Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფსიქომოდულაციის ოთახი _ earth

Posted by: earth Mar 30 2018, 06:41 AM

იყოს აქ ჩემი ოთახიც....

Posted by: earth Mar 30 2018, 06:50 AM

ბავშვობიდან მიყვარდა გაზაფხული, როგორ შეიმოსებოდა მცენარე მწვანე საფარით, როგორ ყვავდებოდა ირგვლივ ყველაფერი. ყოველ წელს ველოდებოდი აპრილს, ველოდებოდი როდის დაიწყებოდა ჩემი საყვარელი ეპოქა, როცა ახალი კვირტებითა ღია მწვანე ფერითაა ირგვლივ ყველაფერი.

http://image.geotorrents.com/viewer.php?file=42297422392041790871.jpg

მალე სწორედ ჩემი საყვარელი დღეები დგებიან, ვულოცავ ყველას ჩემთან ერთად ამ სილამაზეს, რაც ჩვენ გვაჩუქა დედა ბუნებამ.

Posted by: tty_ Mar 30 2018, 07:22 AM

earth
მიხარია რომ მიიღე ასეთი გადაწყეტილება <3 ლამაზ შესავალს გისურვებ

Posted by: elli Mar 30 2018, 08:56 AM

earth
სოციალურმა ქსელმა და ზოგადად ინტერნეტმა ბევრ ცუდთან ერთად ძალიან კარგი რამაც მოიტანაა, ესაა ურთიერთობები. როცა გადავხედავ და აქ გხედავ მიხარია, წლები გავიდეს შეიძელბა და არ გამოგეხმაურო, მაგრამ სულ გკითხულობ და მიხარია რომ არსებობ და გიცნობ, გიცნობ ბევრ ჩემს რეალურ მეგობარზე უფრო კარგად. ძალიან მიყვარხარ JC_cupidgirl.gif wub.gif wub.gif wub.gif l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif

Posted by: earth Mar 30 2018, 06:32 PM

gul.gif gul.gif gul.gif bigarmhug.gif l_daisy.gif

ამიტომაც ვერ ველევი ამ ფორუმს.
დიდი მადლობა ამ სიყვარულისათვის give_rose.gif

Posted by: tikoroma Mar 30 2018, 10:55 PM

l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif
გამიხარდა
მრავალ ბედნიერ გაზაფხულს გისურვებ l_sunny.gif

Posted by: earth Mar 31 2018, 07:06 AM

დიდი მადლობა bigarmhug.gif

rose-178.gif rose-178.gif rose-178.gif

Posted by: earth Apr 7 2020, 09:47 AM

ვა, ჩემი ოთახი მქონია აქ და რატომ დავივიწყე?
არადა მიყვარს როცა ჩემი ოთახი მაქვს, ბავშვობიდან მიყვარდა.

ახლა მინდა გადმოგცეთ სად ვარ...
ჩემი ოთახი, სადაც ჩემი ლამტოპით ვარ არის სამი ფანჯრით და გავყურებ ლამაზ მთებს. ზოგან ისევ თოვლი დევს. უსასრულო სივრცე თვალს უხარია.
სოფელი... აი ჩვენი გზა.
wub.gif wub.gif wub.gif

Posted by: tikoroma Apr 7 2020, 10:59 PM

earth
<3

Posted by: earth Aug 28 2022, 05:21 PM

ბავშვობიდან საერთოდ უშიშარი ვიყავი. რაღაც 8–10 წლის ასაკში მქონდა უცნაური ფიქრები,–მახსოვს ვფიქრობდი სიკვდილზე. რაღაცნაირად ჩემს ბავშვურ გონებაში გავიფიქრე, რომ არა აქვს აზრი ადამიანი დღეს მოკვდება თუ ხვალ, რადგან მაინც მოკვდება, ასე რომ შეგეშინდეს სიკვდილის უაზრობაა, მაშინ იმ პატარა ასაკში დავძლიე ერთგვარად ადამიანის ეს უმთავრესი შიში. ამ ფიქრებმა გამხადა ძლიერი.

ისე ყველაზე საშიში ჩვენთვის არის ჩვენი საკუთარი თავი, რადგან მასზეა დამოკიდებული ისევ დავიბადებით, თუ გადავალთ სხვა სამყაროში.

