სუბლიმინალური რეკლამა - გაფრთხილდით! |
სუბლიმინალური რეკლამა - გაფრთხილდით! |
Mar 26 2013, 08:37 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 31-March 12 Member No.: 6,772 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს ბევრს ლაპარაკობენ ე. წ. 25-ე კადრზე, ანუ სუბლიმინალურ რეკლამაზე (Subliminal message), რომელიც, როგორც ამბობენ, მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერებაზე ვიდეო კადრებში დაფარული რეკლამის ჩამონტაჟებით (25-ე კადრი). მეთოდის ავტორია ჯეიმს ვაიკერი. მიუხედავად იმისა, რომ ვაიკერმა უარყო ადამიანებზე 25-ე კადრის ზემოქმედება, მთელ რიგ ქვეყნებში ამგვარი რეკლამირება მაინც აკრძალულია. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის მხედველობას თითქოსდა შეუძლია გაარჩიოს წამში 24 კადრი (თუმცა ეს ზღვარი ეკრანზე ობიექტის მოძრაობასა და კიდეთა სიმკვეთრეზეა დამოკიდებული). ამიტომაც, ჩამონტაჟებული უცხო კადრი, რომელიც ეკრანზე 1/24 წამში ჩნდება, არ აღიქმება ცნობიერების მიერ და პირდაპირ ქვეცნობიერზე გადის. მეცნიერთა აზრით, ქვეცნობიერი ღებულობს ტვინის მიერ აღქმულ ყველა ინფორმაციას, შემდეგ კი იმ ინფორმაციის დასამუშავებლად, რომელიც აღქმული იქნება როგორც უმნიშვნელოვანესი, ირთვება ცნობიერება. ამგვარად ხარისხდება ტვინში ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც აღქმის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება აჭარბებდეს 1/25 კადრსაც კი (მაგალითად, ჩვეულებრივი სატელევიზიო რეკლამა), ამდენად "დაფარული" რეკლამა შესაძლოა ჩვეულებრივზე ნაკლებად პროდუქტიულიც კი იყოს. ზოგიერთთა აზრით 25-ე კადრი სულაც არ არის დაფარული: მაყურებლის თვალი აღიქვამს ყოველ კადრს, მაგრამ მხედველობის ინერტულობის გამო მსგავსი კადრები ერთმანეთში ირევა და ცალკეულ კადრს ადამიანის მხედველობა არ გამოჰყოფს. მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, საერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი New Scientist-ი წერდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქვეცნობიერი რეკლამა ნამდვილად მუშაობს და აქტიურ ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე. ამისთვის შეტყობინების ნაკადში (მაგ. მორბენალ სტრიქონში, ციფრებში და ა. შ.), რომელიც დროის მცირე მონაკვეთში ჩნდება ეკრანზე, "ჩაკერებული" უნდა იყოს სუბლიმინალური რეკლამა. საიტ Adverme.ru-ს ცნობით, ნიდერლანდებში, ნეიმეგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, იოჰან კარემანსის ხელმძღვანელობით ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა სუბლიმინალური რეკლამის ზემოქმედება, ოღონდ გარკვეულ პირობებში. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Experimental Social Psychology. ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ თუ ზოგიერთ შემთხვევაში სუბლიმინალური რეკლამის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის, დღეს ამგვარ მეთოდს უკვე აშკარად მიმართავენ და რეკლამასაც კი უწევენ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი რუსული საიტი გახდომის მსურველებს სთავაზობს "იმკურნალოს" 25-ე კადრის, ანუ ადამიანის დაჰიპნოზების მეთოდით (მეთოდის სახელწოდებაა Slender+). მრავალი დაინტერესებული პირი ეგება ამ აკესზე და უცხო პირებს შესაძლებლობას აძლევს ხელი აფათურონ მათ სულებში. გაფრთხილდით, გახდომის მსურველებო, წარმავალი ინტერესების გამო ნუ დაიღუპავთ მარადიულ სულს და წარწყმედის გზას ნუ შეუდგებით. ნუ დაუჯერებთ სუბლიმინალურ რეკლამებს, რაოდენ დამაჯერებლად და მაცდურადაც ჟღერდნენ ისინი. წყარო: "აპოკალიფსისი". |
|
|
Mar 26 2013, 08:58 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 813 Joined: 18-January 12 From: Mirkwood Member No.: 6,696 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
25-ე კადრის ეფექტი დიდი ხანია არსებობს და მისი გამოყენება ''აკრძალულია''
მისი ეფექტურობაც რა თქმა უნდა დადასტურებულია და ერთ-ერთი 1-ელი ექსპერიმენტი, კოკაკოლაზე ჩაატარეს. რაღაც ფილმის ჩვენება იყო და ყოველი 25-ე კადრში ჩანდა კოკაკოლა, ოღონდ ადამიანის თვალს მისი აღქმა არ შეეძლო რა თქმა უნდა და შევენებაზე მაყურებლების 90%-მა კოკაკოლა იყიდა ^^ |
|
|
Mar 26 2013, 09:04 PM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 31-March 12 Member No.: 6,772 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იხდის თუ არა ფულს პეპსი «რესპუბლიკა ბანკი»–ს რეკლამაში?
