IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები
tikoroma
post Oct 21 2015, 02:12 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები
(დორეალის თარგმანი)
/მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER/


წინასიტყვაობა
მათი სიძველე განსაცვიფრებელია - ზურმუხტის ფილები ჩვ.წ.აღ-მდე 36 000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორი არის ატლანტიდელი ქურუმი თოთი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მანვე ააგო გიზეს პირამიდები, რომელიც მოგვიანებით ფარაონ ხეოფსს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა.
ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 50 000 – 36 000 წლებში, 16 000 წლის მანძილზე განაგებდა თოთი ეგვიპტეს და მაშინდელი პრიმიტიული რასა, ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურამდე აიყვანა. ატლანტი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით. მისი სიბრძნის წყალობით, თოთი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება - მათ შორის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის.
როდესაც თოთს ეგვიპტის დატოვებამ მოუწია, აღმართა პირამიდა ამენტას დარბაზების თავზე, ჩაწერა ყველაფერი თავის ქრონიკებში და საიდუმლო დარბაზებს მცველებად ყველაზე სანდო ადამიანები დაუნიშნა. მოგვიანებით, მცველების შთამომავლებმა გააგრძელეს ტრადიცია და თოთის წასვლის შემდეგ აღმართულ იქნა სიბრძნის ღმერთის ტაძარი. ლეგენდის თამახმად, ამენტას დარბაზებში (იგივე ღმერთების დარბაზებში) ხდებოდა სულის გარდასვლა, რათა სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო.
დროთა განმავლობაში თოთი კვლავ ჩნდებოდა სხვადასხვა ადამიანის სახით, ხოლო მესამედ და უკანასკნელად ის დედამიწას ჰერმესის სახით მოევლინა - როგორც ჰერმეს სამჯერ დაბადებული. ამ მდგომარეობაში მან კაცობრიობას, უძველესი მისტერიული კრებული - ზურმუხტის ფილები დაუტოვა.
ზურმუხტის ფილები მოიცავს, პირამიდის ძირში, ქურუმების მიერ საგანგებოდ დაცულ ათ ნაწილს. ათი ფილა, მოსახერხებელი რომ იყოს, ცამეტ ნაწილად არის დაყოფილი. უკანასკნელი ორი იმდენად დიდი მოცულობის და ფართო ცნების არის, რომ დღესდღეობით მათი დღის შუქზე გამოტანა არ არის ნებადართული. მოცემული საიდუმლოებების კრებული რამოდენიმეჯერ უნდა იქნას გადაკითხული, რათა ადამიანი მათ ნამდვილ სიღრმეს და სიბრძნეს ჩაწვდეს.
საჭიროა ორიოდე სიტყვით ითქვას თუ რა გზით ჩაუვარდა ხელში თანამედროვე ადამიანს, საუკუნეების მანძილზე საგანგებოდ დაცული საიდუმლო კრებული.
ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 1300 წელს, ძველ ქხემში (ეგვიპტე) მომხდარი არეულობების გამო, რამოდენიმე ქურუმი, რომელთა შორისაც უძველესი პირამიდის მცველებიც იყვნენ, გაიგზავნენ დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ზურმუხტის ფილების სახელით (რომლებიც მათი თილისმის როლსაც ასრულებდნენ), შეუდგნენ ატლანტების სხვა, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი კოლონიების (ცივილიზაციების) განათლებას. ლეგენდის თანახმად, ფილები მათ ძალაუფლებას თვით ჰერმესისგან აძლევდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეგვიპტის დიდი პირამიდა იყო და დარჩება უძველესი მისტერიის და განათლების უმნიშვნელოვანეს ტაძრად. ეს არის ადგილი, სადაც განათლება მიიღეს იესომ, სოლომონმა, აპოლონმა და სხვებმა.
ავტორმა (რომელიც დიდი თეთრი ლოჟის წევრია), დავალება მიიღო მოეგროვებინა ზურმუხტის ფილები, დაებრუნებინა ადგილზე, ხოლო დავალების სისრულეში მოყვანის შემდეგ მას ასლების გაკეთების და თარგმნის უფლება მიეცემოდა. 1925 წელს დავალება შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ნებადართული ინფორმაციის ნაწილი გამოქვეყნებულიყო.
