IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> იეჰოვას მოწმეები
zeppelin
post Apr 27 2012, 07:01 PM
Post #1

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ალბათ აქ უნდა გამეხსნა თემა. ან საერთოდ არ უნდა გამეხსნა თემა არ ვიცი უბრალოდ დახმარება მინდა თქვენი

ვცხოვრობ ამერიკაში უკვე მეხუთე წელია. საქართველოში მყავს რა თქმა უნდა მეგობრები ძმაკაცები და ბავშვობის ხალხი მაგრამ აქაც გავიცანი და დავმეგობრდით და დავძმაკაცდით რამოდენიმე ქართველი.

დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ ერთმა მეგობარმა გოგომ გამომიცხადა დიდი სიამაყით რომ არის იეჰოვას მოწმე. კაი ჯანდაბას არ მაქ პრეტენზია იყოს მე არ მაქ არანაირი უფლება რამე დავუშალო ან რამე ეგეთი. ეს მისი უფლებაა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა სკაიპით ბიბლიაზე დამიწყო ლაპარაკი. მერე გამომკითხა დავდიოდი თუ არა ეკლესიაში და მაწუხებდა თუ არა ის რაც დღეს ეკლესიაში ხდებოდა.მე ვუთხარი რომ არ ვარ დიდად რელიგიური (მართლა ეგრეა) ამიტომ ეკლესიაშიც ძალიან იშვიათად დავდივარ თქო. მერე გამიბა ლაპარაკი და მიუხვდი ჩანაფიქრს და მეთქი ჯიგარ რა არის მოწმე გახდი თქო? არა ჯერ არა მაგრამ ძალიან მინდა გავხდე მოწმეო. აი აქ უკვე გავცეცხლდი. ცუდად არაფერი მითქვამს ჩემი ძმაკაცია და მიყავრს და ვაფასებ და არც არასოდეს არაფერს არ ვეტყვი. ეს მისი რელიგიაა და ეს მისი არჩევანია. თუმცა არც ისე მინდა გულ ხელ დაკრეფილი ვიჯდე რომ რახან ჩემი ძმაკაცი ამით ბედნიერია მეც უნდა მიხაროდეს. მე ეგრე არ ვფიქრობ და ახლა ავხსნი რატომ.

მანამდე ერთ პატარა შედარებას გავაკეთებ.

ის მეგობარი რომელიც ამერიკაში მყავს იეჰოვას მოწმე არ იცნობს იმ ჩემ ძმაკაცს და არანაირი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან. მანძილიც მათ შორის ძალიან დიდია და ამიტომ მათ შორის რამე კავშირი გამორიცხულია.

როცა ჩემს მეგობარ გოგოს (უბრალოდ მეგობარი) ველაპარაკებოდი და ვეკითხებოდი რაღცეებს მეუბნებოდა ასეთ რამეს რომ მე არ მჯერა გაბურძგნული მღვდლის რომელიც ხალხის ფულით მდიდრდებაო.

ზუსტად და აი იმმენად ერთი ერთში სიზუსტით იგივეს ამბოს ჩემი ძმაკაცი მე არ მჯერა გაბურძგნული მღვდლის რომელიც ხალხის ფულით მდიდრდება

ორივე აცხადებს რომ იყვნენ ეკლესიურები და მათ იქ ჭეშმარიტება ვერ დაინახეს

უკვე მეორე მსგავსი ისტორია

რაც შეეხება დასაწყისს თუ როგორ დაიწყო ორივემ მეგობარმა გოგომ მითხრა რომ ჩემთან იყვნენ მოსულები და კონცერტს უყურეთ და ცოტა დავლიეთო ზომიერების ფარგლებშიო.
ხოლო ჩემმა ძმაკაცმა კიდევ სახლში დაპატიჟა და ბარსა რეალის თამაშს უყურეს და ცოტა პივები დალიეს ზომიერების ფარგლებში. ლექსიკონიც და ისტორიაც თითქმის მსგავსია. ორივე იმაზე ამახვილებს ყურადღებას რომ აი თურმე ესენიც სვავენ განა ეს დანაშაულია მაგრამ არ სვავენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებივით რომ ითვრებიან და ითიშებიან ხოლმე.

სამი თვის წინ მეგობარი გოგო მეუბნება რომ ისეთი დეპრესიები ქონდა თურმე რომ ფანჯრიდან გადახტომა უნდოდა და ის ანგელოზებმა შეაჩერეს.

ახლა ჩემი ძმაკაცი. ამბობს რომ ცოლთან მუდამ ქონდა კონფლიქტი და ისიც ხტებოდა ფანჯრიდან და ისიც იეჰოვას ანგელოზებმა შეაჩერეს.

ოღონდ არც ერთს არ დაუნახავს ანგელოზი

და აი ეგეთი კიდე რო ჩამოვწერო რამდენი დამთხვევაა მათ ლაპარაკში , ერთი და იგივე ლექსიკონი, თითქმის ერთი და იგივე ისტორიები და რაც ყველაზე მთავარია რა ჭეშმარიტებასაც არ უნდა ამბობდე ის მაინც იმას უბერავს რაც მაგათ წიგნშია დაწერილი

მე ჩემ ძმაკაცს 20 წელია ვიცნობ. მე 27 ის ვარ ეხლა და ისიც ჩემი ტოლია

ესეთი მე ის არასოდეს არ მყავს ნანახი. ადამიანი არის 100% ით გამოცვლილი თანაც ძალიან მოკლე პერიოდში. რომ ველაპარაკები ვეღარ ვცნობ. წეღან მეუბნება შენ მაინტერესებს ეშმაკი ხომ არ გყავს შეჩენილიო. მეთქი ეგ როგორ უნდა გაიგო თქო და აი ხალხი ვინც იეჰოვას სახელის ხსენებაზე იფურთხება და ილანძღება იმათ ყავთ შეჩენილიო.

