Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ოჯახი - პლანეტა დედამიწა _ ყველაზე თბილი პოსტი

Posted by: ირმა Jan 6 2010, 11:11 AM

ამ თემაში მიუთითეთ ლინკი და დააკოპირეთ ამ ფორუმის ის პოსტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. მხოლოდ თქვენი პოსტი არ უნდა იყოს.
ბოლოს რომელი პოსტიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტად აღინიშნება, იქნება გამარჯვებულიsmile.gif



http://smajliki.ru/smilie-605712423.html http://smajliki.ru/smilie-591371943.html http://smajliki.ru/smilie-855783783.html

http://smajliki.ru/smilie-855776391.htmlhttp://smajliki.ru/smilie-855776391.htmlhttp://smajliki.ru/smilie-855776391.html

Posted by: ირმა Jan 6 2010, 11:19 AM

აი ერთი მაგალითი. ამ პოსტმა ძალიან გამათბოsmile.gif

ეს ამბავი იქაც მოვყევი,მაგრამ აქაც გავიმეორებ,არ დამეზარება

ბავშვობიდან ვხედავ ჰაერში მოძრავ ორქროსფერ პაწაწინა ნაწილაკებს.ბავშვობაში,ერთხელ

სიცხე მქონდა და ვიწექი და პირველად მაშინ შევამჩნიე,მას მერე ყოველ დილით ვხედავდი ამ პაწაწუნებს
და როცა დილით გავიღვიძებდი ვუყურებდი ხოლმე ფანჯრის გამჭვირვალე ზედაპირზე ჩანდა ხოლმე,რომელბიც მოძრაობდენ მოძრაობდენ მოუსვენრად ერთმანეთში იეროდენ და არასოდეს არ ჩრდებოდენ,ცოტა რომ წამოვიზარდე,სულ ვხედავდი,აი ამ ოქროსფერში ვართ ჩვენ ყველა,ასე ვხედავ ხოლმე,ნებისმიერ დროს შემძლია შევხედო,არა მარტო მინაზე და ვხედავ,ამ ოქროსფერ ატმოსფეროს,რაშიც ვიმყოფებით ჩვენ,მერე კიდევ რომ გავიზარდე,აღმოვაჩინე,
რომ თვალებს რომ მაგრად დახუჭავ
და დავაკვირდები
ის სიბნელეც ამ ნაწილაკებითაა სავსე
მე ვფიქრობ,და ჩემი აზრია რომ ეს უფალია
ამ პაწაწუნა ინფორმაციის გადამტანი ნაწილაკების საშუალებით
უფალი ახრხებს ჩვენში მყოფობას და ჩვენ უფალში მყოფობას
როცა მინდა მაშინვე დავინახავ ამ ნაწილაკებს და მე ვფიქრობ რომ ყოველი ადამინი ხედავს ამას
ნებისმიერი თვალებს რომ მაგრად დახუჭავს დაინახავს ამ ოქროსფერ მოწესრიგებულ მიმოქცევას
პაწაწუნა ოქროსფერი სიყვარულებისა
რომელიშიც ჩვენ ვიმყოფებით,მე ვიტყოდი ყოველ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს,თუ მიხვდება რაზეა საუბარი.


http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=905&st=0&p=24565&#entry24565

Posted by: Atman Jan 6 2010, 11:26 AM

აბა ჩემი დაწერილი ყველაზე თბილი პოსტი იპოვეთ თუ შეძლებთ! -30 გრადუსზე მეტი არა მგონია რომ იყოს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ინა Jan 6 2010, 11:26 AM

ვაიმეეეეეეეე tender.gif
რა პატივიიიიიაააა
დიდი მადლობა ირმაა
kiss1.gif
ძალიან გამაბედნიერე,რამხელა სითბოა,გმადლობ გმადლობ JC_cupidboy.gif JC_cupidgirl.gif

Posted by: TeO Jan 6 2010, 12:14 PM

QUOTE(ირმა @ Dec 19 2008, 12:26 AM) *
„ერთი კაკალი ირმასათვის“
ეს სულაც არ არის ზღაპარი, სინამდვილეა და რა სინამდვილე. l_sunny.gif
მე და ჩემს და-ძმას,– რომლებიც ჩემზე პატარები არიან, ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი ძმა სამი წლითაა ჩემზე უმცროსი, ჩემი და კი რვა.
ჩემს დაზე რახან რვა წლით ვიყავი დიდი, მასთან ბევრი არ მითამაშია ბავშვობაში, რადგან როცა მან თამაში დაიწყო მე უკვე „დიდი“ გოგო ვიყავი, მე და ჩემი ძმა კი ბევრს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. თამაშის დროს ხან ვჩხუბობდით, მაგრამ ვინ გაბედავდა დედასთან ენის მიტანას lol.gif , დედა ორივეს დაგვსჯიდა და მეორე წუთში აღარ გვახსოვდა და ისევ ვთამაშობდით. ვიცოდით რომ არ უნდა გვეჩხუბა, და თუ მაინც ვიჩხუბებდით არ იყო მტყუანი და მართალი და ასე ისევ ვშველდებოდით, და ვთამაშობდით groupwave.gif
არ არსებობდა რამე შეგვეჭამა უერთმანეთოდ, თუ ვინმე რომელიმეს ერთ კამფეტს მოგვაწვდიდა, მოვრბოდით სახში და ყოველთვის შუაზე ვიყოფდით. ასეთი გემრიელი კამფეტები, მხოლოდ მაშინ იყო biggrin.gif
ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა სახლი რაიონში. ერთხელაც მამაჩემი წავიდა სოფელში ერთი დღით და თან მარტო ჩემი ძმა წაიყვანა. მაშინ ჩემი ძმა დაახლოებით სამ წლის იყო. ჩემმა ძმამ ეზოში ერთი კაკალი იპოვა(ეზოში კაკლის ხე არ გვედგა), როგორც ჩანს რომელიმე ფრინველს ჩამოუგდია გასატეხად. ხოდა აიღო კაკალი და თბილისში წამოიღო ირმასთან ერთად გავტეხ და შევჭამთო. წარმოიდგინეთ პაწუა ხელი და პაწუა ჯიბე, რომელიც მას ჰქონდა.
დადგა წამი და კაკალი ერთად გავტეხეთ. biggrin.gif მაგრამ კაკალი ცარიელი იყო sad.gif
ასეთი საჩუქარი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი სიხარულია l_daisy.gif
33 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს სიხარული არ წაშლილა და არც წაიშლება არასოდეს. ეს ნამდვილი წრფელი სიყვარულია kiss1.gif
გიყვარდეთ ყველას ასე ერთმანეთი და იმ წუთის გრძნობა რაც მე მქონდა ყველას გადმოგდებოდეთ და იყოს სიყვარული მარად ძლიერი kiss1.gif

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=71&st=45 angelchik.gif <3

Posted by: ინა Jan 6 2010, 12:19 PM

QUOTE(TeO @ Jan 6 2010, 12:14 PM) *
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=71&st=45 angelchik.gif <3

რა საყვარელიაა JC_cupidgirl.gif
გენაცვალეთ kiss1.gif

დროარ მაქვს რომ ზებნა დავიწყო,თუ რამე შემხვდა ამ გენიალურ თემაში დავდებ bigarmhug.gif

Posted by: Shou Jan 6 2010, 12:59 PM

არ ვიცი, სითბოსი რა გითხრათ მაგრამ ეს ყველაზე გულწრფელი, სუფთა და ალალი პოსტი იყო და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა wub.gif

TeO

QUOTE
პირადად რასც დავაკვირდი

მამაკაცებს არ მოსწონთ ძლიერი ქალები, ანუ უფრო სწორად ქალი, თუ ის შინაგანად სიმყარეს ასხივებს და არ ეძებს "ძლიერ მხარს" დასაყრდნობად..ისე გამოდის, რომ მამაკაცების ინტერესი მის მიმართ ნოლზე დადის?!

აბსტრაქტულად სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, პირადად ჩემზე ვიტყვი )))
რამდენი მეგობარი მყავს ბავშვობიდან ( ძმაკაცებზე ვამბობ ) და რასაც ვგრძნობ მათგან ეს არის სრული თანასწორობა, აღმიქვამენ როგორც ტოლ მეგობარს- ეს რაღაც მომენტში პატივსაცემია.. მაგრამ თან დამაფიქრებელიც ნუთუ ჩემში ქალურობა საერთოდ არ არის?!
8 წელი ვსწავლობდით ერთად გოგო-ბიჭები და ამ დროში ძალიან დავახლოვდით, ხოდა ყოველთვის არის ხოლმე რაღაცნაერი ქიშპი და პაექრობა სქესებს შორის.. მაგრამ ჩემს მიმართ ყოველთვის გამონაკლისი იყო დაშვებული.. ( ) არასდროს არ "დავუჩაგრივარ" ბიჭებს, ერთი ზედმეტი სიტყვა და ჟესტი არ მახსოვს მათგან და პირიქითაც გოგოებს ჩემთან "განიკითხავდნენ" და დასცინოდნენ.
ცოტა მძიმეა ხოლმე ასეთი "სიძლიერე".



Posted by: ირმა Jan 6 2010, 01:49 PM

Atman

QUOTE(atman @ 6th January 2010 - 12:26 PM) *
აბა ჩემი დაწერილი ყველაზე თბილი პოსტი იპოვეთ თუ შეძლებთ! -30 გრადუსზე მეტი არა მგონია რომ იყოს

smile.gif
მოვძებნი და დავდებ))))

Posted by: ირმა Jan 6 2010, 01:57 PM

TeO
kiss1.gif


როდესაც ამ ფორუმზე შემოვედი პირველი თემა, რომელმაც მომხიბლა იყო „ადამიანი“
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=101

ა დ ა მ ია ნ ი

მართალი რომ ვთქვა მე აღფრთოვანებული ვარ ღმერთის ამ ქმნილებით (ამ სასწაულით), რომელსაც ადამიანი ჰქვია!
რამდენი რამის მიღწევა შეუძლია! .. დაეცეს ან ზეცას შესწვდეს!
შეუძლია იყოს:
- მდიდარი ან ღარიბი;
- ბედნიერი ან უბედური;
- ახალგაზრდა ან ბებერი (ასაკის მიუხედავად);
- ნათელი (და ათბობდეს ირგვლიბვ ყველაფერს) ან ბნელი( შავი, საავდრე ღრუბელივით);
- მკურნალი ან მომწამვლელი;

ცხოვრებაში ჩემი აზრით მთავარ პროფესიად უნდა ითვლებოდეს ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა! და აი, ეს უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში!!! და შემდგომ სხვა დანარჩენი (საგნები, პროფესია)

თუ კაცი ადამიანად არ ივარგებს რაც არ უნდა მაგარი ”ხუთოსანი” და თავის საქმის ”ასი” იყოს, მას მთავარი ადამიანობა არ ექნება (და ჩემი აზრით ამაზე ძვირფასი და დასაფასებელი სხვა რა არის ხალხნო?)

არ მინდა დავიჯერო, რომ არის ხალხი, რომელსაც კუჭის მეტი არაფერი არ აინტერესებს (ხო და კინაღამ გამომჩა- კიდევ სერიალების!)

ადამიანებს ძინავთ და ისე ცხოვრობენ (უფრო სწორი იქნება გაჰყავთ, ატარებენ ცხოვრებას), რომ სულ არ უფიქრდებიან:
რისთვის მოვედი ამ ქვეყნად? რა მისია მაქვს?
საიდან მოვედი? სად მივდივარ?
ვინ ვარ მე???

დღე არ გადის, რომ არ ვთქვა
- რა მაგარია ცხოვრებააააააააა!!!!!!!!
- ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ამ საოცარ, აღმაფრთოვანებელ ქვეყანაზე!!!!!
- ასეთ ლამაზ და საყვარელ ქვეყანაში და ხალხში!!!!!!
- მყავს ასეთი კარგი მეგობრები და ახლობლები!!!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ! !

