IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ინსაიდერი., როგორია რეალობა
ano
post Feb 15 2016, 02:18 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



youtube ზე ვეძებდი ინფორმაციას ქვეცნობიერის შესახებ და შემთხვევით ინსაიდერის აუდიოს წავაწყდი,
საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია, მცირე ნაწილი ვთარგმნე

წყარო
აუდიო ვერსია


ინსაიდერის გამოცხადება
რაღაც უცნაური მოხდა ფორუმზე godlikeproductions.com რამოდენიმე დღის განმავლობაში რამაც ფორუმელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვინმემ რომელიც თავს ინსაიდერს უწოდებს, ამტკიცებდა, რომ ის ეკუთვნის, იმ ოჯახის ხაზს, რომელიც მართავს სამყაროს და შეგვპირდა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას, თავიდან ეს ხუმრობას გავდა, რამოდენიმე კითხვაზე ჩვეულებრივი პასუხი იყო გაცემული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.
ნებისმიერი ვინც ერკვევა დიალექტიკაში, იცის, რომ პასუხები (კითხვით ფორმაში) ინსაიდერის მხრიდან მიზანმიმართულად აპროვოცირებდა სხვებს რომ დაესვათ შეკითხვები, რამაც გამოიწვია შემდეგი მოვლენები. ინსაიდერის პირველი შეკითხვა იყო შემდეგი: „თქვენ გგონიათ, რომ გარკვეულ პლანეტაზე ცხოვრობთ? და ნამდვილად ცხოვრობთ თქვენ მასზე?“
ხოლო მომდევნო პასუხები რომლებიც მან გაგვცა უთითებდა მის მიერ ფილოსოფიის, ისტორიის, მეტაფიზიკის, რელიგიის, მაგიის, პოლიტიკის... ღრმა ცოდნას.
ეს პასუხები იყო ძალიან ორიგინალური და კონკრეტული, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით.
საოცარია ის რომ ინსაიდერი კითხვებს პასუხობდა ძალიან სწრაფად. კითხვების თემები იყო სხვადასხვა შინაარსის, ხოლო პასუხები ჩნდებოდა წამიერად. ეს როგორ შეიძლება? ინტერნეტიდან კოპირებით? მე გულმოდგინედ შევამოწმე და ვერ ვიპოვე ინტერნეტში იწ წინადადებები, რომლებიც ინსაიდერმა დაწერა. ვიგრძენი რომ უბრალო ადამიანს ასეთი რამ არ შეუძლია.

ინსაიდერის პირველი გამოცხადება (პირველად გამოჩნდა ინგლისურენოვან ფორუმზე 2005 წელს)
__ინსაიდ: _ მე ელიტური ოჯახის წევრი ვარ, რომელიც თქვენ გეჯავრებათ.... დამისვით კითხვები და მე გაგცემთ პასუხებს.
რატომ? იმიტომ რომ შემიძლია.
__ფორუმ: _ რა არის „ელიტური ოჯახი?“
__ინსაიდ: _ ასეთი სახელი გამოიყენება. ოჯახები რომლებიც ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში მართავენ მათ, ვინც არ ეკუთვნით მათ სისხლით.
__ფორუმ: _ რას ფიქრობ პრობლემა "peak oil" (ნავთის მაქსიმალური მიღების მომენტი, რის შემდეგაც მოგების მოცულობა მნიშვნელოვნად ეცემა)
__ინსაიდ: _ გარკვეულ წრეებში ცნობილია, რომ ის გამომუშავდება. დედამიწა მეტ ნავთს აწარმოებს აირისაგან. გინდ დამიჯერეთ გინდ არა ეს ბუნებრივი პროცესი შემდეგი პრინციპით მუშაობს „რაც მეტს იღებთ, მით მეტი ინახება ბალანსის შესანარჩუნებლად“. გამოიკვლიეთ ფუტკრების მეთოდი რითაც ისინი აწარმოებენ თაფლს და მიხვდებით. გარდა ამისა დედამიწაზე ბევრი ადგილია, მდიდარი ბუნებრივი წიაღისეულით, რომელსაც ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებია.