Posted by: earth Sep 16 2022, 06:10 AM

ჩემი წუხანდელი სიზმარი:
ვიყავი რაღაც ჯგუფთან, ყველას რაღაც ხისფერი ტანსაცმელი ეცვათ. რაღაც უნდა გვეჩვენებინა სცენაზე,– ჩავკიდეთ ხელები ერთმანეთს და სცენაზე წრე შევკარით და ერთობლივი ძალით ავფრინდით და ვიფრინეთ წრეზე მიწიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ დიდხანს ვერთ შევძელით და დავეშვით. მე ვუთხარი, რომ ფრენა ძალიან ადვილია და ეს გავაკეთე ძალიან ადვილად ავფრინდი და გავდი-გამოვდიოდი სცენასავით იყო რაღაც ადგილი. თავისუფლად დავფრინავდი.შემეძლო ასე მეფრინა რამდენიც მინდოდა. მიკვირდა, რატომ არ გამოსდიოდათ.
დილით რომ გამეღვიძა, გამახსენდა, რომ ხშირად მაქვს ნანახი ასეთი ფრენა, ისე ვიყავი მინდოდა მეცადა თუ ავფრინდებოდი მართლა. მაგრამ ძალიან მძიმე ვარ laugh.gif

Posted by: td......... Nov 3 2022, 07:08 PM

earth

ციტატა(earth @ 16th September 2022 - 06:10 AM) *
ჩემი წუხანდელი სიზმარი:
ვიყავი რაღაც ჯგუფთან, ყველას რაღაც ხისფერი ტანსაცმელი ეცვათ. რაღაც უნდა გვეჩვენებინა სცენაზე,– ჩავკიდეთ ხელები ერთმანეთს და სცენაზე წრე შევკარით და ერთობლივი ძალით ავფრინდით და ვიფრინეთ წრეზე მიწიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ დიდხანს ვერთ შევძელით და დავეშვით. მე ვუთხარი, რომ ფრენა ძალიან ადვილია და ეს გავაკეთე ძალიან ადვილად ავფრინდი და გავდი-გამოვდიოდი სცენასავით იყო რაღაც ადგილი. თავისუფლად დავფრინავდი.შემეძლო ასე მეფრინა რამდენიც მინდოდა. მიკვირდა, რატომ არ გამოსდიოდათ.
დილით რომ გამეღვიძა, გამახსენდა, რომ ხშირად მაქვს ნანახი ასეთი ფრენა, ისე ვიყავი მინდოდა მეცადა თუ ავფრინდებოდი მართლა. მაგრამ ძალიან მძიმე ვარ

ადრეც დაგესიზმრა რაღაც მაგდაგვარი ფორუმელებთან ერტად, წრე შევკარით და რაღაც მასეთი.. არ მახსოვს. ხოდა ახლა რომ გაპასიურდა აქ ხალხი, მაგ ნახე, ვეღარ დავფრინავთ :დ:დ:დ

Posted by: earth Nov 4 2022, 05:57 AM

td.........
biggrin.gif
მართლაც ფრენას ვკარგავთ... ეს ჯგუფი ერთად ძლიერები ვიყავით, ახლა გავთითოკაცდით და ენერგიაც შემცირდა.

Posted by: earth Apr 23 2023, 06:09 PM

„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“...

ადამიანმა უნდა ისწავლოს ყველაფრის პატიება, უდიდესი ძალა და ბედნიერებაა, როცა არაფერს იტოვებ გულში, რაც შენ განგრევს, განადგურებს, რადგან წყენა და ცუდი მოვლენების გახსენება უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე. მინდა ვთქვა, რომ ვასრულებ ამ სიტყვებს, რადგან ვისწავლე მიტევება, ვისწავლე ათასგზის მიტევება, ვისწავლე დავიწყება იმ ტკივილების და სითბოთი შევცვალე მაქსიმალურად. ბევრი ვერც კი წარმოიდგენს რამხელა ბედნიერებაა, – მიუტევო, დაივიწყო... ეს უბრალოდ არ ხდება, როცა მიუტევებ შინაგანად პოულობ ერთგვარ მოვლენებს, რითაც იგებ რომ აი ამიტომ გააკეთა, ამიტომ შეცდა...მერე თანდათან ერთგვარი სიყვარული იბადება იმ ადმიანის მიმართ, ერთგვარი გაგებით ეკიდები და გესმის მისი... იცით საინტერესო ისაა, რომ ამ მოვლენების მერე თითქოს ის ადამიანიც იცვლება, თუმცა შეიძლება ისევ გატკინოს გული, მაგრამ ისევ უნდა აპატიო... უნდა აპატიო დაუსრულებლად... ეს მდგომარეობა პირველი ჩვენთვისაა კარგი და მერე მისთვისაც და ეს ჯაჭვურ რეაქციაში გადადის. როცა სიძულვილი დაიძლევა, სიყვარული იბადება, როცა სიყვარული იბადება, ადამიანი ჯანმრთელია, ბედნიერია, მდიდარია. მას ახარებს სიმდიდრე ყოველი წამისა და წუთის, მას ახარებს სიმდიდრე ყოველი დღის.

