Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ აკუპუნქტურა (რეფლექსოთერაპია)

Posted by: nutsa Sep 17 2010, 05:53 PM

სუ ჯოკ ტერაპია , როგორც მკურნალობის მეთოდი დაამუშავა კორეელმა მეცნიერმა პროფესორმა Park Jae Woo (პაკ ჩჟე ვუ) , რომელმაც შეძლო არესბითად განევრცო ნემსით ჩხვლეტის (აკუპუნქტურის) ტრადიციული მეთოდი. სუ ჯოკ აკუპუნქტურა არის ავადმყოფის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი ხელის მტევანზე და ფეხის ტერფზე. ამ მეთოდის ძირიტადი უპირატესობაა სწრაფი და ზლიერი ეფექტია ყოველგავრი მედიკამენტების გარეშე . (მისი შესწავლა და გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომია და არ წარმოადგენს სირთულეს მაგრამ , ) მძიმე ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ,რომელიც მოიცავს ბევრ ორგანოს და სისტემას ან ტანის ფართო ნაწილს საჭიროა მივმართოთ კვალიფიცირებულ სუჯოკის სპეციალისტს . .ისინი ატარებენ მეტაფიზიკურ მკურნალობას ,შეუძლიატთ დაავადებულ სხეულში ენერგიის ბალანსირება და ფლობენ სხვა მეთოდებს ,რომელთაც ხანგრძლივი პროფესიონალური შესწავლა ესაჭიროება .

ამ მეთოდის საშუალებით შეიძლება ვუმკურნალოთ ისეთი სახის დაავადებებს როგორიცააა:

ნერვული დაავადები: ნერვალგია ,უძილობა ,ნევრიტი ,თავის ტკივილი ,ნევროზი ,დეპრესია ,შიში და ა.შ

ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები : ოსტეოართროზი ,ოსტეოხონდროზი , ხერხემლის თიაქარი , შლატერი , მენისკი და სხვა .

კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები : წყლულოვანი დაავადება , გასტრიტი ,კოლიტი ,კოლეცისტიტი ,შეკრულოვა და სხვა .

ტირკმლის დაავადებები : კენჭი ,კისტა ,დისბაქტერიოზი.

ღვიძლის დაავადებები : ცხიმოვანი ცვლის დარღვევები და სხვა

ენოკრინული სისტემის დაავადებები: სიმსუქნე , მასტოპატია ,ფარისებრი და ტირკმლისზედა ჯირკვლების ,საკვერცხეების პატოლოგიები (კისტა,კვანზი,პოლიკისტოზი ,ფიბრომა ,ციკლის დარღვევა)


http://www.radikal.ru

Posted by: nutsa Sep 17 2010, 05:59 PM

თუ დაგაინტერესდებათ განვავრცობ თემას smile.gif მე პირადად გამოვცადე ამ თერაპიის ეფექტურობა. არც ისე დიდ თანხებტანაა დაკვშირებული . თუ გავითვალისწინებთ იმას რომ საქ-ში საერტოდ არაა გავრცელებული და რამოდენიმე მკურნალია smile.gif

Posted by: nutsa Sep 17 2010, 06:01 PM

მე სწავლის პროცესში ვარ , რომ დავამთავრებ უფასოდ დავიწყებ მკურნალობას "ოჯახისწევრებისთვის " lol.gif lol.gif

Posted by: ირმა Sep 17 2010, 08:32 PM

nutsa
ძალიან კარგი თემა გახსენი!!! l_daisy.gif
მე ცოტაოდენი გამეგება რეფლექსოთერაპია და მაქვს რაღაც წიგნები.
შენმა ატვირთულმა სურათმა დამაინტერესა ძალიან. რომელიც როგორც მე აღვიქვი ის არის რომ მაგ: თავის არეში წერტილები გულისა და ფილტვების დაავადებაზეა. ნაწლავებისათვის წერტილები ფეხებზე და ა. შ.
საინტერესო იქნებოდა უფრო მეტი ასეთი სქემები და საერთოდ ...