„ჯეობარის“ სპონსორების რეკლამაში „პეპსის“ და „ჯორჯია ონლაინის“ რეკლამებს შორის ძალიან სწრაფად, თვალისათვის თითქმის შეუმჩნევლად იელვებს წარწერა «ბანკი რესპუბლიკა». რომლის ხანგრძლივობაც 1/1000 წამია. შეგიძლიათ, ეს ფარული რეკლამა საკუთარი თვალით იხილოთ თანდართულ ფაილში. თუ ჩვეულებრივი მსვლელობით ყურებისას ვერ შეამჩნევთ ამ კადრს, მიმდინარე ფაილი შეაჩერეთ მეთოთხმეტე წამზე, სადაც ნათლად დააფიქსირებთ წარწერას «ბანკი რესპუბლიკა». შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს უბრალოდ შემთხვევით გაპარული შეცდომაა და არა წინასწარ დაგეგმილი ფარული რეკლამა, რადგან „ბანკმა რესპუბლიკამ“ შეცვალა ლოგო და საეჭვოა, ძველი ლოგოთი გადიოდეს მისი თუნდაც ფარული რეკლამა. თუმცა იმ მაყურებელს, რომელმაც არ იცის ბანკში განხორციელებული სიახლეების შესახებ და აქვს ძალიან დაკვირვებული თვალი, შეიძლება, ნეგატიური ეჭვი გაუჩინოს ამ ელვისებურმა, სენსაციურად ხანმოკლე რეკლამამ. გავიხსენოთ ცოტა რამ 25-ე კადრის შესახებ: 25-ე კადრი, იგივე სუბლიმინალური (ქვეცნობიერი) რეკლამა, არის ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედი რეკლამის მეთოდი. ის კადრებს შორის ჩადგმული ფარული რეკლამაა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვეულებრივ ადამიანს წამის განმავლობაში 24 კადრის აღქმის უნარი აქვს, ამიტომ კადრი, რომელსაც ოცდამეხუთე კადრად აჩვენებენ და რომელიც მხოლოდ 1/24 წამს მოიცავს, აღქმის ზღურბლს ქვემოთ არის და შესაბამისად, შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. რეალურად, ეს კადრი არ არის ფარული, ის არსებულია, მაგრამ მხედველობის ინერტულობის გამო ადამიანი ვერ გამოჰყოფს მას. ბევრ ქვეყანაში 25-ე კადრი აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ ის მკვეთრად მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე და შესაბამისად, ფსიქიკაზე. ამავე მიზეზის გამო ასეთი რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურად და მოქმედად ითვლება ერთ-ერთი მოსაზრების გამო. პირველად ამ სახის რეკლამა 1957 წელს ჯეიმს ვაიკერიმ გამოიყენა. ნიუ ჯერსის კინოთეატრში ფილმის მსვლელობისას კადრებს შორის დამატებითი პროექტორის საშუალებით დემონსტრირებული იყო „კოკა-კოლას“ და პოპკორნის სარეკლამო 25-ე კადრი. ფილმს აჩვენებდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში და მონაცემების მიხედვით „კოკა–კოლის“ გაყიდვის მოცულობა კინოთეატრის ბუფეტში 17%-ით გაიზარდა, ხოლო პოპკორნისა – 50%-ით. ამის შემდეგ ჯეიმს ვაიკერიმ დააპატენტა ეს ტექნოლოგია და სუბლიმინარული რეკლამის კომპანია გახსნა. თუმცა ამ ექპერიმენტმა გამოიწვია უამრავი ჭორი და მითი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მითი რომელიც გავრცელდა იყო, რომ 1962 წელს თავად ვაიკერიმ აღიარა, რომ 57 წლის ექპერიმენტი თავის გაყიდვების სტატისტიკის ჩათვლით იყო ხელოვნურად გაკეთებული. არსებობს მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ 25-ე კადრი მუშაობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებენ მორიგ სიახლეს «ქვეცნობიერზე მასიურად მოქმედების» შესახებ, ამ მომენტიდან დაწყებული 25-ე კადრის შინაარსს აჩვენებენ გახსნილად, კანონის დაურღვევლად, თუმცა ასეთი «რეკლამა» არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი. საქართველოში 25-ე კადრთან დაკავშირებით ვერ მოვიძიეთ იურიდიული ინფორმაცია საკანონმდებლო შეზღუდვასთან დაკავშირებით. არც იმის თქმა შეგვიძლია დაზუსტებით რამდენად მკვეთრად მოქმედებს 25-ე კადრი ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან არსებობს სრულიად ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩამოტვირთეთ სარეკლამო რგოლი |
|
|
Mar 27 2013, 12:14 AM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი, სწორედ მაგიტომ ნელა-ნელა ტელევიზორები ნაგვის ყუთში მოვისროლოთ. ჩვენთვის ყველაზე მავნე და გამოუსადეგარი ნივთი სახლში.