რამოდენიმე სიტყვა ფილების მატერიალურ ასპექტზე: მომწვანო ზურმუხტისფერი თორმეტი ფილა შედგება ალქიმიური ტრანსმუტაციის გზით მიღებული სუბსტანციისგან. ისინი არარეალურაი გამძლეობის არის და მათი განადგურება შეუძლებელია. მათი ატომური სტრუქტურა ფიქსირებულია და არანაირ გარდაქმნას აღარ ექვემდებარება, რითაც ისინი იონიზაციის მატერიალურ კანონს არღვევენ. მათზე გამოსახულია უძველესი ატლანტების სიმბოლოები, ხოლო შეერთებულია ფილები ოქროსფერი შენადნობის სამაგრით. სიბრძნე რომელსაც ზურმუხტის ფილები შეიცავენ, უძველესი მისტერიების საწყისია. ასევე სიბრძნე მიიღოს მათმა მკითხველმა, რომელიც გულში გაუასმაგდება.
წაიკითხეთ. წაიკითხეთ იმისდა მიუხედავად, დაიჯერებთ თუ არა. და მათში არსებული შინაგანი ვიბრაცია გააღვიძებს პასუხს თქვენს სულში.
კოსმიურ ჰარმონიაში
დორეალი საძმოს უმაღლესი ხმა

ექსკლუზიური თარგმანია და იმსახურებს ცალკე თემას. ტექსტი განთავსდება ჩვენს ბლოგზეც http://www.blog.esoteric.ge/



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 21 2015, 02:32 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა I
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


მე,თოთი, ატლანტი, საიდუმლოთა მფლობელი, ხელნაწერების მცველი, ყოვლისშემძლე მეუფე, მცხოვრები თაობიდან თაობებში, ამენტის დარბაზებში მყოფი, გადავცემ ატლანტების სიბრძნის ამ ხელნაწერებს მათ, ვინც შემდგომში მოვა. კუნძულ უნდალზე, დიდებულ ქალაქ კეორში გარდავიქმენი ამ სახით.
ატლანტები არ ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ პატარა ადამიანებივით, არამედ ამენტას დარბაზებში, სადაც სიცოცხლის მდინარე მოსჩქეფს, ანახლებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. მრავალჯერ გამივლია ბნელი გზა, რომელსაც შუქთან მიჰყავს და ამდენივეჯერ აღვმდგარვარ სიბნელიდან სინათლეში და განახლებულა ჩემი ძალები. ამჯერად გარდავიქმნები საბოლოოდ და ქხემის მაცხოვრებლები ვეღარ მიხილავენ ვეღარასოდეს. მაგრამ მოვა დრო, აღვდგები სხეულის გარეშე და განვიკითხავ მათ, ვინც უკან დარჩება. იფრთხილეთ, ქხემის მცხოვრებნო, რადგან ყველას ვინც ჩემს სწავლებას არასწორი გზით გადასცემს, იმ ბნელ გამოქვაბულებში (უფსკრულში) ჩაგყრით, საიდანაც ხართ. ჩემი წყევლა იქნება თქვენ თავზ,ე თუ სამხრეთის ან ჩრდილოეთის მცხოვრებთ გადასცემთ ჩემს საიდუმლოებებს. ყურადღებით ისმინეთ ჩემი სიტყვა, რადგან ჭეშმარიტად აღვდგები და განვიკითხავ ყველას. სიკვდილის და დროის მიღმა სამყაროდან დავბრუნდები, რათა დაგასაჩუქროთ ან დაგსაჯოთ და საზომი ჩემთვის იქნება ის თუ როგორ უფრთხილდებოდით იმას, რაც მოგანდეთ. დიადი იყო ჩემი ხალხი, რომელიც დედამიწის უძველეს სიბრძნეს და ულევ ცოდნას ფლობდა უძველეს დროს და ვერ უტოლდებოდა მათ პატარა ადამიანი.
ჩვენს შორის მცხოვრები შუქის შვილების მეშვეობით ვფლობდით დიდ სიბრძნეს.
დიდი ძალა გაგვაჩნდა, რომელიც მარადიულ ცეცხლთან შევიძინეთ.
