IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ
Atman
post Oct 20 2011, 07:19 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ავტორის კიდევ ერთი ვიდეო-კომენტარი წიგნთან დაკავშირებით:

http://www.youtube.com/watch?v=9P-pl-oMEes...feature=related


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 20 2011, 09:12 PM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რადჰანათჰა სვამი თავის ბავშვობის მეგობარ ჰარისთან ერთად:

http://www.youtube.com/watch?v=mxQ3OsELFSA...feature=related

ინტერვიუ ჯერი სლავინთან (რადჰანათჰა სვამის მამასთან):

http://www.youtube.com/watch?v=EbdW8s_yWts...feature=related


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 24 2011, 02:56 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს პირველ პოსტში დადებულზე უკეთესი აუდიოწიგნია (მხოლოდ რამდენიმე თავი აკლია ბოლოში):

გადმოსაწერი ლინკი:
http://narod.ru/disk/29235631001/RSJourneyHome.rar.html

პ.ს. აუდიოწიგნი რუსულ ენაზეა, მუსიკალური გაფორმებით.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 24 2011, 05:07 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი მოგზაურობა გრძელდებოდა. გზად მიმავალი მანქანებით ჰოლანდიის ერთ-ერთ პორტამდე ჩავაღწიეთ და დარჩენილი ფულით დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალ ბორანზე ავიღეთ ბილეთები. ცას ტყვიისფერი ღრუბლები ფარავდნენ. წვიმა ცრიდა. ტალღების ნებას აყოლილი ბორანი ხან მაღლა იწეოდა, ხან დაბლა. ვაკვირდებოდი, როგორ მიარღვევდა დინებას და ვფიქრობდი, თავად საით მქონდა გეზი აღებული. მე ჩემი ცხრამეტი წლის ასაკში უკვე კარიერით უნდა დავინტერესებულიყავი, მაგრამ კარიერა საერთოდ არ მაინტერესებდა. რას ვეძებ? რატომ არ შემიძლია კონცენტრირება არაფერზე, გარდა იდეალებისა, რომლებითაც ჩემი თავია გამოტენილი? და თუ სულიერებაზე ცოტა წარმოდგენა მაინც მქონდა, ჩემი საკუთარი მომავალი შვიდი ბოქლომის მიღმა არსებულ საიდუმლოდ რჩებოდა ჩემთვის. ჩემმა მზერამ ბორტზე გამოფენილი სამაშველო ჟილეტები დააფიქსირა და ლოცვა დავიწყე, რათა გადავრჩენილიყავი ამ გაურკვევლობის ოკეანეში. თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა მოკვდეს, - გამახსენდა მე, - ეს ნიშნავს, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს. მე სამშობლო მივატოვე ასეთი იდეალის საძებნელად და ახლა ბედის ქარი გაურკვეველი მიმართულებით მიმაფრიალებდა, როგორც შემოდგომის ფოთლს.
როგორც იქნა ბურუსში დუვრის თეთრი კლდეები გამოიკვეთა. ბორანი ბრიტანეთის ნაპირს მიადგა და მგზავრები რიგში დადგნენ საპასპორტე პუნქტის გასავლელად. საიმიგრაციო ჩინოვნიკები ეჭვის თვალით გვიცქერდნენ. ჰარი დაბალი და გამხდარი იყო. გრძელი წაბლისფერი თმით, წვერით და გამომხატველი სახით ქრისტეს წააგავდა. ლურჯ ჯინსები და მწვანე მაისური ეცვა. ზურგზე ამერიკული ზურგჩანთა ეკიდა, მასზე მიმაგრებული საძილე ტომრით. რაც შემეხება მე, მიუხედავად გრძელი თმისა, ჩემს ყმაწვილურ სახეზე წვერის ნასახიც კი არ იყო. მეცვა რუხი ჯინსები, რუხი პერანგი და შავი ჟილეტი. მათთვის, ვინც მიცნობდა, ეს უბრალო შავი ჟილეტი ჩემი სავიზიტო ბარათი იყო – უკვე წელიწადზე მეტია ყოველდღე ვატარებდი. ფეხზე მოკასინები მემოსა, ხოლო ჩემს ეკიპირებას ყავისფერი სპორტული ჩანთა და საძილე ტომარა ასრულებდა.

აშკარად ვამჩნევდით საიმიგრაციო ინსპექტორების არაკეთილ მზერას ჩვენი მისამართით. როცა ჩვენი ამერიკული პასპორტები წარვადგინეთ, გვთხოვეს, რომ რომელიღაც ოთახში გავყოლოდით. რამდენიმე წუთში ორი საიმიგრაციო ინსპექტორი გამოჩნდა პოლიციელის თანხლებით. უფროსმა ინსპექტორმა თავის თანაშემწეს უბრძანა:

“ნარკოტიკები უნახე”.

თანაშემწემ ჩემი ჩანთა ამოატრიალა, მაგრამ გადმოყრილ ნივთებში ვერაფერი იპოვა გარდა მწვანე მაისურისა, საცვლებისა, კბილის ჯაგრისისა, სავარცხელისა და საპნის ნაჭრისა, ასევე ბიბლიისა და პატარა ბროშურისა როკ-ფესტივალიდან.

ინსპექტორი დაიჯღანა:

“სულ ესაა?”

მე მორჩილად ვუპასუხე:

“დიახ სერ, თუ არ ჩავთვლით ჰარმონიკას”. და ჰარმონიკა გავუწოდე.

ჰარიც გაჩხრიკეს. შემდეგ პროვოკაციული კითხვა დაგვისვეს:

“ფული რამდენი გაქვთ?” როცა ჩვენი მწირი დანაზოგი ვუჩვენეთ, მათი გაღიზიანება რისხვაში გადაიზარდა. უფროს ინსპექტორს ბრაზისგან სახე აუწითლდა:

“ჩვენ არ გვჭირდება თქვენისთანა მაწანწალები და მათხოვრები, - დაგვიყვირა მან, - ახლავე შეგაჭრით მაგ გაბურძგნულ თმას და ციხეში ჩაგსვამთ!”

პოლიციელს მიუბრუნდა და უბრძანა:

“მაკრატელი იპოვე და ბოლომდე გადაპარსე!”

ყველა ტანსაცმელი წაგვართვეს და გულდასმით გაჩხრიკეს. დაგვიწყეს ხანგრძლივი დაკითხვა, რომელმაც მთლიანად გამოგვფიტა და ბოლოს ვეღარც ვაზროვნებდით. შემდეგ დიდი უსიამოვნებებით დაგვემუქრნენ და ოთახი დატოვეს.

შიშისგან მე და ჰარი ხმას ვერ ვიღებდით. ჩაკეტილში ვიჯექით და ჩვენს ხვედრს ველოდით. ერთი საათის შემდეგ კარი გაიღო და ორმა პოლიციელმა კორიდორის გავლით საკონტროლო პუნქტთან წაგვიყვანა. იქ ჩვენს პასპორტებში ბეჭდები დაარტყეს და მუქარით: “ერთი არასწორი მოძრაობა – და ციხეში ხართ!” გაგვანთავისუფლეს.

ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი ვიდექით გზის პირას, მადლიერებით ვუცქერდით იდილიურ ინგლისურ პეიზაჟს და ავტომობილის გაჩერებას ვცდილობდით. როგორც იქნა ერთ-ერთმა დაამუხრუჭა. საჭესთან მჯდომმა გოგონამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა კეთილად გაგვიღიმეს, ხოლო მათი სკოჩ-ტერიერი სიხარულით შემოგვახტა მუხლებზე.

“საით გაგიწევიათ?” – გვკითხა გოგონამ.

“ჩვენ თვითონაც არ ვიცით”, - უპასუხა ჰარიმ.

ბიჭმა ლუდის ბოთლი მიიტანა ტუჩებთან და შემოგვთავაზა:

“ჩვენ როკ ფესტივალზე მივდივართ კუნძულ უაიტზე. კარგად გავერთობით. წამოხვალთ ჩვენთან ერთად?”

მე და ჰარი სიხარულით დავთანხმდით. ასე გავემგზავრეთ როკ-ფესტივალზე ახალგზარდა წყვილთან და მხიარულად მყეფარე ტერიერთან ერთად, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ჩვენი სახეები აელოკა. კუნძულზე ბორანით გადავედით და ახალგაზრდების მღელვარე ბრბოს შევუერთდით. ფესტივალის ადგილი ყველა მხრიდან მწვანე ბორცვებით და ტყით იყო შემოსაზღვრული. შემოღობილს იქით მრისხანე პოლიციელები იდგნენ ძაღლებთან ერთად და უბილეთოებს გარეთ ყრიდნენ. სამ დღიანი ფესტივალი გახურების პიკს აღწევდა. ჰაერში მარიხუანას კვამლი იდგა. ბევრი “მჟავასაც” იღებდა. ქალები და მამაკაცები როგორც შეეძლოთ ისე ერთობოდნენ – ჩახუტებულები და ნახევრად შიშვლები მაღლობებიდან ტალახზე სრიალით ეშვებოდნენ.

ფესტივალის უკანასკნელ დღეს კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მე და ჰარი სცენასთან ახლოს ვიდექით, როცა ექსტრავაგანტულად გამოწყობილი ჯიმი ჰენდრიქსი გამოვიდა – ნარინჯისფერ ვილვეტის კოსტუმში ფოჩებიანი სახელოებით. მაგრამ მიუხედავად ნათელი მორთულობისა, ჯიმი მოწყენილად გამოიყურებოდა. ის ნაკლებად ჰგავდა იმ შოუმენს, რომელიც ადრე მინახავს და რომელსაც შოკში მოჰყავდა ხალხი თავისი საკუთარი გიტარის დაწვით. იმ საღამოს, როგორც არასდროს, სერიოზული და თავის მუსიკაზე კონცენტრირებული იყო.

ჯიმი The Star Spangled Banner-ს უკრავდა – აშშ-ს ჰიმნის ფსიქოდელიურ ინსტრუმენტალურ ვერსიას.

http://www.youtube.com/watch?v=L3JbKimTdMg

ჰენდრიქსი ჩვენი თაობის ერთ-ერთი დიდი კუმირი იყო, კონტრკულტურის წინასწარმეტყველი. ის თვითგამოხატვის თავისუფლებას და “ისთებლიშმენტისადმი” პროტესტს ქადაგებდა. ჩემთვის მისი გზავნილი იმაში მდგომარეობდა, რომ გულის ხმას გავყოლოდით მიუხედავად გარშემომყოფების აზრისა.

ისე ჩანდა, თითქოს სცენიდან წამოსული დამაყრუებელი მუსიკა მთებს აზანზარებდა, ზღვას აღელვებდა და ღრუბლებს ფანტავდა. მაგრამ უსიტყვო ხმა ჩემს შიგნით, რომელიც არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა, კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 24 2011, 07:58 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კონცერტის შემდეგ მე და ჰარი ლონდონისკენ მიმავალმა ფურგონმა გაგვიყოლა, რომელიც თავქარიანი ახალგაზრდებით იყო გატენილი. თავის მომაბეზრებელი თანამგზავრებისგან რომ დამეცვა თავი, ჩანთაში მოვიჩხრიკე და უცნაური ბერის მიერ როკ-ფესტივალზე ნაჩუქარი ბროძურა მოვძებნე. ბროშურის უკანა ყდაზე ხის ქვეშ მჯდარი ხანშიშესული კაცის ფოტო იყო გამოსახული. მისი დიდი მენდალისებური თვალები სულიერ ექსტაზს ასხივებდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მისი სახე ახალშობილივით უცოდველს ჰგავდა და მის ბაგეებზე მშვიდი ღიმილი თამაშობდა. არ ვიცოდი ვინ იყო და საიდან იყო, მაგრამ მისმა გამოხედვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუკი არის ვინმე მსოფლიოში, ვინც სულიერი ნეტარება გამოსცადა, - გავიფიქრე მე, - ასეთი სწორედ ესაა.

