თუ მოყვენილობით, სხვა დამახასიათებელი ნიშნებით ან მათი სივრცეში განლაგებით.
სუტრა 55 - განსხვავებისა და გამორჩევის ეს უნარი იოგს ათავისუფლებს უმეცრების ტყვეობისაგან. ასეთი ცოდნა კი მოიცავს ყველა საგნის ერთდროულად ცოდნას, მათი ყოფიერების ყოველ წამს, ყველა თავისი სახეცვლილებებით.
სუტრა 56 - ადამიანი მაშინ ხდება სრულყოფილი, როცა მისი გონება ისე წმინდაა როგორც ატმანი.

მესამე თავის დასასრული
დარჩა კიდევ ერთი თავი
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 6 2011, 10:20 PM
Post #37


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეოთხე

ნების სრული ხსნა


სუტრა 1 - ფსიქიკური ენერგია ადამიანში შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი წამლებით, სიტყვიერი ზემოქმედებით, განდეგილობით ან არჩეულ ერთ საგანზე ყურადღების მოკრების უნარის გამომუშავებით.
სუტრა 2 - ბუნების (პრაკრიტის) თავის თავში ჩახვევა საგნების სახეცვლილებას იწვევს.
სუტრა 3 - კარგი და ცუდი ქმედებები არ არის მიზეზი გარდაქმნებისა, ისინი მხოლოდ ყოველნაირი საგნის ბუნებრივი განვითარების გზაზე წინაღობებს სპობს - ისევე როგორც მთესველი გზას უთავისუფლებს წყალს, რათა მან ბუნების ძალისხმევით იდინოს ყანაში.
სუტრა 4 - მხოლოდ ეგოს შეგრძნება ქმნის გონებას.
სუტრა 5 - თუმცა სხვადასვაგვარად შექმნილი გონებათა მოქმედებაც სხვადასხვაგვარია, რომელთაც პირველსაწყისი-ერთი გონება მართავს.
სუტრა 6 - სხვადასხვა სახის გონებათაგან, წყურვილებისა და კარმული შთაბეჭდილებებისაგან მხოლოდ ის არის თავისუფალი ვინც სამადჰით განწმენდილია.
სუტრა 7 - იოგის კარმა არც შავია და არც თეთრი, სხვათა კარმა კი სამნაირია: თეთრი (კარგი), შავი (ცუდი), და შერეული.
სუტრა 8 - ამგვარი კარმის შედეგად წარმოქმნილი მიდრეკილებებისგან, თავის თავს მხოლოდ ისეთი ავლენს, რომელსაც ამისათვის ხელსაყრელი პირობები ექმნება,
სუტრა 9 - რადგან წარსულში მიღებული და ჩვენს მეხსიერებაში გამჯდარი მიდრეკილებების მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია - საკუთარი მოდგმის, სივრცის ან დროის შეცვლის გზით.
სუტრა 10 - რამეთუ ჩვენში მუდამ იყო სურვილი არსებობისა, ჩვენს მისწრაფებებსა და მიდრეკილებებს შეუძლებელია ქონოდათ რაიმე დასაბამი.
სუტრა 11 - ჩვენი ქვეცნობიერი მიდრეკილებები მიზეზ-შედეგობრივობაზეა დამოკიდებული და მათ მხოლოდ გონებაში აქვთ დასაყრდენი. მიდრეკილება კი გრძნობის საგნებით იკვებება. თუ ყოველივე ამას მოვიშორებთ, მასინ ჩვენი მიდრეკილებებიც გაქრება.
სუტრა 12 - არსებობს ფორმა და გამოთქმა "წარსული" და "მომავალი", რომლებსაც ხშირად ვიყენებთ. სინამდვილეში კი ორივე თავად საგანშია. ამრიგად, ხსენებული ფორმა თუ გამონათქვამი, იცვლება დროში- წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესაბამისად.
სუტრა 13 - ეს სამი ფორმა თუ გამონათქვამი, გუნათა ბუნების შესაბამისად ან შესამჩნევია ან ისე მცირეა რომ სრულიად შეუმჩნეველია.
სუტრა 14 - სანამ გუნები ერთობლივად მოქმედებენ საგნების, ფორმისა და გამონათქვამის ანუ სიტყვიერად გამოხატვის ფარგლებში, მანამდე არსებობს ერთიანობა ყველაფერში.
სუტრა 15 - ერთიდაიგივე საგანი სხვადასხვა გონების მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმება, ამიტომ გონება სხვა არაფერია თუ არა იგივე მატერია ანუ საგანი.
სუტრა 15ა - ვერ ვიტყვით, რომ საგანი (სხეული) - მატერია დამოკიდებულია გონების აღქმაზე, ვინაიდან ასე რომ იყოს, მაშინ ვიტყოდით როცა რომელიმე გონება არ აღიქვამს - იგი არარსებულიაო.
სუტრა 16 - საგანი ვიცით ან არ ვიცით იმისდა მიხედვით თუ როგორია ჩვენი გონების ბუნება.
სუტრა 17 - ატმანი - გონების მბრძანებელი უცვლელია, გონების მერყეობა ყოველთვის ცნობილია ატმანისთვის.
სუტრა 18 - გონება არ არის თვითმნათი, რადგან ის თავად არის აღქმის საგანი.
სუტრა 19 - ამდენად, გონებას არ ძალუძს ინდივიდი და საგანი (მატერია) ერთდროულად აღიქვას.
სუტრა 20 - ვინც დაამტკიცებს რომ ერთი გონება აღიქვამს მეორეს, მაშინ მან ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს გონების უსასრულო რაოდენობა, რაც მეხსიერების დაბნევას, არევდარევას გამოიწვევდა.
სუტრა 21 - ატმანის წმინდა ცნობიერება უცვლელია, ვინაიდან მისი ანარეკლი გონებაზე ეცემა და ამიტომაც იძენს ატმანის სახეს (ფორმას) და გვევლინება როგორც ცნობიერი.
სუტრა 22 - გონებას იმიტომ ძალუძს აღქმა, რომ ის ორივეს ირეკლავს - ატმანსაც და აღქმის საგანსაც.
სუტრა 23 - თუმცა გონებას აურაცხელი შთაბეჭდილება და სურვილი გააცნია, ის მოქმედებს, რათა მხოლოდ სხვას - ატმანს ემსახუროს, რამეთუ რთულად შედგენილ სუბსტანციას არ ძალუძს დამოუკიდებლად იმოქმედოს - საკუთრივ თავისი თავისთვის.
სუტრა 24 - ადამიანი როდესაც საგანთა შორის განსხვავებას ეძებს, გონებას არ მიიჩნევს ატმანად.
სუტრა 25 - როცა გონება მიდრეკილია წვრთნისაკენ რათა არ დაინახოს განსხვავება საგნებს შორის, ეს ნიშნავს, რომ ასეთი გონების პატრონი სულიერი ხსნისაკენ ისწრაფვის.
სუტრა 26 - წარსულში მიღებული შთაბეჭდილებებით გამოწვეულ გონებაგაფანტულობას ადგილი აქვს მაშინ, როცა გონება ისწრაფვის საგნებს შორის თუნდაც უმცირესი განსხვავებაც დაინახოს.
სუტრა 27 - ზემოთხსენებული სიძნელის გადალახვა ისევე ხდება, როგორც გასხივოსნების გზაზე
სუტრა 28 - ადამიანი, რომლის გონებაც მშვიდია და უშფოთველი, სრულყოფილი გონება ჭვრეტით,ველანაირი ფსიქიკური ძალის ხელშიც აღწევს სამადჰის, რასაც "სიქველის ღრუბელი"ქვია.
სუტრა 29 - ასეთ შემთხვევაში უმეცრება - ჩვენი ყველა ტანჯვის პირველმიზეზი, იწყებს გაქრობას და კარმის ტყვეობიდანაც ვთავისუფლდებით.
სუტრა 30 - შემდგომ მთელი სამყარო, მისი მგრძნობელობითი ცოდნის ყველა საგანი არარად იქცევა, შედარებით იმ უსასრულო ყოვლად წმინდა ცოდნასთან, რომელშიც გამქრალია ყოველგვარი წინაღობა.
სუტრა 31 - ამის შემდეგ მთავრდება გუნათა გარდასახვა, რადგან მათ თავიანთ მიზანს მიაღწიეს.
სუტრა 32 - ეს კი ის სახეცვლილებაა, რომელიც ყოველ წამს ხდება, რომლის არქმაც მხოლოდ მრავალი ძალისხმევის შედეგად არის შესაძლებელი.
სუტრა 33 - შემდეგ გუნებს აღარ სურთ ატმანს ემსახურონ, რადგან თავად ერწყმიან პრაკრიტს - ეს უკვე სრული ხსნაა. ატმანი კი თავისი წმინდა ბუნებით - გადაქცეული წმინდა ცნობიერებად, ნათელს ფენს ირგვლივ.

