IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Eckstein
Posted on: Aug 19 2021, 02:26 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


მაგრამ ვისაც ძალიან სწყურია ის ჩინეთშიც მიაგნებს ჭეშმარიტებას და ზიმბაბვეშიც.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130514 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 19 2021, 02:26 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


მე იმას რ ვამბობ, რომ სხვა რელიგიის მიმდევრები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მე ხომ ეზოთერულ ქრისტიანობაზე მაქვს ლაპარაკი - ანუ რეინკარნაცია ფუნდამენტური საკითხია. მე იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ადამიანი ამავე ინკრნაციაში ვერ დაემოწაფება ქრისტეს (თუმცა თეორიული შანსი ყველას აქვს), მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ და იმის შემდეგ ცხოვრებებში არ გააკეთებენ ამას. ვინც ეხლა ევროპაში ვართ შეიძლება მერე ჩინეთში დავიბადოთ და პირიქით.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130513 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 19 2021, 02:20 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


QUOTE(Sad Moon @ Aug 19 2021, 12:58 AM) *
არანაირად არ გედავები მაგაში რომ ღმერთი ჩვენშია და ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე შეიძლება "ხსნა" ვიპოვოთ, უბრალოდ ისე ხისტად გაავლე ხაზი ქრისტეს რომ ნამდვილად მეგონა ქრისტიანობის ქომაგი იყავი 😅🤣.


ქრისტიანობის მიმდევარი ნამდვილად ვარ, ასევე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტიანობაშია ის სულიერი ძალები, რომლებითაც ადამიანს შეუძლია დღევანდელ ბოროტებას გაუმკლავდეს. უბრალოდ მე ქრისტიანობაში ეზოთერულ ქრისტიანობას ვგულისხმობ. ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ ეზოთერული ქრისტიანობაა (ოღონდ რეალური ეზოთერული ქრისტიანობა და არა ნიუ ეიჯ მარაზმი). ყველა სხვა რელიგიას საკუთარი სულიერი მიესია ჰქონდა და გარკვეულწილად დღესაც აქვს, მაგრამ თითოეული რელიგია კონკრეტული დროისთვის იყო მოცემული კონკრეტული ჯგუფის ადამიანებისთვის. მხოლოდ ქრისტიანობაა ის სულიერების წყარო, რომელიც კაცობრიობის ევოლუციას სამუდამოდ გაჰყვება, რადგან თავად რელიგიების წყარო მოვიდა დედამიწაზე, სამყაროს შემოქმედი სამების მეორე ჰიპოსტასი. გოლგოთას მისტერია კაცობრიობის ევოლუციის ცენტრალური მოვლენაა. მე არ გეუბნებით, რომ მე დამიჯეროთ, ქრისტეს დაიჯერეთ, წაიკითხეთ იონაეს სახარება, იქ პირველი თავში არის მოწმობა, რომ ქრისტეს სახით თავად სამყაროს შემოქმედი განსხეულდა დედამიწაზე. ასევე მნიშვნელოვანია სახარებაში მოცემული: 5 სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.

მამა ღმერთის მოწოდება აღიქვეს მოციქულებმა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ძე-ს ვუსმინოთ. ბუდაც და ქრისტეც ჭეშმარიტი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ ბუდა არ ამბობს თავის თავზე რომ ღმერთი იყო, ის ადამიანი იყო, რომელმაც ევოლუციის შედეგად მიაღწია გასხივოსნებას, ხოლო ქრისტე თავის თავზე მოწმობს, რომ ღმერთია, და ამის დასტური უამრავია, როგორც ახალ ისე ძველ აღთქმაში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130512 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 18 2021, 01:38 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


QUOTE(toresi9 @ Aug 18 2021, 01:15 PM) *
ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა არა რომელიმე რელიგიაში არამედ თავად ჩვენშია იმედია როდისმე ამას შევიგნებთ ადამიანები .


თავად ჩვენშია, მართალია, ამას თავად ქრისტე გვეუბნება:

20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;

21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.

და ასევე:

34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?

მაგრამ ქრისტე ამასაც გვეუბნება:

4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.

5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130507 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 18 2021, 10:57 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


brevalo - გეთანხმები. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. კაცობრიობის გამოფხიზლებისათვის და მობილიზებისათვის ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130502 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 18 2021, 10:55 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


ქრისტიანობაში მე ეზოთერულ ქრისტიანობას ვგულისხმობ და არა მართლმადიდებლობას ან კათოლიციზმს. ეზოთერული ქრისტიანობა თავის თავში მთელ მსოფლიო სიბრძნეს მოიცავს, მათ შორის სხვა რელიგიებსაც და თავისუფალი შემეცნების შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. მოკლედ ეკლესიურ ქრისტიანობაზე საერთოდ არ მქონდა ლაპარაკი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130501 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 18 2021, 12:40 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


QUOTE(Sad Moon @ Aug 17 2021, 10:38 PM) *
მოდი ახლა იმას ნუ იტყვი რომ მხოლოდ ქრისტიანები გადარჩებიან და იი ხსნა ქრისტიანობაშია.. ღმერთად რო აცხადებენ თავს ეგ ხსნა კიარა უკუნითი სიბნელეა.


ღმერთად ვინ აცხადებს თავს?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130496 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 17 2021, 12:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


ნებისმიერი სახის ბოროტება რაც არსებობს, მიუხედავად მათ შორის რადიკალური განსხვავებებისა, იმით ერთიანდებიან, რომ ყველა ისინი ქრისტეს წინააღდეგნი არიან, რადგან სწორედ მას შეუძლია ნებისმიერი სახის ბოროტებას გაუმკლავდეს, და ასევე იმ ადამიანსაც ვინც ქრისტესთან იქნება.

