IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

44 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია, გჯერათ?
რეინკარნაცია
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის?
მჯერა [ 124 ] ** [66.67%]
არ მჯერა [ 27 ] ** [14.52%]
ვერ გადამიწყვეტია [ 35 ] ** [18.82%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
Zet
post Jun 29 2007, 11:36 AM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old man გეთანხმები...

მეც ბევრად გამიადვილდა ცხოვრებაც და მიდგომაც შემეცვალა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Jun 29 2007, 12:01 PM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Jun 24 2007, 12:48 PM) *
აი ახალ აღთქმაში რეინკარნაციაზე ქრისტე მიუთითებს:
" და ჰკითხეს მას მოწაფეებმა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ილია უნდა მოვიდეს? ხოლო მან მიუგო პასუხად: ნამდვილად ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ილია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და მოექცნენ ისე, როგორც უნდოდათ; ასევე ძე კაცისასაც მოელის მათგან ტანჯვა. მაშინ გაიგეს მოწაფეებმა, რომ ის ელაპარაკებოდა იოანე ნათლისმცემელზე"
მათე 17, 10-13



მე მგონი ბიბლია არც ადასტურებს და არც უარყოფს რეინკარნაციის ფაქტს. და პრინციპში ეს კარგი მიდგომაა. წარმოიდგინეთ სიტუაცია როცა რეინკარნაციია ოფიციალურად იქნებოდა მიღებული თუნდაც ეკლესიის მიერ. რა შედეგს მოუტანდა ეს იმ ადამიანებს ვინც ამისათვის არ არიან მზად. ალბათ ამ თეორიის მარტივი აღთქმა. დაუშვად და დაიბადა ღარიბი, რისთვის უნდა იწვალოს? ვენებს გადაიჭრის და შეიძლება მე2 ცხოვრებაში პატარკაციშვილის შვილი იქნება))) და ა.შ.


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 29 2007, 12:15 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Uma @ Jun 29 2007, 12:01 PM) *
მე მგონი ბიბლია არც ადასტურებს და არც უარყოფს რეინკარნაციის ფაქტს. და პრინციპში ეს კარგი მიდგომაა. წარმოიდგინეთ სიტუაცია როცა რეინკარნაციია ოფიციალურად იქნებოდა მიღებული თუნდაც ეკლესიის მიერ. რა შედეგს მოუტანდა ეს იმ ადამიანებს ვინც ამისათვის არ არიან მზად. ალბათ ამ თეორიის მარტივი აღთქმა. დაუშვად და დაიბადა ღარიბი, რისთვის უნდა იწვალოს? ვენებს გადაიჭრის და შეიძლება მე2 ცხოვრებაში პატარკაციშვილის შვილი იქნება))) და ა.შ.

გეთანხმები რომ მასა არ არის მზად ირწმუნოს რეინკარნაციის მოვლენა და არც არის საჭირო, რადგან ბევრი მოუმწიფებელი ადამიანი მას დოგმების დონეზე დაიყვანს და ისევე დაამახინჯებს და შეცდომით განმარტავს როგორც დღეს ბევრი ბიბლიას განმარტავს და გვიქადაგებს. მათი გონება ვერ წვდება დაფარულ აზრს . ელემენტალური მაგალითი რომ ვთქვათ - ”ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ მეორე უნდა მიუშვირო”, ამას პირდაპირი მნიშვნელობით რომ გაიგებენ და რომ ვერ მიხვდებიან რომ აქ იგულისხმება ბოროტებაზე ბოროტებით არ უნდა უპასუხო, ასეთი ხალხი რომელ ეზოთერულ სიბრძნეს ჩაწვდება???


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jul 6 2007, 01:39 AM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრინციპში მასაზე შეიძლება არც იმოქმედოს რეინკარნაციის ცოდნამ ცუდათ...