უდიდესი ჩვენს შორის იყო მამაჩემი ტოტმესი, დიდი ტაძრის მცველი.
ტაძრის, რომელიც იყო მასში მცხოვრები შუქის შვილებისა და ათ კუნძულზე მცხოვრები ადამიანის რასის დამაკავშირებელი რგოლი. უნალში მცხოვრები (ტოტმესი Man Gala), ის შუამავალი იყო, რომლის ხმას დიდი მეუფეები ემოჩილებოდნენ.
ბავშვობიდან ვცხოვრობდი უნალში, სადაც მამაჩემი უძველეს სიბრძნეს მასწავლიდა, ვიდრე ჩემში სიბრძნის ცეცხლი არ აინთო და გადაიქცა ყოვლისმომცველ ალად. მხოლოდ სიბრძნის მიღწევა მწყუროდა.
ერთ დღეს კი ტაძრის მეუფის ბრძანების თანახმად, მათ წინაშე უნდა წარვმდგარიყავი. არც თუ ისე ბევრი გადარჩენილა ტაძრის მეუფის დანახვის შემდეგ ცოცხალი, რადგან არ გვანან შუქის შვილები ადამიანებს, როდესაც ფიზიკურ სხეულში არ იმყოფებიან. მე ვიყავი რჩეული, რომელსაც ტაძრის მკვიდრი (ტაძარში მცხოვრები შუქის შვილი. ტაძრის მეუფე - Man Gala) ანათლებდა და ამზადებდა მოვალეობის შესასრულებლად. მოვალეობისა, რომლისთვისაც ჯერ არ ვიყავი დაბადებული დროის წიაღიდან. მრავალი საუკუნე დავყავი ტაძარში. ვეუფლებოდი უდიდეს სიბრძნეს, ვიდრე ერთხელაც დიდი სინათლიდან გამომავალ შუქს არ მივუახლოვდი. მან მასწავლა ამენტის გზა, მიწისქვეშა სამყაროსი, სადაც ბრწყინვალე ხელმწიფე ძალაუფლების ტახტზე იჯდა.
თაყვანი ვეცი სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფეებს, რომელთაგანაც საჩუქრად სიცლხლის გასაღები მივიღე.
თავისუფალი ვიყავი ამენტის დარბაზებისგან და არ ვიყავი მიჯაჭვული სიცოცხლის წრეს. და გავემგზავრე ვარსკვლავებისკენ, სადაც ვხეტიალობდი (ვმოგზაურობდი Man Gala) იქამდე, სანამ დრო და სივრცე არ გაქრა. სიბრძნის ჭურჭლის ფსკერამდე დაცლის შემდგომ, ჩავიხედე ადამიანების გულებში, სადაც ბევრად დიდებული საიდუმლოებები ვიხილე, რამაც ძალიან გამახარა. რამეთუ, მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებისას მშვიდდება ჩემი სული. საუკუნეების მანძილზე ვუყურებდი, როგორ მიირთმევენ სიკვდილის სასმისიდან გარშემომყოფები, ხოლო შემდეგ კვლავ როგორ უბრუნდებოდნენ სიცოცხლეს და დღის შუქს.
დროთა განმავლობაში, ატლანტიდის სამეფოებიდან გაქრა ცნობიერების ტალღები, რომელიც ჩემთან ერთიანს ქმნიდა. წავიდა, რადგან მათ ადგილას გაჩენილიყო ახალი - დაბალი (მდაბიო?) ვარკვლავის შთამომავლობა.
ატლანტების ცნობიერება, იმდენად გარდაიქმნა და მიმართულ იქნა ბნელისკენ, რომ განრისხებული მკვიდრი (აქ გამოყენებულია ტერმინი, რომელიც რუსულად ითარგმნება როგორც непривязанность. საუბარია ტაძრის მეუფეზე - Man Gala) და უხმო ბუნების ძალებს. ღრმად მიწისქვეშ, ისმინეს ამენტის შვილებმა მისი სიტყვა და ლოგოსის მეშვეობით გამოიწვიეს ცვლილება ცეცხლის ყვავილისა, რომელიც მარადიულად ანთია მიწისქვეშ. დიადმა ცეცხლმა იცვალა მიმართულება.