Posted by: nutsa Sep 18 2010, 02:36 PM

ირმა ბევრი სქემებია და დავდებ ეტაპობრივად : )

Posted by: nutsa Sep 18 2010, 02:51 PM

http://www.radikal.ru "მწერის" შესატყვისი სისტემები მტევანზე და ტერფზე

Posted by: nutsa Sep 18 2010, 03:11 PM

ესეც "მწერის "შესატყვისი სისტემა .(მტევანსა და ტერფზე)
http://www.radikal.ru
მტევნისა და ტერფის ყოველ თითზე წარმოდგენილია "მწერის" სამკურნალო სისტემა ,რომელშიც უკანასკნელი ფალანგა შეესატყვისება თავს , შუა გულ-მკერდს , პირველი -მუცლის ღრუს .

Posted by: nutsa Sep 18 2010, 04:07 PM


კიდევ ერთხელ ავრნიშნავ რომ, ეს მეთოდი პროფილაქტიკისა და თვიტგანკურნების მიზნით შეიძლება გამოიყენოს ყველამ ,იმ შემთხვევაში ,როდესაც საქმე არ გავქავს ,მძიმე ქროიონიკულ დაავადებებთან .მე მოვიყვან მარტივ სტრუქტურებს ,თუ როგორ შეგვიძლია ვიმკურნალოდ სპეციალისტის გარეშე ასევე დავდებ სქემებს , თუ როგორა განლაგებული სხეული ხელის მტევნებზე და ფეხის ტერფზე .

როგორ ვიპოვოთ სამკურნალო წერტილები


მტევნისა და ტერფის შესატყვისობათა სისტემების მიხედვით მკურნალობის ეფექტურობა ნათლად მჟღავნდება როდესაც დაავადება ლოკალიზებულია ტანის განსაზღვრულ მცირე მონაკვეთზე (რვიძლის , კუჭის ,ყურის და ა.შ) .სწორად მოძებნილ შესატყვისობის წერტილზე ზემოქმედების დროს არა მარტო იხსნება ტკივილი ,როგორც ტკივილგამაყუჩებლის მიღებისას,არამედ იხსნება ტკივილის გამომწვევი მიზეზი,ნორმალიზდება ენერგეტიკული დინება ტანის დაზიანებულ ნაწილში.
იმისათვის რომ ვიპოვოთ დაავადებული ორგანოს ,ან ტანის დაავადებული წერტილის შესატყვისობის სამკ.წერტილი ,უნდა ვიცოდეთ თუ როგორ პროექცირდება ტანი მტევანზე (ტერფზე') სპეციალური დიაგნოსტიკური ჩხირის (არ ქონის სემთხვევაში ასანთის ღერის ) თანაბარი დაწოლით სეიძლება ზუსტად განისაზღვროს სამკურნალო შესატყვისობის წერტილის მდებარეობა.
სამკურნალო წერტილი ყოველთვის მკვეტრად მტკივნეულია.!
სავარაუდო წერტილს უნდა დავაჭიროთ თანაბარი ძალით და რაც მთავრი თავიდანვე დიდი ძალით -არა. ტავიდანვე ძლიერად დაწოლის სემთხვევაში ,ყველა წერტილი მკვეთრ რეაქციას მოგცემთ და ვერ სეძლებთ განსაზრვროტ რომელია ყველაზე მტკივნეული. სამკ . წერტილი ტავს ამჟგავნებს იმით, რომ დაწოლის დროს წარმოიშობა მოძრაობითი რეაქცია (უნებლიე მოძრაობა მკვეთრი ტკივილის გამო)
წერტილების ზუსტი განსაზღვრის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოტ სხვადასხვა ხერხი მის სამკურნალოდ .




