IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> Norse Mythology - new, Peter Andreas Munch
tikoroma
post Feb 13 2016, 08:03 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://oaks.nvg.org/norb.html - საიტი

http://www.scribd.com/doc/223488429/%E1%83...E1%83%94#scribd


აი ინებეთ... ქართულად "სიმღერა ნიბელუნგებზე"

გერმანულიდან თარგმნა კონსტანტინე ჭიჭინაძემ

http://www.bu.org.ge/x1838?lang=geo - უფროსი ედა ისლანდიურიდან თარგმნა გიორგი კალანდაძემ



ძველი თემა რომელიც გახსნა Kaspar Hausser დავირუსდა და წაიშლება.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 13 2016, 08:06 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩრდილოელ გერმანელთა შორის ბატონობდა რწმენა, რომ ერთხელ სამყარო უნდა დაღუპულიყო და მასთან ღმერთებიც, რომელთაც ვერ შეძლეს ზნეობრივი სიწმინდის დაცვა, დანაშაულს დანაშაულზე უმატებდნენ.
ღმერთების დაისის ანუ სამყაროს დაღუპვის წინ ზედიზედ სამი მკაცრი ზამთარი უნდა ყოფილიყო, ადამიანთა ბოროტება ზომას უნდა გადასულიყო. ჯერ ომი, სისხლისღვრა და ხოცვა-ჟლეტა არ წყდებოდა. ვაება გაისმოდა ყოველი მხრიდან. მამა და შვილი ერთმანეთს არ ინდობდნენ, ძმა ძმას არ ენდობოდა, ფიცს უტეხდა. საქორწინო კავშირი ირღვეოდა და მუშტის კანონი გაბატონდა. განუწყვეტლივ ელავდა გაშიშვლებული ხმალი და ბრძოლის ველზე ეცემოდა უამრავი ადამიანი.
ბოლოს დადგა გრძელი ზამთარი, რომელიც სამ ზამთარზე დიდხანს გაგრძელდა და მას ფიმბულვინტერს ეძახდნენ (Fimbulwinter).

ყოველი მხრიდან თოვლი ცვიოდა. წყლები გაიყინა. კვნესა და გმინვა ისმოდა ტყეში. ძველი მძლავრი ხეები ხმაურით იქცეოდნენ. სუსხიანი ქარი სისინებდა და მზემ ძალა დაკარგა.
შემდეგ მოხდა რაღაც საშინელი. ერთმა მგელმა მზე ჩაყლაპა, მეორემ მთვარე. ჩაქრა ვარსკვლავები და ყველა მნათობი ძირს დაცვივდა. კლდე შეირყა და მთა ჩამოიქცა. ზღვა აბორგდა და ქარიშხალი გამძვინვარდა. რაც მიჯაჭვული იყო, ყველაფერმა თავი აიშვა. იორმუნგანდმა

ზღვა მიატოვა და ხმელეთზე გადმოვიდა.
აღმოსავლეთიდან წამოვიდა გემი, რომელიც მკვდართა თითებისა და ფრჩხილებისგან იყო აგებული - ნაფლგარი (Naflgar). ბანზე თურსები ისხდნენ და ყინულის ბუმბერაზი ჰრიმრი უსვამდა ნიჩაბს. მეორე გემი ჩრდილოეთიდან მოაცურა ლოკიმ (Loki).

გემი გაჭედილი იყო ჰელის (Hel) სამეფოს სასტიკი მეომრებით.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 13 2016, 08:08 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცა გაიპო და ჩამოცვივდა მუსპელჰეიმის (Muspellheimr) შეიარაღებულ შვილთა ლაშქარი. სურტური (Surtr) ოუძღოდათ, ყოვლის დამწველი ცეცხლით გარემოცული. ბიფროსტის (Bifrost) ციურმა კიბემ ვერ გაუძლო ამ ლაშქარს და გრიალით ჩატყდა, ვიგრიდის ველზე შეუერთდნენ იორმუნგანდსა და ფენრირვოლფს. იქვე მოვიდა ლოკი ყინულის ბუმბერაზების და ჰელის შვილების თანხლებით. საერთო ძალებით უნდა შერკინებოდნენ ასებს.
მსოფლიო იფანი (იგრდასილი), სიცოცხლის ხე შეირყა და დაჭკნა.




