IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> Secret (ქართულად)
giorgi.milani
post Oct 6 2014, 10:20 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას ფიქრობთ ამ დოკუმენტურ ფილმზე?
აქ არის ერთ ქალზე ისტორია, რომელსაც კიბო დაუდგინეს.
ხოლო მან გადაწყვიტა დაეჯერებინა თავისი თავი, რომ განიკურნა.
ყოველდღე უყურებდა კომედიურ ფილმებს, ღმერთს მადლობას უხდიდა განკურნებისთვის.
და მართლა განიკურნაო.
ასევე არის ისტორია მილიონერზე.
მოკლედ უყურეთ ფილმს და დაწერეთ თქვენი აზრი , რას ფიქრობთ და თუ გამოგიყენებიათ ცხოვრებაში მიზიდულობის ძალა smile.gif

ფილმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Oct 11 2014, 10:05 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=106
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nini C
post Oct 14 2014, 04:07 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ. რაც აქ უნდა დავწერო არანაირ კავშირში არ არის ამ თემასთან თუმცა ვფიქრობ ალბათ შეძლებთ ჩემს დახმარებას.
რაც შეეხება ჩემს შეკითხვებს. მაინტერესებს ვინ რა იიცით ბიო ენერგეტიკაზე.
ასევე რას ნიშნავს ის რომ გრდზნობ სისხლის მოძრაობას შენს ვენებში.
რასაც გავიფიქრებ ის აუცილებლად მიხდება.
კიდევ როცა ადამიანი რაგაცას მიყვება ან მიხსნის ვიცი ის ტყუილია თუ სიმართლე იმის მიუხედავად თუ რაოდენ მსახიობობს რომ ტყუილი არ შეემჩნეს.
ასევე რაღაც ტალღების შეგრძნება ხელებში რომელიც ვცადე თვითონ დამედგინა რა არის. ბევრი მეუბნება რომ ეს არის ბიოდენები. რომლებსაც შესწავლა სჭირდება. რადგან ჯერ ჯერობით ვერ ვიპოვე ადამიანი ვინც ამ ყველაფრის გარკვევაში დამეხმარებოდა გადავწყვიტე თვითონ ჩამეტარებინა ექსპერიმენტები ჩემს შესაძლებლობებზე.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ წინა ზაფხულ გავიცანიი ერთი ქალი. რომელმაც ათასი სისულელეები მომიყვა რომლებიც სასაცილოდაც არ მყოფნიდა.(საზღვარგარეთ ვცხოვრობ) და ის მიმტკიცებდა რომ მას ბევრი რამ შეეძლო. ბევრი რამ მართლაც ცოტა შელამაზებულად და ზედმეტად ფანტასტიკურ სტილში მომიყვა. რამაც ძალიან დამაეჭვა და გადავწყვიტე შემემოწმებინა. იმის მიუხედავად რომ მან თავიდანვე გამაფრთხილა რომ არ უყვარდა როცა ამოწმებდნენ. ყველაფერი ასე დაიწყო. ის მეუბნებოდა ყოველ დგე თუ რა მოხდებოდა ახლო მომავალსჰი ოღონდ არასდროს არ მიყვებოდა ზუსტ ფრაგმენტებს. უბრალოდ მინისჰნებებს მაძლევდა. მაგ: ხვალ ეს მოხდება და ადამიანების სახელებს მეუბნებოდა რაც ყოველთვის მიხდებოდა. მერე დავფიქრდი თვითონ ხომ არ ეუბნებოდა მათ რა უნდა ეთქვათ ჩემთვის რომ მისი ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველება გამართლებულიყო. და დიდი ხნის მანძილზე არ მჯეროდა. მერე ცოტა დავახლოვდით და ჩემთან სახლში ყავაზე დავპატიჯე. თან კიდევ რაღაცებს მომიყვება თქო ვიფიქრე. ბავშვობიდან მაინტერესებდა ამოუცნობი ფაქტები. მუდმივად ვკითხულობდი ადრეული ასაკიდან შეუცნობელ თემებს და ასე ვთქვათ ცრუ რწმენაზე დაწერილ სტატიებს. მოკლედ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან რომ რაიმე უცნაურზე მომეპოვებინა ინფორმაცია.
