IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო
Untitled_13
post Sep 11 2012, 12:18 AM
Post #21


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ეჭვით დაწყებული შემეცნება, რომელიც გამოცდილებიდან ამოდის, სამყაროს (უნივერსუმის) ერთიანობის წვდომამდე და ადამიანის რაობის დადგენამდე მიდის ოთხი საფეხურის გავლით: 1. გრძნობადი შემეცნება - ერთეულ საგნებს შეისწავლის აღქმისა და წარმოდგენის დონეზე; 2. განსჯადი შემეცნება - აკავშირებს ერთეულებს და საგნის პირველ განსაზღვრებას იძლევა. ეს მსჯელობის უნარია; 3. გონებითი შემეცნება - სხვადასხვა მსჯელობათა შინაარსის ერთიანობაში წვდომით გადის მოცემულს გარეთ. უსასრულობის არსებობას და მისი წვდომის პრობლემას პირველად ის აცნობიერებს. ეს დასკვნის უნარია; 4. სულის საფეხური - გონებით მოცემულ ურთიერთსაპირისპირო შინაარსის დასკვნებს აერთიანებს, მათ საფუძველს სწვდება. მას სისტემის უნარი შეიძლება ეწოდოს. ამ საფუძველზე ადამიანი დაადგენს, რომ შემეცნების გასაღები უსასრულობაშია, რომ უსასრულობის ამომწურავი შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მისკენ სწრაფვა არის ადამიანის უმაღლესი დანიშნულება.


confetti.gif


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 7 2013, 01:49 PM
Post #22


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ბრუნოს ბრალდების სრული ტექსტი შემონახული არ არის


საბრალდებო ტექსტზე გამახსენდა, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "თქვენ უფრო გეშინიათ ჩემი ბრალდებების კითხვის, ვიდრე მე მათი მოსმენა"-ო. მხოლოდ ამ სიტყვებშიც იმდენი პიროვნული სიმტკიცე და სიდიადე ჩანს, თავი რომ დავანებოთ მის ფილოსოფიურ ნააზრევს. ეპოქის გათვალისწინებით ხომ მართლაც დიდი გამბედაობა და მასშტაბური აზროვნება უნდა ჰქონოდა, რომ ყოფილიყო ის, ვინც იყო smile.gif

კარგია ამით დაინტერესება, თუმცა მხოლოდ ის არ ყოფილა რენესანსის ეპოქაში, რომელიც შუა საუკუნეების სქოლასტიკურ აზროვნებას ეწინააღმდეგებოდა. მოკლედ, თავისუფალი მოაზროვნეები მრავლად იყვნენ, უბრალოდ, ჯორდანო ბრუნომ უკან არ დაიხია და შეეწირა კიდეც ინკვიზიციას. ნახსენები გაქვს, მარსილიო ფიჩინო, იტალიაში ასეთი მოაზროვნეების თავშეყრის ორი ადგილი არსებობდა: პადუის არისტოტელური სკოლა და ფლორენციის ნეოპლატონური სკოლა. ორივეგან რენესანსის ეპოქის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა.

რაც შეხება ჯორდანო ბრუნოს, შემიძლია ვთქვა, რომ ის ტავის დროსთან სედარებით ბევრი ისეთი შეხედულების ავტორია, რომელიც პირველად მასთან გაჟღერდა და ამის შემდეგ გაიზიარეს და განავიტარეს სხვებმა. ვგულისხმობ პანთეიზმს. მისი შემოღებული ტერმინებია მწარმოებელი ბუნება (natura naturans) და წარმოებული ბუნება (natura naturata). ეს ტერმინები სემდგომ გამოიყენა თავისი პანთეისტური მოძღვრების ასაგებად ბარუხ სპინოზამ. მოკლედ, ბევრი სიახლის შემომტანი იყო ბრუნო თავისი ფილოსოფიური ნააზრევით!

არსებობს სხვადასხვა სახის რწმენა, სამგვარ რწმენას გამოყოფენ პირობითად: რელიგიური რწმენა, ფილოსოფიური რწმენა და მეცნიერული რწმენა. მისი ურყევი რწმენა თავისი პრინციპებისადმი ფილოსოფიურია. მან ეს რწმენა ვერ უარყო. როგორც წმინდანები რელიგიურ რწმენას ვერ ღალატობენ და თავსაც სწირავდნენ სარწმუნოებისთვის, ბრუნოსაც სწამდა ყოველივე იმის, რასაც ამბობდა და წერდა და ამიტომ ბოლომდე თავისი შეხედულებების ერთგული დარჩა.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 7 2013, 07:36 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(narilla @ Jan 7 2013, 01:49 PM) *
ბრუნოსაც სწამდა ყოველივე იმის, რასაც ამბობდა და წერდა და ამიტომ ბოლომდე თავისი შეხედულებების ერთგული დარჩა.

ჩემი აზრით კიდე უბრალოდ პრინციპული იყო smile.gif))

"უმაღლესი ავტორიტეტი ადამიანისათვის არის ის, რასაც გონება თავისუფალი კვლევით დაადგენს"


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post May 3 2013, 01:24 AM
Post #24


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთაო, მაღალო, ღრმად ჩაგიდგამს მიწაში ფესვი,
მაგრამ ესწრაფვი თეთრი თავით ზეცის ვარსკვლავებს.
კაცთა გონებავ, შენ ხომ სიბრძნის ნექტარი შესვი,
შენს წინსვლას მიწის წიაღიც კი ვეღარ აკავებს.
მაშ დროს ნუ კარგავ, ზეცის თაღი თეთრად ელვარებს,
აქაფებულან აქერონის შმაგი ზვირთები,
მისწვდი ბუნების სფეროების ნათელ მწვერვალებს,
რადგან ღვთაების ახლოს ცეცხლად აგიზგიზდები.

