IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ფილიპ კ. დიკი
tikoroma
post Mar 28 2020, 06:54 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილიპ კინდრედ დიკი — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი ნაშრომები მოიცავს ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას.

მე წავიკითხე "ოცნებობენ ანდროიდები ცხვრებზე"
ვისაც ფანტასტიკა გიყვართ, ძალიან საინტერესო და დინამიური თხრობა აქვს.

მაგრამ თემა სხვა წიგნის გამო გავხსენი.
ესაა "ვალისი"

ამჟამად ვკითხულობ, შეგახსენებთ საბა.ჯიზე უფასოდაა ხელმისაწვდომი ალბათ კიდევ ორი-სამი კვირა იქნება ასე.

„ვალისი“ - ფილიპ დიკის მიერ სიცოცხლის მიწურულს დაწერილი ტრილოგიის პირველი წიგნია. ესაა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი გაგიჟების პირას მყოფ ადამიანზე, რომელიც აცნობიერებს, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს. 1974 წლის მარტში ფილიპ კ. დიკს ღმერთი გამოეცხადა. იყო ეს ჭეშმარიტი თეოფანია თუ ნარკოტიკებით მოხარშული ტვინის მიერ შეთხზული ჰალუცინაცია? ამის გასარკვევად მწერალმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური ჩანაწერების კეთება დაიწყო. საღი გონების შესანარჩუნებლად ის თავისი მდომარეობის ამხსნელი თეორიების შემუშავებას იწყებს. მასთან ერთად წიგნის სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ გაერკვნენ, რა ხდება მათი მეგობრის თავს. თითოეული მათგანი თავისებურად სცემს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის რეალობა? მკითხველს კი სხვა რამ აქვს გასარკვევი: რა არის „ვალისი“ – სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის მიერ ნაწინასწარმეტყველები ინტერნეტის ერა, შიზოფრენიული გონის მიერ შეთხზული ფანტაზია, თუ დედამიწაზე კაცობრიობის დასახმარებლად ჩამოსული ღმერთის მიერ ნაკარნახევი წმინდა წერილი?


ეს რეცენზიაა საბაზე.

მე კი მოკლედ ვიტყვი, რომ ცოტა რთული თხრობაა, მაგრამ მაინც იკვეთება მთავარი მესიჯები პირველივე თავებში:
მაგალითად: როგორ იმართება ჩვენი რეალობა, რა არის დრო, სივრცე. როგორ იცვლება და აღვიქვამთ მას. და რაც მთავარია, ეს არ ხდება ბუნებრივად და ავტომატურად, არსებობს ვიღაც, ვინც მართავს მას და ჩვენს ბედსაც.

პ.ს. შემახსენეთ ფოტოებს როგორ ვტვირტავთ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 28 2020, 07:16 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გაგება, რთულია, მაგრამ მაინც შევკრებ და შევინახავ აქ.

-- ეს ყველაფერი იმ ჩემს ნაცნობ გოგოს მახსენებს, კიბოთი რომ კვდებოდა. საავადმყოფოში მოვინახულე და ვერ ვიცანი; საწოლში წამომჯდარიყო და ჩია, ბებერ, თმაგაცვენილ კაცს ჰგავდა. ქიმიოთერაპიის გამო ყურძნის მარცვალივით გასიებულიყო. კიბოსა და თერაპიის გადამკიდე, გამუდმებით კრუნჩხვებში ვარდებოდა, ფაქტობრივად დაბრმავებულიყო და სმენა დაკლებოდა. როცა მასთან ახლოს დავიხარე და ვკითხე, თავს როგორ გრძნობდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ გაეგო, რას ვეუბნებოდი. მერე კი მიპასუხა, "ვგრძნობ, რომ ღმერთი გამოჯანმრთელებაში მეხმარება". კიბომდეც რელიგიური იყო და მონაზვნად აღკვეცასაც გეგმავდა. მისი საწოლის თავთან, მეტალის სადგამზე მას ან ვინმე სხვას კრიალოსანი დაედო. მე თუ მკითხავთ, ამ სიტუაციისთვის "შენი კარგიც მოვტყან, ღმერთო" წარწერა იქნებოდა ზედგამოჭრილი, აი, კრიალოსანი კი - ნაკლებად.

