"ცხოვრების ხელოვნების" კურსები, The Art of Living |
"ცხოვრების ხელოვნების" კურსები, The Art of Living |
Mar 17 2011, 10:25 PM
Post
#21
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ თუ ვინმეს აინტერესებს ეს კურსები და ძალიან ცოტა დრო აქვს, აპრილში იქნება I ეტაპის, ექსპრეს ვერსია. ის სულ სამი დღე გრძელდება. სტანდარტული ვარიანტი ექვსდღიანია.
თუ ინტერესი გექნებათ დარეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Mar 18 2011, 01:30 PM
Post
#22
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ყველა სტრესისგან მათავისუფლებს ბუნებაში სიარული. და ხერხემლის ვარჯიში. ფსიქოლოგიურად ჩემ თავს ყოველთვის თავად ვშეველი
-------------------- |
|
|
Mar 18 2011, 02:23 PM
Post
#23
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ყველა სტრესისგან მათავისუფლებს ბუნებაში სიარული. ჰო ეგ კარგი რამ გამახსენე. დიდი ქალაქების ბინადარნი შემთხვევით არ არიან უფრო კოპებშეკრულნი, ვიდრე სოფლებში მცხოვრებნი. QUOTE და ხერხემლის ვარჯიში. ფსიქოლოგიურად ჩემ თავს ყოველთვის თავად ვშეველი რა ხერხემლის ვარჯიშებზე ამბობ? რომელი სისტემით? თუ გინდა ცალკე თემა გახსენი ამაზე.
-------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Mar 18 2011, 11:24 PM
Post
#24
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰო ეგ კარგი რამ გამახსენე. დიდი ქალაქების ბინადარნი შემთხვევით არ არიან უფრო კოპებშეკრულნი, ვიდრე სოფლებში მცხოვრებნი. რა ხერხემლის ვარჯიშებზე ამბობ? რომელი სისტემით? თუ გინდა ცალკე თემა გახსენი ამაზე. ნორბეკოვს ვარჯიშები დილიტ 15 წუტი უნდა მხოლოდ -------------------- |
|
|
Mar 23 2011, 10:33 PM
Post
#25
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
„ატჩოტი“ 6 დღიანი საბაზისო კურსის შესახებ
ესეიგი, ეხლა მოვრჩი ამ კურსს და გაგიზიარებთ გამოცდილებას. კურსი ეს კურსი მოეწონებათ იოგას, მედიტაციის და ჰოლოტროპიული სუნთქვის მოყვარულებს. მასში მონაწილეობა, მომზადებას, ან წინარე ცოდნას არ საჭიროებს. გამოცდილების არ მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივებული და ძალიან ადვილი ასათვისებელია. ამავედროს, გამოცდილთათვისაც ბევრის მიმცემია. მისი მიზანი არის ენერგეტიკული ბლოკებისგან, ჩაგუბებული ემოციებისგან, სტრესებისგან განთავისუფლება. მისი ძირითადი „ინსტრუმენტი“ არის სუდარშან კრიას სუნთქვის ტექნიკა. იგი ჰგავს ჰოლოტროპიულ სუნთქვას, მაგრამ ჩემი აზრით, მასზე უფრო დახვეწილია. თან აქ მისვლისთანავე სუდარშან კრიას არავინ გასუნთქებთ. მიმდინარეობს 3 დღიანი მომზადება ამისთვის. ეს ხდება როგორც ფიზკური და სუნთქვითი ვარჯიშებით, ასევე სოციალური თამაშებით და დისკუსიებით. ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშები მარტივია და ყველა იმდენს აკეთებს, რამდენზეც მისი სხეული დაუძაბავად მიჰყვება. აქ მარტივი ასანებია, სულ 14 სახის. სოციალური თამაშები, თუ ვარჯიშები, თავიდან მეც ვერ მივხვდი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქაც რთული არაფერია. მაგალითად, გეძლევა დავალება მეორე დღემდე მოიფიქრო ასეთ შეკითხვებზე შენი პასუხი: „ 1.