Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ კარმის პრინციპი

Posted by: Simulated Mar 28 2015, 03:41 PM

მოკლედ არმოვყვები ჩემს წარსულს,არც აწმყოს.მარტივად ვიტყვი ჯერ ბედნიერების შეგრძნება გამონაკლისი დღეების გარდა არმქონია.ეს დღეებიც თითებზე ჩამოსათვლელად შემიზლია გავიხსენო.
ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს ყველაფრისთვის,საპირისპიროს მოთხოვნის გარეშე.
ამ 1 წელიწადში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა . ყველაზე რთული პერიოდიმაქ ეხლა რაც მქონია .ერთადერთი უხეშად რითიც ვმკურნალობ ალკოჰოლია. მაგრამ მთავარი სხვარამეა,ადრეც მქონია ბევრი ჩავარდნები,მაგრამ ყოველთვის სხვადასხვა ევროპული თუ აღმოსავლური თერაპიული საშუალებებით თუ უბრალოდ თავის შეფარებით,ესეთუისე გამომყავდა თავი.დღეს არც ამისენერგია მაქვს დარჩენილი და არც სურვილი.
ბოლოთვეებში მარტო ჩემი ცხოვრების კვლევითვარ დაკავებული და საინტერესო პროცესია ერთისმხრივ,მაგრამ არის მთავარი კითხვა და ვერგავეცი პასუხი,ალბათ ვერც გავცემ კარგახანს.
კარმის პრინციპს ჩემი ცხოვრების 29 წლის განმავლობაში არუმოქმედია.არცერთ პროცესში თუ ურთიერთობაში. ჩემთავში ვეძებ პრობლემას და ვეძებდი ყოველთვის მაგრამ ყოველთვის მივდივარ ერთ პასუხამდე, რომ არუნდა ვიყო პერფექციონისტი და სულს და გულს არუნდა ვდებდე არაფერში ბოლომდე,მაგრამ მეორესმხრივ ეს იდეოლოგიურად ჩემსავეთავში ეწინააღმდეგება კარმისპრინციპს.
მოკლედ წინა ინკარნაციაში არვიცი რამაქ ამხელა მიქარული,მაგრამ ფაქტია რაღაც ნიტოა )))
ამასგარდა ომავლით ცხოვრება რო აწი იქნება რაღაც სისულელედ მეჩვენება.არც თავისმოკვლას ვაპირებ რათქმაუნდა.
უბრალოდ ვერანაირად ვერ ჩავსვი ეს პაზლები ისე რო რაიმე ლოგიკურამდე მივიდე.თუ რაიმე ახალი იცით როგორ გავაღვიძო ან კარმა ან ე.წ იღბალი მოიწერეთ ))))

Posted by: ანნა Mar 28 2015, 05:32 PM

Simulated

QUOTE
კარმის პრინციპს ჩემი ცხოვრების 29 წლის განმავლობაში არუმოქმედია.არცერთ პროცესში თუ ურთიერთობაში.
შენი ადამიანური ტვინით ვერ გაიგებ რა როგორ ეწყობა შენს ცხოვრებაში და მითუმეტეს ვერც სხვა ადამიანი ვერ გეტყვის, ოდესმე გაიგებ ყველაფრის მიზეზშედეგობრივ კავშირს, უბრალოდ ახლა ალბათ ვერ ხვდები ჯერ smile.gif რათქმაუნდა ყველაფერი შენგანაა და რაღაც მიზეზით ხდება რაღაც მიზნისთვის smile.gif

1. მოდი იპოვე კარგი ასტროლოგი, და შენი ხასიათს ქვეცნობეირად რა მართავს გაიგე.. პლანეტები გვიგზვანიან ენერგიებს და ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ როგორ გვამოქმედებენ, ჩვენ განვიცდით ემოციებს და გვიჩნდება ფიქრები რომელთაც პლანეტარული ასპექტები განაპირობებენ. ვხვდებით სხვადასხვა სიტუაციებში რაც მეორდება სანამ არ ვისწავლკით გაკვეთილებს. ასტროლოგს გაარჩევინე შენი რუკა. მოკლედ რუკა გაარჩევინე შენი და გაანალიზე რა ასპექტი რას განსაზღვარავს, მიიღე ყველა პოზიტიური და ნეგატიურო ასპექტები და ასტროლოგთან ერთად დამუშავება დაიწყე.. ან იქვე შემოგთავაზებენ რამე გზებს, თუ კარგ ასტროლოგს ნახავ.

2. ნუ შეაფასებ ამ ყველაფერს, მადლიერებით მიიღე რაც ახლა გაქვს და ვინც ახლა ხარ და აგრესია სხვა ადამიანების, ქვეყნის, მშობლების ან რაიმეს მიმართ ან ვინმეს მიმართ თუ გაქვს ეცადე გააქრო შენშივე. ახლა თუ ისევ უკმაყოფილებას გასცემ შენი თავის გარდა ვინმეს მიმართ, ეგ დაგიბრუნდება.. აპატიე შენს თავს და ცხოვრებას ყველაფერი რომ ამ ჯაჭვიდან გახვიდე. რასაც გასცემ იმას მიიღებ და ნუ გასცემ მეტად აგრესიას ან უკმაყოფილებას.

3. იღბლის გაღვიძება არ ხდება ხელოვნური ჩარევით, გარშემო ყველაფერი დალაგდება როცა შინაგან სამყაროს დაალაგებ. გაარკვიე შენი შინაგანი მდგაომრეობა, რუკა, ჩაკრების ბალანსი, გულის მდგაომრეობა, გონების მდგაომრეობა. ნეგატიურ ფიქრებს და ემოციებს ყვებიხოლმე.

4. ქაოსი და დაკარგულობა რომ არ გვქონდეს ცხოვრებაში, ვერც თავის ძიებას დავიწყებდით ასე რომ ახლა მგონია კარგი პერიოი გაქვს და გილოცავ.. რომ ძიება დაიწყე ეს მოსალოცია, ცუდი პერიოდი სინამდვილეში კარგია smile.gif

5.
QUOTE
ამასგარდა ომავლით ცხოვრება რო აწი იქნება რაღაც სისულელედ მეჩვენება.


ეს დროებითი განწყობაა, მეც მქონია და ყველას გვქონია.. ))) ყველაფერი შეიცვლება როცა შენ შინაგან აჰრმონიას, კითხვებზე პასუხს იპოვი, ამას კი თუ ძიებას დაიწყებ აუცილებლად იპოვი რადგან ყველაფერი შენშია.


6. მედიტაციები დაიწყე, ფიქრების გაჩერება და შენი მეს შეგრძნება ფიქრის მიღმა. მარტო ფიქრი და ლოგიკა არაფრამდე არ მიგიყვანს..

7.
QUOTE
მოკლედ წინა ინკარნაციაში არვიცი რამაქ ამხელა მიქარული


რომ დაიბადე ამ ქვეყანაში, შენს ოჯახში და შენი ხასიათით ამით უკვე დასრულდა შენი მიქარულობის ანაზღაურება.. ახლა თავისუფალი არჩევანი გაქვს ყველაფერში. ახლა თავიდან წერ შენს ცხოვრებას და არავის დაუჯერო თუ გეტყვიან რომ თავისუფალი არ ხარ, რაღაც შეიძლება გჭირდებოდეს გაიარო რაც ნეგატიურია, მაგრამ ეს შენთვისვე გაკვეთილია და არა სასჯელი, თავისუფალია ყველა ადამიანი და ყველას აქვს ბედნიერების უფლება.

8. ჩენელინგზე შეგიძლია წახვიდე ორ კარგ ადამიანთან. იქ კითხვებზე გიპასუხებენ. მოძებნე ჩენელინგის განწყფილება ამ ფორუმზე და იკითხე როგორ შეიძლება მოხდე იქ.


9. შენს ცხოვრებას გადახედე როგორი ადამიანები გყავს გარშემო, როგორი სამსახური გაქვს, ვინ გაძლევს პოზტივს და ვინ ნეგატივს, ვისთანაც კონფლიქტები გაქვს, ვინც სულ გაკრიტიკებს, ვინ თავს ცუდად გაგრძნობენბს და გაწუხებს, ყველასთან გაწყვიტე ურთიერთობა. ისინი მხოლოდ ენერგიას გაკარგვინებენ.


