კითხვები რეინკარნაციაზე(ვისაც სჯერა) |
კითხვები რეინკარნაციაზე(ვისაც სჯერა) |
Apr 23 2016, 04:03 PM
Post
#41
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მაინტერესებს
რომ ადამიანმა დაივიწყოს ის,თუ ვინაა იგი,საიდან მოდის,სად მიდის და თუ რას წარმოადგენს ფიზუკურ სამყაროში მისი ინკარნირების არსი.. ეს მაინტერესებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 15 2016, 09:53 PM
Post
#42
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეინკარნაციის რატომღაც არ მჯერა. შეიძლება რაღაც ლოგიკა დევს მაგრამ მაინც მგონია , რომ ეს სამყარო განსასჯელია , გამოცდა , ასე ვთქვათ უშანსო. მე მაინც სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის მჯერა ნუ რავიცი , საერთოდ ქრისტიანი მღვდლებიც ამბობენ ხოლმე სადაც ჭეშმარიტებას ვნახავ იქით წავალ მეცაო . რავი მე ჯერ ძიებაში ვარ და მაინტერესებს რას ვიპოვი , იმედია იმას არ ვიპოვი რისიც ყველაზე მეტად მეშინია .
|
|
|
May 16 2016, 05:22 AM
Post
#43
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კანონიკური სახარებები გაქვს? თუნდაც მათეს სახარებაში ფერისცვალების ეპიზოდს გადახედე, მგონია დაგაფიქრებს. ^^
|
|
|
May 16 2016, 01:57 PM
Post
#44
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კანონიკური სახარებები გაქვს? თუნდაც მათეს სახარებაში ფერისცვალების ეპიზოდს გადახედე, მგონია დაგაფიქრებს. ^^ ებრაელტა მიმართ ეპისტოლეში , 7 თავში პირდაპირ წეია , რომ მელქისედეკი იესოს წინა სახე იყო. ლევიტელები უფალს სწირავდნენ ქონების მეათედს , მამამთავარმა აბრაამმა კი მელქისედეკს შესწირა მეატედი , როგორც უფალს. |
|
|
May 16 2016, 02:03 PM
Post
#45
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კანონიკური სახარებები გაქვს? თუნდაც მათეს სახარებაში ფერისცვალების ეპიზოდს გადახედე, მგონია დაგაფიქრებს. ^^ 9 და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: ,,არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.“ 10 ჰკითხეს მას მოწაფეებმა: ,,რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ 11 ხოლო მან მიუგო და უთხრა: ,,ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. 12 თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა. 13 მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ. ამას გულისხმობდი? |
|
|
May 18 2016, 02:25 AM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი. ქრისტიანულ მისტიციზმზე არ ვიცი რამდენად მიგიწვდება ხელი, მაგრამ კარგადაა ახსნილი ქრისტიანობაში, ის მომენტები რაც უნდა იცოდეს მრევლმა და რა არა. მოკლედ წარმატებები ^^
|
|
|
May 18 2016, 09:14 AM
Post
#47
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,958 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თქვენი აზრი მაინტერესებს რატომ აჟრიალებს ქრისტიანობას ასე რეინკარნაციის გაგონებაზე?