Posted by: nutsa Sep 18 2010, 04:07 PM

თერაპია მარცვლების მეშვეობით
ეს არის მკურნალობის კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი .ის მდგომარეობს იმაში რომ მტევნისა და ტერფის სამკურნალო წერტილებზე პლასტირის მეშვეობით მაგრდებ წიწიბურას , ბრინჯის ,ხორბლის,ვაშლის ყურძნის კურკები და ა.შ.წერტილების საფუძვლიანი მასაჟის შემდეგ მატზე მაგრდება მარცვლები.კარგი ეფექტის მისაღებად სასურველია რომ გვეკეთოს დრე გამის განმავლობაში (ყოველ 3-4 საათში სასურველია ჩავატაროთ მასაჟი მარცვლებზე დაწოლით და ერთდროული წრიული მოძრაობიტ.
ქავილი,ცხვლეტა ,ტკივილის გაჩენა,სიტბოს შეგრძნება-- ეს პირველი ნიშნებია იმისა რომ მარცვლების ბუნებრივმა ენრგიამ დაიწყო ზემოქმედება აქტიურ წერტილებზე.დრე -ღამის შემდეგ დაიდება ახალი მარცვლები და განმეორდება პროცედურა.
ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ძველი ქრონიკული დაავადებების დროს,რომელთაც თან ერთვის მუდმივი ტკივილები ,სახსრების ავადმყოფობის დროს, აგრეთვე ბავშვების მკურნალობისას,რადაგანაც ისინი მეტად აღიქვამენ ასეტ ზემოქმედებას.
შეიძლება დავიდოთ ცალცალკე მარცვლები დავადებულ წერტილებზე ან დავფაროთ მათი ზონა ,რომელიც შეესატყვისება დაავადბულ ორგანოს.მარცვლები რომელიც უნდა გამოვიყენოთ სამკურნალოდ ,არ უნდა იყოს დაზიანებული,უნდა იყოს ახალი და შეიზლებოდეს მათი დატესვა.
გარდა ცამოთვლილი სატესლე მარცვლებისა,სეიძლება გამოვიყენოთ კენჭები,ქვისის მარცვლები ,ყინულის ნატეხი.აგრეთვე სტიმულაციისთვის სხვა გამოსადეგი ბუნებრივი მასალა .

Posted by: nutsa Sep 18 2010, 04:22 PM

მტევნისა და ტერფის პროფილაქტიკური მასაჟი ხელით
საჩვენებელი და დიდი თითით (ცერით) ყურადღებით გამოიკვლიეთ მტევნისა და ტერფის ორივე მხარე .ამ დროს თქვენ აღმოაჩენთ დაავადებულ ზონებს ,სხვადასხვა სიმკვრივეებს ,კუნტების მონაკვეთის სპაზმირებებს ,ეს ნიშანია თქვენს ორგანიზმში მიმდინარე უწესრიგობისა .ასეთი ზონები აუცილებლად უნდა დამასაჟდეს თითებიტ იქამდე , სანამ მათში არ იგრძნობთ სითბოს გაჩენას ,ტკივილისა და გამაგრების გაქრობას.
გახსოვდეთ რომ ,მეტად სასარგებლოა მტევნისა და ტერფის ტიტების დაბოლოებისა და ფრჩხილების მასაჟი .ეს ნაწილები შეეფარდება თავის ტვინს .გარდა ამისა მათზე პროექცირდება ადამიანის მთელი ტანი მინისისტემის შესატყვისობის სახით,ამიტომ უმჯობესია თითების დაბოლოებები დავამასაჟოთ სითბოს მყარ შეგრძნებამდე.

Posted by: td......... Sep 20 2010, 10:35 AM

nutsa
მოკლედ შენი პოსტები , რომ ვნახე მომეწონა.. გუშინწინ როდესაც დავწექი ვიფიქრე აბა ვცდი დაძინებამდე ხელის მტევნების და თითების მასაჟს გავიკეთებ თქო.. საქმე ისაა, რომ მუხლის სახსარში რაღაც პრობლემა მაქვს წლების განმავლობაში, ბავშვობიდან პრაქტიკულად, ხან მიმწვავდება, ხან რემისიის პერიოდი მაქვს. ამჟამად ბევრი სარბენი მქონდა და ტანაც 1 კვირის წინ ზალიან ცუდად გადამიტრიალდა ფეხი, ისე რომ მუხლმა საოცარი ხმა გამოსცა და იმის შემდეგ ფაქტიურად მისი გაშლა ძალიან მიძნელდებოდა და ასე კოჭლი ძაღლივით დავდიოდი ... biggrin.gif ხოდა დავწექი და დავიმასაჟე ყველა თითი ცერიდან ნეკამდე, მერე ხელის გულები, ზურგის მხრიდანაც მტევნები.. გულდასმით, წრიული მოძრაობებით ვატარებდი მასაჟს.. მინდა გითხრა ვგრძნობდი სხეულის სხვადასხვა უბანში, ჩხვლეტას, ან დაწოლასავით რაღაც განცდა იყო, შემდეგ რაღაც დროსი მერე სითბოს..ამის მერე გადავდიოდი სხვა თითზე ან მტევნის უბანზე.. რაღაც მომენტში მუხლშიც ვიგრძენი ზემოთ მოყვენილი გშეგრძნებები.. მივხვდი რომ ამ სახსრის წერტილს მივადექი.. ბოლს სახსარი გამიხურდა და ისეთი ტავისუფლების განცდა დამეუფლა, თითქოს ცხოვრებაში არ მტკენია და თითქოს რაღაც ხუნდები მომხსნესო.. მოკლედ მეორე დღეს მაღალ ქუსლებზე გავატარე 9 დან საღამოს 10 ნახევრამდე დრო, ტანაც სულ აღამართ -დაღმართზე მომიწია სირბილმა.. smile.gif დიდი მადლობა ნუც! წარმომიდგენია პროფესიონალმა თუ ჩაგიტარა ეს მკურნალობა რა შედეგები იქნება! smile.gif

