IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შრიმად-ბჰაგავატამი
Atman
post Jan 4 2011, 11:37 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში შემოგთავაზებთ "შრიმად-ბჰაგავატამის" ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაბჰუპადას თარგმანს თავისი განმარტებებით. დავიწყებ პირველი სიმღერით. შეძლებისდაგვარად ვეცდები მალ-მალე დავამატო ახალი ტექსტები...



ამ ლინკზე თითქმის მთლიანი ტექსტია (რუსულ ენაზე):

http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/

აქ აუდიოწიგნებია შრიმად-ბჰაგავატამზე (ასევე რუსულად):

http://www.svirel.com/bhagavata_purana_tales/




დავიწყოთ პირველი სიმღერის ქართული თარგმანით:



შრიმად-ბჰაგავატამი
სიმღერა პირველი



ავტორისაგან



ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაში მდგომარეობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილება. რა სჭირდება მას? გეოგრაფიული საზღვრები უკვე აღარ ყოფს საზოგადოებას გარკვეულ ქვეყნებად ან ერთობებად. ის აღარ არის ისე ჩაკეტილი, როგორც შუა საუკუნეებში იყო და მსოფლიოში ერთიანი ქვეყნის ან ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენტია შეიმჩნევა. “შრიმად-ბჰაგავატამის” თანახმად, სულიერი კომუნიზმის იდეალები მეტ-ნაკლებად ადამიანთა მთელი საზოგადოების ერთიანობაზე და, უფრო მეტიც, ყოველი ცოცხალი არსების ენერგიის ერთიანობაზეა დამყარებული. დიადი მოაზროვნეები ხვდებიან ამ იდეოლოგიის გავრცელების აუცილებლობას. “შრიმად-ბჰაგავატამს” შეუძლია კაცობრიობის ასეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ იგი იწყება ვედანტას ფილოსოფიის აფორიზმით ჯანმადი ასია იატიჰ, რომელიც ერთიანი პირველწყაროს იდეას ამკვიდრებს.

დღეისათვის ადამიანთა საზოგადოება აღარ იმყოფება უმეცრების წყვდიადში. მთელ მსოფლიოში სწრაფი პროგრესი იქნა მიღწეული მატერიალური კეთილდღეობის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. მაგრამ საზოგადოების სხეულში, სადღაც მცირედი გაღიზიანების წყარო არსებობს, ამიტომ უმნიშვნელო საკითხებზეც კი ფართომასშტაბიან კონფლიქტებს აქვს ადგილი. უნდა მოიძებნოს საერთო საქმით გაერთიანებული კაცობრიობის მშვიდობის, ძმობისა და კეთილდღეობის გზა. “შრიმად-ბჰაგავატამი” დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას, რადგან იგი ადამიანთა მთელი საზოგადოების სულიერი აღორძინების კულტურულ პროგრამას წამოადგენს.

ადამიანთა საზოგადოების დემონური სახის შესაცვლელად “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა იქნას შემოღებული, რადგან ამას გვირჩევს დიდი ერთგული მოსწავლე პრაჰლადა მაჰარაჯა.

ადამიანთა საზოგადოების დისჰარმონიის მიზეზი უღმერთო ცივილიზაციისათვის დამახასიათებელ უპრინციპობაში მდგომარეობს. არსებობს ღმერთი, ანუ ყოვლისშემძლე პიროვნება, რომლისგანაც ყველაფერი მომდინარეობს, რომელიც ყველაფერს უნარჩუნებს არსებობას და რომელშიც განსასვენებლად ყველაფერი შედის. სამყაროს თავდაპირველი წყაროს აღმოჩენისთვის მატერიალისტური მეცნიერების მიერ გაწეული მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ყოველივე არსებულის ერთი თავდაპირველი წყარო. ეს თავდაპირველი წყარო ლოგიკურად და ავტორიტეტულად არის განმარტებული მშვენიერ ბჰაგავატამში”, ანუ “შრიმად-ბჰაგავატამში”.