როგორც სადღაც ფორუმზე წავიკითხე ეკლესიამ რეინკარნაცია "აკრძალა" სადღაც შუა საუკუნეებში, იმისთვის რო ხალხი უფრო კარგათ ემართა... ანუ მათი ფრინციპი არის იმაში რომ ერთხელ იბადები და მარტო ერთხელ გეძლევა შანსი და ისიც თუ არ იქნები ეკლესიის სამსახურში მეორე შანსი არ მოგეცემა და ბილეთი ჯოჯოხეთში))))...

იმაში გეთანხმები რო მერე აქ რაგაცას მოუგონებენ კიდე, ანუ თავის სასარგებლოდ გადააკეთებენ ყველაფერს)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 17 2007, 05:00 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი ახლა რაღაც ჟურნალს ვფურცლავდი და წავაწყდი ნარიყალას ეკლესიის დეკანოზ გიორგის ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს რეინკარნაციაზე და მეტად სუსტი არგუმენტებით უარყოფს მის არსებობას. აბა ვნახოთ რას ამბობს:

QUOTE
ის (რეინკარნაციის ფენომენი) ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრსიტიანული ცხოვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, ის ბოროტებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად დარჩება ადამიანის სულში. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. ამდენად სწორედ ცოდვაა ის ძალა რომელიც ”რეინკარნაციის ბორბალს” ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ რაღაც შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმოსურ მყოფობას და და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ახალი სხეულის ფორმირებისას.
ვერ გავიგე რატომ ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას? კი არ ამახინჯებს, პირიქით აძლიერებს და ანვითარებს. საინტერესოა როგორ უნდა გამოისყიდო ბოროტება მხოლოდ და მხოლოდ სინანულით და თუ არ ეცდები ის შედეგი გამოასწორო, რაც შენმა ბოროტმა საქციელმა სხვა ადამიანს მოუტანა? მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ასეთი მოთხრობა ”ორი შვილი”, იქ მთავარი პერსონაჟი ფიქრობს - ძალიან ცოდვილი კაცი ვარ აქ ერთი მეცხვარე შემომაკვდა, იქ ერთი კაცი მოვკალი, ახლა ამ კაცის მოკვლა მომიხდა, რომ ფული წამერთმია, მაგრამ არა უშავს წავალ ეკლესიაში, დავანთებ სანთელს, დავკლავ საკლავს, გულწრფელად მოვინანიებ და ყველაფერი მომეტევება whistling.gif ამის მსგავს სინანულზეა აქ ლაპარაკი. რეინკარნაცია კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ თუ ამ ცხოვრებაში ვერ მოვახერხეთ შეცდომის გამოსწორება, შემდეგ ცხოვრებაში ის ცოდვა მოგვევლინოს სხვადასხვანაირ დაბრკოლებად, რომელსაც თუ გადავლახავთ სულიერ განვითარების გზაზე წინ წავიწევით. მერე კი უფრო და უფრო ხვდები როგორ უნდა იცხოვრო და შესაბამისად ნაკლებ ბოროტებას ჩადიხარ.
დეკანოზი ამბობს, რომ რეინკარნაციის მიხედვით ცოდვას სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. არ შეიძლება რა ყველაფრის ასე გამარტივება. უნდა დავივიწყოთ ტერმინები ”სასჯელი”, ”ჯოჯოხეთი” და მისთანა სისულელეები. ადამიანს არავინ სჯის და ემუქრება. ის თავად ქმნის თავის აწმყო თუ მომავალI არსებობის ფორმებს. თავად ქმნის თავის სულიერ მდგომარეობას, რომელიც მისთვის შეიძლება ჯოჯოხეთიც აღმოჩნდეს და სამოთხეც. ადამიანი ბოროტებისთვის სასჯელად კი არ იღებს მომდევნო გარდასხეულებას, არამედ ეძლევა შანსი, საშუალება რომ ეს ბოროტება გამოასწოროს და განვიტარდეს. შესაბამისად რატომ უნდა აღიქვას ცოდვა ”დაღუპვად და ქაოსად”?