10. შენს ცხოვრებაში შემოუშვი მუსიკა, ბუნება, ახალი ადამიანები, წადი პახოდებში, არის ჯგუფები ვიცნ დადიან, დადებითი ყველაფერი, რაც ბედნიერს გხდის ჩამოწერე და ისინი გააბევრე ყოველდღიურ პრაქტიკაში, იარე ბუნებაში.. მაგალითად იოგა, ცეკვა, სეირნობა ლამაზ ადგილებში და შეხედრები იმ ადამიანებთან ვისაც უყვარხარ და გრძნობ რომ პოზიტიური ენერგიის ძალით გავსებენ smile.gif


ჩემკი პირადი გამოცდილელებიდან რაც მე გამოამდგა გაგიზიარე და სხვებიც იმედია გეტყვიან თავის სათქმელს )))

Posted by: Simulated Mar 29 2015, 06:19 PM

ესყველაფერი რაცჩამოწერე ჩემს წარსულს ეკუთვნის. გატესტილია.
სხვა რაღაც მჭირდება ამეტაპზე იმისთვის რო კარმისპრინციპი გავიგო.

Posted by: earth Mar 29 2015, 11:16 PM

Simulated
არამგონია ყველა შენი პრობლემა კარმული იყოს, უმეტესობას მგონი ამ ცხოვრებაში ვქმნით ჩვენ ჩვენივე ხელით.
ახლა გავდივარ, მერე დავწერ ჩემს კარმულ პრობლემაზე.

Posted by: ano Mar 29 2015, 11:55 PM

კარმა მოქმედებს ალბათ კი მაგას რაღაცნაირად იგრძნობს ადამიანი, რაც დაგროვდა წინა ცხოვრებაში ახლა "იწმინდები" დაფიქრების პერიოდი თუ რა ვიცი რაღაცამ დაგატორმუზა რომ მასე აღარ გააგრძელოვო, მიგიყვანს უკიდურეს წერტილამდე რომ შეცვალო რაღაც, ან ფასეულობათა გადაფასება, მაგრამ რაც "გასაკეთებელია" ახლა თუ არა დაგროვდება და შემდეგში მაინც შენი გასაკეთებელია, ჩვენ ვართ ამ სამყაროში აქ მოვხვდით ამ სიტუაციაში ამ ქვეყენაში ამ ოჯახში ალბათ უბრალოდ "ჩვენი მისია" გვაკისრია

ჩვენ ვართ ურთიერთ კავშირში სული და სხეული. ან სხეული ახდენს გავლენას ან სულიერი პრობლემები ფიზიკურ სხეულზე ვლინდება.

პერფექციონიზმი გასაგებია მაგრამ თუ გაურკვევლობაში აგდებს ადამიანს მოქმედება არ მოქმედების საკითხში, მაშინ რა არ ვქნას მაგიერ რა გავაკეთოზე მოსინჯოს ტაქტიკა
ვიტყვი რომ მთელი სულით და გულით აკეთე საქმე რასაც აკეთებ მთელი კონცენტრაციით, ისე რომ გონება არ გაიქცეს რომ გონებამ არ იჯავროს შედეგებზე უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში იყოს მხოლოდ ეს საქმიანობა ტოტალური ჩართულობით, (და ამ შემთხვევაში პერფექციონიზმს აღარ ვახსენებ, თავს არ დავიდანაშაულებდი რადიკალიზმში)

დალევას რაც შეეხება ამ ბოლო დროს რამოდენიმეჯერ მეც დავლიე სპირტიანი სასმელი უბრალოდ გრიპთან და გაციებასთან საბრძოლველად rolleyes.gif

იმედია ბევრი აბდაუბდა არ ვწერე


Posted by: Simulated Mar 30 2015, 12:31 AM

საქმე იცით რაშია რო თუ მთელი ცხოვრება ეს 29 წელი იმას ვფიქრობდი და ვაკეთებდი რო მაქსიმალურად ბევი კარგი,სიკეთე,სიყვარული და ა.შ გმეცა და ამის საპირისპიო დღემდე არ მიმიღია,მერე უბრალოდ ენერგიაც გეცლება და მოტივაციაც.იმიტორო 29 წელი უკვე არცისეცოტაა.

Posted by: ანნა Mar 30 2015, 01:09 PM

Simulated

ეგეთი სიკეთე ვაჭრობაა ღმერთთან და არავინ არ დაგიფასებს,
სიკეთე აკეთო იმისთვის რო კარგი ადამიანი გამოხვიდე და დაგიბრუნდეს სიკეთე არაა ძმაო.. ცხოვრება სამართლიანი კიარა, ზუსტია როგორც მათემატიკა. ენერგია გემატება თუ ნამდვილ სიკეთეს აკეთებ და არ იცლები, ნამდვილი სიკეთისას სამყაროსგან იღებ დამტებით ძალებს. შენ თავს და მეგობრებს შეიძლება მოატყუო მაგრამ სამყაროს ვერა. გადახედე შენ ცხოვრებას, რანაირი სიკეთეები გიკეთებია და რა მოტივაციით.. ?

Posted by: Simulated Mar 30 2015, 04:40 PM

ეს მამაოს ტექსტები არ დამეხმარება არცმე არც რავის ))) მერასვაკეთებდი და როგორ,რისთვის მითუმეტეს ამის მოყოლა აქარგამოვა.
ღმერთთან ვაჭრობა კიდე არავინარვიცით რა არის,ვაბშე ღმერთი რა არის ეგარვიცით ჯერ,სხვარამეს რო თავი დავანებოთ.
სამყარო ჩემთვის ლოგიკაა. პაზლია და ამპაზლის აწყობას ვცდილობ.

Posted by: ანნა Mar 30 2015, 09:07 PM

The 12 Universal Laws
სამყაროს 12 კანონი
https://www.youtube.com/watch?v=G4wi3V8HRMg

ენერგეტიკული კანონებია და არა მამაოს ტექსტები. კაი ჩემს გულწრფელ სიტყვებს თუ არ იღებ, არაა საჭირო ალბათ ჩვენი საუბარი. აღარაფერს გეტყვი.. დროებით, დაე სამყარომ გამომიგზავნოს ის ვინც პაზლის აწყობაში ფეხს შეგიწყობს l_sunny.gif

Posted by: ანნა Mar 30 2015, 10:35 PM

How Can 12 Laws Of Karma Change Your Life

http://earthweareone.com/how-can-12-laws-of-karma-change-your-life/

Posted by: Simulated Mar 31 2015, 12:51 AM

ესენი უკვე ათასგზის განხილული და ნაფიქრი თემებია. პაზლის აწყობა ზუსტად ამიტომარის დღეს ჩემთვის რთული.

Posted by: Lashapoli Mar 31 2015, 04:49 AM

პაზლი მუშაობის პროცესში იწყობა

მიზანი უნდა განსაზღვრო - რა გინდა?

Posted by: earth Mar 31 2015, 05:15 PM

Simulated
არაა ეს სიტყვები, რაც ზემოთ ითქვა მამაოს სიტყვები. შეიძლება არ ხარ იმ განწყობაზე, რომ ეს სიტყვები მიიღო, მაგრამ თუ მარტო ასეთ სიტყვებს ილაპარაკებდნენ მამაოები, მაშინ მოუსმინე მათაც.
რაც არ უნდა კარმული ვალი გქონდეს, მითუმეტეს შენ, რომ იცი და ერკვევი როგორ უნდა დაძლიო დაახლოებით მაინც, ყველა ვალი შეგიძლია გაისტუმრო და განთავისუფლდე. სიყვარულითა და სიკეთით განთავისუფლდები.
ნუ დაელოდები საზღაურს, იქნებ სწორედ მანდაა შენი შეცდომა და ვერ აგიწყია პაზლი?
სასმელის პრობლემა პატარა პრობლემა არაა, მაგრამ თუ მოინდომებ არაფერია შეუძლებელი. მხოლოდ ყველა პრობლემას ბრძოლით არ უნდა შეხვდე, უნდა იყო შინაგანად მხიარული და ბედნიერი და თქვა, მაგალითად:
„დღეს არ დავლიე, ძალიან მიხარია, ლამაზი დღეა და სხვა... მეორე დღეს უფრო დიდი სიხარულით, მადლობა (იმას ახსენებ რაც შენ გწამს, სამყარო, ღმერთი, შენი ქვეცნობიერი, რაც გინდა), რომ დამეხმარე გავძლიერდე.“
ასე ნელ-ნელა და სიხარულის შეგრძნებით შეგიძლია დაამარცხო სასმელის პრობლემა, რომელიც სულაც არაა აუცილებელი კარმული იყოს. წარმოიდგინე რომ არაა კარმული და ამ ცხოვრებაში იფუჭებ კიდევ უფრო კარმას, შემდეგ ცხოვრებაში უფრო რთული იქნება.
ბევრჯერ წაგიკითხავს ალბათ, რომ არაფერი იკარგება და ყველაფერი უკან გვიბრუნდება, მაგრამ რადგან დღემდე არ მიგიღია საზღაური რწმენას კარგავ... არა!!! არ დაკარგო რწმენა.
რაღაცას არ აკეთებ სწორად. მე ძნელად გეტყვი, თუ უფრო დაწვრილებით არ მოყევი, ამიტომ შენვე მოძებნე და შეცვალე.
თუმცა უფრო ადვილია დაიწყე სწორი მოქმედება, დააკვირდი შენს გრძნობებს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს, ეს გრძნობები არ უნდა იყოს უარყოფითი შენს გულში, აი აქაა მთავარი გასაღები. შენი გრძნობები გაისუფთავე და განთავისუფლდები <3