-- ჰერაკლიტე... 56-ე ფრაგმენტში ამბობს, რომ როცა საქმე შეცნობად საგნებს ეხება, ადამიანები "ჰომეროსივით ილუზიების მსხვერპლნი არიან". გარეგნულ მახასიათებლებზე დაყრდნობით სიმართლემდე მისაღწევად ინტერპრეტაცია, გამოცანის ამოხსნაა საჭირო... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ადამიანებს ხელეწიფებათ, მათი უმრავლესობა არასოდეს აკეთებს ამას.
ჰერაკლიტე უმოწყალოდ ამხელს რიგითი ადამიანის სიბრიყვეს და იმას, რასაც ეს ადამიანები ცოდნად მიიჩნევენ. ის მათ პირად სამყაროებში გამოკეტილ მთვარეულებს ადარებს.

---123-ე ფრაგმენტში ჰერაკლიტე ამბობს: "საგნებს საკუთარი თავის დამალვა სჩვევიათ". 54-ე ფრაგმენტში კი აღნიშნავს, "ფარული სტრუქტურა გაცხადებულ სტრუქტურაზე ბატონობსო". რასაც ედვარდ ჰასი ურთავს, "მაშასადამე იგი ერთმნიშვნელოვნად ემხრობა იმ აზრს, რომ რეალობა რაღაც დოზით დამალულია.

--- 30. ფენომენური სამყარო არ არსებობს, ის გონის მიერ დამუშავებული ინფორმაციის იპოსტასია.
35. გონი ჩვენ კი არ გველაპარაკება, არამედ ჩვენით საუბრობს. მის თხრობას ჩვენი სულები ატარებენ და მისი სევდა ირაციონალურობით გვავსებს. როგორც ამას პლატონი მიხვდა, სამყაროს სულში ირაციონალურობის მარცვალია დაფლული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითონ სამყარო და მის უკან მდგომი გონი - არის შეშლილი. შესაბამისად, ვისაც რეალობასთან აქვს კავშირი, სიგიჟის უპირობო თანაზიარია.

-- ლაბირინთიდან გამოსასვლელი გზა არ არსებობს. შენ მასში დადიხარ, ის კი მუდამ იცვლება, რადგან ცოცხალია.

ფილიპ დიკი
„ვალისი“


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 29 2020, 01:46 AM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესოა
good.gif

ციტატა
გონი ჩვენ კი არ გველაპარაკება, არამედ ჩვენით საუბრობს. მის თხრობას ჩვენი სულები ატარებენ და მისი სევდა ირაციონალურობით გვავსებს. როგორც ამას პლატონი მიხვდა, სამყაროს სულში ირაციონალურობის მარცვალია დაფლული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითონ სამყარო და მის უკან მდგომი გონი - არის შეშლილი. შესაბამისად, ვისაც რეალობასთან აქვს კავშირი, სიგიჟის უპირობო თანაზიარია.


ზემოთ კარგად შეიგინა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 29 2020, 02:12 AM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ციტატა(*ANO* @ 29th March 2020 - 01:46 AM) *
ზემოთ კარგად შეიგინა

biggrin.gif
კიდო აქვს ერთი-ორი მასეთი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 31 2020, 10:56 AM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



---- ფეტი დიდხანს აანალიზებდა თავის შეხვედრას ზებრასთან, თუ ღმერთთან, თუ ლოგოსთან, თუ რაღაც ჯანდაბასთან, და ერთი წლის თავზე დაასკვნა, რომ ეს ქმნილება ჩვენს სამყაროში იყო შემოჭრილი; კიდევ ერთი წლის მერე კი გააცნობიერა, რომ ის ჩვენს სამყაროს მოიხმარდა, კერძოდ კი ნთქავდა მას. ეს პროცესი ტრანსსუბსტანციაციას წააგავდა. ეს გახლდათ ზიარების ის სასწაული, რომლის დროსაც პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად იქცევა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 31 2020, 10:57 AM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



--- ხსნაც აქაა და სნეულებაც. როგორც ფეტი დაუღალავად იმეორებს, “იმპერია არასდროს დამხობილა“. მოულოდნელი კრიზისის საპასუხოდ ჭეშმარიტმა ღმერთმა სამყაროს მის მიერვე დაპყრობილი ნაწილის სახე მოირგო: ჯოხებს და ხეებს და ნაგავზე მოსროლილ ლუდის ქილებს მიემსგავსა და თავი გადაგდებულ, უვარგის ნარჩენებად მოაქვს. ჩასაფრებული და ყველასაგან შეუმჩნეველი, ღმერთი რეალობასა და ყველა ჩვენგანს ალყაში აქცევს. ანტიდოტის როლში მყოფი ღმერთი სინამდვილეში გვიტევს და ჭრილობებს გვაყენებს. ფეტი დაგიმოწმებთ, რომ ცოცხალ ღმერთთან მოულოდნელი გადაყრა ძალიან საშიშია.