დასასრული
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gnosis
post Feb 11 2013, 05:43 PM
Post #38


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პატანჯალის იოგა სუტრა არის უმთავრესი და ყველაზე ავტორიტეტული სახელმძღვანელო სულიერი განვითარების გზაზე მავალთათვის.
ამ წიგნში თუ ვინმე ჰა-თჰა იოგას ვარჯიშებს ეძებს დროს ტყუილად დაკარგავთ კითხვაში. ეს არის ადამიანის ფსიქო-ფიზიკური განვითარების სრულფასოვანი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
სათარგმნად ძალიან რთულია, ქართულ თარგმანს არ გირჩევთ, გირჩევთ რუსულს რომელიც რუდოის მიერ არის შესრულებული და ვიასას კომენტარები აქვს, წიგნს კლასიკური იოგა ჰქვია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Feb 11 2013, 11:23 PM
Post #39


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Gnosis @ Feb 11 2013, 05:43 PM) *
სათარგმნად ძალიან რთულია, ქართულ თარგმანს არ გირჩევთ, გირჩევთ რუსულს რომელიც რუდოის მიერ არის შესრულებული და ვიასას კომენტარები აქვს, წიგნს კლასიკური იოგა ჰქვია.


გეთანხმებით, სათარგმნი ტექსტის გადმოღება ამა თუ იმ ენაზე რთული პროცესია.

ნიკოლოზ კენჭოშვილის მიერ თარგმნილი პატანჯალის იოგა რამდენად კარგადაა შესრულებული, თუ მოგიხდათ შეგედარებინათ რუსულ თარგმანთან?

ასევე მაინტერესებს, ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია, რა ენიდან არის თარგმნილი ქართულად ეს წიგნი?


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gnosis
post Feb 14 2013, 02:46 AM
Post #40


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
მართალი გითხრა ნიკოლოზ კენჭოშვილის თარგმნილი იოგა სუტრა არ წამიკითხავს, ინტერნეტში დევს?
საუკეთესო ვარიანტი ორიგინალში, სანსკრიტზე წაკითხვაა, მაგრამ რადგან სანსკრიტი არ ვიცით ამიტომ პროფესიონალი ენათმეცნიერების მიერ შესრულებული თარგმანი ყველაზე კარგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:06 AM