ვეგეტარიანული სამზარეულო, Lacto-ovo vegetarianism |
ვეგეტარიანული სამზარეულო, Lacto-ovo vegetarianism |
Feb 1 2010, 02:00 PM
Post
#21
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საზაფხულო სალათა
2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი, 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი, მწვანე ხახვი, მაიონეზი, ქინძი, ყველი, მოვხარშოთ ბრინჯი და მაგრად გავწუროთ, კუბიკებად დავჭრათ კიტრი, პომიდორი და ყველი,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი,მოვასხათ მაიონეზი, ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ოდნავ მარილი, ძალიან გემრიელია,თან მსუბუქია,თან ძალიან ლამაზად გამოიყურება -------------------- |
|
|
Feb 1 2010, 02:46 PM
Post
#22
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოხარშეთ მაკარონი,(450გ.)
გახეხეთ 2 ცალი სტაფილო და 3 ცალი პატარა ბოლოკი, წვრილად დაჭერით ოხრახუში, დაასხით მაიონეზი, დაუმატეთ ცოტა წითელი წიწაკა,უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი(ზაფრანა) მოაყარეთ ცოტა მარილი და მზადაა მერე ბრინჯის და წიწიბურას კატლეტების რეცეპტსაც ვნახავ და დავდებ -------------------- |
|
|
Feb 2 2010, 12:35 AM
Post
#23
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვეგეტარიანელებო გამრავლდით
ხოდა სოიო არ გიყვართ? მე ძალიან მიყვარს.სოიოს ფარშს ჯერ მოხარშავთ მარილიან წყალში მერე ტაფაზე გადაუძახებთ რასთანაც გინდათ იმასთან მე ვურევ ხან კარტოფილს,სოკოს,კვერცხს,ყველ ვწვავ და მერე ბევრ მწვანილებს ვაყრი.. მნიამნიამნიამ გემრიელიაა |
|
|
Feb 2 2010, 09:53 AM
Post
#24
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სოიო გენმოდიფიცირებული შემოდისო გამიგია და მართალია?
-------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Feb 2 2010, 10:19 AM
Post
#25
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
კი, მართალია. და ყველაფერი რაც სოიოსაგან მზადდება. ეეეჰ, ჩემი საყვარელი სოუსი |
|
|
Feb 2 2010, 10:24 AM
Post
#26
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გენმოდიფიცირებული სოიოს ჭამას ისევ შიმშილობა ჯობია მგონი
-------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Feb 2 2010, 08:28 PM
Post
#27
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მიყვარს ტოFუ გუმბაო)) ჩინურშია, ძააან მაგარია იმენნნა..
ტოFუ სოიოსგან კეთდება? -------------------- |
|
|
Feb 2 2010, 08:38 PM
Post
#28
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 359 Joined: 2-November 09 From: თბილისი Member No.: 6,059 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი ტოფუ სოიოსგან კეთდება
-------------------- A si duarth u ortho... U or le a U or nin
|
|
|
Feb 2 2010, 08:46 PM
Post
#29
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართლა?? უიმეე რა უბედურებაა ვერაფერი ვერ უნდა ჭამო რაა ტან გული უნდა გისკდებოდეს რამეს რომ იდებ პირში.
-------------------- |
|
|
Feb 2 2010, 09:21 PM
Post
#30
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 359 Joined: 2-November 09 From: თბილისი Member No.: 6,059 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, ტოფუ მართლა სოიოა და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია
-------------------- A si duarth u ortho... U or le a U or nin
|
|
|
Feb 14 2010, 02:58 PM
Post
#31
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს უბრალო ბორში გავაკეთე
მოვხრაკე ხახვი ზეთში და ჩავაყარე წვრილად დაჭრილი კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი, მწარე წიწაკა წითელი(გამომშრალი), ტომატი, მარილი, მოვხარშე. წინასწარ მქონდა ჭარხალი მოხარშული, გავფცქვენი და წვრილად დაჭრილი ჩავყარე ბორშში, ასევე ქინძიც ვუყავი. ჩემი საყვარელი საჭმელია. აჯაბსანდალი ზაფხულში და ზამთარში ბორში პ.ს. სურათი ჩემი არ არის -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Feb 25 2010, 09:57 AM
Post
#32
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 691 Joined: 15-January 10 From: yvelgan da arsad Member No.: 6,118 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მალე კანონს მიირებენ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ეტიკეტი ექნება ამის ამღნიშვნელი, ან სულ აიკრძალება. სოიო მეც მიყვარს და დიდი შანსია გენმოდიფიცირებული იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ ორმ კარტოფილის, პამიდვრის, კიტრის და ხილის ბევრი სახეობაც გენმოდიფიცირებული შემოდის. ის კი არა გენმოდიფიცირებული შემოაქვთ კარტოფილი და აქ მოყავთ , განსხვავება არანაირი არაა..