-- ფეტიმ ანტიქრისტესთან შეკვრა გადაწყვიტა. და მას ყველაზე მაღალი გრძნობები: სიყვარული, მადლიერება და დახმარების სურვილი ამოძრავებდა.
ზუსტად ის გრძნობები, რომლებითაც ჯოჯოხეთი იკვებება: ადამიანის უკეთილშობილესი ინსტიქტები.


მოკლედ, ჩემს ე.წ. შეთქმულების თეორიებს კარგად ეხმიანება ეს ავტორი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 3 2020, 04:54 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს. ძირითად მესიჯებს, რაც აქამდე შემხვდა ჩამოვწერ მოკლედ:

ჩვენთვის ხილული სამყარო, ჩვენი რეალობა მართულია ე.წ. ნაკლულოვანი, შეშლილი "ღმერთის" მიერ. არსებობს სხვა სრულყოფილიც. დიკი მთ უწოდებს ინი და იანს, ინი - ნაკლულოვანი, იანი - სრულყოფილი. ნუ ეს დეტალები არაა სავალდებულო ზუსტად ასე იყოს biggrin.gif

მთავარია, რომ მმართველი ღმერთი ვერაა კარგად.
ის მართავს დროს და სივრცედ აქცევს, და როცა დრო სივრცედ იქცევა - რეალობის გაყალბებაც ადვილია.
ის ვინც მართავს ფარულია.
ამაზე ხშირად გვიპოსტია ფორუმზე, ზეტის განმარტებებიც მახსოვს, ქათმის ფერმის თეორიებიც და ა.შ.

მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც იშვიათად ჟღერდება (და რაც მე და ჩემმა მეგობრებმა ორიოდე წლის წინ აღმოვაჩინეთ და დავღონდით)
ისაა, რომ ეს ღმერთი ჩვენს სამყაროს მოიხმარს, კერძოდ კი ნთქავს მას.
და ეს არ ეხება მხოლოდ უარყოფით ენერგიებს - შიში, სიძულვილი, ბოზობა, ღალატი და ა.შ.
არამედ კეთილშობილურ გრძნობებსაც ეხება:
წიგნში ხაზგასმულია ამაზე მითითებები, "
"ფეტიმ ანტიქრისტესთან შეკვრა გადაწყვიტა. და მას ყველაზე მაღალი გრძნობები: სიყვარული, მადლიერება და დახმარების სურვილი ამოძრავებდა.

ზუსტად ის გრძნობები, რომლებითაც ჯოჯოხეთი იკვებება: ადამიანის უკეთილშობილესი ინსტიქტები." აი, ასე პირდაპირ. კიდევ ბევრ ადგილას.

ამაზე კამათი შეიძლება ცხადია
მაგრამ რასაც ვაკვირდები ეკლესიასაც და სხვა აღმოსავლურ მიმდინარეობებსაც, რადგან მრევლთან ისინიც შეუწყნარებლები არიან. ისინი იკვებებიან შემდეგ ამ კეთილი გრძნობებით და მოქმედებებით, რასაც აიძულებენ ხალხს.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 4 2020, 09:59 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამას გარდა, დიკი ამბობს, რომ ადამიანს აჯერებენ, რომ ტანჯვა დაიმსახურა.
ესეც მართალი მგონია
არა მხოლდო ქრისტიანული თვითგვემა, არამედ კარმის თეორიაც
თითქოს ყველა ღირსი იყოს იმისა, რაც მოსდით
ეს ყველაფერი თავს მოხვეულია, რომ არ გავწიოთ წინააღმდეგობა.
თუ აქვს აზრი წინააღმდეგობის გაწევას, ეგ ცალკე საფიქრალია კიდევ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 28 2020, 07:13 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი ნაშრომები მოიცავს ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას. მის ნაშრომებში ასახული იყო ავტორის დაინტერესება მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემების მიმართ. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

საოცარი ადამიანია
"ოცნებობენ ანდროიდები ცხვრებზე" ამის მიხედვით ყოფილა გადაღებული "დანის პირზე მორბენალი" ძველი გადაღება ძნ კარგია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:41 PM