IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


me123
Posted on: Mar 12 2020, 08:52 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 5-March 20
Member No.: 7,874


ვინმე თუ კითხულობს დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ თვალები გაახილოთ ! რადგან ეს ჩემთვის ვინმეს თავის დროზე,რომ ეთხოვა უკეთესი იქნებოდა. მოკლედ საქმე რაშია,მთავარი არის ყურადღება ! კონცენტრაცია ! არა რაიმე საგანზე არამედ საკუთარ თავზე ! ვინც ერთხელ მაინც გადააწყდა გურჯიევის ნაშრომებს და ვერაფერი აიღო რეალურად მისგან ძალიან ვწუხვარ ! რადგან "ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ როცა "მე ვარ"- აი აქ დევს ის რასაც ადამიანები ასე გამეტებით ვეძებთ ! მართალი იყო გურჯიევი.გარკვეული დროის შემდეგ,როდესაც ცდილობ იპოვო,იპოვო მხოლოდ რა არ იცი და ამას ჭეშმარიტებას არქმევ ! დგები ორი ვარიანტის წინაშე,ან დაიძინებ ანდაც გაიღვიძებ,ან დარჩები ისევ იმ მექანიკურ არსებად ანდაც გარდაიქმნები სრულიად ახალ,შეგნებულ,უმაღლესი ხარისხის ნამდვილ ადამიანად.ამას სჭირდება იმ მე-ს შექმნა რომელსაც ასე ვეჭიდებით! მე-ო ბა რაში მდგომარეობს ! მას თვითონ ქმნის ადამიანი ! ის ჯერ კიდევ არ არსებობს იმ ადამიანებში,ისეთ ადამიანებში როგორებიც დღეს ჩვენ ვართ ! და როგორები ვართ დღეს ჩვენ ? საშინლად ეგოისტები !? არა,ჩვენ არ ვართ ეგოისტები თორემ ჩვენ ჩვენი ის "მე" რაზედაც მიდის ამდენი ხნის განმავლობაში საუბარი უკვე გვეყოლებოდა " ჩვენ უკვე ვიქნებოდით " ! რომ ვყოფილიყავით ეგოისტები ! რაში მდგომარეობს ეგოისტობა ! საერთო ჯამში ყველა ძიების გზაზე თითი ერთი რამისკენ არის გაშვერილი ! სურვილების გაქრობა ! ამქვეყნიურის მიტოვება,ასე ვთქვათ მიწიერის დათმობა,და ვის შეუძლია ეს ?! უმაღლესი ხარისხის ეგო-ს ! ასე,რომ როდესაც საუბარია ეგოს მოკლვაზე და ფიქრობ ვა რა ამგარია დადგება მომენტი და მე მიწიერი არაფერი მომინდება,წარმოიდგენ შენ არსებობას სადღაც სხვაგან,"უსასრულობაში" ასტრალური სხეულით,მენტალურით თუ რამდენი სხეულია საერთოდ ამ თეორიებში არ ვიცი. მაგრამ ერთი ვიცი ! ნამდვილად ვიცი.ადამიანს აქვს მეორე სხეული ! კიდევ ერთს დავამატებდი,საკუთარი თავის შექმნაც,ცოტა არასწორი კუთხით გადმოვეცი რამეთუ არა შექმნა,არამედ მიგნება გვძალუძს,.თუმცა ასტრალურ სხეულზე საუბრისას თითქოს ყველამ ვიცით,ცოტ ცოტა რამ ! სხვადასხვა კუთხიდან დანახულ,სხვანაირ სამყაროს მაინც ვერ ვსვავთ,იმ ერთი ერთში როგორც დღეს ჩემი კლავიატურაა ! და რომ შეგახედა იტყოდი ხო,ეს ნამდვილად კლავიატურაა-ო.საერთოდ ჩემი აზრების მსვლელობა,ძალიან ცუდ მდგომარეობაშია,თავიდან ვაპირებდი შეგრძნებები გადმომეცა თუ რა,სად და როგორ ხდებოდა,მაგრამ ახლა რაღაც მკარნახობს,რომ ერთი გაუგებარი რამის გამხელაა საჭირო ! თვითუარყოფა.მოდი თვითუარყოფას მიყოს ხელი,იმ ადამიანმა რომელსაც უნდა გაიგოს თავისი არსებობის სხვა შესაძლებლობანი,ემოციები თუ უბრალოდ ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად ეს სრულიად საკმარისია და თან ნამეტანიც.თვითუარყოფა მთელი სიმკაცრით ! თვითუარყოფას,მოაქვს ის რისთვისაც ასე ვიბრძვით.ტანჯვა არის გამოსავალი ! როგორც იცით გაცნობიერებული ! მოკლედ "გაცნობიერებული ტანჯვა,ესეიგი თვითუარყოფია მთელი სიმკაცრით,არანაირი დანდობა საკუთარი თავისა,თუ გსურს ნათელი მოეფინოს რამეს." ამავდროულად კოცენტრაცია,მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე.საერთოდ არ არის საჭირო ხიდან უეცრად მოწყვეტილ ფოთოლს წამის მეასედში გახედო და მის ძირს დავარდნას იმაზე უკეთ დააკვირდე ვინმე იქ მდგომი.საკუთარი ქმედებების გააზრება,გაცნობიერება ! საკუთარი თავის შეცვლა "შექმნა" მოგცემს იმას რასაც ითხოვ ! და რას ითხოვ ? მეტ ინტერეს ალბად ხო ? მეტ შეგრძნებას,მეტ ცნობებს ყველაფერზე და ამის მიღწევის რეალური შესაძლებლობა სწორედაც,რომ აქ არის ! არცერთი წიგნი,არცერთი ნამეტანი თქმულება თემასთან დაკავშირებით,მხოლოდ სერიოზული გაცნობიერება თითოეული წამის ! და ვიღაც უცბად 24 საათიანი დღის რეჟიმიდან მარადიულში ამოყოფს თავს ! გისურვებთ იმას,რომ ოდესმე იყოლიოთ თქვენი თავი ! ჩემთავსაც ამას ვუსურვებდი.მაშინად სიკვდილი,ეს არც კატასტროფაა და არც ბედნიერება,ეს ზრდის შეწყვეტაა და მეტი არაფერი !
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #128055 · Replies: 886 · Views: 393,935


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 02:20 AM