------------------------------------------

ფრთა ვინ შემასხა? ვინ ჩამბერა ძალუმი სული?
ვინ მომცა ძალა, სვეს და სიკვდილს შევება მარტო?
ვინ გადაშალა ჩემს წინაშე სამყარო ფართო
და მრავალთათვის ჩაკეტილი მშვენება სრული?

------------------------------------------

დავტოვე მღვიმე ზარდამცემი, ვიწრო და ბნელი,
სადაც მტანჯავდა უმეცრება საუკუნეთა,
დავტოვე ის, რაც მექცა რისხვად და უკუნეთად -
მძიმე ბორკილი, გაჭედილი მტარვალთა ხელით.

------------------------------------------

მიქელანჯელო სანთლის შუქზე ებრძოდა მოსეს,
შენ კი მზის შუქზე გამოჰკვეთე ქალის ქანდაკი -
მზეს სანთელი ჯობს!.. შენი შუბლი დაფნებით მოსეს,
მიქელანჯელო მიიცვალა როგორც ღატაკი!

------------------------------------------

ბოროტ სურვილებს, ქედმაღლობას და გულქვაობას
არ შეუძლიათ მომაშორონ ბუნების კალთას,
სასტიკი მტრობით დამიბნელონ სინათლე თვალთა
და დამიფარონ ცხოველი მზის მომხიბლაობა.

'ჯ' ო რ დ ა ნ ო
ბ რ უ ნ ო


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post May 20 2013, 01:43 AM
Post #25


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



... ,,დილით მოედანზე ახალი პასკვინადია:

ვის არა სწამს ანტიქრისტე,
ღმერთზე მძლავრი, მგელზე ხარბი,
ცეცხლის ტახტის გამგებელი -
უწმინდესი რომის პაპი? '' ...

ბ რ უ ნ ო


... ,, - სიკვდილმისჯილნი არ ხუმრობენ. მომისმინე, პაპის ნათესავებს ვუტოვებ ჩემს ახალ პასკვინადას. როცა კლიმენტი მიისვენებს, ასე იგალობონ:

ჩვენი პაპი თავს არ იტეხს სწავლითა:
განსწავლული გახლავთ იგი ბუნებით,
ჩვენს მაგიერ ჯოჯოხეთში წავიდა,
სამახსოვროდ დაგვიტოვა ფულები. '' ...

ბ რ უ ნ ო


... ,,დილეგიდან ამოსულ იგნაციოს აგონდება ბრუნოს ქაღალდის ნაგლეჯი, მოწიწებით შლის და კითხულობს:

,,კლიმენტი მერვეს''
შენ ხომ დიდი ხარ, ყველაზე დიდი!
ბევრმა მლიქვნელმა ტიტანს გადარა...
ყველაზე სქელი, ყველაზე ფლიდი
ისე დიდი ხარ, დიდებას ყიდი ---
მხოლოდ თავი გაქვს ცოტა პატარა. '' ...

ბ რ უ ნ ო


,, ...აი კაცი! - ფიქრობს ბრუნო, - ექიმმა ყმაწვილს ტკივილი დაუყუჩა, დედა გაახარა... აი, ვინ უნდა ადიდონ! და არა ტირანები, სისხლისმსმელი მოძალადეები.''
ექიმმა მიქელანჯელოს ,,მოსეს'' მშვენიერი პატარა მოდელი აჩუქა ძვირფას სტუმარს. ბრუნო ბავშვივით ხარობს:
- პაპმა კი მხოლოდ ღიმილი მაჩუქა.
- მალე პეტრეს ტაძარსაც გაჩუქებს.
- გვიანღაა: ეშმაკმა დამასწრო.
ექიმი იცინის.
- სხვა არაფერი გამაჩნია, ერთი ლექსი მოგიტანეთ, პასკვინადების სტილზე შევთხზე მაშინ, როცა მისი უწმინდესობა თვლემდა. ასეთი ლექსების ჩაწერა წესად არა მაქვს, ზეპირად მოგახსენებთ:

,,პაპის პოეტი''

მიდის ჩვენი ბამბინო
განდიდების გზაზედა,
გულზე ოქროს ჯვარი აქვს,
მასხრის ჩაჩი - თავზედა.

პოეტების ამალა
მისდევს გამომწვევადა,
იხრებიან სიცილით
ხელზე საკოცნელადა:

- აბა რითა გვჯობიხარ,
მიწას რომ არ ეხები?
ჩვენ ხელები დავკოცნეთ,
შენ კი - პაპის ფეხები!"

ბ რ უ ნ ო



ნაწყვეტი წიგნიდან - ,,დაფერფლილი დიდება'':

,, ფერიების სამეფოსავით დუმს ნოლას ტყე. აი, გამოჩნდა თვითონ ფერიაც - მშვენიერი ფიოლა, რომლის პოეტური სახელია ბეატრიჩე. ყმაწვილი კაცი გოგონას თვალებში ხედავს ვარსკვლავიან ცას, ჰკოცნის. ჰკოცნის გაგიჟებით და მერე უეცრად ეკითხება:
- გინდა მღვდელი გავხდე?
- მღვდელი? - იცინის ფიოლა. - აუცილებლად, ფილოპო! შორს წასვლა აღარ დამჭირდებოდა, დილით შენვე მომიტევებდი ცოდვებს, რომელთაც ღამით შენთან ჩავიდენდი.
ორივე იცინის. იცინის ცაზე მთვარე, იცინიან მოციმციმე ვარსკვლავები და მშვიდად დასქერიან მიჯნურებს. ''


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 06:23 PM