IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ელვა - ღმერთების იარაღი :)
tikoroma
post May 26 2015, 07:29 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას

ადამიანები ყოველთვის ღმერთების იარაღად თვლიდნენ ელვას. ძველ ბერძნებს ელვას მბრძანებლად ზევსი ჰყავდათ, ინდუსებს – ინდრა. შხამიანი სოკოთი მოწამლული ვიკინგები ცაში ტორის ელვისებურ მუშტებს ხედავდნენ. ელვა განსაკუთრებული ძალის იარაღად ნებისმიერ რელიგიაშია მოხსენიებული.

ინდურ მითოლოგიაში ინდრამ ქვესკნელის მჭედლების მიერ გამოჭედილი ელვა-ვაჯრათი გიგანტური გველი ვრიტრა მოკლა. ნებისმიერი კარგი იარაღის მოწყობილობა ყოველთვის გასაიდუმლოებულია, არც ელვა არის გამონაკლისი. ადამინებმა ასე თუ ისე მეხისაგან თავდაცვა ისწავლეს, აი მისი ხელოვნურად გამოწვევა კი დღევანდელ დღემდე ვერ ხერხდება. ღმერთები თავიანთ საიდუმლოებს არაფრის დიდებით არ გვიმხელენ. თანამედროვე იარაღის შემქნელებს ძალიან უკვირთ, თუ ტექნიკურად ასე ჩამორჩენილ ინდოეთში, როგორ მოხერხდა ვაჯრების წარმოების აწყობა.

სამი სახის ელვა


სანამ იმის გარკვევას შევეცდებით, შესაძლებელია თუ არა ინდოელი სამხედროების ექსპერიმენტის გამეროება, მოკლედ შევაჯამოთ ის მცირედი ცოდნა, რაც ადამიანმა ელვაზე იცის. ბუნებაში სამი სახის ელვა გვხვდება, რომლებსაც ნათება და ქუხილი ახლავს თან. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხაზოვან ელვას ვხედავთ, უფრო იშვიათად ბრტყელს, რომელიც ღრუბლების თავზე ჩნდება. ზოგჯერ დანაწევრებული ელვაც შეიმჩნევა, რომელიც ელვარედ მანათობელი ნაწილების ჯაჭვს წარმოადგენს. ყველაზე უფრო იშვიათი კი ყველასათვის თავზარდამცემი სფერული ელვაა. შედარებით კარგად მხოლოდ ხაზოვანი ელვაა შესწავლილი. დანარჩენ ორზე ფაქტიურად არაფერია ცნობილი. ლაბორატორიულ პირობებში მხოლოდ რაღაც ელვასმაგვარის მიღება თუ ხერხდება, ისინი ნამდვილ ელვას მხოლოდ პლაზმური მდგომარეობით ენათესავებიან.



ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ფრანკლინმა და ლომონოსოვმა დაადგინეს, რომ ხაზოვანი ელვა გრძელი ნაპერწკალია. მისი წარმოქმნის ზუსტი მექანიზმი უცნობია. ერთი თეორიის მიხედვით, ჭექაქუხილის დაწყების წინ მიწის ლოკალური უბნები დადებითად იმუხტებიან, ხოლო ღრუბლების ქვედა ნაწილები – უარყოფითად. ეს იმიტომ ხდება, რომ წყლის წვეთები, დედამიწის ელექტრული ველის ზემოქმედებით უარყოფით მუხტს იღებენ. რადგან მიწას უარყოფითი მუხტი აქვს, მისი ველის ზემოქმედებით უარყოფითად დამუხტული წვეთები ზემოთ, ღრუბლებისკენ იწყებენ მოძრაობას, ხოლო დადებითები მიწაზე ეშევბიან, სადაც დადებითი მონაკვეთები იქმნება. მეორე თეორიის მიხედვით, ატმოსფერული მუხტები ატმოსფეროში წყლის წრებრუნვის პროცესში იყოფიან. აეროზოლურ ნაწილაკებს დადებითი და უარყოფითი მუხტის მქონე თავისუფალი იონები ”ეწებებიან”, რომელთა რაოდენობა ყოველთვის დიდია, ბუნებრივი რადიაციისა და კოსმოსური სხივებისგამო. დამუხტულ აეროზოლურ ნაწილაკებზე, აღამავალ ნაკადებთან ერთად მოძრაობის დროს, წყლის წვეთები იზრდებიან. უარყოფითად დამუხტულ წვეთებზე წყლის კონდენსაცია ათი ათასჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ უფრო მძიმე წვეთები ჩნდებიან და ნელა მოძრაობენ. ამგვარი პროცესის გამო ღრუბლების ქვედა ნაწილები უარყოფითად იმუხტებიან, ხოლო ზედა ნაწილები – დადებითად.