Posted by: Simulated Mar 31 2015, 09:23 PM

ხალხო ერთიდაიგივეს რომწერთ ჩემი არგჯერათ?
მეროშეცდომას ვხედავდე რამეს სადმე ჩემს ცხოვრებაში აქ დავწერდი კარმის პრინციპის შესახებ? აქ კიარდავწერდი იმას გავაკეთებდი რაც კარმას გამოიმუშავებს ხო მარტივია.
ლაპარაკია იმ შემთხვევაზე როცა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და საკუთარი თავის ხიბლისგარეშე,მთელი ცხოვრება რაც აზრზე მოვედი სადღაც 10-12 წლიდან შეცდომის დაშვებისშემთხვევაში შანსი არ გამომიტოვებია როარგამომესწორებინა სხვადასხვა ხერხებით. ამასგარდა ძალიან დიდიხანი და დღესაც თქვენ რასაც მწერთ მე იმას ლამის ვქადაგებდი ყველასთან.
საქმე იმაშია რო ესყველაფერი გასაგებია,მიუხედავად ყველაფრისა ერთადერთი იმას არვიზამ არასდროს რო სიყვარულის და სიკეთის გაზიარებას შევეშვა,აქ ლაპარაკია იმაზე რო 29 ვხდები ეხლა და რაცარუნდა ცაში ვიმოგზაუროთ და ქვეცნობიერი ვქექოთ,მარტივად ყველაფრისგარეშე დავიღალე,ტვინით,გულით და ა.შ ეს ისეთი დაღლაა როცა არცმედიტაცია,არც ჩემთვის ყველაზე საყვარელი მდგომარეობა ანუ ბუნებასთან ურთიერთობა და ვერაფერი ის როცა ვერ გეხმარება რაც გეხმარებოდა ადრე.
რაღაც ისეთ პაზლს გადავაწყდი რაც ჯერ არმინახავს.
ერთადერთი სულმახსენდება ბოლოდროს გურჯიევის სიტყვები ციტირებით არმახსოვს მაგრამ ცხოვრება იწყება იქ სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა. ხოდა რაღაც მხრივ სულესე ვცხოვრობდი,100% დან 40-50% ალბათ. იქნებ 100% ვეა საჭირო.
ამას კიდე სხვანაირი მოხოდვა და ძალები უნდა,მოკლედ სტრანნი პაზლია. ყოველდღე ცუდად ყოფნის,მაგრამ ერთისმხრივ საინტერესო იმიტორო ჯერარყოფილა.თუმცა ჯობდა არცყოფილიყო )))

Posted by: ano Apr 1 2015, 12:34 PM

QUOTE(Simulated @ Mar 30 2015, 12:31 AM) *
საქმე იცით რაშია რო თუ მთელი ცხოვრება ეს 29 წელი იმას ვფიქრობდი და ვაკეთებდი რო მაქსიმალურად ბევი კარგი,სიკეთე,სიყვარული და ა.შ გმეცა და ამის საპირისპიო დღემდე არ მიმიღია

rolleyes.gif
კარნეგიმ გაიცნო ადამიანი რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო. ეს ადამიანი კვლავაც აღშფოთებული იყო 11 წლის წინათ მომხდარის გამო, მან თავის 34 თანამშრომელს საშობაო პრემია გამოუწერა და არცერთმა მათგანმა მადლობა არ გადაუხადა. „მე ვნანობ რომ თუნდაც 1 ცენტი გადავუხადე მათ ჩიოდა ის“
იმის მაგივრად რომ აღშფოთებულიყო მას საკუთარი თავისთვის შეეძლო ეკითხა, მისმა საქციელმა რატომ არ მიიღო სათანადო შეფასება? იქნებ თანამშრომლებმა დამსახურებულ ანაზღაურებად ჩათვალეს? შესაძლოა ის ისეთი მკაცრი და ქედმაღალი იყო რომ მადლიერების გამოთქმა ვერავინ გაუბედა?
შესაძლოა თანამშრომლები იყვნენ ეგოისტური უზრდელი ადამიანები? ამის შესახებ მეც იმდენი ვიცი რამდენიც თქვენ, მაგრამ ვითყვი ართ გამონათქვამს „მადლიერება _ ადამიანის მორალური განვითარების მაღალი დონის შედეგია. თქვენ მას ვერ მონახავთ უზრდელ ადამიანთა შორის.“
აი რისი ახსნა მსურს თქვენთვის: მადლიერების მოლოდინში ამ ადამიანმა ბუნებრივი და სამწუხარო შეცდომა დაუშვა. მან უბრალოდ არ იცოდა ადამიანური ბუნება.
ერთმა განთქმულმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეში, ვიდრე მოსამართლე გახდებოდა, ელექტრო სკამისგან 70 ადამიანი იხსნა! და რამდენმა მათგანმა გამონახა დრო მალობის სათქმელად? ან საშობაო ბარათის გასაგზავნად? გამოიცანით... არც ერთმა.
ქრისტემ 1 დღეში 10 კეთროვანი განკურნა. რამდენი დაბრუნდა მადლობის სათქმელად? მხოლოდ ერთი. ქრისტემ მოწაფეებს კითხა სად არის დანარჩენი 9? აღმოჩნდა რომ ყველა მათგანი წასული იყო. გაუჩინარდნენ ყოვალგვარი მადლობის გარეშე! ნება მომეცით შეგეკითხოთ „რატომ მე, თქვენ და ტეხასელი ბიზნესმენი მცირედი სამსახურისთვის უფრო მეტ მადლობას მოველით, ვიდრე ქრისტემ მიიღო?“
აი პირველი თეზისი რომლის ამ თავში ხაზგასმასაც ვცდილობ: ადამიანისათვის ბუნებრივიამადლიერების გამოხატვის დავიწყება: ამიტომ თუ მადლობის თქმას დაელოდებით, იმედგაცრუებისთვისაც მზად იყავით.
„იდეალური ადამიანი _ ბედნიერებას იმით განიცდის, რომ სხვებს სიკეთეს უკეთებს, მაგრამ სცხვენია რომ თავად მიიღოს სხვებისგან სიკეთე. ამაღლებული ბუნების ადამიანები სიკეთეს აკეთებენ, მდაბალი სულის ადამიანები კი მას იღებენ.“ _არისტოტელე
გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხი ისაა, რომ მადლიერებას არ დაელოდოთ და სიკეთე ქმნათ პირადი სიხარულის გულისთვის.

(დეილ კარნეგის წიგნიდან „როგორ დავძლიოთ მღელვარება და ვისწავლოთ ცხოვრება“ თავი მე_14)

Posted by: Simulated Apr 1 2015, 03:54 PM

რასაინტერესოა ადამიანის ბუნება )))) მე ვწერ ჩემსავე თავზე,კითხვასაც სხვას ვსვამ და მაინც ჩემსავე თავზე ყველა მემასწავლის ყველაფერს )))
რააზრიქონდა ამთემას თუთემაზე არვილაპარაკებდით და მარტო ჭკუის სწავლება იქნებოდა ყველაპოსტი?
არცერთს არდაგიშვიათ ის რო იქნებადა მართალს ვამბობ და მართლა ისეა როგორც ვამბობ.არა ყველამ ისდაიჯერა რისი დაჯერაბაც თავად უნდოდა.

Posted by: ano Apr 1 2015, 11:19 PM

რადგან ჩემ თავზე ლაპარაკი არ მინდოდა მაგიტომ მოვიყვანე წიგნიდან მაგალითი, რომ ადამიანები მადლობას არ ამბობენ ზოგადად... სხვანაირად გაიგე მგონი რისი თქმაც მინდოდა
მე ჩემ თავზე მოყოლაც არ მინდა, ვერ დავაკონკრეტებ ფაქტებს, მადლობა კი არადა გამლანძღეს, საერთო ჯამში ჩემით ყველამ იხეირა
უბრალოდ თავს ვგრძნობდი გამოყენებულად შეურაცხყოფილად, ვერ ვიჯერებ, ადამიანს მეგობრულად დავეხმარე, ვხედავ სიტუაცია ცუდად მიდის ვაფრთხილებ და მეუბნება მაგაზე ფიქრი არ შემიძლიაო მე ჩემი ათასი პრობლემა მაქვსო. სინდისზეც შევაგდე გაიხსენე რომ მე სულ გეხმარებოდი და გიცავდი თქო მაგრამ მაინც არაფერმა მიშველა.
უბრალოდ თუ ელოდები რომ ვინმე რამეს დაგიფასებს იმედგაცრუებისთვისაც მზად იყავი, მადლობა კი არა ...
მეც მსგავსი დამემართა ვერ გადამიხარშავს იმ ადამიანებს აღარ ვეხმიანები, რა უჭირდათ რომ ერთი კარგი სიტყვა ეთქვათ?