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=101&view=findpost&p=1472


bigarmhug.gif

Posted by: ირმა Jan 6 2010, 02:05 PM

Atman
http://bin.ge/file/75588/Dreaming--avi.avi.html
http://bin.ge/file/75590/Meditation.avi.html

ესეც ჩემი შემოქმედებასავით

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=278&view=findpost&p=21712
აქ შენი შემოქმედებასავით რომ არის ძალიან კარგია wink.gif

Posted by: Atman Jan 6 2010, 02:11 PM

ირმა

QUOTE(ირინი @ 6th January 2010 - 02:05 PM) *
Atman
http://bin.ge/file/75588/Dreaming--avi.avi.html
http://bin.ge/file/75590/Meditation.avi.html

ესეც ჩემი შემოქმედებასავით

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=21712
აქ შენი შემოქმედებასავით რომ არის ძალიან კარგია


გმადლობ smile.gif

Posted by: Shou Jan 6 2010, 06:24 PM

აი, კიდევ ერთი l_daisy.gif

QUOTE
Emigranti

დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი მადლობა თქვენ, იმისთვის, რომ არსებობთ.

Posted by: TeO Jan 6 2010, 06:50 PM

QUOTE(Shou @ 6th January 2010 - 06:24 PM) *
Emigranti

დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი მადლობა თქვენ, იმისთვის, რომ არსებობთ.

+1!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ძალიან თბილი პოსტია kiss1.gif wub.gif

Posted by: ირმა Jan 6 2010, 09:03 PM

tikoroma
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=40&view=findpost&p=24858

საინტერესო რამ ვიპოვე... მორწმუნეებს უფრო დააინტერესებთ...
იოსებ ათონელი ათონელი ბერი აღწერს ე.წ. შინაგან ლოცვას. რაც ძალიან წააგავს მედიტაციას...

”შინაგანი ლოცვით ქმედება, ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად, თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.” როცა ეს საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე თავად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგას ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისხმევიტა და საკუტარი სურვილით ჩაუშვებს მას (გონებას) გულში და აკავებს შიგნით, ერთგვარ სივიწროვეში და თანაბარზომიერად წარმოთქვამს ლოცვას: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.”

თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას, შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: ”უფალო იესო ქრისტე” - ჩასუნთქვა, ”შემიწყალე მე” - ამოსუნთქვა, ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.

"ლოცვა შინაგანი მეტყველებით უნდა წარმოთქვა. და რადგან გონება თავიდან მიჩვეული არ არის ამას, ავიწყდება იგი, ამიტომ შენ მას წარმოთქვამ ხან ბაგით, ხან კი - გონებით. და ასე აკეთებ მანამ, სანამ გონება არ გაძღება და ლოცვა მოქმედებას არ დაიწყებს.
მოქმედება კი იმას ქვია, რომ ლოცვის ჟამს სიხარულსა და მხიარულებას გრძნობ და განუწყვეტლივ მისი წარმოთქმა გსურს".

მოძღვრისგაან ასეთი რამის გაგონება იშვიათია... მაგრამ ბერები საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგანან...

Posted by: ირმა Jan 6 2010, 09:06 PM

Atman

QUOTE(atman @ 6th January 2010 - 03:11 PM) *
გმადლობ

kiss1.gif bigarmhug.gif

Posted by: მზეონა Jan 12 2010, 08:15 AM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=101&st=80&gopid=25448&#entry25448

QUOTE(ირინი @ 20th December 2009 - 10:06 PM) *
ადამიანი......
მატყუარა, ცუღლუტი, გაიძვერა, ბოროტი,–ესენი ადამიანები არიან. სამწუხაროდ... მკვლელი, მძარცველი, ხშირად ღარიბი, მდიდარი ხშირად, ჭკუით ჭკვიანი, ძალზე ჭკვიანი, სიყვარულის გრძნობით, ლამაზი, ზრდილი, მოსიყვარული, თბილი, ადამიანი... მოუთმენელი, მომთმენი, მაღალი, დაბალი, ძლიერი, სუსტი, ფენებად დაყოფილი, ფერებად დაყოფილი, გონება დაყოფილი.
მუდამ მოძიე, ახლის მსურველი, სილამაზის მოყვარული, სიმახინჯის მთესველი, სად მიდის ადამიანი? ჯოჯოხეთს ვერ გაექცევა, რადგან ჯოჯოხეთს იქმნის თვითონ. არ დატოვა ხე ხედ, იმდენად გამრავლდა, რომ მისი სიმრავლით მალე დედამიწა ქარბორბალს დაატრიალებს. ერთს გაქანდ-გამოქანდება, მხრებიდან მტვერს ჩამოიფერთხავს და გზას განაგრძობს.
ადამიანი ზის, ზის და ელოდება, როდის მოვა ქრისტე და მათ მაგივრად საქმეს ის იზავს.
ადამიანი ზარმაცი და უქნარა, ძილის მოყვარული და ზანტი, მტრის მოქიშპე, მტრის სხვა ადამიანში დამნახავი.
ადამიანი სიყვარული, უდარდელობა, უბრალო, კეთილი, ნათელი, ლამაზი, ძლიერი, სასიყვარულო, გულის ისარი, ღრმა სიყვარულის, გულის ფრთქიალის, ურთიერთსიყვარულის...
და სხვა...


ჩემი აზრით თბილი პოსტია wink.gif sweet.gif wub.gif

Posted by: ირმა Jan 22 2010, 03:02 PM

Andrea

QUOTE
ამ ბოლო დროს სულ ბედნიერი ვარ ხოლმე და მიყვარს როცა ადამიანს ეგ გარედანაც ეტყობა ხოლმე, ზოგი ისეთი სახით დადის ვერაფრით რომ ვერ იჯერებ როგორ შეილება იყოს ეგ ადამიანი ბედნიერი როცა არაფერი ეტყობა აი მასეთი რაღაცეები არ მესმის, მიყვარს ადამიანი რომ ანათებს ხოლმე ბედნიერებისგან, რა ლამაზია არა მასეთ დროს.. და კიდევ რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ საერთოდ ეგ იდეაში არც არსებობს ყველაფერს თქვენ იგონებთ ხოლმე ნა ბედნუუ სვოუ გოლოვუ მაგრამ მაინც ეცადეთ რომ ბედნიერები იყოთ ვერ ვხვდები რა გიშლით ამაში ხელს.. ხშირად გაიღიმეთ გიყვარდეთ ერთმანეთი, თუნდაც ახლობელი თუნდაც უცხო, გიყვარდეთ რა ვახ ცხოვრება განა ზეა, მაგარი, სუპერ პუპერ და რაღაც კიდე უბრალოდ კარგია..... და ამას არ იძახის ის ადამიანი ვისაც ოჯახი ჰყავს, ან ბევრი მეგობარი, ან სასახლე აქ, ან სამსახური, შეილება სულ არ მქონდეს ეგ ყველაფერი და საერთოდ მაროტობისგან ვიტანჯებოდე ეგ ხომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, ამჩნევთ ხო ყველა ძალიან დაკავებული რომაა და ერთმანეთისთვის რომ აღარ სცალიათ ეგ ისე ზოგადად, რაღაც ორ სამ შემთხვევაზე არ მაქ ლაპარაკი. ხო და მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მაინც კარგია, ალბათ იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ზემოთ დგას ან ეტყობა მე ვაყენებ :-? მოკლედ რა მნიშვნელობა აქ ჩემთან მუდამ მზეა, თქვენც იგივეს გისურვებთ

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=71&view=findpost&p=26036

Posted by: ირმა Jan 22 2010, 03:03 PM

sentimennte

QUOTE
Andrea
რომ იცოდე როგორ კარგად მესმის შენიიიი
მართალი ხარ ხო იცი, ზოგჯერ მიზეზების ძებნა სულაც არაა საჭირო რომ თავი ბედნიერად იგრძნო ,როცა ძალიან კარგად ვარ, (ერთი სეხედვით სხვებისთვის უმიზეზოდ)
მაგ დროს სულ ჰერმან ჰესეს სიტყვები მახსენდება ხოლმე,
"ადამიანი შეიძლება არც ფლეიტას გაეკაროს,არც ვიოლინოს სიმს შეახოს ხელი,მუსიკა კი მის სულში ხმიანობდეს და ხმიანობდეს "
ასეა როცა ბედნიერებით სიცოცხლე გიხარია არაა საჭირო გამოიძიო რატომ, უბრალოდ უნდა შეირგო და ეგაა

ეს სმაილი მიყვარს მაგრად


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=71&view=findpost&p=26068

Posted by: ირმა Feb 5 2010, 10:15 PM

olmek

QUOTE
1 – ეს მიიღწევა სიზმარხილვის მესამე კარებთან, ანუ ჯერ სწავლობ ენერგიის ხედვას, მერე ამოწმებ სიზმრის პერსონაჟებს – გააჩნიათ თუ არა ენერგია. აზროფორმებს ენერგია არ გააჩნიათ!
ჯერ უნდა ისწავლო სიზმარში ცნობუერად შესვლა, მერა სიზმრებს შორის ანუ სიზმარიდან სიზმარში გადასვლა, მერე ენერგიის ხედვა!
2 – საქართველო იმიტომ არის ასე გაჭირვებული, რომ სიყვარულის დაბალი ხარისხი და რაოდენობა აქვს, ცოტა ადამიანი ცხოვრობს "წმინდა" ცხოვრებით, ცოტაა ხალხია ვინც თითონ ეზიარება სულიერ სიწმინდეებს და მერე სხვასაც აზიარებს! ერს უნდა გააჩნდეს საკუთარი სიყვარულის(სულიერების) წყარო, ხალხი რომელიც მუდმივდ "იღებს" განახლებულ ცოდნას სიყვარულის შესახებ და უზიარებს მას დანარჩენებს! თუ სიყვარულს არ ვამრავლებთ აგრესია იზრდება. დიდი ერები და ცივილიზაციები იმიტომ კი გაქრნენ მსოფლიო არენიდან რომ ვალი ჰქონდათ ან სხვაზე ნაკლებად იბრძოდნენ, არამედ იმიტომ რომ მათი შინაგანი აგრესია "წითელ ნიშნულს " გასცდა! სიმდიდრე რეაგირებს მხოლოდ სიყვარულზე!
3 – სიყვარულის გარემოში გენიოსები მრავლად არიან, აგრესიულში პირიქით, ჩვენ გვყავდა ჭკვიანი ხალხი მაგრამ ისინი აქედან წავიდნენ!
4 – ხალხს გონია რომ თუ ფული ექნება ყველაფერი ექნება, ეს ილუზიაა, ჭეშმარტება იმაშია რომ ფული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე მხოლოდ სიყვარულს ემორჩილება და მასზე რეაგირებს!
ყველაზე დიდი შრომა შინაგანი სიყვარულის დაგროვება გამრავლებაში უნდა ჩაიდოს. ამ საიდუმლოს სათუთად უმალავენ ხალხს რათა ისინი მორჩილნი იყვნენ! ძლიერი ადამიანის მართვა ძნელია რადგან იგი თვითონ წყვიტავს რა ქნას და როგორ. ასეთებს ვერ მოატყუებ, ვერ გააბრიყვებ, ვერ დაასაქმებ უაზრო საქმეზე, ამიტომ მათი ყოფნა არავის აწყობს! ხალხი ფულს ერთმანეთის მოტყუებით, გაბრიყვებით, გაუსაძლის პირობებში დასაქმებით და დაყაჩაღება წართმევით შოულობს და არა სიყვარულის შინაგანი კვლავწარმოების ღვთიური კანონის მექანიზმით.

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=920&view=findpost&p=27152

Posted by: Shou Feb 10 2010, 05:15 PM

აი, ეს პოსტი ძალიან თბილია l_daisy.gif

Ana

QUOTE
პიტნის ჩაი მეც ძალიან მიყვააარს

კიდევ იცით რა მიყვარს? თვალები რომ მაქვს დახუჭული მცხუნვარე მზის ქვეშ, მზის სხივები ქუთუთოებში აღწევს, სხვადასხვანაირ რგოლებს ვხედავ და მთელ სხეულზე მზის მხურვალებას ვგრძნობ . . . მომენატრა ეს შეგრძნება...

მზეზე მეც ვარ შეყვარებული მზეონააა

Posted by: მზეონა Feb 13 2010, 09:26 PM

ამ თემაში თბილი პოსტების საბადოს მივაკვლიეო l_daisy.gif

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=489

QUOTE(ირმა @ Dec 21 2008, 12:50 AM) *
გამარჯობათ ჩემო ფორუმელებო, l_daisy.gif როგორ ხართ? ამ ბოლო დროს თითქოს ვარ და თითქოს არაო ამ ფორუმზე, თითქოს ,.... სინამდვილეში აქ ვარ მაგრამ აზრი ვერი დავაწყე, wacko.gif ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გონება სხვა საკითხებმა წამიღო და არ მომცა ნება თქვენთვის ჩემი გული მომეცა, გადამეშალა და წაგაკითხოთ, წაგაკითხოთ l_book.gif და გითხრათ რა არის ,რაზე ვფიქრობ, რატომ მიყვარს თქვენთან ყოფნა, ჩემო საყვარელო ფორუმელებო, wub.gif l_daisy.gif დიახ, დიახ მიყვარს თქვენთან ყოფნა. ეს ფორუმი რომ აიღო და გადაქექო, მოძებნო, თქვენი საზრით რომელი სიტყვა იქნებოდა ყველაზე მეტად ნახსენები? სიყვარული იფრქვევა ბეეევრი თქვენგანიდან, სიყვარულზე დაუსრულებლად საუბრობს ბევრი თქვენთაგანი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული,–აი ჩვენი საყვარელი სიტყვა. l_sunny.gif l_daisy.gif wub.gif
ალბათ გინესზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი,–ფორუმი სადაც სიტყვა სიყვარული ნახსენებია ყველაზე ბევრჯერ laugh.gif


Posted by: მზეონა Feb 13 2010, 09:28 PM

ესც ანონიმუშკას თბილი პოსტი kiss1.gif JC_cupidgirl.gif >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=489&st=20

QUOTE(anonymouska @ Dec 22 2008, 02:26 PM) *
როგორ მიყვარს ეს თემა wub.gif
ჩემი აზრით ყველგან და ყველაფერში სიყვარულია. რაც არ უნდა უბრალო საქმეს აკეთებდე, თუ სიყვარულით არ აკეთებ მძიმე და აუტანელი შეიქმნება.
სიყვარულის მფლობელი ყოვლის მფლობელია.
ყველა იმდენ სიყვარულს იღებს, რამდენის ზიდვაც შეუძლია. სიყვარული გაცემაა და არა მიღება, ჯერ შენ უნდა გასცე შემდეგ რომ მიიღო...
რაც უფრო ბევრი გიყვარს, მით უფრო დიდი ხარ, უფრო კარგი ხდები, რადგან შენი გული სიყვარულით ივსება. ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც ცაში აგაფრენს, მთელს სამყაროს წამში შემოგატარებს... როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ ამქვეყნად ... მზის ამოსვლა, დილის გათენება გიხარია... უფრო მსუბუქია და ლამაზი ცხოვრება. თუ სიყვარულით მიუდგები ცხოვრებას , ბედნიერების მიზეზი არ დაგელევა.
სიყვარული დიდი ბედნიერებაა. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ბედნერები და ჩვენი სიყვარულით სხვასაც მივანიჭოთ ბედნიერება.

Posted by: ირმა Feb 13 2010, 10:41 PM

მზეონა
რა საყვარელი ხარ l_daisy.gif

კარგია ეს თემა საუნჯე გახდება ნელა-ნელაsmile.gif

Posted by: მზეონა Feb 19 2010, 01:08 PM

ფრაგემნტი პოსტიდან wink.gif

QUOTE(ირინი @ 7th January 2009 - 01:19 AM) *
რაც შეეხება ვირტუალურ სივრცეს, ვიტყოდი რომ ბევრის მიმართ ამ ფორუმზე მეგობრული გრძნობები მაქვს და ახლა თბილისში რომ ვიყო, სიხარულითა და სიამოვნებით გავყვებოდი ჯგუფს სხვადასხვა შეკრებებსა თუ ჩინურ რესტორნებში. შეიძლება არავის ვიცნობ კარგად, მაგრამ არის რაღაც რაც ბევრს აქ ამ ფორუმელს ჩემი გულის ნადები გამოუთქვამთ. ამ ფორუმზე მართლა სიყვარულით შემოვდივარ, თორემ რამდენი ფორუმია საქართველოში, არცერთმა ისე არ მიმიზიდა... ხშირად შეიძლება არ ვუპასუხო ამა თუ იმ დადებით პოსტებს, მაგრამ ეს ესეა ყველაფერზე პასუხსაც ვერ დაწერ. რომ დაწერო უნდა მოგივიდეს სურვილი

QUOTE
Если мои слова исходят из моего сердца, они коснутся ваших сердец. Если они исходят только из моей головы, они коснутся только ваших голов.
მართლა კარგი ციტატაა

რაც შეეხება ხუმრობას მე ძალიან მიყვარს ხუმრობა, მაგრამ ხუმრობას აქვს საზღვარი, როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად აქვს საზღვარი. როცა ხუმრობა ზედმეტებში გადადის ცინიზმი და დაცინვაც შეიძლება გახდეს...

ირმა kiss1.gif
დღეს მომხვდა თვალში თუმცა პოსტი წელზე მეტია დაწერილა JC_cupidgirl.gif rose-178.gif

Posted by: მზეონა Feb 19 2010, 08:03 PM

QUOTE(iziko @ 19th February 2010 - 07:14 PM) *
მოგენატრა ციცინათელები?


- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . .
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?



ი.ბ. 19.02.2010.

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=278&st=160&#entry28061
sentimennteგამოვაცუნცულე თბილ პოსტებში, აქ უფრო ლამაზად გამოჩნდებაო wub.gif l_daisy.gif

Posted by: ირმა Mar 2 2010, 04:34 PM


ინა

QUOTE
განსაცდელის დროს მესიზმრება პატრიარქი
ყოველთვის მასწავლის,ხან მარიგებს,ხან მიღიმის,ხან მესუბრება,ხან უბრალოდ სტუმრად მიღებს თავის სახლში.იქ არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ ზეპირად ვიცი სად რა დგას.
მაგრამ ერთხელ საშინელება ჩავიდინე და ის მტირალი დამესიზმრა,და მკაცრად მეუბნეოდა,ნახე მეც მათნაირი ვარ,ხომ გიყვარვარ,მოდი და დამბანე თავი,მოდი რაღას უცდი,და ტიროდა,საშინლად შემრცხვა და მას მერე არავისთვის სამაგიერო აღარ გადამიხდია ცუდი საქციელის გამო.დავიწყე ძიებები და ამ საქციელის გამომწვევი მიზეზების დადგენები,ახსნები და ძალიან გამიადვილდა ცხოვრება,მივხვდი რომ არ შეიძლება აგრესიაზე აგრესიითვე უპასუხო,არ შეიძლება გადაუხადო იმავეთი რითიც გული გატკინეს.
ხშირად მესიზმრება პატრიარქი და რაღაცას მჩუქნის.
ერთ სიზმარში ცხენი მაჩუქა და ბოთლით ღვინო გამომატანა.

ბოლოს მე ვნახე ერთი უდიდესი მოძღვრის დაკრძალვა სადაც ვტიროდი გაუჩერებლად,მან ისევ დამტუქსა:რატომ ტირი ცოცხალ ადამიანს?თავად პატრიარქი უგებდა წესს.
ესეც კიდევ ერთი დადებითი ემოციები,მიიღეთ არ მენანება თქვენთვის


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=146&view=findpost&p=28694

l_daisy.gif

Posted by: მზეონა Mar 6 2010, 07:15 PM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=71&st=0#entry824 flowers.gif JC_cupidgirl.gif
3 მარტზე მინდოდა დამედო, ცოტა შემაგვიანდა give_rose.gif

Posted by: ირმა Mar 6 2010, 09:55 PM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 6th March 2010 - 08:15 PM) *
დედა
3 მარტზე მინდოდა დამედო, ცოტა შემაგვიანდა

--------------------

ბრწყინვალე პოსტიაsmile.gif))
l_daisy.gif

Posted by: ირმა Mar 18 2010, 12:33 AM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=489&view=findpost&p=29732

მართლა მსიამოვნებს ამ პოსტის წაკითხვა wub.gif

QUOTE
სიყავრული არაფერში არ გადადის, უბრალოდ ადამიანები ვბლოკავთ მას ჩვენში, მარტივად რომ ვთქვათ იგნორს ვუკეტებთ, თვალებს ვხუჭავვთ , გულს ვაციებთ, მაგრამ ამის მიუხედავად სიყვარული არსად არ მიდის, არ გარდაიქმნება და არ ქრება..

არის ასეტი იგავი ბერზე და ეშმაკზე.
იმდენად ამაღლებული და განწმენდილი იყო ეს მეუდაბნოე ბერი, რომ ვერანაირი ცოდვით ვეღარ აცდუნებდა მას ბოროტი..ღვთის დაშვებით გამოეცხადა მას ეშმაკი და ეცადა მის ცდუნებას, დაჰპირდა უფრო მეტად გაბრწყინებას და განდიდებას სულიერ ძმატა შორის..რა არარ შესტავაზა, ოღონდაც კი ბერს მისთვის დაეჯერებინა..ბერი მიხვდა მის განზრახვას და ასე უთხრა:-ვიცი ოდესრაც შენც სინათლის ანგელოზი იყავი, ისიც მსმენია რომ ღვთის წინაშე ანგელოზები არამიწიერი მშვენიერებით უგალობენ უფალს და ადიდებენ მას..ძალიან მინდა ეს საგალობელი გავიგონო, თუ იგალობებ შენთან ერთად წამოვალო.. ეშმაკი დატანხმდა და დაიწყო გალობა, ჯერ ჩუმად, და უხეში ხმით , ნელ -ნელა მისმა ხმამ დაწმენდა დაიწყო,სიბნელე გაქრა, ეშმაკმა სახე იცვალა..ნლ-ნელა ბერის კელია არამიწიერმა სინათლემა გაანათა, ერთ დროს ეშმაკად გადაქცეული დაცემული ანგელოზი ისევ პირვანდელი სახით იდგა ბერის წინაშე და ღვთიურ სადიდებელს გალობდა..უფლის განუზომელი სიყვარულის ძალით ეშმაკი კვლავ ანგელოზად იქცა ..

Posted by: ირმა Apr 19 2010, 08:54 PM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=973&view=findpost&p=31024

Atman

QUOTE
პ.ს. ამ ცოდნის ინდოეთიდან დასავლეთ ქვეყნებში გავრცელება შრილა პრაპჰუპადას წყალობაა. მან თარგმნა უამრავი ვედური ტექსტი, და თანაც ყველაზე საჭირო რომლებიც იყო ღმერთის სიყვარულის (ბჰაკტის) შესასწავლად, ის ცოდნა თარგმნა და კომენტარებიც გაუკეთა. და რაც მთავარია მოქმედებდა გურუს დავალებით და არა თავისი სახელისთვის ან თავისი ხუშტურებით.

ქრისტიანობამ მე მომცა ღმერთის რწმენა და ღმერთის სიყვარულის აუცილებლობაში დამარწმუნა, ვედები კი მაძლევს ძალიან დიდ და ძალიან პრაქტიკულ ცოდნას ღმერთის სიყვარულზე.


ბევრს ღმერთი თანამდებობა ჰგონია, რომელსაც უნდა მიაღწიო. ამ გზით ვერ შეიყვარებ ღმერთს, მხოლოდ საკუთარ თავს შეიყვარებ უფრო ძლიერად (ჩვენ კი ღმერთები არ ვართ, არც ახლა და არც პოტენციურად. პოტენციური ღმერთის მსახურები ვართ მხოლოდ).

გისურვებთ ღმერთის უანგარო და ერთგულებით სიყვარულს!