რა გჭირდება ბედნიერებისთვის? და 2. როდიდან აპირებ იყო ბედნიერი?“ . შემდეგ დღეს გსვამენ 3-3 კაციან ჯგუფებად და ერთმანეთს უზიარებთ თქვენ-თქვენ შეხედულებას ამ საკითხისადმი. შემდეგ ყოველი ჯგუფიდან წარსდგება ერთი წარმომადგენელი და იტყვის ჯგუფის დასკვნას, მის საბოლოო პასუხს ამ შეკითხვაზე. ამის შემდეგ კურსის ხელმძღვანელი გააცნობს მონაწილეებს ეგრედწოდებულ სიბრძნის მარცვლებს. ესაა ერთგვარი ბრძნული გამონათქვამები თუ ფორმულები, რომლებშიც არის ამ შეკითხვებზე რავი შანკარისეული შეგონებანი. ან ასეთი სოციალური თამაში. მონაწილეები ჯდებიან ორ რიგად, ერთმანეთის პირისპირ და ხუჭავენ თვალებს. ყოველს ერთი ადამიანი უზის წინ. მიდის მუსიკა და კურსის ხელმძღვანელი ამბობს „გაახილეთ თვალები“ და სვავს მაგალითად ასეთ შეკითხვს: „მზად ხართ თუ არა ეს ადამიანი მიიღოთ ისეთი როგორიც ის არის“ შენ არაფერი არ უნდა თქვა, არც მიმიკით უნდა ანიშნო. უბრალოდ ყველა თავის პასუხს, თავისთვის ფიქრობს. შემდეგ გეტყვით „დახუჭეთ თავალები“. შემდეგ ისევ - „გაახილეთ თვალები“ და სვავს მაგალითად ასეთ შეკითხვს: „დასაშვებია თუ არა თქვენთვის რომ თვით ღმერთი იყოს მოსული თქვენს წინ ამ ადამიანის სახით“ და ა.შ. ისმევა რამდენიმე შეკითხვა. შემდეგ მეორე ადამიანი ჯდება შენს წინ, ან შენ ჯდები გვერდით, მეორე მონაწილის წინ და იგივე სქემა მეორდება. და ასე რამდენიმე ადამიანთან. ყველასთან არ გაგვაკეთებინა. დროის სიმცირის გამო ალბათ. სუდარშან კრიას სუნთქვითი ვარჯიში ეს ვარჯიში, როგორც ვთქვი ჰგავს ჰოლოტროპიულ სუნთქვას და მისი დანიშნულებაც იგივეა - სტრესებისგან განთავისუფლება. მაგრამ ჰოლოტროპიული სუნთქვისგან განსხვავებით ის ბევრად უფრო ფაქიზია. აქ არის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე სუნთქვის რიტმი - გრძელი, საშუალო და მოკლე. მათი მონაცვლეობით, ხდება ორგანიზმის ერთგვარი დაზოგვა. თან აუდიოდისკს უსმენ, სადაც რავი შანკარის ხმა გესმის, რომ იქ მოცემულ სუნთქვის რიტმს აჰყვე - „სოოო“ ნიშნავს უნდა შეისუნთქო, „ჰამ“ ნიშნავს უნდა ამოისუნთქო. ადრე ჰოლოტროპიული სუნთქვა ვცადე რადენიმეჯერ, მაშინ ისე დავიღალე 1 თვე სუნთქვის თავი აღარ მქონდა. სუდარშან კრიას შემდეგ უფრო მსუბუქად ხარ. სრული ვერსია რამდენიმე დღეშივე შეგიძლია გაიმეორო. მაგრამ ჩვენ სრული ვერსია მარტო ერთხელ გვასუნთქეს (40 წუთიანია). დანარჩენ დღეებში მარტო შემოკლებულ ვერსიას გვაკეთებინებდნენ (10 წუთი). თან ინსტრუქტორი მუდამ დადის და ყველას აკონტროლებს სწორად თუ სუნთქავენ და თუ ყველაფერი რიგზეა. ჩემი აზრით, ვისაც ჰოლოტროპიული სუნთქვის პრაქტიცირება სურს, სჯობია ჯერ ეს აითვისოს. უფრო ადვილად გადავა. თან საქართველოში ჰოლოტროპიული სუნთქვის ცენტრი და შესაბამისი ინსტრუქტორი ჯერ არც არის. „არტ ოფ ლივინგ“ ფონდი ეს ორგანიზაცია, რომელიც ამ კურსებს ატარებს, არის არა კომერციული ორგანიზაცია, არამედ ფონდი. ანუ ის არ არის მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად კურსების საფასურიც არაა დიდი. ექვსდღიანი კურსი 50 ლარი ღირდა. საბაზისო კურსის გავლის შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება შეუძლია კვირაში ერთხელ იაროს სუდარშან კრიაზე. ოთხშაბათობით ან კვირაობით. მხოლოდ 3 ლარი ღირს. კიდევ დადიან და სკოლებშიც ატარებენ კურსებს 8-15 წლამდე ბავშვებისთვის, „ბავშვები აგრესიის გარეშე“ ჰქვია მგონი. და კიდევ სხვა კურსებიც გვაქვსო ქალაქგარეთ გასვლით და ექსკურსიებით და ა.