Posted by: Atman Sep 20 2010, 11:08 AM

nutsa

ძალიან მაგარი თემაა! მიდი ისწავლე და ჩვენც გვასწავლე მერე, ან გვიმკურნალე მაინც... biggrin.gif

Posted by: მზეონა Sep 20 2010, 03:31 PM

მადლობა nutsa ასეთი კარგი თემისთვის!!! :*

პ.ს. ფეხის ტერფის სქემაც დადე პლზ wink.gif

Posted by: nutsa Sep 20 2010, 05:37 PM

გამიხარდა თუ ტემა მოგეწონათ განვავრცობ : ) ატმან რამოდნეიმე გაკვეთილირა დამრჩა და მკურნალობას შევუდგები: ) სწავლება მარტივი რამაა შენთვის ნუ ვისაც აქვს სამედიცინო განათლება .უბრალოდ მერიდიანებში გარკვევა და რაგაცეებია რთული ,მაგრამ მარცვლებით მკურნალობა უმარტივესია .და მასაჯებით

Posted by: nutsa Sep 20 2010, 05:44 PM

http://www.radikal.ru თეო ეს მარტივი სისტემა ,დანარჩენებს მოგვიანებით დავდებ .სკანერი არა მაქვს და ნეტშიც არაა ყველა სისტემა .

Posted by: nutsa Sep 20 2010, 05:47 PM

http://www.radikal.ru
ეს ძალიან ეფექტური მასაჟორია . "ინდოელების ბაზარი " რომ ჩამოდის იქ იყიდება და დაახლოებიტ 10ლარი ღირს .შეიძინეთ თუ სადმე წააწყდით . (სუჯოკში აქტიურად იყენებენ პროფილაქტიკის მიზნით და ტერაპიის დროსაც )

Posted by: ირმა Sep 21 2010, 09:46 PM

nutsa

http://pix.ge/

თუ იცი ეს წერტილი რას შეესაბამება, ზემოთ სურათზე,– თითქოს ფილტვებს შეესაბამება. როცა მოვსინჯე ორივე ხელზე მტკიოდა, არადა ფილტვების პრობლემა არ მქონია. იქნებ რამე სხვა ორგანოსაც შეესაბამება. თუ ასეა რომელს?

ადრე როგორც ვიცოდი ეს წერტილი გაციებულზეა კარგი რომ დავზილოთ. არც გაციებული არა ვარsmile.gif

Posted by: td......... Sep 22 2010, 11:12 AM

ირმა
მე ბავშვობაში მაგ წერტილზე დაჭერით კბილის ტკივილს ვაყუჩებდი..smile.gif

Posted by: ირმა Sep 22 2010, 01:59 PM

smile.gif
როგორც ვიცი ბევრი რამისათვისაა ეს წერტილიwink.gif

Posted by: გოგა Sep 22 2010, 03:06 PM

ძალიაჯ მაგარი თერაპიაა... წვივის ძვლის ანთება მომირჩინეს ამ თერაპიით ერთხელ და მეორეთ მყესების ანთება ... ძალიან ეფექტურია....