“შრიმად-ბჰაგავატამი” ტრანსცენდენტული მეცნიერებაა, რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ ყველაფრის თავდაპირველი წყაროს, არამედ მასთან ჩვენი ურთიერთობის შეცნობაც. იგი გვასწავლის აგრეთვე ჩვენს მოვალეობას, სრულვქმნათ ადამიანთა საზოგადოება ამ სრულყოფილი ცოდნის საფუძველზე. ეს სანსკრიტზე დაწერილი ძლევამოსილი ნაწარმოებია და ამჯერად ზედმიწევნით წარმოდგენილია ინგლისურ ენაზეც, ისე, რომ უბრალოდ მისი კითხვითაც კი მკითხველი იმდენად სრულყოფილად შეიცნობს ღმერთს, რომ საკმარის განათლებას მიიღებს ათეისტების შემოტევებისგან თავდასაცავად. გარდა ამისა, მკითხველი ღმერთის რეალურობაში სხვების დარწმუნებას შეძლებს.

“შრიმად-ბჰაგავატამი” თავდაპირველი წყაროს განმარტებით იწყება. ეს “ვედანტა-სუტრს” ავტორიტეტული კომენტარია, დაწერილი იგივე ავტორის, შრილა ვიასადევას მიერ, იგი თანდათანობით ვითარდება ცხრა სიმღერის სახით, რასაც ადამიანი ღმერთის შემეცნების უმაღლეს საფეხურამდე მიჰყავს. ტრანსცენდენტული ცოდნის ამ დიადი წიგნის შესწავლისათვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა თანმიმდევრულად, დაკვირვებით იკითხოს და არ გადახტეს ალალბედზე, როგორც უბრალო წიგნის კითხვისას. მისი თავები ერთი მეორის მიყოლებით უნდა იქნას შესწავლილი. წიგნი შედგება სანსკრიტული ორიგინალის ტექსტების, ინგლისური ტრანსლიტერაციის, სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობების, თარგმანისა და განმარტებებისგან. და იგი ისეა აგებული, რომ პირველი ცხრა სიმღერის დასრულების შემდეგ მკითხველი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს.

მეათე სიმღერა განსხვავდება პირველი ცხრა სიმღერისგან, რადგან იგი უშუალოდ ღმრთეების პიროვნებას, შრი კრშნას ტრანსცენდენტულ საქმიანობებს ეხება. მეათე სიმღერის შინაარსს ვერ გაიგებს ის, ვისაც პირველი ცხრა სიმღერა არ წაუკითხავს. წიგნი შეიცავს თორმეტ სიმღერას, რომელთაგან თვითოეული დამოუკიდებელია, მაგრამ უმჯობესია მისი თანმიმდევრულად, პატარა ნაწილებად კითხვა.

უნდა ვაღიარო, რომ შრიმად-ბჰაგავატამის” წინამდებარე გამოცემას ნაკლოვანებები ახასიათებს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ “შრიმად-ბჰაგავატამის” (1.5.11) შემდეგი განცხადების საფუძველზე საზოგადოების მოაზროვნენი და ლიდერები კარგად მიიღებენ მას:

“მეორეს მხრივ, ნაწარმოები, რომელიც უსაზღვრო უზენაესი უფლის სახელის, დიდების, ფორმისა და გართობების ტრანსცენდენტული ქება-დიდებით არის აღსავსე, წარმოადგენს ტრანსცენდენტულ თხზულებას, რომელიც გზააბნეული ცივილიზაციის ბიწიერ ცხოვრებაში გადატრიალების მოსახდენად არის განკუთვნილი. არასწორადაც რომ იყოს შედგენილი, ასეთ ტრანსცენდენტულ ნაწარმოებს ისმენენ, მღერიან და აღიარებენ განსპეტაკებული ადამიანები, რომლებიც სრულიად პატიოსნები არიან.”