დაახლოებით ორი წლის წინ გავიცანი ეზოთერიკოსი ქალი ინტერნეთით. ძალიან ჭკვიანი ადამიანი. უჭკვიანესი და ძალიან კეთილი და თბილი ადამიანი. სამწუხაროდ აღარ ჩანს სკაიპშიმ რომ შევემიანო. ხო და სხვა ფორუმზე ამ ქალმა თქვა რომ ეს ტექსტი და მათი წიგნები კოდირებულია. რომ სათაურიც კი კოდირებულია. მე ვერ ვხვდები რა არის კოდირებული და რა არა. ეს ძალიან ადრე დაწერა და მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება.

მაგრამ მათ მიდგომას და ფსიქოლოგიას რო დაუკვირდი სისტემა ისე აქვთ აწყობილი რომ გონიატ რომ რაც მეტი აგინებს და ლანძღავს მით მეტად ჭეშმარიტია მათი რელიგია. ფაქტიურად მაგარი დამთრგუნველი წესები აქვთ. მაგალითად კრებაზე სადაც ეგენი იკრიბებიან და სადაც უხუცესებიც არიან თურმე ვინც ცოდვას ჩადის აუცილებლად უნდა უთხრას უხუცესს და თუ ცოდვის ჩადენა გააგრძელა მაშინ ატოვებინებენ დარბაზს. და ეგეთი მრავალი წესი კიდე.

მოკლედ თქვენ აზრი მაინტერესებდა თემასთან დაკავშირებით. რით შემიძლია დავეხმარო ძმაკაცს თორემ ძალიან ნორმალური ადამიანი იყო და ეხლა მთლად ზომბი გახდა. რამე შემიძლია ვიღონო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 27 2012, 09:48 PM
Post #2

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *

biggrin.gif საინტერესო დაკვირვებაა .......

გამორიცხულია შენ დაგიჯეროს ეხლა რაც არ უნდა უქადაგო ამიტომ ჩემი აზრით მიიღე და დაანახე რო ძალიან ჩვეულებრივად უდგები მის რწმენას და თან ელაპარაკე იმაზე რაც შენი გზაა სულიერებაში და თან სხვადასხვა სექტებზე რო ძალიან გავრცელებულია ხალხის გარკვეულ ეგრეგორში მოქცევა სხვადასხვა მიზნებისთვის და მოკლედ დააინტერესე რო ორი გზის გარდა რო ან უნდა აგინონ მაგათ და ან იაღოველები გახდნენ არსებობს კიდე სხვანაერი მიდგომაც ......

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Apr 29 2012, 01:46 AM
Post #3

GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

იეჰოვას მოწმეებისგან მეც თავად ვისწავლე ბიბლია და მთლად ზომბივით ვიყავი, ვერ ვაანალიზებდი . მე თავად თუ არ ვცდები რამოდენიმე თვე ვიარე იეჰოვას მოწმეთა შეკრებაზე.
ბევრი კარგი დავინახე და ასევე რამოდენიმე ყოფილი ნარკომანი, ყოფილი ქურდი, ყოფილი ხულიგანი და ა.შ.
მე, პირადად არ შევეწინააღმდეგები თუ კი ადამიანი ამ გზით გამოსწორდა .
სამსახურში ვმუშაობდი უფოლოგიურ კვლევით ცენტრში. ბუნდოვნად მახსოვს რომ, უცხოელმა, უფოლოგმა მოიტანა ბიბლია და აგრეთვე ფოტომასალებიც. მე პირადად მანამდე არ ვცნობდი ქრისტიანულ რელიგიას და არც წარმოდგენა მქონდა ბიბლიის შესახებ. ის უცხოელი უფოლოგი - არ ვიცი ეროვნება, რადგან არცერთი უცხო-ენა არ მესმოდა გარდა იტალიური და გერმანული.
დამაინტერესდა ქრისტეს ცხოვრება თუ როგორ კურნავდა ავადმყოფებს და ა.შ.
შემდეგ ვინტერესდები ბიბლიის და ვცდილობდი წამეკითხა თუ რა ეწერა ბიბლიაში. იძულებული ვხდები მესწავლა უცხო ენა რათა წამეკითხა ბიბლია.
თავიდან შევისწავლე თვითნებურად - ინგლისური ენა, შემდეგ გადავდივარ, ძველ ჰებრეულ ენაზე რათა კარგად გამეგო ბიბლიური წყარო , მაგრამ რა? - ვკითხულობ ვიგებდი და მაინც ვერ გავიგე . მიზეზი ? მიზეზი ის რომ, თურმე თავიდან უნდა წამეკითხა დაბადება და მერე დამემთავრებინა სახარებამდე.
2 წელი ამაოდ ვიკითხავდი და ვერ ვგებულობდი. 2 წლის შემდეგ, ჩემ სახლში კარზე მოვიდნენ იეჰოვას მოწმეები ( მაშინ იეღოვას მოწმეებს უწოდებდნენ). და შემოგვთავაზეს ბიბლია. მე რა თქმა უნდა მივიღე და სამწუხაროდ დედაჩემმა არ ათქმევინა . ესეც აღარ გამოჩენილან და თანაც გაჭირვების პერიოდია 1992 წელი.
3 თუ 4 თვით შემდეგ ამოვიდა ჩემი მეგობარი, იყო ქურდი, აშინებდა ხალხს და რა ვიცი რა დავწერო. თავად მეუბნება - ( იცი ვინ არის იეღოვა ?) ვუპასუხე კი ვიცი ღმერთის სახელია. გადაირია და მეუბნება ( საიდან იციო თუ ღმერთის სახელიაო). რა თქმა უნდა - იეჰოვას მოწმეებისგან გავიცანი - იეჰოვას სახელი. ის ჩემი მეგობარი რომელიც ქურდი იყო , თავის სახლში დამპატიჟა და გავიცანი იეჰოვას მოწწმეები ცოლქმარი. ასწავლიდა ბიბლიისგან მე კი შეკითხვებ ვაძლევდი და ა.შ.
სამწუხაროდ, მამაობმა ვერაფრით ამიხსნეთ ბიბლია და ვერც დეტალები რომ გამერკვია. მამაობმაც კი კარგად არ იცოდა ბიბლიის ახსნა.
უთანხმოება არ მქონია ორივე მხრიდა მაგრამ, ხომ უნდა მოუსმინო და გაიგო მეტი?
იეჰოვა მოწმეების შემდეგ - მეც ვხდები იეჰოვას მოწაფე და დავდიოდი კრებაზე. ყველაფერი შევისწავლე და ეს ესაა რომ მეც უნდა გავხმდარი ვიყავი იეჰოვას მოწმე.
მისგან ბევრი რამ ვისწავლე- ისე კი საჭიროა ცოდნა.
შემდეგ ეჭვის თვალის ვუყურებდი რამოდენიმე სექტას და გავიფიქრე რათა ჩემი ნებით კარგად გამომეკვლია ბიბლია და შევისწავლე ის ენა რა ენაზეს იყო დაწერილი.
საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ, იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან ბიბლია მაგრამ, ძალიან ცდებიან.
გავიცანი ებრაელი რაბინიც და ერთად ვიძიებდი ბიბლიის მნიშვნელობებ და ა.შ.
ბევრი ვიშრომე ვთარგმნე და საბოლოოდ ხასიათი შემეცვალა და ჩემი ნათარგმნი ნაწერები დავწვი.
ბოლოს ვხედავ რომ, ის ებრაელმა მიატოვა რაბინობა და მთლად სხვა ადამიანი გახდა. - არ ვიცი რა მიზნით აღარ არის რაბინი არც მეუბნებოდა მიზეზს.
მეც დავინტერესდი ებრაელის მიზეზი თუ რა უნდა დაწერილიყო ისეთი რომ, ებრაელმა უარყოს თავისი რელიგია და ა.შ.