ცოტა ხანში რაღაც პრობლემების გამო ისევ უდნა ვიარო... smile.gif


nutsa
სად სწავლობ შეგიძლია მითხრა??

ან წიგნები თU იყიდები მაქვს სურვილი ჩემთვის რო გავეცნოო.. თორე იმდენი ტრამვები მაქვს ხოლმე რო biggrin.gif

Posted by: გოგა Sep 25 2010, 02:39 PM

ე შემოდით ვინმე რა

Posted by: nutsa Sep 25 2010, 05:42 PM

გოგა თუ დაინტერესებული ხარ შემიზლია წიგნები გატხოვო ქსეროქსები გააკეთო და ა.შ და თუ სწავლას გადაწყვეტ ამაშიც შემიძლია დაგაკვალიანო smile.gif

Posted by: nutsa Sep 25 2010, 05:53 PM

ირმა ახლა დავდებ საკვერცხეების წერტილებს . (ვერ სემოვდიოდი კომპს პრობლემა ქონდა )

მწერის სისტემა " შუა თითზე
http://www.radikal.ru

Posted by: nutsa Sep 25 2010, 06:01 PM

ეს ძირითადი სისტემაა.(შუა წერტილი საშვილოსნოს ყელია ) შეგიძლია ამ ადგილებში ეძებო მტკივნეული წერტილი,მოძებნის შემდეგ წიტელი მარკერით აღნიშნე. დამუშავების შემდეგ(ჩხირით), (იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტ მარცვლების დამაგრებას მანამ )აიღე ვაზის ან რომელიმე ხის გამხმარი ტოტი და გაითბე მტკივნეული წერტილი.ძალიან ეფექტურია თუ მთელი მტევნის მიდამოებს გაითბობთ smile.gif და შემდეგ უკვე დაიმაგრებთ მარცვლებს smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nutsa Sep 25 2010, 06:03 PM

ძირითადი სისტემა საკვერცხეების დაავადების დროს (უხარისხო ფოტოებისთვის ბოდიშს ვიხდი ) : )


http://www.radikal.ru

Posted by: nutsa Sep 25 2010, 06:10 PM

ციტატა(ირინი @ 21st September 2010 - 10:46 PM) *
nutsa



თუ იცი ეს წერტილი რას შეესაბამება, ზემოთ სურათზე,– თითქოს ფილტვებს შეესაბამება. როცა მოვსინჯე ორივე ხელზე მტკიოდა, არადა ფილტვების პრობლემა არ მქონია. იქნებ რამე სხვა ორგანოსაც შეესაბამება. თუ ასეა რომელს?

ადრე როგორც ვიცოდი ეს წერტილი გაციებულზეა კარგი რომ დავზილოთ. არც გაციებული არა ვარ




ირმა ეს მარჯვენა თირკმლის შესატყვისი წერტილია smile.gif (ძირითადი ზონაა )

Posted by: ირმა Sep 25 2010, 08:53 PM

nutsa
ნუცა დიდი მადლობა ამ საინტერესო მასალებისათვის.

QUOTE(nutsa @ 25th September 2010 - 07:10 PM) *
ირმა ეს მარჯვენა თირკმლის შესატყვისი წერტილია (ძირითადი ზონაა )

საინტერესოა...

Posted by: nutsa Sep 25 2010, 10:03 PM

ირმა რა მაინტერესებს იცი .მხარი ხომ არ გქონდა დაზიანებული ,> ამ წერტილთან რომელიც შენ იკიტხე მილიმეტრებშია მხრის შესატყვისი წერტილი.

