IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> მოხეტიალე
ano
post Feb 5 2017, 01:20 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





წყარო: http://masterkosta.com/book/Otkrovenie_Strannika.pdf

მოხეტიალე
წაკითხვის შემდეგ ჩემს შესახებ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები, თუ ვინ ვარ, რამდენად სანდოა მოტანილი ინფორმაცია. ჩემი სახელი, გვარი ასაკი და ა.შ. არაფერს გეტყვით ჩემს შესახებ ამიტომ ამ თემაზე ჩაღრმავებას აზრი არა აქვს. გარეგნობაც ჩვეულებრივი მაქვს (თუ არ ჩავთვლით გამოხედვას), არაფრით გამოვირჩევი თქვენგან, ამიტომ ჩემს ძიებას ხალხის მასაში აზრი არა აქვს. გარეგნულად უბრალოდ ადამიანი ვარ, ხოლო თვალებში თქვენ ჩვეულებრივ არ იყურებით, ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ დაინახავთ, იოლი წარმოსადგენი რომ ვიყო მაგალითად ვიქნები 30 წლის, რუსეთში მცხოვრები ვინმე ვანია. ხოლო ვისთვისაც მნიშვნელოვანია სტატუსები და რელიგიური კუთვნილებები, მაშ წარმოგიდგებით: „გამარჯობათ, მე მოხეტიალე ვარ“, ანუ მაღალი სიმკვრივის არსება. ამ ადამიანურ სხეულში მე ვიმყოფები ჩანაცვლებით მოლაპარაკების თანახმად 2011 წლიდან, განუსაზღვრელი ვადით. თქვენთან რთულია, ხოლო ძალა ყველას უსაზღვრო არ გააჩნია. ბოლოს დაწვრილებით მოგითხრობთ ჩემზე და ჩემნაირებზე, საერთო განვითარების მიზნით.
(კაცობრიობას) ხალხს არ გააჩნია ნების თავისუფლება, და მთელი ისტორიის მანძილზე მისკენ ისწრაფვიან. რა არის ეს მისწრაფება, რატომ და საიდან ჩნდება, _ ამის ახსნას შევეცდები. ეს წიგნი დაწერილია გასაგები და უბრალო ენით, რთული სიტყვათა წყობის გარეშე, მაგრამ ამავე დროს იგი თქვენს ტვინს აიძულებს გამოეთიშოს მრავალჯერ. ამიტომ ასეთ მომენტებში საჭიროა დაუბრუნდეთ წინა გვერდს, გადაიკითხოთ ტექსტი ისევ და ისევ, სანამ თქვენი გონება მას არ გაიგებს. ეს მომენტი იქნება ცნობიერების გამონათება _ „ვაა, გავიგე!“ იმედი მაქვს ჩემი ცოდნა და შრომა სასარგებლო იქნება ადამიანებისათვის