ჩვენ მომცრო ბინაში გავჩერდით ლონდონის გარეუბანში ორ ძმასთან, რომლებიც კუნძულ უაიტზე გავიცანით. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ძმა, გაზეთის კითხვისას, გაფითრდა და მძიმედ დაიკვნესა.

“რა მოხდა?” – ვიკითხეთ ჩვენ.

“თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს ბიჭებო. ჯიმი ჰენდრიქსი მოკვდა”.

“შეუძლებელია! როგორ?”

გაზეთი ნელა გადადო გვერდზე და წარმოთქვა:

“აქ წერია, რომ გასულ ღამეს ის დამაძინებლის გადაჭარბებული დოზის გამო დაიღუპა – საკუთარმა ამოღებინებულმა მასამ დაახრჩო”.

ჰარიმ თავი ხელებში ჩარგო, მე კი მღერვალებისგან სუნთქვა შემეკრა.

თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო აქედან? ჯიმი ჰენდრიქსი ახალგაზრდა იყო და ჰქონდა ყველაფერი, რაზე ოცნებაც შეეძლო, - სიმდიდრე, სახელი და საოცარი ნიჭი. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოუტანა ბედნიერება. ჩვენი კუმირი თავისივე ზედმეტი გამონაყოფის მსხვერპლი გახდა. ათასობით ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი – ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა ცხოვრებაში. ასეთი ხალხისთვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულება იყო, მაგრამ იყვნენ კი მართლა თავისუფლები? მე გავიხსენე ჩემი ნაცნობები კონტრკულტურის მომხრეებიდან. უმეტესობა თავისებურად ლამაზი იყო, მაგრამ მათ შორის უკულტურო, უმადური ადამიანებიც იყვნენ. მე ვგრძნობდი დიდ მადლიერებას მშობლებისადმი იმის გამო, რომ მე და ჩემს ძმებს ყველაზე ღირებული – მადლიერების გრძნობა გვაჩუქეს. ნამდვილად მინდა კონტრკულტურის ნაწილი ვიყო? სრულიად ნათელია, რომ ვერ ვეთვისებოდი იმ გარემოს, რომელსაც ჩემი მშობლების თაობა ეკუთვნოდა. მაგრამ სად მეპოვა ისეთი ადამიანები, ვისთანაც საკუთარ ადგილზე ვიგრძნობდი თავს? ღმერთო, მომეცი გონიერება! – ასეთი ფიქრებით ჯიმისთვის ლოცვა დავიწყე.

http://www.youtube.com/watch?v=y_n_P40sEaM

ამ შემთხვევამდეც უკვე ვგრძნობდი იმედგაცრუებას კონტრკულტურის მიმართ. იმისთვის, რომ მისი ნაწილი ვყოფილიყავი, მსხვერპლად გავიღე ჩემი ოჯახის წეს-ჩვეულებები. ადრე ვიმედოვნებდი, რომ კონტრკულტურა ნათელ მსოფლიოს შექმნიდა. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ კონტრკულტურაში დესტრუქციული იდეები ჭარბობდა, ისეთები, როგორიცაა “ბუნტი ბუნტისათვის” ან “იცხოვრე საკუთარი სიამოვნებისთვის”. ჯიმი ჰენდრიქსის უაზრო და ტრაგიკულმა სიკვდილმა უკანასკნელი იმედი ჩაკლა ჩემში. და მაინც, ხავსს მოჭიდებული დამახრჩვალის განწირულობით, მზად ვიყავი თავით გადავშვებულიყავი იმ უკიდურესობებში, რომლებიც ჩემს თაობას ახასიათებდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Oct 24 2011, 08:16 PM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman კიდევ ერთი საინტერესო თემა შენგან smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 24 2011, 08:31 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee

kiss1.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 24 2011, 08:59 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლონდონში მე და ჰარის პიკადილის მოედანზე გვიყვარდა სეირნობა გამომწვევად ჩაცმულ პაციფისტებს, “კისლოტნიკებსა” და მარიხუანას მწეველებს შორის. ჰიპები მღეროდნენ, ბარიგები ნარკოტიკებს სთავაზობდნენ, მეძავები კლიენტების გამოჭერაზე იყვნენ, სკინჰედები კი გამვლელებს ეუხეშებოდნენ. პოლიციელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს ყველა ზემოთჩამოთვლილს, ხოლო ტურისტები სიამოვნებით იღებდნენ მიმდინარე მოვლენების ფოტოებს.

ლამბეტ როუდზე, ტემზას ნაპირზე, ზუსტად პარლამენტის შენობის პირდაპირ კათოლიკური ეკლესია იდგა. მისი წინამძღვარი სიმპათიით იყო განწყობილი ახალგაზრდა მოგზაურებისადმი. ყოველ საღამოს ცხრა საათზე აღებდა ეკლესიის სარდაფს და უფასო ღამის გასათევს სთავაზობდა ახალგაზრდებს. სარდაფში ცივი იატაკის გარდა არაფერი იყო, მაგრამ ჩვენ ამითაც ძალიან კმაყოფილები ვიყავით, მითუმეტეს, რომ ყველა მოგზაურს საძილე ტომარა ჰქონდა თან. ყოველ საღამოს თავისუფალი ადგილის ძიებაში გავძვრებოდი ხოლმე მწოლიარეებს შორის. ჰაერში ჰაშიშის და დაუბანელი სხეულების სუნი იდგა. როცა შუქი ქრებოდა, სხვადასხვა მხრიდან ისმოდა წყვილების ოხვრა და კვნესა. რამდენჯერმე დავინახე, როგორ იჩხირავდნენ ნარკომანები სარდაფის კუთხეში ჰეროინს.

გარშემომყოფების გავლენის გამო გაცილებით უფრო ხშირად დავიწყე ჰაშიშის და მარიხუანის მოწევა. ამის გამო გარეგნულად თითქმის არ გამოვირჩეოდი სხვებისგან. მაგრამ თუ სხვები აქტიურად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მე პირიქით, უფრო და უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში. ისევ და ისევ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ ვიღებ ნარკოტიკებს? ხანდახან, საღამოობით, სანამ ჰარის დაბრუნებას ველოდებოდი, ტემზას ნაპირზე საათობით ვსეირნობდი. წყლის მძლავრი დინება ჰიპნოტურად მოქმედებდა ჩემზე, და მე ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვუყურებდი რა უმოწყალოდ მოძრავ “ბიგ ბენის” ისრებს, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, იქნებ ტყუილად ვფლანგავ დროს?



ამასთან ერთად ძალიან მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო მორცხვობის გადალახვა და ყველას მსგავსად ცხოვრებით ტკბობა. ცხრამეტი წლისას ჯერ კიდევ არ მყავდა მეგობარი გოგო. ზედმეტი სიმორცხვის გამო არ დავდიოდი პაემნებზე და ამის ნაცვლად მუსიკას ვუსმენდი სახლში, ან მეგობრებთან ერთად დავეხეტებოდი. ბევრი გოგო იჩენდა ჩემდამი ინტერესს, მაგრამ გავურბოდი მათთან ურთიერთობას, რადგანაც თავისუფლების დაკარგვის, ან რაც უარესია, ვინმეს გულის გატეხვის მეშინოდა. ჩემი მეგობრები მუდამ ტრაბახობდნენ სასიყვარულო თავგადასავლებით, და მე ვიტანჯებოდი იმის შეგრძნებით, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორც ყველა. მე დავიწყე გოგოებთან შეხვედრა და ვცდილობდი სერიოზული ურთიერთობა მქონოდა მათთან, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. რაღაც ძალა ხელს მიშლიდა. ამ ძალასთან ბრძოლაში, ვცდილობდი საზოგადოებისთვის მიუღებელი შეუზღუდავი სიამოვნებები მიმეღო. ვის ვებრძოდი საკუთარ გულში? იქნებ თავად ღმერთს? გამარჯვება აღარც ისე შორსაა, - შთავაგონებდი საკუთარ თავს, მაგრამ საღამოს, ვბრუნდებოდი მდინარესთან, ვუცქერდი მის დინებას და სინდისი მქენჯნიდა. ბრძოლას ბრძოლაზე ვიგებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვკარგავდი.

ერთ საღამოს თვალდახუჭული ვიჯექი ტრაფალგარის მოედანზე და უსიტყვო მედიტაციაში ვიყავი ჩაძირული. ჩემს გარშემო საქმიანად დადიოდნენ მტრედები, ყვიროდნენ ბავშვები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტურისტები და საყვირის ხმას გამოსცემდნენ ავტომობილები. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი კავშირი ჩემს შინაგან სამყაროსთან ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმ სამყაროსთან, რომელიც ჩემს გარშემოა. ღრმად ჩავისუნთქე და გავიღიმე. რაღაც მომენტში აღარ ვაიგივებდი საკუთარ თავს სხეულთან და შევიგრძენი, როგორ იძირებოდა ჩემი ჭკუა სიმშვიდის ოკეანეში. ამ შეგრძნებასთან შედარებით ყველა ჩემი სიამოვნებით ტკბობის მცდელობა და შინაგანი ბრძოლა, რომ საკუთარი თავი გამუდმებული თვითანალიზისგან გადამეჩვია, უბადრუკი აღმოჩნდა. თვალი გავახილე და უცებ დავინახე, რომ მარმარილოს ლომები, ნელსონის ძეგლი, მტრედები, ტურისტები, მათხოვრები, ვაჭრები და მყიდველები – ერთი დიდი ოჯახია, მჭიდრო ნათესაური კავშირით შეკრული. მოედნის მეორე მხარეზე გადავედი ეკლესიის საქველმოქმედო სასადილოსთან. იქ სუფით სავსე თეფში მომცეს პურის ნაჭერთან ერთად და მადიანად მივირთვი სხვა უსახლკაროების კომპანიაში. შემდეგ გულწრფელი მოწიწებით შევაბიჯე წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში, ხის სკამზე დავჯექი და ბიბლიის კითხვაში ჩავიძირე.




ჩემი მზერა ფრაზას გადააწყდა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყო. იესო თავის მოსწავლეებს მოძღვრავდა: “და ამიტომ გამოეყავით მათ და იყავით ცალკე.” ამ ფრაზაზე ვფიქრობდი: რატომ უნდა დავხარჯო ჩემი ცხოვრება იმაზე, რომ თანატოლებს მივბაძო? რატომ ვერ უნდა ვიცხოვრო საკუთარი კანონებით? და იქნებ ოდესმე – ღმერთის კანონებით?



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 25 2011, 09:47 AM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



***

ბორანით ლა-მანში გადავცურეთ და ფრანგულ პორტში, კალეში ჩამოვედით. მზიანი დღე იყო. მსუბუქი ქარი არხევდა მწვანე ბალახს. ჩვენ თავისუფლებით ვტკბებოდით. ახლა შეგვეძლო სადაც გვინდოდა იქ წავსულიყავით.

