IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნე
Atman
post Sep 28 2011, 05:04 PM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვასუდევას ლოცვის შემდეგ დევაკიმ, კრიშნას დედამ აღავლინა ლოცვები. ძმის სიმხეცეს იგი ძალზე შეეშინებინა. დევაკიმ თქვა: "ჩემო ძვირფასო უფალო, ვედურ ლიტერატურაში შენი მარადიული ფორმები - ნარაიანა, უფალი რამა, ჰაიაშირშა, ვარაჰა, ნარასიმჰა, ვამანა, ბალადევა და ვიშნუდან გამოვლენილი მილიონობით მსგავსი ინკარნაცია აღწერილია თავდაპირველ ფორმად. შენ თავდაპირველი ხარ, ვინაიდან შენი ყოველი ფორმა, რომლითაც ევლინები, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს. შენი ფორმა ამ კოსმიური გამოვლინების შექმნამდე არსებობდა. შენი ფორმები მარადიულია და ყოვლისგამჭოლი. ისინი თვითმნათი, უცვლელი და მატერიალური თვისებებით წაუბილწავია. ამგვარი მუდმივი ფორმები მარადიული ცოდნითა და ნეტარებითაა სავსე; ისინი ტრანსცენდენტულ სათნოებაში არსებობენ და სხვადასხვა გართობებით არიან დაკავებული. შენ არა ხარ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმით შეზღუდული. ყოველი ამგვარი ტრანსცენდენტული, მარადიული ფორმა თვითკმარია. მე მესმის, რომ შენ უზენაესი უფალი ვიშნუ ბრძანდები.

"მრავალი მილიონი წლის შემდეგ, როდესაც უფალი ბრაჰმას სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება, კოსმიური გამოვლინების განადგურება მოხდება. ამ დროს ხუთი ელემენტი - მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი - მაჰატ-ტატტვაში შედის. დროის ძალით მაჰატ-ტატტვა კვლავ მთლიან მატერიალურ ენერგიაში ბრუნდება; მთელი მატერიალური ენერგია ენერგეტიკულ პრადჰანაში აღწევს, პრადჰანა კი - შენში. ამიტომ მთელი კოსმიური გამოვლინების განადგურების შემდეგ მარტო შენ რჩები შენი ტრანსცენდენტული სახელით, ფორმით, თვისებებითა და ატრიბუტებით.

"უფალო ჩემო, მოწიწებით ვიხრი თავს შენს წინაშე, ვინაიდან შენ ბრძანდები მთელი გამოვლენილი ენერგიის განმგებელი და მატერიალური ბუნების თავდაპირველი წყარო. ჩემო უფალო, მთელი კოსმიური გამოვლინება, წამიდან დაწყებული წლის განმავლობით დამთავრებული, დროის გავლენის ქვეშ იმყოფება. ყველა შენი განმგებლობით მოქმედებს. შენა ხარ ყველაფრის თავდაპირველი წარმმართველი და ყოველი ძლევამოსილი ენერგიის წყარო.

"განპირობებული სულები გამუდმებით გადადიან ერთი სხეულიდან მეორეში, ერთი პლანეტიდან მეორეზე და მაინც ვერ აღწევენ თავს დაბადებისა და სიკვდილის შემოტევას. მაგრამ როდესაც ამგვარი შეშინებული ცოცხალი არსება შენს ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს, მრისხანე სიკვდილის თავდასხმის შიშის გარეშე ჰპოვებს შვებას." დევაკის ამ ნათქვამს თავად უფალი ადასტურებს "ბჰაგავად-გიტაში". იქ უფალი ამბობს, რომ მთელ სამყაროში, ბრაჰმალოკადან პატალალოკამდე მოგზაურობის შემდეგაც პიროვნება ვერ დააღწევს თავს დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის შემოტევას. მაგრამ მას, ვინც ღმერთის სამეფოში შედის, ამბობს უფალი, აღარასოდეს უწევს მატერიალურ სამყაროში დაბრუნება.

"ამიტომ, ჩემო უფალო, გევედრები, გადამარჩინე უგრასენას ვაჟის, კამსას ბოროტი ხელისგან. ვემუდარები შენს მეუფებას, მიხსენი ამ საშინელი მდგომარეობიდან, ვინაიდან შენ მუდამ მზადა ხარ შენს მსახურთა დასაცავად." ეს ნათქვამი უფალმა "ბჰაგავად-გიტაში" დაადასტურა, არწმუნებდა რა არჯუნას: "შეგიძლია მთელ სამყაროს განუცხადო, რომ ჩემი ერთგული არასოდეს დამარცხდება."

როცა უფალს ასე ევედრებოდა ხსნას, დედა დევაკიმ თავისი დედობრივი სიყვარული გამოხატა: "მესმის, რომ ამ ტრანსცენდენტულ ფორმას, როგორც წესი, დიადი ბრძენები აღიქვამენ მედიტაციით, მაგრამ მე მაინც ვშიშობ, ვინაიდან, როგორც კი კამსა შენი მოვლინების შესახებ შეიტყობს, შეიძლება რამე გავნოს. ამიტომ გევედრები, ჯერჯერობით ჩვენი მატერიალური თვალებისთვის უჩინარი გახდი." სხვანაირად რომ ვთქვათ, მან სთხოვა უფალს, ჩვეულებრივი ბავშვის სახე მიეღო. "ჩემი ძმის, კამსას შიში მხოლოდ შენს მოვლენასთან არის დაკავშირებული. ჩემო უფალო მადჰუსუდანა, კამსამ იქნებ არც იცის, რომ შენ უკვე დაიბადე. ამიტომ გევედრები, დამალე შენი მეუფების ოთხხელიანი ფორმა, რომელსაც ვიშნუს ოთხი სიმბოლო - ნიჟარა, დისკო, კვერთხი და ლოტოსის ყვავილი უჭირავს. ჩემო ძვირფასო უფალო, კოსმიური გამოვლინების განადგურების ბოლოს მთელ სამყაროს შენს მუცელში ათავსებ; და მაინც, შენი წმინდა წყალობით, ჩემს საშვილოსნოში მოევლინე. მიკვირს, რომ უბრალოდ შენს ერთგულთა საამებლად ჩვეულებრივ ადამიანთა მოქმედებებს ბაძავ."


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 1 2011, 07:59 AM
Post #42


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოისმინა რა დევაკის ლოცვები, უფალმა მიუგო: "საყვარელო დედა, სვაიამბჰუვა მანუს ეპოქაში მამაჩემი ვასუდევა ერთ-ერთი პრაჯაპატი იყო. იმ დროს მას სუტაპა ერქვა, შენ კი მისი მეუღლე იყავი. როდესაც უფალმა ბრაჰმამ მოსახლეობის გაზრდა მოისურვა, შთამომავლობის შექმნა გთხოვათ. თქვენ გრძნობებს იმორჩილებდით და მკაცრ ასკეზებს ასრულებდით. იოგას სისტემის სუნთქვითი ვარჯიშებით შენ და შენს ქმარს მატერიალური კანონების ყოველგვარი გავლენის - წვიმის სეზონის, ქარის შემოტევისა და მზის მწველი სიცხის ატანა შეგეძლოთ. თქვენ ყველა რელიგიურ პრინციპსაც იცავდით. ამ გზით თქვენი გული განიწმინდეთ და მატერიალური ბუნების ზეგავლენის მართვა შესძელით. ასკეზისას მხოლოდ მიწაზე ჩამოცვენილ ხის ფოთლებს მიირთმევდით ხოლმე. შემდეგ მტკიცე ჭკუითა და სქესობრივი მოთხოვნილებების მორევით, ჩემგან რაღაც არაჩვეულებრივი მადლის მიღების სურვილით მცემდით თაყვანს. ნახევარღმერთების დროით ორივენი თორმეტი ათასი წლის მანძილზე გადიოდით მკაცრ ასკეზებს. ამ დროის განმავლობაში თქვენი ჭკუა მუდამ ჩემით იყო მოცული. როცა ერთგულ სამსახურს ასრულებდით და გულში მუდამ ჩემზე ფიქრობდით, მე ძალიან ნასიამოვნები ვიყავი თქვენით. ო უცოდველო დედაო, ამიტომ შენი გული მუდამ წმინდაა. იმ დროსაც ამ ფორმით მოგევლინე შენი სურვილების შესასრულებლად და შემოგთავაზე, გეთხოვა ჩემთვის, რაც გსურდა. იმ დროს გინდოდა, რომ მე შენს შვილად დავბადებულიყავი. თუმცა პირადად მიხილე, მატერიალური ტყვეობისგან სრული განთავისუფლების თხოვნის ნაცვლად მთხოვე, ჩემი ენერგიის გავლენით შენი ვაჟი გავმხდარიყავი."

სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფალმა დედა და მამა - პრშნი და სუტაპა - იმ განზრახვით ამოირჩია, რომ მატერიალურ სამყაროშI მოვლენილიყო. როდესაც უფალი ადამიანად მოდის, ვინმე მისი დედა და მამა უნდა იყოს, ასე რომ, მან პრშნი და სუტაპა თავის მარადიულ დედად და მამად აირჩია და ამმის გამო არც პრშნისა და არც სუტაპას არ შეეძლოთ უფლისთვის განთავისუფლების თხოვნა. განთავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური. უფალს შეეძლო, მაშინვე გაენთავისუფლებინა პრშნი და სუტაპა, მაგრამ მან მათი მატერიალურ სამყაროშI ყოლა ირჩია თავისი სხვადასხვა მოვლინებისათვის, როგორც ეს შემდგომ თავებშI იქნება ახსნილი. როდესაც პრშნიმ და სუტაპამ უფლისგან მისი მამობისა და დედობის წყალობა მიიღეს, თავი ანებეს ასკეზებს და ცოლ-ქმრულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი, რათა შეძენოდათ შვილი, რომელიც თავად უზენაესი უფალი იქნებოდა.

დროთა ვითარებაში პრშნი დაორსულდა და ბავშვი შეეძინა. უფალმა დევაკისა და ვასუდევას უთხრა: "მაშინ მე პრშნიგარბჰა მერქვა. მომდევნო ეპოქაში თქვენ დაიბადეთ როგორც ადიტი და კაშიაპა, მე კი თქვენი შვილი, უპენდრა გავხდი. მაშIნ მე ჯუჯას სახე მქონდა და ამის გამო ვამანადევად ვიყავი ცნობილი. მე გაკურთხეთ, რომ სამჯერ დავიბადეობდი თქვენს შვილად. პირველად პრშნიგარბჰა მერქვა, პრშნისა და სუტასგან შობილი, მეორედ - ადიტისა და კაშიაპასგან შობილი უპენდრა და ახლა, მესამედ, თქვენგან, დევაკისა და ვასუდევასგან დავიბადე როგორც კრიშნა. მე მოგევლინეთ ვიშნუს სახით, რათა დაგარწმუნოთ, რომ მე, კვლავ შობილი, იგივე ღმრთეების უზენაესი პიროვნება ვარ. შემეძლო ჩვეულებრივ ბავშვად მოვვლენილიყავი, მაგრამ არ დაიჯერებდით, რომ მე, ღმრთეების უზენაესი პიროვნება გაგიჩნდით. საყვარელო მამა და დედა, უკვე მრავალჯერ გამზარდეთ დიდი სიყვარულით და მე დიდად ნასიამოვნები და დავალებული ვარ თქვენგან. გარწმუუნებთ, თქვენი მისიის სრულყოფის შედეგად ამჯერად შინ, ღმრთეებასთან დაბრუნდებით. ვიცი, რომ ძალიან ღელავთ ჩემს გამო და გეშინიათ კამსასი. ამიტომ გიბრძანებთ დაუყოვნებლივ წამიყვანეთ გოკულაში და გამცვალეთ იმ ქალიშვილში, რომელიც ეს-ეს არის იაშოდას შეეძინა."

როცა მამისა და დედის თანდასწრებით ესა თქვა, უფალი ჩვეულებრივ ბავშვად გადაიქცა და გაჩუმდა.