რაც შეეხება კარმას მეც ბევრჯერ მიგრძვნია ისეთი რაღაცეები ხდება ჩემს თავს რომ ახსნასაც ვერ ვპოულობ ამ ცხოვრებაში

შენგან განსხვავებით ყველა ვერ ილაპარაკებს ასე ღიად რაც დასაფასებელია ნამდვილად
მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია ჩემს თავზე, და საერთოდ იმდენი უბედურება ხდება ჩემს თავს და არავისთვის არაფერი დამიშავებია მაინც ასე რომ ნამდვილად კარმული ვალები დამიგროვდა როგორც ჩანს

დანარჩენი მე როგორც გავიგე ისე გიპასუხე unsure.gif

Posted by: ano Apr 1 2015, 11:42 PM

მე კარმულ ზემოქმედებას 7 წლიდან ვგრძნობ, მანამდე ბედნიერი ვიყავი, ბაღში ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, სკოლაშიც
მეორე კლასიდან უკვე დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი, მთელი ეს წლები სულ ბრძოლა ტანჯვა, როცა ვცდილობ გავიხსენო ერთი ბედნიერი დღე მაინც რომ იმ წუთით მაინც დავტკბე გასახსენებელიც კი არაფერი მაქვს.
წარსულში არც ვიყურები იქ ბევრი ნაგავი მაქვს დაგროვილი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე რომ ძალიანაც კარგი რომ არაფერი მაქვს უკან მოსახედი, რომ გულიც კი არაფერზე მწყდება, ზოგი სკოლის პერიოდს ნატრულობს, მე კი ძალიან მიხარია რომ დამთავრდა და აღარ დაბრუნდება.
იქნებ ეს გამოცდაა? რაც არის ის არის მე ვიცი რომ არასოდეს დავნებებულვარ, მე ვიცი რომ ვცდილობ ჩემს შეცდომებს მივაგნო.
ვიცი რომ როცა მოვინდომე და ძალიან შევეცადე გამომივიდა რაღაც.
რაც შეეხება სხვებს, სხვები უბრალოდ გამვლელები არიან ყველა თავისი პრობლემით და საფიქრალით, ვიცი რომ ვერავინ დამეხმარება, და როცა გამიჩნდება ხოლმე იმის ილუზია რომ ვიღაც დამეხმარება, იმედგაცრუებამდე მივდივარ, რადგან თუ ჩემში არ მომწიფდა რაღაც რაც მიიყვანს ცვლილებებამდე სხვამ რაც არ უნდა შეეცადოს მაინც ვერ დამეხმარება...

Posted by: tikoroma Apr 2 2015, 12:15 AM

Simulated
ძალიან სწორად უყურებ ყველაფერს -

ციტატა
რაღაც ისეთ პაზლს გადავაწყდი რაც ჯერ არმინახავს.


აქამდე ყველაფერს "სწორად" აკეთებდი, ან ასწორებდი ყველაფერს რაც შეცდომად გეჩვენებოდა, იქნებ არაა საჭირო ასე "წესიერად" მოქცევა, კანონების მიყოლა და ა.შ. შენ შენი თავი უნდა გამოხატო სამყაროში, "კარგი შენც" შენ ხარ და "შემცდარი შენც" შენ ხარ, ასე არ არის? საკუთარი თავის გამოსწორების მცდელობას იქნებ უკურეაქცია მოყვა და ისეთი რაღაც დაგემართა, რაც ძნელად გამოსასწორებელია?

მაინც სჯობს ამ მდგომარეობასთან დამოკიდებულება იყოს პოზიტიური - არაფერი მინდა ბედნიერი ვარ. biggrin.gif ჯერ ცარიელი სიტყვები იქნება, მერე განწყობა მოვა.

მე კარგად ვერ გავიგე, ფიზიკურად ხარ ცუდად და პრობლემები გაქვს თუ გუნება-განწყობაზე ამბობ?
ყველა შემთხვევაში კითხვების დასმა სწორი გზაა, ჩვენ რა პასუხიც უნდა გაგცეთ, სწორ პასუხს მაინც მხოლოდ საკუთარი თავისგან მიიღებ. ჩვენი პოსტები შეიძლება წამქეზებელი იყოს შენი ფანტაზიისთვის,, გონებისთვის რომ პასუხამდე მივიდეს.

Posted by: Existence Apr 2 2015, 01:59 AM

Simulated

და აქ რო წერ გონია პასუხს მიიღებ ? აქ თითონ არ იციან და შენ რა უნდა გასწავლონ ან გაგახსნევინონ

Posted by: tikoroma Apr 2 2015, 03:51 AM

ician tu vicit? biggrin.gif

Posted by: earth Apr 2 2015, 07:13 AM

ano

QUOTE
რაც არის ის არის მე ვიცი რომ არასოდეს დავნებებულვარ, მე ვიცი რომ ვცდილობ ჩემს შეცდომებს მივაგნო.
bigarmhug.gif

Existence
QUOTE
და აქ რო წერ გონია პასუხს მიიღებ ? აქ თითონ არ იციან და შენ რა უნდა გასწავლონ ან გაგახსნევინონ

რატომ? აბა ადამიანმა შველა არ უნდა ითხოვოს? ვინ იცის ვისი პასუხით მოუვა Simulated -ს ქვეცნობიერისაგან ის პასუხი რასაც ეძებს. ნუ გამორიცხავთ რომ ადამიანს ადამიანის დახმარება არ შეუძლია. მითუმეტეს ყველამ გულთან ახლოს მიიტანა ეს ყველაფერი.
tikoroma
QUOTE
ყველა შემთხვევაში კითხვების დასმა სწორი გზაა, ჩვენ რა პასუხიც უნდა გაგცეთ, სწორ პასუხს მაინც მხოლოდ საკუთარი თავისგან მიიღებ. ჩვენი პოსტები შეიძლება წამქეზებელი იყოს შენი ფანტაზიისთვის,, გონებისთვის რომ პასუხამდე მივიდეს.

ასეა... მერე ქვეცნობიერი ამოუგდებს იმას, რაც მისთვისაა კარგი smile.gif

Posted by: chemikerin Apr 2 2015, 11:09 AM

QUOTE
ამ 1 წელიწადში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა

სანამ თავზე ჩამოგენგრეოდა ის პერიოდი გაიხსენე. შეიძლება ესე საქციელით არაფერი ისეთი არ გიქნია. შინაგანი მდგომარეობა როგორი გქონდა? რამით ხო არ იყავი უკმაყოფილო? (სამსახურით, ახლობელი ადამიანით, მეგობრით ან რავიცი).

ესე მოულოდნელად თუ მოხდა ძნელია რამის თქმა.. ისევ შენ უნდა გასცე საკუთარ თავს პასუხი.

ფსიქოლოგი გინდა?

მეც მინდოდა ფსიქოლოგთან მისვლა პრობლემის გამო.. მერე გადავფიქრე.. აი ძაან გამოუვალ მდგომარეობაში თუ არ ვიქნები მანამდე არ მივალ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Simulated Apr 2 2015, 11:34 AM

QUOTE(ano @ Apr 1 2015, 11:42 PM) *
მე კარმულ ზემოქმედებას 7 წლიდან ვგრძნობ, მანამდე ბედნიერი ვიყავი, ბაღში ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, სკოლაშიც
მეორე კლასიდან უკვე დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი, მთელი ეს წლები სულ ბრძოლა ტანჯვა, როცა ვცდილობ გავიხსენო ერთი ბედნიერი დღე მაინც რომ იმ წუთით მაინც დავტკბე გასახსენებელიც კი არაფერი მაქვს.
წარსულში არც ვიყურები იქ ბევრი ნაგავი მაქვს დაგროვილი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე რომ ძალიანაც კარგი რომ არაფერი მაქვს უკან მოსახედი, რომ გულიც კი არაფერზე მწყდება, ზოგი სკოლის პერიოდს ნატრულობს, მე კი ძალიან მიხარია რომ დამთავრდა და აღარ დაბრუნდება.
იქნებ ეს გამოცდაა? რაც არის ის არის მე ვიცი რომ არასოდეს დავნებებულვარ, მე ვიცი რომ ვცდილობ ჩემს შეცდომებს მივაგნო.
ვიცი რომ როცა მოვინდომე და ძალიან შევეცადე გამომივიდა რაღაც.
რაც შეეხება სხვებს, სხვები უბრალოდ გამვლელები არიან ყველა თავისი პრობლემით და საფიქრალით, ვიცი რომ ვერავინ დამეხმარება, და როცა გამიჩნდება ხოლმე იმის ილუზია რომ ვიღაც დამეხმარება, იმედგაცრუებამდე მივდივარ, რადგან თუ ჩემში არ მომწიფდა რაღაც რაც მიიყვანს ცვლილებებამდე სხვამ რაც არ უნდა შეეცადოს მაინც ვერ დამეხმარება...