--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Asmodeus
post Apr 29 2012, 03:30 AM
Post #4

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 29-April 12
Member No.: 6,798

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

zeppelin
QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
ან საერთოდ არ უნდა გამეხსნა

მართალი ხარ, საერთოდ არ უნდა გაგეხსნა yes.gif

--------------------
ჩემი ჰალსტუხის წვერი მიმართულებას უჩვენებს იმათ, ვისაც არ მოვწონვარ სიმართლისა და პირდაპირობის გამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Cyber
post Apr 29 2012, 04:54 AM
Post #5

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 637
Joined: 20-March 12
From: tbilisi
Member No.: 6,761

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Asmodeus
არა რატო არ უნდა გაეხსნა საინტერესო თემაა პასუხები მაინტერესებს

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Apr 29 2012, 02:59 PM
Post #6

YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

zeppelin
QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
მე არ მჯერა გაბურძგნული მღვდლის რომელიც ხალხის ფულით მდიდრდება

მეც არ მჯერა გაბურძგნილი მღვდლის მაგრამ სარწმუნოება და მღვდელი ერთად სულაც არ დგანან დღეს.
საქმე რაშია იცი,სექტების ერთ ერთი მთავრი მახასიათებელია კარგად შეისწავლოს პრობლემები იმ რელიგიისა რომელსაც გამოეყო და შემდეგ გამოყოფის მიზანი გაამართლოს smile.gif
ამით აიხსნება ეგ მეთოდი რომელიც შეიცავს პროტესტის ამ სახეს.
QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
ორივე აცხადებს რომ იყვნენ ეკლესიურები და მათ იქ ჭეშმარიტება ვერ დაინახეს

ეს მეც უკლებლივ ყველა ჩემი ნაცნობი იეღოველისაგან მომისმენია,თუმცა როდესაც ვეცადე გამერკვია რამდენად ღრმად ერკვეოდნენ ყოფილ რელიგიაში სრულ უმეცრებას წავაწყდი smile.gif ასე რომ ესეც ზომბირების ერთ ერთი მეთოდია,რომესაც ერთხმად იმეორებენ.
QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
სამი თვის წინ მეგობარი გოგო მეუბნება რომ ისეთი დეპრესიები ქონდა თურმე რომ ფანჯრიდან გადახტომა უნდოდა და ის ანგელოზებმა შეაჩერეს.

QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
ახლა ჩემი ძმაკაცი. ამბობს რომ ცოლთან მუდამ ქონდა კონფლიქტი და ისიც ხტებოდა ფანჯრიდან და ისიც იეჰოვას ანგელოზებმა შეაჩერეს.

ოღონდ არც ერთს არ დაუნახავს ანგელოზი

ჩემს ყველა ნაცნობ იეჰოვას მოწმეს აქვს სუიციდისაკენ მიდრეკილება,რაც აიხსნება მათი არადამაკმაყოფილებელი სულიერი მდგომარეობით სიცარიელის განცდით და დაუკმაყოფილებლობის გრძნობით,რომ ვერ იღებენ სასურველ შედეგს თავისი შინაგანი მოთხოვნილების შესაბამის მდგომარეობას,ეს მათ ქვეცნობიერში გამოიხატება ,სასოწარკვეთილების განცდით და რომ გადარჩეს,ხდება ანგელოზის გამოგონება(თVითგადარჩენის ინსტიქტია), რომელიც მათ უბრალოდ აჩერებს ამ საქმის ჩადენისაგან(თუმცა სტატისტიკურად ყველაზე მეტი თვითმკვლელი სწორედ ამ სექტას ყავს)
QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
ხო და სხვა ფორუმზე ამ ქალმა თქვა რომ ეს ტექსტი და მათი წიგნები კოდირებულია. რომ სათაურიც კი კოდირებულია.