ღმრთეების უზენაესი პიროვნების ბრძანებით ვასუდევა შეეცადა, გამოეყვანა ბავშვი იმ ოთხახიდან, სადაც დაიბადა. ზუსტად ამ დროს ნანდასა და იაშOდას ქალიშვილი შეეძინათ. იგი იოგამაია, უფლის შინაგანი ენერგია გახლდათ. ამ შინაგანი ენერგიის, იოგამაიას გავლენით კამსას სასახლის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით, მეკარეები ღრმა ძილს იყვნენ მიცემული. ყველა კარი გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ურდულით დაკეტილი და რკინის ჯაჭვებით ჩარაზული გახლდათ. ღამე ძალიან ბნელი იყო, მაგრამ როგორც კი ვასუდევამ კრიშნა ხელში აიყვანა და გავიდა, ყველაფერს ისე ხედავდა, როგორც მზეში.



"ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში" ნათქვამია, რომ კრიშნა მზის შუქსა ჰგავს და სადაც კრიშნაა, იქ ილუზორული ენერგია, რომელიც წყვდიადთან არის შედარებული, ვერ გაჩერდება. როდესაც ვასუდევას კრიშნა მიჰყავდა, ღამის წყვდიადი გაიფანტა. ციხის ყველა კარი თავისთავად გაიღო. ამავე დროს ცამ დაიქუხა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. ვიდრე ვასუდევას თავისი ვაჟი, კრიშნა, თავსხმა წვიმაში მიჰყავდა, უფალი შეშა გველის ფორმით ისე გადაეფარა ვასუდევას, რომ წვიმას არ შეეწუხებინა. ვასუდევა იამუნას ნაპირზე გამოვიდა და დაინახა, რომ იამუნა აზვირთებული და ქაფით სავსე იყო. და მაინც, მიუხედავად მძვინვარებისა, მდინარემ ვასუდევას გადასვლის საშუალება მისცა, სწორედ ისე, როგორც დიდმა ინდოეთის ოკეანემ მისცა გზა უფალ რამას მორევზე გადასვლისას. ასე გადაკვეთა ვასუდევამ მდინარე იამუნა. მეორე მხარეს იგი გოკულაში მდებარე ნანდა მაჰარაჯას სასახლეში მივიდა, სადაც ნახა, რომ მენახირეებს ღრმად ჩასძინებოდათ. მან იაშოდას სახლშI შეპარვის შესაძლებლობით ისარგებლა და დაუბრკოლებლად შეცვალა თავისი ვაჟი იაშოდას სახლში ახალშობილი გოგონათი. იმის შემდეგ, რაც სახლში შეიპარა და ბიჭი გოგონათი შეცვალა, იგი კამსას ციხეში დაბრუნდა და გოგონა უხმოდ ჩაუსვა დევაკის კალთაში. მან კვლავ დაიდო ხუნდები, რათა კამსა ვერ მიმხვდარიყო, ამდენი რამ რომ მოხდა.

დედა იაშოდამ იცოდა, რომ ბავშვი შეეძინა, მაგრამ მშობიარობით დაღლილს ღრმად ჩასძინებოდა. როცა გაეღვიძა, ვერ გაიხსენა ვაჟი შობა თუ ქალი.

მესამე თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 1 2011, 11:12 AM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეოთხე
კამსა დევნას იწყებს

როდესაც ვასუდევამ ყველა კარი და ჭიშკარი ჩარაზა, კარისკაცებს გაეღვიძათ და ახალშობილი ბავშვის ტირილის ხმა შემოესმმათ. ისინი მაშინვე გაეშურნენ ბავშვის დაბადების ამბის მოლოდინში მყოფ კამსასთან და ახალი ამბავი ამცნეს. კამსა ლოგინიდან წამოხტა და წამოიძახა: "აჰა, დაიბადა ჩემი დაუნდობელი სიკვდილი!" სიკვდილის მოახლოებით შეცბუნებულ კამსას თავგზა აებნა, თმა ყალყზე დაუდგა და უმალ გასწია ბავშვის დაბადების ადგილისკენ.

დევაკიმ რომ დაინახა, ძმა უახლოვდებოდა, მოკრძალებით შეევედრა კამსას: "ძვირფასო ძმაო, ნუ გამოასალმებ სიცოცხლეს ამ გოგონას. პირობას გაძლევ, ეს ბავშვი შენი შვილის ცოლი გახდება; ამიტომ ნუ მოკლავ მას. შენ არ მოკვდები ქალის ხელით. ასეთი იყო წინასწარმეტყველება. ვაჟმა უნდა მოგკლას, ამიტომ, გთხოვ, შეინდე იგი. ძვირფასო ძმაო, ამდენი მზესავით მბრწყინავი ახალშობილი დამიხოცე. ბრალი შენ არ მიგიძღვის - დემონმა მეგობრებმა გირჩიეს ჩემი შვილების დახოცვა. მაგრამ ახლა გევედრები, შეუნდო ამ გოგონას, აცოცხლე ჩემი ქალიშვილი."

ბოროტმა კამსამ თავისი დის, დევაკის შესაბრალის მუდარას ყური არ ათხოვა. მან ხელიდან გამოჰგლიჯა ჩვილი და უმოწყალოდ აპირებდა მის ქვაზე დანარცხებას. აი, თვალსაჩინო მაგალითი ბოროტი ძმისა, რომელსაც პირადი დაკმაყოფილების მიზნით ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა შეუძლია. მაგრამ ბავშვი მყისვე ხელიდან გაუსხლტა, ზეცაში ამაღლდა და გამოეცხადა ვიშნუს რვახელიანი უმცროსი დის სახით. მის ლამაზ სამოსელს გირლიანდები და სამკაულები ამშვენებდა. რვა ხელში ეჭირა მშვილდი, შუბი, ისრები, ხმალი, ნიჟარა, დისკო, კვერთხი და ფარი.

იხილეს რა ბავშვი (რომელიც სინამდვილეში ქალღმერთი დურგა იყო), ნახევარღმერთებმა სხვადასხვა პლანეტებიდან, როგორიცაა ჩარანალოკა, განდჰარვალოკა, აპსარალოკა, კინნარალოკა და უგრალოკა, ძღვენი მიართვეს მას და მოწიწებით აღავლინეს ლოცვები. ქალღმერთმა კი კამსას ჩამოსძახა: "შე არამზადა, განა შეგვიძლია ჩემი მოკვლა? შენ რომ სიცოცხლეს გამოგასალმებს, ის ბავშVი სადღაც ამ სამყაროში ჩემამდე დაიბადა. ნუ მოექცევი ასე უმოწყალოდ შენს საბრალო დას." ამ გამოცხადების შემდეგ ქალღმერთი დურგა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით გახდა ცნობილი.

ეს რომ მოისმინა, კამსა ძლიერმა შიშმა მოიცვა. მას შეებრალა ვასუდევა და დევაკი, მაშIნვე გაანთავისუფლა ისინი ბორკილებისგან და დიდი მოკრძალებით მიმართა: "ჩემო ძვირფასო დაო და სიძევ, სწორედ დემონივით დავხოცე ჩემი საკუთარი დისწულები. მე დავივიწყე ჩვენი ნათესაობა. არ ვიცი, რა მოჰყვება ჩემს საქციელს. ალბათ ჯოჯოხეთში გავემგზავრები, იქ, სადაც ბრაჰმანების მკვლელები ხვდებიან. მიკვირს, რომ ღვთაებრივი წინასწარმეტყველება არ ახდა. სიცრუე მარტო ადამიანთა საზოგადოებაში როდი გვხვდება. ახლა ჩანს, რომ თვით ზეცის მაცხოვრებლებიც კი ცრუობენ. მე ვირწმუნე ზეცის მცხოვრებთა სიტყვები და ჩემი დისწულების დახოცვით უამრავი ცოდვა ჩავიდინე. ჩემო ძვირფასო ვასუდევა და დევაკი, თქვენ დიადი სულები ხართ. მე თქვენთვის არაფერი მესწავლება, მაგრამ მაინც გთხოვთ, ნუ დაგამწუხრებთ შვილების სიკვდილი. ყოველი ჩვენგანი უმაღლეს ძალას ემორჩილება, რომელიც არ გვაძლევს ერთად დარჩენის ნებას. იძულებულნი ვართ, დროთა განმავლობაში განვშორდეთ მეგობრებსა და ნათესავებს. მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ სხვადასხვა მატერიალური სხეულის გაუჩინარების შემდეგაც სული მუდამ ხელუხლებელი რჩება. მაგალითად, თიხისგან უამრავ ქოთანს ამზადებენ, რომელიც შემდგომ იმსხვრევა კიდეც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თიხა მუდამ უცვლელია. სწორედ ასევე, სულის სხეულები სხვადასხვა პირობების შესაბამისად იქმნება და ნადგურდება, მაგრამ ტრანსცენდენტული სული მარადიულია. ასე რომ, დარდად არაფერი ღირს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს მატერიალური სხეული განსხვავდება ტრანსცენდენტული სულისგან და ვიდრე ადამიანი ამას არ შეიგნებს, იგი უსათუოდ გადაინაცვლებს ერთი სხეულიდან მეორეში. ჩემო ძვირფასო დაო დევაკი, შენ მეტად კეთილი ხარ. გთხოვ, მომიტევე, გულს ნუ გატკენს შენი შვილების სიკვდილი, რომლის მიზეზიც მე ვარ, სინამდვილეშI, ეს მე არ ჩამიდენია, ვინაიდან ყოველი მოქმედება წინასწარ არის განსაზღვრული. ადამიანმა წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოს, თუნდაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. ხალხს არასწორად ესმის, რომ სხეულის მოსპობასთან ერთად სულიც კვდება, ან რომ ერთ ცოცხალ არსებას მეორის მოკვლა შეუძლია. ეს მცდარი წარმოდგენები ყველას მატერიალური არსებობის პირობებში აქცევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდრე ადამიანი მტკიცედ არ დარწმუნდება სულის მარადიულობაში, იგი დაიტანჯება იმის ფიქრის გამო, თითქოს ვინმეს კლავს ან მას კლავენ. ჩემო ძვირფასო დაო დევაკი და სიძე ვასუდევა, გთხოვთ, მომიტევეთ თქვენს მიმართ გამოჩენილი სისასტიკე. მე მდაბიო ვარ, თქვენ კი დიდსულოვანნი, ასე რომ, შემიბრალეთ და შემინდეთ."

როდესაც კამსა სიძესა და დას ელაპარაკებოდა, თვალთაგან ცრემლი სდიოდა და იგი მათ ფერხთით დაეცა. ირწმუნა რა დურგას სიტყვები, რომლის მოკვლასაც იგი შეეცადა, კამსამ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლა სიძე და და. მან თავად გაუხსნა რკინის ხუნდები და, როგორც ოჯახის წევრი, დიდი თანაგრძნობით ცდილობდა თავისი მეგობრული გრძნობების გამოხატვას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 1 2011, 12:58 PM
Post #44


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დევაკი ძმის აღსარებამ დაამშვიდა და დაავიწყა მისი შვილების მიმართ ჩადენილი ყოველგვარი სისასტიკე. ვასუდევამაც, დაივიწყა რა მისი წარსული, ღიმილით მიმართა ცოლისძმას. მან უთხრა კამსას: "ჩემო ძვირფასო, იღბლიანო ცოლისძმაო, სწორია, რასაც მატერიალური სხეულისა და სულის შესახებ ამბობ. ყოველი ცოცხალი არსება უმეცრად იბადება. მიაჩნია რა საკუთარი თავი სხეულად. ცხოვრების შესახებ ამგვარი შეხედულების მიზეზი უმეცრებაა და უმეცრების გამო ვიქცევით მტრებად ან მეგობრებად. დარდი, სიხარული, უშიშარობა, შური, სიხარბე, ილუზია და სიგიჟე სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულების სხვადასხვა ნიშნებს წარმოადგენს. ამგვარ გავლენაში მოქცეული პიროვნება მხოლოდ მატერიალური სხეულის გამო არის სხვებისადმი მტრულად განწყობილი. ამგვარი მოქმედებისას გვავიწყდება ჩვენი მარადიული დამოკიდებულება ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან."