აი უკვე მივედით იმთემამდე რაც ახლობელია.
სხვა ვერსად ვერაფერში ვერმიგვიყვანს ამაში გეთანხმები და არციმისთვის დამიწერია ესპოსტი.
მაგრამ რეალურად შენც უბრალოდ ცხოვრობ ხო,ანუ მიუყვები დინებას და იქმნი პოზიტიურ განწყობას,კაია რო ამისძალა მაინცგაქვს.წარმოიდგინე რო ეხლა ეგეც აღარ გქონდეს,რაიქნებოდა მერე შენთვის?

Posted by: Simulated Apr 2 2015, 11:38 AM

QUOTE(tikoroma @ Apr 2 2015, 12:15 AM) *
Simulated
ძალიან სწორად უყურებ ყველაფერს -

აქამდე ყველაფერს "სწორად" აკეთებდი, ან ასწორებდი ყველაფერს რაც შეცდომად გეჩვენებოდა, იქნებ არაა საჭირო ასე "წესიერად" მოქცევა, კანონების მიყოლა და ა.შ. შენ შენი თავი უნდა გამოხატო სამყაროში, "კარგი შენც" შენ ხარ და "შემცდარი შენც" შენ ხარ, ასე არ არის? საკუთარი თავის გამოსწორების მცდელობას იქნებ უკურეაქცია მოყვა და ისეთი რაღაც დაგემართა, რაც ძნელად გამოსასწორებელია?

მაინც სჯობს ამ მდგომარეობასთან დამოკიდებულება იყოს პოზიტიური - არაფერი მინდა ბედნიერი ვარ. biggrin.gif ჯერ ცარიელი სიტყვები იქნება, მერე განწყობა მოვა.

მე კარგად ვერ გავიგე, ფიზიკურად ხარ ცუდად და პრობლემები გაქვს თუ გუნება-განწყობაზე ამბობ?
ყველა შემთხვევაში კითხვების დასმა სწორი გზაა, ჩვენ რა პასუხიც უნდა გაგცეთ, სწორ პასუხს მაინც მხოლოდ საკუთარი თავისგან მიიღებ. ჩვენი პოსტები შეიძლება წამქეზებელი იყოს შენი ფანტაზიისთვის,, გონებისთვის რომ პასუხამდე მივიდეს.

პოზიტიური არაფერი მინდა მაინც ბედნიერივარ კარგია,მაგრამ შეუძლებელი იმიტორო მინდა biggrin.gif
ხოდა რცშეეხება იმას რაც არასწორად მეჩვენებოდა და ვასწორებდი და იქნებ არუნდა გამომესწორებინა,პირობითად მარტივი მაგალითი როავიღოთ აწყენინე უახლოეს ადამიანს და ხვდები რო აწყენინე,ხვდები რო შენიბრალია ამდროს რაუნდა ქნა,მოდი ეხლა ესმაინც არაფერს დამიფასებს და ამის დედაც ვატირეო ხოარიტყვი )))) თუგიყვარს იქნება ეს დედა მამა მეგობარი თუ შეყვარებული აკეთებ ამყველაფერს სიყვარულით. თუამის კეთებას შევწყვეტ და უბრალოდ დავიკიდებ ყველას მაშინ საერთოდ რა აზრიაქვს ზოგადად რამეს )))

Posted by: Simulated Apr 2 2015, 11:57 AM

და ბოლოს ყველასთვის რო გასაგები იყოს მოკლედ მოვყვები. დაბადების მომენტიდან ვკვდებოდი,იმიტომრომ იმთვეში დავიბადე ოცა ჩემი უფროსი ძმა გარდაიცვალა და რამოხდებოდა მშობლისთვის ამდროს ხვდებით. მთელიბავშვობა სხვადასხვა ფიზიკური პრობლემები მქონდა,რისგამოც ბევრ რამეზე მომიწია უარისთქმა,ფსიქიკაზე აღარაფერს ვამბობ.ბავშვობის პერიოდი ყველაზე ცუდად მახსოვს სკოლის და სისტემისგამო. გავიზარდე ოჯახში რომელიც 100% სხვა სამყაროა და ამან თავისი წვლილი შეიტანა ამყველაფერში. მქონდა ნიჭი ხატვის და მაქვს და ეს ცალკე ისტორიაა თუ როგორ იკეტებოდა ყველაკარიუფულობისგამო ბავშობიდანვე მიუხედავად იმისა ო ნიჭს აღიარებდნენ და ბოლოს პირად ურთიერთობებში ერთადერთი გოგო ვისგამოც თავი გადავდე აღარ არის ჩემსგვერძე,ცოცხალია უბრალოდ აღარ არის.
ეხლა ამას როვწერ რამდენი წვრილი ნიუანესბია კიდე ,მაგრამ იმეებს ვერჩამოვწერ ძალიან ბევია )))
მოკლედ ჩემწარსულცხოვრებას დღევანდელი მდგომარეობის ჩათვლით ოვუყურებ მეცინება.. სულ პატარაობიდან მოყოლებული ყველაფერს ვუკეთებდი ჩემთავს რო ამ გარემოს სადაც კარგი არაფერი ხდებოდა არ ჩავეთრიე,არასდროც არცერთ ეტაპზე არც მშობელი არც არავინ არდამხმარებია,მორალურად ფსიქიკურად და ა.შ მარტო გავიზარდე და გავზარდე ჩემითავი. არადა ყველა პატარას ჭირდება ვინმე ვინც მიმართულებას მაინც მისცემს.მე ვეხმარებოდი ამ მხრივ იქით ყველას.ამყველაფერში ვერც ემოციურად და ვერცისე ვერდავატევ იმყველაფერს რაციყო და არის,რასაც ვაკეთებდი ჩემითავისთვის ა სხვებისთვის მიუხედავად ყველაფრისა.
მე თქვენგან დახმარებას არვითხოვ, არც წუწუნად ჩათვალოთ ეს.
უბრალოდ მარტივია და საინტერესოა ალბათ ყველასთვის როცა აკვირდები შენცხოვრებას და ხედავ რაღაც ხაზს როორც მოდიოდი,რასაც აკეთებდი და რაც რეალურად კარმაზე მუშაობდა ან უნდა ემუშავა,მაგრამ რაღაც სტრანნია.
მიფიქრია იმაზეც რო ამით ვემზადებოდი იმისთვის რაც აწი უნდა გავაკეთო,მაგრამ ეს მაინც რაღაც საკუთარითავის ამბავში იმედის მიცემას გავს.
ეხლანდელი და ამწამინდელი მდგომარეობაა ჩემთVის მთავარი, ძიების პროცესი პაზლის იმნაწილის რომელიც მთლიანობას დამანახებს ყოველგვარი სიყვარულების,სიკეთეების,პოზი
ტივების,გურუების და კოსმოსებისგარეშე.
ეს თემა აზრის გაზიარება უფროა ვიდრე რაიმეს თხოვნა ჩემგან,გაითვალისწინეთ. სასოწარკვეთილი არვარ,უბრალოდ ვეძებ )))

Posted by: tikoroma Apr 2 2015, 12:18 PM

Simulated

ციტატა
პოზიტიური არაფერი მინდა მაინც ბედნიერივარ კარგია,მაგრამ შეუძლებელი იმიტორო მინდა
კარგიარომ გინდა,მეგონა დეპრესია გქონდა. კარგია, რომარ გაქვს ;დ

ციტატა
მაგალითი როავიღოთ აწყენინე უახლოეს ადამიანს და ხვდები რო აწყენინე,ხვდები რო შენიბრალია ამდროს რაუნდა ქნა,მოდი ეხლა ესმაინც არაფერს დამიფასებს და ამის დედაც ვატირეო
ბუნებრივია, ეს საქციელი. უბრალოდ კარმის შედეგებზე აზრზს არ უნდა მიეჯაჭვო. ეს ვიგულისხმე. და საერთოდ არაფერს არ უნდა მიეჯაჭვო. დაშვება უნდა გქონდეს ყველა ვარიანტის და არა ერთი სწორხაზოვანი აზრი - ყველაფერი დროებითია ამ სამყაროში. სწორად მოქცევას ინტუიცია გვკარნახობს ხშირად და არა მორალი

ციტატა
მარტო გავიზარდე და გავზარდე ჩემითავი.