“ახლა საით, მანქ? მე მზად ვარ ნებისმიერი შენი სურვილი შევასრულო! – მე და ჰარი საფრანგეთის დასავლეთში, გზის პირას ვიდექით. ჩემს მეგობარს ახალი თავგადასავლების მოლოდინში მწვანე თვალები უბრწყინავდა. – მთელი მსოფლიო შენს განკარგულებაშია”.

ჰარიმ ჯინსებიდან ევროპის გაცვეთილი რუქა დააძრო და შემომთავაზა:

“მაროკო, ესპანეთი, პარიზი, რომი, შვეიცარია, გერმანია. საით?”

“შენ თვითონ საით გირჩევნია, ჰარი?”

“ყველგან! საკითხავია, რა თანმიმდევრობით?”

მე უცებ ნაკადულები გამახსენდა, რომელთა ცქერაც ასე ძალიან მიყვარდა. ხელები ზემოთ აღვაპყრე და ვუპასუხე:

“ჩვენი ბედი ღმერთს უნდა მივანდოთ”.

ჰარიმ გაიცინა, ზურგიდან ჩათა მოიხსნა და მასზევე დაჯდა. ჩემს ჟესტს გაცინა და მკითხა:

“ეგ როგორ?”

“და შენ როგორ გინდოდა?”

ჰარიმ დამცინავად შეატყუპა ხელისგულები, თითქოს ლოცვას აპირებდა.

“სანამ მე ვერთობი, შენ მთელი დღეები წმინდა წერილებს კითხულობ და მედიტირებ, - ჰარიმ კვლავ აღაპყრო ხელები ცისკენ და ირონიით დაამატა: - ჰოდა შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ მივანდობთ ღმერთს ჩვენს ბედს”.

მე ყვითელი მინდვრის ყვავილი მოვწყვიტე და მივუგე:

“როგორც ეს ყვავილი”.

“შენ რა, გინდა რომ ამ ყვავილივით აქ დავრჩეთ მთელი ცხოვრება?!”

“შეხედე ჰარი. პატარა თესლიდან, რომელიც მიწაში ჩავარდა, მშვენიერი ყვავილი გაიზარდა. როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს მიანდო თავისი ბედი”.

“კარგი, ჩათვალე, რომ დამითანხმე. მაგრამ როგორ გადმოვიტანოთ შენი პოეტური ენა ავტოსტოპის მკაცრ პროზაზე?”

მე ყვავილი დავყნოსე და უცებ თავში გამინათდა:

“როცა მანქანა გვიჩერებს, პირველად რას გვეკითხებიან? მოდი შენ მძღოლი იყავი, მე კი ჩვენს თავს განვასახიერებ”.

ჰარიმ მხრები აიჩეჩა:

“გამარჯობა! საით გაგიწევიათ?”

“თქვენ სად მიდიხართ?”

“კასაბლანკაში”, - მიპასუხა ჰარიმ, და თითქოს საჭეს ატრიალებდა.

მა ტაში შემოვკარი:

“შესანიშნავია! ჩვენც სწორედ მანდ გვინდოდა”.

ჰარის ყვავილი მივაწოდე და ვკითხე:

“რას იტყვი ჰარი? ახლა ნებისმიერი მანქანა, რომელიც გაგვიჩერებს, ჩვენი ბედის საიდუმლოს გასაღები იქნება”.

ჰარი წამოხტა და ზურგზე მომითათუნა ხელი.

“ზუსტად! სადაც ისინი წავლენ, იქით იქნება ჩვენი გზაც!” – და მოწყვეტილი ყვავილი ქარს გაატანა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 25 2011, 04:46 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამდენიმე დღეში რამდენიმე ქალაქი და მრავალი სოფელი მოვიტოვეთ უკან და პარიზის შემოგარენს მივუახლოვდით. ამ ქალაქთან მიახლოებასთან ერთად მისი ნახვის სიხარულის მოლოდინიც გვიძლიერდებოდა. ლუვრი, ეიფელის კოშკი, სახელგანთქმული ძეგლები, სასახლეები და კაფეები – ამ ყველაფრისგან კილომეტრებიღა გვაშორებდა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შემდეგი გზად მიმავალი მანქანა შვეიცარიაში მიდიოდა. რამდენიმე საათში მშვიდი და ნახევარმთვარისებური ფორმის ჟენევის ტბასთან ვმედიტირებდით.

ჩვენს გარდა ახალგაზრდულ საერთო საცხოვრებელში კიდევ ოცდახუთი ადამიანი იყო. ჩვენს ოთახში ცხოვრობდა ბიჭი სახელად ჯიმი, ამერიკის არმიიდან ცოტა ხნის წინ დემობილიზებული. ჯიმი აღმოსავლეთის მისტიკით იყო გატაცებული, და ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ამ თემაზე. იგი გამხდარი და ძლიერი იყო. რამდენიმე წლიანი ერთფეროვანი სამხედრო სამსახურის შემდეგ თავგადასავლებს იყო მოწყურებული. ერთხელ, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, მკითხა:

“მისმინე მანქ, როგორ შეძელი არმიიდან თავის დაძვრენა გახურებული ვიეტნამის ომის პერიოდში?”

მე მოვუყევი, რომ გამწვევ კომისიას შეეშალა და შემთხვევით არასწორად ჩაწერა ჩემი დაბადების თარიღი. შემდეგ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯარში გასაწვევი ლატარეა. მთელი ქვეყანა გულისფანცქვალით ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ამოდიოდა გასაწვევების დაბადების თარიღები. ჩემი ნამდვილი დაბადების თარიღი ერთ-ერთი პირველი ამოვიდა, მაგრამ გამწვევი კომისიის შეცდომის გამო სიის ბოლოში მოვექეცი, ასე რომ რიგმა აღარც მომიწია.

ჯიმმა ფიქრიანად ახედა ცას, ნიკაპი მოიფხანა და მითხრა:

“იქნებ ეს არ იყო შეცდომა? იქნებ ღმერთს შენთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს?”

ჯიმი მაროკოში მიემგზავრებოდა და მე და ჰარის იტალიამდე ჩაყვანა შემოგვთავაზა. ჯერ გენუაში გავჩერდით – ქრისტეფორე კოლუმბის მშობლიურ მხარეში. იქ ჯიმის “ფოლკსვაგენში” მის მიერ ჯარში მსახურების დროს მოგროვილი ღირებული ნივთები ჩავტვირთეთ, ასევე ელექტრონიკა, რომლის გაყიდვასაც სარფიანად აპირებდა აშშ-ში. საქმეს მოვრჩით და გზა განვაგრძეთ. მალე მთები და ბორცვები, რომლებიც ტერასასავით ეშვებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ, შუაზე გაიყვნენ და ჩვენს თვალწინ მუქი ლურჯი ზღვის ხედი გადაიშალა, რომელზეც საღამოს მზის სინათლე თამაშობდა. გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით და გვებანავა, ხოლო როცა მანქანასთან დავბრუნდით, ჯიმის მთელი ავლა-დიდება მოპარული დაგვხვდა.

ჩვენ პოლიციის განყოფილებისკენ გავემართეთ, რათა განცხადება დაგვეწერა გაქურდვის თაობაზე, მაგრამ ჯობდა ასე არ მოვქცეულიყავით. ჩვენდა გასაკვირად, პოლიციელებმა გვიყვირეს, ხელები გვიშალეს და გისოსებში ჩაგვსვეს. მძიმე ლითონის კარი ხმაურით დაიხურა და ზურგში უსიამოვნო სიცივემ დამიარა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან პოლიციის განყოფილების უფროსი მოვიდა.

“მე გთავაზობთ არჩევანს, - ხმამაღლა გვითხრა მან. – ან სამუდამოდ წაეთრევით ჩვენი ქალაქიდან, ან ციხეში იჯდებით!”

ბუნებრივია, პირველი ავირჩიეთ. ღამის სიბნელეში პოლიციის ესკორტის თანხლებით დავტოვეთ ქალაქის საზღვარი. ასე დამთავრდა ჩვენი პირველი დღე იტალიაში.

გაუჩერებლად ვიარეთ დილამდე, სანამ ტელეგრაფამდე არ მივაღწიეთ. ჯიმი თავის მეგობრებს დაუკავშირდა გერმანიაში და მათ ტელეგრამით გამოგვიგზავნეს ფული, რათა ჯიმი თავის სამხედრო ბაზაში დაბრუნებულიყო.

ასე დავრჩით მე და ჰარი ისევ მარტონი. გზის პირას ვიდექით და ვცდილობდით გამოგვეცნო, რა გველოდა მომავალში.

“მისმინე, მანქ, რატომ არ გვიმართლებს ასე? ჯერ ფრენკი გაქურდეს, ახლა კი – ჯიმი. ნებისმიერი, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობს, თვითონ კარგავს ყველაფერს”.

“არც კი ვიცი რა გითხრა ჰარი. ალბათ ამ ყველაფერსაც აქვს თავისი ახსნა”.

ჰარი შებრუნდა და უკან მორჩენილი გზის ნაწილს მოავლო თვალი.

“შენ მართლა ფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება?”

“კი. მე ვთვლი, რომ ყველაფრის უკან, რაც გვემართება, რაღაც მშვენიერი ჩანაფიქრი დგას”.

ჰარიმ კვერი დამიკრა:

“მეც ასე ვფიქრობ”.

ჩვენ ხელები გავიწოდეთ მიმავალი მანქანების გასაჩერებლად და ველოდებოთით, კიდევ რას გვიმზადებდა ბედი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 25 2011, 05:51 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მესამე

ფლორენციის ცენტრში, ისე როგორც ძვირფასი ქვა შესანიშნავ ჩარჩოში, სანტა-მარია-დელ-ფიორეს კათედრალური ტაძარი აღმართულიყო. 1436 წელს დასრულებული, ის მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ უკლებლივ ყველა ტურისტს იზიდავდა. იმ დროს, როცა ხმაურიანი ჯგუფები ტაძრის საფეხურებზე ფოტოაპარატების წინ პოზიორობდნენ, მე ტაძრის შიგნით ვიჯექი, სკამზე.






ევროპაში მოგზაურობის დროს მრავალ ტაძარში ვიყავი და ყველგან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სახლში. ახლა, პირდაპირ საკურთხევლის წინ მჯდომარე, ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ გზა ეჩვენებინა. მორწმუნეები, მდიდრები და ღარიბები, არისტოკრატები და გლეხები, ერთად იყრიდნენ მუხლს ღმერთის წინაშე და ლოცვებს აღუვლენდნენ მას. დავფიქრდი, თუ რისთვის ლოცულობდნენ ისინი. წარმატებისთვის ბიზნესში ან ტანჯვისგან განთავისუფლებისთვის? სიმდიდრისთვის, დიდებისთვის ან თავის მტრებზე გამარჯვებისთვის? იქნებ ისინი წმინდა და უანგარო სიყვარულისთვის ლოცულობენ? მე თვითონ ტაძარში იმისთვის მოვედი, რომ ჩემს ლოცვებში გავრკვეულიყავი. რატომ არ შემეძლო სახლში დარჩენა და სამუშაოზე მოწყობა? რა არის ეს – უპასუხისმგებლობა თუ შინაგანი სისუსტე?