ჩვენ ვიცით რომ ამ სექტის კრებებზე ხდება საჯარო შესწავალა თავისი გამოცემებისა კითხვა პასუხის რეჟიმში რომელიც შეიცავს კარგად დამუშავებულ, ფსიქოლოგიურად გათვლილ ფრაზებს რომელიც არის ლაკონური და ადვილად დასამახსოვრებელი,ყველაზე შეზღუდული უნარების მქონენიც კი კარაგდ ითვისებენ ამ ტექსტებს და ხელის აწევით ითხოვენ წაკითხულიდან დასმული კითხვებზე პასუხს.
მათი თეოკრატიული სამსახური შეიცავს ისეთი სწავლების ხარისხს,რომელიც გულისხმობს ინსცენირებების სახით განსახიერებულ გაკვეთილებს,სადაც ხდება თეატრალური წარმოდგენის ინსცენირება თუ როგორ უნდა გამოესაუბროს ადამიანს ქუჩაში,საუბრის ფრაზები წინასწარ დაწერილია და განკუთვნილია საზეპიროდ.
ბეჯითი მოსწავლეები ძალღონეს არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება ბუნებრივად გაითამაშონ ინსცენირება წინასწარ ნასწავლი ტესტებით, რომელიც საჭიროა კარდაკარ მსახურებისას საველე სამსახურში, ადამიანებთან ურთიერთობის გასაბმელად და მშვიდი,გაწონაწორებული შთაბეჭდილების დასატოვებლად smile.gif

QUOTE(zeppelin @ 27th April 2012 - 07:01 PM) *
მოკლედ თქვენ აზრი მაინტერესებდა თემასთან დაკავშირებით. რით შემიძლია დავეხმარო ძმაკაცს თორემ ძალიან ნორმალური ადამიანი იყო და ეხლა მთლად ზომბი გახდა. რამე შემიძლია ვიღონო?

თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ იღონოთ პრაქტიკულად smile.gif
შეუძლებელია ასეთი ზომბირების წინააღმდეგ რამე ძალა იხმარო ან დაანახო შენი სამრთლე,მათი სრული სიბრმავე და ბრმა რწმენა იმისა რასაც უჭედავენ თავში.
თუ თავად არ არის ამ ადამიანში სინათლე ის მუდამ სიბნელეში დარჩება იმ წუთამდე სანამ არ დაინახავს თავისი თვალით სად მიიყვანა ამ გზამ.
თუმცა არაფერია გამორიცხული
თუ ეს ადამიანი აღემატა თავისი განვლილი ცხოვრებების შედეგად მიღებული შინაგანი ძალით ამ ძლიერ მახეს,ის თავად გადადგავს ნაბიჯს იქით სადაც სიმართლეს დაინახავს.თუ მან გაანალიზა თავის გარშემო სიბნელე ავტომატურად დაიწყებს სინათლის ძებნას.
თუ სიმართლის დანახვა არ შეუძლია ანუ მასში არ არის სიმართლის ის დოზა,რომელიც წესით პროტესტს უნდა აჩენდეს არსებული რეალობის მიმართ,ჩვენ პრაქტიკულად უძლურნი ვართ smile.gif

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Apr 29 2012, 03:06 PM
Post #7

YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

vano kazbegi

QUOTE(davithet @ 29th April 2012 - 01:46 AM) *
საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ, იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან ბიბლია მაგრამ, ძალიან ცდებიან.

კერძოდ რა აღმოაჩინეთ შედომა?
წესით მათ აბსოლუტურად ყველა საკითხი რომელსაც ასწავლიან დამახინჯებული და სათავისოდ მორგებულ აქვთ.
ამის სწავლა მეტად საზიანოა ქრისტიანული ცნობიერების სწორად ჩამოყალიბებისთვის იმ ეტაპზე როდესაც ადამიანი პირდაპირ იღებს ამ სწავლებას.ძალიან ძნელია შემდეგ სწორი ვერსიის შემეცნება რადგან უკვე იბეჭდება გონებაში პირველად ინფორმაცია და თუ ძლიერი ბაზა არ გაგაჩნია შეიძლება არსებული ბაზაც კი დაანგრიოს.მითუმეტეს თუ ბაზა საერთოდ არ გაგაჩნდათ მანამდე თქვენი ქრსტიანული ცნობირება უკვე სხვა კალაპოტშია და დიდი ძალისხმევა და მეცადინეობაა საჭირო რომ სწორი ვერსიებით შეცვალოთ.

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
siyvitle
post Apr 29 2012, 03:36 PM
Post #8

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 29-April 12
Member No.: 6,800

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

იქნებ მაინც გეცადა კითხვების დასმა (და რისთვის, რატომ, რატომ, მესმის მაგრამ რატომ და ა.შ.) და არ დაუპირისპირო ქრისტიანული არგუმენტები ეცადე ნეიტრალური მაძიებელი და მეცნიერის ტიპაჟი იყო და რამე ახალი გზა "დაინახე მასთან ერთად".. მრავალი არგუმენტი და კითხვა არსებობს რომელზეც პასუხს ვერ გაგცემს და ეს გამოიყენე თან ნუ აგრძნობინებ რომ თუ ვერ გაგცა პასუხი დამარცხდება, უბრალოდ "მასთან ერთად ეძებე სინამდვილე თუ ამაოება". მოკლედ ჩემი გაუნათლებლობის გამო ვერაფერი ვერ გითხარი მაგრამ არა უშს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Apr 29 2012, 07:13 PM
Post #9

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ეხლავე გადავიკითხავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shinning Star
post Apr 29 2012, 07:35 PM
Post #10

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 29-April 12
Member No.: 6,802

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

საერთოდ რელიგიები და სექტები განსაკუთრებით ადამაინის ფსიქოლოგიაზე მუშაობენ. თუ ადამაინი თვითონ არ მიხვდა შანსი არაა გარედან ვინმემ გადაარწმუნოს, პირიქით ჩათვლის რომ ამით სატანა ებრძვის. თავისი დაკვირვებთი უნდა მივიდეს მაგ აზრამდე.
ამიტომ ჯობია არ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ ისეთნაირად მიდექი რომ თვითონ გააკეთოს დასკვნები, და თვითონ გაიაზროს.