რატომ უარყვეს მე-4 საუკუნის შემდეგ? არის ეს სამართავი იდეოლოგიის ნაწილი მმართველი სასულიერო ელიტის, თანამედროვე ქურუმების? ამყოფებ ადამიანებს უვიცობაში, უქმნი ცრუ წარმოდგენებს სამყაროზე და მართავ ადვილად? თუ სხვა რამ არის მიზეზი? მე მგონია რომ ამ ფენომენის არსებობა ადამიანისთვის არის უმთავრესი მსოფლმხედველობის ნაწილი, რითაც ის გააცნობიერებს თავის ადგილს და დანიშნულებას სამყაროში. ამის უარყოფა არის ისეთი რაღაც ბნელ ოთახში სანთლით რომ დადიოდე და ისიც ჩაგიქრონ... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 18 2016, 01:44 PM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თქვენი აზრი მაინტერესებს რატომ აჟრიალებს ქრისტიანობას ასე რეინკარნაციის გაგონებაზე? რატომ უარყვეს მე-4 საუკუნის შემდეგ? არის ეს სამართავი იდეოლოგიის ნაწილი მმართველი სასულიერო ელიტის, თანამედროვე ქურუმების? ამყოფებ ადამიანებს უვიცობაში, უქმნი ცრუ წარმოდგენებს სამყაროზე და მართავ ადვილად? თუ სხვა რამ არის მიზეზი? მე მგონია რომ ამ ფენომენის არსებობა ადამიანისთვის არის უმთავრესი მსოფლმხედველობის ნაწილი, რითაც ის გააცნობიერებს თავის ადგილს და დანიშნულებას სამყაროში. ამის უარყოფა არის ისეთი რაღაც ბნელ ოთახში სანთლით რომ დადიოდე და ისიც ჩაგიქრონ... ერთხელ ერთი მღვდლისაგან გავიგე , ის ამბობდა , რომ ჩვენ განა არ ვიცით რაღაც ღაღაცეები მაგრამ შეგნებულად არ ვამხელთო. რავიცი რავიცი. შეიძლება ქრისტიანობის მიერ მაგის უარყოფას აქვს რაღაც რაღაცა მიზეზები . |
|
|
May 20 2016, 01:08 PM
Post
#49
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ერთხელ ერთი მღვდლისაგან გავიგე , ის ამბობდა , რომ ჩვენ განა არ ვიცით რაღაც ღაღაცეები მაგრამ შეგნებულად არ ვამხელთო.'''' ხოდა თუ ეს ასეა ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ დანაშაულს ხალხის წინაშე. თუმცა მე ჯერ ერთი სასულიერო პირიც არ მეგულება ვისგანაც შეიძლება რაიმე სულიერი ცოდნის მიღება, ნუ არ აქვთ უბრალოდ ცოდნა და ვის რას მისცემენ.
რეინკარნაციის იდეაის საწინააღდეგოდ არცერთი ლოგიკური არგუმენტი არ არსებობს (მე არ შემხვედრია). დანარჩენ სხვა ყველა ტიპის მსოფლმხედველობას მოეძებნება ლოგიკური წინააღდეგობები, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ვარიანტსაც და მატერიალისტურ ვარიანტსაც. ორივე მათგანი არაგონივრულია ჩემი აზრით. -------------------- |
|
|
May 21 2016, 07:39 PM
Post
#50
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ერთხელ ერთი მღვდლისაგან გავიგე , ის ამბობდა , რომ ჩვენ განა არ ვიცით რაღაც ღაღაცეები მაგრამ შეგნებულად არ ვამხელთო.'''' ხოდა თუ ეს ასეა ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ დანაშაულს ხალხის წინაშე. თუმცა მე ჯერ ერთი სასულიერო პირიც არ მეგულება ვისგანაც შეიძლება რაიმე სულიერი ცოდნის მიღება, ნუ არ აქვთ უბრალოდ ცოდნა და ვის რას მისცემენ. რეინკარნაციის იდეაის საწინააღდეგოდ არცერთი ლოგიკური არგუმენტი არ არსებობს (მე არ შემხვედრია). დანარჩენ სხვა ყველა ტიპის მსოფლმხედველობას მოეძებნება ლოგიკური წინააღდეგობები, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ვარიანტსაც და მატერიალისტურ ვარიანტსაც. ორივე მათგანი არაგონივრულია ჩემი აზრით. ‘’გახსოვდეთ მე თქვენთან ვარ! მე კი არ ვკვდები, არამედ მივდივარ და მალე მოვალ!’’- მამა გაბრიელი საინტერესოა წმინდანთა ასეთი გამონათქვამებიც. და აშკარად ეს იცის ეკლესიამ და რაღაც მიზეზის გამო ისინი მალავენ ამას . მე მაქვს რამდენიმე ვერსია თუ რატომ მალავენ . რავიცი . |
|
|
May 21 2016, 07:59 PM
Post
#51
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ერთხელ ერთი მღვდლისაგან გავიგე , ის ამბობდა , რომ ჩვენ განა არ ვიცით რაღაც ღაღაცეები მაგრამ შეგნებულად არ ვამხელთო.'''' ხოდა თუ ეს ასეა ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ დანაშაულს ხალხის წინაშე. თუმცა მე ჯერ ერთი სასულიერო პირიც არ მეგულება ვისგანაც შეიძლება რაიმე სულიერი ცოდნის მიღება, ნუ არ აქვთ უბრალოდ ცოდნა და ვის რას მისცემენ. რეინკარნაციის იდეაის საწინააღდეგოდ არცერთი ლოგიკური არგუმენტი არ არსებობს (მე არ შემხვედრია). დანარჩენ სხვა ყველა ტიპის მსოფლმხედველობას მოეძებნება ლოგიკური წინააღდეგობები, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ვარიანტსაც და მატერიალისტურ ვარიანტსაც. ორივე მათგანი არაგონივრულია ჩემი აზრით. მამა გიორგის პასუხი ასეთია: ‘’ანდრია სალოსის სიტყვები ჭეშმარიტებაა! ცოტა ვინმეს სულიერი ხედვა თუ გაუტოლდება წმიდათაგან ნეტარი ანდრიას ხედვას!..ის ძალიან შორს იხედებოდა!..ყველაფერი ეს მალე გამჟღავნდება. მე კი გეტყვით-მოციქული და მახარობელი იოანე დღეს საქართველოში არის!..ის ჩვენში დადის ხორცით!..ელიასაც ნახავთ საქართველოში!..’’ ესეიგი ამას ქრისტიანობა აღიარებს მაგრამ ხალხს არ ესაუბრებიან ამაზე. ამბობენ ადამიანები წმინდანებად იბადებიანო. ესეიგი ისინი უცოდველები არიან დაბადებიდან აღსასრულამდე. და რომ ამბობენ ცოდვილები ვართო ესეიგი წინა ცხოვრებებს გულისხმოდნენ განსხივოსნებამდე. და ეს იმას ნიშნავს ,რომ ადამიანი ,რომელიც გასხივოსნდება იგი თავად ირჩევს მოვა თუ არა ამ ქვეყნად კიდევ ერთხელ. რაღაც სტატია წავიკითხე წეღან და იქიდან გამომდინარე დავწერე ეს. და ეს მსჯელობა რამდენად მართებულია? |
|
|
May 22 2016, 10:23 AM
Post
#52
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქრისტეანული მიმდინაერეობები, როგორც ძირითადი (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, აკლიკანობა, პროტესტანტიზმი) და არც სექტები, არ აღიარებენ რეინკარნაციას, ეს არის ფაქტი და ტყუილა შეეცდები შენი თავი საწინააღდეგოში დაარწმუნო. თუ რომელიმე სასულიერო პირს სჯერა რეინკარნაციის არსებობის, ისინი გამონაკლისები არიან, ეს ის ხალხია ვისაც უფრო ფართო მსოფლმხდეველობა აქვთ ვიდრე იმ რელიგიის დოგმატიკა სთავაზობს მათ რომელსაც მიეკუთვნებიან.
-------------------- |
|
|
May 22 2016, 10:42 AM
Post
#53
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქრისტეანული მიმდინაერეობები, როგორც ძირითადი (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, აკლიკანობა, პროტესტანტიზმი) და არც სექტები, არ აღიარებენ რეინკარნაციას, ეს არის ფაქტი და ტყუილა შეეცდები შენი თავი საწინააღდეგოში დაარწმუნო. თუ რომელიმე სასულიერო პირს სჯერა რეინკარნაციის არსებობის, ისინი გამონაკლისები არიან, ეს ის ხალხია ვისაც უფრო ფართო მსოფლმხდეველობა აქვთ ვიდრე იმ რელიგიის დოგმატიკა სთავაზობს მათ რომელსაც მიეკუთვნებიან. არა , სახარებაშიც წერია , ეხლა სასულიერო პირებიც საუბრობენ და მაქედან გამომდინარე ვიფიქრე. |
|
|
May 22 2016, 12:05 PM
Post
#54
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სახარებაში ბევრი ოკულტური რამ წერია, რომელსაც სრულ იგნორს უკეთებენ ორგანიზებული რელიგიები... სახარებას თავი დავანებოთ, უბრალოდ ჯანსაღ აზრს უარყოფენ და სახარების უარყოფა ვის გაუკვირდება.