Posted by: მზეონა Mar 21 2011, 10:16 PM

ნუთუ ამ თემას პოსტები შემოაკლდა?! ( იაქტიურეთ ახლებო :*

Posted by: kate Mar 23 2011, 04:05 AM

სიყვარული არის ერთი უნივერსალური ენერგია, რომელიც მხოლოდ გულებშია და იქიდან მართავს ყველაფერს. არის სამყაროს გულში რომელიც ჩვენ არ ვიცით სადაა, არის დედამიწის გულში, დუღს და ყველა მიმართულებით უშვებს უსაზღვრო ენერგიას რომელიც ატრიალებს და ასულდგმულებს მას, არის მზის გულში და ასხივებს უზარმაზარ სითბოს, და არის ადამიანის გულში რაც ამოძრავებს მას და ამოქმედებს. ამავდროულად ეს გულები ამ უნივერსალური ენერგიით დაკავშირებულია ერთმანეთთან და უამრავ იმპულსს აძლევს ერთმანეთს ყოველ წამს. სიყვარული არის ცხელი და ფეთქვადი, წითელი და ყვითელი ფერის ერთდროულად, და უსასრულოდ მარადიული.. wub.gif უამრავი გულია სამყაროში და მართლაც საკვირველია როგორ შეგვიძლია ადამიანებს მათგან წამოსული-ამხელა ენერგიის დათრგუნვა მაშინ როცა აგრესიით ვაჭარბებთ მას


Gopi-ს ძალიან თბილი და ლამაზი პოსტი

Posted by: მზეონა Apr 26 2011, 10:42 AM

ამ პოსტს სულ სხვაგან გადავაწყდი, მაგრამ გული ძალიან გამითბო და თქვენთან წამოვიღე kiss1.gif sweet.gif