ჩემი ნათესავი ბავშობიდან ამ რელიგიით აღზარდეს, ხშირად მქონია მასთან საუბარი, და ყოველთვის დარწმუნებით საუბრობდა და მეც მარწმუნებდა რომ ნამდვილად ესაა სწორი გზაო.
ერთი ორი წლის წინ კი რატომღაც დაკარგა რწმენა. ამბობს უბრალოდ მივხვდი რომ ადამაინის ფსიქიკაზე მუშაობენ, სულ ერთი და იგივეს ღეჭვა მიმდინარეობს, და სხვა თვალით დავიწყე სამყაროს ყურებაო. საერთოდ არც ერთი რელიგიის აღარ სჯერა, ამბობს რელიგიები საერთოდ არ არის საჭირო, თუ ღმერთი არსებობს ასეთი მარაზმები არაფერში დასჭირდებაო, და ცხოვრობს ყოველგვარი რელიგიური დოგმებისგან თავისუფალი.

ამიტომ ვამბობ რომ თვითონ უნდა მიხვდეს, მეც ბევრჯერ მისაუბრია მაგრამ ვერაფერი შევასმინე, მერე კი თვითონ მიხვდა და შეეშვა. მითუმეტეს მის შემთხვევაში უფრო რთული იყო, ბავშობიდან ასე გაზარდეს და ამ რელიგიით ჩამოუყალიბდა ფსიქიკა, მაგრამ მაინც შეძლო გამოფხიზლება.
ჩემი აზრით ეს დამოკიდებულია ადამიანის ინტელექტზე და აზროვნებაზე.
ეტყობა მის ინტელექტს აღარ აკმაყოფილებდა მათი სწავლებები და ამიტომ დაეკარგა ინტერესი, და მერე მიხვდა რომ ტყუილში ცხოვრობდა.
ყველამ თვითონ უნდა გაიაზროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Apr 29 2012, 07:44 PM
Post #11

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

vano kazbegi
მე, პირადად არ შევეწინააღმდეგები თუ კი ადამიანი ამ გზით გამოსწორდა .

ვაის გაეყარა უის შეეყარა? biggrin.gif

QUOTE
იეჰოვას მოწმეებისგან გავიცანი - იეჰოვას სახელი.
ისე რაბაები არა მაგრამ პისატი ებრაელებიც და ჩვეულებრივი ებრაელებიც იცინიან ღმერთის სახელზე. იმიტომ ეგ არაა სახელი ეგ ყველამ იცის. არც ერტი ებრაელი მაგას არ დაადასტურებს რომ ეგ ღმერთის სახელია. პირიქით ღმერთის გამომხატველი ერთ ერთი ეპითეტია

QUOTE
სამწუხაროდ, მამაობმა ვერაფრით ამიხსნეთ ბიბლია და ვერც დეტალები რომ გამერკვია. მამაობმაც კი კარგად არ იცოდა ბიბლიის ახსნა.

კი მსგავსი რამე მეც ვიცი და ბევრი ფაქტია რომ მღვდლებმა ნორმალურად არ იციან ბიბლია. მაგრამ ძალიან ჭკვიანი მღვდელიც მინახავს.მაგრამ ძალიან ბევრი სისულელეც რავიცი. და ეგაა მაგათი ერთ ერთი იარაღი ეკლესიის შეცდომებით ლაპარაკი და ასევე ჩვენი ბიბლიის ან სახარების ან იარაღად გამოყენება. გაჩვენებენ აი ეს ხომ ტქვენთანაც წერია? და ეგეთი რამეები

აი მარტო ამ საფლავის შეიძლება მსჯელობა თუ რა წარმომავლობა აქვს ამ "საზოგადოებას". ესაა საგუშაგო კოშკის დამაარსებლის და იეჰოვას მოწმეთა "საზოგადოების" სულის ჩამდგმელის ჩარლზ ტეიზ რასელის საფლავი.

უკან კიდევ შენობა როა ეგაა პიტსსბურგის დიდი მასონთა ლოჟა პენსილვანიაში.

მოწმეები ამას იმით ხსნიან რომ რასელი დაასაფლავეს არა ქრისტიანმა ნათესავებმა და ამიტომ ადგას რასელის საფლავს პირამიდაო.

LAIRA
QUOTE
ამით აიხსნება ეგ მეთოდი რომელიც შეიცავს პროტესტის ამ სახეს.
მომკალი და არ მჯერა რომ ეგ პროტესტია. პროტესტი კი არა განზრახ გაკეთებული და შექმნილი სექტა მაგრამ საითკენაა მიმართული ჯერ ვერ მივხვდი

QUOTE

ეს მეც უკლებლივ ყველა ჩემი ნაცნობი იეღოველისაგან მომისმენია,თუმცა როდესაც ვეცადე გამერკვია რამდენად ღრმად ერკვეოდნენ ყოფილ რელიგიაში სრულ უმეცრებას წავაწყდი smile.gif ასე რომ ესეც ზომბირების ერთ ერთი მეთოდია,რომესაც ერთხმად იმეორებენ.

biggrin.gif რა საინტერესოა იგივე დასკვნაზე მივედი მეც. მე რომ აუხსენი ჩემ ძმაკაცს რომ ვერ იქნებოდა მისთვის ჭეშმარიტება იეჰოვას მოწმეობა იმოტომ რომ ის არ იცნობს მართლმადიდებლობას ან კატოლიკეობას ან სხვა რამეს არ დამიჯერა არაო. ჭეშმარიტებააო.