__ფორუმ: _რაა საერთო ელიტური ოჯახის ხაზში?
__ფორუმ: _ გქონია როდესმე სექსი ბავშვთან?
__ინსაიდ: _ გაიგე, რომ გენეალოგიური ხაზი არჩეულ იქნა მმართველობისათვის, ის არ გაჩენილა ჰაერიდან. სულები რომლების ამ ხაზში ევლინებიან, ირჩევიან ღვთაებრივი კანონის მიერ.
მეორე შეკითხვა უჩვენებს, რომ შენ ძალიან ბევრს კითხულობ აიკას (დევიდ აიკი „შეთქმულების თეორიის“ ავტორი), ეს უბრალოდ გამოიყენება როგორც ხელსაწყო. მაგრამ მე გიპასუხებ, არა.
__ფორუმ: _ ბოდიში. მე არავინ მმართავს და არც არასოდეს მმართავდა ვინმე!
__ინსაიდ: _ ძველი ანდაზაა: იდეალური მონა_ ის არის ვინც ამბობს: „მე არ ვარ მონა“. ეს ისეა, როგორც ალკოჰოლიკი, რომელიც ამბობს, რომ ის არ არის ალკოჰოლიკი, ამიტომ ის ყოველთვის დარჩება ალკოჰოლიკად. აზრი გასაგებია?
__ფორუმ: _ სად ხართ ელიტარებო, გონებრივად ავადმყოფ ნათესავებს სად მალავთ, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ინცესტის შედეგად ჩნდებიან?
__ინსაიდ: _ ეს მითია, რომ ინცესტი ყოველთვის პრობლემას ქმნის. თუ 2 მშობელი ატარებს გენს, რომელიც საუკეთესოა ხარისხით, ვიდრე დანარჩენების...
__ფორუმ: _ რატომ დაუშვთ, რომ ჩვენ გავმრავლებულიყავით კურდღლებივით, თუკი ზედმეტი მოსახლეობა თქვენთვის საფრთხეს წარმოადგენს?
__ინსაიდ: _ 1. ჩვენ არ დაგვიშვია ეს. თქვენ იმაზე მეტი ძალაუფლება გაქვთ, ვიდრე გგონიათ.
2. გადავსებული მოსახლეობა ჩვენ ხელს არ გვიშლის.. ესეც მითია.
__ფორუმ: _ რას ფიქრობს „ელიტარული ოჯახის“ წარმომადგენელი godlikeproductions.com ფორუმზე
__ინსაიდ: _ რაც მეტადაა ადამიანები დაყოფილი, მით უფრო იოლი სამართავი არიან. თუ მათ გავხდით თავდაჯერებულს იმით, რომ მათ ხელში უჭირავთ ხმალი (იარაღი), რითაც მათი აზრით ისინი ხდებიან ძლიერები და შეუძლიათ იბრძოლონ „ბნელ ძალებთან“, მაშინ როდესაც ეს უბრალოდ კბილსაჩიჩქნია.
ფრთხილად უნდა იყო იმასთან ვისაც ამ ხმალს აძლევ ტრინიტი. იცი, რომ არა მხოლოდ წარმოთქმა არამედ სიტყვის დაწერაც კი გამოსცემს გამოსხივებას, და ეს პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს?
თქვენ გგონიათ რომ იბრძვით გარკვეულ მხარეს. მაგრამ მე გეტყვით, რომ აქ დაწერილი სიტყვების უმრავლესობა თქვენს მხარეს არ ეხმარება.
__ფორუმ: _ რა რელიგიური მიმდინარეობის ხართ?
__ინსაიდ: _ რელიგიები „ჩვენი“ შექმნილია.
ის რელიგიები რომლებიც ახლა პოპულარულია, სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. კონკრეტულად ამის შესახებ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, ოდნავ ცრუ გზაზე არიან. არსებობს ჭეშმარიტების გული, მაგრამ ის იყვინთება გაუკუღმართებულობის ზღვაში... თქვენთვის, რომ აარჩიოთ, გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენს რწმენას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს დაკავშირებულია რთულ ღვთაებრივ კანონთან.