მოკლედ ამოვიდა ეს ქალი ჩემთან. ყავას ვსვავდით და მოულოდნელად ჩამოკიდებული უზარმაზარი სარკე ჩამოვარდა და გატყდა. სარკე რომელიც წლების მანძილძე იქ ეკიდა. ვცდილკობდი ყველანაირი ცრუ ფაქტი გამომერიცხა და უბრალოდ დამთხვევად ჩამეთვალა და ეჭვის თვალით შემეხედა რათა რამეში არ მოვტყუებულიყავი. ის მოულოდნელად წამოხტა სავარძლიდან და დამტვრეული სარკის ნატეხების შეგროვებას და ერთად თავმოყრას შეუდგა. მერე დამიყვირა მალე ერთი ჭიქა წყალი მომიტანეო. მისი ასეთი საქციელით შეშინებულმა ხმის ამოუგებლად წამებში მივუტანე წყალი. ის რაგაც ენაზე რაღაცებს წარმოთქვამდა. მერე ამომხედა რაგაცნაირი თვალებით და მითხრა. გარეთ არ გახვიდე ხვალ. ან თუ გახვალ გზაზე ძალიან ფრთხილად იყავი მანქანის საბურავების წივილის ხმა ჩამესმისო. მოკლედ მეორე დღეს სამსახურიდან სახლში მივდივარ. და უცბად ეს ქალი მომიახლოვდა და მითხრა. წამოდი შენთან ყავა დავლიოთ საქმე მაქვს თან რაღაცებში უნდა გაგარკვიო ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლიო. თან ისე იქცეოდა ჩემთან თითქოს წლების მანძილზე ვიცნობდი. მოკლედ სახლისკენ მივდივართ. ის ის არის სახლს მივუახლოვდი და მისი სიტყვები გამახსენდა ფრთხილად იყავიო. და გულში გამეცინა აი ამ დღემაც ასე ჩაიარა უკვე სახლთან ვარ აწი რაღა უნდა მოხდეს . რა მაგარი აფერისტია ეს ქალი თქო.. რომ მოსახვევიდან მანქანა ამოვარდა. და ჩემს წინ მდგარ მანქანას შეეჯახა. დაახლოებით 5 მეტრის მანძილზე. და ის დრო როდესაც ეს ქალი შემხვდა და მის მოახლოებას 3 თუ 4 წამით ველოდებოდი ზუსტად საკმარისი იქნებოდა იმ 5 მეტრის გასავლელად რომ იმ მანქანის ადგილას აგმოვჩენილიყავი. იმ ღამით არაფერზე არ მიფიქრია. ფიქრის თავიც არ მკონდა არ ვიცოდი რაზე მეფიქრა. არასწორ პასუხებამდე მისვლის საშიშროება რომ თავიდან ამეცილება დაძინება და არაფერზე ფიქრი მერჩივნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nini C
post Oct 14 2014, 04:19 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეორე დღეს კვლავ შემხვდა ეს ქალი. და მითხრა მე ხომ გაფრთხილებდიო. შენ კი არასდროს არ მისმენ შენო. მე შენი დახმარება მინდა შენ კი ცდილობ ყველაფერს რაღაც უარყოფითი მოუძებდო რათა არ დაიჯერო და ჩემში ეჭვი შეიტანოვო. გაონებული ვუყურებდი. ზუსტად იმას მეუბნებოდა რასაც ვფიქრობდი. ვიფიქრებდი რომ ვინმეს მოვუყევი და მან ჩამიშვა თქო მაგრამ ამ თემაზე არავისთან მომიყოლია არაFერი. ჩემი და იმ ქალის გარდა არავინა რაფერი არ იცოდა. მას მერე თითქმის ყოველ დღე ჩემთან ამოდიოდა. ათას რამეებს მიყვებოდა. მეუბნებოდა რომ რეინკარნაციის უნდა დამეჯერებინა და ცდილობდა გამეხსენებინა ჩემი ბავშვობა და მას მერე წინა ცხოვრებებიც. ის მინიშნებებს მაძლევდა და მეუბნებოდა რომ წინა ცხოვრებაში მიცნობდა. და მიმტკიცებდა რომ მონათესავე სულები ვართო და წინა ცხოვრებაში ძალიან ახლო ადამიანები ვიყავითო. და მინდა გამიხსენოვო. სული თუ სულს წინა ცხოვრებაში შეხვედრია ის აუცილებლად იცნობს მას შემდგომ ცხოვრებაში თუ კი მან წინა ცხოვრების დეტალები და ადამიანები გაიხსენა ის სულებსაც იცნობსო. ცდილობდა გაეხსენებინა სად ვცხოვრობდი რა მერქვა. რაღაც დეტალებს თვითონ მეუბნებოდა რის შემდეგაც მე უნდა დავფიქრებულიყავი ამ დეტალებზე და გამოსახულება შემედგინა. მაგალითად მიყვებოდა როგორ გამოიყურებოდა ჩემი ოთახი წინა ცხოვრებაში. მაგალითად კედლის ფერს და ერთი ორ დეეკორაციას მეუბნებოდა რომ აგმედგინა ჩემი ოთახის სრული სურატი. მითხრა მერე რომ წინა ცხოვრებაში დაგკარგეო. და არ მინდა ამ ცხოვრებაშიც ასე განმეორდეს ამიტომ მინდა რომ ყველაფერი გაგახსენოვო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nini C
post Oct 14 2014, 05:14 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ მიტხრა რომ სულებს ვხედავ. შემიძლია მათთან საუბარიო. ისიც მიტხრა რომელ დღეს დაიღუპა ბაბუაჩემი და რა ვერ მოვასწარი რომ მისტვის მეტქვა. შემდეგ კი მიტხრა რომ ბიოენერგეტიკა გამაჩნია და შემიძლია ადამიანს ტკივილი მოვუხსნა. დავეხმარო ადამიანს ავადმყოფობის გადატანაშიო. ან საერტოდაც განვკურნო დაავადებისგანო. აბა რაიმე მაჩვენე როგორ აკეთებ ამ ყველაფერს ტქო. მაგ დროს კბილი მტკიოდა. და თვითონვე მითხრა. მოდი ეხლა კბილი რო გტკიიივა მაგას მივხედოთო. დამადო ლოყაზე ხელი და დაახლოებით 7-8 წამში გამიარა. ადამიანების აზრებსაც ვკითხულობო .
ასე გადიოდა დღეები და ათასი რამე მომიყვა და მანახა. ბოლოს კი ერთ დღეს მოვიდა და მითხრა. სამშობლოში ვბრუნდები აღარ ვიცი როდის დავბრუნდები და შენთან ერთი სათხოვარი მაქვს და შეგიძლია დამეხმაროვო. კი რა თქმა უნდა თქო. მაშინ მითხრა. ჩემს სახელს გონებაში რამდენჯერმე თუ გაიმეორებ.. შეეცადე ჩემი სახე აღადგინო მეხსიერებაში და შეეცადე გონებით დამიკავშირდე. თავიდან შეიძლება არ გამოგივიდეს მაგრამ ივარჯიშე და შემდეგ თუ რანე შეკითხვები გაგიჩნდება შორიდანაც შევძლებ შენს დახმარებასო. კაი თქო ვუთხარი. თუ მოინდომებ იმდენსაც მიაღწევ რომ ფიქრის დროს დამინახო კიდეც სად ვიმყოფებიო. დავთანხმდი. უცბად მაგრად მომკიდა ხელი ხა მისი ხელის გულები ჩემს ხელის გულებს მოუჭირა. ხელი ვერ გავაშვებინე ძაან ძლიერად მიჭერდა. ესე ვიდექით ხელჩაჭიდებულები დაახლოებით 30-40 წამი. მერე გამიშვა ხელი. და დზილინებისაო მითხრა და წავიდა. მეორე დღეს მოვიდა და ჩამეხუტა დღეს მივდივარო. და ასე წავიდა. მისი წასვლის მერე ხელებმა დამიწყო ტკივილი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nini C
post Oct 14 2014, 05:34 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დროთაგანმავლობაში ღამით ხელების ტკივილი მაღვიძებდა. რამოდენიმე თვეში უცხო ნომრიდან დამირეკა და მითხრა მაპატიე საქმეები მქონდა და აქამდე ვერ დაგირეკეო. როგორ ხარო. მე მოვუყევი რაც მჭირდა. და მან მითხრა რომ მე შენ ბიოდენების საკმარისი მარაგი გადმოგეცი ახლა მათი გაზრდა და შესწავლა შენზეა დამოკიდებული თუმცა იცოდე რომ არავისზე ცუდად არ გამოიყენოვო. მას შემდეგ აგერ უკვე 2 წელი გავიდა და სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი გავიგე. თავიდან გაოცებული ვეძებდი და ვკითხულობდი ინტერნეტში ყველანაირ სტატიებს სათაურით ბიოენერგეტიკა. მერე ისევ სამსახურს დავუბრუნდი და ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დაბრუნდა. ის ქალიც აღარ ჩანს აღარც დაურეკავს მას მერე. მაგრამ ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო ტკივილები ხელებში. ოღონდ ახლა ამ ყველაფერს ის დაემატა რომ ვენებში სისხლის მოძრაობას ვგრძნობ. მერე უკვე ჩემით დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება თავიდან საკუთარ თავზე მერე ნაცნობებზე. მოკლედ ერთი მეზობელი მყავს. მაგ დროს ენერგიის ველის გაძლიერება მინდოდა და საათობით ვვარჯიშობდი ყოველ დღე ჩემს თავთან. მეზობელი იყო ჩემთან და მიხთრა რომ რაღაც ჭამა და ახლა კუჭი სტკივა.მგონი მოიწაამლასავით. მე ვუთხარი მოდი უბრალოდ თვალები დახუჭე და რაც არ უნდა მოხდეს არც ხმა არ ამოიღო და არც თვალები არ გაახილო თქო და დამთანხმდა. ასე წამოვაწვინე. ვცდილობდი კონცენტრაცია მხოლოდ მის კუჭზე მომეხდინა და მეც თვალები დავხუჭე. საბოლოოდ კუჭი დავინახე დახუჭულ თვალებით. ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ძალა იყო რაც კონცენტრაციაში მაშინ დამეხმარა. შემდეგ დავინახე წითლად კუჭის ის ნაწილი სადაც სტკიოდა. ამ დროს ხელებში ისევ ტკივილი ვიგრძენი და ბიო ტალღების დაგვარი რაღაც და ის ქალი გამახსენდა კბილი რო მომირჩინა. ოღონდ მე ხელის შეეუხებლად თუმცა სხეეულთან საკმაოდ ახლო მანძილე დავიჭირე ხელები მის კუჭთან. და ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ ეს წითელი რაღაცები. მერე ნელ ნელა ზევით წამოვიყვანე და საბოლოოდ ამ ქალს გული აერია. შემდეგ კი მითხრა სანამ გული ამერეოდა ჯერ ვიგრძენი როგორ მითბებოდა მუცელიო და შემდეგ სხეულში რაღაცები დამდიოდნენო. როგორც მერე მომიყვა ეს რაღაცები ზუსტად ისეთი მოძრაობით მოძრაობდნენ მასში როგორც მე ვამოძრავებდი ხელს. მას შემდეგ ეგ აღარ მიცდია. მითხარით. ახლა და დამეხმარეთ ვისაც რამით შეგიძლიათ. თითოეული თქვენგანის აზრი შეიძლება ძალზედ დამეხმაროს. ესაც ილუზიას მივაწერო თუ აქვს ამასაც რაიმე ახსნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Oct 17 2014, 02:12 AM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას ნიშნავს ილუზიას უნდა მიაწერო? რაგინდა რო მიაწერო?ან თუგინდა რო მიაწერო რისი მიწერა გინდა ))))))
აბსოლიტურად ყველაფერი შენს ხელშია ირიბი და პირდაპირი მნიშვნელობითაც. ნიჭი და ძალა უჩუქებია იმქალს და გამოიყენე. ყველას არაქვს ამის არც შესაძლებლობა და არც ხვედრიაქვს ასეთი.
შეეშვი ბრძოლას და მიიღე ახალი ფორმის საკუთარი მე.ამაზე სწორს ვერაფერს უზამ შენს თავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 18 2014, 06:12 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე პირადად მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი თბილისში, ვინც რეალურად ერკვევა და მუშაობს ნატიფ ენერგიებთან.
შემიძლია ფეისბუქზე მიგასწავლო, მაგრამ მანამდე ასაკი მაინტერესებს შენი smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 18 2014, 08:44 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Nini C
რა საინტერესო ქალი გაგიცნია...
სადა ხარ, რომელ ქვეყანაში? ის ქალი ქართველი იყო თუ სხვა ქვეყნიდან?
Nini C
შენ გაქვს ნიჭი იმუშავო შენს ბიოენერგიაზე.
შენ ხომ არჩევ და ხედავ ადამინებს როდის გატყუებენ, იმ ქალის საუბრებზე რატომ შეგეპარა ეჭვი? რას ამბობდა შენი გული?
