ჩვენი ლამაზი დედამიწა
მისი სილამაზით ბევრჯერ გაგვიხარია.
https://postimages.org/
გთხოვთ ამ თემაში გავაკეთოთ ვიზუალიზაცია, ლამაზი დედამიწა დავხატოთ. ლამაზი ცხოვრება დავხატოთ.
აუცილებელი პირობა ამ თემაში,–დავწეროთ მხოლოდ პოზიტიური პოსტები.
ჩამოვაყალიბოთ გეგმები, რომელი გეგმებიც სილამაზით გაავსებს დედამიწას.
ვიზუალიზაციის ძალა ამ ფორუმზე უმრავლესობას გამოცდილი გაქვთ, თუ გავაკეთებთ ერთობლივ ვიზუალიზაციას დედამიწაზე, შევძლებთ შევცვალოთ მოვლენები.
ერთი ფიქრი რაც მაქვს ეს დღეები ეს არის, რომ ეშველებოდა საქმეს, თუ ძლიერნი ამა სოფლისანი,–მიიღებდნენ კანონს და გაავრცელებდნენ მთელს მსოფლიოში (ისე ვაკვირდები რამე კანონი რომ შემოდის ერთ ქვეყანაში, მერე მეორე ქვეყნებშიც ავრცელებენ: სიგარეტზე, ჰომოსექსუალებზე და სხვა...)
უნდა მიიღონ კანონი, რითაც აიკრძალება ქალაქში მშენებლობა გამწვანების გარეშე. ყველა სახლს, კორპუსს ირგვლივ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხეები. თუ ადგილი არ არის ამისათვის, მაშინ აიკრძალოს იქ მაღალი შენობის აშენება და აშენდეს 1 სართულიანი, რომ დაეტიოს ნაკლები ხეები. იყოს თუნდაც ერთ ბინაზე ერთი ხე თავდაპირველად. ესეც დიდ შეღავათს მოგვცემს.
ძველ ნაშენებ სახლებს, კორპუსებს მოეთხოვოს სიმწვანის გაშენება ირგვლივ, თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ ახალი არასოდეს აღარ აშენდეს ასე.
წარმოიდგინეთ თუ ერთი 9 სართულიანი კორპუსი, რომელშიც ალბათ ასამდე ოჯახია, ვალდებული იქნება ირგვლივ 100 ხით. თუ არა და მაშინ უფრო პატარა კორპუსი აშენდეს იქ. წარმოიდგინეთ რა ლამაზები გახდებიან ქალაქები.
აუ ეგ რო შეიცვალოს ძალიან მაგარი იქნება
Zet
ძალიან კარგია შუშა, საფრთხილო სახმარია, მაგრამ არც ორგანიზმზე მოქმედებს უარყოფითად, როგორც ყველა პლასმასი და არც ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის. პლასმასი არც ჯანმრთელობისათვისაა კარგი და არც დედამიწის სილამაზისათვის.
პარკები კი ბამბის ნაჭრის ჩანთებით შეიძლება შეიცვალოს
დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ არ გვაქვს უფლება ყველამ არ ავიმაღლლოთ ხმა. ყველამ უნდა მოვითხოვოთ და შევეცადოთ შევცვალოთ რამე. გამწვანება დედამიწაზე ამ ეტაპზე უაღრესად აუცილებელი საკითხია.
ბევრი პრობლემები არსებობს და უმეტეს შემთხვევაში ვებრძვით, ვებრძვით ტყის გამჩეხებს, ვებრძვით ხანძარს, ვებრძვით ადამიანებს(ხო აზრზე ხართ არიან ადამიანები, რომელთაც სიამოვნებთ ტყის გადაწვა, არიან ასეთი ფსიქოლოგიურად ავადმყოფები), მაგრამ ბრძოლით თითქოს შედეგი არ არის. ამიტომაც იქნებ „შენებით“ გამოვიდეს. ბრძოლით დანგრეული, სიყვარულით აშენებულიყოს.
უკვე დედამიწის ტემპერატურა აწეულია და სასწრაფოდ რამე უნდა ვიღონოთ. იქნებ ერთი ლოცვის დღე დაგვეწესებინა, ინება რამე მოგვეფიქრა.
გთხოვთ ეს თემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.
გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრები, იქნებ რამე კარგი მოიფიქროთ.
მჯერა შეგვიძლია. შევცვალოთ მოვლენები ერთობლივი ვიზუალიზაციით.
წარმოიდგინეთ გაბრწყინებული და გახარებული ადამიანები. წარმოიდგინეთ როგორი სასიხარულო ამბებია ირგვლივ. ყველაფერი კარგადაა. წარმოიდგინეთ მომღიმარე სახეები ადამიანებისა. ყველაფერი კარგადაა, მადლობა, მადლობა, მადლობა.
ერთობლივი დროის დათქმა კარგია, მაგრამ რადგან ყველას სხვადასხვა დრო აქვს თავისუფალი, ამიტომ გააკეთეთ ეს რამდენიმე წუთით დილით და რამდენიმე წუთით საღამოს. სულ რაღაც ორი-სამი წუთი. დამიჯერეთ თქვენი ენერგია არ დაიკარგება.
მადლიერების გრძნობით, რომ მიიღებთ რასაც ითხოვთ და სიყვარულით.
earth
ბევრი რამის გაყიდვა უნდა აიკრძალოს პატარა პლასმასებით. მაგალითად შამპონს ვყიდულობთ, დაიცლება და ვაგდებთ პლასმასის ბოთლს. გაიყიდოს შამპონი ჩამოსხმით. წავიდეთ ჩვენი დიდი ჭურჭლით და ვიყიდოთ და მერე გადავასხათ უფრო პატარა ჭურჭელში სახმარად.
ასე უნდა მოვიფიქროთ ყველაფერზე, რაც დედამიწას აბინძურებს.
საერთოდ უნდა აიკრძალოს პლასმასის წარმოება.
დღეს ავსტრიელ მეცნიერებს ვუსმენდი, ძალაინ ცოტა დრო დაგრჩა მოქმედებეისთვის, ძალაინ ცოტა დრო თორემ კიდევ უფრო მეტად შემოკრავს დედამიწა განგაშის ზარსო
კარგად უთქვიათ. დედამიწა გვეძახის, გვეხვეწება, გვაფრთხილებს...
როდესაც დინოზავრები გამრავლდნენ არ დარჩა დედამიწაზე არაფერი, გადაჭამეს ის. ამიტომ დედამიწამ ისინი გააქრო, გადააშენა. ჩჩვენ თუ ტვინი გვიმუშავებს, რაღაც უნდა ვიღონოთ.
გზა გადარჩენის არსებობს, მთავარია დავინახოთ და გავიგოთ.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)