შ. დასახვეწი ორგანიზატორული საკითხები იმ დარბაზს სადაც ჩვენ ვიყავით, დიდუბე პლაზაში, მხოლოდ ერთი პაწაწინა გამოსაცვლელი ოთახი აქვს, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, უნდა ელოდო სანამ მანდილოსნები გამოვლენ და ა.შ. თუმცა ორგანიზატორებისაც მესმის, რომ ჯერ თავიანთი დარბაზი არც აქვთ და რაღაცის ქირაობა რომ შესძლეს უკვე მიღწევაა. მე რა მომცა? გეტყვით რომ მედიტაცია და იოგა არაა, ასევქვათ ჩემი გზა. მე უფრო, (როგორც Existence-მა თქვა), ქრისტიანულ-იუდაისტურ ეგრეგორში ვმოღვაწეობ. მაგრამ ამავე დროს, ეს კურსი, ჩემთვისაც კი ბევრის მომცემი იყო და ეხლა ვფიქრობ, იმათთვის რამდენად მეტის მომცემი იქნება, ვისაც ისედაც აქვს დიდი ინტერესი ამ სფეროებისადმი. რაც შეეხება პირადად ჩემს დაკვირვებას. თავიდან რომ მივედი, აქ შეკრებილ ხალხთა სხვადასხვაობამ გამაკვირვა და დამაბნია კიდეც. ვფიქრობდი - ნეტა ეს სად მოვხვდი, ხომ არ წავიდე, აქ ვისთან უნდა გამოვნახო საერთო ენა? თან ზოგი თავისას ისე ბეჯითად „მიერეკება“, როგორ გინდა რამე აუხსნა? საუბარის დაწყებასაც კი რა აზრი აქვს? მაგრამ შემდეგ, ყოველი შეკითხვა ტრანსფორმირდა გაკვირვებად, თუ გაოცებად (ეს შანკარის ერთერთი შეგონებაცაა - "გადააქციე ყოველი შეკითხვა გაოცებად") და ჩემთვის აქ ძალიან საინტერესო ახალ შეგრძნებასთან მოხდა შეხება. თანაც ხაზგასმით შეგრძნებასთან და არა მოსაზრებასთან, ან იდეასთან, ან ცოდნასთან, ანუ რაიმე გონებისმიერთან. ესა შეგრძნებაა, როდესაც არავინ და არფერი არ გაღიზიანებს ამ ქვეყნად, რომ შენი ბედნიერება არავის და არაფირს რაღაცნაირობაზე არაა დამოკიდებული, მეზობლის ხმაურზე, ოჯახისწევრების უხასიათობაზე, საზოგადოების სიბნელეზე, მთავრობის უგუნურებაზე და ა.შ. შენ არ ხდები ინდეფერენტული, უბრალოდ შენს სიხარულს გარემო აღარ წყვიტავს. და იმ მომენტში ხდება ამის ყველაზე უკეთ შემეცნება. ვერცერთი ბრძნული წიგნი ვერ განგიმარტავს ასე კარგად. ამ კურსის მერეც, სულ რომ არანაირი ვარჯიშები აღარ აკეთო, იცი რომ ასეთი მდგომარეობა არსებობს და ბუნებრივად განცდადია, ისე როგორც ყოველ ბავშვს ძალუძს ეს. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Mar 23 2011, 10:35 PM
Post
#26
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვათა ატჩოტები