შემდეგ დეკანოზი თავად აკეთებს ვიღაც ბუდისტის ციტირებას:
QUOTE
”ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში იგიც, ანუ ეს გოგონა ანალოგიურად მოიქცა”

მერე კომენტარს აკეთებს:
QUOTE
კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება ბოროტების შენახვის კანონს იღებს. ე.ი გამოდის, რომ ჩვენ მიერ და სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმული კანონისთვის უცხოა ბიბლიიდან სიტყვები: შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე


მერე რა არის აქ გასაკვირი? რა თქმა უნდა ”ბოროტება შეინახება” და მისი ცხოვრების ერთ-ერთ კარმად იქცევა. არ მახსოვს მგონი ნიუტონთან წავიკითხე. აღწერილია ასეთი შემთხვევა: ქალს დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი. ფსიქოლოგმა ტრანსში ჩააგდო და გაიხსენა რომ წინა ცხოვრებაში აბორტი გაიკეთა და ამის შედეგს იმკობდა. მერე ალბათ ქვეცნობიერად მიხვდა ჭეშმარიტებას და ამის შემდეგ აი რა გააკეთა: იშვილა ბავშვი, დედობრივი სიყვარული მისცა, რის შემდეგადაც თავად გაუჩნდა საკუთარი. ვსიო, გამოსყიდულია ის ბოროტება, ქალმა დაძლია ის დაბრკოლება, რაც წინა ცხოვრებით შეიქმნა და სულიერი განვითარება გააგრძელა. გაქრა მის მიერ ჩადენილი ცოდვა! აბა რას მოუტანდა მხოლოდ და მხოლოდ გაუთავებელი სინანული, სინანული და სინანული????.........................
მეთანხმებით? ვისი არგუმენტები უფრო მყარია? smile.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
andrade
post Aug 6 2007, 09:46 AM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 39
Joined: 6-August 07
Member No.: 53

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
andrade
post Aug 6 2007, 09:54 AM
Post #27


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 39
Joined: 6-August 07
Member No.: 53

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 6 2007, 11:30 AM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ეგრე იმდენ ცოდვას ჩავიდეეენ იმ იმედით რომ შემდეგ ცხოვრებაში მოვინენიებ რო რავიცი.. უაზრობაა ამის დაჯერება უბრლოთ

ეგ არის ძალიან გამარტივებული ხედვა. მაშინ ასე ვთქვათ: მაგ ლოგიკით ადამიანი ჩაიდენს ცოდვას და იტყვის, კარგი არ მწამს რეინკარნაციის, მაგრამ მწამს ქრისტიანული სწავლების რომელიც მეუბნება რომ ცოდვის მონანიება ჩემს სიცოცხლეშივე შემიძლია. შესაბამისად ჩავიდენ ცოდვებს, მაგრამ ამავე ცხოვრებაში გამოვისყიდი სინანულით, ჩავიდენ და მოვინანიებ, ჩავიდენ და მოვინანიებ,
რაღატომ ველოდო შემდეგ ცხოვრებებს.....
არც ეზოთერია და არც ქრისტიანული სწავლება არ არის ასეთი ზედაპირული


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Aug 7 2007, 03:45 PM
Post #29


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(andrade @ Aug 6 2007, 10:54 AM) *
გაქრა მის მიერ ჩადენილი ცოდვა! აბა რას მოუტანდა მხოლოდ და მხოლოდ გაუთავებელი სინანული, სინანული და სინანული????......................... რას მოუტანდა და ცოდვის მონანიებას და სასუფეველს ცათას..
ეგრე იმდენ ცოდვას ჩავიდეეენ იმ იმედით რომ შემდეგ ცხოვრებაში მოვინენიებ რო რავიცი.. უაზრობაა ამის დაჯერება უბრლოთ wink.gif