ომ ტატ სატ

ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი

დელი 1962 წ. 15 დეკემბერი



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Feb 8 2011, 11:15 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 23

სატტვამ რაჯას ტამა იტი პრაკრტერ გუნას ტაირ
იუკტაჰ პარაჰ პურუშა ეკა იჰასია დჰატტე
სთჰიტი-ადაიე ჰარი-ვირინჩი-ჰარეტი სამჯნაჰ
შრეიამსი ტატრა ქჰალუ სატტვა-ტანორ ნრნამ სიუჰ


ღმრთეების ტრანსცენდენტული პიროვნება არაუშუალოდ არის დაკავშირებული მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან, სახელდობრ, ვნებას, სათნოებასა და უმეცრებასთან. მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისთვის იგი ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას სამ თვისობრივ ფორმას ღებულობს. ამ სამიდან ადამიანებს საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუს, სათნოების თვისებების ფორმისაგან შეუძლიათ.

განმარტება: ზემოთ განმარტებული იქნა, რომ საჭიროა ერთგულად ვემსახუროთ უფალ შრი კრშნას, რომელიც თავისი სრუყლი ნაწილების სახით ვლინდება, და ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. უფალი შრი კრშნა და მისი ყოველი სრული ნაწილი ვიშნუ-ტატტვა, ანუ უზენაესი ღმერთია. შრი კრშნას პირველი გამოვლინება არის ბალადევა. ბალადევასგან ვლინდება სანკარშანა, სანკარშანასგან – ნარაიანა, ნარაიანასგან – მეორე სანკარშანა, სანკარშანასგან კი – ვიშნუ პურუშა-ავატარები. ვიშნუ, ანუ მატერიალურ სამყაროში სათნოების თვისების ღვთაება არის კშიროდაკაშაიი ვიშნუს, ანუ პარამატმას სახელით ცნობილი პურუშა-ავატარა. ბრაჰმა რაჯასის (ვნების) ღვთაებაა, შივა კი – უმეცრებისა. ისინი მატერიალური სამყაროს სამი თვისების განმგებლები არიან. ქმნილება ვიშნუს სათნოებით ხდება შესაძლებელი და საჭიროების შემთხვევაში უფალი შივა ანადგურებს მას თავისი ტანდავა-ნრტიათი. შესაბამისად, მატერიალისტები და სულელი ადამიანები ბრაჰმასა და შივას ეთაყვანებიან. მაგრამ წმინდა ტრანსცენდენტალისტები თაყვანს სცემენ სათნოების ფორმას, ვიშნუს, მის ათასგვარ სახეებში. ვიშნუ თავისი მილიონობითა და მილიარდობით შემადგენელი და განცალკევებული ფორმების სახით ვლინდება. შემადგენელ ფორმებს ეწოდებათ ღმრთეება, განცალკევებულ ფორმებს კი – ცოცხალი არსებები, ანუ ჯივები. ჯივებსაც და ღმრთეებასაც თავიანთი თავდაპირველი სულიერი ფორმები აქვთ. ზოგჯერ ჯივები მატერიალური ენერგიის კონტროლის ქვეშ ექცევიან, მაგრამ ვიშნუს ფორმები ყოველთვის ამ ენერგიის განმგებლები არიან. როდესაც ვიშნუ, ღმრთეების პიროვნება მატერიალურ სამყაროს ევლინება, იგი მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ მყოფი განპირობებული ცოცხალი არსებების გასანთავისუფლებლად ეშვება. ასეთი ცოცხალი არსებები ღმერთად გახდომის ჩანაფიქრით მოდიან მატერიალურ სამყაროში, ამიტომაც ბუნების სამი მოდუსის ხაფანგში ექცევიან. ცოცხალ არსებებს ტყვეობის სხვადასხვა ვადების მოსახდელად მატერიალური სამოსელის გამოცვლა უწევთ. მატერიალური სამყაროს საპყრობილე ღმრთეების პიროვნების ხელმძღვანელობით ბრაჰმას მიერ იქმნება, კალპას დასასრულს კი ყველაფერს შივა ანადგურებს. მაგრამ საპყრობილეს შენარჩუნებაზე ვიშნუ ზრუნავს, ისევე როგორც სახელმწიფო ინახავს სახელმწიფო საპყრობილეს. ამიტომ ყველამ, ვისაც დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის ტანჯვებით აღსავსე მატერიალური ყოფიერების ამ საპყრობილედან თავის დაღწევა სურს, განთავისუფლების მისაღწევად უფალ ვიშნუს უნდა ასიამოვნოს. უფალი ვიშნუს თაყვანისცემა მხოლოდ ერთგული სამსახურით ხდება, ხოლო თუკი ვინმეს მატერიალური სამყაროს საპყრობილეში დარჩენა უწერია, შივას, ბრაჰმას, ინდრასა და ვარუნას მსგავსი ნახევარღმერთებს შეუძლია სთხოვოს დროებითი შვებისთვის წარმავალი საშუალებები. მაგრამ არც ერთ ნახევარღმერთს არ ძალუძს დაპატიმრებული ცოცხალი არსების განპირობებული მატერიალური ცხოვრებიდან განთავისუფლება. ამის უნარი მხოლოდ ვიშნუს შესწევს. ამიტომ საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუსგან, ღმრთეების პიროვნებისგან შეიძლება.