სამყაროს დიდი წარღვნა მოევლინა და წყალმა დაფარა ყველაფერი. წარღვნა იქამდე ცვლიდა დედამიწის კანონზიმიერებას (ბალანსს Man Gala), სანამ უვნებელი მხოლოდ შუქის ტაძარი არ დარჩა, რომელიც მთა უნდალზე იდგა. ძალიან მცირე რაოდენობით სიცოცხლე გადარჩა შუქის ტაძარში, რადგან ის წყალმა ვერ დაფარა.
მიხმო ოსტატმა და თქვა: “მოაგროვე შენიანები, გადაიარე ზღვები და მიდი ადგილზე სადაც თმიანი ბარბაროსები (ველურები Man Gala) უდაბნოს გამოქვაბულებში ბინადრობენ და მიჰყევი გეგმას, რომელიც შენთვის უკვე ცნობილია.“
შევედით ოსტატის ხომალდში და გავემგზავრეთ. სწრაფად მივეშურებოდით ამომავალი მზისკენ და მალე ქხემის მიწაზე აღმოვჩნდით. შუბებით და კეტებით შეიარაღებული შეგვხვდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და განიზრახეს ატლანტიდის შვილების ამოწყვეტა, მაგრამ ავიღე ჩემი კვერთხი და გავგზავნე ვიბრაციის სხივი, რომელმაც ისინი კლდის ნატეხებივით უმოძრაო გახადა.
ამის შემდეგ მივმართე მათ მშვიდობის სიტყვით, ვაჩვენე ატლანტების ძალა და ვამცნე რომ ჩვენ გამოგზავნილი მზის შვილები ვიყავით. დავამშვიდე (მოვარჯულე Man Gala) მაგიური ძალით და მხოლოდ მაშინ გავათავისუფლე, როდესაც ჩემს ფეხებთან დაეცნენ. დიდი ხანი დავყავით ქხემში, შემდეგ კი კვლავ დიდი ხნით ვეწვიეთ. ოსტატის მცნებების გასავრცელებლად, სხვადასხვა მიმართულებით გავგზავნე ატლანტიდის შვილები.
მრავალი წელი ვცხოვრობდი ქხემში და ვასრულებდი დიდ საქმეს, რათა გამევრცელებინა ის სიბრძნე, რომელიც ჩემში ინახებოდა. აფეთქებით გავიკვალე გზა ამენტის დარბაზებში, რათა შემენარჩუნებინა საკუთარი ძალაუფლება, რომლითაც საუკუნიდან საუკუნემდე ატლანტიდის მზის ქვეშ ვცხოვრობდი და შემენახა უძველესი ხელნაწერები. დიდების ხანა დაუდგა ქხემს. იპყრობდნენ მეზობელ ტერიტორიებს და იერთებდნენ სხვა ერებს.
ეხლა კი ვტოვებ მათ, მივემართები ამენტის ბნელ დარბაზებში, რათა კიდევ ერთხელ წარვდგე ძალების მეუფეებთან - პირისპირ ტაძრის ბინადრებთან. და აღვიმართე ამენტის წიაღში შესასვლელ კარიბჭესთან.
შესასვლელთან ამაღლებული, მე, პირამიდა, ვიყენებ ძალას, რომელიც გადალახავს დედმიწის სიძლიერეს (გრავიტაცია Man Gala).
უფრო და უფრო ღრმად ვათავსებდი სახლს და ძალის კამერას (ოთახს Man Gala). გამოვჭერი მრგვალი შესასვლელი, რომელიც თითქმის უმაღლეს წერტილს უტოლდებოდა. იქვე, ღერძზე დავამაგრე კრისტალი, რომელიც გზავნიდა სხივს დროსა და სივრცეში. კრისტალი, ამენტის შესასვლელში კონცენტრირებული ეთერიდან ღებულობდა ენერგიას. ასევე ავაშენე სხვა კამერები, რომლებიც ერთი შეხედვით ცარიელია, მაგრამ მათში ამენტის გასაღებია დამალული. ის უშიშარი, ვინც ბნელ სამეფოში შეაბიჯებს, ჯერ გრძელი მარხვით განიწმინდოს - დაწვეს ჩემს კამერაში არსებულ ქვის სარკოფაგში. ხოლო ამის შემდეგ გავუხსნი მას უდიდეს საიდუმლოს. მალევე მოაღწევს შეხვედრის ადგილამდე, სადაც თვით დედამიწის ბნელეთშიც კი შევხვდები მას. მე, ტოტი, ატლანტი, სიბრძნის მეუფე, შევხვდები მას და ვიქნები სამუდამოდ მასთან.