ამ კითხვებზე პასუხებისთვის საკუთარ გულში ჩავიხედე. ევროპაში წამოსვლით, ჩემი ვიწრო ბუნაგიდან გამოძრომის, გარემოს მიერ შთაგონებული აკრძალვებისგან განთავისუფლების და ამქვეყნიური სიხარულის მიღების იმედი მქონდა. მეგონა, რომ ასე შევძლებდი ღმერთთან მიახლოებას. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ ეს მხოლოდ მაცდენდა ჩემი წამოსვლის ჭეშმარიტი მიზნისგან. ჩემს გულს სულიერება სწყუროდა. ტაძრის უზარმაზარ გუმბათს ავხედე, ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ლოცვა დავიწყე: “არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გესმის ჩემი ლოცვა. ძალიან მინდა შენთან ყოფნა.”

თავს პაწაწინა მტვრის ნამცეცად შევიგრძნობდი და ტაძრის უზარმაზარ სვეტებსა და კედლებს ვათვალიერებდი. ვიტრაჟებიდან მზის შუქი აღწევდა, რვაწახნაგიან გუმბათს ანათებდა და წმინდანების მარმარილოს ქანდაკებებს ჰფენდა ნათელს. მრავალი სანთლით და მზის შუქით განათებული საკურთხეველი ღვთაებრივად ბრწყინავდა. ხის ჯვარცმას თითქმის ადამიანის ზომის იესოს ფიგურა ამშვენებდა. იგი გვახსენებდა იმას, რომ ნამდვილი სიყვარული და მოწყალება უცილობლადაა დაკავშირებული ტანჯვის მოთმენასთან მათი გულისთვის, ვინც გვიყვარს. უზარმაზარი ფრესკები გუმბათზე გამოსახავდნენ ჯოჯოხეთის ტანჯვას და სამოთხის მშვენიერებას. ხოლო უფრო მაღლა გამოსახული იყო აღმდგარი უფალი ანგელოზთა დასთან ერთად.





როცა ჯვარცმას შევხედე, გულში იესოს სიტყვებმა გაიჟღერა, რომლებიც ბავშვობიდან მახსოვდა: “ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და სიმართლე მისი, და დანარჩენი თავისით მოგეცემათ... რამეთუ სადაცაა განძი თქვენი, იქ იქნება გული თქვენი”.

ზურგში სიცივემ დამიარა. ხელები და ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ, სახეზე ტანჯვის გრიმასა მეწერა, ხოლო თავი მსუბუქი და ცარიელი გახდა. ერთდროულად სირცხვილით და სასოწარკვეთილებით შეპყრობილმა მარტოსულად და დაკარგულად, როგორც ობოლი ვიგრძენი თავი. მეჩვენებოდა, რომ მოგზაური მწირები ჩემს გარშემო გაშეშდნენ, როგორც ქანდაკებები, ხოლო მარმარილოს გამოსახულებები პირიქით, გაცოცხლდნენ.

შემდეგ სახარების კიდევ ერთი მონაკვეთი ამომიტივტივდა გონებაში: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი.” ამ სიტყვებში უსაზღვრო ყოვლის მიმტევებლობა ვიგრძენი, რომელიც სიცოცხლისკენ მაბრუნებდა. უეცრად ტაძრის სიჩუმე ორღანის ჰანგებმა დაარღვია, და მათთან ერთად ჩემი გული ცაში აიჭრა. მარტოსულად და შიშვლად ვგრძნობდი თავს უფლის წინაშე. ტირილი დავიწყე. სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი. შინაგან ბრძოლას, რომელიც შუაზე მხლეჩდა ლონდონში, ბოლო მოეღო, წრიალი შეწყდა. ერთხელ და სამუდამოდ ავირჩიე გზა, რომელსაც სულიერი მიზნისკენ მივყავდი, და ვიცოდი რომ აღარასოდეს გადავუხვევდი ამ გზიდან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 26 2011, 06:21 AM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვისაც ეს თემა დაგაინტერესებთ, მომავალში შეგიძლიათ ამ ლინკზე განაგრძოთ კითხვა:

http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl=

აქ მაუწყებლობა შევწყვიტე tongue.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 15 2011, 10:56 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Радханатха Свами - Путешествие Домой



Год: 2011
Автор: Радханатха Свами
Переводчик: Людмила Гончарова, Николай Кравцов, Борис Москвитин
Жанр: Религия
Издательство: Арт Дизайн +
ISBN:978-5-9902090-2-2
Язык: Русский
Формат: EPUB
Качество: Изначально компьютерное (eBook)
Количество страниц: 432

http://bin.ge/file/48744/-----------------...-2011.epub.html

ოღონდ ელ-წიგნების წამკითხავი პროგრამა დაგჭირდებათ!


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 2 2012, 06:56 AM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ წიგნის მხოლოდ მეოთხე (ბოლო ნაწილიღა) დამრჩა სათარგმნი და როცა მოვრჩები ერთად შემოგთავაზებთ (თუმცა საკმაო დრო დამჭირდება). მანამდე კი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:

http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl=


აქ კი მხოლოდ პატარა მონაკვეთს შემოგთავაზებთ, რომელიც ეზოთერულია და შავ ტანტრიკს (შავ მაგს) ეხება:






თავი მეშვიდე

ერთ ადრიან დილას, ჯანაკპურიში, როცა მარტო ვიჯექი ტბის პირას, გვერდით უჩვეულო გარეგნობის სადჰუ მომიჯდა. მოსალმების ნაცვლად მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც ჩიხში შემიყვანეს: “ფრთხილად იყავი! ხანდახან პეპლის ნიღბის ქვეშ მორიელი იმალება”. მე ვკითხე, თუ რატომ მეუბნებოდა ამას. სადჰუმ გამჭოლი მზერით შემომხედა და მიპასუხა: “არ გაუხსნა შენი გული დემონებს, რომლებიც წმინდანის ნიღბის ქვეშ იმალებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება მალე ნანგრევებად იქცევა. მაგრამ როცა ამას მიხვდები, უკვე დაგვიანებული იქნება”.

“რაზე ლაპარაკობთ?” – ვკითხე შეშფოთებულმა.

“ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ”, - მიპასუხა მან. სწრაფად შეცვალა თემა და წარმომიდგა, როგორც ვასუდევა, რის შემდეგაც შემომთავაზა, რომ მასთან ერთად ერთი წმინდა ადგილი მომენახულებინა.

მე დავთანხმდი. ვასუდევა ოცდაათ წელზე მეტის იყო. არისტოკრატული მანერები ჰქონდა და უნაკლოდ სწორი ლიტერატურული ინგლისურით საუბრობდა. ვასუდევას თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის იდეალურად სუფთა იყო, გრძელი და გუდრონივთ შავი თმა კი აკურატულად ჰქონდა დავარცხნილი. ჩემი მოგზაურობის მანძილზე ჯერ არ შემხვედრია ასეთი მოწესრიგებული განდეგილი. ვასუდევას კარგი განათლება ჰქონდა მიღებუყლი – როგორც საერო, ასევე სულიერი, და, ისევე როგორც ამ ადგილის მრავალი მკვიდრი, რამას ეთაყვანებოდა. როცა ჩემმა ახალმა მეგობარმა ნაკლებადცნობილ წმინდა ადგუილას სამდღიანი მოგზაურობა შემომთავაზა, მე მაშIნვე დავთანხმდი. ჩვენი გზა ადგილობრივ დასახლებაზე გადიოდა და ჩემდა სასიხარულოდ მთელი გზა ბრინჯით და დალით ვიკვებებოდით, რომლებსაც გულუხვად გვიწყალობებდნენ ხოლმე იმ სოფლების მცხოვრებნი. ყველა, ვისაც გზაში ვხვდებოდით, მოხიბლული იყო ვასუდევას მანერებით და ქცევით.

ვასუდევამ დაჟინებით მოითხოვა, რომ თვითონ დაამზადებდა საჭმელს. პირდაპირ მინდორში, ან ტყეში პოულობდა ორ ქვას და მათგან სადგამს აკეთებდა ქვაბისთვის, მე კი ამასობაში შეშას ვაგროვებდი კოცონისთვის. იგი შედევრის შემქმნელი მოქანდაკის დახვეწილობით ამზადებდა ბრინჯს და დალს. ჩვენი მოგზაურობის რამდენიმე დღის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა თემა განვიხილეთ. მეჩვენებოდა, რომ ვასუდევამ ყველაფერზე ყველაფერი იცოდა.

მაგრამ მასში იყო გამოცანა, რომელიც ვერაფრით ვერ გამომეცნო. იგრძნობოდა, რომ სიცოცხლით სიხარულის ნიღბის ქვეშ შიგნიდან მღრღნელ ტკივილს მალავდა. და რაც უფრო მეტად ცდილობდა ვასუდევა ტანჯვის დაფარვას და ცრემლების შეკავებას, მით უფრო თანაგრძნობით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ და მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი ცნობიესმოყვარეობა. ერთხელ, ღამით, როცა წვიმას რაღაც გადაფარებულში შევეფარეთ, კოშმარული სიზმარი ვნახე. მესიზმრა, თითქოს ბოროტი სულები მესხმოდნენ თავს. მაშინ გამიკვირდა, და ვერ ვხვდებოდი, რატომ დამემართა ეს.

სამ დღეში ჩვენი მოგზაურობის დანიშნუების ადგილს მივაღწიეთ: უძველეს ვალუნს მიტოვებულ ველზე. საღამოსკენ ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩვენ ნესტის სუნს და გემოს ვგრძნობდით, რითაც ჰაერი იყო გაჟღენთილი, და მივხვდით, რომ თავსხმა წვიმას ვერ ავცდებოდით. მაშინვე დავიწყეთ ახლომახლო თავშესაფრის ძებნა და მცირე, დიდი ხნის მიტოვებული ქვის შენობა აღმოვაჩინეთ. შიგნით შესვლისას ჭერზე დაკიდებული რამდენიმე ღამურა დავაფრთხეთ; ფრთების ტკაცუნით ისინი მაშინვე გარეთ გაფრინდნენ. სახლი სულ ერთი ოთახისგან შედგებოდა, ზომით სამი მეტრი სამ მეტრზე, ორი ცარიელი ადგილით, სადაც ოდესღაც კარი და ფანჯარა იყო. კედლები ნელ-ნელა ინგრეოდა. შიგნით არაფერი იყო გარდა ობობის ქსელებისა. ჩვენ იატაკზე დავჯექით და მივაყურადეთ იმას, თუ რა ხდებოდა გარეთ. უკვე რამდენიმე წამში ჭექა-ქუხილისგან მიწა იძრა, ქარბუქი ხეებს აზანზარებდა, ცამ კი მიწაზე წვიმის მძლავრი ნაკადი დაუშვა. ვასუდევამ დაჟინებით შემომხედა თვალებში, ცრემლით სავსე თვალებით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მკითხა, შეეძლო თუ არა გადმოეშალა ჩემთვის ქარიშხალი, რომელიც მის საკუთარ გულში მძვინვარებდა. მისი ნდობით გაკვირვებულმა თანხმობა განვუცხადე.

ვასუდევამ თავისი ამბის თხრობა დაიწყო. იგი დაიბადა კალკუტის მდიდარ ოჯახში. სრულიად ახალგაზრდამ დოქტორის ხარისხი აიღო და ცნობილი პროფესორი გახდა. დაახლოებით იმავე დროს უფალ რამას თაყვანისმცემლები გაიცნო და თვითონაც დაიწყო მისი თაყვანისცემა. “ერთხელ, ჩემთან ოფისში ორი მაღალი სტუმარი მოვიდა. მათ თავიანთი გურუს მიერ გამოტანებული ნუგბარი და საჩუქრები მოიტანეს. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომინახულეს, და როცა თავიანთ გურუსთან შეხვედრაზე დამპატიჟეს, მე დავთანხმდი”.