ლექსი 24

პართჰივად დარუნო დჰუმას ტასმად აგნის ტრაიიმაიაჰ
ტამასას ტუ რაჯას ტასმატ სატტვამ იად ბრაჰმა-დარშანამ


შეშა სახეშეცვლილი მიწაა, მაგრამ კვამლი ნედლ შეშას სჯობია. ცეცხლი კი ამაზე უკეთესია, რადგან მისი წყალობით მაღალი ცოდნის სარგებლობის მოპოვება შეიძლება [ვედური მსხვერპლშეწირვებით]. ამის მსგავსად, ვნება [რაჯასი] უმეცრებას [ტამასს] სჯობია, მაგრამ სათნნოება [სატტვა] ყველაზე უკეთესია, რადგან სათნოებით აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეიძლება.

განმარტება: როგორც ვთქვით, ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახური განპირობებული მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ამავე ლექსში ნათქვამია, რომ უფლის ერთგული სამსახურის შესასრულებლად ადამიანი სათნოების მოდუსის (სატტვას) საფეხურზე უნდა ავიდეს. წინსვლის გზაზე დაბრკოლებების მიუხედავად, გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ყველას, მათ შორის ტამასის დონეზე მყოფსაც კი შეუძლია სატტვას საფეხურზე აღმართვა. ამიტომ პროგრესის მისაღწევად გულწრფელმა კანდიდატმა გამოცდილ სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს, ჭეშმარიტ, ღირსეულ სულიერ მოძღვარს კი მოსწავლის სიცოცხლის ნებისმიერი საფეხურიდან, ტამასის, რაჯასის ან სატტვადან გამოყვანის უნარი შესწევს.

ამიტომ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნების ნებისმიერი თვისების ან ნებისმიერი ფორმის თაყვანისცემა ერთნაირად სასიკეთო შედეგებს იძლევა. ვიშნუს გარდა ყოველი განცალკევებული ფორმა მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მატერიალური ენერგიისგან შემდგარი ფორმები ვერავის დაეხმარება სატტვას საფეხურის მიღწევაში, რაც მატერიალური ტყვეობიდან ცოცხალი არსების განთავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს.