|
|
|
Mar 29 2013, 04:33 AM
Post
#5
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანის ქვეცნობიერზე ვერც 25-ე კადრი ახდენს ზემოქმედებას, ვერც 30-ე და ვერც 90-ე. ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს დაჯერება იმისა რომ 25-ე კადრი ახდენს მის ქვეცნობიერზე ზემოქმედებას, იგივე ეხება ჰიპნოზს, შუაზე გაიხა ესპანეთში ერთ ერთი სახელგანთქმული და "ყოვლისშემძლე" ჰიპნოზიორი მაგრამ ვერ შეძლო ჩემი დაჰიპნოზება, მრავალგზის ცდის შემდგომ დაღლილმა მკითხა, შენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ, ვერაფერს გავხდი შენთან, რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო? მე გამეღიმა და ვუპასუხე: ძალიან მარტივში, შენ აჰიპნოზებ იმათ ვისაც ჯერათ რომ დააჰიპნოზებ, ხოლო იმათ ვისაც არ ჯერათ რომ დააჰიპნოზებ ვერ დააჰიპნოზებ რამდენიც არ უნდა ეცადო და რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენო.
პ.ს იგივე ეხება ილუზიას. "თქვენ გჯერათ რომ ეს ილუზია რეალობაა და ამიტომაც არის ეს თქვენი რეალობა, თქვენ თუ არ დაიჯერებთ, რომ ეს რეალობაა დაინახავთ სინამდვილეში ობიექტურ რეალობას". -------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Mar 29 2013, 05:41 AM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Dakaray
ციტატა შუაზე გაიხა ესპანეთში ერთ ერთი სახელგანთქმული და "ყოვლისშემძლე" ჰიპნოზიორი მაგრამ ვერ შეძლო ჩემი დაჰიპნოზება, მრავალგზის ცდის შემდგომ დაღლილმა მკითხა, შენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ, ვერაფერს გავხდი შენთან, რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო? მე გამეღიმა და ვუპასუხე: ძალიან მარტივში, შენ აჰიპნოზებ იმათ ვისაც ჯერათ რომ დააჰიპნოზებ, ხოლო იმათ ვისაც არ ჯერათ რომ დააჰიპნოზებ ვერ დააჰიპნოზებ რამდენიც არ უნდა ეცადო და რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენო. არ ვიცი რამდენად ძლიერი ჰიპნოზიორია თუ ილუზიონისტია კოი, მაგრამ მეც ვერ დამაძინა. დიდი ხნის წინ იყო ბავშვობაში.... -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Mar 29 2013, 09:59 AM
Post
#7
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Dakaray
ციტატა იგივე ეხება ილუზიას. "თქვენ გჯერათ რომ ეს ილუზია რეალობაა და ამიტომაც არის ეს თქვენი რეალობა, თქვენ თუ არ დაიჯერებთ, რომ ეს რეალობაა დაინახავთ სინამდვილეში ობიექტურ რეალობას". ეს სიმართლეა
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 22 2021, 11:11 PM
Post
#8
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 24 Joined: 21-August 21 Member No.: 8,038 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი მჯერა რომ არსებობს ასეთი მავნე რამეები
ხალხი დადებილებული დადის |
|
|
Oct 23 2021, 12:49 AM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პუტინის რუსეთი და ივანიშვილის ოცნება ამ სისტემას ალბათ მარტო იმიტომომ არ იყენებს რომ ადვილად შეიძლება ამის გამოაშკარავება, პაუზას რომ დააჭერ ტვ-ში შეიძლება იმ 25 კადრს დაემთხვას. თორე არც რუსეთი არც ოცნება ესეთ სიბინძურეზე უარს არ იტყოდა. ჯერ ბოტების ქარხანა რად ღირს. დღეს ალბათ სხვა ხერხებს იყენებენ უფრო დახვეწილს რომ არჩევნები მოიგონ და სააკაშვილისადმი ზიზღი დათესონ. და ეს მეთოდები აშკარად კარგად მუშაობს.
სხვათაშორის ადრე იყვენენ ჩამოსულები ყოფილი რუსეთის სპეც სამსახურების თანამშრომლები, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის სპეციალისტები იყვნენ და ლექციებს ატარებდნენ სადაც ძირითადათ სარეკლამო აგენტები დადიოდნენ და სწავლობდნენ როგორ გაეყიდათ საქონელი. -------------------- |
|
|
Oct 23 2021, 01:51 PM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Oct 23 2021, 06:06 PM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- |
|
|
Oct 24 2021, 04:15 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Oct 25 2021, 11:13 AM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 02:55 PM |