აღმოჩნდა, რომ გურუმ ვასუდევას ცხოვრების შესახებ დაწვრილებით იცოდა ყველაფერი. არანაირი ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ მას ფიქრების წაკითხვაც შეეძლო. გაოცებულმა ვასუდევამ მიიღო ამ ადამიანის წინადადება, რომ რეგულარულად ევლო მასთან. მე ხარბად ვისმენდი მის მონათხრობს, გახარებული მომდევნო შესაძლებლობით გამეგო, თუ როგორ ირჩევს ადამიანი გურუს.

“ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, - განაგრძო ვასუდევამ, - გურუმ თავისი გეგმები გამიმხილა. “მე ყურადღებით გადევნებდი თვალყურს, - თქვა მან. – შენ ახალგაზრდა, ჭკვიანი და სახელგანთქმული ხარ. შენი დახმარება მჭირდება. მინდა, რომ ინიციაცია მოგცე ჩვენს რიტუალებში”.” ამის გახსენებაზე ვასუდევა ძლივს იკავებდა მოწოლილ გრძნობებს. “მე ვუპასუხე, რომ ვიფიქრებდი მის წინადადებაზე”. იგი გაჩუმდა და თავზე ხელები შემოიჭირა, თითქოს ცდილობდა თავი დაეცვა რაღაც საშინელი მოვლენებისგან წარსულში. სასოწარკვეთილი თვალებით, ვასუდევამ შემომხედა: “რიჩარდ, - ჩაისუნთქა მან, - მე არ მინდა წაგბილწო ჩემი საშინელი ისტორიით, მაგრამ ჭკუიდან ვიშლები. ვინმეს უნდა გავანდო ეს ყველაფერი. შეიძლება განვაგრძო?”

“რა თქმა უნდა”.

ვასუდევა ყოფილი ფანჯრის ადგილისკენ შებრუნდა და ელვამ გაანათა მისი სახე, რომელზეც ტკივილის გრიმასა აღბეჭდილიყო. როგორც იქნა გაუმკლავდა ემოციებს და განაგრძო: “გადავწყვიტე ცნობები შემეგროვებინა ამ ადამიანზე და აღმოვაჩინე, რომ იგი – მეთაური იყო ძლევამოსილი სექტისა, რომელიც შავი ტანტრას პრაქტიკას ეწეოდა”. ვასუდევამ კვლავ შემომხედა თვალებში: “რაიმე გაგიგია შავ ტანტრიკებზე, რიჩარდ?”

“არა”, - ვაღიარე მე.

ვასუდევას ხმა აუკანკალდა. მან ამიხსნა, რომ ტანტრას მისტიკური პრაქტიკა ძალიან ძლევამოსილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნებისთვის. “არსებობენ თეთრი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ მისტიურ ძალებს ხალხის მსახურებისთვის იყენებენ. და არსებობენ შავი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს იყენებენ, რათა ექსპლუატაცია გაუწიონ სხვებს ეშმაკური მიზნებისთვის. საზარელი მსხვერპლშეწირვების, ტანტრული სექსუალური რიტუალებისა და იოგას პრაქტიკის შედეგად ისინი საშინელ ძალაუფლებას მოიპოვვებენ ხოლმე ადამიანებზე. ამგვარად, ეს გურუ განსაკუთრებულად ძლიერი შავი ტანტრიკი აღმოჩნდა, რომელსაც შეეძლო სხვა ადამიანთა ჭკუები დაემორჩილებინა და მათი ცხოვრების მანიპულირება მოეხდინა. როცა ინფორმაცია მოვაგროვე ამ ადამიანზე, ჩემდა სამწუხაროდ გავიგე, რომ ინიციაციის რიტუალის დროს ის მოიპოვებდა ხოლმე ძალაუფლებას მოსწავლის სულზე რამდენიმე მომდევნო ცხოვრების განმავლობაში. ამის მერე აღარასოდეს მივსულვარ მასთან”.

“მაგრამ, ვასუდევა, თუკი თავი დააღწიე ამ გურუსთან ურთიერთობას, მაშინ რატომ კანკალებ ახლაც კი მისი ხსენებისას?”

“ეს მხოლოდ დასაწყისია, - განაგრძო მან თავისი ამბავი. – გურუს მოსწავლეები ყოველდღე მაკითხავდნენ სამსახურში, სახლში და ნებისმიერ ღონისძიებაზე, სადაც არ უნდა წავსულიყავი და თავს მაბეზრებდნენ. არსად არ შემეძლო მათგან დამალვა. ერთხელ ხუთნი შემოიჭრნენ ჩემს კაბინეტში და გარს შემომეხვივნენ მაგიდასთან მჯდომს. თავი ტყვედ ვიგრძენი. მაშინვე კაბინეტში თავად გურუ შემოვიდა. ის გამომეცხადა, რათა ჩემი სული მოეთხოვა. ხმით, რომელიც უარს ვერ აიტანდა, მან გამაფრთხილა: “უკვე ძალიან გვიანია. ახლა უკვე მე მეკუთვნი. დამემორჩილე, და შენ დიდება და წარმატება გელოდება, რომელზეც ახლა ვერც კი იოცნებებ. მაგრამ, თუ უარს იტყვი, ვფიცავ, სიკვდილამდე მიგიყვან ისე გაგტანჯავ!” მე აღშფოთებულმა და შეშინებულმა უარი ვუთხარი, და გურუმ ისე, რომ განრისხებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ოთახი დატოვა”.

ვასუდევამ ჩაისუნთქა და განაგრძო: “ერთ საღამოს, როცა სახლში მივედი ჩემს დაქვრივებულ დედასთან, დავინახე, რომ ის მათ მიერ დაგებულ მახეში აღმოჩენილიყო. განრისხებულმა ლანძღვა დამიწყო: “რატომ მიაყენე შეურაცხყოფა ამ წმინდა ადამიანს? შენ მისი მოსწავლე უნდა გახდე!” მე გაოგნებული ვიყავი. ვეცადე ამეხსნა, თუ როგორ ცინიკურად მანიპულირებდა ეს გურუ ადამიანებით, მაგრამ დედაჩემს არაფრის გაგონება არ სურდა. გურუმ და მისმა ხელქვეითებმა სრული ძალაუფლება მოიპოვეს მასზე. რამდენიმე დღეში დედამ საკუთარი სახლიდან გამომაგდო და მითხრა, რომ არ სურდა ჩემი შეურაცხყოფების თანამონაწილე გამხდარიყო. ჩემს გარშემო სამყარომ ნგრევა დაიწყო. შემდეგ, სექტის წევრების ზეგავლენით ჩემი კოლეჯის რექტორმა სამუშაოდან დამითხოვა”.

გარეთ მეხი ხეს დაეცა და უზარმაზარი ტოტი მოატეხა და ბრახუნით დაეცა სახლის სახურავს. ჩვენ ჩუნად ვიჯექით. ელვის დამაბრმავებლად კაშკაშა განათების შემდეგ ქუხილის ხმა გაისმა, რომელმაც თითქოს მთელი სამყარო შეძრა. ვასუდევა გაფითრდა. წყვეტილი ხმით მან განაგრძო: “მე უსახლკარო და უმუშევარი დავრჩი, მაგრამ გურუ-ტანტრიკის მოსწავლეები ყველგან დამყვებოდნენ. პოლიციაზეც კი მოახდინეს გავლენა, და მათ უარი თქვეს ჩემს დაცვაზე. რაღა დამრჩენოდა კალკუტადან წამოსვლის გარდა? მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, შავი ტანტრიკი თავისი ზებუნებრივი ძალების წყალობით ყოველთვის მპოულობდა ხოლმე და თავის ხალხს მიგზავნიდა”.

რა სამუშაოზეც არ უნდა მოწყობილიყო ვასუდევა, გურუს წარმოგზავნილები არწმუნებდნენ სამუშაოს მიმცემებს, რომ გაეგდოთ იგი. რა საცხოვრებელიც არ უნდა აეღო არენდით, არწმუნებდნენ მეპატრონეს, რომ გაესახლებინა. ვასუდევამ გაზეთსაც მიმართა, რათა მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა თავისი ისტორია, მაგრამ ჟურნალისტებმა არ დაუჯერეს. “ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა”, - თქვა მან.

და ამ დროს ჩვენთან ოთახში დიდი გომბეშო შემოხტა. თვალებით მე მომაშტერდა. გავიფიქრე: “ვინ იცის, იქნებ შავმა ტანტრიკმა გამოგზავნა?” ამ აზრმა შემძრა. ვასუდევა თითქოს მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. “ნამდვილად გინდა, რომ განვაგრძო ჩემი ამბავი?” – მკითხა მან

ცა ჭექა-ქუხილმა გააპო. “უკვე მე თვითონაც არ ვიცი ვასუდევა”, - ვაღიარე მე. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ვიყავი, მაინც ვხვდებოდი, რომ უნდა მომესმინა ეს ისტორია. “და შემდეგ რა მოხდა?”

“ეს ბოროტმოქმედი-იოგი გააცოფა ჩემმა უდრეკობამ და გადაწყვიტა მოვეკალი. მაგიური რიტუალებისა და მანტრების მეშვეობით მან შექმნა უხილავი იარაღი, რომელიც ერთმანეთისგან ანცალკევებს სულსა და სხეულს, ანუ კლავს მსხვერპლს. თუმცაღა სხეულის განადგურება – არაა მთავარი. სანამ მსხვერპლი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იმყოფება, შავი ტანტრიკი ძალაუფლებას მოიპოვებს ხოლმე ნატიფ სხეულზე, რომლითაც სულია შემოსილი. როცა ეს საზარელი იარაღი მოქმედებაში მოიყვანა, მთელი ჩემი ჭკუა და სხეული საშინელი ტკივილისგან იქნა პარალიზებული. ვიგრძენი, თუ როგორ დამესხნენ თავს მოჩვენებები ეთერულ სხეულებში. შველას ვითხოვდი და უფლის სახელების გამეორება დავიწყე. სანამ ჩემს ცნობიერებაში წმინდა სახელი ჟრერდა, უჩინარი იარაღი უძლური იყო და არ შეეძლო ჩემი განადგურება. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ვგრძნობდი საკუთარ თავზე ამ იარაღის მოქმედებას. მტკიცედ ვიცოდი, რომ ერთი წამითაც რომ დამევიწყებინა უფლის წმინდა სახელი, სიკვდილზე გაცილებით უფრო საშინელი ხვედრი მელოდა. და მე შეუჩერებლად ვიმეორებდი მას. იარაღს არ შეეძლო ჩემი მოკვლა, სანამ ღმერთის სახელი ჟღერდა. ხოლო თუ დემონური იარაღი თავის მსხვერპლს ვერ კლავს, მაშინ ის ბუმერანგივით უბრუნდება გამომგზავნს და კლავს მას. შავი ტანტრიკი თავისივე იარაღით იქნა განადგურებული. ასე გადამარჩინა ღმერთის სახელმა”.

ამ საშინელი ამბის მოსმენის შედეგად ვიგრძენი, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა. ახლოს მივჩოჩდი ვასუდევასთან და მოსმენა განვაგრძე.