-------------------- -----------------------------------------------------------------
|
|
|
Feb 27 2010, 10:36 AM
Post
#33
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩვენი ანონიმუშკას პოსტი ვიპოვე მეზობელ ფორუმზე და ვაკოპირებ
QUOTE ლობიოს წვნიანი გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: კაკალი ლობიო - 2 ჩაის ჭიქა კარტოფილი - 2-3 ცალი სტაფილო - 2 ცალი ხახვი - 2 თავი მაკარონი (სამარხვო) - 50-60 გ. დაფნის ფოთოლი - 2 ცალი ზეთი - 100-150 გ. მარილი, წიწაკა - გემოვნებით ნიორი - 3-4 კბილი ტომატი - 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი - 2-3 ცალი ქინძი, ნიახური, ოხრახუში - 3-3 ძირი წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: ზეთი - 100-150 გ. ხახვი - 2 თავი სტაფილო - 2 ცალი ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი ოხრახუში, კამა - თითო პატარა კონა მარილი, წიწაკა - გემოვნებით წვნიანი ბარდით წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: ზეთი - 100-150 გ. ხახვი - 2 თავი სტაფილო - 2 ცალი (საშუალო) ბულგარული წიწაკა - 2 ცალი ნიორი - 3-4 კბილი კარტოფილი - 3-4 ცალი დაკონსერვებული ბარდა - 1,5 ჩაის ჭიქა პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი მარილი - გემოვნებით ოხრახუში, კამა, ნიახური - სამ-სამი ღერო პ.ს არ ვიცი როგორია, დავაკოპირე... რავი, მგონი კარგი უნდა იყოს ))) ანონიმუშკა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Feb 27 2010, 10:39 AM
Post
#34
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გაგრძელება
QUOTE კარტოფილის ხინკალი
ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ). მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი გააბრტყელეთ, მასზე მოათავსეთ კარტოფილის გულსართი და თავი მოუკარით ნაოჭებად (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ის უკვე მზად არის. მიირთვით სამარხვო კარაქთან ერთად. კარტოფილის გულსართის მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ სამარხვო, ნებისმიერი ცხიმი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მასალა: ფქვილი - 1 კგ. მარილი - 0,5 ჩაის კოვზი კარტოფილი - 1-1,5 კგ. სამარხვო კარაქი - 50 გ. ზეთი - 100-150 გ. მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით ხინკალი სოკოთი ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ). გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ. შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც). მასალა: წყალი - 0,5 ლ. ფქვილი - 1 კგ. მარილი - 0,5 ჩაის კოვზი სოკო - 800-1000 გ. (1 ქილა) ზეთი ან სამარხვო კარაქი - 100 გ. მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით კარტოფილის ფუნთუშები 1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ). აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან. კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მასალა: საფუარი - 1 სუფრის კოვზი წყალი - 0,5 ლ. შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი სპირტი - 1 სუფრის კოვზი მარილი ცომისთვის - 0,5 ჩაის კოვზი ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი ფქვილი - რამდენიც საჭიროა კარტოფილი - 1,5 კგ. ხახვი - 2-3 თავი შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 2 2010, 09:45 PM
Post
#35
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, ტოფუ მართლა სოიოა და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია ყველა სოიო ნამდვილად არ არის გენმოდიფიცირებული აი საქართველოში რა შემოდის არ ვიცი გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე, რომ არ მენახა ძალიან გამიკვირდებოდა ოვო ლაქტო ვეგეტარიანელი ვარ მალე 1 წელი გახდება. |
|
|
Mar 2 2010, 10:21 PM
Post
#36
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 731 Joined: 6-September 09 Member No.: 6,025 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli? -------------------- ძალიან საინტერესოა, ძალიან!!
იმეგობრე შენს სიზმრებთან! |
|
|
Mar 2 2010, 11:44 PM
Post
#37
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Fee hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli? hi ცხოველები ძალიან მიყვარს და როცა გავაცნობიერე, რომ ცოცხალ არსებას ვკლავთ, მარტო იმიტომ რომ ვჭამოთ, ძალიან არ მომეწონა ეს ფაქტი აღარაფერს ვამბობ იმ პირობებზე, სადაც ისინი მასობრივად ყავთ, მაგას თუ ყოფა ქვია ეგეც საკითხავია და ქიმიკატების შემადგენლობაზე ხორცში. |
|
|
Mar 3 2010, 02:16 AM
Post
#38
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 731 Joined: 6-September 09 Member No.: 6,025 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Fee
oho, ra ketili xar -------------------- ძალიან საინტერესოა, ძალიან!!
იმეგობრე შენს სიზმრებთან! |
|
|
Mar 6 2010, 03:40 PM
Post
#39
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 8 2010, 04:29 PM
Post
#40
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 8-March 10 Member No.: 6,171 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც დავუბრუნდი ვეგეტარიანელობას
პ.ს. კეთილი იყოს ჩემი მაუსი თქვენს ფორუმზე -------------------- Любите друг друга! (только себе не лгите).
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 05:57 AM |