შეშინებული ღმერთები შეიყარნენ და ბჭობა გამართეს. მალე ოდინი რაშს (სლეიპნირი) მოევლო და მიმირის წყაროს მიაშურა, რათა ამბავი გაეგო. მიმირმა ბაგეები შეარხია და თქვა:
- უკვე მესმის ჰეიმდალის ბუკის ხმა (გიალარჰორნი). მალე შეხვდებიან ისევ კეთილნი მწვანე ველზე მოსისხლე მტერს.

ოდინმა ყური მიუგდო და მოესმა ჰეიმდალის ბუკის ხმა. მქუხარე ნაკადივით ედებოდა ეს მძლავრი ხმა მთელს ქვეყნიერებას. ძვალს და რბილს არყევდა.





--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 13 2016, 08:10 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვალჰალის ოქროს სავარცხლიანმა და ჰელჰაიმის შავყვითელმა მამლებმა, აქამდე ხმას რომ არ იღებდნენ, იეთი ძალით იყივლეს, რომ სასახლეები შეარყიეს.
შეიარაღდნენ ღმერთები და მათი თანამოლაშქრეები, რაშებს მოახტნენ. თავჩაქჩქნიანები და შეჯავშნულნი დაეშვნენ დედამიწაზე. წინ ოდინი მიუძღოდათ. თავს ოქროს მუზარადი უმშვენებდა, მკერდს - მტკიცე ჯავშანი. ხელში სატყორცნი შუბი ეჭირა. ვიგრიდის ველზე მოხდა ღმერთებისა და მათი თანამოლაშქრეების ბრძოლა მრისხანე მტერთან.
ოდინი ფენრირის შესახვედრად გაეშურა. საზარელმა ყმუილმა შეძრა ფართო ველი. შიშით შესცქეროდა ღმერთების მეფე მრისხანე მხეცს, რომელიც თვალებიდან და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. საზარელი პირი ფართოდ დააღო და ოდინ ძლიერი გადაყლაპა.


უეცრად მოვარდა ვიდარი, ოდინის ძლევამოსილი შვილი, და როგორც ითქვა, მგელს ეცა, ქელი ჯადოსნური ფეხსაცმლით დაცული ფეხი დაადგა ქვედა ყბას, მეორე ყბა მძლავრად აზიდა და ურჩხული შუაზე გახლიჩა, შემდეგ ასევე გაუპო ფენრირს გული. ასე იძია შური დაღუპული მამისთვის.

ამასობაში თორმა მოლნირი ტყორცნა იორმუნგანდს და თავი გაუპო. მაგრამ ურჩხულის შხამიანი ამონასუნთქი მოხვდა, წაბარბაცდა და უსულოდ დაეცა ძირს.


ჰეიმდალი ლოკის შეება. ორთაბრძოლა ორივეს სიკვილით დასრულდა.

ტირი შეებრძოლა ნიფლჰაიმიდან ამოსულ გუშაგ ძაღლს გარმს და ორივე დაიღუპა


ფრაირს თავისი ხმალი არ ჰქონდა და სურტრმა მოკლა. გამარჯვებულმა ბუმბერაზმა ჰაერში ცეცხლი აისროლა და ქვეყნიერებას ხანძარი გაუჩნდა, ზღვა ადუღდა. დედამიწა უძირო უფსკრულში ჩაეშვა და ჩიფშვნა. ზედ ალი გადაეფარა.

დასრულდა დიდი ბრძოლა. მიწყდა ხმა. აღარ იყვნენ ღმერთები და არც სამყაროები. მსოფლიო სამარეს საიდუმლოებით მოცული სასიკვდილო დუმილის ნისლი ჩამოაწვა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:04 AM