ვიტყვი, რომ ზოგიერთი რამის პატიებამ ბევრი დრო წამართვა, წლებიც კი წაიღო, წლები ის სათუთი დღეები, როცა შეიძლებოა ის წუთები სიყვარულით სავსე გულის გრძნობით ყოფილიყო, დაიკარგა ის დღეები, წუთები...

ეზოთერიული პირადი ღრმა დაკვირვებით ამ სიტყვებზე,– მივხვდი და ვიგრძენი ღრმად ამ სიტყვების ჭეშმარიტება უდიდესია... არ უნდა ვიმეოროთ დაზეპირებულად უნდა ვიგრძნოთ და შევასრულოთ, პირველ რიგში ჩვენივე თავისათვის და დანარჩენი თავისით ხდება.

gul.gif

Posted by: earth May 14 2023, 06:18 AM

td.........

QUOTE(td......... @ 3rd November 2022 - 08:08 PM) *
ადრეც დაგესიზმრა რაღაც მაგდაგვარი ფორუმელებთან ერტად, წრე შევკარით და რაღაც მასეთი.

წრის შეკვრა რაღაც არის ჩემთვის... ეს მგონი რომელიღაც წინა ცხოვრებიდან მახსოვს და არვიცი რა არის. ვიცი დანამდვილებით, რომ სადღაც წინა ცხოვრებაში წრე იყო რაღაც რიტუალი და ძალიან ძლიერი.

Posted by: earth Feb 24 2024, 09:17 AM

ამ სამი თვის წინ გადავედი ჩემს ნაოცნებარ ადგილას საცხოვრებლად, მივაღწიე იმას რასაც ამ ბოლო წლებში ვგეგმავდი. ტყის პირად მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე, სიმშვიდეში, მდინარის პირას, მთები, სუფთა ჰაერი, ბევრი შრომა ეზოში, მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო, ასე ახლოს ბუნებასთან, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ასეთი დიდი,–მუდმივი სიხარულის გრძნობა არასოდეს მქონია. მავსებს ბუნება და მიყვარს. rose-178.gif JC_cupidgirl.gif l_sunny.gif wub.gif


თბილისში დავიბადე და გავიზარდე და ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ასეთი ცხოვრება თუ ასე მომეწონებოდა. ვინც სოფელში იბადება და იზრდება, ვერ გრძნობს ხშირად იმ ბედნიერებას. მე ქალაქის ხმაურებში, თბილისიდან ათენში დაღლილი წავედი თითქმის ტყეში, მადლობა ღმერთო ამისათვის.

Posted by: chemikerin Feb 25 2024, 12:26 PM

QUOTE(earth @ 24th February 2024 - 09:17 AM) *
ამ სამი თვის წინ გადავედი ჩემს ნაოცნებარ ადგილას საცხოვრებლად, მივაღწიე იმას რასაც ამ ბოლო წლებში ვგეგმავდი. ტყის პირად მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე, სიმშვიდეში, მდინარის პირას, მთები, სუფთა ჰაერი, ბევრი შრომა ეზოში, მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო, ასე ახლოს ბუნებასთან, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ასეთი დიდი,–მუდმივი სიხარულის გრძნობა არასოდეს მქონია. მავსებს ბუნება და მიყვარს.


გილოცავ ამ სურვილის ასრულებას! gul.gif JC_cupidgirl.gif

ქალაქში მართლაც მაკლია ხანდახან ბუნება.. თან ეხლა გაცილებით ხმაურიანი გახდა აქაურობა..

Posted by: earth Feb 26 2024, 09:00 AM

chemikerin

QUOTE(chemikerin101 @ 25th February 2024 - 01:26 PM) *
გილოცავ ამ სურვილის ასრულებას!

მადლობა, გაიხარე l_daisy.gif

Posted by: old_man Feb 26 2024, 12:32 PM

მშვენიერია, გილოცავ! wub.gif

Posted by: elli Feb 26 2024, 10:48 PM

earth

ციტატა(earth @ 24th February 2024 - 09:17 AM) *

თითქოს ეს ამბავი წამეკითხოს უკვე, მიყვარს ახდენილი ოცნებები. გილოცავ

Posted by: earth Feb 27 2024, 09:39 AM

old_man
elli
დიდი მადლობა wub.gif bigarmhug.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)