ითვლება, რომ არაცივილიზებულ ცხოვრებას, ანუ დაბალი ცხოველების ცხოვრებას ტამასის მოდუსი განაგებს. ცხოვრება ცივილიზებული ადამიანისა, რომელსაც ათასგვარი მატერიალური მონაპოვრის მიღება სწყურია, რაჯასს ეკუთვნის. რაჯასის საფეხურზე ოდნავ ჩანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის გზა ფილოსოფიის, ხელოვნებისა და კულტურის ნატიფი გრძნობების სახით, რომელსაც მორალური და ეთიკური პრინციპები აქვს დამატებული, მაგრამ სატტვას მოდუსი უფრო მაღალი მატერიალური თვისებაა, რომელიც რეალურად ეხმარება ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თაყვანისცემის სხვადასხვა მეთოდები და განმგებელი ღვთაებების, კერძოდ, ბრაჰმას, ვიშნუსა და ჰარასგან მიღებული შესაბამისი შედეგები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ლექსი 25

ბჰეჯირე მუნაიო თჰაგრე ბჰაგავანტამ ადჰოკშაჯამ
სატტვამ ვიშუდდჰამ კშემაია კალპანტე იე ‘ნუ ტან იჰა


წარსულში ყოველი დიდი ბრძენი ღმრთეების პიროვნებას ემსახურებოდა, რადგან იგი მატერიალური ბუნების სამ მოდუსზე მაღლა დგას. ისინი თაყვანს სცემდნენ მას, რათა თავი დაეღწიათ მატერიალური პირობებისგან და ამით საბოლოო სიკეთე მიეღოთ. ამ დიდი ავტორიტეტების მიმდევარიც ღირსია მატერიალური სამყაროდან განთავისუფლებისა.