საქმე იმაშია, რომ შენ ცოდვას ვერ გაექცევი (ბუმერანგივით დაგიბრუნდება) და სულიერი ზრდის გზას ვერ დაადგები ამ გზით თუ იცხოვრე.
ცოდვის მონანიება კი მესმის ასე - როცა ადამიანი მოინანიებს ცოდვას, ის გააცნობიერებს, რომ ჩაიდინა ცუდი საქციელი და იტანჯება რადგან წარსულს ვერ დააბრუნებს. მაგრამ შეეცდება რაღაცნაერად თავისი შემდგომი კეთილი საქციელით გამოასწოროს ჩადენილი და პრინციპში სულიერად იზრდება.


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
INA
post Aug 13 2007, 10:20 AM
Post #30


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 113
Joined: 13-August 07
Member No.: 57

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრს გქონიათ ალბათ ცხოვრებაში ის მომენტი როდესაც რაღაც ხდება თქვენს გარშემო და ისეთი შეგრძენბა გაქვთ,რომ ეს უკვე მოხდა -დეჟა ვუ - ზე ვამბობ. ეს სწორედ იმის მანიშნებელია,რომ თქვენ უკვე როდისაღაც მართლა იყავით ამ მომენტში,კიდევ დაიბადეთ და იგივე გზა განვლეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
andrade
post Aug 16 2007, 09:15 AM
Post #31


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 39
Joined: 6-August 07
Member No.: 53

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(INA @ Aug 13 2007, 10:20 AM) *
ბევრს გქონიათ ალბათ ცხოვრებაში ის მომენტი როდესაც რაღაც ხდება თქვენს გარშემო და ისეთი შეგრძენბა გაქვთ,რომ ეს უკვე მოხდა -დეჟა ვუ - ზე ვამბობ. ეს სწორედ იმის მანიშნებელია,რომ თქვენ უკვე როდისაღაც მართლა იყავით ამ მომენტში,კიდევ დაიბადეთ და იგივე გზა განვლეთ.

smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 18 2007, 12:27 AM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
da es marTla gjera? jawdrop.gif

მაგაზე ინას შეუძლია გიპასუხოს - და შენ მართლა გჯერა რომ დედამიწაზე ერთხელ იბადები? jawdrop.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
andrade
post Aug 19 2007, 04:29 PM
Post #33


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 39
Joined: 6-August 07
Member No.: 53

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 22 2007, 12:13 AM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა, რომ რეინკარნაციის შემთხვევები დასტურდება დოკუმენტურადაც. ჰიპნოზის ქვეშ ადამიანები იხსენებენ წინა ცხოვრებებს შემდეგ კი ეს გადამოწმებულა ძველ არქივებში და აღმოუჩენიათ რომ ასეთ ადამიანს მართაც უცხოვრია რომელიღაც ქვეყანაში, სოფელში და ა.შ. ასევე რეინკარნაციის ნათელი დადსტურებაა როდესაც ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანი გაუგებარ ენაზე იწყებს მეტყველებას. აღწერილია ასეთი შემთხვევა როცა 6-7 წლის ინგლისელმა გოგონამ დაიწყო რაღაც ენაზე საუბარი რომელიც აღმოჩნდა შვედური. მოძებნეს შვედი, რომელმაც დაადასტურა რომ იგი მართლაც გამართული შვედურით საუბრობდა. ასეთი ერთი და ორი არ არის. მაიკლ ნიუტონის წიგნში ძალიან ბევრი შემთხვევაა მოყვანილი მაგრამ იგი ამას დოკუმენტურად არ ამოწმებს. თუმცა არც არის საჭირო, იგი ამისთვის არც დაწერილა


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
andrade
post Aug 22 2007, 09:05 AM
Post #35


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 39
Joined: 6-August 07
Member No.: 53