ეს ატჩოტი ინტერნეტში ვიპოვე, აი აქ: http://nextdreamhacker.blogspot.com/2009/0...og-post_06.html მგონი 2009 წლის თებერვალშია დაწერილი, მაგრამ ავტორი ვინაა არ ვიცი. „ჩემი იოგა -- სუდარშან კრია --- "The Art of Living" ტაბას უთხრა ვიღააც მისმა ნაცნობმა რომ თბილისში ტარდება იოგას ძალიან საინტერესო კურსი. ექსპერიმენტის ჩასატარებლად სიამოვნებით ჩავეწერე ამ კურსზე.კურსი იყო 6 დღიანი და პირველივე დღეს როცა გვთხოვეს რომ იქ შეკრებილი ადამიანები ერთმანერთთან მივსულიყავით და გვეთქვა: "მე შენ გეკუთვნი" ვიფიქრე რომ დროზე უნდა დამეხვია იქედან. მაგრამ არ დავახვიე. და ვთვლი რომ კურსი საინტერესო იყო.ყველაზე საინტერესო ამ კურსში არის სუდარშან კრია. ეს დაახლოებით მესამე თუ მეოთხე დღეს მოხდა. პირველი რამდენიმე დღე ეთმობა ფსიქოლოგიურ გახსნას უცნობ ადამიანებთან, იოგას ასანებს, სუნთქვით ვარჯიშებს. აი მეოთხე დღეს კი ისეთი სიურპრიზი დამხვდა რომელსაც არ ველოდი. სუდარშანკრია სუნთქვითი პრაქტიკაა. როგორც ინსტრუქტორები ("იოგა მასწავლებლები" ჩემი და ტაბას მოგონილი ტერმინია) ამბობენ ეს არის სტრესისგან განთავისუფლების ტექნიკა. მე კიდე ვფიქრობ რომ ეს ბევრად უფრო ღრმა ტექნიკაა ვიდრე უბრალოდ სტრესისგან განთავისუფლება.ის რაც მე იმ დღეს ვიგრძენი ძალიან გავდა პირველ ელესდეს ჩემს ცხოვრებაში.ნუ თავიდან ყველაფერი დაიწყო ამ სუნთქვით. ჯერ იყო მედიტაციური მოდუნება და შემდეგ დაიწყო ღრმა სუნთქვა. მაგნიტოფონიდან ჩართული იყო რავი შანკარის (არა მუსიკოსი რავი შანკარის, ეს სხვა რავი შანკარია, კურსის დამაარსებელი) რითმი თუ როგორ უნდ აგვესუნთქა. რითმები იცვლებოდა (რაც ძალიან გავს სტანისლავ გროფის "ჰოლოტროპული სუნთქვის" ტექნიკას). საბოლოო ჯამში, რამდენიმე წუთში, ხელებში არაადამიანური ვიბრაცია ვიგრძენი, მკერდი გამიქვავადა, სახე დამეჭიმა დაყურებში გუგუნი მესმოდა. ხელები მომეკრუნჩხა და ვგრძნობდი თითქოს ხელებიდან რაღაც გამოდიოდა როგორც წყალი ძლიერად მოშვებული ონკანიდან ან სახანძრო მილიდან. პანიკაში ჩავვარდი. ეს მდგომარეობა ცოტა ხანი გრძელდებოდა და უცებ.. აი ის მომენტი. ამაზე შეიძლება ითქვა -- გავედი. აი რაც ხდებოდა ამ მომენტის შემდეგ არ აიღწერება ადამიანური რაციონალური გრამატიკით. რაც მახსოვს იყო ის რომ ვიწექი უზარმაზარ მდელოში, წელამდე ბალახები, ძალიან ბნელი ღამე.ვხედავდი ორ ჩინელ მხედარს. ვლაპარაკობდი რაღაც უცნაურ ენაზე და ვგრძნობდი უსასრულო თავისუფლებას. მე თან მე ვიყავი და თან არ ვიყავი. ეგეთ რაღაცეებს ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ის რაც მე მემართება ზუსტად ვიცი რაცაა ხოლმე. ამ შემთხვევაში ეს რაღაც მოხდა. აი ეხლა ინტერნეტში დავსერჩე და ვიპოვე რამდენიმე საიტი რომელიც ადასტურებს ამ კურსის რეალურობას და იმას რომ ის 6 დღე არ დამსიზმრებია. კურსი საინტერესო იყო იმითაც რომ იქ შემხვდა ისეთი ხალხი რომელიც ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე სარეპეტიციოში ან ფართიზე ან ბიბლიოთეკაში არ შემხვდებოდა. ბერი, რომელიც 30 წელი იყო აღკვეცილი და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, "უნდა იყო იქ სადაც მტვერია და დარჩე სუფთა", ნამდვილი "ხატის მიერ არჩეული" ხევისბერი რომელმაც ივლისში დამპატიჟა ხატობაზე, ცნობილი მსახიობი (სახელს და გვარს არ დავასახელებ , ძალიან უცნობი ჩუმი მხატვრები, გურული მონადირე, რომელიც ტყეში უფო დიდხანს არის ხოლმე ვიდრე ქალაქში.. რაღაცნაირი ჩუმი და უცნაური