ვასუდევამ ისარგებლა კამსას გულმოწყალებით და გააგებინა, რომ მისი უღმერთო მოქმედებები შედეგი იყო სიცოცხლის შესახებ ამ არასწორი შეხედულებებისა, სახელდობრ, მატერიალური სხეულის საკუთარ თავთან გაიგივებისა. ვასუდევას ნათელმა აზრებმა დიდად ასიამოვნა კამსას და შეუმსუბუქა სინდისის ქენჯნა ძმისწულების დახოცვის გამო. თავისი დის, დევაკისა და სიძის, ვასუდევას ნებართვით იგი შვებით დაბრუნდა შინ.

მაგრამ მეორე დღეს კამსამ მრჩევლები მოიხმო და წინა ღამით მომხდარის შესახებ მოუთხრო მათ. კამსას ყველა მრჩეველი დემონი და ნახევარღმერთების მარადიული მტერი იყო. ასე რომ, ისინი შეწუხდნენ, როცა თავიანთი ბატონისაგან განვლილი ღამის ამბები მოისმინეს. თუმცა გამოცდილება და ცოდნა აკლდათ, კამსა შემდეგნაირად დამოძღვრეს: "ძვირფასო ბატონო, მოდი, დავხოცოთ უკანასკნელი ათი დღის მანძილზე ყველა ქალაქში, ოლქში, სოფელში თუ საძოვარზე დაბადებული ბავშვი. მოდი, სისრულეში მოვიყვანოთ ეს განზრახვა, განურჩევლად ამოვწყვიტოთ ყველა. ჩვენის აზრით ნახევარღმერთები ვერაფერს დაგვაკლებენ, თუკი ამ სიმხეცეს ჩავიდენთ. მათ ყოველთვის ეშინიათ ჩვენთან ბრძოლისა. ჩვენი შეჩერება რომც უნდოდეთ, მაინც ვერ გაბედავენ ამას. ისინი თრთიან შენი მშვილდ-ისრის განუზომელი ძალის წინაშე. მართლაც, ჩვენ მომსწრენი ვართ, რომ როდესაც მათ წინააღმდეგ ამხედრებულხარ, თავის გადასარჩენად უმალვე აქეთ-იქით მოუკურცხლავთ. მრავალი ნახევარღმერთი უძლური იყო შენთან ბრძოლაში და ისინი მაშინვე გნებდებოდნენ, იხსნიდნენ ჩაფხუტებს, ყრიდნენ დროშებს, ხელდაკრეფილნი გთხოვდნენ შენდობას და გეუბნებოდნენ: "ჩვენო ბატონო, ყველას გვაშინებს შენი ძალა. გთხოვ, გაგვანთავისუფლე სახიფათო ბრძოლისგან." ჩვენ ისიც ბევრჯერ გვინახავს, რომ შენ არ დაგიხოცავს დანებებული, შეშინებული მებრძოლები, რომელთა შუბები, ისრები და ეტლები დალეწილი იყო, რომელთაც დავიწყებოდათ სამხედრო საქმეები და უძლურნი იყვნენ შენთან ბრძოლაში. ასე რომ, ამ ნახევარღმერთებისა აღარ უნდა გვეშინოდეს. ბრძოლის ველის გარეთ, მშვიდობიან დროს, თავი დიდ მეომრებად მოაქვთ, მაგრამ, სინამდვილეში, ბრძოლის ველზე ვერავითარ ნიჭსა და სამხედრო ძლიერებას ვერ ავლენენ. თუმცა უფალი ვიშნუ, უფალი შივა და უფალი ბრაჰმა ყოველთვის მზად არიან ნახევარღმერთების დასახმარებლად, რომელთაც სათავეში ინდრა უდგას, ჩვენ მათი არ უნდა გვეშინოდეს. რაც შეეხება უფალ ვიშნუს, იგი უკვე დაიმალა ყველა ცოცხალი არსების გულში და არ შეუძლია გამოსვლა. უფალმა შივამ კი თავი ანება ყოველგვარ მოქმედებას; იგი ტყეში წავიდა. უფალი ბრაჰმა მუდამ მედიტაციაშია ჩაფლული და ასკეტურად ცხოვრობს. ინდრაზე რაღა გვეთქმის, რას მოვა იგი შენს ძალასთან. ამიტომ არ უნდა გეშინოდეს ამ ნახევარღმერთებისა. მაგრამ ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ ისინი, ვინაიდან ნახევარღმერთები ჩვენი დაუძინებელი მტრები არიან. საკუთარ უშიშროებაზე გვმართებს ზრუნვა. მათი არსებობის სრული მოსპობისთვის ჩვენ მხოლოდ შენ უნდა გემსახუროთ და მუდამ მზად ვიყოთ შენი ბრძანების შესასრულებლად."

დემონები განაგრძობდნენ: "თუ სხეული დაავადდა და მას ყურადღებასაც არ მიაქცევენ, სნეულება განუკურნებელი გახდება. ასევე, როდესაც პიროვნება არ ზრუნავს გრძნობების შეკავებაზე და თავის ნებაზე უშვებს მათ, მათი დამორჩილება ძალიან ძნელია. ამიტომ დიდად უნდა ვერიდოთ ნახევარღმერთებს, თორემ ისე გაძლიერდებიან, რომ გაგვიჭირდება მათი დამორჩილება. ნახევარღმერთების ძალის წყარო უფალი ვიშნუა, ვინაიდან მთელი რელიგიური პრინციპების უმაღლეს მიზანს მისი დაკმაყოფილება წარმოადგენს. ვედური დანაწესები, ბრაჰმანები, ძროხები, ასკეზები, მსხვერპლშეწირვები, ქველმოქმედება და სიმდიდრის გაცემა - ყველაფერი უფალი ვიშნუს დასაკმაყოფილებლად არის განკუთვნილი. ასე რომ, ახლავე შევუდგეთ ვედური ცოდნის მიმდევარ ბრაჰმანების ხოცვას, გამოვასალმოთ სიცოცხლეს ყველა დიადი ბრძენი, რომელიც მსხვერპლშეწირვების რიტუალებს ასრულებენ. ამოვხოცოთ ყველა ძროხა, რომელიც იძლევა კარაქს, რაც მსხვერპლშეწირვების ჩატარებისთვის არის საჭირო. ყველა ამ არსების მოკვლის ნებას გთხოვთ."

სინამდვილეშI, ბრაჰმანები, ძროხები, ვედური ცოდნა, სამართლიანობა, გრძნობებისა და ჭკუის კონტროლი, რწმენა, ქველმოქმედება, ამტანობა და მსხვერპლშეწირვების შესრულება უფალი ვიშნუს ტრანსცენდენტული სხეულის ნაწილებია. უფალი ვიშნუ თითოეულის გულში არსებობს და წინამძღოლია ყველა ნახევარღმერთისა, უფალი შივასა და უფალი ბრაჰმას ჩათვლით. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიადი ბრძენებისა და ბრაჰმანების დევნა უფალი ვიშნუს მოკვლას ნიშნავს," თქვეს მრჩეველებმა.

დემონმა ვეზირებმა რომ ასეთი რჩევა მისცეს, ყოვლისმშთანთქმელი, მარადიული დროის ბორკილებში მყოფმა კამსამ, რომელიც თავიდანვე უდიდესი არამზადა გახლდათ, ბრაჰმანებისა და ვაიშნავების დევნა გადაწყვიტა. მან დემონებს ყველა წმინდა პიროვნების ამოწყვეტა უბრძანა და შემდეგ შინ დაბრუნდა. კამსას მომხრეები ვნების მოდუსის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ამავე დროს უმეცრების მოდუსს ისინი ილუზიაში მოექცია. მათ ერთადერთ საქმიანობას წმინდა პიროვნებებთან მტრობის ჩამოგდება წარმოადგენდა. ამგვარ საქმიანობას მხოლოდ სიცოცხლის მოსწრაფება შეუძლია. დემონებმა დააჩქარეს ეს და სიკვდილი ყოველნაირად მიიახლოვეს. წმინდა პიროვნებათა დევნას მარტო უდროო სიკვდილი როდი მოჰყვება. ეს მოქმედება იმდენად დანაშაულებრივია, რომ მისი ჩამდენი თანდათანობით კრგავს სილამაზეს, სახელსა და რელიგიურ პრინციპებს. ამასთანავე, მისთვის მაღალი პლანეტების კარი იკეტება. უამრავი გამოგონილი იდეით შეპყრობილი დემონი დაბრკოლებას უქმნის საზოგადოებრივ კეთილდღეობას. ერთგულებისა და ბრაჰმანების ლოტოსის ტერფების შეურაცხყოფა უფრო დიდი შეურაცხყოფაა, ვიდრე ღმრთეების უზენაესი პიროვნების ლოტოსის ტერფებისა. ამდენად, უღმერთო ცივილიზაცია ყოველგვარი უბედურების წყაროს წარმოადგენს.

მეოთხე თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 2 2011, 08:24 AM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეხუთე
ნანდასა და ვასუდევას შეხვედრა


თუმცა კრიშნა ვასუდევასა და დევაკის ნამდვილი შვილი იყო, კამსას სიმხეცის გამო ვასუდევა ვერ დატკბა ვაჟის დაბადების სიხარულით. მაგრამ მამობილმა ნანდა მაჰარაჯამ მეტად მხიარულად იზეიმა კრიშნას ძეობა. მეორე დღეს იაშოდას ვაჟის შეძენის ამბავი ყველამ შეიტყო. ვედური ჩვეულების თანახმად, ბავშVის დაბადების ცერემონიის ჩასატარებლად ნანდა მაჰარაჯამ სწავლული ასტროლოგები და ბრაჰმანები მოიწვია. ასტროლოგები ბავშVის დაბადების მომენტს ითვლიან და მისი მომავალი ცხოვრების ჰოროსკოპს ადგენენ. ამ დროს კიდევ ერთი ცერემონია სრულდება: ოჯახის წევრები იბანენ, იწმინდებიან და სამკაულებითა და ლამაზი სამოსელით ირთვებიან, შემდეგ კი ბავშვისა და ასტროლოგის გარშემო იკრიბებიან ბავშვის მომავალი ცხოვრების შესახებ მოსასმენად. ნანდა მაჰარაჯამ და ოჯახის სხვა წევრებმა ლამაზად ჩაიცვეს და აკვნის წინ ჩამოსხდნენ. ჩვეულების თანახმად, ვიდრე ასტროლოგები დაბადების ცერემონიას ასრულებდნენ, ამ შემთხვევის გამო შეკრებილი ბრაჰმანები სასიკეთო მანტრებს გალობდნენ. ასეთ დროს თაყვანს სცემენ ყველა ნახევარღმერთსა და ოჯახის წინაპარს. ნანდა მაჰარაჯამ ბრაჰმანებს 200 000 მდიდრულად მორთულ მოკაზმული ძროხა დაურიგა. მან არა მარტო ძროხები გასცა მოწყალებად, არამედ მარცვლეულის გორებიც, რომლებსაც ოქროს არშიიანი ქსოვილი და მრავალი სამკაული ფარავდა.

მატერიალურ სამყაროში სიმდიდრესა და ქონებას სხვადასხვა გზით ვიძენთ, მაგრამ ზოგჯერ ეს არც თუ ისე პატიოსანი და ღვთისმოსავი გზით ხდება, ვინაიდან სწორედ ასეთია სიმდიდრის დაგროვების ბუნება. ამიტომ, ვედური მითითებების თანახმად, ადამიანმა ამგვარი სიმდიდრის განსაწმენდად ძროხები და ოქრო ბრაჰმანებს უნდა მისცეს მოწყალებად. ბრაჰმანებისადმი მოწყალებად გაღებული მარცვლეულით ახალშობილი ბავშვიც იწმინდება. უნდა გვესმოდეს, რომ მატერიალურ სამყაროში გამუდმებით უწმინდურ მდგომარეობაში ვარსებობთ. ამიტომაც გვმართებს ჩვენი სიცოცხლის, ქონებისა და საკუთარი თავის განწმენდა. ცხოვრების განწმენდა შეგვიძლია ყოველდღე აბაზანის მიღებით, სხეულის გარეგანად და შინაგანად გასუფთავებით და შემდეგ ათი სახის განწმენდის პროცესის შესრულებით. ასკეტიზმით, უფლის თაყვანისცემითა და მოწყალების გაცემით ქონებას ვაპატიოსნებთ. საკუთარი თავის განწმენდა შეგვიძლია ვედების შესწავლით, თვითრეალიზაციისკენ სწრაფვითა და უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობით. ამიტომ ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ დაბადებით ყველა შუდრაა, ხოლო განმწმენდი პროცესის შესრულებით ადამიანი ხელახლა იბადება. ვედების შესწავლით ადამიანს შეუძლია გახდეს ვიპრა, რაც ბრაჰმანად გახდომის წინა საფეხურს წარმოადგენს. როდესაც ადამიანი სრულყოფილად შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მას ეწოდება ბრაჰმანი. შემდგომი სრულყოფის მიღწევის შემდეგ ბრაჰმანი ვაიშნავი, ანუ ერთგული ხდება.