Posted by: nutsa Sep 25 2010, 10:17 PM

ირმა ფილტვების შესატყვისობაც ახლოსაა,მაგრამ ოდნავ ზემოთ და შიდა მხარეს .ზუსტად რა წერტილსი გაქვს პრობლემა თუ მანახებ უფრო მივხვდები smile.gif

Posted by: ირმა Sep 26 2010, 09:39 AM

nutsa

QUOTE(nutsa @ 25th September 2010 - 11:03 PM) *
ირმა რა მაინტერესებს იცი .მხარი ხომ არ გქონდა დაზიანებული ,> ამ წერტილთან რომელიც შენ იკიტხე მილიმეტრებშია მხრის შესატყვისი წერტილი

QUOTE(nutsa @ 25th September 2010 - 11:17 PM) *
ირმა ფილტვების შესატყვისობაც ახლოსაა,მაგრამ ოდნავ ზემოთ და შიდა მხარეს .ზუსტად რა წერტილსი გაქვს პრობლემა თუ მანახებ უფრო მივხვდები

არა არაფერი...
დამავიწყდა მეთქვა. ამ სურათის ატვირთის ერთი დღის შემდეგ შემხვდა გრიპი. შეიძლება მაშინაც მქონდა უკვე... დაბალი სიცხეები მქონდა და ვერ მივხვდიsmile.gif
ახლა დღეს უკვე ისე აღარ მტკივა.
მადლობა ნუცა l_daisy.gif kiss1.gif

Posted by: გოგა Sep 26 2010, 11:10 AM

nutsa

QUOTE(nutsa @ 25th September 2010 - 05:42 PM) *
თუ დაინტერესებული ხარ შემიზლია წიგნები გატხოვო ქსეროქსები გააკეთო და ა.შ და თუ სწავლას გადაწყვეტ ამაშიც შემიძლია დაგაკვალიანო


კი კი ძალიან ვარ დაიტნერესებული და დიდად მადლობელი დაგრჩები smile.gif

პმ ში მოგწერ smile.gif

Posted by: ირმა Sep 27 2010, 10:22 AM

nutsa
ვნახე მრავალი სქემა, ასე რომ ატვირთვა–სკანარიზმა არ დაგჭირდება, შეგიძლია უბრალოდ გამოიყენოwink.gif
http://www.google.gr/images?q=su+jok&um=1&hl=el&tbs=isch:1&ei=bzagTNeZOIi6jAeYq9SYDQ&sa=N&start=18&ndsp=18
http://pix.ge/

P. S.მემგონი ჩემი წერტილი ან კუჭი, ან გულია...

Posted by: ირმა Sep 29 2010, 11:10 PM

nutsa
არსებობს თუ არა რამე ადვილი მეთოდი წერტილების მოძებნისა?
რამდენი ხანი უნდა ჩავატაროთ მასაჟი თითო წერტილზე,–დღეში ერთხელ, რამდენი წუთი?
მასაჟი მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით თუ კეთდება?
ბევრი შეკითხვა დაგროვდა... smile.gif

Posted by: nutsa Sep 30 2010, 12:36 PM

კი მასაჯი მხოლოდ საატის ისრის მიმარტულებით კეთდება . 3-4საატსი ერთხელ უნდა დამუშავდეს მინიმუმ 5წუთი .სასურველია ამის შემდეგ გამხმარი ხის ტოტით გაითბო დამუშავებული წერტილები და დაიკრა მარცვალი. რაც შეეხება წერტილის მოძებნას .აიგე რამე მრგვალთავიანი საშუალო ზომის ჩხირი (ასანტის ღერს ხმარობენ ,ფანქრის წვერს თუმცა ასანთის ღერი მოუხერხებელია ) და ამ ჩხირით თანაბარი სიზლიერიტ დააჩირე კანს .ძალიან მარტივად მოძებნი მტკივნეულ წერტილს.მტევნის ზედა ნაწილში ნეკის და არატითის ზემოთ დაიწყე ფრჩხილიდან ,შემდეგ უკვე ხელის გულზე გადადი .(და ზოგადად შიდა მხარეს )

ზომოთ რომ ფოტო დადე და მიუთითე რომ შენი წერტილი გული ან კუჩია ,ამაში ვერ დაგეტანხმები .მოკლედ აქ მერიდიანებშია საქმე .ტან შენ დახატე მტევმნის ზედა ნაწილში არსებული წერტილი ..ეს ერტერტი დიდი სისტემაა . მე პირადად მწერის სიტემა მირჩევნია . და ძირითადად მწერის სისტემას იყენებენ smile.gif კიტხვები ტუ გაქვს დასვი და გიპასუხებ . smile.gif