მუდამ მანათობელი დიდი პირამიდა, მიწის (დედამიწის Man Gala0 ძალების დარად ავაშენე და იარსებებს ის საუკუნეების მანძილზე. მასში ჩავაქსოვე ჩემივე მაგიის მეცნიერება ისე, რომ უკან დაბრუნებისას, იქვე დამხვდება. ჭეშმარიტად, როდესაც მე ამენტის დარბაზებში მეძინება, ჩემი სული მრავალჯერ გარდაიქმნება და მოევლინება ადამიანებს სხვადასხვა სახით.
ჰერმესი სამჯერ დაბადებული - ტაძრის ბინადრის წარმომადგენელი (მოვლენილი Man Gala) დედამიწაზე, რათა მოხდეს კაცობრიობის ამაღლება.
ეხლა კი ვბრუნდები ამენტის დარბაზებში და ვტოვებ ჩემი სიბრძნის დიდ ნაწილს დედამიწაზე. შეინახეთ და მოუფრთხილდით მეუფის სიტყვას და თვალები მუდამ სინათლისკენ მიაპყრეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით - როდესაც მოვა დრო, გახდებით ერთნი მეუფესთან, ჭეშმარიტად - ერთნი გახდებით მასთან და შექმნით ერთიანობას ყ ვ ე ლ ა ფ ე რ შ ი.
ეხლა კი გტოვებთ.
დაიცავით ჩემი მცნებები.
მოუფრთხილდით მათ და შეასრულეთ. მე დავბრუნდები. დაგეხმარებით და შემოვიტან თქვენში სინათლეს.
ჩემს წინ იღება შესასვლელი.
და შევდივარ ღამის წყვდიადში.
ჰერმეს ტრისმეგისტოსი
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
დორეალის ინტერპრეტაცია
თოთის ამენტის დარბაზებში გადასვლა არ იყო ცვლილება, რომელსაც ჩვენ სიკვდილის სახელით ვიცნობთ. მან საკუთარი ფიზიკური სხეული უბრალოდ ენერგიის სხივის (წყაროს) ქვეშ მოათავსა, რომელსაც ტექტსის შემდგომ ნაწილში სიცოცხლის ყვავილის სახით გავიცნობთ. მასში სხეულის უსასრულოდ დიდი ხნით შენახვა იყო შესაძლებელი. ტოტი აღარასოდეს დაბრუნდება ჩვეული სახით, მაგრამ იქამდე, ვიდრე მისი სხეული ეწ. გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მის გონს შეეძლო სხვა სხეულებში შესვლა და ცხოვრობდა მრავალ სიცოცხლეს.
კეორი ატლანტების სულიერი ქალაქი იყო. უნდალზე, კუნძულზე რომელიც უნალის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა, არსებობდა ორი ქალაქი, უფრო სწორად კი ორ ნაწილად გაყოფილი ერთი დიდი ქალაქი, რომელიც მთელ კუნძულს იკავებდა. კუნძული შემოსაზღვრული იყო ტერასული ფორმის გალავნით, ხოლო ცენტრში, კედლით იყო ორ ნაწილად გაყოფილი. კეორი, მიმართული იყო უნალისკენ და დასახლებული სასულიერო პირებით, ხოლო კუნძულის მეორე მხარე, ჩიენის სახელით ცნობილი, დასახლებული იყო მეცნიერებითა და ფილოსოფოსებით. კუნძლის ორივე ნაწილში შესვლა ხდებოდა, ჯგუფების მეთაურების მიერ გაცემული ეწ. საშვით.