შენ რაც გააკეთე და დაინახე კუჭი, ეგეც მესამე თვალის ნაწილობრივ ახელვაზე მიუთითებს და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი უმთავრესია რომ კარგად დაეუფლო ექსტრასენსობას, თუ რათქმაუნდა შენ ამისი სურვილი გაქვს.
ერთი რამე მინდა გითხრა ასევე,– რომ ბიოენერგია მარტო ადამიანთა სამკურნალოდ არ გამოიყენება, ის შეიძლება გამოყენებული იყოს უამრავ სხვა სფეროში, მთავარი ისაა შენ იცოდე რა გინდა, რა გინდა რომ გააკეთო?
ბიოენერგიის მხოლოდ სამკურნალოდ გამოყენება ეს აქამდე არსებული კლასიკური ცოდნაა, ეს სფერო უფრო დიდია და მალე მომავალი დაგვანახებს თუ რამდენად დიდია ადამიანის შესაძლებლობა და მართლაც მას შეუძლია მთაც კი გადადგას.
საქმე ისაა იპოვო შენ შენი გზა... მეორე მთავარია არ აჩქარდე და არ გააკეთო არანაირი მკურნალობის მცდელობა, სანამ არ შეისწავლი ამ საკითხებს, რადგან როგორც შეგიძლია უმკურნალო, ასევე შეიძლება ზიანი მიაყენო უნებურად. ეს საკითხი ცოდნას მოითხოვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
merlinm
post Oct 18 2014, 11:37 PM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უბრალოდ აზრები...

1. მკურნალობასა და თვითმკურნალობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა - პირველი ბევრად უფრო რთულია, პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს

2. თუნდაც არანაირ ეზოთერულ/მაგიურ/ბიოენერგეტიკულ უნარებს არ ფლობდეთ, შეეცადეთ მინიმუმ ერთი საათი მაინც გაუნძრევლად იწვეთ და აზრის კონცენტრაცია სხეულის მტკივნეულ/დაზიანებულ/დაავადებულ უბანზე მოახდინოთ. შედეგი რბილად რომ ვთქვათ, გაგაოცებთ. შეკითხვა: "რამდენად რეალურია ადამიანის შინაგანი შესაძლებლობები?", თავისთავად გაქრება.

წარმატებები smile.gif


--------------------
Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 21 2014, 06:00 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა კარგია ქართულად რომ გაახმოვანეს
rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
#####
post Oct 25 2014, 04:24 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 367
Joined: 11-November 12
Member No.: 6,924

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Nini C
ნეტა შემეძლოს მეც ასე. პირველ რიგში ჩემს თავში ვიმუშავებდი ადამიანების განკურნების მიმ ართულებით. და მერეწ მივხედავდი სხვა უნარებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Altariel
post Oct 27 2014, 01:03 PM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 30
Joined: 27-October 14
From: Milkyway
Member No.: 7,338

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Nini C @ Oct 14 2014, 05:34 PM) *
დროთაგანმავლობაში ღამით ხელების ტკივილი მაღვიძებდა. რამოდენიმე თვეში უცხო ნომრიდან დამირეკა და მითხრა მაპატიე საქმეები მქონდა და აქამდე ვერ დაგირეკეო. როგორ ხარო. მე მოვუყევი რაც მჭირდა. და მან მითხრა რომ მე შენ ბიოდენების საკმარისი მარაგი გადმოგეცი ახლა მათი გაზრდა და შესწავლა შენზეა დამოკიდებული თუმცა იცოდე რომ არავისზე ცუდად არ გამოიყენოვო. მას შემდეგ აგერ უკვე 2 წელი გავიდა და სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი გავიგე. თავიდან გაოცებული ვეძებდი და ვკითხულობდი ინტერნეტში ყველანაირ სტატიებს სათაურით ბიოენერგეტიკა. მერე ისევ სამსახურს დავუბრუნდი და ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დაბრუნდა. ის ქალიც აღარ ჩანს აღარც დაურეკავს მას მერე. მაგრამ ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო ტკივილები ხელებში. ოღონდ ახლა ამ ყველაფერს ის დაემატა რომ ვენებში სისხლის მოძრაობას ვგრძნობ. მერე უკვე ჩემით დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება თავიდან საკუთარ თავზე მერე ნაცნობებზე. მოკლედ ერთი მეზობელი მყავს. მაგ დროს ენერგიის ველის გაძლიერება მინდოდა და საათობით ვვარჯიშობდი ყოველ დღე ჩემს თავთან. მეზობელი იყო ჩემთან და მიხთრა რომ რაღაც ჭამა და ახლა კუჭი სტკივა.