QUOTE
ჩვენ ვიცით რომ ამ სექტის კრებებზე ხდება საჯარო შესწავალა თავისი გამოცემებისა კითხვა პასუხის რეჟიმში რომელიც შეიცავს კარგად დამუშავებულ, ფსიქოლოგიურად გათვლილ ფრაზებს რომელიც არის ლაკონური და ადვილად დასამახსოვრებელი,ყველაზე შეზღუდული უნარების მქონენიც კი კარაგდ ითვისებენ ამ ტექსტებს და ხელის აწევით ითხოვენ წაკითხულიდან დასმული კითხვებზე პასუხს.
მათი თეოკრატიული სამსახური შეიცავს ისეთი სწავლების ხარისხს,რომელიც გულისხმობს ინსცენირებების სახით განსახიერებულ გაკვეთილებს,სადაც ხდება თეატრალური წარმოდგენის ინსცენირება თუ როგორ უნდა გამოესაუბროს ადამიანს ქუჩაში,საუბრის ფრაზები წინასწარ დაწერილია და განკუთვნილია საზეპიროდ.
ბეჯითი მოსწავლეები ძალღონეს არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება ბუნებრივად გაითამაშონ ინსცენირება წინასწარ ნასწავლი ტესტებით, რომელიც საჭიროა კარდაკარ მსახურებისას საველე სამსახურში, ადამიანებთან ურთიერთობის გასაბმელად და მშვიდი,გაწონაწორებული შთაბეჭდილების დასატოვებლად
ძალიან საინტერესოა

QUOTE
თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ იღონოთ პრაქტიკულად smile.gif
შეუძლებელია ასეთი ზომბირების წინააღმდეგ რამე ძალა იხმარო ან დაანახო შენი სამრთლე,მათი სრული სიბრმავე და ბრმა რწმენა იმისა რასაც უჭედავენ თავში.
თუ თავად არ არის ამ ადამიანში სინათლე ის მუდამ სიბნელეში დარჩება იმ წუთამდე სანამ არ დაინახავს თავისი თვალით სად მიიყვანა ამ გზამ.
თუმცა არაფერია გამორიცხული
თუ ეს ადამიანი აღემატა თავისი განვლილი ცხოვრებების შედეგად მიღებული შინაგანი ძალით ამ ძლიერ მახეს,ის თავად გადადგავს ნაბიჯს იქით სადაც სიმართლეს დაინახავს.თუ მან გაანალიზა თავის გარშემო სიბნელე ავტომატურად დაიწყებს სინათლის ძებნას.
თუ სიმართლის დანახვა არ შეუძლია ანუ მასში არ არის სიმართლის ის დოზა,რომელიც წესით პროტესტს უნდა აჩენდეს არსებული რეალობის მიმართ,ჩვენ პრაქტიკულად უძლურნი ვართ

რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა მოვიყვანო ჭკუაზე. კაცი ზომბია და იმმენად დაჩმორებული. ადამიანსი ეგეთი ტრანსფორმაცია პირველად ვნახე ესე მოკლე პერიოდიში

siyvitle
QUOTE
იქნებ მაინც გეცადა კითხვების დასმა (და რისთვის, რატომ, რატომ, მესმის მაგრამ რატომ და ა.შ.) და არ დაუპირისპირო ქრისტიანული არგუმენტები ეცადე ნეიტრალური მაძიებელი და მეცნიერის ტიპაჟი იყო და რამე ახალი გზა "დაინახე მასთან ერთად".. მრავალი არგუმენტი და კითხვა არსებობს რომელზეც პასუხს ვერ გაგცემს და ეს გამოიყენე თან ნუ აგრძნობინებ რომ თუ ვერ გაგცა პასუხი დამარცხდება, უბრალოდ "მასთან ერთად ეძებე სინამდვილე თუ ამაოება". მოკლედ ჩემი გაუნათლებლობის გამო ვერაფერი ვერ გითხარი მაგრამ არა უშს smile.gif

ეგ ვცადე მარა არ გაამართლა. ყველაფერზე აქვს პასუხი. ცოლი სერიოზული მოწმეა და ის კარნახობს ხოლმე.

დიდი რელიგიური არ ვარ მე მაგრამ საქართველოდან უნდა გამოვაგზავნინო სახარება და სახარების განმარტებები. უნდა ვისწავლო მთლიანად ბიბლიაც და სახარებაც.იიმედია რამე გამომივა.

საინტერესო პასუხები იყო ძალიან. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Apr 29 2012, 07:47 PM
Post #12

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Shinning Star
QUOTE
საერთოდ რელიგიები და სექტები განსაკუთრებით ადამაინის ფსიქოლოგიაზე მუშაობენ. თუ ადამაინი თვითონ არ მიხვდა შანსი არაა გარედან ვინმემ გადაარწმუნოს, პირიქით ჩათვლის რომ ამით სატანა ებრძვის. თავისი დაკვირვებთი უნდა მივიდეს მაგ აზრამდე.

კიკიკი იგვეს ამბოს. სატანა მებრძვისო და ეგეტები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Apr 29 2012, 08:08 PM
Post #13

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE
საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ, იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან ბიბლია მაგრამ, ძალიან ცდებიან.

გეთანხმები, ტექსტის გარდა არაფრის აზრზე არ არიან სამწუხაროდ, მე პირადად საათობით მისაუბრია მაგათთან, მაგრამ არაა ეგ გზა სწორი.