-------------------- |
|
|
May 22 2016, 12:16 PM
Post
#55
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სახარებაში ბევრი ოკულტური რამ წერია, რომელსაც სრულ იგნორს უკეთებენ ორგანიზებული რელიგიები... სახარებას თავი დავანებოთ, უბრალოდ ჯანსაღ აზრს უარყოფენ და სახარების უარყოფა ვის გაუკვირდება. მე იცი რითი ვარ დაინტერესებული? აი მაგალითად ეზოთერიის მიმდევრები საუბრობენ ერთ ჯანსაღ აზრზე , ხოლო რელიგიის მიმდევრები ამბობენ მის საპირისპიროს და თავისი სიტყვა მიაჩნიათ ჯანსაღ აზრად. ვთქვათ მოვიდა საიდანრაც სრულიად გაუცნობიერებელი პიროვნება (რელიგიასა და ეზოთერიაში) ანუ მესამე პიროვნება, საინტერესოა ის რომელს მიანიჭებდა უპირატესობას. რადგან ერთსაც აქვს მეორეს წინააღმდეგ სათქმელი და მეორესაც აქვს პირველის საწინააღმდეგოდ სათქმელი. და კიდევ , თუ ჯანსაღი მსჯელობის შედეგად დაარწმუნე სასულიერო პირი , რომ შენი შეხედულებებია ჭეშმარიტება , რატომ ის არ ტოვებს ტავის რელიგიას? პასუხი ვიცი ამ ყველაფერზე , შეიძლება სულელურ კითხვებად მოგეჩვენოს მაგრამ შენი პასუხები მაინტერესებს ამ შემთხვევაში. და თუ შეიძლება თავი წარმოიდგინე მესამე ადამიანის ადგილას. |
|
|
May 22 2016, 09:07 PM
Post
#56
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დოგამტური რელიგიის მიმდევრები არიან ან ისეთი ადამიანები რომლებსაც სულიერება დიდად არ აინტერესებთ და ფორმალურად თვლიან თავის თავს ქრისტეანებად (ანუ ინტერესეი არ აქვთ სულიერების მიმართ რომ მეტის გაგება მოინდომონ), ან ისეთები ვისაც სუსტი აზროვნება აქვს - მხოლოდ ემოციებზე არის მინდობილი და მღვდლის ბრჭყვიალა ანაფორა, ეკლესიის გუმბათი წირვა ლოხცვა საკმარისად შთამბეჭდავია მათთვის საიმისოდ რომ სასულიერო პირების მიერ განსაზღვრული ჭეშმარიტება - მართლმადიდებლობა (ან სხვა ვიწრო მსოფლმხედველობა) სრულ ჭეშმარიოტებად მიიჩნიოს. ზოგს კიდევ უბრალოდ ჰორიზონტი არ ყოფნის იმისათვის რომ მეტი ეძებოს.
'''ეზოთერიის მიმდევრები საუბრობენ ერთ ჯანსაღ აზრზე , ხოლო რელიგიის მიმდევრები ამბობენ მის საპირისპიროს და თავისი სიტყვა მიაჩნიათ ჯანსაღ აზრად.''' მე არ მინახავს ოკულტიზმში მიღებული ისეთი დებულება რომელიც ლოგიკას ეწინააღდეგება. რელიგია კი სავსეა ასეთი დებულებებით.... ''''''მეორესაც აქვს პირველის საწინააღმდეგოდ სათქმელი''''' რელიგიაში ორი არგუმენტია ხოლმე: ''ან ბიბლიაში ასე წერია'' (ჩვენს მიერ გაგებული ბიბლია კი ვერ იქნება ჭეშმარიტების საზომი უამრავი მიზეზის გამო), ან ''წმინდა მამები ასე ამბობენ''. ერთი არგუმენტიც და მეორეც არის ჯანსაღ აზრს მოკლებული, დაფუძნერბულია ავტორიტეტისადმი ბრმა რწმენაზე, ასეთ რწმენას კი ადამიანი მიყავს უფსკრულისკენ. ''''''თუ ჯანსაღი მსჯელობის შედეგად დაარწმუნე სასულიერო პირი , რომ შენი შეხედულებებია ჭეშმარიტება , რატომ ის არ ტოვებს ტავის რელიგიას?''''' იმიტომ რომ რელიგიური ადამიანისათვის გონებაზე მაღლა დგას ერთის მხირვ ემოციები, მეორეს მხირვ ბრმა რმწნეა ავტორიტეტებისადი, ამ ყველაფერსდ ემატება შიში, რომლითაც გამსჭვალულია რელიგიური ცნობიერება. -------------------- |