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 22 2007, 03:39 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფსიქოთერაპიის კურსის დროს ჰიპნოზის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს შესაძლებელი ხდება ექიმმა დაადგინოს პაციენტის შიშების, კომპლექსების საფუძველი, მიაკვლიოს იმ ფსიქოლოგიურ ტრავმებს რომელიც მან ბავშვობაში განიცადა და აღარ ახსოვს. ქვეცნობიერში კი ყველაფერი ინახება და ექიმი მისი საშუალებით საკმაოდ წარმატებით მკურნალობს ასეთ ადამიანებს. ჩვენ ამ შემტხვევაში გვაინტერესებს ჰიპნოზი ჩვენი წინა ცხოვრებების გასახსენებლად, ეს კი ალბათ იმაში დაგვეხმარება რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი ამჟამინდელი დანიშნულება....

QUOTE
არაეკლესიური ადამიანი, რომელიც მხოლოდ მექანიკურად არსებობს, ადვილად ემორჩილება ბრძანებებს, გარეშე ზემოქმედებას, მასზე ამგვარი შეფარული შთაგონება ადვილად მოქმედებს. ხოლო ცხოვრებისადმი შეგნებული დამოკიდებულება, მტკიცე რწმენა, ეკლესიურობა, ღვთის შეწევნის სასოება ადამიანის სულს გარეშე შემოჭრებისაგან საიმედოდ დაიცავს


მე არაეკლესიური ადამიანი ვარ თუმცა მექანიკურად ნამდვილად არ ვარსებობ და ვერანაირი შთაგონებაც ჩემზე ვერ მოქმედებს. სამწუხაროდ ხშირად სწორედ ეკლესია აქცევს სუსტი ნებისყოფის და შთაბეჭდილებიან ადამიანებს მავნე გავლენის ქვეშ და ფანატიკოსებად აქცევს. ეს ძალიან ცუდია.
მაგ: იმ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო კინოში რომ დაპატიჟებ და გიპასუხებს ჯერ ჩემ მოძღვარს უნდა ვკითხო ნებართვა და კურთხევაც ავიღოო..... smile.gif))))))))))) მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.......


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
TT111
post Aug 22 2007, 04:18 PM
Post #37


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 87
Joined: 1-May 07
Member No.: 32

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰიპნოზი ნეიტრალური ინსტრუმენტია. მას სიკეთისთვის გამოიყენებს, თუ ბოროტებისთვის, ადამიანზეა დამოკიდებული

QUOTE(andrade @ Aug 22 2007, 09:05 AM) *
„ვინაიდან ჩვენი სხეული გაუხეშდა, უძლურნი გავხდით, გრძნობისმიერ დონეზე ვიხილოთ სულიერი არსებები“.

შენი აზრი მაინტერესებს, სხეულის გაუხეშება როგორ გესმის? "ტყავის სამოსამდე" რა სახით არსებობდა ადამიანი?

QUOTE
ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ
ამაზეც მაინტერესებს

QUOTE
უფალმა შეგნებულად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე სარგებლისათვის მოგვაკლო უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება

გეთანხმები, მაგრამ როდესაც ეს საშუალება უჩნდება ადამიანს, ეს უფლის ნების გარეშე ხდება? როგორ შეიძლება რამე მისი ნების გარეშე ხდებოდეს?

QUOTE
„ძველად, შუა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი“.
ეს ის მაგები და ჯადოქრებია, რომლებსაც ფიზიკურად ანადგურებდა ეკლესია შუა საუკუნეებში? როგორც ჩანს მაშინ ქრისტეს მოძღვრება დროებით დაივიწყეს განსხვავებული მსოფლმხედველობის გასანადგურებლად.

QUOTE
ის (რეინკარნაციის ფენომენი) ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრსიტიანული ცხოვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, ის ბოროტებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად დარჩება ადამიანის სულში. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. ამდენად სწორედ ცოდვაა ის ძალა რომელიც ”რეინკარნაციის ბორბალს” ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ რაღაც შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმოსურ მყოფობას და და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ახალი სხეულის ფორმირებისას.