მგონი მოიწაამლასავით. მე ვუთხარი მოდი უბრალოდ თვალები დახუჭე და რაც არ უნდა მოხდეს არც ხმა არ ამოიღო და არც თვალები არ გაახილო თქო და დამთანხმდა. ასე წამოვაწვინე. ვცდილობდი კონცენტრაცია მხოლოდ მის კუჭზე მომეხდინა და მეც თვალები დავხუჭე. საბოლოოდ კუჭი დავინახე დახუჭულ თვალებით. ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ძალა იყო რაც კონცენტრაციაში მაშინ დამეხმარა. შემდეგ დავინახე წითლად კუჭის ის ნაწილი სადაც სტკიოდა. ამ დროს ხელებში ისევ ტკივილი ვიგრძენი და ბიო ტალღების დაგვარი რაღაც და ის ქალი გამახსენდა კბილი რო მომირჩინა. ოღონდ მე ხელის შეეუხებლად თუმცა სხეეულთან საკმაოდ ახლო მანძილე დავიჭირე ხელები მის კუჭთან. და ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ ეს წითელი რაღაცები. მერე ნელ ნელა ზევით წამოვიყვანე და საბოლოოდ ამ ქალს გული აერია. შემდეგ კი მითხრა სანამ გული ამერეოდა ჯერ ვიგრძენი როგორ მითბებოდა მუცელიო და შემდეგ სხეულში რაღაცები დამდიოდნენო. როგორც მერე მომიყვა ეს რაღაცები ზუსტად ისეთი მოძრაობით მოძრაობდნენ მასში როგორც მე ვამოძრავებდი ხელს. მას შემდეგ ეგ აღარ მიცდია. მითხარით. ახლა და დამეხმარეთ ვისაც რამით შეგიძლიათ. თითოეული თქვენგანის აზრი შეიძლება ძალზედ დამეხმაროს. ესაც ილუზიას მივაწერო თუ აქვს ამასაც რაიმე ახსნა.



შენს ადგილას იმ ქალს მოვძებნიდი სადაც არ უნდა იყოს smile.gif)) ან დაუკავშირდი და თხოვე იქნებ ვინმესთან მიგასწავლოს. მეტი რაღა უნდა ეთქვა, იფიქრე ჩემზე და წარმომიდგინეო - ტელეპათიურად დაგიკავშირდება დაუკავშირდები, გქონია ამხელა უნარი და ჯერა იმ ქალს რომ გაქვს ამის უნარი. ტყუილად ნუ დაიტვირთავ თავს სტატიების კითხვით smile.gif ეცადე გაიხსენო ყველაფერი რაც გითხრა და აკეთო :*
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nini C
post Nov 4 2014, 07:09 PM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაöარჯობაt... მადლობა ყვeლას გამოხმაüრeბისtვის.. 20 წლის ვარ. კი ის ქალიც ქარtვeლი იყო..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nini C
post Nov 4 2014, 07:21 PM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ Oct 18 2014, 09:44 PM) *
Nini C
რა საინტერესო ქალი გაგიცნია...
სადა ხარ, რომელ ქვეყანაში? ის ქალი ქართველი იყო თუ სხვა ქვეყნიდან?
Nini C
შენ გაქვს ნიჭი იმუშავო შენს ბიოენერგიაზე.
შენ ხომ არჩევ და ხედავ ადამინებს როდის გატყუებენ, იმ ქალის საუბრებზე რატომ შეგეპარა ეჭვი? რას ამბობდა შენი გული?
შენ რაც გააკეთე და დაინახე კუჭი, ეგეც მესამე თვალის ნაწილობრივ ახელვაზე მიუთითებს და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი უმთავრესია რომ კარგად დაეუფლო ექსტრასენსობას, თუ რათქმაუნდა შენ ამისი სურვილი გაქვს.
ერთი რამე მინდა გითხრა ასევე,– რომ ბიოენერგია მარტო ადამიანთა სამკურნალოდ არ გამოიყენება, ის შეიძლება გამოყენებული იყოს უამრავ სხვა სფეროში, მთავარი ისაა შენ იცოდე რა გინდა, რა გინდა რომ გააკეთო?