იმ ცერემონიაზე შეკრებილმა ბრაჰმანებმა სხვადასხვა ვედური მანტრების გალობა დაიწყეს, რათა ბავშვს ბედნიერება დაბედებოდა. არსებობს სხვადასხვა სახის გალობა - სუტა, მაგადჰა, ვანდი და ვირუდავალი. სახლის გარეთ მანტრების გალობასა და სიმღერას საყვირებისა და დაფდაფების ხმა ახლდა თან. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველა საძოვარსა და სახლში მხიარული შეძახილები ისმოდა. შინ და გარეთ წყალში არეული ბრინჯის ფხვნილით ოსტატურად შესრულებული ნახატები იყო გამოფენილი. ყველგან, თვით გზებსა და ქუჩებშიც კი, სურნელოვანი წყალი ესხა. ჭერი და სახურავები სხვადასხვაგვარი დროშებით, ყვავილწმულებითა და მწვანე ფოთლებით იყო მორთული. ძროხებს, ხარებსა და ხბოებს ზეთისა და კურკუმის ნარევი ესვათ და მოხატულნი იყვნენ ისეთი ბუნებრივი საღებავებით, როგორიცაა წითელი ჟანგი, ყვითელი თიხა და მარგანეცი. მათ ამშვენებდათ ფარშევანგის ბუმბულის გირლიანდები და ლამაზი ფერადი ქსოვილებითა და ოქროს მძივებით იყვნენ დაფარული.

როცა აღტაცებულმა მენახირეებმა შეიტყვეს, რომ ნანდა მაჰარაჯა, კრიშნას მამა, ვაჟის დაბადებას ზეიმობდა, ისინი სპონტანურმა სიხარულმა მოიცვა. ისინი შეიმოსნენ ძვირფასი სამოსელით, მოირთნენ საყურეებითა და ყელსაბამებით, თავზე დიდი ჩალმები დაიხურეს. ასე დიდებულად ჩაცმულები, საჩუქრებით ხელდამშვენებულები მიუახლოვდნენ ნანდა მაჰარაჯას სახლს.

როგორც კი შეიტყვეს, რომ დედა იაშოდამ ბავშვი შვა, მენახირე ქალები სიხარულმა მოიცვა. ისინი ძვირფას სამოსში გამოეწყვნენ, სამკაულები გაიკეთეს და სხეულზე სურნელოვანი ზეთები იცხეს.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 2 2011, 09:29 PM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 1st October 2011 - 01:58 PM) *
"ძვირფასო ბატონო, მოდი, დავხოცოთ უკანასკნელი ათი დღის მანძილზე ყველა ქალაქში, ოლქში, სოფელში თუ საძოვარზე დაბადებული ბავშვი. მოდი, სისრულეში მოვიყვანოთ ეს განზრახვა, განურჩევლად ამოვწყვიტოთ ყველა.

ღმერთო რამხელა მსგავსებაა ქრისტესა და კრიშნას დაბადების ისტორიაში smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 2 2011, 10:18 PM
Post #47


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ 2nd October 2011 - 09:29 PM) *
ღმერთო რამხელა მსგავსებაა ქრისტესა და კრიშნას დაბადების ისტორიაში


ღმერთი თავისი თამაშების დეტალებს ხშირად იმეორებს.

შრი ჩაიტანია მაჰაპტრაბჰუ მაგალითად ბავშვობაში კარაქს რომ ჭამდა, მერე ქოთნებს ამტვრევდა (კრიშნასავით) smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 3 2011, 01:44 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისევე, როგორც ლოტოსის ყვავილზე დაყრილი მტვერი უსვამს ხაზს მის საუცხოო სილამაზეს, ყველა გოპი (მენახირე ქალი) კუნკუმას იყრიდა ლოტოსის დარ სახეზე. მშვენიერი გოპები ნაირნაირი საჩუქრებით მალე მიუახლოვდნენ ნანდა მაჰარაჯას სახლს. სავსე თეძოებითა და დაბერილი მკერდებით დამძიმებულ გოპებს უჭირდათ სწრაფად სიარული. მაგრამ კრიშნასადმი ექსტაზური სიყვარული ეხმარებოდა და ისინი შეძლებისდაგვარად ჩქარობდნენ ნანდა მაჰარაჯას სახლისაკენ. ყურებზე მარგალიტის საყურეები ეკეთათ, ყელზე - ძვირფასთვლებიანი ყელსაბამები, ტუჩები და თვალები შეეღებათ, ხელები მშვენიერი ოქროს სამაჯურებით მოერთოთ. ასე რომ მიიჩქაროდნენ ქვაფენილზე, მათი სხეულების შემამკობელი გირლანდები მიწაზე ცვიოდა, გეგონებოდათ, ყვავილები წვიმდაო ციდან. მრავალგვარი სამკაულის რხევა კიდევ უფრო ალამაზებდა გოპებს. ასე მიუახლოვდნენ ყველანი ნანდა-იაშოდას სახლს და დალოცეს ბავშვი: "ძვირფასო ბავშვო, დიდხანს იცოცხლე ჩვენს დასაცავად!" დალოცვისას პატარა კრიშნას კუნკუმას ფხვნილის, ზეთის, მაწვნის, რძისა და წყლის ნარევი მიართვეს. ისინი არა მარტო კრიშნას სხეულს ასხურებდნენ ამ ნარევს, არამედ ყველა იქ მყოფსაც. ამ ბედნიერ დღესასწაულზე დახელოვნებული მუსიკოსები უკრავდნენ.

მენახირე ქალების გართობების დანახვამ გაამხიარულა მენახირე კაცები და პასუხად მათაც დაიწყეს გოპებზე მაწვნის, რძისა და წყლის მისხმა. მაშინ ორივე მხარემ ერთმანეთს კარაქის სროლა დაუწყო. ნანდა მაჰარაჯაც ძალიან ბედნიერი იყო მენახირე გოგო-ბიჭების გართობებით და უხვად დაურიგა მოწყალება იქ შეკრებილ მრავალ მომღერალს. ზოგიერთი მათგანი გრძელ ლექსებს წარმოთქვამდა უპანიშადებიდან და პურანებიდან, სხვები ოჯახის წევრებს ადიდებდნენ, დანარჩენები კი ტკბილად მღეროდნენ. ამას ბევრი ბრაჰმანი ესწრებოდა და ყველაფერ ამით კმაყოფილი ნანდა მაჰარაჯა მათ უამრავ ტანსაცმელს, მოსართავსა და ძროხას ურიგებდა მოწყალებად.

ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, თუ როგორი მდიდრები იყვნენ ვრინდავანის მცხოვრებლები მხოლოდ ძროხების მოშენებით. მენახირეები ვაიშიას საზოგადოებას ეკუთვნოდნენ და მათ საქმეს ძროხების შენახვა და მოსავლის მოყვანა წარმოადგენდა. მათი სამოსელი, სამკაულები და საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ თუმცა პატარა სოფელში ცხოვრობდნენ, დიდძალი ქონება გააჩნდათ. მათ იმდენნაირი რძის ნაწარმი ჰქონდათ, რომ დაუნანებლად, უხვად ესროდნენ ერთმანეთს კარაქს. მათ სიმდიდრეს შეადგენდა რძე, მაწონი, ერბო და მრავალი სხვა რძის ნაწარმი. მიწათმოქმედების პროდუქტებით ვაჭრობით უხვად ჰქონდათ სხვადასხვა ძვირფასეულობა, სამკაული და საუცხოო ტანსაცმელი. ისინი არა მხოლოდ ფლობდნენ ამ საგნებს, არამედ, ნანდა მაჰარაჯას მსგავსად, მათი გაცემაც შეეძლოთ.

ამგვარად, ნანდა მაჰარაჯა, უფალ კრიშნას მამობილი, იქ შეკრებილთა სურვილების დაკმაყოფილებას შეუდგა. მან მოწიწებით მიიღო ისინი და ყველაფერი უწყალობა, რაც სურდათ. სწავლული ბრაჰმანები, რომელთაც საარსებოდ სხვა შემოსავალი არ გააჩნდათ, მთლიანად ვაიშიებისა და კშატრიების ერთობებზე იყვნენ დამოკიდებული. საზეიმო შემთხვევებში, როგორიცაა დაბადების დღეები და ქორწილები, ისინი მათგან საჩუქრებს ღებულობდნენ. როცა ნანდა მაჰარაჯა ამ შემთხვევის გამო უფალ ვიშნუს ადიდებდა და ყველა იქ მყოფის დაკმაყოფილებას ცდილობდა, მის ერთადერთ სურვილს ახალშობილი ბავშვის - კრიშნას ბედნიერება წარმოადგენდა. ნანდა მაჰარაჯამ არ იცოდა, რომ ბავშVი ვიშნუს წყარო იყო; იგი მის დაცვას ევედრებოდა უფალ ვიშნუს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 3 2011, 02:19 PM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როჰინიდევი, ბალარამას დედა, ვასუდევას ყველაზე ბედნიერი ცოლი გახლდათ. მართალია, ქმარი გვერდში არ ჰყავდა, ნანდა მაჰარაჯასთვის ვაჟიშვილის, კრიშნას დაბადების მისალოცად ლამაზად გამოეწყო. იგი გირლანდით, ყელსაბამითა და სხვა ძვირფასეულობით მორთული გამოცხადდა და აქეთ-იქით დაფუსფუსებდა. ვედური ტრადიციის თანახმად, თუ ქმარი შინ არ არის, ქალს გაპრანჭვის უფლება არა აქვს. თუმცა როჰინის ქმარი შინ არ გახლდათ, ამ შემთხვევის გამო იგი მაინც ლამაზად გამოწყობილიყო.

კრიშნას დაბადების დიდებული ზეიმი ნათელს ხდის, რომ იმ დროს ვრინდავანი ყოველმხრივ მდიდარი იყო. ვინაიდან კრიშნა მეფე ნანდასა და იაშოდას სახლში იშVა, ბედის ქალღმერთი ვალდებული გახდა, თავისი ბარაქა ვრინდავანში მოეტანა. ჩანდა, რომ ვრინდავანი უკვე ქცეულიყო ბედის ქალღმერთის გართობათა ადგილად.