ხალხი ცხოვრების სხვა სფეროებიდან რომლებთან შეხება არ მაქვს. "იოგა მასწავლებელი" იყო ორი, ერთი ფიზიკოსი და ერთი მშენებელი. ისინი საუბრობდნენ პრინციპზე "აქ და ეხლა" და იმაზე, რომ მოლოდინი ამცირებს ბედნიერებას. ) მშვენიერი უწყინარი პრაქტიკა უზარმაზარი გამოცდილებით. ბოლო დღეს ჩვენ არ მივედით იმიტომ რომ წინა დღეს ევამ შემაცდინა და ჩვენ შევჭამეთ მკვდარი ცხოველი. გამიტყდა და არ მივედი. ბოლო დღეს ყველას უნდა მოეტანა ერთი საჩუქარი რომელიც შეხვდებოდა აბსოლუტურად დაუგეგმავად რომელიმეს იმ 17 ადამიანიდან. რენდომის პრინციპით. მაინტერესებს რა შემხვდებოდა და რას ვიტყოდი ამაზე. მანამდე კი ჩვენ ვიჯექით ორ მწკრივად და წარმოვიდგენდით რომ -- ნებისმიერი შენს წინ ჯდომარე ადამიანი შეიძლება უცებ აღმოჩნდეს ღმერთი. "Sudarshan Kriya is a unique rhythmical breathing process that is said to have been revealed to Sri Sri Ravi Shankar during a spell of silent meditation that he had gone into for 10 days in 1982. The theory is that the kriya allows a healthy and pleasant mind to produce chemical messengers, which travel from the nervous system to the immune system, resulting in the overall betterment of both body and mind. Ravi Shankar has described the working of the Sudarshan Kriya thus: "There is a rhythm in nature. Seasons come and go. In your own body also, there is a rhythm. Life has a particular rhythm. Similarly, your breath also goes in a pattern. Your emotions move in a particular rhythm, as well as your thoughts. All these rhythms arise from your being, which has its own rhythm. "In Sudarshan Kriya, we get into the rhythm of our being and see how our being is permeating our emotions, our thoughts, our breath and our bodies. Soon, every cell of our body becomes alive and releases all the toxins and negative emotions it has stored from times past. Once again, we are able to smile from our hearts." http://erichware.com/aolf/ijistor.htm http://www.srisri.org/ http://www.artofliving.ru/ru/news/ http://www.sudarshankriya.org/sudarshan-kriya.html “ -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Mar 24 2011, 10:18 PM
Post
#27
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
გაიხარე, კაი ინფოა -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Mar 24 2011, 10:34 PM
Post
#28
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
მაგარია, წასვლა მომინდა. -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Apr 11 2011, 01:54 PM
Post
#29
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ ველაპარაკე ნინას და აპრილის ექსპრეს კურსი ალბათ აღდგომის მერე იქნებაო. თარიღი სპეციალურად არ დამიფიქსირებია ჯერო. ვისაც უნდა დამირეკონო და როდესაც ეცლებათ ვეცდები იმ დროზე შევუთანხმოო, რომ ყველამ შეძლოსო. ეს სპეციალურად იმ ხალხისთვისაა ვინც მუშაობს და მარტო 3 (თუ 2,5) დღე სცალიაო.