ჭექა-ქუხილის წინაპირობების გაჩენის სხვა თეორიებიც არსებობენ. როგორც არ უნდა იყოს სინამდვილეში, მთავარია, რომ მიწის ზედაპირისგან და მის თავზე მდებარე ღრუბლებისგან წარმოუდგენელი ზომების კონდენსატორი გამოდის, რომლის შემონაფენებს შორის სადაცაა ნაპერწკალი უნდა გავარდეს. თუმცა, წყლის ორთქლით კარგად გაჯერებული ჰაერიც კი დიელექტრიკია, ანუ ცუდად ატარებს დენს. გიგანტური გამტარების როლს, რომლებიც ღრუბლებს დემიწის ზედაპირთან აერთებენ, პლაზმური არხები თამაშობენ. რაღაც მომენტში ასეულობით კილომეტრი წამში სიჩქარით ღრუბლიდან მიწისკენ თითქმის უხილავი, სუსტად მანათობელი იონიზირებული ნაწილაკები, ე.წ. ლიდერები იწყებენ მოძრაობას. ლიდერების გზა, როგორც წესი, ზიგზაგისებურია. ყოველი ლიდერი თავის გზაზე მოძრაობისას ჰაერის მოლეკულების იონიზირებას იწვევს, რითაც მაღალი გამტარობის პლაზმურ არხს ქმნის. ლიდერიდან სულ ახალი და ახალი გამტარი ტოტები გამოდიან, ე.წ. სტრიმერები. მიაღწევს თუ არა ლიდერი მიწას, მის მიერ გაკვალულ გზაზე ელვარედ მანათობელი უკუ განმუხტვა გაირბენს, ე.წ. მთავარი განმუხტვა. მთავარი განმუხტვის სიჩქარე ლიდერისაზე ასჯერ მეტია. შესაბამისად, ანთება წამზე უფრო მცირე ხნით გრძელდება. ჩვენ ელვას შემჩნევას იმიტომ ვახერხებთ, რომ განმუხტვები რამდენიმეჯერ მეორდება. დროითი ინტერვალების გამო დამკვირვებელს ეჩვენება, რომ ელვა ციმციმებს. ლიდერის დიამეტრი რამდენიმე მეტრს აღწევს, ხოლო თვითონ განმუხტვის სისქე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს.

ხაზოვანი ელვას წარმოდგენილი მექანიზმი ბევრ რამეს ხსნის, ოღონდ არა ყველაფერს. თუ ელვა განმუხტვაა, მაშინ რატომ ხდება იგი დაბალი ძაბვის ელექტრულ ველებში(პლანეტის მასშტაბებით)? ან, მაგალითად, რატომ არის განმუხტვის სიგრძე ხან 100 კილომეტრზე მეტი, ხან კი ასეულ მეტრებზე მოკლე? დანაწევრებული ელვას ქმედება კიდევ უფრო უცნაურია. ასეთი განმუხტვა გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი, თუმცა რატომღაც ცალკეულ მანათობელ ნაწილებად, ბნელი შუალედებითაა დაყოფილი. ამასთან დაკავშორებით არა ერთი თეორია შეიქმნა, თუმცა მათზე დაყრდობით, ლაბორატორიულ პირობებში, დანაწევრებული ელვას მაგვარიც კი ვერაფერი მიიღეს.