დაბადების ცერემონიის შემდეგ ნანდა მაჰარაჯამ კამსას ხელისუფლებისთვის წლიური გადასახადის გადასახდელად მათჰურაში წასვლა გადაწყვიტა. გამგზავრებამდე სოფლის მენახირე კაცებს შეუარა და მისი არყოფნის დროს ვრინდავანზე ზრუნვა სთხოვა. როდესაც ნანდა მაჰარაჯა მათჰურაში ჩავიდა, ვასუდევამ ახალი ამბავი გაიგო და დიდი სურვილი გაუჩნდა, მიელოცა მეგობრისათვის. უმალვე იმ ადგილისაკენ გაემართა, სადაც ნანდა მაჰარაჯა იმყოფებოდა. ნანდას დანახვამ გამოაცოცხლა ვასუდევა, გახარებული მაშინვე წამოდგა და გადაეხვია მას. ნანდამ ვასუდევა ძალიან თბილად მიიღო და დასაჯდომად მოხერხებული ადგილი შესთავაზა. იმ დროს ვასუდევა ნანდას მფარველობის ქვეშ მყოფი თავისი ორი შვილის გამო ძლიერ დარდობდა, თუმცა ნანდამ არაფერი იცოდა ამის შესახებ. დიდი მღელვარებით გამოკითხა ვასუდევამ მათ შესახებ. ბალარამაც და კრიშნაც ვასუდევას შვილები იყვნენ. ბალარამა როჰინის, ვასუდევას ცოლის საშვილოსნოში იქნა გადაყვანილი, მაგრამ როჰინი ნანდა მაჰარაჯას მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. კრიშნა მან თვითონ მიუყვანა იაშოდას და ქალიშვილში გაუცვალა. ნანდა მაჰარაჯასთვის ცნობილი იყო, რომ ბალარამა ვასუდევას ვაჟი გახლდათ, თუმცა ის არ იცოდა, რომ კრიშნაც ვასუდევას ეკუთვნოდა შვილად. ვასუდევამ იცოდა ეს ამბავი და მოუთმენლად გამოჰკითხა კრიშნასა და ბალარამას შესახებ.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 4 2011, 09:04 AM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვასუდევამ უთხრა მას: "ძვირფასო ძმაო, შენ, უკვე მოხუცებულს, ვაჟიშვილის ყოლის სურვილი გქონდა, მაგრამ ამაოდ. ახლა, უფლის შეწევნით, ბედმა გაგიღიმა და მშვენიერი ვაჟის მამა ხარ. ვფიქრობ, ეს ამბავი დიდად გიხარებს გულს. ძვირფასო მეგობარო, კამსამ ციხეში ჩამსვა, ახლა კი თავისუფალი ვარ; ჩემთვის ეს მეორე დაბადებას ნიშნავს. იმედი აღარ მქონდა, რომ კვლავ გნახავდი, მაგრამ, ღვთის წყალობით, ისევ სეგხვდი." შემდეგ ვასუდევამ კრიშნას გამო თავისი შეშფოთება გამოხატა. კრიშნა საიდუმლოდ იქნა გადაყვანილი დედა იაშოდას საწოლში და მისი დაბადების ზარზეიმით აღნიშვნის შემდეგ ნანდა მათჰურაშI წავიდა. ასე რომ, ვასუდევა ძალზე კმაყოფილი იყო და თქვა: "ჩემთვის ეს ახალი დაბადებაა." იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კრიშნა ცოცხალი დარჩებოდა, ვინაიდან კამსამ ყველა მისი ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს.

ვასუდევა განაგრძობდა: "ძვირფასო მეგობარო, ჩვენი ერთად ცხოვრება ძალიან ძნელია. თუმცა გვყავს ოჯახები და ნათესავები, ვაჟიშვილები და ქალიშვილები, ბუნების ძალა, ჩვეულებრივ, გვაშორებს ერთმანეთს. ამის მიზეზი ის გახლავს, რომ ამ მიწაზე ყოველი ცოცხალი არსება კარმიულ მოქმედებათა შედეგად ჩნდება. თუმცა ერთმანეთს ეთვისებიან, მათი დიდხანს ერთად დარჩენა საეჭვოა. კარმიული საქმიანობების მიხედვით ადამიანებს სხვადასხვაგვარი მოქმედება უხდებათ და ამის გამო ისინი ერთმანეთს შორდებიან. მაგალითად, ოკეანის ტალღებზე უამრავი მცენარე და ხვიარა ტივტივებს. ხან შეეყრებიან ერთმანეთს, ხან კი სამუდამოდ ცილდებიან. ერთი მცენარე ერთ მხარეს მიცურავს, მეორე კი - სხვა მხარეს. ასევე, სანამ ერთად ვცხოვრობთ, ჩვენი ოჯახი შეიძლება ძალიან სასიამოვნოც იყოს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დროის ტალღები სხვადასხვა მიმართულებით გადაგვისვრის."

ვასუდევას სიტყვების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუმცა რვა შვილი შეეძინა დევაკისგან, საუბედუროდ, ყოველმა მათგანმა დატოვა ეს ქვეყანა. მას ისიც არ შეეძლო, რომ კრიშნა თავისთან ყოლოდა. ვასუდევა განიცდიდა კრიშნასთან განშორებას, მაგრამ სიმართლეს ვერ იტყოდა. "გთხოვ, მითხარი, როგორ მიდის საქმეები ვრინდავანში," ჰკითხა მან. "შენ უამრავი საქონელი გყავს. როგორ გრძნობ თავს? აქვს თუ არა საკმარისი ბალახი და წყალი? ისიც მითხარი, ხომ უსაფრთხო და მშვიდ ადგილას ცხოვრობთ ახლა?" ამას იმიტომ ეკითხებოდა, რომ კრიშნას ბედი აღელვებდა. მან იცოდა, რომ კამსა და მისი მომხრეები სხვადასხვა დემონებს გზავნიდნენ კრიშნას მოსაკლავად. მათ გადაწყვიტეს, კრიშნას დაბადებიდან ათი დღის განმავლობაში შობილი ყველა ბავშვი მოეკლათ. იმის გამო, რომ ვასუდევას ასე აღელვებდა კრიშნას ამბავი, მისი საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოების შესახებ იკითხა. გამოჰკითხა ბალარამასა და მისი დედის, როჰინის ამბავიც, რომლებზე ზრუნვაც ნანდა მაჰარაჯას მიანდეს. ვასუდევამ ისიც შეახსენა ნანდა მაჰარაჯას, რომ ბალარამა თავის ნამდვილ მამას არ იცნობდა. "იგი მამად გთვლის. შენ ახლა მეორე ბავშვი, კრიშნა გყავს და ვფიქრობ, ორივეზე მშვენივრად ზრუნავ." მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვასუდევამ ნანდა მაჰარაჯას ცხოველების კეთილდღეობის ამბავი მოიკითხა. ცხოველებს, განსაკუთრებით ძროხებს, შვილებივით უვლიდნენ. ვასუდევა კშატრიია იყო, ნანდა მაჰარაჯა კი - ვაიშია. კშატრიების მოვალეობა მოქალაქეთა დაცვაა, ვაიშიებს კი ძროხების შენახვა ევალებათ. ძროხები ადამიანებზე არანაკლებ მნიშვნელოვანნი არიან და ისინიც ყოველმხრივ ზრუნვას საჭიროებენ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 4 2011, 03:17 PM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შემდეგ ვასუდევამ თქვა, რომ რელიგიური პრინციპების შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და გრძნობათა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ნათესავებს, ეროვნებებსა და მთელ კაცობრიობას შორის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. გარშემო მყოფებისა და ძროხების თვალყურის დევნა ყველას მოვალეობას წარმოადგენს. თითოეული თავის თანამოძმეთა და ცხოველთა მშვიდობასა და კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს. მაშინ რელიგიური პრინციპებისა და ეკონომიკური განვითარების, აგრეთვე გრძნობათა დაკმაყოფილების მიღწევა გაადვილდება. ვასუდევამ გამოხატა თავის ნაღველი იმის გამო, რომ არ შეეძლო დევაკისაგან შობილ საკუთარ შვილებზე ზრუნვა. იგი ფიქრობდა, რომ ამის გამო რელიგიური პრინციპები, ეკონომიკური განვითარება და გრძნობათა დაკმაყოფილება - ყველაფერი დაკარგული იყო მისთვის.

ამის გაგონებაზე ნანდა მაჰარაჯამ უთხრა: "ჩემო ძვირფასო ვასუდევა, მე ვიცი, რომ ძალიან დაგამწუხრა ბოროტი მეფის, კამსას ხელით დევაკის მიერ შობილი შვილების დახოცვამ. თუმცა ბოლოს ქალიშვილი შეგეძინათ, კამსამ ვერ შეძლო მისი მოკვლა და იგი ზეციურ პლანეტებზე ამაღლდა. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ნუ ნაღვლობ; ყველას ჩვენი უხილავი მოქმედებები გვმართავს. ყველა საკუთარ წარსულ საქმიანობებს ექვემდებარება. ის, ვინც კარმის ფილოსოფია და მისი მოქმედებების შედეგები იცის, ჭეშმარიტ ცოდნას ფლობს. ამგვარი პიროვნება არასოდეს იდარდებს არანაირი უბედური თუ ბედნიერი შემთხვევის გამო."

მაშინ ვასუდევამ უპასუხა: "ჩემო ძვირფასო ნანდა, თუ უკვე გადაიხადე ხელისუფლების გადასახადები, ახლა შენს სამყოფელში დაბრუნდი, ვინაიდან ვშიშობ, გოკულაში რაღაც არასასურველი შეიძლება მოხდეს."

ნანდა მაჰარაჯასთან მეგობრული საუბრის შემდეგ ვასუდევა შინისაკენ გაეშურა. მენახირეებიც, რომლებიც ნანდა მაჰარაჯას მეთაურობით იყვნენ მათჰურაში გადასახადების გადასახდელად ჩასული, შინ დაბრუნდნენ.

მეხუთე თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 5 2011, 07:34 AM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეექვსე
პუტანას მოკვლა

შინ დაბრუნებისას ნანდა მაჰარაჯას მოაგონდა ვასუდევას გაფრთხილება იმის შესახებ, რომ გოკულაში რაღაც უსიამოვნება იყო მოსალოდნელი. რჩევა უეჭველად მეგობრული და სწორი იყო. ნანდა ფიქრობდა: "მგონი მართალი უნდა იყოს". ამიტომ, შეშინებულმა თავშესაფარი სთხოვა ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. ხიფათის დროს კრიშნაზე ფიქრი ერთგულისთვის სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან სხვა თავშესაფარი მას არ გააჩნია. საფრთხეში მყოფი ბავშვი თავშესაფარს მშობლებთან ეძებს. ერთგულიც მუდამ ღმრთეების უზენაესი პიროვნების მმართველობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხის დროს მაშინვე უფალს იხსენიებს.

თავის დემონ ვეზირებბთან მოლაპარაკების შემდეგ, კამსამ დაარიგა კუდიანი, რომელსაც პუტანა ერქვა. იგი შავ მაგიაშI ერკვეოდა და გასაოცარი ცოდვილიანი საშუალებებით შეეძლო პატარა ბავშვების მოკვლა ქალაქებში, სოფლებში და საძოვრებზე. ასეთ კუდიანებს შავი მაგიის გამოყენება მხოლოდ იქ შეუძლიათ, სადაც კრიშნას წმინდა სახელს არ გალობენ და არ ისმენენ. ცნობილია, რომ სადაც კრიშნას წმინდა სახელი იგალობება, თუნდაც დაუდევრად, უმალვე ქრება ბოროტი ძალა - ჯადოქრები, მოჩვენებები და უბედურებები. მითუმეტეს, ასე ხდება იმ ადგილას, სადაც კრიშნას წმინდა სახელს სერიოზულად გალობენ - ეს განსაკუთრებით ეხება ვრინდავანს, როდესაც უზენაესი უფალი იქ პირადად იმყოფებოდა. ამიტომ ნანდა მაჰარაჯას ეჭვების მიზეზი უდავოდ კრიშნასადმი დიდი სიყვარული გახლდათ. ასეთ კუდიანებს ქჰეჩარი ეწოდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზეცაში აფრენა შეუძლიათ. ინდოეთის შორეულ ჩრდილო-=დასავლეთ მხარეში ქალები ოდესღაც ფლობდნენ ბნელი ჯადოქრობის ხელოვნებას. მათ ამოძირკვულ ხის ტოტზე შეუძლიათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება. პუტანა ჯადოქრობის ამ ხელოვნებას ფლობდა, ამიტომაც "ბჰაგავატამში" მას ქჰეჩარი ეწოდება.