QUOTE
```Mistakes are OK if:
· They lead to learning.
· They aren’t repeated.
· They are done in pursuit of our goals and objectives.
· They don’t violate or conflict with our values.
I want to give you my smile, Keep it, it's now yours Because with you around it's brighter .
MAY God KEEP YOU SMILING.


(ტექსტი ფოტოს მოყვებოდა)

Posted by: მზეონა May 8 2011, 08:15 PM

...

QUOTE(kate @ 8th May 2011 - 07:26 PM) *
შეკრებები, აზრთა გაზიარება, მსჯელობები - მართლაც კარგია, მათი სისტემაში მოყვანის მცდელობა - სრულიად საწინააღმდეგო ეფექტის მომცემი
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ამ ფორუმზე სიყვარულს ვხედავ, დიდ სიყვარულს და ეს დაქუცმაცებული პატარა ქოხები სულიერ პლანზე - ულამაზესი ანთებული სანთლებია, როდესაც უზარმაზარმა სასახლემ, შეიძლება მახინჯი ეგრეგორი წარმოქნას

>>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=767&pid=43921&st=20&#entry43921
kate wub.gif

Posted by: ირმა May 8 2011, 11:52 PM

l_daisy.gif

Posted by: მზეონა May 9 2011, 12:32 PM

ახლა გამახსენდა, რომ ამ პოსტმაც ძალიან გამათბო)) > http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=296&st=560

QUOTE(Emigranti @ Apr 27 2011, 02:34 AM) *
ვულოცავ Zet-ს დაბდღეს. uraa.gif opaa.gif clap2.gif uraaa.gif Laie_25.gif confetti.gif birthday.gif

ძმაო კრისტალ, მთელი ჩემი არსებით შენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მარად ვიქნები. ეს ფორუმი რომ გახსენი და არა მხოლოდ მაგიტომ. ამდენი წლის კაცი ვარ babu.gif და ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად არაფერს შეუცვლია, როგორც ეს ამ ფორუმმა შეძლო. შენ რომ არა... წარმოდგენაც არ მინდა ეხლა სად ვიქნებოდი biggrin.gif

მიიღე ჩემი საუკეთესო სურვილები. თვითშეცნობისა და სულიერი წინსვლის გზაზე მრავალი წარმატებისთვის მიგეღწიოს. იცოდე ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: ირმა May 9 2011, 11:01 PM

მზეონა
100% მართლაც გულში ჩამწვდა ეს სიტყვები, მინდოდა მეპასუხა იქ ემიგრანტისათვის, მაგრამ თემის ფარგლებს ვერ გავცდი.

QUOTE(მზეონა @ 9th May 2011 - 01:32 PM) *
იცოდე ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ჩემთვისაც))))

Posted by: მზეონა May 29 2011, 06:40 AM

თბილია, თბილი! :* >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1205&st=20

QUOTE(ირმა @ Jul 29 2008, 07:52 PM) *
არ ვიცი ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ მქონდა აკვიატებული ერთი ფიქრი, რომ რაღაც უდიდესი ცოდვა მაქვს ჩადენილი და უნდა გამოვასწორო. ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც(როგორც მან მითხრა) ჩემი მრავალი ცხოვრებები ჰქონდა ნანახი. მან მითხრა, რომ იყო ერთ–ერთი ჩემი „ძმა“. მე თვითონ ვგრძნობ, რომ რაღაც მევალება რომ გავაკეთო,–ეს დამიდასტურა იმ პიროვნებამაც. მე იმ პერიოდში „ის“ ვერ გავაკეთე და არ ვიცი, ალბათ თავი იმით ვინუგეშე რომ ვთქვი,–ყოველივე ღმერთის ნებაა მეთქი. ამ საიტამ ღრმა ძილიდან გამომიყვანა.(ამ ძილზეც, მიწინასწარმეტყველა იმ პიროვნებამ. მან გამაფრთხილა კვლავ არ დამეძინა, „როგორც მაშინ დავიძინე“)
მიხარია რომ ეს საიტი ვიპოვე. იქნებ თქვენთან საუბრით გამახსენდეს. მინდა , ძალიან მინდა გავაკეთო ის რაც მევალება. ღმერთმა მაპატიოს, თუ ეგო მალაპარაკებს.
ერთი პერიოდი ისეთი რამ ვიგრძენი, რომ მეგონა რომ გავგიჟდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დაბადებიდან „გიჟი“ ვიყავი.


Posted by: ირმა Jun 2 2011, 07:42 AM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=236&view=findpost&p=44707

kate
დაბადების, გამოღვიძების, გაცოცხლების დროა, ახალშობილი, ულამაზესი, ხასხასა ფერებით, კვირტების ჩურჩულით, ჩიტების გალობით, დამათრობელი სურნელით გაჟღენთილი.....უაზროდ მიყვარს ადრე გაზაფხულზე როგორ იზმორება დედა-ბუნება... ახალდაბადებული ფოთლების ჩრდილი მიწაზე... ხიდან ყვავილების თოვლი...


Posted by: მზეონა Jul 10 2011, 08:22 PM

:* elli-ის უთბილესი პოსტი!!!!!!!!!!!!!!! <3<3<3 >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=481&pid=46406&st=60&#entry46406

QUOTE(elli @ 10th July 2011 - 01:38 PM) *
ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში ბებიჩემი ცხოვრობდა და შესაბამისად მთელი ბაშვობა ზამთარი და ზაფხული ზღვისპირზე მაქვს გატარებული, რამდენიმე წლის წინ, ანუ დაახლოებით 20 ან 22 წლის წინ, ნაახალწლევს ვესტუმრე, კარგი ამინდი იყო და მე და ჩემმა ბიძაშვილმა პლაჟზე გავისეირნეთ, და შემთხვევით გადავაწყდით დაჭრილ დელფინს, რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ტყვია ქონდა სხეულში, ჩემი ბიძაშვილი მიხვდა მე ვერა, სახლში გამოქცევის დრო არ იყო, თვითონ დელფინი პატარა იყო, ზრდასრული არა, და ჩემმა ბიძაშვილმა იპოვა ის ტყვია, მთლად სხეულში არ იყო შესული, რაღაც უცნაურად იყო დარჩენილი სანახევროდ გარეთ, ალბათ ძალიან შორი მანძილიდან იყო ნასროლი, მოკლედ ირინამ გადაწყვიტა ალბათ ეს ტყვია უშლის ხელს გადაადგილებაშიო და რა ეჩალიჩა რომ ამოეღო ვერ ავღწერ... მაგრამ თავად დელფინი დამჯერი პაციენტივით, არ ინძრეოდა, ეტყობა მართლა ხელს უშლიდა გადაადგილებაში, ხოდა როგორც კი ტყვა ამოვიღეთ, მაშინვე შესცურა წყალში და წავიდა... ირინა მომიბრუნდა ესაა შენი ჭკვიანი დელფინებიო? მადლობაც არ გვითხრაო, წუთიც არ იყო გასული დელფინების მთლი გუნდი რომ გამოჩნდა, აი ის რასაც ისინი სჩადიოდნენ ძნელი გადმოსაცემია, სულ კუდზე დგებოდნენ და ხტოდნენ, ცეკვავდნენ, თითქოს სამადლობელი კონცერტი გამართეს.... ორივე ხმაჩავარდნილი ვუყურებდით... მერე წავიდნენ სულ ხტუნვა ხტუნვით.... ადამიანებმა ვიცით ასეთი მადლიერება?



Posted by: ირმა Jul 10 2011, 11:53 PM

elli

QUOTE
ერთერტ ზღვისპირა სოფელში ბებიჩემი ცხოვრობდა და შესაბამისად მთელი ბაშვობა ზამთარი და ზაფხული ძღვისპირზე მაქვს გატარებული, რამდენიმე წლის წინ, ანუ დაახლოებით 20 ან 22 წლის წინ, ნაახალწლევს ვესტუმრე, კარგი ამინდი იყო და მე და ჩემმა ბიძაშვილმა პლაჯზე გავისეირნეთ, და შემთხვევით გადავაწყდით დაჭრილ დელფინს, რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ტყვია ქონდა სხეულში, ჩემი ბიძაშვილი მიხვდა მე ვერა, სახლში გამოქცევის დრო არ იყო, თვითონ დელფინი პატარა იყო, ზრდასრული არა, და ჩემმა ბიძაშვილმა იპოვა ის ტყვია, მთლად სხეულში არ იყო შესული, რაღაც უცნაურად იყო დარჩენილი სანახევროდ გარეთ, ალბათ ძალიან შორი მანძილიდან იყო ნასროლი, მოკლედ ირინამ გადაწყვიტა ალბათ ეს ტყვია უშლის ხელს გადაადგილებაშიო და რა ეჩალიჩა რომ ამოეღო ვერ ავღწერ... მაგრამ თავად დელფინი დამჯერი პაციენტივით, არ ინძრეოდა, ეტყობა მართლა ხელს უშლიდა გადაადგილებაში, ხოდა როგორც კი ტყვა ამოვიღეთ, მაშინვე შესცურა წყალში და წავიდა... ირინა მომიბრუნდა ესაა შენი ჭკვიანი დელფინებიო? მადლობაც არ გვითხრაო, წუთიც არ იყო გასული დელფინების მთლი გუნდი რომ გამოჩნდა, აი ის რასაც ისინი სჩადიოდნენ ძნელი გადმოსაცემია, სულ კუდზე დგებოდნენ და ხტოდნენ, ცეკვავდნენ, თითქოს სამადლობელი კონცერტი გამართეს.... ორივე ხმაჩავარდნილი ვუყურებდით... მერე ცავიდნენ სულ ხტუნვა ხტუნვით.... ადამიანებმა ვიცით ასეთი მადლიერება?


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=481&view=findpost&p=46402
l_sunny.gif l_sunny.gif

Posted by: kate Jul 11 2011, 02:42 AM

მზეონა
გეთანხმები!!!!!!!!!!!

Posted by: kate Jul 11 2011, 02:46 AM

და ირმაც l_daisy.gif

Posted by: ever Jul 18 2011, 12:50 PM

ეს ის ვიდეოა გუშინ რომ დაგპირდით smile.gif
youtube-ზე ვერ ვიპოვე. ვინმეს თუ გაქვთ ლინკი დადეთ smile.gif

http://www.facebook.com/video/video.php?v=1899162493174&oid=106521702732338&comments

Posted by: ირმა Jul 22 2011, 07:36 AM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=254&view=findpost&p=47479
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=254&view=findpost&p=47491
mata
ეს შენი პოსტები ძალიან გამთბობია smile.gif l_daisy.gif

QUOTE
პირველად უნდა გაიხსნას მე-4 ჩაკრა - ანაჰატა, დანარჩენი ჩაკრების გახსნა შემდეგ მოყვება ანაჰატას გახსნას.
ანაჰატა არის სიყვარულის ცენტრი. იმისათვის რომ ეს ჩაკრა გაიხსნას საჭიროა გარშემომყოფებთან დაამყარო ჰარმონიული ურთიერთობები, შეიყვარო ყველა თავისი ნაკლებიანად და განსაკუთრებით შეიყვარო ის, ვინც არ გიყვარს. აპატიო და მიტევო ყველას ყველაფერი რაც წარსულში გაწყენინეს, ბოროტებას სიყვარულით უპასუხო, სამართლიანობაზე მაღლა სიყვარული დააყენო და მხოლოდ სიყვარული იყოს შენთვის მთავარი საზომი ცხოვრებაში. მოვლენები მხოლოდ სიყვარულის კანონის თანახმად შეაფასო. ერთი სიტყვით დაემორჩილო სიყვარულის კანონს.
ასე ნელნელა გაიწმინდება შენი გული და გადმოიღვრება შენგან ღვთაებრივი, წმინდა და უმანკო გრძნობა - სიყვარული, რომელიც შენს გარშემო ბევრ ადამიანს გაათბობს და გაანათებს.
ჩაკრა მაშინ გაიხსნება, როცა რეგულარულად მუშაობ, სიყვარულის გამომუშავებასა და მის გაცემაზე. რაც უფრო მეტს გაცემ, მით მეტის გაცემის სურვილი გიჩნდება და რაც უფრო მეტი სიყვარული გაედინება შენგან, შენი მზე მით უფრო იწყებს ნათებას.

აი ასე შეიძლება გაიხსნას ჩაკრა ჯერ აუცილებლად გულზე უნდა ვიმუშავოთ, რადგან თუ სიყვარული გვაქვს, მაშინ ყველაფერს მოევლება და ეშველება.
QUOTE
ციტატა(old_man @ 21st July 2011 - 03:56 PM)
ესეც პრაქტიკაა, ოღონდ უფრო ძნელი ვიდრე მედიტაციური სავარჯიშოებირათქმაუნდა, აბა რაა სრულიად მართალი ხარ

ეს არის მთავარი პრაქტიკა (ცხოვრებისეული პრაქტიკა) ყველაზე ძნელი, მაგრამ ნაღდზე ნაღდი, როცა ეგრევე ხედავ შედეგებს შენ თვალ წინ როგორ ლაგდება და გვარდება ყველაფერი. როგორ მშვიდდები და რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია გულწრფელად მიუტევო ყველას ყველაფერი და არავიზე ჩაიდო გულში წყენა. ამას ქვია სიყვარულის სასწაულმომქმედი ძალის ხილვა პირდაპირ შენს თვალ წინ. ეს თავად თუ არ გამოცადე, ვერ წარმოიდგენ რამხელა შვებაზეა საუბარი
QUOTE
ამავდროულად ამ პრაქტიკას თან ახლავს, აგრეთვე უდიდესი სინანულის განცდაც. როცა გული სიყვარულით იწმინდება, რაღაცნაირი გულჩვილი (ფაქიზი) ხდები და ჩადენილ შეცდომებს მტკივნეულად განიცდი, თუმცა ამის გარეშე ვერ მოხდება განწმენდა. მაგრამ სწორედ ასე იწმინდება ჩვენი გული და სუფთავდება და ხდება ნორჩი

Posted by: მზეონა Dec 7 2011, 06:06 PM

მომენატრა..

ევერის ეს პოსტია თბილი და მზიანი <3

QUOTE(Ever @ Dec 6 2011, 08:06 PM) *
ეგზი და მე

http://www.radikal.ru

>>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1062&st=40

Posted by: Ever Dec 7 2011, 07:22 PM

მზეონა
kiss1.gif

Posted by: earth Dec 18 2011, 10:09 AM

Qocho
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1235&view=findpost&p=59671