ბიოენერგიის მხოლოდ სამკურნალოდ გამოყენება ეს აქამდე არსებული კლასიკური ცოდნაა, ეს სფერო უფრო დიდია და მალე მომავალი დაგვანახებს თუ რამდენად დიდია ადამიანის შესაძლებლობა და მართლაც მას შეუძლია მთაც კი გადადგას.
საქმე ისაა იპოვო შენ შენი გზა... მეორე მთავარია არ აჩქარდე და არ გააკეთო არანაირი მკურნალობის მცდელობა, სანამ არ შეისწავლი ამ საკითხებს, რადგან როგორც შეგიძლია უმკურნალო, ასევე შეიძლება ზიანი მიაყენო უნებურად. ეს საკითხი ცოდნას მოითხოვს.

eჭვი იმიtომ მeპარeბოდა რომ აქამდe არ მქონია არანაირი შeხeბა ამ teმeბtან და üცნაüრად მeჩვeნeბოდა ყვeლაფeრი..
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 15 2017, 08:01 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



giorgi.milani
QUOTE(wox1997 @ 6th October 2014 - 11:20 PM) *
რას ფიქრობთ და თუ გამოგიყენებიათ ცხოვრებაში მიზიდულობის ძალა

მუშაობს ნამდვილად მუშაობს.
შენი ახალი თემის მერე მინდა კიდევ ერთხელ დაგიწერო, რადგან შენს „სიყვარულის“ თემაში მე გითხარი, რომ უნდა დააკვირდე შენს გრძნობებს. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, უნდა დააკვირდე შენს გრძნობებს. გრძნობები არ უნდა იყოს უარყოფითი. არ უნდა გეშინოდეს, არ უნდა გძულდეს, და რა ჩამოთვლის... დააკვირდი შენს გრძნობებს, შეცვალე ისინი და მერე თავისით მოვა შენთან ის რაც გინდა. მე ხშირად გამიკეთებია და გამომიცდია და მუშაობს! ესაა მიზიდულობის კანონი, რაც სიქრეტშია აღწერილი. გრძნობების დონეზე მსგავსი მსგავს იზიდავს(მხოლოდ გრძნობების დონეზე). თუ შენს გრძნობებს წარმოქმნი ისე, რომ იგრძნო სიყვარული, სიხარული, ბედნიერება... მეტი არაფერი გინდა, არანაირი მაგია არ გინდა. მხოლოდ მართე შენი გრძნობები.
ეს ახალი გზაა ჩვენი, ადამიანების. მე ასე არა ვარ გაზრდილი და უკვე 48 წლის ვარ. ეს მეთოდი რამდენიმე წლის წინ გავიგე. ახლა ვსწავლობ ვმართო ჩემი გრძნობები, რომლებიც მთელი ჩემი სიცოცხლე მმართავდნენ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა და წარმოუდგენელი მიღწევები მაქვს ყველაფერში.
მთელი ფილმი სიქრეტი და რონდა მპერნის ყველა წიგნი ერთ მთავარ ფორმულამდე დაიყვანება,–„მართე შენი გრძნობები“.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Dec 28 2017, 01:33 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Nini C
არ გეწყინოს მაგრამ მაგარი შავი მაგიის სუნი მცემს =)) არაა სუფთა მანდ რაღაც ჯერ ეს ერთი არ ჩანს სისტემა რითიც ეგ ქალი ესე ძლიერი გახდა ანუ რითი იყო დაკავებული რა სისტემებით იოგით თეთრი მაგიით თუ სხვა მერე ტელეპატიის ნიჭი აქვს ანუ ტიპშა მაგარ სერიოზულ ლვლზეა. ეგეთი რაღაც მარტო ლობსანგ რამპასთან წამიკითხავს ეგეც ტიბეტელი ლამები აკეთებდნენ მაგას ლამა კიდე როგორც აქ მეუფე ეგრეა ანუ ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირი მერე ნახე ეს ქალი რომ გაეძრო ეგრევე შენი სარკე გატყდა მე მგონია რომ ნეგატიურ ენერგიას ვერ გაუძლო და სარკე რო ტყდება პორტალი ჩნდება და შელოცვა მაგისთვის უნდოდა რო დაეკეტა მერე ნახე რეინკარნაციის მარტო თეთრებს არ ჯერავს რეინკარნაცია არსებობს და არის კანონი რომელსაც ყველა ექვემდებარება შავებიც და თეთრებიც. მე ვფიქრობ რო ამ ქალს