ისინი, რომლებიც ტექსტში ძალიერებად, ძალაუფლებიანად (могущественны - Man Gala) მოიხსენიებიან, იყვნენ ადეპტები და იყვნენ ცამეტნი. თოთის მამა, ტოტმესი, იყო ცამეტი ადეპტის წინამძღოლი, მთავარი. ისინი მოქმედებდნენ სწორედ იმ პრინციპებით, რომლებიც საბოლოოდ თეთრი ლოჟის წარმოქმნას დაედო საფუძვლად. მათ იცოდნენ ამენტის ქალაქის მიწისქვეშა შესასვლელის გზა და დროთა განმავლობაში ახერხებდნენ საკუთარი სხეულის სიცოცხლის ყვავილის ქვეშ განახლებას. ოსტატებისგან განსხვავებით, ისინი საკუთარ სხეულს არ ტოვებდნენ და უბრალოდ სიცოცხლის ალის დახმარებით (ერთგვარი ენერგეტიკული ველი იყო...სხივი - .Man Gala) აახალგაზრდავებდნენ სხეულებს.
თოთი ათასჯერ იყო ამენტის დარბაზებში ნამყოფი სხეულის განსაახლებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ამის გაკეთება, ყოველ 50 წელიწადში ერთხელ იყო საჭირო, ტექსტის დაწერის მომენტში მისი ასაკი დაახლოებით 50 000 წელი იყო. ატლანტიდის ჩაძირვისასკი მისი ასაკი 20 000 წელიწადს შეადგენდა. გამომდინარე აქედან, ზურმუხტის ფილების შეიქმნა დაახლოებით 20 000 წლის წინ.
თოთი ტოვებდა სხეულს სიცოცხლის ყვავილის ქვეშ, ხოლო თავად შეეძლო სხვა სხეულით ხელმეორედ მოსვლა, მაგრამ როდესაც მოისურვებდა, მისი ცნობიერება უკანვე ბრუნდებოდა თავდაპირველ სხეულში. ის ამბობს რომ აუცილებლად დაბრუნდება მატერიალურ სხეულში და განიკითხავს. ეს დრო ნახსენებია მომდევნო ფილებში, მაშინ როდესაც უცხოები დაესხნენ თავს დედამიწას. ერთ ერთი საიდუმლო რომელიც მან დატოვა, იყო სფინქსის ქვეშ არსებული საომარი ხომალდი და ასევე პირამიდების დიდი საიდუმლო. ეგვიპტის (ქხემის) შვილები, დანაპირებისამებრ ბოლომდე ასრულებენ პირობას და იცავენ დაფარულ საიდუმლოს. თოთის მიერ გადაცემული მისტიური ცოდნა დაეხმარა მათ გარეშე თვალისგან არტეფაქტების დამალვაში.
თოთის ხალხი, არ იყო ძირძველი ატლანტები, არამედ უნდალზე მცხოვრები სასულიერო პირები, ფილოსოფოსები და სწავლულები. მათ ცოდნის მიღება თვით პირველწყაროდან, აკაშას ქრონიკებიდან შეძლეს. შუქის შვილები დროთა განმავლობაში სტუმრობდნენ მათ და დიდი სიბრძნოთ ასაჩუქრებდნენ. მუდმივი ალის (ცეცხლის) ძალა, სრულიად სამყაროს ცნობიერებაა.
ტოტმესი, თოთის მამა, იყო უმაღლესი ქურუმი, შუქის შვილებთან და ტაძრის ბინადრებთან შუამავალი, რომელიც მათთან კუნძულის მაცხოვრებლებს აკავშირებდა.
თოთს ასწავლეს დიდი საიდუმლოებები, რომლებიც ტაძრის არქივებში ინახებოდა. მისმა განვითარებამ იმ საფეხურს მიაღწია, როდესაც ძალიან სწრაფად ახერხებდა ჭეშმარიტების შემეცნებას და ათვისებას. ამ ყველაფრის შესწავლამ და გათავისებამ, თოთი განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა. მისგან იმ სახის ვიბრაცია მოდიოდა, რომლის მეშვეობითაც თოთის არსებობის შესახებ ტაძრის ბინადარმა შეიტყო (!!!!!).