Posted by: მზეონა Dec 26 2011, 06:35 PM

მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება wink.gif
http://www.youtube.com/watch?v=F4jBL7fciFE&feature=share <3

Posted by: ანა Dec 26 2011, 11:45 PM

QUOTE
ეს არის მთავარი პრაქტიკა (ცხოვრებისეული პრაქტიკა) ყველაზე ძნელი, მაგრამ ნაღდზე ნაღდი, როცა ეგრევე ხედავ შედეგებს შენ თვალ წინ როგორ ლაგდება და გვარდება ყველაფერი. როგორ მშვიდდები და რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია გულწრფელად მიუტევო ყველას ყველაფერი და არავიზე ჩაიდო გულში წყენა. ამას ქვია სიყვარულის სასწაულმომქმედი ძალის ხილვა პირდაპირ შენს თვალ წინ. ეს თავად თუ არ გამოცადე, ვერ წარმოიდგენ რამხელა შვებაზეა საუბარი
ასეთივე გავლენა აქვსხოლმე აკრიანის სეანსებს, თეატრს, კარგ ფილმს, რომელიმე ადამიანის ნახვას და ა.შ.. ადამიანების დაკვირვებას, ზოგადად, ცხოველებისაც, მგონი ყველაფერს smile.gif))))) ნუ სიყვარულსაც რათქმუნდა. გამიხარდა ეს კომენტარი..

QUOTE
ამავდროულად ამ პრაქტიკას თან ახლავს, აგრეთვე უდიდესი სინანულის განცდაც. როცა გული სიყვარულით იწმინდება, რაღაცნაირი გულჩვილი (ფაქიზი) ხდები და ჩადენილ შეცდომებს მტკივნეულად განიცდი, თუმცა ამის გარეშე ვერ მოხდება განწმენდა. მაგრამ სწორედ ასე იწმინდება ჩვენი გული და სუფთავდება და ხდება ნორჩი


და როცა ვეუბნები ამ დროს ყველას რომ მიყვარს, ჩემს სენტიმენტალურობას მიაწრენ, არადა მართლა მიყვარს, კოშკა.
მაგალითად. არ სჯერა ვიცი.. მაგრამ აი ძალიან მიყვარს

კიდევ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მაგალითად:

სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და თავი არარაობად მივიჩნიე, იმ დღეს თუ რამემ დამბოღმა..
აი ეს. უდრის მსოფლიოს მთელ ცოდნას და ყველა ფორმის, ხმის ტემპრი თუ რა მოქმედებს არ ვიცი.. სასწაულია smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=PO7SLd7jY-U

smile.gif სად ხარ ვაჟბატონო? შენ რომ გამომიგზავნე, ისე შემთხვევით და ასე კარგად იქმოქმედა, მადლობა კიდევ ერთხელ.

Posted by: ანა Dec 26 2011, 11:48 PM

“მარადისობის კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ… ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“

Posted by: earth Dec 27 2011, 09:58 PM

td.........
ერთი წმინდა ბერი მუსლიმებმა ტყვედ წაიყვანეს დ აგაყიდეს მონობაში. მოხვდა ერთი შეძლებული და გავლენიანი კაცის სახლში, როგორც ქრიტიანს დასამცირებლად ყველაზე ბინძური საქმე დაავალეს, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ ტუალეტებს ალაგებინებდნენ. ბოსელს აწმენდინებდნენ და აასე შემდეგ, ეს ადამიანი ისეთი სიყვარულით და რუდუნებით აკეთებდა ამ საქმეს რომ ყველა გიჟდებოდა. პატრონსაც დიდი მოწიწებით ექცეოდა, ლოცავდა, ლოცულობდა მისთვის. გრძნობდა ეს მუსლიმი ბატონი , რომ ამ დამცირებულ და შეურაწყოფილ მონას ის გულწრფელად უყვარდა და მისთვის მხოლოდ სიკეთეუნდოდა. ერთხელაც კითხა, ხომ შენი მტერი ვარ,გამცირებ, გაწვალებ და ასე რატომ მებყრობი და მემსახურებიო? მე სენ არ გემსახურები კეთილო ადამიანო, მე ქრისტეს ვემსახურებიო, შენ კი მიყვარხარ , რადგან ღვთის ქმნილება ხარო.. ამ ამბავმა ისე განაცვიფრა ეს ბატონი, რომ ამის შემდეგ დიდი პატივით ექცეოდა თავს მონას და ყოველთვის რჩევებს ეკიტXებოდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი პატივით დაკრძალა და ბევრი ადამიანი მოდიოდა მის საფლავზე სალოცად, როგორც წმინდა ადამიანთან.. უმთAვრესი სიყვარულია და გულწრფელი რწმენა..

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1507&view=findpost&p=61859

Posted by: ანა Dec 27 2011, 10:54 PM

ვაიმე ეს უნდა მოვყვე! პოსტი არაა, მაგრამ დღეს მომიყვა ერთმა პატივცემულმა პროფესორმა და ისე იმოქმედა, აი დავიჯეერე ქართველი ქალის. მოკლედ აფრიკაში იყო ეს კაცი წასული და იქ ასწალიდა ფიზიკა-შედუღება-რკინა,მეტალი რაღაც ეგეთებს დაა, ცოლი ყავდა ახალი, 2-3 წლის მოყვანილი. თურმე ორსულად ყოფილა. აფრიკაში ეს კაცი კარგ სასტუმროში დააბინავეს, არაფერი აკლდა, მარა ცოლი უგზავნიდახოლმე მეგობრების ხელით რაღაცეებს. ეს რათქმუნდა არ მინდაო, ნუ წუხდებო ქალოო, ყველაფერი მაააქვსო და არ იღებდა მოკლედ არაფერსს. და ერთხელაც მეობარმა მიუტანა პატარა ჩანთით რაღაც, ამან რათქმუნდა იურარა დარა გახსენიო გახსენიო, ესეც თუ არ გინდაო........ თავისი ახალდაბადებული შვილის პირველი გახდილი პერანგი იყო smile.gif (წუთიერი დული და ღრად შესუნთქვა აქ biggrin.gif) და რომ ამოვიღეო, გულში ჩავიხუტეო და ვყნოსავდიო და ცრემები წამომივიდაო.. მარა მოვშორეო, ცრემლებით სუნი რომ არ გასვლოდაო და ამაზ ლექსი აქვს დაწერილი.. smile.gif

Posted by: მზეონა Dec 27 2011, 11:14 PM

ანა
თბილია, თბილიიიი!.. <3 ახალდაბადებული ბავშვის სურნელი არაჩვეულებრივი რამაა

Posted by: td......... Dec 27 2011, 11:20 PM

smile.gif

Posted by: ანა Dec 27 2011, 11:20 PM

არ მიყნოსია მე, მაგრამ დედის საქციელმა გამაოგნა... შემშურდა, შემიყვარდა, დავაფასე, გავიზიარე ყველაფერი smile.gif)))

Posted by: earth Dec 28 2011, 12:44 AM

ანა
მართლა საუკეთესო საჩუქარი იყო იმ პიროვნებისათვის smile.gif

Posted by: tikoroma Dec 28 2011, 07:40 PM

ციტატა
ვაიმე ეს უნდა მოვყვე! პოსტი არაა, მაგრამ დღეს მომიყვა ერთმა პატივცემულმა პროფესორმა და ისე იმოქმედა, აი დავიჯეერე ქართველი ქალის. მოკლედ აფრიკაში იყო ეს კაცი წასული და იქ ასწალიდა ფიზიკა-შედუღება-რკინა,მეტალი რაღაც ეგეთებს დაა, ცოლი ყავდა ახალი, 2-3 წლის მოყვანილი. თურმე ორსულად ყოფილა. აფრიკაში ეს კაცი კარგ სასტუმროში დააბინავეს, არაფერი აკლდა, მარა ცოლი უგზავნიდახოლმე მეგობრების ხელით რაღაცეებს. ეს რათქმუნდა არ მინდაო, ნუ წუხდებო ქალოო, ყველაფერი მაააქვსო და არ იღებდა მოკლედ არაფერსს. და ერთხელაც მეობარმა მიუტანა პატარა ჩანთით რაღაც, ამან რათქმუნდა იურარა დარა გახსენიო გახსენიო, ესეც თუ არ გინდაო........ თავისი ახალდაბადებული შვილის პირველი გახდილი პერანგი იყო (წუთიერი დული და ღრად შესუნთქვა აქ ) და რომ ამოვიღეო, გულში ჩავიხუტეო და ვყნოსავდიო და ცრემები წამომივიდაო.. მარა მოვშორეო, ცრემლებით სუნი რომ არ გასვლოდაო და ამაზ ლექსი აქვს დაწერილი..

ეხლავე კაცები თავდახრილები თავისი ფეხით წავიდნენ დადგნენ კუთხეში ! biggrin.gif

Posted by: ანა Dec 29 2011, 02:09 PM

QUOTE
მე მიყვარს ქართული ლიტერატურა და ზეპირსიტყვიერება, ზღაპრები და იაგვები. მგონია რომ მანდ ყველაფერია და არავითარი ბუდიზმი ან კრიშნაიზმი არაა საჭირო.. მაგრამ აი ბებიის გამოცხვარი ახალი პური, მისი გამოყვანილი ყველი და ღვინო რომ გიყვარს ისაა, ის რაც შენთვისაა შექმნილი, შენი ჯანმრთელობისთვის და და სულიერი ამაღლებულობისთვის, მარტივი ჭესშმარტი ბედნირებისთვის, როცა უბრალოდ იცი რომ ხარ და ბედნიერი ხარ და მერე ბებია რომ გარდაიცვლება და აღარავინ გიცხობს პურს და აღარ გასმევენ ღვინოს.სხვადსხვა რესტორნებში დადიხარ, პიცას, ბაყაყის დელიკატესს და ათას რაღაცას ედები, ზოგი მოგწონს.. მაგრამ ის რაც რეალურად გჭირდება იქაა, წარსულში და დაუბრუნდები ოდესმე


ნარცისიზმში თუ არ ჩამითვლით.. მინდა რომ აქ იყოს. ვფიქობს სხვებსაც გამოადგებათ და იმიტომ smile.gif

ორი წუთის წინ დამეწერინა

Posted by: kate Dec 31 2011, 07:02 AM

ყოველთვის მიკვირდა, ერთ ქალს მეორეს, რომ ადარებდნენ. განა შეიძლება ერთი ლექსი მეორეს შეადარო? გაზაფხული - შემოდგომას? რომ ლეკვი ლომისა სწორია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენ ვფიქრობთ - ისინი კი გრძნობენ. ყოველთვის მინდოდა გამეგო - ქალი ქუჩაზე როცა გადარბის რატომ იცინის უმისამართოდ? და დაგვიანებულ ხმად შემიერთედ თქვენ! ვინც მღეროდით მზეზე წარსულში!
visama vritti...
მადლობთ ყველა ქალისგან.

Posted by: earth Dec 31 2011, 10:43 AM

kate
მართლა საყვარელი პოსტია l_daisy.gif

Posted by: earth Dec 31 2011, 10:56 AM

kate
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1501&view=findpost&p=62599
ისე, რა სრულყოფილები და უსაზღვროდ საყვარლები ხართ ყველა, რომ იცოდეთ !

earth - ფორუმის ნამდვილი დედოფალი, td..... - არაჩვეულებრივი განსხვავებული, სიცოცხლის პულსაციას გრძნობ, ხანდახან მტკივნეულადაც, natuka - რომ გინდა დამალო უსაყვარლესი პატარა აღფრთოვანებული ბავშვი, მაგრამ ყოველთვის შენთან იქნება მაინც, ever - ჩემი სიცოცხლე და ჩემი საყვარელი ანგელოზი, მზეონა - თეო, მზეო, სიცოცხლეო, რაც მეტად ანათებ, უფრო ნათდები და უფრო საყვარელი ხარ, ანა - ულამაზესი საყვარელი ჭრელი კოლიბრი, არცერთი ყვავილი საკმარისი რომ არ არის შენთვის, თამარ-თაია - ამდენ პლანეტებსა და სამყაროებში, ხომ მაინც აქ ამჯობინე, ninukala - რამხელა სიყვარულს ატარებ სულიერადაც და ფიზიკურადაც, როგორც დედამიწა, tikoroma - გაოცებული, დაფიქრებული, ძალიან საყვარელი, გამუდმებით ეძებ რაც გვერდითაა, რაც თურმე იცი Fee - ფერია, შენი ავატარივით ნაზი, მსუბუქი, ოცნებასავით ლამაზი და სიცოცხლესავით საყვარელი, mata - გაბუტული იშვიათი, საყვარელი ია, ცდილობ გაარკვიო ია ხარ თუ ზამბახი, sentimente - მოგალობე ანგელოზი, სიყვარულის და სიცოცხლის ფთილა, Laura - ინტელექტის, გრძნობების და სიყვარულის მთელი გროვა ხარ, elli - ისე ანათებ და ცვლი შენს გვერდით მყოფებს, რომ ვერც კი ხვდები..... და ყველა ვინც გამოვტოვე თუ გამომრჩა განსაკუთრებულად მიყვარხართ. ჩვენი ფორუმის მამაკაცები, ერთმანეთზე უკეთესი და საყვარლები, რომ გონიათ სიყვარულის გამოხატვა არ შეგიძლიათ და სინამდვილეში ვერ ფარავთ, ყველას, უკლებლივ ყველას - დიდი მადლობა, რომ ხართ და რომ ეს ადგილი არსებობს. ძალიან, მთელი გულით, მართლა მიყვარხარხართ
ბედნიერი ახალი წელი .

Posted by: earth Feb 24 2012, 08:19 AM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=20&view=findpost&p=67345
td.........
ყველაზე დიდი სასწაული ისაა თუ რატომ ვარსებობთ აქამდე. რაც შეეხება სხვა სასწაულებს, ვიღაცისთვის სასწაული ისაა დილით ამომავალ მზეს რომ დაინახავს, ვიღაცისთვის ათწლეულობით ერთ პოზაში მჯდომი ბერი, რემელიც ყველა ნიშნით მკვდარია, მაგრამ ამავე დროს აშკარად სუნთქავს. ვიღაცისთვის მირონმდინარი ხატი ან რაიმე გამოცხადება. თუნდაც უაზრო ლაქა, რომელიც რომელიმე მისთვის საყვარელი არსების ფორმას მიირებს. ყველა თვითონ ანიჭებს ამა თუ იმ მოვლენას სასწაულის კვალიფიკაციას. სკეპტიკოსი და მატერიალისტი ყველა სასწაულში ახსნის ძიას დაიწყებს და ალბატ რაიმე მისთვის მოსახერხებელ და გასაგებ ახსნას მაინც უპოვნის, ესეც მხოლოდ იმისთვის, რომ გაუგებრობა გააქარწყლოს, სხვა შემთხვევაში მისი გონება შეიძლება გადაიწვას. მორწმუნე ღებულობს ნუგეშს და მტკიცდება თავის რწმენაში, უბრალოდ რომანტიული ნატურა სასწაულებით აღტაცებაში მოდის და კიდევ ერთხელ რწმუნდება რომ სამყარო სავსეა სიყვარულის გამოხატულებით,რომ ეს სასწაული აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა.