სწორედ რეინკარნაციის შესახებ ინფორმაციის განადგურებით და დამალვით იყო დაკავებული ეკლესია მისი შექმნის დღიდანვე, რადგან ის ადამინი რომელმაც იცის რეინკრანაციის, შესახებ არ აყვება სამუდმაო სატანჯველის, მრისხანე ღმერთის და სხვა შიშის პროპაგანდას. დაშინების და დამონების იდეოლოგია ყოველთვის იყო მმართველი წრეების ინსტრუმენტი. იმის ცოდნა , რომ ეს შენი ერთადერთი შანსი არ არის ამ სამყაროში და შენი კეთილდღეობა ამ ცხოვრებაში და შემდგომებში იმასთანაა პირდაპირ კავშირში, თუ როგორ მოექცევი სხვებს, ამცირებს ეგოისტურ მოთხოვნილებებს, მატერიალური კეთილდრეობისკენ სწრაფვას სხვების ხარჯზე. ეს უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე დაშინება. დაშინებას ყოველთვის ერთი მიზანი აქვს, გამონაკლისების გარეშე - რომ მოხდეს ჩვენით მანიპულირება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 23 2007, 12:13 AM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
სწორედ რეინკარნაციის შესახებ ინფორმაციის განადგურებით და დამალვით იყო დაკავებული ეკლესია მისი შექმნის დღიდანვე, რადგან ის ადამინი რომელმაც იცის რეინკრანაციის, შესახებ არ აყვება სამუდმაო სატანჯველის, მრისხანე ღმერთის და სხვა შიშის პროპაგანდას. დაშინების და დამონების იდეოლოგია ყოველთვის იყო მმართველი წრეების ინსტრუმენტი.

მართალი ხარ. აქვე ჩნდება კითხვა რაში სჭირდება ეს ეკლესიას? ნაწილობრივ შენ პასუხობ ამ კითხვას. რომ მასა ადვილად მართოს და რაც სურს ის ჩააგონოს. ასევე რატომ კრძალავს ჰიპნოზს? ფაქტიურად უკრძალავს ადამიანს თავი ღრმად შეიცნოს და საკუთარ ქვეცნობიერს ჩაწვდეს. იმიტომ რომ ადამიანი მაშინ უფრო დამოუკიდებელი გახდება, განვითარების მაღალ საფეხურზე ავა და შეიძლება თქვას - იცით, მე ასე ვფიქრობ....ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ბევრი რამ გავიგე და შევიცანი.... მაგრამ თუ ყველა ასე იტყვის, მაშინ ხომ მასა აღარ იარსებებს, შესაბამისად მისი მართვაც გაძნელდება.
გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, ხალხს არწმუნებდნენ რომ უფალი არ არსებობს და პარტიაა უფალი, ამიტომ მისი სიტყვა კანონია. ძალიან არ მინდა ამ პარალელის გავლება, მაგრამ მიხდება.....


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Aug 23 2007, 11:16 AM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(andrade @ Aug 22 2007, 10:05 AM) *
ჰიპნოზი ფართო გზას უხსნის ადამიანზე ზემოქმედების შესაძლებლობებს. ეს ზემოქმედება ხდება არა მხლოდ მის ფსიქიკაზე, არამედ ადამიანის ღრმა სულიერ სტრუქტურებზე.