__ფორუმ: _ რას იტყვით მსოფლიო ეკონომიკის შესახებ?
__ინსაიდ: _ შეთქმულების თეორეტიკოსები იმაში არიან მართალი, რომ ეკონომიკა ეყრდნობა ფულს, რომელიც არ არსებობს, ის არც იყო და არც იარსებებს. ის ვინც ფლობს ბანკებს, ასევე ფლობენ მასობრივ კომუნიკაციებს და პოლიტიკას, ასე რომ თქვენ იჯერებთ იმას რაც მათ ჭირდებათ.
__ფორუმ: _ როდის მოხდება თავთავის და ღვარძლის გადარჩევა? თუ თქვენ გსურთ რომ მოიშოროთ თავთავი და დაიტოვოთ ჩენჩო, როგორც მონები? ნებისმიერ შემთხვევაში ეს როდის მოხდება? დავიღალე ცრუ წინასწარმეტყველებებით, გთხოვთ იყავით გულწრფელი ამჯერად.
__ინსაიდ: _ 100% ით დარწმუნებული ვარ სამყაროს დასასრული არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ისეთი როგორც ყველას წარმოუდგენია. სამყაროს აღსასრული, როგორც თქვენ გიხსნიან სხვადასხვა წყაროები, სინამდვილეში არასოდეს ყოფილა ნაგულისხმევი ამ ადგილისათვის.
დადგება დრო როდესაც ყველა იქნება განთავისუფლებული, მაგრამ ეს არ არის მასობრივი მოვლენა, უფრო ინდივიდუალურია.... იმუშავეთ საკუთარ თავზე.
__ფორუმ: _ საინტერესოა ელიტა რატომ არ ხელმძღვანელობს? უფრო იმას გავს, რომ ისინი პარაზიტობენ საზოგადოებაზე.
__ინსაიდ: _ თევზები ოკეანეში ვერ ხედავენ, რომ ჩიტები ცაში დაფრინავენ.
__ფორუმ: _ მიგიღია შენ ან შენს ოჯახს მონაწილეობა ოკულტურ რიტუალში, თუ კი როგორია მისი ხასიათი?
__ინსაიდ: _ რიტუალს აქვს დანიშნულება, რაც უმრავლესობისათვის გაუგებარია. რიტუალი ემსახურება უმაღლეს არსებებთან კავშირს, რომლებიც ამ ყოფის გეგმას ხელმძღვანელობენ.
ჩვენ ჩვენს სამუშაოს ვაკეთებთ.
__ფორუმ: _ უნდა გითხრათ, რომ თქვენმა ღვთაებრივმა კანონმა კარგად «იხმარეთ» ეს პლანეტა და მისი მოსახლეობა!
__ინსაიდ: _ შენი ტიპის მორწმუნეები ვერ ხვდებიან, რომ ეს თქვენ თვითონ გააკეთეთ და არავინ აკეთებს ამას თქვენს გარდა.
სხვათაშორის, რაც ახლა დაწერე, ამით გაიხანგრძლივე დედამიწაზე ყოფნა კიდევ ერთი დაბადებით... ვიზიარებ მწუხარებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
td.........
post Apr 18 2020, 05:56 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც დრო გადის და რაღაცეებში მეტ უნფოს ვაგროვებ, ვრწმუნდები, რომ ქრისტე კარგად ფლობდა კაბალას და იყო კაბალისტი. სახარებას რომ გადახედოთ დაკვირვებით უამრავი დებულებაა ამ სწავლებიდან, რომლის მთავარი მიმართულებაა ადამიანის ეგოიზმზე ამაღლება და ახალი სამყაროს შექმნა.... რაც შეეხება იაჰვეს, ამასაც აქვს თავის გამართლება, თორის უამრავი ტექსტი შეიცავს მეტაფორულ ინფოს, მაგრამ მას პირდაპირ იგებენ და შესაბამისად ასრულებენ კიდეც. თავად იაჰვეს სახის ასექმნას მრავალი საუკუნე და სხვადასხვა ცივილიზაციის და ერის გამოცდილების შეატვისება დასჭირდა... ის რომ შემოქმედი , ერთი ძალა, რომელიც თავის თავში სრულიად მთელ სამყაროს აერთიანებს და ამასთანავე უსასრულოა და დაუსაბამო ყველა რელიგიასა და სწავლებაში ვხვდებით, მრავალღმერთიან რელიგიებშიც კი...