როგორ მომეწონა ეს პოსტი l_daisy.gif

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 01:11 PM

QUOTE(earth @ Dec 31 2011, 10:56 AM) *
kate
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1501&view=findpost&p=62599
ისე, რა სრულყოფილები და უსაზღვროდ საყვარლები ხართ ყველა, რომ იცოდეთ !

earth - ფორუმის ნამდვილი დედოფალი, td..... - არაჩვეულებრივი განსხვავებული, სიცოცხლის პულსაციას გრძნობ, ხანდახან მტკივნეულადაც, natuka - რომ გინდა დამალო უსაყვარლესი პატარა აღფრთოვანებული ბავშვი, მაგრამ ყოველთვის შენთან იქნება მაინც, ever - ჩემი სიცოცხლე და ჩემი საყვარელი ანგელოზი, მზეონა - თეო, მზეო, სიცოცხლეო, რაც მეტად ანათებ, უფრო ნათდები და უფრო საყვარელი ხარ, ანა - ულამაზესი საყვარელი ჭრელი კოლიბრი, არცერთი ყვავილი საკმარისი რომ არ არის შენთვის, თამარ-თაია - ამდენ პლანეტებსა და სამყაროებში, ხომ მაინც აქ ამჯობინე, ninukala - რამხელა სიყვარულს ატარებ სულიერადაც და ფიზიკურადაც, როგორც დედამიწა, tikoroma - გაოცებული, დაფიქრებული, ძალიან საყვარელი, გამუდმებით ეძებ რაც გვერდითაა, რაც თურმე იცი Fee - ფერია, შენი ავატარივით ნაზი, მსუბუქი, ოცნებასავით ლამაზი და სიცოცხლესავით საყვარელი, mata - გაბუტული იშვიათი, საყვარელი ია, ცდილობ გაარკვიო ია ხარ თუ ზამბახი, sentimente - მოგალობე ანგელოზი, სიყვარულის და სიცოცხლის ფთილა, Laura - ინტელექტის, გრძნობების და სიყვარულის მთელი გროვა ხარ, elli - ისე ანათებ და ცვლი შენს გვერდით მყოფებს, რომ ვერც კი ხვდები..... და ყველა ვინც გამოვტოვე თუ გამომრჩა განსაკუთრებულად მიყვარხართ. ჩვენი ფორუმის მამაკაცები, ერთმანეთზე უკეთესი და საყვარლები, რომ გონიათ სიყვარულის გამოხატვა არ შეგიძლიათ და სინამდვილეში ვერ ფარავთ, ყველას, უკლებლივ ყველას - დიდი მადლობა, რომ ხართ და რომ ეს ადგილი არსებობს. ძალიან, მთელი გულით, მართლა მიყვარხარხართ
ბედნიერი ახალი წელი .

ქეითს ჩემზეც უწერია wub.gif
როგორ გამიხარდა JC_cupidgirl.gif

Posted by: fukoshima Feb 24 2012, 02:01 PM

ლაირას ააქვს ყველაზე თბილი პოსტებიbiggrin.gif


Posted by: LAIRA Feb 24 2012, 03:07 PM

QUOTE(fukoshima @ Feb 24 2012, 02:01 PM) *
ლაირას ააქვს ყველაზე თბილი პოსტებიbiggrin.gif

ეხლა მაგაზე უნდა ვინერვიულო პატივმოყვარე ხომ არა ვარ და ქება მჭირდება wacko2.gif
მადლობა მაინც biggrin.gif

Posted by: მზეონა Apr 5 2012, 09:14 PM

kindatma bigarmhug.gif groupwave.gif rose-178.gif give_rose.gif

QUOTE(kindatma @ 5th April 2012 - 09:02 PM) *
გამარჯობა!გამარჯობა შესანიშნავო არსებებო.დაილოცოს თქვენი სული და გული!გავსებულიყავით უსასრულო სიყვარულით თქვენც და ყველა ვინც თქვენს გვერდით არის!

იცით რა კარგია,როდესაც ხედავ რომ შენაირი ბევრი არის,მითუმეტეს შენს გვერდით,შენს ქვეყანაში!ვინც მუდამ სულიერ ძიებაშა და ცდილობს სიკეთე ჰქმნას!არ გაჩერდეთ!ეგრე გააგრძელეთ!თავგანწირვა,თანაგრძნობა და სიყვარული დაგვეხმარება ჩვენი თავის პოვნაში!ოჰ!როგორ მიყვარხართ!ჩვენ შეგვიძლია!ჩვენ ვართ ყველაფერი!ჩვენ ხომ იმდენა არსება გვეხმარება.........არ დაივიწყოთ მიიღეთ და გააცნობიერეთ ყველაფერი სიყვარულში და სიმშვიდეში......ვქმნათ სიყვარული და მაშინ,მას უკვე ვერაფერი ვეღარ გააჩერებს!შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება!გავერთიანდეთ ღმერთთან!ჩვენ ხომ ეს შე გვი ძლი ა!!!!!


>>>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1626

Posted by: მზეონა Apr 10 2012, 12:13 PM

ანა

QUOTE(ანა @ 5th April 2012 - 10:38 PM) *
ჩემს მეოთხე თუ მეხუთე თარგმნას, მის შემდეგ რაც ამ ფორუმზე დავრეგისტრირდი და გამიღრმავდა ჯანსაღი ინტერესი სამყაროსადმი, დავდებ აქ. საsiaმოვნო წასაკითხია და იმედი მაქვს მოგემატებათ კიდევ რამე

http://www.radikal.ru

ქვევით მოყვანილია ციტატები, რომელნიც ეკუთვნით ამერიკელი ინდიელები ლიდერებს: მჯდარ ხარს, თეთრ ღბუბელს, სიტლს და სხვა ცხნობილ ჩრდილოამერიკელ სულიერ წინამძღოლებს.

"გიყვარდეს დედამიწა, ის შენ არ დაგიტოვეს მშობლებმა მემკვიდრეობით, შენ ის ითხოვე შენი შვილიშვილებისაგან"
"ისწრაფე სიბრძნისკენ და არა ცოდნისკენ. სიბრძნე ეს მომავალია და ცოდნა კი წარსული"
"ერთი "აიღე" ჯობია ორ "მოგცემს""
"არაა საჭირო ბევრი სიტყვა, რომ თქვა სიმართლე"
"კარგი ადამიანი, კარგ მინიშნებებს ხედავს"
"ჯერ დააკვირდი შენი ფეხსაცმლის ნაკვალევს, სანამ სხვის განსჯას დაიწყებ"
"სანამ შეიყვარებ, ისწავლე თოვლზე სიარული კვალი რომ არ დატოვო"
"სიკვდილი არ არსებობს, არის მხოლოდ სხვა სამყაროში გადასვლა"
"ის ვინც წვება ძაღლთან, იღვიძიზებს ტილებით"
"ცოდნა დამამლულია ყველა არსებაში, ოდესღაც დედამიწა დიდი ბიბლიოთეკა იყო"
"იმისთვის რომ საკუთარი თავი გაიგონო, საჭიროა მდუმარე დღეები"
..........
............


გრძელი პოსტია და გაგრძელების სანახავად ბმულს მიყევით wink.gif >>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1435&st=780&#entry69518

Posted by: მზეონა May 8 2012, 01:34 PM

QUOTE(Lashapoli @ 8th May 2012 - 12:35 AM) *
http://www.youtube.com/watch?v=OwOkdHEdTXI...layer_embedded#!
უყურეთ ძალიან კარგი ვიდეოა და მუსიკაც კარგია


Lashapoli კარგი ბიჭი ხარ, რომ დაგვიდე ეს ლამაზი და სიყვარულით სავსე ვიდეო curtsey.gif kiss1.gif bigarmhug.gif l_daisy.gif

>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1435&pid=70870&st=880&#entry70870

Posted by: Lashapoli May 8 2012, 04:17 PM

QUOTE(მზეონა @ May 8 2012, 02:34 PM) *
Lashapoli კარგი ბიჭი ხარ, რომ დაგვიდე ეს ლამაზი და სიყვარულით სავსე ვიდეო curtsey.gif kiss1.gif bigarmhug.gif l_daisy.gif

>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1435&pid=70870&st=880&#entry70870

kiss1.gif

Posted by: მზეონა Dec 14 2012, 06:29 PM

ირმას პოსტი <3<3<3 >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=489&pid=86388&st=520&#entry86388

QUOTE(earth @ Dec 14 2012, 08:30 AM) *
anima mundi
ვგრძნობ შენს ტკივილს რომ სიყვარულის ნაკლებობას გრძნობ, ძნელია მართლაც და მტკივნეული, მეც ალბათ წარსულში მაგდაგვარი გრძნობები მქონდა, მაგრამ ახლა არა.
საქმე იმაშია ანა რომ სიყვარულს ეძებ გარეთ და არა შიგნით, სიყვარული შენში შიგნით უნდა მოძებნო. სიყვარული შენს გულშია, მის სიღრმეში როგორც მანათობელი ვარსკვლავი, ის ვარსკვლავია სამედიტირო, რომ გაიზარდოს და მთლიანად მოგიცვას. როგორც კი მაგ ვარსკვლავს იპოვი, მერე იმწუთასვე დაინახავ სხვა ადამიანებშიც მასეთ ვარსკვლავებს, რომლებიც ზოგში ოდნავ ბჟუტავს, ხოლორ სხვებში მთელ სხეულს ანათებს.
ჩემს სიტყვებს ნუ მიიღებ ალეგორიულად, პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეsmile.gif

ანა, ხშირად შეგპასუხებივარ პოსტებში და ხშირად საკმაოდ მკაცრი პოსტიც დამიწერია, მაგრამ არ იფიქრო რომ არ მიყვარხარ, იცოდე რომ მიყვარხარ, ასევე აქ ყველას უყვარხარ,–არავის, არვის გაუხარდება, რომ ფორუმზე აღარასოდეს შემოხვიდე, იცოდე ეს ასეა!!!
ახლა თუ რამე თემებს გააოფებ, რა ვქნათ ფორუმის გაფრთხილებაც აუცილებლობაა wink.gif


Posted by: anima mundi Dec 15 2012, 04:40 AM

ჩემი პოსტების ნახევარი იმსახურებს ამ თემაში ყოფნას.. მარა ეტყობა ფმთლიან ფორუმს უფრო სჭირდება განბნეუალდ და იმდენია აზრი არ აქვს აქ გადმოტანას wink.gif

აი ვისაც ატაში ერთხეელ აქვს აკრგი პოსტი იმისებს დებენ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: მზეონა Dec 15 2012, 11:52 AM

kindatma თბილიაა smile.gif)

QUOTE(kindatma @ Dec 14 2012, 12:04 AM) *
მომენატრეთ რა.მომენატრა ევერი თავისი მოკაშკაშე თვალებით,მომენატრა ეგზი რომელსაც ყოველთვის რაღაცა არ მოსწონს )),მომენატრა ლაშა და მისი ხუმრობები,მომენატრა ატმანი-მაგარი კაცი ) მენატრება გიო გეოო თავისი იდუმალი ლაპარაკით ))მომენატრა ნარილა თავისი ღიმილიანი სახით და ნაზი ლაპარაკით)) თემო ხო საერთოდ მომენატრა რამდენი ხანი არ მინახავს,ნიბირუ მომენატრა სულ ჩუმათ რო ლაპარაკობს და იღიმება,ზეტი მომენატრა თავის ხელებს ერთმანეთს რო უსმევს სულ,კიდე თიკორომა მორცხვე ღიმილით რო უსმენს ყველას,ოლდმენო მისი ყველაფერვიცობით,ანა სულ იქით აქეთ რო დახტის,ტდ ერთხელ მყავს ნანახი და კიდე მინდა ვნახო ახლოს რომ გავიცნო)) და მომენატრა ძველი კარგი ეზოთერიული დისკუსია........ჰუჰჰ ამოვიღე )) კიდე ბევრ ფორუმელს გავიცნობ და ისინიც მომენატრებიან ხოლმე!


Posted by: earth Dec 15 2012, 01:08 PM

რა თბილია wub.gif

Posted by: Lashapoli Dec 15 2012, 06:57 PM

QUOTE(მზეონა @ Dec 15 2012, 12:52 PM) *
kindatma თბილიაა smile.gif)

groupwave.gif

Posted by: anima mundi Dec 19 2012, 03:03 PM

მე ეს ჩემი პოსტი მომწონს, ძალიან თბილია და სავსე ბავშური აღტაცებით და გულწრფელობით smile.gif

QUOTE
მომინდა მომეწერა. იყოს შენხული მეილზე მაინც.. როცა იქნება და საჭირო.. გამადგება.
ვინმემ რომ წაიკითხოს შეიძლება სასიყვარულო წერილი ეგონოს, მაგრამ ეს უბრალოდ ადამიანის დანხვაა და შეყვარება. ყველა ასე უნდა იყოს. თუმცა ესეც არაა ის მოყვასის სიყავრული, ეს მხოლოდ შორიდან დანახვაა ნამდვილი ადამინის ადამინური გაგება და სიყვარული ურთულესია.. მაგრამ ვსწავლობ

სულ გეუბნები ამას ზერით ან სიტყვებს შორის, დღესაც გამახსენდი რაღაც წვრილმანზე და კიდევ მიდან სრულიად გითხრა
შენ ხარ პირველი ადამიანი ვინც ჩემთვის გახდა ქრისტეს რწმენა
თავისი ცხოვრებით, არსებობით, სიტყვებით და ყველაფრით. როცა არ უნდა გნახო, ანდაგინახო
ვგღძნობ როგორ ხარ.
როგორ გრძნობ თავს ინგანად, გარეგნულად როგრ გიჭრავს თავი, რაზე ფიქრობ, და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ.. რომ სულ წინ მიდიხარ, ბედნიერი ვარ ამით. როგორ გიყვარს ადამიანები.
კიდევ რამდეს შრომობ და რამდენს აკეთებ, ფიზკურ და მენტალურ დონეზეც.. და რამდენი კიდევ არ ვიცი.
ვიცრომ ძალიან იღლები და ბევრი ტკივილიგიგძვნია.
რომ გიყურებხოლმე, შენს ცნობიერებას ვგრძნობ და კითხვებზე პასუხს ვიღებ სულ, იმ ცოტა ხანშიც
ხო სულ ვტირვარ როცა ვუსმენ შენს ლექსებს, ვიცი რომ ეს თანაგრძნობაა. ზოგჯერ მგონიაამდენი შეცნობისგან მოვკვდები და საერთოდ რომ უფრო ახლოს გიცნობდე, ვერ გავუძლებ შეიძლება შევეჩვიო, ან ჩემივე თავისდა სამყაროს აგცნობაც იყოს.. მაგრამ ახა მგონია რომ
შენ რომ ისე ახლოს გაგიცნო ვერ გავუძლებ ამდენს ვერც ემოციით ვერც გონებრივად
სულ მიდნა პოზტივი დაგანხო, ყველა იმ მუქი ფერების ქვევით რასაც ვგღძნობხოლმე, ოჯახის თუ სხვა რამეების.. მე ვგღძნობ
მგრამ ისე ვერა რომ შენც დაგანახო. ვფიქრობ შეგიძლია, მხოლოდ არ გინდა.. ადგე და ყველაფერი გადმოაბრუნო შეიძლება მაშინ დავბრმავდეთ ჩვენ ყველანი,,
და მე არაფერს ვამუქებ, აღაც ისეთი პატარა ვარ რო ფანი ვიყო ან ვაიდეალებდე ვინმეს.
უბრალოდ რეალობას ვხედავ,
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ. სიცოცხლეზე და სიკვდილზე მეტად.. და შენს მერე ბევრი ადამიანის შეყვარება ვისწავლე