Posted by: ირმა Sep 30 2010, 09:11 PM

nutsa
მართალია, მერიდიანების შესწავლას ვცდილობდი ადრე და საკმაოდ რთულია. უამრავი წერტილი მთელს სხეულზე.
მადლობა... kiss1.gif
ისე შეიძლება მეც გადავიღო სურათი ხელზე, ასე უფრო ზუსტად მოვნიშნავ წელტილს, თუ არ დამეზარაwink.gif

Posted by: nutsa Sep 30 2010, 09:30 PM

კი ირმა ასე ჯობია . გადაურე თუ არ დაგეზარა kiss1.gif

Posted by: sky Oct 1 2010, 04:07 AM

ხელზე კბილები სადა არის? smile.gif))

Posted by: მზეონა Oct 7 2010, 11:15 PM

http://www.youtube.com/watch?v=SvhD-lSkHoM&feature=related
smile.gif
პ.ს. სულ "შემთხვევით" გადავაწყდი biggrin.gif

Posted by: Simulated Oct 12 2010, 04:11 PM

nutsa

რეფლექსოთერაპია კომპლექსების მოხსნაში ეხმარება ადამიანს?
8 თვე.

Posted by: გოგა Oct 18 2010, 08:47 PM

აუუ წიგნები მინდა ამ თერაპიიის sad.gif


ძალიან მინდა თან sad.gif


nutsa
შემეხმიანე რა.. sad.gif

Posted by: გოგა Oct 30 2010, 03:19 PM

sad.gif

Posted by: I AM Nov 2 2010, 10:23 PM

აბა ვის გაინტერესებთ სუ-ჯოკი? მე მქონდა ბედნიერება გამევლო რაღაც კურსი და ვაღიარებ რომ მართლაც უნაკალური მეთოდია

Posted by: ირმა Nov 4 2010, 10:21 PM

I AM
მე მაინტერესებს და ვგონებ ბევრს აინტერესებს ამ ფორუმზე ეს თემა.
თუ შეგიძლია გაამდიდრო ინფორმაციით ეს თემა ძალიან კარგი იქნებოდა. თანაც ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომია და შესაძლებელია ბევრს დაეხმაროს ამ თემაზე ინფორმაცია)))

Posted by: I AM Nov 4 2010, 10:28 PM

http://www.klex.ru/books/vu_pak_su_dzhok_semyanoterapiya.rar - მარცვლებით მკურნალობაზეა

http://www.klex.ru/books/health/onnuri_2.zip -"თითებისთერაპია"


http://www.klex.ru/books/health/palmztceterapiya.rar

ირმა
ვფიქრობ გამოგადგებათ ეს წიგნები smile.gif

Posted by: ირმა Nov 4 2010, 10:47 PM

I AM
კარგია წიგნები რომ დადე, რადგან ბევრი ეძებდა ამ წიგნებს.
საინტერესო იქნებოდა თუ გაქვს პირადი პრაქტიკული გამოცდილება ამ საკითხზე smile.gif

Posted by: გოგა Nov 7 2010, 06:21 PM

გადავწერ მაგ წიგნებს და კდიე ვიცნ რა იცით დადეთ რა.. ან სახში თUგაქვთ კიდე რამე წიგნები 1 დღე მათხოვეთ გადამაქსეროქებიენეთ რა : (((

Posted by: გოგა Nov 9 2010, 07:16 PM

I AM
აუ რა მაგარი წიგნებია.... გაიხარე შენ... smile.gif დიდი დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tikoroma Nov 11 2010, 05:54 PM

სახსრებს არ აქვთ თავისი წერტილები? თუ დადებთ სქემას კარგი იქნება, მუხლის, ქუსლის მაინტერესებს ძირითადად

Posted by: I AM Nov 13 2010, 11:58 PM

ვიდეოები სუ-ჯოკზე, იმედია დაგეხმარებათ smile.gif


http://video.yandex.ru/search.xml?text=su+jok

Posted by: I AM Nov 14 2010, 12:10 AM

ზემო აღნიშნული ვიდეოები დაგეხმარებათ გაიგოთ სუ-ჯოკ თერაპიის წარმოშობის ისტორია, გამოიყენოთ პრაქტიკაში და გარკვეულ დონემდე ჩაწვდეთ ამ მართლაც უნიკალური მეთოდის არსს.