მობ. 8 55 79 37 14 სახლ. 72 32 87 -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Apr 12 2011, 10:19 PM
Post
#30
|
|
RED soul Group: Members Posts: 230 Joined: 5-January 11 Member No.: 6,343 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ ველაპარაკე ნინას და აპრილის ექსპრეს კურსი ალბათ აღდგომის მერე იქნებაო. თარიღი სპეციალურად არ დამიფიქსირებია ჯერო. ვისაც უნდა დამირეკონო და როდესაც ეცლებათ ვეცდები იმ დროზე შევუთანხმოო, რომ ყველამ შეძლოსო. ეს სპეციალურად იმ ხალხისთვისაა ვინც მუშაობს და მარტო 3 (თუ 2,5) დღე სცალიაო. მობ. 8 55 79 37 14 სახლ. 72 32 87 თუ შეძლებ ზუსტი თარიღის დადგენას დაგვიწერე. დამაინტერესა და თუ მოისურვეს ზებუნებრივებმა დავესწრები სიამოვნებით |
|
|
Apr 13 2011, 01:46 PM
Post
#31
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
6 დღიანი კურსის გარეშე არ შეიძლება მხოლოდ კვირაობით სიარული? მხოლოდ კვირა დგე მაქვს თავისუფალი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 13 2011, 09:35 PM
Post
#32
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti კვირაობით და ოთხშაბათობით კი ტარდება კურსი, მაგრამ ის მხოლოდ იმათთვისაა განკუთვნილი ვინც საბაზისო კურსი უკვე გაიარა. ანუ სტაჟი უკვე აქვს 6 დღიანი კურსის გარეშე არ შეიძლება მხოლოდ კვირაობით სიარული? მხოლოდ კვირა დგე მაქვს თავისუფალი tikoroma Gopi იქნებ მოიცალოთ 3 დღე აპრილის ბოლოს, ჯერ დაფიქსირებული არაფერია, ამიტომ შეგიძლიათ თვითონ შეუთანხმოთ რომელი სამი დღეც გერჩივნებათ. თუ აპრილში არა და მერეც იქნება 6 დღიანი კურსები. მგონი ივნისში უნდა ჩამოვიდეს ირაკლი კიდევ ერთხელ. ისე კი თუ დავუშვათ ჩვენი ფორუმელებიც გადაწყვიტავდნენ და მინიმუმ 10 ადამიანი მაინც მოგროვდება, შეიძლება ნებისმიერ დროს ვთხოვოთ და დანიშნავენ საბაზისო კურსს. მთავარია 10 დან 20 მსურველამდე მოგროვდეს. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Apr 13 2011, 10:02 PM
Post
#33
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ხანგრძლივობისაა დაახლოებით, რამდენი საათი გაგრძელდება ? Emigranti
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 13 2011, 10:03 PM
Post
#34
|
|
RED soul Group: Members Posts: 230 Joined: 5-January 11 Member No.: 6,343 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
მე აუცილებლად დავესწრები . თუ სხვა ფორუმელებიც იქნებიან მსურველები კარგი იქნება |
|
|
Apr 13 2011, 10:14 PM
Post
#35
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ხანგრძლივობისაა დაახლოებით, რამდენი საათი გაგრძელდება ? Emigranti ესეიგი. მე 3 დღიანი არ გამივლია. 6 დღიანი კი ასე იყო. პირველი ორი დღე 3,5 საათი, მესამე და მეოთხე დღე 5 საათამდე (ხანგრძლივობას ვგულისხმობ ანუ) და მეხუთე მეექვსე დღე 3,5 საათამდე. მგონი ასე იყო.
-------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Apr 22 2011, 11:55 PM
Post
#36
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტაქს:
6 დღიანი საბაზისო კურსი ჩატარდება 5-10.05.2011 (ინსტრუქტორი: გიორგი) 3 დღიანი საბაზისო ექსპრეს კურსი 13-15.05.2011 (ინსტრუქტორი: ნინა) ღირებულება კაცზე: 6 დღიანი კურსი 50 ლარი, 3 დღიანი 63 ლარი. მაგრამ თუ ერთ პიროვნებას მიიყვანთ, მისთვის უფასო იქნებაო. *** ფონდი ივლისში ზეიმობს 30 წლისთავს და ბერლინში ტარდებაო მსოფლიო კულტურის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნებიდან ეპატიჟებიან ხალხს მონაწილეობის მისაღებათო. აი ეს ლინკი მომცეს და თქვენც დაათვალიერეთ. http://www.worldculturefestival.org/ru/ -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
May 1 2011, 10:15 AM
Post
#37
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
3 დღიანი საბაზისო ექსპრეს კურსი 13-15.05.2011 (ინსტრუქტორი: ნინა) ვნახოთ, იქნებ მოვახერხო -------------------- |
|
|
May 1 2011, 10:57 AM
Post
#38
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესოა....
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 1 2011, 11:51 PM
Post
#39
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 636 Joined: 11-January 11 Member No.: 6,352 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 2 2011, 12:49 AM
Post
#40
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 02:34 AM |