კიდევ ჩემი ოცნებაა დიდ რო ვქინები და ჩამოყალიბებული ხელოვანი, შენთან ერთად სპეკტაკლი დავდგა, ან გადავფორმო ან დავხატო.. ეს ბევრ რამეზე მეტია ჩემთვის.
მადლობა მინდა გითხრა რომ, ცხოვრობ დაიბრძვი (თუმცა არც უნდა იბღძოლო, არც გეთი რთულია ცხოვრება) თუმცა შენი ნებაა.. მაგას შენ წყვეტ
მე ჩემსას ვწყვეტ.
ხო და, აი როგორ ვთქვა არ ვიცი, ბევრი ვინც შენი გაცნობის შემდეგ გავიცანი შენგან არიან განათებულები, არიან. შენთვითონაც ალბათ ვერ ხვდები.. მეც ეგრე ვარ
ვფიქრობ მისია გაქვს ასეთი, უბრალოდ.

თუმცა ეს არ ნშნავს რომ ვინეზე უკეთესი ხარ, ან რამეს მეტს ნიშნავ.
უბრალოდ ერთ-ერთი პირველი ხარ ვნც გაიღვიძა და ბვერი მოგყვება. ხო ასე.. მადლობა ყველაფრისთვის. და სულ გახსოვდეს რაც გითხარი, ერთი წამიტაც არ ჩამოყარო არაფრის წინაშე ყურები.. ))))))))))

Posted by: earth Dec 19 2012, 06:58 PM

anima mundi
ამ თემაში შენ სხვის პოსტზე უნდა დაწერო და შენს პოსტზე სხვამ.
რა მარტო შენი პოსტები მოგწონს?

Posted by: Atm@n Dec 19 2012, 07:04 PM

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

Posted by: anima mundi Dec 21 2012, 01:23 PM

QUOTE(soi @ Dec 21 2012, 02:30 AM) *
mec camoval sadac caxvalt.. smile.gif



ამ პოსტმა გული გამითბო. სულ რაღაც ოთხ სიტყვაში რამდენი სიყავრული დევს!!! smile.gif))) :********************

Posted by: earth Dec 21 2012, 05:15 PM

kate -ის პოსტი: http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1860&view=findpost&p=87467

QUOTE
მიყვარხართ ყველა
ვინც ზუსტად იმ დროს ვერ მოახერხებს მედიტაციას, გული არ დაგწდეთ , ან ერთად შეკრება თუ ვერ შეძელით და არც მაშინ, თუ საერთოდ ვერ მოახერხებთ მედიტაციას . საერთო მედიტაციას უძლიერესი ძალა აქვს, მაგრამ არა იმდენად თვითონ პროცესს, რამდენადაც მასში მონაწილე ხალხის განწყობას და მზადყოფნას ამ პროცესისთვის. ამდაგვარი საერთო მედიტაცია, სასიკეთო, პოზიტიური ცვლილებისათვის გაცემული გაერთიანებული ენერგიაა, უფრო სწორად ენერგიათა გაცვლა, ამიტომაც მხოლოდ გააზრებული, არავისგან თავსმოხვეული, საკუთარი თავისუფალი ნებით არჩეული მონაწილეობის სურვილიც კი საკმარისია, იმისათვის რომ ამ პროცესში იყო ჩართული, და სამყარომ და სიცოცხლემ დაინახოს ის პატარა სინათლის სხივი, უფრო მეტიც, დღეს ამ პროცესს ასეულ ათასობით ისეთი ადამიანი შეუერთდება და გადასცემს და მიიღებს ნათელ ენერგიას, რომლებსაც საერთოდ არაფერი იციან მედიტაციაზე და საერთოდ ტრანსფორმაციის იმ ეტაპზე, ახლა რომ გავდივართ. და არის კიდევ ერთი ფაქტორი: მათ ვინც მედიტირებენ, შეუძლიათ გამოიყენონ მათთვის სასურველი სულიერი მასწავლებლის თუ ღმერთის სახელი და ენერგია, მათ უკვე დიდი ხნის წინ გაცემული აქვთ ამის უფლება, იქნება ეს იესო ქრისტე, ბუდა, კრიშნა......
და კიდევ, ნუ შეგეშინდებათ ოცნების, ნუ შეგეშინდებათ კარგის მოლოდინის და ნუ შეგეშინდებათ იმედის გაცრუების , ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია, თუ აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა საშიშროება, დღეიდან ეს უკვე აღარ არსებობს, ჩვენ უკვე დავამთავრეთ განვითარების ეს ციკლი homo sapiens-ის სხეულში, და ძალიან მალე, ეს ჩვენი ბოლო ინკარნაციაა, მთლიანად შევიცვლებით. ვიცი, დაუჯერებლად ჟღერს, მგრამ ისიც ვიცი, ყველა თქვენთაგანმა სადღაც გულში, ძალიან მიმალულად, მაგრამ იცის რომ ასეა , ადვილად არ დაგვიმსახურებია ამ ეპოქაში, ამ ფანტასტიური ცვლილებების დროს ცხოვრება , რამდენი დროც დაგვიტოვა სამყარომ და დედამიწამ, იმდენხანს კიდევ ვიქნებით, ალბათ კიდევ გვექნება ტკივილები და აღმართ-დაღმართი, მაგრამ მალე სიცოცხლის ახალ სრულიად განსხვავებულ და ლამაზ ციკლს დავიწყებთ და სახლშიც დავბრუნდებით. ასე რომ, ეს დასასრული არ არის, დასაწყისია .

Posted by: anima mundi Dec 21 2012, 05:32 PM

earth

ეგზისტენსს რატო არ აძლევ შენიშვნას? ეგ რა ლუბიმჩიკი გყავს? თავისივე პოსტი დააკოპირა და კომნტარიც მოიგონა სხვის მაგიერ.. მიეცი შენიშვნა თორე მეგონა რო არჩევ ბავშვებს sad.gif

Posted by: earth Dec 21 2012, 05:42 PM

anima mundi
ეგზისტენსს წავუშალე, შენ არა biggrin.gif

Posted by: earth Dec 24 2012, 06:05 PM

ანა გამათბო ამ პოსტმა smile.gif
anima mundi
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1871&view=findpost&p=87927

QUOTE
მზეონა

მომეწონა ძალიან ყველაფერი მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი და ათას როლს ვუგონებდი თავს და ხმის ტემპრსაც ვიყენებდი და მგონია რო არაგულწრფელი ვიყავი შენს მიმართ და ბოდისი მინდა მოგიხადო.. მეთვითონ რო ვიცი რო რო გულწრფელი არ ვიყავი სინდისი მქენჯნის, არ გეკადრება შენ ჩემგან ეგ

შემდეგშI რო გამოფენა გექნება, მეც შემეხმიანე მოწყობისდროს და დავამატებ იდეებს და ორგანიზაციისთვის კარგ გაფორმებულ რამე რუმეებს მე მიყვარს როცა გამოფენა ცოცხალია და მნახველი თავად მონაწილე ხდება გამოფენის, აი ამდგავარ რამეებს მოვაწყობდი :*
ემიგრანტი გავიცანი, გავიცანიც არ ქვია მაგრამ ეხლა გადავიკითხავ მაგის ძველ პოსტებს.. საინტერესოა რატომ მობეზრდა ფორუმი ))))

Posted by: anima mundi Dec 25 2012, 07:16 PM

QUOTE
anima mundi
ეგზისტენსს წავუშალე, შენ არა


თავს ხუთოსანი მოსწავლესავით ვგრძნობ რომ აქებს მასწავლებელი biggrin.gif ეგზი კიდევ სხვა მოსწავლეა, ან ძმა რომელზე მეტი ქებაც დავიმსახურე მშობლებისგან ))) tongue.gif

earth

აბა მისტერ ეზოტერიკ.გეს თემაში შედი.. წესით იქაც უნდა მოგეწონოს და გაგათბოს


Posted by: მზეონა Dec 27 2012, 04:37 PM

Ninukala :* ახლა შევედი ამ დამტვერილ თემაში და აი რა მარგალიტი პოსტი "ვიპოვე" ერთი წლის შესრულებულა უკვე )))

QUOTE(Ninukala @ Dec 14 2011, 07:16 PM) *
ცხოვრებამ დამანახა, რაც უფრო ნაკლებად ხარ პრეტენზიული მით უფრო მეტს იღებ, არასოდეს მიოცნებია იდეალურ მამაკაცზე, ვფიქრობდი ჩემს მეუღლეს შეიძლება ძალიან ბევრი ნაკლი ქონოდა, მაგრამ ბევრად კარგი (ჩემთვის იდეალური JC_cupidgirl.gif ) სიყვარული ვიპოვე.... wink.gif. ისედაც ცხოვრებაში ბევრი ძალიან კარგი რამე მიმიღია ისე რომ მათზე არც კი მიოცნებია, რადგან ვფიქრობდი რომ არარეალური იქნებოდა...

ხო კიდევ ანა ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმები... ადამინას კი არ უნდა ტენო შენი სულიერი სამყარო, არამედ მას თვითონ უნდა გაუჩნდეს მისი აღმოჩენის სურვილი.... smile.gif

>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=848&st=160

Posted by: anima mundi Jan 25 2013, 05:17 PM

QUOTE
2 შვილი გავაჩინე და შემიძლია 100% ვთქვა, რომ იმაზე სუფთა და უცოდველი რასაც წარმოადგენს ადამიანი დაბადებიდან პირველ დღეებში დედამიწაზე არაა სხვა, (იგივეს ვიტყვი სხვა არსებებზეც). შემდეგ თვალნათლივ ხდება აქაურ ჩAრჩოებში მოქცევა. სწორედ ეს განაპირობებს ადამიანის დაცემულ ბუნებას, რომ ის არ ინარჩუნებს იმ სიწმინდეს რაც ღვთიგან თანდაყოლილი აქვს. როგორც ადამი და ევა. ცოდვა ვაშლის ჭამა დ ააკრძალვის დარღვევა კი არ იყო, არამედ შიში, რომელსაც ორივე აყვა და დაემონა.


თათას ეს სიტყვები ძალიან მომეწონა smile.gif

Posted by: earth Jun 7 2013, 12:23 AM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1651&view=findpost&p=100243
ძებნით არ ვიცი რას ვეძებდი, მაგრამ ვიცი, რომ მოვიდა ჩემთან ის, რაც მჭირდებოდა და ჩემთვის იყო. როგორც მშობელი ამჩნევს ბავშვის გავითარებას დღითიდღე, რომ ის სიმაღლეში იმატებს, რომ ის ახალს სწავლობს, გამოცდილებას იძენს, ისევე ვამჩნევდი ჩემს თავში იმ მიღწევებს, რასაც თავმდაბლობა და სიყვარული მჩუქნიდა. ისე მალე მიმდინარეობდა პროგრესი, რომ 1 თვეში შევიცვალე და წარსულში ჩადენილი საქციელები უბრალოდ დამავიწყდა, ვერ ვიხსენებდი რატომ ვიყავი ისეთი(ნუ ლოგიკურად ყველაფერი გასაგებია). გადასვლა ისე მოხდა, თითქოს ახლად დავიბადე და ძველი არ მჭირდებოდა. ფაქტობრივად ცხოვრება ახლად დავიწყე.
მასოვს მომენტი, როცა რაიმეს დავაშავებდი და ამ სიმძიმეგადაკიდებული გავივლიდი ხატებთან(რაც არ ნიშნავდა რომ მათ შევხედავდი, რადგან თვალს ვერ ვუსწორებდი) ცრემლები მომდიოდა, ძალიან ცხელი. ეს ერთგვარო სირცხვილის გრძნობაც არის. თან გერიდება, თან გრცხვენია და ეს იმიტომ ხდება, რომ გიყვარს.

თავმდაბლობასაც გააჩნია. გააჩნია ვის მიმართ. მართალია ბოროტება სიყვარულით უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ამაშიც არის პატარ-პატარა მომენტები, რომელიც ''კანონს'' არ ემხრობა.

იყო თავმდაბალი ნიშნავს - ცხოვრობდე რეალურ სამყაროში.

მართლაც, რომ უმრავლესობას არ ესმის რა არის თავმდაბლობა. დღეს ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც ღორების ფერმაში, ან მგლების ხროვაში. ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს ცხოვრობდე დედამიწაზე და არა არსებობდე.

ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა პატივი ვცეთ, გვერიდებოდეს და გვიყვარდეს ჩვემი სხეული და ჩვენი არსება. ვიცოეთ, თუ რას ნიშნავს ის და რა ადგილი უჭირავს სამყაროში. თავმდაბლობა არის იარაღი, რითაც შეიძლება დავამსხვრიოთ მტრის ნებისმიერი იარაღი და ნაფოტებად ვაქციოთ. ეს არის სიყვარულის უზარმაზარი ნაკადი, როცა ბოროტებას ბოროტებით უნდა უპასუხო და შენ პატიებით, სიყვარულით პასუხობ. ამაზე დიდი საოცრება რა გინდა.

მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს.

ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა.

მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი sweet.gif


MinD
თბილზე თბილი პოსტი smile.gif l_daisy.gif

Posted by: steward Jun 9 2013, 12:04 AM

36,6 გრადუსი

Posted by: earth Jul 27 2018, 07:23 PM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1991&view=findpost&p=124104

ano :
დღეს მთვარის დაბნელებაა, მოზღვავებული იქნება ენერგია და ემოციები,
ღამის 12:20 წუთზე დაიწყება მთვარე შეიცვლის ფერს გახდება წითელი შეფერილობის, თან არის მთვარის მე 15 დღე სავსემთვარეობა.

დღეს ენერგია მოზღვავებულად ვარ, და გაბრაზებული რომ ამდენი ნეგატივი ხდება მთელს მსოფლიოში,
გადავწყვიტე შევცვალო რეალობა, დღეიდან მხოლოდ პოზიტიურ პოსტებს დავწერ,
ბევრ პოზიტიირ აფრიმაციებს გავუშვებ კოსმოსში. ვიბრძოლებ საკუთარი თავისთვის და დედამიწის კეთილდღეობისათვის
მე შევძლებ შევცვალო სამყარო უკეთესობისაკენ, ყოველი დღე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

ჩემი აფრიმაცია: ადამიანები გამოფხიზლდნენ, დაიწყეს დაბინძურებული გარემოს დასუფთავება, რგავენ ხეებს მოშიშვლებულ ადგილებზე, ყიდულობენ ელექტრო ავტომობილებს, სახლებში აყენებენ მზის პანელებს, მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული საშუალება რომელმაც ჩაანაცვლა ჰესები,
გამართულად მუშაობს სარწყავი სისტემები, დედამიწა გამწვანებულია და სიცოცხლე ყვავის, ჰაერი არის ძალიან სუფთა და გამჭვირვალე.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)