და ბოლოს, ბალ-მასკარადის დედოფალი – შემაძრწუნებელი სფეროსებრი ელვა. სფერული ელვას მოქმედება, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საერთოდ, ბუნების კანონების მიღმაა. ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში სფერული ელვა ჩვეულებრივი მეხის დაცემის მერე ჩნდება, ზოგჯერ კი კაცმა არ იცის საიდან. მათი საშუალო დიამეტრი 10-დან 30 სანტიმეტრამდე მერყეობს, 100 ვატიანი ნათურას მსგავსი ნათებით. ზომებისა და ნათების ინტნსიურობიდან გამომდინარე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი მასა 6-7 გრამი, ხოლო ენეგია 10 000 ჯოული(10 საყოფაცხოვრებო ღუმელის სიმძლავრე) შეიძლება იყოს, ტემპერატურა 300-4500С. სამწუხაროდ ვერც ეს მონაცემები გვაახლოებენ ჩვენ სფეროსებრი ელვას გამოცანის ამოხსნასთან. ასეთი სფეროს თავდასხიმასაგან გადარჩენილები ამბობენ, რომ მათ ვერ შეიგრძნეს სფეროდან მომავალი სითბო. მაშინ რომელ თეორუილ 400 გრადუსზეა ლაპარაკი? ზოგჯერ კი, პატარა სფეროსებრი ელვას აფეთქების მერე, დიამეტრით 5-6 სანტიმეტრი, მომხდარა დაზიანება, რომელიც მილიონ ჯოულზე მეტ ენერგიას შეესაბამება. მწვავე ცნობისმოყვარეობას იწვევს მათი მოძრაობის მანერა. ჩვეულებრივ მათი სიჩქარე წამში რამდენიმე სანტიმეტრს უტოლდება – ისინი უბრალოდ ჰაერის ნაკადებს მიჰყვებიან. ზოგჯერ, არაფრის გამო, სრულიად უქარო ამინდში, ადგილიდან მოწყდებიან ხოლმე და ადამიანების ან ცხოველების მხარეს გადადგილდებიან(ალბათ შიშსგან გაკეთებული მკვეთრი მოძრაობით წარმოქნილი ჰაერის ნაკადის გამო).


ღმერთების იარაღი
ელვა ბოლომდე გაურკევევლი რჩება ჩვენთვის, თუმცა შეიძლება ვამტკიცოთ ის, რომ თუ ჩვენ მისი გაჩენისთვის საჭირო პირობების შექმნას ვისწავლით, მათ ხელოვნურად მიღებას შევძლებთ. შესაძლებელია, რომ ხელოვნური ელვა რამეში გამოვიყენოთ კიდეც(რთული მექანიზმის სამართავად, სულაც არ არის აუცულებელი მისი მოწყობილობის დეტალურად ცოდნა). ჩვენ ტექსტის თავში დასმულ შეკითხვას დავუბრუნდით. როგორ შევქმნათ ღმერთების იარაღი? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა დასჭირდებოდა ინდრას ვრიტრას მოსაკლავად? დასაწყისისთვის, დავუშვათ, რომ ინდრა ჩვეულებრივ ხაზოვან ელვას იყენებდა. აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიჯრას გამოყენებით მიღებული ეფექტი სწორედ მეხის დაცემას ჰგავდა. შესაბამისად, ინდოელების ღმერთს უზარმაზარი ტევადობის კონდენსატორი დასჭირდებოდა.