პუტანა დაუკითხავად შევიდა გოკულაში, სადაც ნანდა მაჰარაჯა ცხოვრობდა. ლამაზ ქალად გამოწყობილი მიადგა დედა იაშოდას სახლს. მსხვილი თეძოებით, სასიამოვნოდ დაბერილი მკერდით, საყურეებითა და თმაში ჩაბნეული ყვავილებით ძალიან ლამაზი ჩანდა. განსაკუთრებით მიმზიდველი მისი წვრილი წელი იყო. იგი ყველას მეტად მომხიბვლელი ღიმილით შესცქეროდა და დაატყვევა ვრინდავანის მცხოვრებლები. გულუბრყვილო მენახირე ქალებს ეგონათ, რომ ლოტოსის ყვავილით ხელში თვით ბედის ქალღმერთი ესტუმრა ვრინდავანს. ფიქრობდნენ, რომ იგი პირადად მოსულიყო თავისი მეუღლის, კრიშნას სანახავად. განსაკუთრებული სილამაზის გამო იგი არავის შეუჩერებია, ამიტომ თავისუფლად შევიდა ნნანდა მაჰარაჯას სახლში. მრავალი, მრავალი ბავშვის მკვლელმა პუტანამ პატარა საწოლზე მწოლი კრიშნა იხილა და მაშინვე მიხვდა, რომ ბავშვი შეუდარებელ ძალას მალავდა. პუტანა ფიქრობდა: "ბავშვი ისე ძლიერია, რომ თვალის დახამხამებაში შეუძლია მთელი სამყაროს განადგურება."

პუტანას აზრები მეტად მნიშვნელოვანია. ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრიშნა, ყველას გულში არსებობს. "ბჰაგავად-გიტაში" ნათქვამია, რომ იგი აძლევს ადამიანს საჭირო გონიერებას და თვითონვე აიძულებს მას დავიწყებას. პუტანა მაშIნვე მიხვდა, რომ ბავშვი, რომელიც ნანდა მაჰარაჯას სახლში იხილა, თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო. იგი იქ ჩვილივით იწვა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ძალა აკლდა. სწორი არ არის მატერიალისტთა თეორია იმის შესახებ, რომ ღმერთის თაყვანისცემა ანტროპომორფულია. მედიტაციებითა და ასკეზების გავლით ვერც ერთი ცოცხალი არსება ღმერთი ვერ გახდება. ღმერთი მუდამ ღმერთია. ჩვილი კრიშნა ისევე სრულყოფილია, როგორც ჭაბუკი. მაიავადების თეორიაში ნათქვამია, რომ წინათ ცოცხალი არსება ღმერთი იყო, მაგრამ ახლა მაიას გავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომ ისინი აცხადებენ, რომ ამჟამად იგი არ არის ღმერთი, მაგრამ მაიას გავლენსგან განთავისუფლების შემდეგ კვლავ ღმერთად იქცევა. ეს თეორია უმცირეს ცოცხალ არსებებთან მიმართებაშI არ გამოდგება. ცოცხალი არსებები ღმრთეების უზენაესი პიროვნების უმცირესი განუყოფელი ნაწილაკები არიან; ისინი წარმოადგენენ უმაღლესი ცეცხლის უმცირეს ნაწილაკებს, ანუ ნაპერწკლებს, მაგრამ არა თავდაპირველ ცეცხლს, ანუ კრიშნას. კრიშნა ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო ვასუდევასა და დევაკის სსახლში გამოჩენის დღიდან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 5 2011, 04:36 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრიშნამ პატარა ბავშვად მოაჩვენა პუტანას თავი და თვალები დახუჭა, თითქოს არ სურდა მისი სახის დანახვა. ერთგულები კრიშნას თვალების დახუჭვას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგიერთების თქმით, კრიშნამ თვალები იმიტომ დახუჭა, რომ არ უნდოდა პუტანას სახის დანახვა, რომელმაც ამდენი ბავშVი შეიწირა და ახლა მის მოსაკლავად მოსულიყო. სხვების თქმით, პუტანამ რაღაც განსაკუთრებული მინიშნება მიიღო, და მის გასამხნევებლად კრიშნამ თვალები დახუჭა. სხვები კი ამას ასე ხსნიან: როგორც ბჰაგავად-გიტაშია ნათქვამი, კრიშნა დემონების მოსაკლავად და ერთგულთა დასაცავად მოევლინა: პარიტრანაია სადჰუნამ ვინაშაია ჩა დუშკრტამ. პირველი მოკლული დემონი ქალი უნდა ყოფილიყო. ვედური წესები კრძალავს ქალის, ბრაჰმანის, ძროხისა და ბავშვის მოკვლას. კრიშნა იძულებული იყო, მოეკლა დემონი პუტანა და ვინაიდან ვედური შასტრების მიხედვით ქალის მოკვლა აკრძალულია, მან თვალების დახუჭვისაგან თავი ვერ შეიკავა. სხვათა აზრით, კრიშნას თვალების დახუჭვის მიზეზი ის გახლდათ, რომ პუტანა მან უბრალოდ თავის ძიძად ჩათვალა, რომელიც მხოლოდ ძუძუს მოსაწოვებლად მივიდა კრიშნასთან. კრიშნა იმდენად მოწყალეა, რომ თუმცა იცოდა, რომ პუტანა მის მოსაკლავად იყო მოსული, მან იგი თავის ძიძად ან დედად მიიჩნია.

ვედური დანაწესების თანახმად, არსებობს შვიდი დედა: მშობელი დედა, მასწავლებლის ან სულიერი მოძღვრის ცოლი, მეფის ცოლი, ბრაჰმანის ცოლი, ძროხა, ძიძა და დედამიწა. ვინაიდან პუტანა კრიშნას კალთაში ჩასასმელად და მისთვის ძუძუს მოსაწოვებლად მოვიდა, კრიშნამ იგი თავის ერთ-ერთ დედად მიიღო. ეს კრიშნას თვალების დახუჭვის კიდევ ერთ მიზეზად ითვლება. მას, ძიძა, ანუ დედა უნდა მოეკლა. მაგრამ დედის თუ ძიძის მოკვლა არ განსხვავდებოდა ნამდვილი დედისა თუ დედოფალი იაშოდასადმი მისი სიყვარულისაგან. იაშოდას მსგავსად პუტანაც განთავისუფლდა მატერიალური სამყაროდან. როდესაც პატარა კრიშნამ თვალები დახუჭა, პუტანამ იგი კალთაში ჩაიწვინა. მან არაფერი იცოდა მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ. საშიშია, როდესაც ადამიანს გველი თოკში ეშლება. კრიშნასთან შეხვედრამდე პუტანამ უამრავი ჩვილი იმსხვერპლა, ახლა კი ხელში გველი ჰყავდა, რომლის წერაც უნდა გამხდარიყო.

იქვე მყოფ იაშოდასა და როჰინის არ დაუშლიათ პუტანასათვის ჩვილი კრიშნას კალთაში ჩასმა, ვინაიდან იგი ასე მშვენივრად იყო ჩაცმული და კრიშნასადმი დედობრივ სიყვარულს ამჟღავნებდა. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ იგი ძვირფას ქარქაშში ჩადებულ ხმალს წარმოადგენდა. პუტანას საწამლავი წაესვა ძუძუებზე და როგორც კი ჩვილი კალთაში დაიწვინა, მაშინვე ძუძუ ჩასჩარა პირში, იმ იმედით, რომ ბავშვი მოწოვისთანავე გამოესალმებოდა სიცოცხლეს. მაგრამ გაბრაზებული კრიშნა სწრაფად ეცა ძუძუს და დემონს მოწამლულ რძესთან ერთად სასიცოცხლო აირიც გამოსწოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიშნამ ერთდროულად მკერდიდან რძეც შესვა და სიცოცხლის გამოწოვით მოკლა კიდეც იგი. ასე მოწყალეა კრიშნა - ვინაიდან დემონი პუტანა რძის მისაცემად მოვიდა, მან აუსრულა სურვილი და მისი მოქმედება დედობრივ მზრუნველობად ჩათვალა. მაგრამ იმისთვის, რომ ბოლო მოეღო მისი შემდგომი ბოროტებისათვის, უმალვე მოკლა იგი. კრიშნას მიერ მოკლული დემონი განთავისუფლდა. როდესაც კრიშნამ მას სუნთქვა გამოსწოვა, პუტანა მიწაზე დაეცა, ხელ-ფეხი გაშალა და ტირილი მორთო: "ო ბავშVო, თავი დამანებე, თავი დამანებე!" იგი ოფლად იყო გაწურული და ხმამაღლა მოთქვამდა.

მომაკვდავი პუტანას ტირილმა ცა და მიწა შეძრა. ხალხს ეგონა მეხი ვარდებოდა ციდან. ასე დასრულდა კუდიან პუტანასთან დაკავშირებული კოშმარი. მან მიიღო თავისი ნამდვილი სახე უზარმაზარი დემონისა, საშინელი პირი გააღო და ფართოდ გაშალა ხელ-ფეხი. იგი სწორედ ინდრას მმიერ მეხდაცემული ვრიტრასურას მსგავსად გაიშოტა. გრძელი თმა მთელ ტანზე ეყარა, დავარდნილი სხეული კი თორმეტ მილზე გაიჭიმა და ირგვლივ ხეები დალეწა. ყველა გააოგნა ამ უზარმაზარი სხეულის დანახვამ. მისი კბილები ხნულს მოგაგონებდათ, ცხვირის ნესტოები კი - მთის გამოქვაბულს. მკერდი პატარა გორაკებივით ჰქონდა, თმა კი - უზარმაზარი მოწითალო ბუჩქივით. თვალის ფოსოები ბრმა ჭებს მიუგავდა, თეძოები კი მდინარის ორ ნაპირს, ხელები - მტკიცედ ნაგებ ხიდებს, მუცელი დამშრალ ტბას. ამის დანახვაზე ყველა მენახირე, ქალი თუ კაცი, შიშმა და გაკვირვებამ შეიპყრო, მისი დაცემის გრუხუნმა ტვინსა და ყურებში გაუარა და გული შეუშფოთა მათ.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 5 2011, 04:56 PM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 5 2011, 07:20 PM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 5th October 2011 - 08:34 AM) *
კუდიანი, რომელსაც პუტანა ერქვა

რომ იცოდე რას ნიშნავს ბერძნულად პუტანა biggrin.gif laugh.gif ეს არის სიძვის ქალი. ბერძნების პირველი გინებაა biggrin.gif
რაღაცაშია საქმე... ყველა ბერძნულ სიტყვას რაღაც ძირი აქვს და საიდანღაც მოდის, მგონი ეს სიტყვა ბერძნულ ენაში კრიშნას ისტორიიდან იღებს სათავეს, ვკითხულობდი და სიცილს ვერ ვიკავებდი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 5 2011, 07:31 PM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE(earth @ 5th October 2011 - 07:20 PM) *
რომ იცოდე რას ნიშნავს ბერძნულად პუტანა ეს არის სიძვის ქალი. ბერძნების პირველი გინებაა


მგონი იტალიურადაც biggrin.gif

ისე აქვე დავამატებ, რომ დემონოლოგიაში პუტანა განასახიერებს ცრუ გურუს. ანუ როცა პიროვნების გულში კრიშნა იბადება, მაშინვე მოდის პირველივე დემონი ცრუ გურუს (ან ცრუ გურუების) სახით, რომელიც თითქოს ლაქშმის (ბედის ქალღმერთს) ჰგავს და ძალიან მომხიბვლელ ფილოსოფიას იძლევა, მაგრამ სინამდვილეში მისი მოცემული ცოდნა რძეში გარეულ შხამს ჰგავს. ანუ პრინციპში ეს ცრუ გურუ შეიძლება თითქმის ჭეშმარიტ ცოდნას იძლეოდეს და ვედებს (ან სხვა წმინდა წერილებს) ეყრდნობოდეს (ანუ რძეს), მაგრამ რძე მასში გარეული შხამის ზემოქმედების ძალას ათჯერ და ასჯერ აძლიერებს. ანუ ხო მიმიხვდით რა, კარგად ვერ ვამბობ... "ვიშადა-იოგაში" - ბჰაკტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯის სემინარში იგი დაწვრილებით განიხილავს, თუ რომელი დემონი რა დაბრკოლებას წარმოადგენს სულიერ განვითარებაში.