ასეთი ვინც არ არის ამ ფორუმზე, გამოვიდეს, დამენახოს.;დ

ალბათ იმიტომ დაინგრა ყველაფერი,რომ დროა ახალი ცხოვრება დაიწყო confetti.gif გადააფასე ყველაფერი და ახალი კუთხით შეხედე ცხოვრებას მთლიანობაში. აკეთებ კიდეც უკევ ალბათ ამას biggrin.gif

ნუ, იმას აღარ დავიწყებ, რომ მეც ვიყავი მსგავს მდგომარეობაში და ა.შ. ცოტ-ცოტა ყველას გაგვცრუებია იმედები და დანგრეულა ნაშენები კოშკები.
პატიება შველის ყველაფერს - პირველრიგში საკუთარ თავს როცა აპატიებ. - ეს როგორ მომივიდა, ეს როგორ დამემართა, მე ხომ ყველაფერს ვაკეთებდი რომ ეს ამეცილებინა - ეს განწყობა ანგრევს ადამიანს.

მართლა საინტერესოა ცხოვრებაზე დაკვირვება, offtopic.gif მეც მიყვარს დაკვირვება და ანლიზი.

Posted by: old_man Apr 2 2015, 12:57 PM

საინტერესოდ გაიშალა და მეც ჩავაგდებ ჩემს სიტყვას )))
ჩემს ცხოვრებაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ კარმა მუშაობას იწყებს სხვადასხვა ეტაპზე, ხანდახან სრულიად არალოგიკურად და ეს ამ ცხოვრების შედეგი შეიძლება არ იყოს, არამედ წინა ცხოვრებებიდან წამოღებული საკუთარი გამოცდილების შედეგი. სწორედ შედეგი და არა სასჯელი. როდესაც ეს კარმის მათრახები მუშაობს ჯობია ისევ საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, გადავიდეთ დამკვირვებლის რეჟიმში, გარედან შეხედვით, მინიმალური უარყოფითი ემოციებით და უკმაყოფილობების გამოთქმით. ასე ვთქვათ "პერეჟდაწ" შესაბამისი დასკვნების გამოტანით. ეს შეიძლება მოხერხდეს ამ ვითარებისთვის მნიშვნელობის მოკლებით და ეს ეფექტურად მოქმედებს...

Posted by: ანნა Apr 2 2015, 01:49 PM

ბავშვებო, ეს ცხოვრება არაფერი არაა თქვენივე წარმოდგენების და გამოგონილის გარდა. სიცარიელეა და თქვენვე ავსებთ ყველაფრით smile.gif ყველაფერი რაც მოხდა, ხდება ან მხოდება თქვენივე პერპექტივაა და ემოციებსაც და სიტუციებსაც განიცდით თქვენივე წარმოდგენებიდან გამომდინარე..

ყველას თავის ინდვიდუალური მატრიცა აქვს და ყველა თავის თავის სმიტი და ნეოა, პითიაც და მორფიუსიც ))) შენივე თავში მედიტაციით ჩაღმავება და გასვლა, სხვა არაფერი არაა ამ რეალობაში რაც პასუხებს გაპოვნინებს, შენივე გოს, და კოლექტიურ ცნობეირებას უნდა გაცდე და ეს მედიტაციითა შესაძლებელი.. ნუ მედიტაციაში მეს შემცნებას ვგულიხმობ ფიქრების მიღმა და ეს "გაკეთებული მაქვს" არ არსებობს, უსასრულო პროცესია და მარტო დარჩენა და კუთარ თავში შრეების გავლაა. შენვე გაქვს ყველაფერზე პასუხები და სხვა ადამიანი ვერაფერს გეტყვი, ყველას თავისი მატრიცის მეტი არაფერი აქვს და იმიტომ smile.gif
ჩვენ აქ ყველას ჩვენი განვლილი გზის გაზიარება შეგვიძლია და სხვა არაფერი..
მე "პაზლის" აწყობა არ მჭირდება მაგალითად, ბევრჯერ მიგრძვნია ყველფარის ერთიანობა და ეს მყოფნის, ჩემი ფიზკური სხეულის გარეთ მილიონ კილომეტრზე სხვა სხეულში სიცოცხლე და მასთან კავშირი, დედამიწის გარეთაც და ამას ინტელქტურალურად ვერ მიხვები.

Posted by: ანნა Apr 2 2015, 02:34 PM

ყველა ადამიანის თავის ინდვიდუალურ ეტაპზეა კიდევ, მთელი თავისი ყველაფრით ყველა თავის ინდვიდუალურ რეალობას უქმნის თავს და იქიდან იჭყიტება.. და რგონია რომ ყველაფერი გაიარა და იცის თუ გონია რომ არაფერი იცის მნIშვნელობა არ აქვს. ბოლო დროს თითქმის აზრს ვერ ვხედავ სხვას რატომ უნდა ელაპარაკო საერთოდ.. laugh.gif


Simulated

ხვდები რომ ჩვენ ყველას ჩვენი ინდვიდუალური გზა გვაქვს გავლილი დაბადებიდან, შენზე ბევრად დიდი სირთულეებიც და მდგომრეობებიც შეიძლება და თუ რამის თქმა შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან? მეც გამომიცდია როცა კითხვას ვსვამ და რაღაც მინდა, მაგრამ ამაზე ისეთ პასუხს ვერ მიიღებ რაც შენ გინდა, ეგ მხოლოდ დროში გავრცელებულმა შენივე მომავალმა თავმა იცის და შენვე ააწყობ ყველა პაზლს.




Posted by: Simulated Apr 2 2015, 06:28 PM

რაცდრო გავიდა მივხვდი ერთრმეს რო ისბალანსი რაც იდეაში ბალანსი მეგონა სამყაროში, ვგულისხმობ სულზემუშაობას,ქვეცნობიერზე და ა.შ სხვადასხვა პრაქტიკების გამოყენებით მივხვდი რო არიყო ბალანსი. სანამც ისევ მიწაზე არდავეცი და ხორციელი მომენტები თავიდან არვიგრძენი მივხვდი რო მანამდე თავს გავურბოდი,იტოკში ესეც საინტერესო თემაა. იცხოვრო ნაგავში და სისუფთავეში ერთად,იყო ბოზი და წმინდანი ერთად და მრავალი სხვა ვარიანტი ინი და იანის ამბავში. რამდენიხანია არფერი დამიწერია ფორუმზე და ბოლოს როცა დავწერე ამ თემამდე სხვანაირად ვგრძნობდი,ეხლაუფრო გაზრდილივარ მგონია. ოღონდ ყველაზე რთულია ამ ინისდაიანის თანაცხოვრება,მაგრამ ყველაზე ნაღდია.
ამიტომ ვიმეორებ ერთხელ კიდევრო ჩემი დახმარებისთვის არგამიხსნია ესთემა, თვითონ თემა მგონია საინტერესო ყოველგვარი ზემატერიების გარეშე.
რაღაც ლოგიკა უნდა არსებობდეს,რაღაც ხაზი რომელიც ყველა ადამიანის ტიპს დედამიწაზე ერთიაქვს,რაღაც საერთო მოლეკულა პირობითად რომელიც კარმის მდგომარეობაზე მოქმედებს.
დმტ , ლსდ ან აიუვასკა დაამშვენებდა ეხლა ჩემს ტვინს მაგრამ არგვაქ ამ ქვეყანაში ეგამბავი ამიტომ გკითხეთ თქვენრასფიქრობდით.რასგრძნობ
ით და ა.შ
ზოგადადაა საინტერესო.