შესავალი.
კაცობრიობა_ ეს არის ექსპერიმენტი, მისი მიზანია გაზარდოს განსაზღვრული სულები (მართალი არსებები). გარეგნობას არა აქვს მნიშვნელობა, ახლა ის ვისაც თქვენ ხედავთ სარკეში, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი მათგანი. რეალურად თქვენ ყველანი ერთნაირად გამოიყურებით, მთლიანის იდენტური ნაწილები ხართ. თქვენ განგასხვავებენ ენერგეტიკულად, პერსონალური კოდით (ის უნიკალურია) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერის პოვნა წამიერად ხდება. ამავე კოდს შესაძლოა ვუწოდოთ ბედი, აკაშის ქრონიკები, დანიშნულება და ა.შ. მათი არსი ერთია. აქ მთავარია გავიგოთ, რომ ყველა ერთის ნაწილია, აბსოლტურად იდენტურნი, აქ ყოფნის მიზანია გზის გავლა. გზა თავისთავად ირჩევა დასაწყისში, ასე რომ არაფერია ბედის ბრალი, რაც გვსურდა ის მივიღეთ, ტანჯვაც არ ღირს, რადგან ეს არავის სჭირდება. გზის ნორმალურად სწორად გავლის შემთხვევაში, ადამიანი ბედნიერია, თუ ის განიცდის ტანჯვას, ესეიგი გზას გადის არასწორად, შეცდომებით. თქვენი ემოციები_ ესაა როგორც ნერვული დაბოლოებები, როდესაც გტკივათ, ესეიგი არაა ამის გაკეთება საჭირო, როდესაც ბედნიერი ხართ ესეიგი სწორ გზაზე ხართ. ამიტომ ჩვენთვის სიველურეა იმის ყურება თუ როგორ ირჩევთ თავად ტკივილის და ტანჯვის გზას თქვენივე უვიცობით, ეს ისეთივე სიველურეა ვთქვათ თქვენ რომ შეხედოთ როგორ ჰყოფს ცეცხლში ხელს ადამიანი და უკვირს რომ მტკივნეულია, ხოლო დამნაშავედ მიიჩნევს მას ვინც ამას არ აკეთებს. იმედია ეს გასაგებია. ასევე თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი იარაღი_საერთო ცოდნა. საკმარისია მხოლოდ რომ ყველამ მოინდომოს რაღაცის შეცვლა, და ასეც მოხდება. სწორედ საერთო ცნობიერებისათვის მიდის ბრძოლა, თქვენთვის ცნობილი კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ადამიანთა სულებისათვის. იმისათვის რო გაიგოთ თუ როგორ მუშაობს ეს, მაშინ გაიხსენეთ როგორ გამოიყურება მედუზა საცეცებით. თქვენ საცეცი ხართ, მედუზა_ ერთიანი მთელი (ერთიანი შემოქმედი, გონი, შემქმნელი, ლოგოსი, ღმერთი). რაც უფრო შევარხევთ საცეცს, მით უფრო მტკივნეულია და ყურადღებას მიაქცევს მას, ან დაანორმალიზებს შეგრძნებებს. ასევე იქცევა ადამიანი და ნებისმიერი არსება, იმიტომ რომ შექმნილია ხატად და მსგავსად, და სხვაგვარად ვერ იქნება. ეს ასე ვთქვათ ძირითადი გაგებაა. აქედან დასკვნა: როდესაც ბედნიერი ხარ _სწორ გზაზე ხარ, ხოლო როცა ტანჯვა და ტკივილია, მაშასადამე რაღაცის შეცვლაა საჭირო, თუ არადა უარესი იქნება.

სქრუქტურა
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ადამიანი (თქვენთვის ეს ტერმინი უფრო მარტივი გასაგებია, თუმცა ეს არასწორია, მაგრამ არაუშავს) წარმოადგენს ენერგეტიკულ სუბსტანციას, გამკვრივებლს ბოლოში (уплотняющуюся к низу), ანუ მას რასაც თქვენ ხედავთ, შეიგრძნობთ და ა.შ. თქვენი სამყარო _ ესაა ყველაზე დაბალი რაც კი არსებობს. მე კი ასე გამოვხატავდი: თქვენი სამყარო _ ესაა დიდი კოსმოსური სამრეცხაო, ყველაზე ცუდების თავშესაყრელი, რომელსაც განავლის გარდა არაფრის წარმოება არ შეუძლია.
გამოგზავნილი ხართ თქვენ აქ იმისათვის გაიგოთ, რომ ეს განავალი _ ცუდია. თქვენი აქ ყოფნის ვადა განუსაზღვრელია, გამოსწორებამდე. სწორედ ამიტომაა აქ ამდენი საპყრობილე და არსებობს გაგება გამოსწორება და დასჯა__ ყოველივეს აქვს მსგავსი სახე. ასე რომ თქვენი სხეული ესაა ენერგეტიკული კოლტი ერთტონალური ფერის (იდეალურ მდგომარეობაში). თქვენი სხეულის ფერი დამოკიდებულია ემოციურ მდგომარეობაზე, დაბერების საკითხზე, ავადმყოფობაზე და წვრილმანებს პირდაირი კავშირი აქვს ამასთან. ემოცია _ არ არის ლოგიკა, ისინი წარმოიშვებიან მზის წნულში, მაგრამ არანაირად თავში, მათი წარმოშობის თანმიმდევრულობაა _ ჯერ ემოციები, შემდეგ ფიქრები, და არა პირიქით. ყველაფერი რასაც საფუძვლად აქვს თავისი ლოგიკური აზრი, ხოლო შემდეგ განცდილი ემოცია, არის ტყუილი, საკუთარი თავის მართვას მივყავართ ტანჯვამდე. ტვინი (ლოგიკა) შექმნილია რომ ემსახუროს ადამიანს, და არა პირიქით. თუ ისინი (ფიქრები) იბადებიან და მივყავართ ტანჯვამდე _ განდევნეთ ისინი, გააკეთეთ ყველაფერი პირიქით, რაოდენ სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს, როგორი თვითგამართლებაც არ უნდა ქონდეთ მათ _ისინი არ არიან თქვენი, თქვენ გმართავენ, თქვენ გაიძულებენ იტანჯოთ. ამის დანახვას უმეტესობა თქვენგანი ვერასოდეს ვერ შეძლებს, ისინი თქვენთვის სხვა რეალობაში არიან, მაგრამ ისინი არიან და ისინი თქვენი მმართველები არიან. იდეალური მონობა ესაა მონა რომელიც ფიქრობს, რომ ის თავისუფალია, და აკეთებს ყველაფერს რომ დარჩეს მონად. ენერგეტიკულ პლანზე ეს გამოიყურება როგორც შავი კოლტები თავზე ძაფებით, და ადამიანები როგორც მარიონეტები, რომლებსაც ამოძრავებენ როგორც სურთ. მაგრამ ეს მმართველები არ არიან უძლიერესები. მათ შესაძლოა და საჭიროა რომ შევეწინააღმდეგოთ, და დროთა განმავლობაში ისინი შეგვეშვებიან, ეს არ არის მარტივი, მაგრამ სხვა გზა არ არის. როგორც სირაქლემამ რომ ჩავრგოთ თავი მიწაში და წარმოვიდგინოთ რომ ბედნიერება არ დანახვაშია. ყველა ვინც ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ ჩემი სიტყვები იმედს გაგიცრუებთ. ეს შეუძლებელია, რადგან ცხოვრება თქვენთვის შექმნის მუდმივგანმეორებადი მოვლენების ჯაჭვს, სანამ ამ ნეხვში ცურვა არ მოგბეზრდებათ. საკუთარი თავისგან ვერ გაიქცევი, საკუთარ თავთან მხოლოდ მისვლაა შესაძლებელი, ესაა ბედნიერების გზა.