ელექტრული ველის დაძაბულობა ინდრასა და საზარელ ვრიტრას შორის ალბათ მილიარდ ვოლტს აღწევდა. ასეთი ინდრა-ვრიტრა კონდენსატორის ტევადობა დედამიწის ტევადობის მეათასედი უნდა იყოს, ხოლო ენერგია ას მილიარდ ვოლტზე მეტი. დენი, რომელიც ინდრასა და ვრიტრას შორის ამ დროს გადიოდა ათეულობით მილიონი ამპერი იქნებოდა. ეს ავიამზიდის გასადნობად სრულიად საკმარისია. და ბოლოს, ღმერთს გველსა და თავის თავს შორის პლაზმური არხი უნდა შეექმნა, რაც ლიდერის მაგივრობას გაწევდა. ამისათვის რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ცეცხლის ალი შეიძლება გამოდგეს ანლაზერისმძლავრი სხივი. უფრო მარტივი გიგანტური პარაბოლური სარკის გამოყენება იქნებოდა. თუ სარკის დიამეტრი კილომეტრზე ცოტა მეტი იქნება, მისგან ფოკუსირებული მზის სხივები ჰაერის საჭირო დონემდე იონიზირებას ნამვილად მოახერხებენ. ამ ყველაფრის დამზადება, პრინციპში, შესაძლებელია. მაგრამ რა ზომა ექნება ასეთ მოწყობილობას და რა ეღირება იგი? მოკლედ, როგორც ძველი ინდუსები და არა მარტო ისინი ამბობდნენ, ელვა – ღმერთების იარაღია.

ისინი ცოცხლები არიან?

ისტორია ბევრ უცნაურ და კურიოზულ მოვლენებს ინახავს ელვას შესახებ. მეხდაცემულის სხეულზე ტანისამოსი დაიწვა, ხოლო ქურთუკი დაუზიანებელი დარჩა. ელვამ ადამიანს ყველა თმა გააცვინა, ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიაყენა. ფანჯარაში შეღწეულმა განმუხტვამ კედელზე დაკიდებული მეტალის ჩარჩოში ჩასმული სურათი მოგლიჯა და საპირისპირო კედელზე მიამაგრა და ა.შ. ყველა ფაქტს შეიძლება მოეძებნოს მეცნიერული ახსნა, მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ დოკუმენტურად დადასტურებულ დაუჯერებელ შემთხვევებზე? სამოცდაათიან წლებში როი სალივანს შვიდჯერ დაეცა მეხი. შემდეგი გაავდრების დროს მან ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. არსებობს დოკუმენტური მასალა, რომლის მიხედვითაცელვათავის მსხვერპლს სიკვდილის მერეც არ ასვენებდა და მისი საფლავის ქვებს ეცემოდა. ელვას მისტიური ქცევები ადამიანებს მისი როგორც სიცოცხლის ფორმის კონცეფციაზე აფიქრებინებს. მაგალითად, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ელვა მოაზროვნე პლაზმური არსებაა სიცოცხლის სწარფი რიტმით. არის უფრო გლობალური ჰიპოთეზებიც:ატმოსფერული განმუხტვები ჩვენი ცოცხალი პლანეტის ნერვული სისტემის როლს თამაშობენ, ხოლო სფერული ელვა – ფაგოციტების მაგვარი რამაა, ანუ დედამიწის იმუნური სისტემა(სპრაიტი).

http://astronet.ge/2012-12-23-16-32-43/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 26 2015, 07:33 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლინკზე დევს საინტერესო ვიდეო სადაც სფერული ელვაა ასახული.