Posted by: tikoroma Apr 2 2015, 09:02 PM

jadoqar.gif

Posted by: ანნა Apr 2 2015, 11:10 PM

ერთ სიზმარში ვნახე ეგ ყველაფერი და ვიგრძენი, სპირალი იყო და ეს სპირალი დაყოფილი, თითეული ადამიანის განვითარება სპირალურია და ცნობიერება ადის მაღლა, მერე ფართოვდება. ყველაფერი კავშირშია, ხილულიც და უხილავიც, მხოლოდ ადამიანური ტვინით და სიატყვებით ამის ახსნა რთულია..
მერედ ძალიან ფაქიზ დონეზე ვიგრძენი, ის რომ ფიქრობ და ვიღაცაზე არსწორ წარმოდგენას იქმნის, როგორ აზიანებ უკან კისერთან ენერგეტიკულ ადგილს. ჰმმ

შეიძლება დავხატო, მაგრამ ნახატიდანაც ისე ვერ გაიგებ ლოგიკურად biggrin.gif ბიჭები ლოგიკაზე რატო ხართ ჩაციკლულები, ყველაფერი ახსნადია ენერგეტიკულ რეალობაში მაგრამ ამას დანახვა და დათვლა უნდა, თუმცა ნამდვიალდ ახსნადია თუ ვერ ხედავ გაგჭირდება ახსნა ეგ ერთია. ენერგეტიკულ რეალოაბს სიე უნდა გრძნობდე როგორც მატერიას და მერე უფრო ადვილია

Posted by: Simulated Apr 3 2015, 01:09 AM

ენერგეტიკულ რეალობას ლოგიკა არაქვს შენიაზრით?

Posted by: ანნა Apr 3 2015, 11:09 AM

ყველაფერი მათმეტაიკურად კავშირშია და ზუსტია. ხომ დავწერე მიგრძვნიათქო.. თუმცა ადამიანური ტვინით რომ ეგ ახსნა გაგიჭირდება იცი რატო? რადგან შენს ტვინს აქვს მხოლოდ ის ინფორმაცია რასაც ხედავს და რაც ვარაუდია ან ინტუიცია, იმას ლოგიკაში ვერ გამოიყენებ ხო? ლოგიკისთვის ფაქტებია საჭირო და ფაქტები არაა საკმრისი მაგისთვის, მარტო მატერილურ ფაქტ სყოველთვის აქვს ანტიფაქტი რასაც შენივე ტვინი ან სხვა გეტყვის.. ამიტომ ენერგეტიკულ რეალობას უნდა გრძნობდე და ხედავდე და "მამაოს სიტყვები" აღარ გეგონება ის რაც მათემატიკურად სწორია..

Posted by: Simulated Apr 3 2015, 03:13 PM

თუ ენერგეტიკას გრზნობ ისევ როგორც მატერიას მაშინ ლოგიკის პინციპი ისევე მოერგება ენერგიას როგორც მატერიას.

Posted by: ანნა Apr 3 2015, 04:14 PM

თვალდახუჭულ მდგაომრეობაში მსჯელობას, ჯობია თვალები გაახილო და დაინახო რეალობა. როცა რეალობას დაინახავ, ტვინის დაწყნარდება და არც სხვებთან საუბარი დაგაინტერესებს რადგან რეალობასთან შეხება სხვა განზომილებაშია და ფიქრით აღარ ხდება.
ეზოთერიკი ბიჭები სულ ლოგიკურად განიხილავთხოლმე, რაც მახსოვს ეგეთები ხართ )))))) ზიხართ და არჩევთ სხვადასხვა ავტორების თეორიებს და იგრუზებით მერე ლოგიკით რო რაღაც ჩიხამდე მიდიხართ (საყვარლები biggrin.gif )
მე ვამბობ რომ დაინახე და გეცოდინება, იგრძენი, დაინახე და ეს შენი მეს შემეცნებით ხდება. ფიქრების მიღმა მეს ფართოდ შეგრნებით.. Simulated როგორც ოჯახის წევრს ისე მინდა რომ გითხრა და თუ ვერ გაგებინებ ჩემს გამოცდილებას მაშინ დროს ნუღარ დავჯარგავთ კარგი? მსჯელობა მსჯელობამდე მიდის, ჭეშმარიტება კამათში არ იბადება, ვიღაცამ რომ თქვა არასწორი თქვა ეგ biggrin.gif biggrin.gif
ენერგეტიკულ რეალობას თუ გრძნობ და ხედავ, მაშინ ყველაფრის კავშირსაც ხედავ და თემას აღარ გახსნი და კითხვებს არ დასვამ კარმაზე.. უფრო უკეთ თვალების გახელაა ალბათ სხვა რავიცი აბა.. შენი ტვინი სხვისი ტვისგან მიღებულ ფაქტობრივი ინფორმაციით არ მგონია შეივსოს და დაისვენოს.

Posted by: Simulated Apr 3 2015, 04:32 PM

შენთვითონ არგეუცნაურება ის რო ამდენი ახსნა დახსნის მერე ჩემგან, მაინც მამაოს პოზიცია როგიჭირავს? ))) ოღონდ ქრისტიანობას კიარქადაგებ, ენერგიას და იმასთუ როგორ მიაღწიე შენ ამას და სხვამაც ასეუნდა ქნას ))) ესუკვე ძირშივე არასწორია. ეს ეტაპები 5 წლისწინ გავიარე უკვე,ამიტომ არგეწინააღმდეგები არაფერში. უბრალოდ გურუს ან მღვდლის პოზიციიდან ლაპარაკი ნუ თუნდაც უბრალო მასწავლებლის პოზიციიდან ლაპარაკი არცერთშემთხვევაში არმგონია სწორი თვითგანვითარების ამბავში.

Posted by: ანნა Apr 3 2015, 05:22 PM

იცოდე გზა და გაიარო გზა სხვადასხვა რამეა – მორფიუსი biggrin.gif

რგორც ჩანს ზედაპირულად გაიარე ან სუბიექტურად ან გეგონა რო გაიარე, ეგრე გონია ამ ფორუმზე მპოსტავების უმრავლესობას რო ქრისტინობა გაიარა და იცის რაცაა. შენ არ გაგივლია როგორც ჩანს, იმიტო რო არც შედეგი გაქვს და არც გესმის რაღაცეები, Iძახი გავიარე გავიარე.. რა გაიარე? რეალურად პრაქტიკულ ცხოივრებაში რა გაიარე? ფიქრის დონეზე გადაზარება გავლა არაა და იმიტომ

Posted by: ანნა Apr 3 2015, 06:00 PM

QUOTE(Simulated @ Apr 2 2015, 11:57 AM) *
და ბოლოს ყველასთვის რო გასაგები იყოს მოკლედ მოვყვები. დაბადების მომენტიდან ვკვდებოდი,იმიტომრომ იმთვეში დავიბადე ოცა ჩემი უფროსი ძმა გარდაიცვალა და რამოხდებოდა მშობლისთვის ამდროს ხვდებით. მთელიბავშვობა სხვადასხვა ფიზიკური პრობლემები მქონდა,რისგამოც ბევრ რამეზე მომიწია უარისთქმა,ფსიქიკაზე აღარაფერს ვამბობ.ბავშვობის პერიოდი ყველაზე ცუდად მახსოვს სკოლის და სისტემისგამო. გავიზარდე ოჯახში რომელიც 100% სხვა სამყაროა და ამან თავისი წვლილი შეიტანა ამყველაფერში. მქონდა ნიჭი ხატვის და მაქვს და ეს ცალკე ისტორიაა თუ როგორ იკეტებოდა ყველაკარიუფულობისგამო ბავშობიდანვე მიუხედავად იმისა ო ნიჭს აღიარებდნენ და ბოლოს პირად ურთიერთობებში ერთადერთი გოგო ვისგამოც თავი გადავდე აღარ არის ჩემსგვერძე,ცოცხალია უბრალოდ აღარ არის.
ეხლა ამას როვწერ რამდენი წვრილი ნიუანესბია კიდე ,მაგრამ იმეებს ვერჩამოვწერ ძალიან ბევია )))
მოკლედ ჩემწარსულცხოვრებას დღევანდელი მდგომარეობის ჩათვლით ოვუყურებ მეცინება.. სულ პატარაობიდან მოყოლებული ყველაფერს ვუკეთებდი ჩემთავს რო ამ გარემოს სადაც კარგი არაფერი ხდებოდა არ ჩავეთრიე,არასდროც არცერთ ეტაპზე არც მშობელი არც არავინ არდამხმარებია,მორალურად ფსიქიკურად და ა.შ მარტო გავიზარდე და გავზარდე ჩემითავი. არადა ყველა პატარას ჭირდება ვინმე ვინც მიმართულებას მაინც მისცემს.მე ვეხმარებოდი ამ მხრივ იქით ყველას.ამყველაფერში ვერც ემოციურად და ვერცისე ვერდავატევ იმყველაფერს რაციყო და არის,რასაც ვაკეთებდი ჩემითავისთვის ა სხვებისთვის მიუხედავად ყველაფრისა.
მე თქვენგან დახმარებას არვითხოვ, არც წუწუნად ჩათვალოთ ეს.
უბრალოდ მარტივია და საინტერესოა ალბათ ყველასთვის როცა აკვირდები შენცხოვრებას და ხედავ რაღაც ხაზს როორც მოდიოდი,რასაც აკეთებდი და რაც რეალურად კარმაზე მუშაობდა ან უნდა ემუშავა,მაგრამ რაღაც სტრანნია.
მიფიქრია იმაზეც რო ამით ვემზადებოდი იმისთვის რაც აწი უნდა გავაკეთო,მაგრამ ეს მაინც რაღაც საკუთარითავის ამბავში იმედის მიცემას გავს.
ეხლანდელი და ამწამინდელი მდგომარეობაა ჩემთVის მთავარი, ძიების პროცესი პაზლის იმნაწილის რომელიც მთლიანობას დამანახებს ყოველგვარი სიყვარულების,სიკეთეების,პოზი
ტივების,გურუების და კოსმოსებისგარეშე.
ეს თემა აზრის გაზიარება უფროა ვიდრე რაიმეს თხოვნა ჩემგან,გაითვალისწინეთ. სასოწარკვეთილი არვარ,უბრალოდ ვეძებ )))


