IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კაჰუნების საიდუმლო ცოდნა
Atm@n
post Feb 7 2013, 09:40 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი შამანების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...





ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები)

(ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი)

"ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს."

ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს.
სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის.

უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

"კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში.

არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში.
აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა.

ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა.

მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც.

თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atm@n   კაჰუნების საიდუმლო ცოდნა   Feb 7 2013, 09:40 AM
Atm@n   არიან რა ძალიან გუ...   Feb 7 2013, 10:40 AM
sentimennte   Bevri ragaceebi momewona :)   Feb 7 2013, 12:49 PM
Atm@n   sentimennte სხვაგან არ მო...   Feb 7 2013, 01:15 PM
sentimennte   Atm@n ras izav shemogevle :))) xalxni vaart da, a...   Feb 7 2013, 01:28 PM
teepurple   მეც ბევრი რამ მომე...   Feb 7 2013, 01:29 PM
Atm@n   teepurple მაცადე, ჯერ ახ...   Feb 7 2013, 01:30 PM
teepurple   teepurple მაცადე, ჯერ ახ...   Feb 7 2013, 01:35 PM
Atm@n   sentimennte ras izav shemogevle )) xalxni vaart d...   Feb 7 2013, 01:32 PM
sentimennte   Atm@n msoplio religiebshic rom dawere da calke te...   Feb 7 2013, 01:56 PM
sentimennte   Kahunebistvis gmerti rogoria eg mainteresebs :) da...   Feb 7 2013, 01:57 PM
Atm@n   anu imis tqma mindoda rom amattvis gmerti erti ars...   Feb 7 2013, 02:21 PM
sentimennte   Atm@n aha, gasagebia, spasiba, ise ki saintereso...   Feb 7 2013, 02:29 PM
Atm@n   sentimennte ჯეკ ბეღურამ მ...   Feb 7 2013, 02:54 PM
sentimennte   Atm@n ui shen ra gitxari :D :kiss1: aa mec ara v...   Feb 7 2013, 03:48 PM
Atm@n   მოდერატორს ვთხოვ თ...   Feb 7 2013, 06:43 PM
sentimennte   Atm@n yochag mtargmnels :))   Feb 7 2013, 07:21 PM
Atm@n   დაახლოებით ისე, რო...   Feb 7 2013, 08:33 PM
sentimennte   Atm@n neta qristes rogor miigebdnen? :) ra kai ti...   Feb 7 2013, 09:05 PM
earth   ერთადერთი ცოდვა, კ...   Feb 7 2013, 11:17 PM
Existence   Atm@n ჯიგარი ხარ რო არ...   Feb 8 2013, 12:14 AM
sentimennte   Existence martla sainteresoa :)   Feb 8 2013, 12:59 AM
Atm@n   კანე, უმაღლესი "მ...   Feb 8 2013, 06:39 AM
Atm@n   ლონო, ანუ შუა "მე...   Feb 8 2013, 09:50 AM
Atm@n   კუ, დაბალი "მე" დ...   Feb 8 2013, 07:00 PM
kate   Atm@n ძალიან კარგი და...   Feb 8 2013, 07:07 PM
Atm@n   kate ამერიკაში არიან...   Feb 8 2013, 07:12 PM
Atm@n   აკა-თოკი შუა "მე...   Feb 9 2013, 07:33 AM
sentimennte   :))   Feb 9 2013, 11:48 AM
Atm@n   მაგალითად პლატონი ...   Feb 10 2013, 08:52 AM
tikoroma   არ რა მჭირდება თურ...   Feb 10 2013, 10:10 AM
tikoroma   კაჰუნები ამბობენ, ...   Feb 10 2013, 02:27 PM
Lashapoli   კაჰუნები ამბობენ, ...   Feb 10 2013, 04:43 PM
sentimennte   Atm@n au amati locvebi ar weria? Magrad mainteres...   Feb 10 2013, 06:30 PM
Existence   ატმან ფსალმუნებიც ...   Feb 10 2013, 06:41 PM
Atm@n   sentimennte au amati locvebi ar weria? Magrad mai...   Feb 10 2013, 10:32 PM
sentimennte   Atm@n gasagebia, da ise moixible am aborigenebit,...   Feb 11 2013, 12:45 AM
Atm@n   ადამიანის მდგომარ...   Feb 11 2013, 12:10 PM
jarmen   ძალიან საინტერესო ...   Feb 12 2013, 03:06 PM
Atm@n   jarmen ძალიან საინტერ...   Feb 12 2013, 06:08 PM
Atm@n   დავუბრუნდეთ სამ ...   Feb 13 2013, 09:23 AM
Atm@n   ზუსტად არაა ცნობილ...   Feb 14 2013, 09:27 PM
earth   Atm@n არა მგონია კონკ...   Feb 14 2013, 09:28 PM
sentimennte   earth rogori gonieri adamianebi arian xo? :)   Feb 14 2013, 10:14 PM
earth   sentimennte ხო... ძალიან მო...   Feb 14 2013, 10:47 PM
earth   "მკურნალმა მთხოვ...   Feb 14 2013, 11:01 PM
Atm@n   ცხოვრება ჩვენს წინ...   Feb 15 2013, 10:11 AM
sentimennte   Atm@n zalian magaria :) :tkbilagagimebulismaili:   Feb 15 2013, 12:20 PM
Atm@n   "ნეტარ არიან გლახ...   Feb 16 2013, 09:52 PM
earth   :good: :l_book:   Feb 17 2013, 09:14 AM
Atm@n   კაჰუნები ნათელმხი...   Feb 17 2013, 10:02 AM
Atm@n   ცნობიერების სულის ...   Feb 17 2013, 10:35 AM
earth   Atm@n კუნძული მოლოკაი...   Feb 17 2013, 01:21 PM
Atm@n   earth სად მდებარეობს ...   Feb 17 2013, 01:35 PM
sentimennte   Ra vici rom gavizaxi siyvaruli,siyvarulitqo, senti...   Feb 18 2013, 09:35 PM
Atm@n   sentimennte სიყვარული სე...   Feb 18 2013, 09:37 PM
sentimennte   Atm@n oh,mec martlmadidebeli var ra moxda mere :)...   Feb 18 2013, 09:52 PM
Atm@n   კიდევ ერთი ძალიან ...   Jun 26 2013, 11:32 PM
Atm@n   ზემოთმოყვანილი სტ...   Aug 11 2013, 02:25 PM
ჯი-ნია-ნი   ატმან, ამ ფორუმის ს...   Aug 11 2013, 10:55 PM
Atm@n   ჯი-ნია-ნი ანუ ატმა...   Aug 11 2013, 10:57 PM
Existence   სხვათაშორის ატმან...   Aug 11 2013, 11:36 PM
Atm@n   Existence რომელიღაც დია...   Aug 12 2013, 07:16 AM
Atm@n   კარგი ვიდეო და არს...   Aug 12 2013, 10:02 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 09:13 AM