განმარტება: რელიგიის მიზანი არ გახლავთ არც მატერიალური მოგება და არც უბრალოდ სულის მატერიისგან გამორჩევის ცოდნის მიღება. რელიგიური საქმიანობების საბოლოო მიზანი არის მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება და ტრანსცენდენტულ სამყაროში თავისუფლების მოპოვება, სადაც ღმრთეების პიროვნება, უზენაესი პიროვნება იმყოფება. ამიტომ რელიგიის კანონები უშუალოდ ღმრთეების პიროვნების მიერ არის დაწესებული და მაჰაჯანების, ანუ ღმერთის მიერ უფლებამოსილი შუამავლების გარდა არავინ იცის რელიგიის დანიშნულება. არსებობს უფლის თორმეტი განსაკუთრებული შუამავალი, რომელიც ამ ცოდნას ფლობს და ყოველი მათგანი უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურს ეწევა. მათ, ვისაც საკუთარი თავისთვის კარგი უნდათ, შეუძლიათ გაჰყვნენ ამ მაჰაჯანებს და უმაღლესი სიკეთე ჰპოვონ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   შრიმად-ბჰაგავატამი   Jan 4 2011, 11:37 AM
Atman   [b]წინასიტყვაობა [b]“...   Jan 4 2011, 04:44 PM
Atman   აქ შეგიძლიათ მოისმ...   Jan 4 2011, 07:25 PM
Atman   [b]შესავალი ცნება “...   Jan 4 2011, 07:29 PM
Atman   მოკლე ნარკვევი უფა...   Jan 5 2011, 06:30 PM
Atman   უფლის მოვლენისა და...   Jan 6 2011, 11:09 AM
Atman   ამ დროს, შასტრების ...   Jan 6 2011, 01:43 PM
Atman   მეოჯახეობის პერიო...   Jan 8 2011, 10:40 AM
Atman   ბჰატტაჩარია, როგორ...   Jan 11 2011, 11:26 AM
Atman   უფალი შრი ჩაიტანია...   Jan 12 2011, 10:54 AM
Atman   ვრნდავანიდან დაბრ...   Jan 13 2011, 11:08 AM
Atman   როდესაც უფალი ვარა...   Jan 13 2011, 07:57 PM
Atman   Srila Prabhupada's Purport Caitanya's Sri ...   Jan 13 2011, 08:05 PM
Atman   [b]თავი პირველი ბრძე...   Jan 14 2011, 11:10 AM
Atman   ლექსი 2 დჰარმაჰ პრო...   Jan 15 2011, 01:44 PM
Atman   ლექსი 3 ნიგამა-კალპ...   Jan 17 2011, 03:09 PM
Atman   ლექსი 4 ნაიმიშე ‘ნი...   Jan 17 2011, 04:22 PM
Atman   ლექსი 6 რშია უჩუჰ ტ...   Jan 18 2011, 10:51 AM
Atman   ლექსი 9 ტატრა ტატრა...   Jan 19 2011, 10:04 AM
Atman   ლექსი 12 სუტა ჯანას...   Jan 20 2011, 10:21 AM
Atman   ლექსი 16 კო ვა ბჰაგა...   Jan 21 2011, 11:31 AM
Atman   ლექსი 21 კალიმ აგატ...   Jan 22 2011, 11:07 AM
Atman   [b]თავი მეორე ღვთაებ...   Jan 24 2011, 10:33 AM
Atman   ლექსი 7 ვასუდევე ბჰ...   Jan 26 2011, 10:21 AM
Atman   ლექსი 12 ტაჩ ჩჰრადდ...   Jan 28 2011, 11:00 AM
Atman   ლექსი 14 ტასმად ეკე...   Jan 29 2011, 02:21 PM
Atman   ლექსი 18 ნაშტა-პრაი...   Feb 3 2011, 12:18 PM
Atman   ლექსი 21 ბჰიდიატე ჰ...   Feb 4 2011, 09:06 AM
Atman   აუდიოწიგნები "შრ...   Feb 6 2011, 11:51 AM
Atman   ლექსი 23 სატტვამ რა...   Feb 8 2011, 11:15 AM
Atman   ლექსი 26 მუმუკშავო ...   Feb 9 2011, 10:30 AM
Atman   ლექსი 28-29 ვასუდევა-...   Feb 10 2011, 10:09 AM
Atman   ლექსი 31 ტაია ვილას...   Feb 11 2011, 11:00 AM
Atman   ლექსი 33 ასაუ გუნამ...   Feb 12 2011, 10:42 AM
Atman   [b]თავი მესამე კრშნა...   Feb 16 2011, 11:41 AM
Atman   ლექსი 5 ეტან ნანავა...   Feb 18 2011, 01:19 PM
Atman   ლექსი 8 ტრტიიამ რში...   Feb 19 2011, 02:57 PM
Atman   ლექსი 13 აშტამე მერ...   Feb 21 2011, 12:16 PM
Atman   ლექსი 21 ტატაჰ საპტ...   Feb 23 2011, 02:23 PM
Atman   ლექსი 24 ტატაჰ კალა...   Feb 25 2011, 01:12 PM
Atman   ლექსი 26 ავატარა ჰი ...   Feb 26 2011, 11:58 AM
Atman   ლექსი 29 ჯანმა გუჰი...   Feb 27 2011, 10:10 AM
Atman   ლექსი 33 იატრემე სა...   Mar 6 2011, 05:45 PM
Atman   ამ ტექსტებს თუ ვინ...   Apr 24 2011, 12:44 PM
Atman   ეს არის მცირე მონა...   Apr 25 2011, 11:04 AM
Atman   Шримад Бхагаватам 3.3 Глава ...   Aug 20 2011, 12:05 PM
Atman   ТЕКСТЫ 28-29 мад-бхактах прат...   Aug 20 2011, 12:10 PM
Atman   სიმღერა მეშვიდე - თ...   Aug 21 2011, 07:18 AM
Atman   ტექსტი 6 შრი-ნარად...   Aug 21 2011, 07:36 AM
Atman   ტექსტი 15 შრი-ნარად...   Aug 29 2011, 12:28 PM
Atman   ტექსტები 23-24 შრი-პრ...   Sep 3 2011, 10:45 AM
Atman   ტექსტი 25 ნიშამიაი...   Sep 10 2011, 09:07 AM
Atman   ტექსტი 31 ნა ტე ვიდუ...   Sep 13 2011, 06:43 PM
Atman   ტექსტი 37 პარო 'პი ...   Oct 5 2011, 04:48 PM
Atman   აუდიოწიგნები შრიმ...   Oct 10 2011, 07:28 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th May 2024 - 04:37 PM