ქრისტეს და მიქაელს დღეს ორი გზით უკავშირდება ადამიანი, ესაა აზროვნების განსულიერება და მეორეა გოლგოთას მისტერიის შემეცნება. ამ ორივეს შესაძლებლობას იძლევა სახარება და ანთროპოსოფია, და ზოგადად ჭეშმარიტი ეზოთერული ქრისტიანობა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130486 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 17 2021, 12:19 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


QUOTE(Sad Moon @ Aug 17 2021, 07:15 AM) *
სალამი. ილია 2 ამბობს ღმერთი ვარო, შიმშილთან ერთად კოვიდით მილიონობით ადამიანი იღუპება, თალიბანი ავღანეთის სათავაშე ჩადგა და საქართველოს მოსახლეობის დაქნეული 50% იმას იძახის რა მაგარია თალიბანის კანონებიო, რუსეთი ნელ-ნელა საზღვრებს ამაგრებს და წევს ყველაფერთან ერთად საქართველომ(სუს-მა) ბელორუსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი , კვირაში ერთხელ მაინც სადღაც ბუნებრივი (ეკოლოგიური) კატასტროფა ხდება, სულიერება 0 მდეა დასული (თუ დარტყმულ ფანატიკოსებს არ ჩავთვლით). მაგია, ეზოთერიკა იმას მოიცავს რომ სულიერ განვითარებაასთან ერთად ადამიანმა სამყაროსთან ჰარმონიული "ურთიერთობა" ისწავლოს, ხოდა რომელ სულიერებაზე ჰარმონიაზე და განვითარებაზეა საუბარი. ყველა მხრივ ყოფა გვაქვს ნატირები. ხოდა ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება რამე გვეშველოს?



რაც დრო გავა მით უფრო შეუძლებელი იქნება ადამიანებისთვის ქრისტეს და მიქაელის დახმარების გარეშე არსებულ რეალობასთან გამკლავება. ამიტომაც ადამიანმა გარდა იმისა, რომ სოციალურადაც იზრუნოს თავის და სხვების გადარჩენაზე, მთელი ძალები უნდა ჩადოს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს მიქაელსა და ქრისტეს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130485 · Replies: 26 · Views: 11,522

Eckstein
Posted on: Aug 17 2021, 12:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034


QUOTE(past @ Nov 18 2020, 01:54 AM) *
რას ფიქრობთ ხალხო ამის შესახებ, ოღონდ არა იმ სცენარით რასაც თავზე გვახვევენ, ანტიქრისტე და ტოტალური კონროლი, არამედ სრულიად საპირისპირო, ქრისტეს პრინციპების გამტარი მმართველი. ეს არ ნიშნავს რომ ერთი რელიგია იქნება ქრისტიანობა, პირიქით სადაც ცნობიერება და უცხო ადამიანის სიყვარული გაცდება ყოველგვარ ენა, მამული, სარწმუნოებას.

ამდენი ომი და სახსრების უაზრო ხარჯვა ერთმანეთის შეჯიბრს შორის აღარ იქნება. როგორც ადამიანს აქვს რაღაც გეგმა რისი მიღწევა უნდა მაგალითად 5 წელიწადში, ეგეთი გეგმები ხომ ქვეყნებს არ აქვთ. უბრალოდ დიდი ქვეყნები ერთმანეთს ეჭიდავებიან და პატარები გადარჩენისთვის იბრძვიან. აი გეგმა რომ იყოს რომ როგორი სოციუმი გვინდა 50 წლის მერე, ამისთვის რა არის საჭირო, და ამ ყველაფრის დროში გაწერა.

რას იტყვით?


მატერიალური სამყაროს ბატონი არიმანია და არა ქრისტე. ქრისტე ამბობს:

33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე?

34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?

35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?

36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.

37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.


ხოლო მეორეს მხრივ ვისია ამ ქვეყნის მეუფება ესეც ცხადად ჩანს სახარებაში:

5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.

6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.

7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.

ეხლა რა სიყვებსაც გადმოვიტან აქ კარგად არის ასევე ხაზგასმული, ერთის მხრივ ის, რომ ფიზიკურ სამყაროში ქრისტეს ვეღარ ვიხილავთ, ხოლო მეორეს მხრივ ის თუ ვინ არის მატერიალური სამყაროს ბატონი:

18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.

19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.

22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?

29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.

30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში.

განა სრულიად ცხადი არ არის სახარებიდან, რომ ქრისტე მხოლოდ მათ მოევლინება ვისაც ის უყვართ და ვინც დაიცავს მის მცდებებს? ხოლო ქვეყანას კი არა! ანუ ქრისტეს მხოლოდ ისინი იხილავენ ვინც მისები იქნებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლინება ფიზიკური არ იქნება. რადგან ასე ყველა იხილავდა მას. ხოლო მეორეს მხრივ ვისიც არის ეს ქვეყანა კარგად არის ნაჩვენები სიტყვებში: "რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში." ანუ ამა ქვეყნის ბატონს ქრისტესთან არ აქვს საერთო არაფერი.

განა აქედან თავისთავად ცხადი არ არის, რომ იდეები დედამიწაზე ქრისტიანი ბატონის გლობალურ მმართველობაზე, თავისთავად ერთის მხრივ უტოპიაა და მეორეს მხრივ კიდევ ნეგატიური არსებების მიერ დაბადებული საცდური, იმ მიზნის მისაღწევად, რომ თავის დროზე როცა ცრუ მესია მოვა, ქრისტედ მიიღოს ხალხმა?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130484 · Replies: 3 · Views: 3,111


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 23rd May 2024 - 04:31 AM