--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Asmodeus
post Apr 29 2012, 09:02 PM
Post #14

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 29-April 12
Member No.: 6,798

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Cyber
QUOTE(Cyber @ 29th April 2012 - 04:54 AM) *
არა რატო არ უნდა გაეხსნა საინტერესო თემაა პასუხები მაინტერესებს

აჟიტირებული თემაა, დაძაბულობის შექმნის, დისკომფორტისა და ნერვების შლის საუკეთესო კერა, ამიტომაც არ ღირდა ამ თემის გახსნა, აქ ამ ფორუმზე მაინც.

უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ამ ფორუმზე ისეთი კატეგორიაა შეკრებილი საზოგადოებისა, რომელნიც პრიმიტიულ სექტანტურ აზროვნებაზე ბევრად მაღლა დგანან, საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალითა და სულიერი მდგომარეობით, განიხილო ეზოთერულ ფორუმზე ე.წ იეჰოვას მოწმეთა მშრალი იდეაფიქსები, უბრალოდ არამართებულად მიმაჩნია, თორემ აგერ ვარ მე და თავად ნახავთ მომავალში რამხელა დისკუსიებსა და არაფრისმთქმელ კამათებს წარმოშობს ეს თემა.

--------------------
ჩემი ჰალსტუხის წვერი მიმართულებას უჩვენებს იმათ, ვისაც არ მოვწონვარ სიმართლისა და პირდაპირობის გამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Apr 29 2012, 09:08 PM
Post #15

BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

zeppelin
ყველანაირი ორგანიზებული რელიგია თუ რელიგიური სექტა წარმოადგენენ ადამიანებზე ფსიქოლოგოიური ზემოქმედების, "ზომბირების" საშუალებას, ყველა მიმდინარეობა, რომელიც გაწოდებს მზამზარეულ კონცეფციებს, მკაცრად დაწესებულ წესებს და კანონებს, გართმევს თავისუფალ ნებას თვითონ განსაჯო და შეაფასო სულიერი მოვლენები თუ უძველესი რელიგიური ტექსტები, ამასთანავე უპირისპირდება და მთლიანად მცდარად აცხადებს სხვა რელიგიას - გარკვეული ეგრეგორის გავლენის სფეროა. რელიგიათა შორის დაპირისპირება არის არა გარკვეული აღმსარებლობის მქონე ადამიანთა დაპირისპირება , არამედ ამ თუ იმ რელიგიის მმართავ ეგრეგორებს შორის ომი. ის რომ ყველა რელიგია იმართება მათ მიერვე შექმნილი ეგრეგორების მიერ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ნამდვილი მორწმუნე, რომელი აღმსარებლობისაც არ უნდა იყოს, თავისუფალ ნებას მოკლებული და " დაზომბებულია", ბევრი მორწმუნისათვის რელიგია ჭეშმარიტების ძიების და თვითშემეცნების ერთერთი გზაა და არა ბრმა მსახურების. რადგანაც, თითოეული რელიგია თუ მიმდინარეობა, ცალკე აღებული (ამას მერამდენედ ვწერ smile.gif ) სამყაროს და საერთოდ სიცოცხლის შემეცნების გზაა, რომელიც შეიცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ამ ჭეშმარიტებას სხვა ვერ მოგაწოდებს, შეიძლება მიმართულება მოგცეს მხოლოდ - თვითონ უნდა აღმოაჩინო, სხვის მიერ მოწოდებული ჭეშმარიტების ჭეშმარიტებად აღიარებას (სამწუხაროდ ეს არის რასაც ითხოვს მორწმუნეთაგან თითქმის ყველა რელიგია) საკუთარი კვლევისა და განსჯის გარეშე მივყავართ რელიგიურ ფანატიზმამმდე და ეს არის სწორედ რომ კვებავს ეგრეგორს.
ორგანიზებულ რელიგიათაგან განსხვავებით, ახლადშექმნილი სექტებს (შესაბამისად მათ მიერ წარმოქმნილ ეგრეგორებს) დიდი გარჯა ჭირდებათ თავის შესანარჩუნებლად. იეჰოვას მოწმეები, მიუხედავად საკმაოდ ამბიციური სახელისა, ქრისტიანობის შედარების ახალი მიმდინარეობაა და ყველანაირი აგრესია მათ მიმართ გამოყოფს და აძლიერებს მის ეგრეგორს, ამიტომაც ასე მშვიდად იღებენ ყველა თავდასხმას. რასელის მიერ ინტერპრეტირებულ ბიბლიისა და მის თავდაპირველ მიმდევრების მიმართ ეკლესიას ყურადღება რომ არ გამოეჩინა, დღეს ეს სექტა არც იარსებებდა. რადგანაც ასეთ ეგრეგორებს არა მარტო ფანატიზმი, არამედ მათკენ მიმართული ყველა ენერგია კვებავს, აგრესია კი ენერგიის ძლიერი აფეთქებაა, რომელიც აგრესორს ართმევს ენერგიას და აგრესიის ობიექტისკენ მიმართავს.
ასე რომ, არა მგონია შენს მეგობრებს შენგან ჭირდებოდეთ დახმარება ან შენ შეგეძლოს მათი დახმარება, მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს, და საერთოდ ასეთ შემთხვევაში დახმარება შედარებითი ტერმინია, ისინი თვლიან შენ გჭირდება მათგან დახარება, და ამაში ისევე გულწრფელები არიან როგორც შენ. სექტებში ძირითადად ისეთი ადამიანები ერთიანდებიან, რომელთაც არა აქვთ არავითარი წინასწარი სულიერი განათლება, ან მცირე დროს დაყვეს სხვა რელიგიაში და იმედის გაცრუება იგრძნეს, ან საერთოდ ხელი მოეცარათ რამეში....., და მათ მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან ეგრეგორი, რადგან ისეთი ძლიერი არ არის როგორც სხვა ორგანიზებული რელიგიის, მისი წევრებისაგან გაცილებით დიდი ენერგია ჭირდება, ეს ფაქტორი იწვევს სექტანტთა ფანატიზმს. ძალიან იშვიათია vano kazbegi ის ნაირი, რომელმაც ის მიიღო და ნახა რაც აინტერესებდა, საკუთარი შეხედულებები და საღი განსჯის უნარი შეინარჩუნა და წამოვიდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 30 2012, 12:49 AM
Post #16