smile.gif ))))))
პარაობაში გაჭედილი მქონდა უბედურ ბავშობებზე და სულ ვიზიდავდი ესეთ ხალხს და ყველა მიყვებოდა თავისას, მერე კოლექცია შევაგროვე და მომწყინდა ბოლოს.. biggrin.gif ეგ ხომ ისტორიაა, შენ არ ხარ, დამკვირვებელი იყავი მაგ ყველაფრის და უბრალოდ მიიწებე წარმოდგენები და ენერგეტიკულ არხებში ერთვებოდი მაგ გარემოს გამო. ხუთჯერ მინდოდა თავის მოკვლა მგონი და სახლში მისვლის მაგიერ ქუჩაში ვტიროდი )))) მარა ეგ გამოცდილების პონტია.. ეს არაა ცუდი სინამდვილეში, სწავლაა, მაგ სიტუაციებში ისწავლე ხო?
ბავშობისგან განთავისუფლდი რეალურად?
გაშვებული გაქვს ბავშობა თუ წარსულში ბრუნდებიხოლმე ან წარსულზე ხარ მიჯაჭვული ემოციურად?
იქნებ Mშობლებს ან ვინმეს აბრალებ შენს ბავშობას?


QUOTE
ჩავეთრიე,არასდროც არცერთ ეტაპზე არც მშობელი არც არავინ არდამხმარებია
შენ არ დაგხმარებია და ჩემი ყველაზე დიდი მტერი ვინც მთელი ბავშობა და ცხოვრება, მთრგუნავდა და ფსიქოლოგიურად და ენრგეტიკულად მამძიმებდა ჩემივე ოჯახის წევრი იყო და ეხლახანს გავწმინდე სულ და გავანთავისუფლე ჩემი თავიც და ისიც smile.gif რატო გგონია რო სხვას იგივე არ გაუვლია და შენ ხარ მარტო ეგრე?

QUOTE

უბრალოდ მარტივია და საინტერესოა ალბათ ყველასთვის როცა აკვირდები შენცხოვრებას და ხედავ რაღაც ხაზს როორც მოდიოდი,რასაც აკეთებდი და რაც რეალურად კარმაზე მუშაობდა ან უნდა ემუშავა,მაგრამ რაღაც სტრანნია.


ყველა ეზოტერული და რელიგიური კანონი ყველაზე არ მოქმედებს, ყველა სიკეთე სიკეთე არაა და იმიტომ. სიკეთეს რო გააკეთებ არ დაგიბრუნდება, რეალური სიკეთე რა არის არც არავინ არ იცის და რომ არ იმუშავა ეგ ბუნებრივია..
შენი აზრით ას ადამიანს რო დაეხმარები კარმა გაგეწმინდება და კარგი რამეები მხოდება შენს ცხოვრებაში? ეგ არის სისულელე, ეგრე არ ხდება კარმის დამუშავება.
სხვის გამო რამსი დათმობითაც ვერ გაწმინდავ ვერაფერს, ვაბშე სხვა ადამიანებ დიდი როლი არ აქვთ ანარეკლობის გარდა და ძალიან მცდარია ზოგადი სწავლებები რო, სიკეთე კაია ან რამე.. სიკეთე მავნებელია ხშირად.


Posted by: Simulated Apr 4 2015, 05:44 AM

ვაბშე არაფერზე აღარ გეკამათები,შენ ხარ ჩამი და ამსამყაროს სიმართლეც და ღმერთიც, აჰა მეტი რავქნა )))

Posted by: earth Apr 4 2015, 07:51 AM

tikoroma

QUOTE
QUOTE
ციტატა
მარტო გავიზარდე და გავზარდე ჩემითავი.

ასეთი ვინც არ არის ამ ფორუმზე, გამოვიდეს, დამენახოს.;დ

აი, სწორედ ასეა მგონი wink.gif ამიტომაც გაიშალა ალბათ ეს თემა კარგად, რადგან ბევრი ვგრძნობთ იგივეს რასაც Simulated .

ჩვენი მოხუცი biggrin.gif ფორუმელის სიტყვას დავეთანხმები, იყავი დამკვირვებელი.

და კიდევ... მადლობა Simulated , რომ გააღვიძე ამ თემით ჩვენი ფორუმი, დიდი ხანია ასეთი თემა არ გახსნილა.

Posted by: old_man Apr 4 2015, 11:33 AM

ანას პოსტებს რომ ვკითხულობ მგონია რომ თავად სამყარომ გამოგვიგზავნა ის ჩვენ უბედურ ადამიანებს რათა ვცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ბედნიერი. ო, წმინდაო ანა worthy.gif
თქვენ ის არ ხართ რაც გგონიათ ოოოოო ეს ყველაფერი ილუზიაააა ოოოოო ეს მატრიცაააა ოოოოოო biggrin.gif

Posted by: ანნა Apr 4 2015, 03:09 PM

მე კიდე მგონია რო მარტო არ დავბადებულვარ და თქვენთან ერთად მოვედი, მე ცალკე რთული ოჯახით და პრობლემებით რო მერე ამ ცხოვრებაში შეგხვედროდით და ყველა დამხმარებოდით, (ლაშამ და მამუკამ უარყონ თუ უნდათ მარა მე მამაღმერთი ვერ გადამარწმუნებს რო აშრამში გაცნობა უბრალოდ გაცნობა იყო) )) და მე ჩემი ცხოვრებით მეჩვენებინა რო ეზოთერულ ცოდნას როგორ შეუძლია ადამიანის და მისი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ wub.gif ვინც დიდი ხანია მიცნობს დამეტანხმება როგორ შევიცვალე და არ მინდა ჭკუის დარიგება ვინმესთვის, ჩემ გამოცდილებას ვუზიარებ რადგან ნამდვილად იმომქმედა და ყველაფერი შეიცვალა ჩემს გარშემო sad.gif მარა ბევრი წერა გამომდისხოლმე და გაუგებრად.. ნეტა სხვანირად შემეძლოს იმ ყველაფრის თქმა რაც წლებში ვისწავლე sad.gif

Posted by: earth Apr 5 2015, 07:40 AM

ანნა
wub.gif

გადახარშე და გააძლიერე ეს ყველაფერი რაც ისწავლე შენს გულში. ეს კიბის მეორე საფეხურია.
კარგი იქნება შენი ცოდნა უფრო სიფრთხილით გააზიარო, რადგან თუ უარყოფას მიიღებ, შეიძლება შენ დაგაკლდეს რამე. მინდა გითხრა ხან მართლაც ბევრი სათქმელი გროვდება, მაგრამ ხან გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჯობია. ჯერ ნუ იჩქარებ, ამ ყველაფერს შენში ღრმა ფესვი გაადგმევინე.
<3

Posted by: ანნა Apr 5 2015, 10:43 AM

earth

ინტერნეტი როგოგრ არ უნდა გიყვარდეს, ოცი წლის წინ რომ მეცხოვრა ვერც თქვენ გაგიცნობდით და სხვა ქვეყანაში მცხოვრებს როგორ დაველაპარაკებოდი... აქ შენნაირი არავინ არ მყავს იცი? საქართველოში ყველა დამძიმებული და გაბოროტებულია, სულ პროტესტები აქვთ და შენგან სულ სიმშვიდე მოდის smile.gif ჰო, ჯერ ადრეა ალბათ, რადგან არ გამოდის ე.ი ადრეა.. რადგან რისი დროცაა იმის კეთებისას, უამრავ ენერგიას ვგრძნობ საიდანღაც მემატება, სიმშვიდეს და სამყაროსთან ერთიანობას და თუ ნეგატივი მოდის ან მე განვიცდი რაღაცას ცუდად, ე.ი ეს ქმედება ჯერ ადრეა ^^ ემოციები მიგანიშნებენ რისი დროა და რა არის არასწორი, მადლობა ირმ ^^

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)