უნდოდა შენთვის ძალის გადმოცემა შეიძლება პატარა ჭინკაც გადმოგცა =)) არანაირი თეთრი მაგი არ მოვა და შენ ძალებს ესე არ გადმოგცემს თუ შენი გურუ არ იქნა კანფეტებივით ძალებს სინათლის ძალის წარმომადგენლები არ არიგებენ უნდა გამოიმუშაო და ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყო აი შავი მაგები არიგებენ ეგრე ჭინკებს და დემონებს ლიჟბი მოიშორონ განსაკუთრებით თუ კვდებიან ან აღარ უნდათ იმ დემონთან მუშაობა და მორიგებულები არიან რომ სხვას გადასცეს აბა იმას სხეული ხომ უნდა? ავარიას რაც შეეხება ეგეთ ადამიანს უკვე დროზე და სივრცეზეც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა და ავარიის მოწყობა ადვილად შეეძლო =)) შეიძლება ეს ჩემი ვარაუდები არასწორია მაგრამ მე მაინც ვიხრები რომ ესეა რატომღაც ხალხს გონია შავი მაგი ისეთი უნდა იყოს რომ ეტყობა ან ხალხს უნდა იღებდეს ხალხს იღებენ ვიღაც დაბალი რანგის შავი მაგები ვითომ შავი მაგები ნამდვილი შავი მაგები ალბათ არც გვინახავს და არც ვიცით თუ არსებობენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 19 2018, 12:07 AM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(starscream @ 28th December 2017 - 01:33 PM) *
ამ დროს ხელებში ისევ ტკივილი ვიგრძენი და ბიო ტალღების დაგვარი რაღაც და ის ქალი გამახსენდა კბილი რო მომირჩინა. ოღონდ მე ხელის შეეუხებლად თუმცა სხეეულთან საკმაოდ ახლო მანძილე დავიჭირე ხელები მის კუჭთან. და ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ ეს წითელი რაღაცები. მერე ნელ ნელა ზევით წამოვიყვანე და საბოლოოდ ამ ქალს გული აერია. შემდეგ კი მითხრა სანამ გული ამერეოდა ჯერ ვიგრძენი როგორ მითბებოდა მუცელიო და შემდეგ სხეულში რაღაცები დამდიოდნენო. როგორც მერე მომიყვა ეს რაღაცები ზუსტად ისეთი მოძრაობით მოძრაობდნენ მასში როგორც მე ვამოძრავებდი ხელს.

მსგავსი პროცედურით გამიწმინდეს ჩაკრა
მითხრეს, რომ შეგრძნება უნდა მქონოდა, თითქოს მუცელში რაღაც მოძრაობდა, მერე ზემოთ ამოვიდოდა, მერ ცუდად გავხდებოდი (მარა არაფერი მიგრძნია)
თვითონ კი დაიღალა და იმედია გაწმინდა რამე ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 19 2018, 07:39 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 19th January 2018 - 01:07 AM) *
იმედია გაწმინდა რამე ;დ

biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 19 2018, 12:44 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არადა სულ არ არის სასაცილო ხალხი არაა მზად მასიურად სულიერად ასეთი ზემოქმედებისთვის ასეთ დროს ყოველთვის უნდა მიყვე ლოგიკას და მიზეზ-შედოგობრიობას ყველა ადამიანი ვინც იძახის რომ აი მე შენ ვიბრაციებს ან ენერგიას ან რაღაც სისულელეს გადმოგცემ შენ უნდა გამოიყენო და ასე შემდეგ ან არის მატყუარაა ან იყენებს შავი მაგიას არ არის ღმეთისგან მეორე ადამიანი თუ გირჩევს შენ თავზე იმუშაო და სავარჯიშოები აკეთო რომ უკეთესი გახდე ის ადამიანი არის კარგი ელემენტაალური ლოგიკაა თორე მასე ადგებოდა ქრისტე,ბუდდა,კრიშნა, კიდე ათასი წმინდა ადამიანი და იტყოდა აი მე გადმოგცემთ მთელ დედამიწას ჩემ ენერგიას და აბა ჰე მე წავედი და აბა თქვენ იცით =))
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:16 PM