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

kate
ეს რა ზუსტად და კარგად ჩამოაყალიბე angelchik.gif
პირდაპირ სულმოუთქმენლად ჩავიკითხე და ძაან მომეწონა ეს პოსტი l_daisy.gif
ახლა, zeppelin , მეც გეტყვი ჩემს აზრს... მეც ადრე მრავალი წლის წინათ, რადგან სახარებაც კარგად ვიცოდი, მისაუბრია სხვადასხვა სექტის ხალხთან, ჩიხში მომიქცევია მათი ცოდნა სახარებაზე, მაგრამ შედეგი? არაფერი ისინი დარჩნენ თავიან სექტაში. ამ ბოლო დროს არ შევხვედრივარ ახლოს ამ სექტის ხალხს, მაგრამ იცი რას ვიზამდი? არაფერსაც არ ვეტყოდი მათ, რათქმაუნდა არც მათ საუბარს მოვისმენდი ამ თემაზე, შევეცდებოდი სასაუბრო თემის შეცვლას, რადგან ამ საუბარს უბრალო საუბარი არ ყოფნის, მათთან საუბარი მხოლოდ შინაგანი ხმით არის შესაძლებელი და არა შენი სიტყვებით. შენი ეგოთი თუ ილაპარაკებ აზრი არ ექნება. არვიცი თუ ჰქონია ვინმეს ასეთი შემთხვევა, როცა სიტყვები ენიდან რომ გამოდიან, ის სიტყვები ზევიდან ეშვებიან შენში. იცით ასე მგონია ყველამ შეიძლება ილაპარაკოს იმ სიტყვებით, რომლებიც ჩვენშია, მაგრამ ეგოს გარეთ. უბრალოდ ჩვენ ამ ხმის მოსმენა დავივიწყეთ დიდი ხანია...
იმედია არ გავართულე ძალიან blush.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Apr 30 2012, 01:09 AM
Post #17

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Asmodeus
QUOTE
აჟიტირებული თემაა, დაძაბულობის შექმნის, დისკომფორტისა და ნერვების შლის საუკეთესო კერა, ამიტომაც არ ღირდა ამ თემის გახსნა, აქ ამ ფორუმზე მაინც.
ნერვების შლა რატომ კი არაფერს ვქადაგებ და არც არავინ უშლის ნერვებს, პირიქით ზალიან საინტერესო რაეები გავიგე. biggrin.gif და რეგისტრაცია ფორუმზე და სულ ორი პოსტი და ორივე ამ თემის არასწორობაში ? biggrin.gif მოგზავნილი ხარ? biggrin.gif

kate

QUOTE
შენ გჭირდება მათგან დახარება,

სამწუხაროდ ეგრე თვლიან

ძალიან ორგანიზებული რელიგიაა მარტლა. ყველაფერზე აქვთ პასუხი, ყველაფერი იციან მაგრამ რამდენად სწორედ იციან? biggrin.gif
ისინი იმდენად ენდობიან თავის ორგანიზაციას რომ არასოდეს უჩნდებათ კითხვები. რაც არის ვსიო ეგრეა და მთელი ნიუანსებია რა. კიდევ ეგეთი ფსიქოლოგია აქვთ რომ რაც მეტად ცდილობ გადაარწმუნო ან დაუმტკიცო სხვა რამე მით მეტად რწმუნდებიან თავისი რელიგიის სისწორეში და გონიათ რომ შენ ეშმაკი გყავს შეჩენილი. ეს რელიგია დროსთან ერთად იცვლება. ჯერ იყვნენ იეღოვას მოწმეები, მერე იეჰოვას მოწმეები გახდნენ და ახლა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იეჰოვას ქრისტიანი მოწმეები ქვიათ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Apr 30 2012, 04:30 PM
Post #18

YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

zeppelin
მასონების საქმის აღმსრულებლები არიან ეგენი მათი გეგმის ერთ ერთი ნაწილი
სამწუხაროდ მატი 99% ბრმად არის მანდ გაწევრიანებული
ჩარლზ რასელი ნამდვილად მასონი იყო მასზე ყველანაირი ცნობები შევკრიბე და დავდებ მოგვიანებით.
მათ კი არ უნდა ვებრძოლოთ არამედ უნდა ვთქვათ მათზე სიმართლე,
სულ ესაა ჩემი პოზიცია

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
priad eshmak
post Apr 30 2012, 04:42 PM
Post #19

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 5-March 12
Member No.: 6,744

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ისე აქ რაზე ვკაკაჩობთ?
კარგი რა!... რაღა დროს იეყოველები და ისტორიული მუმიებია
საბავშვო ბაღია რა
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Apr 30 2012, 06:19 PM
Post #20

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

LAIRA
QUOTE
ასონების საქმის აღმსრულებლები არიან ეგენი მათი გეგმის ერთ ერთი ნაწილი
სამწუხაროდ მატი 99% ბრმად არის მანდ გაწევრიანებული
ჩარლზ რასელი ნამდვილად მასონი იყო მასზე ყველანაირი ცნობები შევკრიბე და დავდებ მოგვიანებით.
მათ კი არ უნდა ვებრძოლოთ არამედ უნდა ვთქვათ მათზე სიმართლე,

ოჰოოო ეს უკვე საინტერესოა. მასონი იყო აბა რა იყო სასაფლაოზეც ეტყობა რაც იყო biggrin.gif. მეორე კიდე ადგილი პირდაპირ პიტსბურგის მასონთა ლოჟის წინაა დასაფლავებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:41 AM