იმედია მოგეწონებათ smile.gif

Posted by: nutsa Apr 9 2011, 05:45 AM

I AM <-- გმადლობ ფაქტიურად ტემისთვის ყურადღება მიგიქცევია smile.gif მე დიდი ხანი არ შემოვდიოდი ფორუმზე და უპასუხო კითხვებისთვის ბოდიშს ვიხდი smile.gif welcomeani.gif

Posted by: nutsa Apr 9 2011, 05:48 AM

tikoroma კი სახსრებს აქვს თავის წერტილები. სხვათაშორის ყველაზე ხანგრძლივ მკურნალობას სწორედ სახსრები მოითხოვს ამ თერაპიის მიხედვით

Posted by: moon May 23 2011, 12:41 PM

გამარჯობათ! შეიძლება რომ ამ მეთოდმა არ იმუშაოს ვინმეზე? მე ჩავიტარე 14 დღიანი კურსი.ნემსებს მიკეთებდნენ მთელს სხეულზე sad.gifმერიდიანებზე) ხელის გულებზეც და ყურზეც.კიდევ წურბელები და სიგარებით გათბობა,თესლებსაც მიმაგრებდა თითებზე.ის პრობლემა რის გამოც მივედი არ მომეხსნა.საკვერცხის ენდომეტრიალური კისტა,ჩიყვი და ჰორმონალური დარღვევა რის გამოც ვერ ვორსულდები და სიმსუქნე. მეუბნებიან კიდევ ერთი 14 დღიანი სეანსი გჭირდებაო.უკვე ეჭვი მეპარება ღირს თუ არა კიდევ ამხელა ფულის გადაყრა...თქვენ თუ შეგიძლიათ კომპეტენტური პასუხი მომცეთ? სპეციალისტია სუსტი თუ მე ვარ "სხვანაირი"და ჩემზე არ მოქმედებს. იმ სპეციალისტის კოორდინატები ახლობელმა მომცა ვისაც საკვერცის კისტა გაუქრა 8 სეანსში.

Posted by: nutsa Sep 21 2011, 02:14 PM

moon ალბათ სპეციალისტი იყო ცუდი .....sad.gif

Posted by: td......... Sep 22 2011, 10:05 AM

nutsa
gul.gif

Posted by: nausea Jun 18 2012, 02:20 PM

რამე მისაწვდომი ლიტერატურა შეგიძლიათ მიუთითოთ? ქართულად რომ იყოს და ვრცელი ინფორმაცია მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ ))

Posted by: nausea Jun 18 2012, 02:22 PM

QUOTE(გოგა @ Nov 9 2010, 07:16 PM) *
I AM
აუ რა მაგარი წიგნებია.... გაიხარე შენ... smile.gif დიდი დიდი მადლობა smile.gif

სად რაის მაგ წიგნები? აქ არ არის ხომ დადებული, რომ გადმოვიწეროთ? ))

Posted by: nausea Jun 18 2012, 02:25 PM

QUOTE(I AM @ Nov 4 2010, 10:28 PM) *
http://www.klex.ru/books/vu_pak_su_dzhok_semyanoterapiya.rar - მარცვლებით მკურნალობაზეა

http://www.klex.ru/books/health/onnuri_2.zip -"თითებისთერაპია"
http://www.klex.ru/books/health/palmztceterapiya.rar

ირმა
ვფიქრობ გამოგადგებათ ეს წიგნები smile.gif

აუ, არ ხსნის გვერდს (( რამე სხვა ვარიანტი არაა? ))

Posted by: nausea Jun 18 2012, 02:40 PM

QUOTE(nausea @ Jun 18 2012, 02:22 PM) *
სად რაის მაგ წიგნები? აქ არ არის ხომ დადებული, რომ გადმოვიწეროთ? ))

უი, ვიპოვე ))

Posted by: anima mundi Sep 26 2012, 11:45 PM

მამაჩემი აკეთებს აკუპუნქტურულ მასაჟებს და ნამდილად ძალიან მაგარია smile.gif ტიბეტურიდა კოლხური მედიცინები აქვს გერთიენბული და თავის სისტემა აქვს.. ორი კვირის მასაჟის შედეგი უკვე იგრძნობა კაი რამეა

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)