მაგალითები.
ახლა ერთერთ ემოციაში (ალბათ სწორად ვთარგმნე) ეძებეთ სიყვარული, ის არის, ხოლო როდესაც იპოვით მიიღეთ ის, განდევნეთ ყველაფერი რაც მას გართმევთ, და ყველაფერი გააკეთეთ მის შესანაჩუნებლად და გასამრავლებლად, ეს ერთადერთი გზაა რომ თავი დააღწიოთ დახურულ წრეს. მასში დარჩენაც არ გამოვა, საკითხავია რამდენი ტანჯვა და ყკივილი უნდა აიტანო სანამ არ მოგბეზრდება. ხოლო შემდეგ ნათელი გახდება, რომ გამოსავალი ყოველთვის იქვე იყო, მხოლოდ ხელი გაიწოდე. შემდეგ, იტირებთ, იცინებთ, ლამის მოკვდეთ ადრე დაბლოკილი ემოციების ამოფრქვევით, ეს ერთ კვირაში გაივლის და ყოველივე შეიცვლება. ხოლო შემდეგ გაიხსნება მთელი სამყარო, შეგიძლიათ დაჯდეთ ხის ძირში და თავი ჩათვალოთ გასხივოსნებულად. მაგრამ ჯერ ისევ მონები ხართ, იმართებით 24/7, 365 დღე წელიწადში მთელი ცხოვრება. ის გიშვებთ მხოლოდ სიკვდილამდე 15 წამით ადრე, რადგან აღარ ჭირდებით, გტოვებს როგორც უსარგებლლო ნაგავს, ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მთელს თქვენ ცხოვრებას შეხედოთ თავისუფალი თვალით, თითქოს გვრდიდან.