სფერული ელვის შესახებ გავიგე ნიკიტა მიხალკოვის ფილმიდან ბავშვობაში, კარგად აღარ მახსოვს ფილმი. ვერც გავიგე რა ხდებოდა, ჩემმა უფროსმა დამ ისე კარგად ამიხსნა, რომ საბოლოოდ დამაპანიკა და წლების განმავლობაში ჭექა-ქუხილის დროს სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი biggrin.gif
დაახლ. 15--16 წლის ასაკში, ან უფრო ზევითაც გადავწყვიტე - ან მე ვიქნები ან ელვა და მეხი-მეთქი და ჭექა-ქუხილის დროს გამოვრბოდი ეზოში და ვცდილობდი შიში დამეძლია. და მოვახერხე. მიყვარს ზაფხულის წვიმა და ელ-ჭექის მოსმენა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 26 2015, 08:08 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პატარა ინფოც და მითებს დავუბრუნდები:


სფერული ელვა ხშირად ჩვეულებრივი ელვის პარალელურად ჩნდება. თუმცა მზიან დარშიც შეიძლება მისი ნახვა. მას მომცრო ბურთის ფორმა აქვს და 100-ვატიან ნათურასავით ანათებს. ნათების ფერი ყვითელ-მომწვანოა. ბურთის დიამეტრი რამდენიმე სმ-დან მეტრამდეა.

სფერული ელვის მოქმედება სრულიად ამოუცნობია. მას უმცირესი ნაპრალიდან შეუძლია ოთახში შეღწევა და 8-10 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მათ შორის- ქარის საწინააღმდეგოდაც. სფერულ ელვას თან სდევს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ამასთან, ახშობს რადიოელექტროსიგნალებს. ცეცხლოვანი ბურთი 10 წამიდან რამდენიმე საათამდე "ცოცხლობს"- წყნარად ქრება, თუმცა საშინელი ხმით აფეთქებაც შეუძლია, რა დროსაც დიდ ენერგიას გამოყოფს.

სფერულმა ელვამ შესაძლოა ადამიანის ირგვლივაც იმოძრაოს, ხან კი"თავსაც ესხმის"- რაც დამწვრობით ან სიკვდილით მთავრდება- სამწუხაროდ, მსგავსი დასასრული შემთხვევათა 9%-ში გვხვდება.

ბევრი შემთხვევაა აღწერილი, როცა სფერული ელვა ერთ კონკრეტულ ადამიანს "დასდევს".
მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ სარწმუნო პასუხს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ძველ დროში სფერულ ელვას უწმინდურ ძალას უწოდებდნენ, დღეს კი ზოგი მკვლევარი მას ჩვენი პლანეტის შესასწავლად უცხო სამყაროდან მოვლინებულ ობიექტად მიიჩნევს. სფერული ელვა რომ უმეტესად ჭექა-ქუხილის დროს ჩნდება, იმით აიხსნება, რომ მძლავრი ენერგეტიკული

განმუხტვების დროს იხსნება პარალელური სამყაროს პორტალები, საიდანაც ჩვენთან ინფორმაციის შემგროვებლები შემოდიან.

აქამდე გადასარევი ინფორმაციაა, თუ ამ პორტალში გავლა გინდათ შემდეგ აღარ წაიკითხოთ biggrin.gif

თუ სფერული ელვა თავს დაგატყდათ...
მთავარი წესია- არ ჩავარდეთ პანიკაში! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, არ გაიქცეთ! სფერული ელვა ძალზე მგრძნობიარეა ჰაერის უმცირესი რხევის მიმართ, რომელსაც წარმოვქმნით მოძრაობის დროს.

თუ შინ შემოგივარდათ, ფანჯარა ფართოდ გამოაღეთ. დიდი შანსია, ცეცხლოვანი ბურთი გარეთ გაფრინდეს.

არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ რამე! შეიძლება ნაღმივით აფეთქდეს და მძიმედ დაგაშავოთ: მიიღოთ დამწვრობა, ტრავმა, გონება დაკარგოთ. გამორიცხული არ არის ლეტალური შედეგიც.

თუ ელვა შეეხო ადამიანს და მან გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე საჭიროა სუფთა ჰაერი, დათბუნება და ხელოვნური სუნთქვა

Netherlands, 28 June 2011 -

1886 წ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th November 2020 - 06:39 AM