სწორედ ამიტომ ეკლესიას ჰიპნოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ღირსი ბარსანოფი ოპტელი ამტკიცებდა: „ჰიპნოზი - ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა“. ღირსი ნექტარიოს ოპტელი კი ამბობდა: „საშინელი რამაა ჰიპნოზი. იყო დრო, როცა ადამიანებს ეშინოდათ და გაურბოდნენ მას, ახლა კი მისით გატაცებულნი არიან. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამგვარი ცოდნა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში იმ საფარით, რომ, თითქოსდა, კაცობრიობისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია“. დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო აღნიშნავდა, რომ „ძველად, შუა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი“. ჰიპნოზის მხილებასა და მისი მეშვეობით განხორციელებულ „კურნებებს“ უძღვნიდა თავის შრომებს მღვდელმონოზონი სერაფიმე როუზი. ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი) წერდა: „შეუძლებელია უარყოფა იმისა, რომ ჰიპნოზისტები ამ დროს ეშმაკის ძალას იყენებენ“. ჰიპნოზში სულიერი სამყაროს ბნელი ძალები გამოიყენება.

ზოგჯერ მიმდინარეობს შთაგონება ადამიანის სურვილის გარეშეც. ამ მეთოდით ხშირად სარგებლობენ მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი პროპაგანდისას.


ჩემი აზრით ჰიპნოზი ხელოვნური ჩარევაა ადამიანში - როგორც ოპერაცია, ოღონდ იქ უფრო ღრმად უფათურებენ ხელებს! და ვაი თუ კარგი ”ქირურგი” არ შეგხვდა! lol.gif (სასაცილო ნამდვილად არაა)
და საერთოდ, მე ყველაზე კარგი ჰიპნოტიზიორი ვიცი -ეს საკუთარი თავია და სულ არ არის საჭირო გარეშე პირების შეშვება საკუთარ ქვეცნობიერში! შეიცან თავი შენი- ეს ყოვლად საკმარისია! (თან შორს წასვლა არ დაგჭირდება wink.gif )
და რა თქმა უნდა არ მიკვირს ჰიპნოზის უარყოფითიც, ეს ლოგიკურია, როდესაც ადამიანი უშვებს სხვას თავისში, ის გაუცნობიერებლად მას აკისრებს პასუხისმგებლობას! (რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად ხელს აწერს დამოკიდებულებას) და ის უარყოფითი გავლენები უბრალოდ ამის შედეგია..
ადვილია მოსთხოვო სხვას, და რა ძნელია შენი თავის წინაშე აგო პასუხი?! dash2.gif

მგონი გავიდა ის დრო, როდესაც მანდამაინც დაშინება არის საჭირო, თითქოს ადამიანი უგნური ცხოველი იყოს და არ შეეძლოს თავად გაერკვიოს თუ რა არის კარგი და ცუდი! რა საჭიროა მანდამაინც დამუქრება??? unsure.gif

და შენ რა გგონია andrade, რომ დაცული ხარ ზეგავლენისგან? არ გამაცინო hilarioustu8.gif
ამ სისტემაში სხვანაერად შეუძლებელიცაა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ smile.gif , ბოლოს და ბოლოს სასწაულებიც ხომ ხდება! biggrin.gif

QUOTE(old_man @ Aug 22 2007, 04:39 PM) *
მე არაეკლესიური ადამიანი ვარ თუმცა მექანიკურად ნამდვილად არ ვარსებობ და ვერანაირი შთაგონებაც ჩემზე ვერ მოქმედებს. სამწუხაროდ ხშირად სწორედ ეკლესია აქცევს სუსტი ნებისყოფის და შთაბეჭდილებიან ადამიანებს მავნე გავლენის ქვეშ და ფანატიკოსებად აქცევს. ეს ძალიან ცუდია.
მაგ: იმ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო კინოში რომ დაპატიჟებ და გიპასუხებს ჯერ ჩემ მოძღვარს უნდა ვკითხო ნებართვა და კურთხევაც ავიღოო..... smile.gif))))))))))) მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.......