(გაგრძელება იქნება) rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 8 2017, 01:43 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შინაგანი დიალოგი
„გამარჯობა, მეგობარო. ახლა ვიცი, რომ ხარ, და შენ იცი, რომ მე ვიცი შენს შესახებ. მე შენ გხედავ. ახლა შენ გეშინია.“
ადამიანი იბადება თავისუფალი და ძალიან ძლიერი, ამიტომ საჭიროა დრო მის დასასუსტებლად, რომ ჩავრთოთ სისტემაში (მატრიცაში). ბავშვები ცხოვრობენ მის გარეშე. ჩართვის შემდეგ კი ჩნდება, თავდაპირველად როგორც იშვიათი გამოძახილი, შემდეგ დროთა განმავლობაში, სრულ კონტროლს იღებს ცნობიერებაზე და ცვლის მას საკუთარით. შეეცადეთ მის დაჭერას და შენიშნავთ, რომ მას აქვს სხვადასხვა ხმები, ტემბრები, და მასზეა დამოკიდებული თქვენი მდგომარეობა, ემოციები, მოქმედებები _ მთელი ცხოვრება. ყველაზე დიდ მტრად თქვენ თავად ითვლებით. გენიალურია, ხომ მართალა. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ შესაძლოა სხვაგვარადაც იყოს.
ზოგჯერ მე ვურთიერთობ ადამიანებთან, ვაღიარებ მათთან რომ ის მე საერთოდ არ გამაჩნია ფიქრები, თქვენთვის ჩვეულებრივი გაგებით. არც კი ვიცი რას ნიშნავს დაგეგმო შენი მომდევნო სიტყვა. ახლაც ამ წიგნის დაწერის დროს, ყველაფერი თავისთავად ხდება, არ განსხვავდება ცოცხალი ურთიერთობისაგან. უბრალოდ ვწერ რაც ვიცი და რასაც ვგრძნობ, ისე როგორც მინდა, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გაერშე. იმ მომენტში, როცა ნებისმიერი თქვენგანი ხვდება უცხო აზრების არსებობის ფაქტს საკუთარ თავში, ანუ იჭერს ოპერატორს „სამუშაოზე“, მაშინ ის (ოპერატორი) იწყებს დამალვას, დროებით გამოირთვება, იცვლის ხმას (მამაკაცურს ქალის ხმაზე). იმალება უამრავი პრობლემის უკან, რომლებიც იმწამსვე ჩნდებიან. თუ ეს არ შველის ზემოქმედება ძლიერდება ადამიანების და მოვლენების გამოჩენით: ნათესავების ნოტაციებით, პრობლემებით და ა.შ. რაც უფრო ძლიერი არიან ისინი, ე.ი. მით უფრო ძლიერი ხართ თქვენ სისტემისათვის. ასეთ მომენტებში არ იცი რა დაიჯერო და რა ჩათვალო სიმართლეთ, არის მხოლოდ ეჭვები და პრობლემები. საჭიროა იხელმძღვანელო სიყვარულის და სიხარულის ემოციებით. წადით იქ სადაც და ვისთანაც ბედნიერი ხართ, და დაივიწყეთ ყველაფერი, რაც არ უნდა იყოს. როდესაც მოხვდებით საჭირო ადგილასა და გარემოცვაში ყველაფერი იცვლება, ყველა აზრი გაქრება, პრობლემები უმნიშვნელო გახდება, თქვენ ისვენებთ, ამ დროს გმფარველობენ. ამ ადამიანებისათვის ეს მარტივი არ არის. ისინი ფაქტიურად ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ, დამხმარეები, მასწავლებლები, გურუები და მისთანანი. იმისათვის რომ მოგცენ ამოსუნთქვის საშუალება, იმიტომ რომ ძალიან უყვარხართ.
ემოციები, რომლებსაც თქვენ განიცდით, არსად არ იკარგებიან. უმეტესწილად ყველა თქვენგანს უსმენენ. არაფერი ჩნდება არსაიდან, და არსად არ იკარგება უკვალოდ. როდესაც ტკივილი ძლიერია, ხოლო სურვილი გულწრფელი, მაშინ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენ გეხმარებიან. არაა საჭირო, რომ ისინი ჩათვალოთ კარგებად, წმინდანებად ან პირიქით. ისინი არც ერთი არიან და არც მეორე. მათი შეფასება არააა საჭირო. შეფასება ესაა უბრალოდ მოვლენების თქვენეული სუბიექტური ხედვა, დაფუძნებული თქვენს ძველ გამოცდილებაზე, ან რაც უარესია უბრალოდ იმაზე რა აზრებსაც თავს გახვევდნენ. სინამდვილეში დამხმარეები უბრალოდ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, ისინი ამას აკეთებენ კარგად, თქვენთვის ჩვეულებრივი გაგებით ისინი არ განიცდიან გრძნობებს, ამიტომ ისინი თქვენ შესაძლოა სასტიკებად ჩათვალოთ. მაგრამ ეს ასე არაა. თუ თქვენი ემოციები იბადება მზის წნულში, მათ ეს სპეციალურად აქვთ გათიშული, მაგრამ მუშაობს გული. ამიტომ ისინი განიცდიან თქვენთან ერთად, გიფრთხილდწბიან, როცა ბედნიერი ხართ, გსჯიან, თუ საჭიროა, და უყვარხართ. როდესაც თქვენ მათ კლავთ (ღალატობთ). თქვენ გეჩვენებათ რომ ისინი უგრძნობები არიან, უბრალოდ ტკივილი მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მათი მოთხოვნილებაა _იყვნენ საჭირონი, დავალება მხოლოდ ერთი_ დახმარება, მათი იარაღია_თვითშეწირვა. თუმცა ფიზიკურად ისინი ადამიანები არიან, მაგრამ სინამდვილეში არ არიან. მათი ცხოვრების რიტმი და გადატანილი ემოციების პიკი იმდენად მაღალია, რომ ნებისმიერი ადამიანი უბრალოდ „დაიწვებოდა“. ამოტომ ჩვენ ადრე მივდივართ. ადამიანური სხეული არ არის განკუთვნილი ასეთი სამუშაოსათვის და მალე იცვითება. ეს თავიდანვე ვიცით, და გაცნობიერებულად მივდივართ ამ სამუშაოზე. თუ ცხოვრება გაძლევთ შანსს შეხვდეთ რომელიმე ჩვენგანს ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. მაგრამ დაიმახსოვრეთ მთელი თქვენი გარემოცვა მოახდენს თქვენზე ზეწოლას, განკითხვას, შეეცდებიან დაგაბრუნონ წარსულში. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ სისტემა შექმნის თავის ფსევდო მასწავლებლებს. მათდამი ნდობა განსაზღვრეთ მხოლოდ ბედნიერების ემოციებით და შინაგანი დიალოგის არ არსებობით, ასევე ლოგიკური დასკვნებით თავში, რომ საჭიროა მათგან გაქცევა როდესაც ისინი არ არიან გვერდით. და იცოდეთ არჩევანს ყოველთვის თქვენ აკეთებთ. უნდა გაგაფრთხილოთ ნებისმიერი თქვენგანი, ნებისმიერი ჩვენგანისათვის_უცხოა. ჩევნ არა ვართ აქაურები და ფასეულობები სხვა გვაქვს. მაგრამ გვიყვარხართ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 8 2017, 05:37 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თენქს. ბლოგზე დავდებ smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 8 2017, 10:51 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი კარგი იქნება თუ დადებ თიკო.