|
|
Sep 10 2016, 01:24 AM
Post
#57
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფიფოლ მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და ასე შემდეგ არის დოგმატური რელიგიები, მათ აქვთ თავიანთი დოგმები რიისიც სწამთ და თუ შენც იწამებ და გაიზიარებ, ბაზარი არაა შენ შემოგევლე, შენც ხარ მათიანი. მაგრამ მოდი სიმართლეს თავი გავუსწოროთ, ნებისმიერ დოგმატურ რელიგიაში აპრიორადაა აღებული ბიბლიის თავიანთებური განმარტებები და დოგმები, ხოოოდა ამ დოგმებიდან ერთერთს თუ არ ეთანხმები ან სხვანაირად გეხმის უკვე სხვაგან ხარ, იქ აღარ... ესეთი სისულელეები როგორიცაა, მართლმადიდებელი ვარ მაგრამ რეინკარნაციის მჯერა, მუსლიმანი ვარ მაგრამ ღვინოს ვსვამ, ვეგეტარიანელი ვარ მაგრამ ხორცს ვჭამ იმიტომ რომ ბლა ბლა, ნიკა მქვია მაგრამ ლევანით ვარ პირადობაში... უბრალოდ მისტიური და ეზოთერული ტიპისთვის სისულელეა და წესით ყველა მოაზროვნე მიხვდება რომ ეს უბრალოდ შინაგანი ქენჯნის(ცოდვა ხო არაა, ჩემმა მამა პაპამ შემოინახა და მე კიდე...) ანესთეზიაა. ბუდა, სანამ ბუდა გახდებოდა ინდუსიტი იყო, მაგრამ ვედების გარკვეული ნაწილიუარყო, ხოდა ამსი გამო ასე ვთქვათ მოიკვეთა ინდუიზმიდან, თუმცა მისი პრაქტიკები რაც ვიცით ინდუიზმში იღებს სათავეს, მაგრამ რადგანაც უარყო სისტემის ნაწილი უკვე ბუდა იმ სისტემას აღარ ეკუთვნოდა... ხოოოდააა, ანუ უბრალოდ სიტყვის თქმა არ კმარა რომ რომელიმე კონფესიის წევრი იყო უნდა იზიარებდე კიდეც მათ შეხედულებებს, მამაოს ვერ მოსთხოვ მოდი და აღიარე რეინკარნაცია რადგან ბიბლია მე ესე მესმისო. სანამ საეკლესიო კრება არ შეიკრიბება და არ გადაწყვეტს რომ რეინკარნაცია არსებობს მანამდე, არ კი არა ვერ აღიარებს რეინკარნაციის არსებბას იმიტომ რომ ავტომატურად ამოვარდება მართლმადიდებლური სასტავიდან. ხოდ დასკვნა, ვისაც გგონიათ რომ მართლმადიდებლები ხართ, მაგრამ რეინკარნაციის გჯერათ ან მარხვაში სექსი გაქვთ, გაიგეთ რომ არ ხართ მართმადიდებლები...
|
|
|
Sep 10 2016, 11:21 AM
Post
#58
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
მევიდა ჯანსაღი აზრი გეთანხმებ და გაბოროტება მორწმუნეებზე ან მღვდლებზე, ისეთივე ფანატურ მოვლენად მიმაჩნია, როგორებიც თვითონ არიან და საყვედური კიდე: არამართლმადიდებლები რატო არ მოვხვდებით სამოთხეში? იმიტომ, რომ არ მიდიხართ სამოთხისკან. ვაჰ. პარიზში თუ გინდა, ჩამოდი ხაშურის მარშუტკიდან.ბიჭოს! -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 10 2016, 11:45 AM
Post
#59
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
respect my sista bro ^^ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th April 2024 - 03:00 PM |