ჩემთვის პირადად "პუტანად" იმპერსონალისტი გურუები მოვიდნენ (გვარებს არ დავასახელებ biggrin.gif ), საკმაო დროითაც დამატორმუზეს და ამ ყველაფრის უარყოფით შედეგს ახლაც ვგრძნობ. თუმცა მეორეს მხრივ კარგი გამოცდილება და გაკვეთილი იყო ჩემთვის...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 5 2011, 07:49 PM
Post #57


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც გოპებმა პუტანას კალთაში მშვიდად მოთამაშე კრიშნა დაინახეს, მივარდნენ და აიტაცეს იგი. დედა იაშოდამ, როჰინიმ და სხვა უფროსმა გოპებმა მაშინვე შეასრულეს განმწმენდი რიტუალები. ისინი ძროხის კუდის ქნევით გარს უვლიდნენ ბავშვს, შემდეგ თავიდან ბოლომდე განბანეს ძროხის შარდში და ძროხების ჩლიქებით დაყენებული მტვერი მთელ სხეულზე გადააყარეს. ყოველი ჩამოთვლილი მოქმედება კრიშნას მომავალი უბედურებისგან დასახსნელად შესრულდა. ეს შემთხვევა ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძროხა ოჯახის, საზოგადოებისა და საერთოდ ცოცხალი არსებებისთვის. კრიშნას ტრანსცენდენტული სხეული არავითარ დაცვას არ საჭიროებს, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის ძროხის მნიშვნელობა ეჩვენებინა, უფალს მთელ ტანზე ძროხის ნაკელი წაუსვეს, ძროხის შარდში განბანეს და ძროხების მიერ დაყენებული მტვერი დააყარეს.

ამ გამწმენდი პროცესის შემდეგ გოპებმა, დედა იაშოდასა და როჰინის წინამძღოლობით, იგალობეს ვიშნუს თორმეტი სახელი, რათა ბოლომდე დაეფარათ კრიშნას სხეული ყოველგვარი ბოროტი ძალისგან. მათ ხელ-ფეხი დაიბანეს და სამჯერ შესვეს რამდენიმე წვეთი წყალი, როგორც ამას მანტრის წარმოთქმის ჩვეულება მოითხოვს. ისინი ასე გალობდნენ: "ძვირფასო უფალო, დაე შენს თეძოებს ფარავდეს უფალი, ვისაც მანიმანი ჰქვია; დაე ფარავდეს შენს ფეხებს უფალი ვიშნუ, სახელად იაჯნა; დაე შენს მკლავებს უფალი აჩიუტა ფარავდეს, მუცელს - უფალი ჰაიაგრივა; დაე ფარავდეს შენს გულს უფალი კეშავა; დაე ფარავდეს უფალი ვიშნუ შენს მკლავებს; დაე უფალი ურუკრამა ფარავდეს შენს სახეს; დაე ფარავდეს უფალი იშვარა შენს თავს; დაე უფალი ჩაკრადჰარა წინიდან გფარავდეს, უფალი გადადჰარა კი - ზურგიდან; დაე უფალი მადჰუსუდანა, ისარს რომ დაატარებს ხელით, გფარავდეს მარჯვენა მხრიდან, ხოლო უფალი ვიშნუ თავის ნიჟარით - მარცხენა მხრიდან; დაე ზემოდან გფარავდეს ღმრთეების პიროვნება უპენდრა, უფალი ტარკშია კი - მიწიდან; დაე ყოველი მხრიდან გფარავდეს უფალი ჰალადჰარა; დაე ფარავდეს ყველა შენს გრძნობას ღმრთეების პიროვნება სახელად ჰრიშიკეშა; დაე უფალი ნარაიანა შენს სასიცოცხლო აირებს ფარავდეს, და დაე ფარავდეს შვეტადვიპა უფალი, ნარაიანა, შენს გულს; დაე უფალი იოგეშვარა შენს ჭკუას ფარავდეს; უფალი პრშნიგარბჰა ფარავდეს შენს გონებას, ღმრთეების უზენაესი პიროვნება კი - შენს სულს. ვიდრე თამაშობ, დაე ყოველი მხრიდან გფარავდეს უფალი გოვინდა, ხოლო ძილში უფალმა მადჰავამ დაგიფაროს ყოველი საფრთხისაგან; სიარულისას ვაიკუნთჰას უფალმა დაგიფაროს დაცემისგან; დაე ჯდომისას ყოველმხრივ გფარავდეს ვაიკუნთჰას უფალი, ხოლო ჭამის დროს ყველა მსხვერპლშეწირვის უფალი გფარავდეს ყოველმხრივ."


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 6 2011, 09:02 AM
Post #58


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასე დაიწყო იაშოდამ კრიშნას სხეულის ნაწილების დასაცავად ვიშნუს სახელთა გალობა. დედა იაშოდა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მას უნდა დაეცვა ბავშვი ათასგვარი ავი სულისა და მოჩვენებისაგან, როგორებიც არიან დაკინები, იატუდჰანები, კუშმანდები, იაკშები, რაკშასები, ვინაიკები, კოტარა, რევატი, ჯიეშთჰა, პუტანა, მატრიკა, უნმადა და მსგავსი ავი სულები, რომლებიც ადამიანებს თავიანთ ნამდვილ ყოფიერებას ავიწყებენ და სასიცოცხლო აირსა და გრძნობებს უშფოთებენ. ზოგჯერ ისინი მათ სიზმრებში ეცხადებიან და ძლიერ აფორიაქებენ; ზოგჯერ დედაბრების სახით ჩნდებიან და სისხლს სწოვენ პატარა ბავშვებს. მაგრამ ამგვარი მოჩვენება თუ ბოროტი სული ვერ ჩერდება იქ, სადაც ღმერთის წმინდა სახელს გალობენ. დედა იაშოდას მტკიცედ სწამდა ძროხებისა და ვიშნუს წმინდა სახელთან დაკავშირებული ვედური მითითებებისა; ამიტომ პატარა კრიშნას დასაცავად ძროხებსა და ვიშნუს სახელს შეაფარა თავი. ბავშვის გადასარჩენად მან ვიშნუს ყველა წმინდა სახელი წარმოთქვა. ვედურმა კულტურამ დასაბამიდანვე იცოდა ძროხების მოვლისა და ვიშნუს წმინდა სახელის გალობის მადლი და ისინი, ვინც ახლაც მიჰყვებიან ვედების დანაწესებს, განსაკუთრებით, მეოჯახეები, სულ მცირე, თორმეტ ძროხას უვლიან და შინ უფალი ვიშნუს ღვთაებას სცემენ თაყვანს.

ვრინდავანის უფროსი გოპები ისე მოეცვა კრიშნას სიყვარულს, რომ მის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ვინაიდან მან თვითონვე დაიცვა საკუთარი თავი. მათ ვერ გაეგოთ, რომ კრიშნა ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, რომელიც ბავშVის როლს თამაშობდა. ვაჟის დასაცავი ყველა წესის შესრულების შემდეგ დედა იაშოდამ აიყვანა კრიშნა და ძუძუ მისცა. დედა იაშოდა გრძნობდა, რომ ვიშნუ-მანტრით დაცულ კრიშნას საფრთხე ელოდა. ამასობაში, მათჰურაში გადასახადებისათვის წასული მენახირეები შინ დაბრუნდნენ და პუტანას უზარმაზარი უსულო სხეულის დანახვაზე გაოცებისგან პირი დააღეს.

ნანდა მაჰარაჯას მოაგონდა ვასუდევას წინასწარმეტყველება და დარწმუნდა, რომ იგი დიადი ბრძენი და მისტიკოსი იოგი იყო. სხვაგვარად როგორ შეძლებდა იმის წინასწარ თქმას, რა მოხდებოდა ვრინდავანში ნანდა მაჰარაჯას არყოფნის დროს? ამის შემდეგ ვრაჯას მცხოვრებლებმა აკუწეს პუტანას სხეული და ცეცხლი მოუკიდეს. პუტანას სხეულის ნაწილების დაწვისას კვამლს სასიამოვნო სურნელი აუვიდა. ეს სურნელი იმან გამოიწვია, რომ იგი კრიშნამ მოკლა, რაც იმას ნიშნავს, რომ დემონი პუტანა განიწმინდა ყველა ცოდვილიანი მოქმედებისგან და ღვთაებრივი სხეული მიიღო. ეს მაგალითი ღმრთეების უზენაესი პიროვნების სიკეთეზე მოწმობს. პუტანა კრიშნას მოსაკლავად მივიდა, მაგრამ იმის გამო, რომ კრიშნამ მისი რძე იგემა, იგი უმალ განიწმინდა და მისმა გვამმა ტრანსცენდენტული თვისება შეიძინა. პუტანას ერთ-ერთ საქმიანობას პატარა ბავშვების ხოცვა წარმოადგენდა; მას მხოლოდ სისხლის სმა უყვარდა. მაგრამ, კრიშნასადმი მტრობის მიუხედავად, თავისი სული იხსნა, რადგან ძუძუ მოაწოვა კრიშნას. მაშ, რაღა ითქმის სხვებზე, რომელთაც კრიშნა ისე უყვარდათ, როგორც დედასა და მამას?

წმინდა ერთგული მუდამ დიდი სიყვარულით ემსახურება კრიშნას, ვინაიდან იგია ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ზესული ყოველი ცოცხალი არსებისა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ უფლის სამსახურისათვის გაღებული მცირეოდენი ენერგიაც კი ადამიანს უდიდეს ტრანსცენდენტულ მადლს ანიჭებს. ეს ახსნილია "ბჰაგავად-გიტაში": სვალპამ აპი ასია დჰარმასია. კრიშნას ცნობიერებაში შესრულებული ერთგული სამსახური იმდენად ამაღლებულია, რომ კრიშნასთვის გაწეულ სულ მცირე სამსახურს, შეგნებულსა თუ გაუცნობიერებელს, უდიდესი სიკეთე მოაქვს ადამიანისთვის. როდესაც კრიშნას ყვავილებსა და ხილს სთავაზობენ, ამას არაუშუალოდ დიდი სიკეთე მოაქვს იმ ხისათვის, რომელიც ამ ნაყოფს იძლევა. ამიტომ არჩანას პროცესი, ანუ თაყვანისცემა, ყველასთვის სასიკეთო გახლავთ. კრიშნას დიადი ნახევარღმერთები - ბრაჰმა და უფალი შივა სცემენ თაყვანს, პუტანა კი იმდენად იღბლიანი აღმოჩნდა, რომ იგივე კრიშნა ჩვილივით თამაშობდა მის კალთაში. კრიშნას ლოტოსის ტერფები, რომელთაც დიადი ბრძენები და ერთგულები ეთაყვანებიან, პუტანას სხეულზე ეწყო. ხალხი კრიშნას ეთაყვანება და საჭმელს სთავაზობს მას, მან კი პუტანას სხეულიდან გამოსწოვა რძე. ამიტომაც ლოცულობენ ერთგულები, რომ თუკი პუტანამ ბოროტი განზრახვით შესთავაზა რაღაც კრიშნას და ამით ამდენი წყალობა ერგო, მაშინ ვინ გაზომავს კრიშნას სიყვარულით თაყვანისცემის მადლს.

ადამიანი თუნდაც იმის გამო უნდა ეთაყვანებოდეს კრიშნას, რომ მის თაყვანიმცემელს დიდი სიკეთე მოელის. თუმცა პუტანა ბოროტი სული იყო, იგი ღმრთეების უზენაესი პიროვნების დედის დონეზე ამაღლდა. ცხადია, ძროხები და უფროსი გოპები, რომლებიც კრიშნას რძეს სთავაზობდნენ, ტრანსცენდენტულ საფეხურზე აღიმართნენ. კრიშნას ყველასათვის ყველაფრის გაღება შეუძლია, დაწყებული განთავისუფლებიდან, დამთავრებული ნებისმიერი მატერიალური სიკეთით. ამიტომ უეჭველია, რომ პუტანა, რომლის რძესაც კრიშნა ამდენ ხანს წოვდა, განთავისუფლდა. როგორღა შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ გოპების განთავისუფლებაში, რომელთაც ასე უყვარდათ კრიშნა? ეჭვგარეშეა, რომ ყველა გოპიმ, მენახირე ბიჭმა და ძროხამ, რომლებიც სიყვარულით ემსახურებოდნენ კრიშნას ვრინდავანში, თავი დააღწიეს მატერიალური ყოფიერების შესაბრალის მდგომარეობას.