მე აქ სპონტანურად ვპოსტავ ხოლმე რაღაც თემას რო წავაწყდები ზოგჯერ იქედან მოდის ენერგია, ვთარგმნი და აქ ვდდებ.

ვისაც ბევრი კითხვა ეზარება, ვიცი რომ ადამიანებს უამრავი ინფორმაციის მიღება უწევთ ყოველდღიურად, ამიტომ ყველაზე მეტად გამოვყოფდი ტექსტიდან ამას:

ემოცია _ არ არის ლოგიკა, ისინი წარმოიშვებიან მზის წნულში, მაგრამ არანაირად თავში, მათი წარმოშობის თანმიმდევრულობაა _ ჯერ ემოციები, შემდეგ ფიქრები, და არა პირიქით. ყველაფერი რასაც საფუძვლად აქვს თავისი ლოგიკური აზრი, ხოლო შემდეგ განცდილი ემოცია, არის ტყუილი, საკუთარი თავის მართვას მივყავართ ტანჯვამდე. ტვინი (ლოგიკა) შექმნილია რომ ემსახუროს ადამიანს, და არა პირიქით. თუ ისინი (ფიქრები) იბადებიან და მივყავართ ტანჯვამდე _ განდევნეთ ისინი, გააკეთეთ ყველაფერი პირიქით, რაოდენ სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს, როგორი თვითგამართლებაც არ უნდა ქონდეთ მათ _ისინი არ არიან თქვენი, თქვენ გმართავენ, თქვენ გაიძულებენ იტანჯოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 18 2017, 05:30 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასეთი ტექსტი, ვიღაც სული შეკითხვებს რომ პასუხებდა, დევს აქ სადმე თუ მეშლება. ისიც შენი თარგმნილი იყო ანო smile.gif
ძალიან გვიან გპასუხობ, მაგრამ 1-2 საათი თავისუფალი მაქვს დღეში და ვერ ვანაწილებ,რა მოვასწრო biggrin.gif