იცი old_man მგონი შენ მაინც ეკლესიური ადამიანი ხარ და აი, რატომ - ეკლესიურობა ჩემი გაგებით არ ნიშნავს იარო ეკლესიაში, არამედ ეკლესია არის თვითოეული ჩვენთაგანის გულში და მთავარია იქ ”ვიაროთ” ხშირად და ვესაუბროთ (ვილოცოთ) ღმერთს!
და ტაძარში სიარული კი ამის მტკიცებულებაა ფიზიკურ პლანზე!
ეკლესიაში სიარული ადამიანებს ეხმარება მოწყდეს ყოველდღიურ ფაციფუცს და კონცენტრაცია მოახდინოს, რათა ესაუბროს ღმერთს და გაძლიერდეს სულიერად, ხოლო მოძღვარი ამ გზაზე ეხმარება!

მეც გავლილი მაქვს ეს გზა და კურთხევებზე სირბილი სულაც არ არის დასაცინი!
არსებობს მრავალი გზა ღმერთთან მისასვლელი და ერთ-ერთი მაღთმადიდებლობაა (კარგად ”გატკეპნილი” და ძლიერი), მაგრამ რელიგიების უარყოფით მხარედ ის მიმაჩნია, რომ ყველა ამტკიცებს: მარტო მე მიგიყვან ღმერთთან და სხვა დანარჩენი ცრუა!!!!!
განა ასეთი დაყოფა შეიძლება? ჩვენ ხომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ და ნუთუ მამა გაიმეტებს, რომელიმეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქრისტიანი არ არის???
ღმერთი სიყვარულია (და არა ვიღაც ჯოჯო, ბოდიშით ამ გამოთქმისთვის) და მან თავისუფალი ნება მოგვცა! რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ აკეთო საშინელებები wink.gif

ახლა ”იასნია” რომელიმე სექტაში ”ჩამწერს” ზოგიერთი Just_Cuz_01.gif

QUOTE(TT111 @ Aug 22 2007, 05:18 PM) *
ეს ის მაგები და ჯადოქრებია, რომლებსაც ფიზიკურად ანადგურებდა ეკლესია შუა საუკუნეებში? როგორც ჩანს მაშინ ქრისტეს მოძღვრება დროებით დაივიწყეს განსხვავებული მსოფლმხედველობის გასანადგურებლად.
სწორედ რეინკარნაციის შესახებ ინფორმაციის განადგურებით და დამალვით იყო დაკავებული ეკლესია მისი შექმნის დღიდანვე, რადგან ის ადამინი რომელმაც იცის რეინკრანაციის, შესახებ არ აყვება სამუდმაო სატანჯველის, მრისხანე ღმერთის და სხვა შიშის პროპაგანდას. დაშინების და დამონების იდეოლოგია ყოველთვის იყო მმართველი წრეების ინსტრუმენტი. იმის ცოდნა , რომ ეს შენი ერთადერთი შანსი არ არის ამ სამყაროში და შენი კეთილდღეობა ამ ცხოვრებაში და შემდგომებში იმასთანაა პირდაპირ კავშირში, თუ როგორ მოექცევი სხვებს, ამცირებს ეგოისტურ მოთხოვნილებებს, მატერიალური კეთილდრეობისკენ სწრაფვას სხვების ხარჯზე. ეს უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე დაშინება. დაშინებას ყოველთვის ერთი მიზანი აქვს, გამონაკლისების გარეშე - რომ მოხდეს ჩვენით მანიპულირება.

გეთანხმები TT111, მართალია ეკლესია (თვალი, რომ გადავავლოთ ისტორიას) ქრისტეს და ღმერთის სახელით მრავალ სისასტიკეს სჩადიოდა! (თუნდაც ჯვაროსნული ომები, რომელიც სუფთა პოლიტიკური ხასიათისა იყო..)
თავითონ ქრისტეს მოძღვრება ძალიან ძლიერია, მაგრამ სულ სხვა საკითხია ვის ხელში მოხვდება იგი?


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
andrade
post Aug 23 2007, 11:12 PM
Post #40


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 39
Joined: 6-August 07
Member No.: 53

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

44 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:59 PM