“მაგრამ ეს ბოროტი მისტიკოსი დღემდე აგრძელებს არსებობას; უბრალოდ ახლა მას ფიზიკური სხეული არა აქვს. ახლა ის ასტრალური პლანიდან ხელმძღვანელობს თავის მოსწავლეებს, და ჩემთან აგზავნის შურის საძიებლად. ისინი განუწყვეტლივ ნადირობენ ჩემზე. დიდხანს ვერსად ვერ ვჩერდები, რადგანაც დათვლილ კვირეებში ისინი მპოულობენ და ტერორს მიწყობენ”.

გარეთ ქარბუქმა ჩაცხრომა დაიწყო. ვასუდევამ ღრმად ჩაისუნთქა: “ასე, ჩემი სურვილისა და ბუნების საწინააღმდეგოდ, ღატაკი მწირი გავხდი. მე ვიცოდი, რომ თუ გულწრფელად მივენდობოდი ღმერთს, იგი დამიცავდა, მაგრამ, სანამ ეს დღე არ დამდგარა, იძულებული ვარ გაქცევით ვუშველო ხოლმე თავს და წმინდა ადამიანის ტანსაცმლით შევინიღბო”.

ჭრიჭინებმა თავიანთი სიმღერა დაიწყეს. ვასუდევამ ყურადღებით შემომხედა თვალებში: “მაპატიე, რომ ეს ყველაფერი მოგიყევი. ამ საიდუმლოს მრავალი წელია ვინახავ, და ძალიან მჭირდებოდა, რომ ვინმესთან მელაპარაკა ამაზე. იცი, რიჩარდ, მე არავის ვადანაშაულებ. საბოლოო ჯამში, მე თვითონ ვარ ყველაფერში დამნაშავე”.

ვერ ვხვდებოდი, რაში იყო მისი დანაშაული, და ვთხოვე, რომ აეხსნა ჩემთვის.

მაშინ ვასუდევამ არაყალბი მორჩილებით მითხრა, რომ ყველა მისი უბედურება – ცუდი კარმის შედეგია, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოდიოდა. “არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი საშინელი ხვედრი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს სამართლიანია. და კიდევ ვიცი, რომ თუ ღირსებით გავივლი ამ გამოცდას და ღმერთს მივენდობი, ის მიშველის”.

მოკანკალე ხელით ვასუდევამ ხელი ჩამკიდა და უკანასკნელი თხოვნით მომმართა: “შენ – ჩემი მეგობარი ხარ, და უნდა მოგიფრთხილდე. უნდა დამტოვო, სანამ თავად არ გახვეულხარ უსიამოვნებებში. თუკი ხვალ დილით აქ არ იქნები, ყველაფერს გაგიგებ. ჩემო ძმაო, ძალიან გთხოვ, ძალიან ფრთხილად იყავი შენი გზის ძიებაში. შენ ძლევამოსილი ადამიანების წყალობას აფარებ თავს, მაგრამ მათგან ნამდვილად არაა ყველა წმინდანი. და კიდევ, ძალიან გთხოვ, ილოცე ჩემთვის”.
ჩვენ სიჩუმეში ვიჯექით. მე ერთი სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო. იმ ყველაფრისგან, რაც ინდოეთში ვნახე, ვიცოდი, რომ მრავალი გურუ ფლობდა უზარმაზარ შესაძლებლობას, რომლითაც შეეძლოთ ეიძულებინათ მოსწავლეებისთვის ნებისმიერი თავისი ბრძანების შესრულება. ჩემი თანამგზავრის გულახდილმა საუბარმა იმაზე მეტად შემაშინა, ვიდრე ცოფიანი ძაღლების შემოტევამ. ისინი, სხვა თუ არაფერი ჩანდნენ მაინც, და მათგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მაგრამ როგორ უნდა დამეცვა თავი უჩინარი ბოროტი ძალებისგან, რომლებიც მზად არიან თავს დაესხან თავისთვის, სულიერ გზაზე მშვიდად მიმავალ ადამიანს?

ვასუდევა მიწაზე დაწვა დასაძინებლად, და ბალიშის ნაცვლად ხელი ამოიდო თავქვეშ. მე კი ძილის თავი არ მქონდა. ფანჯრის ადგილიდან ცას შევცქეროდი. ღრუბლებს მიღმა ალაგ-ალაგ ვარსკვლავები მოჩანდნენ, მაგრამ მთვარე არ ჩანდა. ვასუდევა მოუსვენრად წრიალებდა ძილში. მზად ვიყავი გამეზიარებინა მასთან ერთად მისი ცხოვრების მთელი სიმძიმეები? მხოლოდ ამ აზრისგანაც კი კანკალი მიპყრობდა. შემიძლია მხოლოდ ლოცვით დავეხმარო. და ეს ყველაფერია, რასაც თვითონ მთხოვდა. სანამ ვასუდევა ძილში შფოთავდა, წრიალებდა და კვნესოდა, მე ღამეს შევერიე და ვლოცულობდი იმაზე, რომ ჩემს მიერ არჩეული გზა უსაფრთხო ყოფილიყო და რომ ვასუდევას ოდესმე მოეპოვებინა სულის სიმშვიდე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Jan 3 2012, 11:15 AM
Post #35


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ანუ, რომანის ფორმით არის დაწერილი?

საგულისხმო შეკითხვაა-
QUOTE
ჩემი თანამგზავრის გულახდილმა საუბარმა იმაზე მეტად შემაშინა, ვიდრე ცოფიანი ძაღლების შემოტევამ. ისინი, სხვა თუ არაფერი ჩანდნენ მაინც, და მათგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მაგრამ როგორ უნდა დამეცვა თავი უჩინარი ბოროტი ძალებისგან, რომლებიც მზად არიან თავს დაესხან თავისთვის, სულიერ გზაზე მშვიდად მიმავალ ადამიანს?

დღევანდელ კულტურაში სულიერ გზაზე "თავისთვის მშვიდად სვლა" აღარ ხდება. ეს არის ჩვენი კულტურის სპეციფიკა. თანამედროვე კულტურის სპეციფიკა და ჩვენ, გვინდა თუ არა, მოზიარე ვართ და გვმართებს რომ მივიღოთ ამ კულტურის მიერ მოწოდებული ახალი სხეული, რომლითაც სწორად გავალთ იქ, სადაც წინარე კულტურაში ასკეზათი გადიოდნენ სწორად.

QUOTE
ვასუდევა
-ს კარმულ პრობლემაში გამოსჭვივის,რომ მან თავის დროზე მცდარად მიიღო ასკეზას კულტურის იმპულსი. ამ არასწორმა მიმართებამ წარმოშვა ის შედეგი, რაც მას აქვს. თუმცა ამავე დროს მან
QUOTE
გულახდილმა
შეძლო ინტუიტური წვდომა წინა რეინკარნაციული მიზეზისა და იმედია ამ განწყობას აიტანს ცნობიერებაში და გამოიტანს ნებაში, რომ კარმული შედეგები დაძლიოს. თუმცა ვინ იცის


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2012, 12:32 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος
QUOTE(Τρισμέγιστος @ 3rd January 2012 - 11:15 AM) *
ანუ, რომანის ფორმით არის დაწერილი?


კი, მხატვრული ფორმითაა დაწერილი რეალური ამბავი (წვრილმან დეტალებში).

რაც შეეხება ვასუდევას: გამოსავალს თვითონაც ხედავს, მაგრამ ძალა (რწმენა, ან სურვილი) არ ჰყოფნის ამის გასაკეთებლად. და თვითონვე ამბობს რომ ამისთვის საჭიროა ბოლომდე მიენდოს უფალს (მის შემთხვევაში რამას ფორმას).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 4 2012, 09:59 AM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი საინტერესო ეპზოდი:




თავი მეექვსე

ერთხელ უკაცრიელ მთის ბილიკთან ვიჯექი და უცებ დავინახე, რომ ფრიად შემზარავი გარეგნობის ოციოდე მამაკაცი მიახლოვდებოდა. ხელში ყოველ მათგანს ადამიანის თავის ქალათი დამშვენებული რკინის სამკაპი ეჭირა. გრძელი თმა გვირგვინივით შემოეხვიათ თავის გარშემო, ხოლო დაწნული წვერი აქეთ-იქით უქანავებდათ ნაბიჯის რიტმში. თავიდან ფეხებამდე ფერფლის სქელი ფენით იყვნენ დაფარულნი, ყელზე რამდენიმე რიგად ეკიდათ რუდრაკშის მძივები, ხოლო შუბლი სამი ჰორიზონტალური ხაზით ჰქონდათ დამშვენებული, რაც შივას სიმბოლოს წარმოადგენდა. მიუხედავად სიცივისა, მხოლოდ მკვეთრი წითელი ფერის ბარძაყებზე მოსახვევი და რკინის რგოლებიანი ქამარი ემოსათ, ზოგიერთი კი სრულიად შიშველი იყო.

ესენ იყვნენ ნაგა-ბაბები, ანუ ნაგები. გაგონილი მქონდა, რომ ისინი სამუდამო უქორწინობის აღქმას დებენ, რათა საკუთარ თავში სქესობრივი სურვილი დაამარცხონ, მოახდინონ სექსუალური ენერგიის სუბლიმაცია და აქციონ იგი მისტიკურ ძალებად, და ამას ხშირად ტანტრული პრაქტიკების მეშვეობით აღწევენ. ისინი უგულვებელყოფენ საზოგადოებაში არსებულ პირობითობებს, და მრავალი მათგანი სრულიად შიშველიც დადის. ეს მათი სულიერი პრაქტიკის ნაწილია. ნაგები არ იჭრიან თმას, რათა სხეულზე არ მოახდინონ კონცენტრაცია – ეს ხორცის დაკნინების ერთგვარი ფორმაა. ნაგების ისტორია თავისი ფესვებით საუკუნეების სიღრმეში მიდის. სხვადასხვა დროს ნაგების ორდენებიდან ზოგიერთი, დიდი მოგოლების არმიას, ინგლისელ დამპყრობლებს, ბუდისტებს და ინდუიზმის სხვა სკოლის წარმომადგენლებსაც კი ებრძოდა ხოლმე.



ძალ;იან მინდოდა გამეგო, რატომ ირჩევენ ადამიანები ასეთ სასტიკ გზას. ძალა მოვიკრიბე, გავბედე და ნაგებს ვთხოვე, რომ მათთან ერთად მოგზაურბის ნება მოეცათ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობდა, ჩემი თხოვნა სხვებს უთარგმნა, და მათ თავიანთი თანხმობა სამკაპების თავსზემოთ ქნევით და “ჯაია შანკარას” შეძახილებით განმიცხადეს.

თავიანთ რიგებში ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი ძმა. გრძელი გზა გავიარეთ და როგორც იქნა მდინარის ნაპირას დავბანაკდით. ნაგების ქურუმმა, სახელად დჰუნი ბაბამ, ფიჩხი მოაგროვა და წმინდა ცეცხლი დაანთო. სხვა ნაგები კოცონის გარშემო შემოიკრიბნენ, და მეც მათ შევუერთდი, რათა ცეცხლთან ახლოს ვყოფილიყავი.