რამე სათაური დამიწერე, საიდანაა ნაწყვეტი, რა ნაწარმოებია, ავტორი ვინაა და ა.შ.
მაგდენი რუსულიც კი არ ვიცი, რომ ჩემით ამოვიწერო ლინკიდან biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 26 2017, 01:02 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადრე ვთარგმნე ინსაიდერი ისიც ჩენელინგია და კაი იქნებოდა ბლოგზე, დევს თუ არა არ ვიცი
იმის მსგავსიავეს ჩენელინგი ამის სათაურია მოხეტიალე რუსულად ოტკროვენიე სტრანნიკა ქვია ლინკი დევს წყარი საიდანაცაა ზუსტად ასე დადე ბლოგზე აქ რაც არის
ეს არის ჩენელინგი და თანაც თარგმანი ამის მტკიცებას ვერ შევუდგები რომ ეს არისვერთადერთი ჭეშმარიტება
სატაურიც და წყაროც მითითებულია
ამ ფორუმზე ბევრი ხალხი არ შემოდის და იქნებ აინტეტესებს ხალხს ჩენელინგები

მე დრო აღარ მაქვს,
ერთი სადაც რამეს ვწერდი ეს ფორუმი იყო ,
რამოდენიმე ხნის მერე იქნებ ისევ გავაქტიურდე მეტი ცოდნა შევიძინო და გავაზიარო



Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 26 2017, 10:48 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 26th June 2017 - 02:02 PM) *
ერთი სადაც რამეს ვწერდი ეს ფორუმი იყო

wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Mar 11 2018, 02:16 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისეთი რაღაცეები ილაპრაკა რაც ჩემს მსოფლ მხედველობას ემთხვევა მაგრამ ეჭვი მეპარება ამ ადამიანში მე მაგალითად მწამს რომ უცხოპლანეტელებმა შექმნეს ადამიანი მწამს რომ ამ ადამიანს შემთხვევით აღმოაჩნდა გენეტიკურად გადაეცა ღვთიური ნაპერწკალი იგივე კუნდალინის ენერგია ასევე მწამს რომ კაცობრიობა და ასევე ცხოველებიც და მცენარეებიც გადაიყვანეს მტაცებლურ რეჟიმში
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 11 2018, 08:27 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




QUOTE(*ANO* @ 5th February 2017 - 02:20 PM) *
როდესაც ბედნიერი ხართ ესეიგი სწორ გზაზე ხართ

ეს ასეა!!!

QUOTE(*ANO* @ 5th February 2017 - 02:20 PM) *
საკმარისია მხოლოდ რომ ყველამ მოინდომოს რაღაცის შეცვლა, და ასეც მოხდება. სწორედ საერთო ცნობიერებისათვის მიდის ბრძოლა, თქვენთვის ცნობილი კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ადამიანთა სულებისათვის.

დიახ, დიახ... 100%
QUOTE(*ANO* @ 5th February 2017 - 02:20 PM) *
ტვინი (ლოგიკა) შექმნილია რომ ემსახუროს ადამიანს, და არა პირიქით. თუ ისინი (ფიქრები) იბადებიან და მივყავართ ტანჯვამდე _ განდევნეთ ისინი, გააკეთეთ ყველაფერი პირიქით, რაოდენ სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს, როგორი თვითგამართლებაც არ უნდა ქონდეთ მათ _ისინი არ არიან თქვენი, თქვენ გმართავენ, თქვენ გაიძულებენ იტანჯოთ. ამის დანახვას უმეტესობა თქვენგანი ვერასოდეს ვერ შეძლებს, ისინი თქვენთვის სხვა რეალობაში არიან, მაგრამ ისინი არიან და ისინი თქვენი მმართველები არიან.

მაგარია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 11 2018, 08:36 AM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(*ANO* @ 8th February 2017 - 02:43 PM) *
ასევე დაიმახსოვრეთ, რომ სისტემა შექმნის თავის ფსევდო მასწავლებლებს. მათდამი ნდობა განსაზღვრეთ მხოლოდ ბედნიერების ემოციებით და შინაგანი დიალოგის არ არსებობით, ასევე ლოგიკური დასკვნებით თავში, რომ საჭიროა მათგან გაქცევა როდესაც ისინი არ არიან გვერდით. და იცოდეთ არჩევანს ყოველთვის თქვენ აკეთებთ. უნდა გაგაფრთხილოთ ნებისმიერი თქვენგანი, ნებისმიერი ჩვენგანისათვის_უცხოა. ჩევნ არა ვართ აქაურები და ფასეულობები სხვა გვაქვს. მაგრამ გვიყვარხართ.

ძალიან კრგია!!!
მადლობა ano ამ თარგმანისათვის, დღეს ჩავუჯექი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Oct 8 2018, 07:37 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:44 AM