როდესაც ვრინდავანის მცხოვრებლებმა პუტანას წვის სასიამოვნო სუნი იგრძნეს, ერთმანეთს შეეკითხნენ: "საიდან მოდის ეს საამო სურნელი?" ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ცეცხლმოკიდებული პუტანას სურნელება იყო. მათ ძალიან უყვარდათ კრიშნა და როგორც კი შეიტყვეს, რომ მან დემონი პუტანა მოკლა, სიყვარულით აღუვლინეს ლოცვები ჩვილს. პუტანას დაწვის შემდეგ შინ დაბრუნებულმა ნანდა მაჰარაჯამ ბავშვი კალთაში ჩაისვა და თავზე დაყნოსა. ამგვარად, იგი მეტად ბედნიერი იყო, რომ ბავშVი დიდ საფრთხეს გადაურჩა. შრილა შუკადევა გოსვამიმ დალოცა ყველა, ვინც კრიშნას მიერ პუტანას მოკვლის ამბავს ისმენს. ისინი უსათუოდ გოვინდას სიკეთეს მოიპოვებენ.

მეექვსე თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 6 2011, 01:48 PM
Post #59


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის რადჰანათჰა სვამის ლექცია, რომელიც შეეხება წინა თავის ეპიზოდს (პუტანას მოკვლას):



http://allshares.ge/download.php?id=A73A79DC51

ლექცია არის ინგლისურად, თანმიმდევრულად რუსულად თარგმნის ბჰაკტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯი. თავიდან ცოტა ცუდი ხარისხითაა, მაგრამ შემდეგ სწორდება. ძალიან საინტერესოდ და ცოცხლად ყვება, გირჩევთ მოუსმინოთ. თუ მოგეწონებათ ამავე სემინარის სხვა ლექციებსაც დავდებ (სხვა ეპიზოდების შესახებ)...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 6 2011, 02:22 PM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეშვიდე
ტრინავარტას ხსნა

ღმრთეების უზენაესი პიროვნება კრიშნა, მუდამ სავსეა ექვსი სიდიადით, სახელდობრ სრული სიმდიდრით, სრული ძალით, სრული დიდებით, სრული ცოდნით, სრული მშვენიერებითა და სრული განდეგილობით. უფალი სხვადასხვა სრულყოფილი, მარადიული ინკარნაციის სახით გვევლინება. განპირობებულ სულს გააჩნია უდიდესი შესაძლებლობა, ისმინოს უფლის მიერ სხვადასხვა ინკარნაციებში შესრულებული საქმიანობების შესახებ. "ბჰაგავად-გიტაში" ნათქვამია: ჯანმა კარმა ჩა მე დივიამ. უფლის გართობები და საქმიანობები არ არის მატერიალური; მათ ვერ წვდება მატერიალური აღქმა. მაგრამ განპირობებულმა სულმა შეიძლება ისარგებლოს და სიკეთე მიიღოს ასეთი არაჩვეულებრივი საქმიანობების შესახებ მოსმენით. მოსმენა უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას წარმოადგენს. მისი საქმიანობების შესახებ უბრალოდ მოსმენა ტრანსცენდენტულ ბუნებამდე ამაღლებას ნიშნავს. განპირობებულ სულს ბუნებრივი ლტოლვა გააჩნია, ისმინოს სხვა განპირობებული სულების შესახებ მოთხრობების, პიესებისა თუ რომანების სახით. სხვათა შესახებ მოსმენის სურვილის გამოყენება უფლის გართობების შესახებ მოსასმენად შეიძლება. მაშინ ადამიანში უმალ გაიღვიძებს ტრანსცენდენტული ბუნება. კრიშნას გართობები მარტო მშვენიერი როდია; ისინი ჭკუისათვისაც საამოა.

უფლის გართობათა შესახებ მოსმენა მაშინვე წმენდს მატერიალურ ბუნებასთან დიდი ხნის ურთიერთობის შედეგად წაბილწულ გულს. უფალი ჩაიტანიაც გვასწავლიდა, რომ უბრალოდ კრიშნას ტრანსცენდენტული სახელის მოსმენით ადამიანს შეუძლია გაიწმინდოს გული ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისგან. არსებობს თვითრეალიზაციის სხვადასხვა პროცესები, მაგრამ როდესაც ნებისმიერი განპირობებული სული იწყებს ერთგულ სამსახურს, რომლის უმნიშვნელოვანეს ქმედებას მოსმენა წარმოადგენს, იგი თავისთავად იწმინდება მატერიალური ჭუჭყისგან და თავის ჭეშმარიტ კონსტიტუციურ მდგომარეობას შეიცნობს. განპირობებული სიცოცხლის მიზეზი მხოლოდ ეს უწმინდურებაა და ამ უკანასკნელის მოშორებისთანავე იEღვიძებს ცოცხალი არსების ბუნებრივი დანიშნულება - უფლის სამსახური. უზენაეს უფალთან მარადიული ურთიერთობის განვითარებით ადამიანს ერთგულებთან მეგობრობის დამყარების უნარი ენიჭება. მაჰარაჯა პარიკშიტი პრაქტიკული გამოცდილებიდან ყველას ურჩევდა უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ მოსმენას. ამ წიგნის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ მკითხველმა მისი საშუალებით ადამიანის სიცოცხლის უმაღლეს მიზანს მიაღწიოს.

თავისი უმიზეზო წყალობით უფალი მატერიალურ სამყაროში ჩამოდის და ჩვეულებრივი ადამიანივით მოქმედებს. საუბედუროდ, იმპერსონალისტები და ათეისტები კრიშნას მათსავით ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევენ და დასცინიან მას. თავად უფალი კიცხავს ამას "ბჰაგავად-გიტაში", როდესაც ამბობს: ავაჯანანტი მამ მუდჰაჰ. მუდჰები, ანუ არამზადები, კრიშნას ჩვეულებრივ ან ცოტა უფრო ძლიერ ადამიანად თვლიან; მათდა საუბედუროდ, ისინი არ აღიარებენ კრიშნას ღმრთეების უზენაეს პიროვნებად. ზოგჯერ ასეთი უიღბლო ადამიანები არ ეყრდნობიან ავტორიტეტულ წმინდა წერილებს და საკუთარ თავს მცდარად წარმოგვიდგენენ კრიშნას ინკარნაციებად.

ცოტა რომ წამოიზარდა, კრიშნამ მუცელზე გადატრიალება დაიწყო; არ ჩერდებოდა მარტო ზურგზე დაწოლილი. კიდევ ერთი ცერემონია ჩაატარეს იაშოდამ და ნანდა მაჰარაჯამ - კრიშნას პირველი დაბადების დღე. მათ გადაიხადეს კრიშნას დაბადების დღე , რომელსაც დღესაც აღნიშნავს ვედური წესების ყველა მიმდევარი. (კრიშნას დაბადების დღის ცერემონიას ინდოეთში ზეიმობს ყველა ინდოელი, განურჩევლად იმისა, რომელ სექტას მიეკუთვნება იგი). ყველა მენახირე კაცი და ქალი მოიწვიეს მონაწილეობის მისაღებად და ისინიც სიხარულით მოვიდნენ. უკრავდნენ დახელოვნებული მუსიკოსები და სიმღერებიც სიამოვნებას ჰგვრიდა იქ შეკრებილთ. მოწვეული იყვნენ სწავლული ბრაჰმანები და ისინი კრიშნას ბედნიერებისთვის ვედურ ჰიმნებს გალობდნენ. ვიდრე ისინი გალობდნენ და მუსიკა უკრავდა, დედა იაშოდამ კრიშნა აბანავა. განბანის ცერემონიას ეწოდება აბჰიშეკა, რომელიც დღესაც სრულდება ვრინდავანის ყოველ ტაძარში ჯანმაშტამის დღეს, ანუ უფალი კრიშნას დაბადების დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით დედა იაშოდამ დიდი რაოდენობით მარცვლეული დაარიგა. მოამზადეს საუკეთესო ძროხები ოქროს მორთულობებით, რათა ისინი სწავლული, პატივსაცემი ბრაჰმანებისათვის ეწყალობებინათ. იაშოდამ იბანავა, ლამაზად გამოეწყო, სათანადოდ ჩაცმულმა და განბანილმა პატარა კრიშნა კალთაში ჩაისვა და დაჯდა ვედური ჰიმნების მოსასმენად, რომლებსაც ბრაჰმანები მღეროდნენ. ვედური ჰიმნების მოსმენაში ბავშვს ჩაეძინა, ამიტომ დედა იაშOდამ იგი ფრთხილად დააწვინა ლოგინზე. ამ წმინდა მოვლენასთან დაკავშირებით უამრავი მეგობრის, ნათესავისა და ვრინდავანის მცხოვრებლის მიღებით გაბრუებულ იაშოდას ბავშვისათვის რძის მიცემა დაავიწყდა. მშიერი ბავშვი ატირდა, მაგრამ ხმაურის გამო დედა იაშოდას ყურს არ სწვდებოდა მისი ტირილი. მაშინ კრიშნა გაბრაზდა. მან მაღლა ასწია ლოტოსის ფეხები და ჩვეულებრივი ბავშVივით დაიწყო ქნევა. ჩვილი კრიშნა ხელის ურიკის ქვეშ იწვა, ფეხების ქნევისას შემთხვევით თვალს გამოედო და ურიკა ჩამოემხო. ათასგვარი ჭურჭელი, თითბერისა და ლითონის თეფშები გროვად ეყარა ურიკაში და ყველაფერი საშინელი გრიალით ჩამოცვივდა. ურიკას თვალი ღერძს მოძვრა, თვლის მინები დაიმსხვრა და აქეთ-იქით მიმოიფანტა. დედა იაშოდა და გოპები, აგრეთვე ნანდა მაჰარაჯა და მენახირე კაცები განცვიფრდნენ, ეტლი თავისით როგორ დაიშლებოდაო. წმინდა ცერემონიაზე შეკრებილი ქალები და კაცები მის გარშემო შეჯგუფდნენ და დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ურიკა დაშლილიყო. მიზეზი ვერავინ ახსნა, მაგრამ ბავშვებმა, რომელთაც პატარა კრიშნასთან თამაში მიანდეს, გამოუცხადეს ხალხს, რომ თვალს კრიშნამ მოარტყა ფეხი. მათ დაარწმუნეს ისინი, რომ საკუთარი თვალით ნახეს რაც მოხდა და მტკიცედ იდგნენ თავის სიტყვაზე. ზოგიერთები პატარა ბავშვებს უსმენდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამ ბავშვების ნათქვამს როგორ იჯერებთო. მენახირე კაცები და ქალები ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ იქ ბავშვის სახით იწვა ყოვლადძლიერი ღმრთეების უზენაესი პიროვნება და რომ იგი ყოვლისშემძლე იყო. შესაძლებელიც და შეუძლებელიც მის ძალაუფლებაში შედიოდა. ვიდრე ისინი კამათობდნენ, პატარა კრიშნა ტიროდა. დედა იაშოდა არ ჩარეულა მათ საუბარში, ბავშვი კალთაში ჩაისვა და მოუხმო სწავლულ ბრაჰმანებს, რათა ეგალობათ წმინდა ვედური ჰიმნები ავი სულების დასაფრთხობად. ამავე დროს მან კრიშნას ძუძუ მოაწოვა. თუ ბავშVი მშვიდად წოვს დედის ძუძუს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არავითარი საფრთხე არ მოელის. ამის შემდეგ ყველაზე ღონიერმა მენახირე კაცებმა შეაკეთეს გატეხილი ურიკა და მიმოფანტულ საგნებს ადგილი მიუჩინეს. შემდგომ ბრაჰმანები შეუდგნენ ცეცხლის მსხვერპლშეწირვას მაწვნით, კარაქით, კუშა ბალახითა და წყლით. ბავშვების ბედნიერებისათვის მათ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას სცეს თაყვანი.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:50 PM