უეცრად ჩემს ზურგს უკან სულისგამყინავი ყვირილი გაისმა. შევბრუნდი და დჰუნი ბაბა დავინახე. მრისხანებით შეპყრობილი, იგი ჩემსკენ მორბოდა და თავს ზემოთ სამკაპს იქნევდა. თვალებში წითელი ცეცხლი უელავდა, ტუჩები ბრაზისგან უთრთოდა, ხელები კი კრუნჩხვიანივით უჭერდნენ ხელს თავს ზემოთ შემართულ იარაღს. დანარჩენმა ნაგებმაც აღშფოთებული შეძახილები მესროლეს, მზერით კი თითქოს მწყევლიდნენ და ფერფლად მაქცევდნენ. მე სრულიად დავიბენი. რა ჩავიდინე ასეთი? ნუთუ სიცოცხლე ნაგის სამკაპზე უნდა დავასრულო? ლოცვა დავიწყე. ამ მომენტში ერთ-ერთმა ნაგმა, ზიზღიანი სახით, ჩემს რეზინის სანდალებზე მიმითითა. მაშინვე გავიძრე ისინი და შორს ჯუნგლებში მოვისროლე. ნაგები ჩუმად მიცქერდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, და მე, სუნთქვაშეკრული ველოდი, რა მოხდებოდა.

მოულოდნელად ნაგებს მეგობრული სიცილი აუტყდათ და მათ გვერდით დაჯდომა შემომთავაზეს. როგორც კი ვიგრძენი, რომ დაძაბულობამ იკლო, ამოვისუნთქე და ხარბად შევისუნთქე მთის გამყინავი ჰაერი. ცივ მიწაზე მოვეწყვე და ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი აზრზე. ნაგა-ბაბამ, რომელმაც ცოტა ინგლისური იცოდა, ამიხსნა: “წმინდა ცეცხლი – ეს ჩვენი ტაძარია. მის გვერდით ფეხსაცმლით ჯდომა არ შეიძლება. სინამდვილეში ჩვენ არ განვრისხებულვართ. უბრალოდ გადავწყვიტეთ გაკვეთილი ჩაგვეტარებინა შენთვის, რათა ეს სამუდამოდ დაგემახსოვრებინა. დღეს პატივი გხვდა დჰუნი-ბაბას განსაკუთრებულ წყალობა მიგეღო”.

მე საზეიმო ფიცი დავდე, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდებოდა ეს გაკვეთილი, რაზეც დჰუნი-ბაბას მოწყალედ გაეცინა.

სამსხვერპლო კოცონში სამკაპი ჩაერჭოთ, რომელიც შივას განასახიერებდა. ნაგები მანტრებს გალობდნენ და თან ცეცხლში ერბოს ასხამდნენ. ცერემონიის რაღაც მომენტში იმპროვიზირებულ საკურთხეველთან ჩილიმი – თიხის მოსაწევი მილი დადგეს. მათ საზეიმოდ გატენეს მილი განჯათი (მარიხუანათი) და ყველაზე მხცოვანს მიაწოდეს. მან მოწიწებით მიიდო მილი შუბლზე და რაღაც ლოცვა წარმოთქვა. როგორც კი მილიდან მოსწია, ბაბამ მომდევნოს გადააწოდა, და ყოველი ნაგი, სანამ მილიდან მოქაჩავდა, ლოცვას კითხულობდა. როცა ჩემი რიგი მოვიდა, მე ყოყმანი დავიწყე, და გამახსენდა აღთქმა, რომელიც კანდაგარში მივეცი ღმერთს. ყველანაირი პატივიცემით და დელიკატურობით, როგორც კი შემეძლო, უარი ვთქვი მოწევაზე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ნაგებმა უკმაყოფილო მზერით გადმომხედეს, შემდეგ კი ყვირილი ატეხეს: “მაჰა-პრასად! მაჰა-პრასად! შანკარ მაჰა-პრასად!” ინგლისურად მოლაპარაკე ნაგამ მითხრა: “ეს – შივას წყალობაა. ჩვენთან ერთად უნდა მიაგო პატივი მის მაჰა-პრასადს. მაშინ შენ შეძლებ უსასრულობაზე იმედიტირო. თუ უარს იტყვი, ამით შეურაცხყოფას მიაყენებ შივას და სასტიკად დაისჯები ამის გამო”. ნაგების ავისმომასწავებელი მზერა მოწმობდა იმაზე, რომ მათი სიტყვები – ცარიელი მუქარა არა იყო.

“მე დავიფიცე არ მივიღო გამაბრუებელი საშუალებები, ეს ჩემი აღთქმაა”, - ვთქვი მე ძლივს გასაგონად.

ბაბამ დანარჩენებს უთარგმნა ჩემი სიტყვები, და ისინი რაღაც უცნაურად მიჩუმდნენ. ერთ-ერთი წამოდგა და წმინდა ცეცხლზე ფიჩხის ბღუჯა დაყარა. მცირე დუმილის შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თავში აზრმა გამიელვა: ალბათ ეს ცეცხლი ჩემი განსასვენებელი კოცონი გახდება.
მოულოდნელად ყველა ნაგს გაეღიმა. დჰუნი ბაბამ სიყვარულით გადამისვა თავზე ხელი და გაეცინა. ისინი პატივისცემით განეწყვნენ ჩემი აღთქმის მიმართ.

ამის შემდეგ კოცონზე ქვაბი შემოდგეს და ვახშამის მომზადება დაიწყეს. როცა ბრინჯი და დალი მოიხარშა, დჰუნი ბაბამ მანტრები წარმოთქვა, ცოტაოდენი მზა საჭმელი აიღო და ცეცხლს შესთავაზა იგი. დანარჩენი საჭმელი ამით განწმენდილად იქცა, პრასადად, და ყველა იქ მყოფს დაურიგდა. ღამე კოცონთან გავატარეთ. დილით ყინულივით ცივ მდინარის წყალში ვბანაობდი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ ისვამდნენ ნაგები წმინდა კოცონის ფერფლს. ისინი ამას ყოველთვის აკეთებდნენ, როცა კრემატორიუმის ფერფლი არ ჰქონდათ ხელთ. ნაგების უმეტესობა კოცონის გარშემო ირეოდა. შესაძლოა ეს სიცივით იყო გამოწვეული – ზუსტად არ ვიცი. ერთნი განჯას ეწეოდნენ, სხვები კი მედიტირებდნენ, ან მანტრებს იმეორებდნენ რუდრაკშის მძივებზე.

რაღაც მომენტში უხუცესი ნაგი, რომელიც აქამდე უძრავად იჯდა ლოტოსის პოზაში, პირდაპირ ჩემს თვალწინ მიწიდან დაახლოებით ნახევარი მეტრით აიწია. იგივე გაიმეორე კოცონთან მჯდარმა მეორე ბაბამაც. კანზე ვიჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა. მაგრამ არა, მე არ მეძინა, და ყველაფერი ეს ცხადში ხდებოდა. უბრალოდ სულ სხვა სამყაროში ვიყავი – ასკეტების სამყაროში, რომლებიც გულგრილნი არიან ყველაფრისადმი, გარდა იმ რეალობისა, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ.

ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც კანონებს არღვევენ. ასევე აქაც, ველურ ტყეში ყვლასგან თავშეფარებულნი, ეს ნაგები იოლად არღვევდნენ მიზიდულობის კანონს. მათ ისეთ ჰარმონიას მიაღწიეს ბუნებასთან, რომ შეუძლიათ ითამაშონ მის კანონებთან ისე, როგორც მოეპრიანებათ.

სანამ ორი ნაგი ჰაერში დაფრინავდა, გარშემო მიმოვიხედე, რომ გარშემომყოფთა რეაქცია დამენახა. მაგრამ დანარჩენი ნაგები მომხდარს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ – ლევიტაცია მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მეორე დილით შევიტყვე, რომ ნაგები თავიანთ გურუსთან შესახვედრად მიდიოდნენ. ტყეში გავემგზავრეთ, სადაც მათი გურუ მკაცრ ასკეზებს ატარებდა. მომიყვნენ, რომ იგი დღე-ღამეების განმავლობში გაუნძრევლად მედიტირებს ლოტოსის პოზაში, ისე რომ საჭმელს და წყალს არ იღებს. სანამ ბუჩქებში ვიკვალავდით გზას, ნაგამ, რომელმაც ინგლისური იცოდა და ჩემი თარჯიმნის როლს ასრულებდა, მათი სულიერი მოძღვრის შესახებ მომიყვა. “თორმეტი წლის ასაკში იგი სახლიდან წავიდა და ნაგა-ბაბა გახდა. იგი მკაცრად მიჰყვება იოგას მცნებებს და ჩვენი უმრავლესობისგან განსხვავებით არ ეწევა განჯას და არ იყენებს სხვა გამაბრუებელ საშუალებებს. მის ცხოვრებაში ადგილი არა აქვს გრძნობით სიამოვნებებს. მედიტაციაში გამუდმებული ვარჯიშების წყალობით მან ზებუნებრივი შესაძლებლობები მოიპოვა, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავს ყველა. ჩვეულებრივ იგი დუმს, მაგრამ თუ დაილაპარაკებს, ყველა მხოლოდ მას უსმენს ხოლმე”.

ჩვენ ექვსი საათი დაგვჭირდა ტყის იმ ველამდე მისაღწევად, სადაც ნაგების გურუ მედიტირებდა. თვალწინ წარმომიდგა ხანშიშესული იოგი გიგანტური სიმაღლით და მძლავრი აღნაგობით. იგი ლოტოსის პოზაში იჯდა, და მისი სხეული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიბრირებდა მისგან გამომავალი ენერგიისგან. გარეგნულად სამოცდაათი წლისას ჰგავდა. დაწნული ჭაღარა თმა ზურგზე გადაჰფენოდა და კიდევ ორ მეტრზე მიწაზე გაშლილიყო. შიშველი და ფერფლის სქელი ფენით დაფარული, იგი თვალდახუჭული მედიტირებდა. ჩვენი ნაგებიდან ერთ-ერთმა ჩვენი მისვლის ნიშნად ხის ტოტით პრიმიტიულ გონგს შემოჰკრა, მეორემ კი კამეჩის რქაში ჩაჰბერა. გურუმ ნელა გაახილა თვალები და უძრავი მზერა პირდაპირ მე მომაპყრო.

მე შიშისაგან ავკანკალდი, ნაგები კი გარშემო იდგნენ და ყურადღებით გვაკვირდებოდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. უცებ გურუმ თავისი დაბალი ხმით დაიქუხა: “აზრი არა აქვს ცხოვრების ამაოდ ფლანგვას! გახდი ნაგი!” მუშტი შიშველ გულ-მკერდზე დაირტყა და განაგრძო: “ნაგი გადალახავს ილუზიას. ნაგი – ეს მ ა მ ა კ ა ც ი ა!” თითი პირდაპირ სახეში მომაბჯინა, ნელა გააქნია თავი და ძლიერად წარმოთქვა: “გახდი ნაგა-ბაბა. ახლავე. არა ხვალ, არამედ ახლა! დაუყოვნებლივ!”
გურუს დაჟინებულმა მზერამ თავიდან ბოლომდე გამჭოლა. თავს პატარა თაგვად ვგრძნობდი, რომელიც პირდაღებული ლომის ხახის წინ იდგა, და ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო ფერფლად ვექცია უბრალოდ ერთი შემოხედვით. გურუ ჩემს პასუხს ელოდა, ისევე როგორც ყველანი გარშემო. რა უნდა მეთქვა? და რა მოხდებოდა ამის შემდეგ? მე ვერ ვუღალატებდი საკუთარ გულს. ჩუმდა ვიჯექი და წამები იწელებოდა, როგორც მარადისობა. ნაგების გურუ, როგორც ჩანდა ჩემს აზრებს კითხულობდა. ჩამოწოლილ სიჩუმეში უეცრად თავდაჯერებულობა ვიგრძენი, რომ გურუ გამიგებდა. დიახ, ის გამიგებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის გზას ვაფასებდი, ეს გზა ჩემი არ იყო.