ქრისტე მწიგნობრებს სხვა მამობაზე მითითებით ეუბნებოდა , რომ ისინი ცოდვის და სიცრუის შვილები არიან და არა შემოქმედის , რომლის შვილადაც თავს თვლიდა...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ano   ინსაიდერი.   Feb 15 2016, 02:18 PM
ano   25/09/2005 რაღაც კითხვებ...   Feb 23 2016, 10:00 AM
old_man   ერთი თვის წინ გადა...   Feb 23 2016, 09:45 PM
Existence   ano საინტერესოა, არ ...   Feb 24 2016, 01:18 AM
earth   ano სხვათაშორის, რაც ...   Feb 24 2016, 09:37 PM
Existence   მოგვიანებით აუდიო...   Feb 25 2016, 03:04 AM
earth   ეჰ, რა უნდა დაიჯერო...   Feb 25 2016, 08:01 AM
ano   [b]ano საინტერესოა, არ...   Feb 26 2016, 01:42 PM
tikoroma   ჰაჰ მაგარი კაცია   Feb 26 2016, 02:52 PM
tikoroma   ჰეი, მონებო, გამარჯ...   Feb 26 2016, 02:52 PM
earth   ისე ეს ფრაზა დამრჩ...   Feb 26 2016, 04:27 PM
ano   ვაგრძელებ თარგმან...   Mar 26 2016, 08:17 AM
earth   ano ანო ძალიან საინტ...   Mar 26 2016, 05:32 PM
ano   [b]ano ანო ძალიან საინ...   Mar 27 2016, 07:37 AM
ano   ცოტა კიდე ვთარგმნე...   Mar 27 2016, 07:39 AM
tikoroma   მე მომწონს რასაც ა...   Mar 27 2016, 03:29 PM
ano   __ფორუმ:__თქვენ თქვი...   Mar 30 2016, 08:05 AM
tikoroma   ჰკითხონ ერთი, ვინც ...   Apr 1 2016, 01:05 PM
earth   სამწუხაროდ ისევ და...   Apr 1 2016, 10:26 PM
ano   ჰკითხონ ერთი, ვინც ...   Apr 8 2016, 03:12 AM
ichi   __ინსაიდ: __ გაიგეთ ვი...   Apr 15 2016, 11:11 PM
ichi   15. Есть всего одна схватка, ...   Apr 16 2016, 11:44 AM
Zet   ძაან მაგარია   Aug 15 2016, 09:31 PM
ano   ვაგრძელებ თარგმან...   Dec 23 2017, 05:08 PM
ano   _ ინსაიდ: _ პირველ რი...   Dec 23 2017, 05:12 PM
old_man   _ ფორუმ: _ ვიცი და ვგრ...   Dec 23 2017, 10:16 PM
ano   გავიგოთ ვინ ვართ... ...   Dec 25 2017, 01:13 AM
earth   მაგიტომაც ვიბადებ...   Dec 24 2017, 08:00 AM
ano   იეჰოვა ღმერთზე იყო...   Apr 14 2020, 06:59 PM
old_man   ano მე ერთი რამე მაინ...   Apr 14 2020, 07:41 PM
ano   ano მე ერთი რამე მაინ...   Apr 15 2020, 05:09 PM
tikoroma   ოლდ ქრისტიანობა ლა...   Apr 14 2020, 08:35 PM
old_man   ano კი ერთი და იგივეა...   Apr 16 2020, 11:48 AM
ano   ნამდვილად ჩახლართ...   Apr 16 2020, 06:29 PM
ano   ანასტასია მას წონა...   Apr 16 2020, 06:41 PM
td.........   რაც დრო გადის და რა...   Apr 18 2020, 05:56 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 01:19 PM