გამგები მზერით გურუმ ძლიერი ხელი ასწია და მედიტაციაში თვალდახუჭულმა კურთხევა მომცა: “კარგი. დაე ღმერთი იყოს შენთან”. ნაგებს გაეხარდათ ჩემი წარმატება და თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ.

იოგას პრაქტიკის წყალობით, ნაგების გურუ რაღაც არამიწიერ ენერგიას ასხივებდა, რომელიც მოწიწებული შიშის გრძნობას იწვევდა. ნება მისი ურყევი ჩანდა, როგორც ჰიმალაები. ვგრძნობდი, რომ ძალიან გამიმართლა მისი ნახვით, მაგრამ მესმოდა, რომ დრო იყო – გზა გამეგრძელებინა.

მეორე დღეს გურუსთან მივედი, თაყვანი ვეცი და კურთხევა ვთხოვე, რომ ჩემი მოგზაურობა განმეგრძო. პასუხად ნაგებმა სამკაპები აღმართეს და ერთხმად დაიძახეს: “ჯაია შანკარ!” უკან გამოვტრიალდი და მარტომ, ფეხშიშველმა განვაგრძე გზა ტყის ბილიკზე. რამდენიმე დღე ნაგების თემში ყოფნისას ამხანაგობის ისეთი სული შევიგრძენი იქ, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდები სადმე. მათი ერთგულება თემისადმი და ერთმანეთისადმი არაყალბი იყო და სიცოცხლეზე მეტად ფასდებოდა. ყველგან მოხეტიალე ნაგები შიშს იწვევდნე ხალხში. არაეთიკურად გამოიყურებოდნენ, უხეშები და უკიდურესად ასკეტურები იყვნენ, მაგრამ ასეთი იყო ღმერთის შეცნობის მათეული გზა.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 9 2012, 08:45 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი:


მატარებლიდან ჰოვრას სადგურზე ჩამოვედი, კალკუტაში, ძლივს გავაღწიე ხალხმრავალ ბრბოში და განგას ნაპირისკენ, კალი-გჰატასკენ წავედი. ადრიანი დილა იყო. მივედი რა კალის ტაძართან – ქალღმერთისა, რომელიც უფალი შივას თანაგრძნობას განასახიერებს და ბოროტებას ანადგურებს, - შესასვლელთან დიდი რიგი დამხვდა. ტაძართან ახლოს, დახლებზე, კალის გამოსახულებები იყიდებოდა, რომელზეც იგი ენაგამოყოფილი და ხელში მახვილით იდგა. ვაჭრები ხმამაღლა ყვიროდნენ: “ჯაბა მალა!”, - და მუშტარს ჰიბისკუსის სისხლისფერ-წითელი ყვავილების გირლიანდების ყიდვას სთავაზობდნენ. რომლებიც, როგორც თვლიან განსაკუთრებით მოსწონს ქალღმერთს. ზარის ფორმის ამ ყვავილებს ხუთი გვირგვინის ფურცელი და გრძელი ბუტკო აქვთ, რომლებიც კალის გრძელი ენასავით არიან დაკიდებულნი ყვავილის ცენტრიდან. დახლებზე გამოფენილი იყო ასევე კეთილსურნელოვანი ჩხირები და ბიჟუტერიის მთები. ვაჭრები ერთმანეთს ასწრებდნენ კლიენტების მიზიდვას და დაჟინებით სთავაზობდნენ მათ რძის ტკბილეულის, ყვავილების, ქოქოსის კაკლების და კინოვარის წითელი ფხვნილის ყიდვას ტაძარში კალის ღვთაებისადმი შესათავაზებლად. ეს იყო მწირების, ვაჭრებისა და ღატაკების დიდი თავშეყრის ადგილი. დინამიკებიდან მუსიკის დამაყრუებელი ხმა ისმოდა. ტაძრის შესასვლელთან რიგებად ისხდნენ კეთროვნები, ინვალიდები და ქვრივები. ისინი ხელებგაწვდილნი მოწყალებას სთხოვდნენ მწირ მოგზაურებს. მინდოდა რაღაცით მაინც შემემსუბუქებინა მათი ტანჯვა, მაგრამ შესათავაზებელი არაფერი მქონდა, გარდა პატიების მთხოვნელი ღიმილისა და ლოცვისა. ჭიშკრის გავლით ორივე მხარეს ხალხის გაუთავებელი ნაკადი მიედინებოდა. მწირები ერთმანეთს აწვებოდნენ და რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მე შიგნით შევედი და მივხვდი, რომ სრულიად არ ვიყავი მზად იმ სანახაობისათვის, რომელიც ჩემს მზერას წარმოუდგა.

კალის ღვთაების პირდაპირ რამდენიმე სამსხვერპლო საკურთხეველი იდგა, სისხლით მოსვრილი. ფეხებით დაკიდებული შავი თხა განწირული კიკინებდა. მისი თავი გასისხლიანებულ მარყუჟში იყო მოქცეული. წელსზემოთ შიშველმა ქურუმმა მანტრები წარმოთქვა, დიდი სისხლიანი დანა მოიქნია და ერთი მოქნევით მოაჭრა თავი უბედურ ცხოველს. თხის ყელიდან სისხლმა იჩქეფა. უსიცოცხლო და არფრისმხედველი თვალებით მომზირალი თავი საზარელი ბრაგვანით დაენარცხა იატაკს. მსახურებმა იმ წამსვე ხელი მოკიდეს სხეულს და სამზარეულოში გაიტანეს, რათა საჭმელი მოემზადებინათ ღატაკთათვის დასარიგებლად.




ღებინების შემოტევას ვებრძოდი და განგას ნაპირისკენ გავიქეცი, რათა დანახული გამეანალიზებინა. რით განსხვავდება ეს სისხლიანი სანახაობა იმ ყველაფრისგან, რასაც გაწონასწორებულ ბრძენებთან ცხოვრებისას ვხედავდი, - ვფიქრობდი მე, - მაგრამ ბრძენებიც ხომ ინდუიზმის მიმდევრები არიან. ამ თვალნათლივმა წინააღმდეგობამ ჩიხში შემიყვანა. ნაპირზე ხანშიშესულ სადჰუს შევხვდი, რომელიც წიგნს კითხულობდა. მე სადჰუს ჩემი ეჭვები გავუზიარე, და აი რა მიპასუხა მან: “ოდესღაც მეც ქურუმი ვიყავი ერთ-ერთ ასეთ ტაძარში. სამსხვერპლო მახვილით ვაჭრიდი თავს ცხოველების აურაცხელ რაოდენობას. მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ, ღამ-ღამობით ერთი და იგივე კოშმარი მაწუხებდა”.

“და რა გესიზმრებოდათ?” – ვკითხე მე.

“სიზმარში ჩემს მიერ მოკლული თხები მევლინებოდნენ. თავიდან ისინი საწყალობლად კიკინებდნენ, შემდეგ კი მიყურებდნენ რა სიძულვილით სავსე თვალებით, თავისი რქებით და კბილებით ნაკუწ-ნაკუწ ფლეთდნენ ჩემს სხეულს. ბოლოს გამოჩნდებოდა ხოლმე საზარელი ქურუმი ადამიანის სხეულით და თხის თავით. ის საკურთხეველზე მადებინებდა თავს და ჩემივე მახვილით მაჭრიდა მას”. მოხუცმა წიგნი დახურა და ხეს მიეყრდნო. “აღარ შემეძლო ამის ატანა, მივატოვე ქურუმის მოვალეობები და სადჰუს ცხოვრება დავიწყე”. მე ფართოდ გახელილი თვალებით ვუსმენდი მოხუცს. “ნებისმიერ რელიგიაში, - თქვა მან, - მორწმუნეები თვითნებურად განმარტავენ წმინდა წერილებს და ამა თუ იმ სულიერ პრაქტიკას თავისი შეხედულების შესაბამისად მიჰყვებიან. მათთვის, ვინც სულიერი ცოდნის მწვერვალებისკენ ისწრაფვის, განკუთვნილია მედიტაციისა და ღმერთისადმი უანგარო მსახურების მეთოდი. მათთვის, ვინც შედარებით ნატიფი მატერიალური სიამოვნებებისკენ და ცოდვების გამოსყიდვისკენ ისწრაფვის, რეკომენდებულია სათნოება აღზარდონ საკუთარ თავში. ხოლო მათთვის, ვისაც თავისი მატერიალური სურვილების ასრულება სწადია, არსებობს მეთოდთა მთელი არსენალი, მსხვერპლშეწირვების ჩათვლით, რომელთაგან ერთ-ერთიც თავად იხილე. ნათქვამია, რომ ვედები ნატვრის ხეს ჰგავს – მასში შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მისაღწევი გზა იპოვო. ქალღმერთი კალი – ეს მატერიალური ბუნების ყოვლადმოწყალე განსახიერებაა. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ეთაყვანება მას, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს მის ტაძრებში, თავად კალი მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს იღებს”.

მე ვიჯექი და ჩემს წინ მდორედ მიმავალ მდინარეს ვაკვირდებოდი. დასავლეთში, ვფიქრობდი მე, ასევე კლავენ მილიონობით ცხოველს, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ვერავინ დაინახოს. აქ კი, ხორცის მოყვარულებს, სხვა თუ არაფერი შეუძლიათ დაინახონ, თუ საიდან მოდის იგი და რა საფასურს იხდიან უდანაშაულო ცხოველები ადამიანთა დიეტური მოთხოვნილებებისთვის.

ამ დღემდე ვფიქრობდი, რომ რაც უფრო მეტ რელიგიურ გზას შევისწავლიდი, მით უფრო ფართო გახდებოდა სულიერების ჩემეული გაგება. მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ მაჩვენა, რომ გამოცდილი მეგზურის გარეშე მე თვითონ ვერ შევძლებდი გადამეწყვიტა მოჩვენებითი წინააღმდეგობანი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში და კიდევ უფრო ჩავიხლართებოდი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 10 2012, 08:42 AM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს (ახსნას ნუ მომთხოვთ).

პმ-ში ნუ მომწერთ, მაინც აღარ ვნახავ. კონტაქტის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ აქ (ან პმ-ში, ან თემაში):

http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl=

"გზა შინისაკენ"-ს ბოლომდე ვთარგმნი და სრულ ტექსტს დავდებ აქ:

http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl=


ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სკაიპში: atman-123

ან ფორუმელებს გამოართვათ ჩემი ნომერი.


და რა თქმა უნდა ყოველთვის გელით კრიშნას ტაძარში smile.gif (დღესასწაულების, გურუს ჩამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სავარაუდოდ ზემოთმოყვანილი ფორუმის ლინკზე დავწერ ხოლმე და თუ ვინმე ამ ფორუმზეც დაწერს კარგი იქნება).

ყველას ბოდიშს გიხდით ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებისთვის. მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ! ისევ თქვენთან ვარ, ოღონდ ცოტა შორიდან! smile.gif


ჰარე კრიშნა! Laie_61.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 11 2012, 12:32 AM
Post #40


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

QUOTE(atman @ 10th January 2012 - 09:42 AM) *
ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან

sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 11:48 PM