ბინადარი, არ ფლობდა სხეულის იმ ფორმას, რომელსაც ადამიანი ატარებს და იცნობს, არამედ იმ თავდაპირველს, სფეროსებრ ფორმას, რომელსაც პირველი მაცხოვრებლები ფლობდნენ. მსგავსი სხეულიდან გამომავალი შუქი და ენერგია იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანის მსგავს სხეულს არ შეეძლო გაძლება. მხოლოდ უმაღლეს საფეხურზე მყოფ ცნობიერებას შეეძლო გაეძლო მისთვის და დარჩენილიყო ამასთანავე მატერიალურ სხეულში.
ტაძრის ბინადარი თოთში დიდ შესაძლებლობებს ხედავდა და ხვდებოდა, რომ დრო იყო შუქის ნაპერწკალი გაზრდილიყო ცეცხლის ალში. ცეცხლის ალის გამოღვიძებამ თოთში ის დიდი შესაძლებლობები გააღვიძა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელია. მან ამენტის საიდუმლოს შესახებ და მასში მოთავსებული დედამიწის სიცოცხლის ყვავილის შესახებ შეიტყო. სიცოცხლის და სიკვდილის მეუფეებისგან მიღებული სიცოცხლის გასაღების მეშვეობით მან მიიღო შესაძლებლობა მიეცა ან წაერთმია სიცოცხლე სურვილის მიხედვით. სხეულის დატოვების დროს თოთს საშალება მიეცა ნებისმიერ დროს ემოზაურა დროსა და სივრცეში. კოსმოსის შესწავლის შემდეგ, ის მიხვდა რომ კოსმოსის მთელი ძალა კონცენტრირებული იყო ადამიანის გულსა და გონებაში. იქ მან დიდი საიდუმლოებების შეცნობა მოახერხა და ნახა, რომ სწორედ ადამიანის მეშვეობით ხდება კოსმოსის გავრცელება შეუცნობელ სივრცეებში.
თოთი ატლანტიდის ჩაძირვამდე დაახლოებით 20 000 წლით ადრე დაიბადა. მაგრამ თავის თავზე აღებული მისიის გამო, ის არსად წასულა, როგორც პირველი ნაკადი, გასხივოსნების შემდეგ. ისინი ვინც მასთან ერთად ახალგაზრდობიდანვე იყვნენ, გასხივოსნების შემდეგ გადავიდნენ ვენერაზე და ეს ყველაფერი მარსის ცნობიერებამ შეცვალა. ცნობიერების ამ ტალღისთვის არ შეიძლებოდა ატლანტების მიღწევების და საიდუმლოების ნდობა, რადგან ისინი ცოდნას ცუდისკენ მიმართავდნენ და სათავისოდ გამოიყენებდნენ. ტაძრის ბინადარმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ბუნების ციკლების მეუფეებმა ისმინეს, წარმოშვეს წარღვნა, მიწა დაფარა წყალმა და არსებული იდუმალი ცოდნაც განადგურდა.
ცოდნა, რომელიც განადგურდა, მართალია არაფერს წარმოადგენდა შუქის შვილების ცოდნასთან შედარებით, მაგრამ მაინც საკმარისი იყო არასასურველ ხელში აღმოჩენილიყო და მაშინვე დამანგრეველ ძალად იქცეოდა.
ცეცხლის ყვავილი, არ მდებარეობდა სიცოცხლის ცეცხლის ყვავილში, არამედ პირამიდის ცივ ცეცხლში, რომელიც დედამიწის წინასწორობას (ბალანსს - Man Gala) წარმოადგენდა.
შუქის ტაძარი არ წარმოადგენდა უნალის საკუთრებას, არამედ - უნდალის სასულიერო პირების ტაძარს. უნალის ტაძარი არასოდეს მოხსენიებულა როგორც ტაძარი, არამედ ეს იყო კარიბჭე, საიდანაც ევლინებოდათ ტაძრის მკვიდრი. რადგან იცოდნენ თუ რა მასალისგან არის აშენებული ხსენებული ტაძარი, არასოდეს ღელავდნენ მის განადგურებაზე წარღვნისას. უნდალის რამოდენიმე ბრძენი გადაურჩა წარღვნას მას მერე, რაც მიწის დანარჩენი ნაწილი ჩაიძირა.
თმიანი ველურების მიწა, რომელიც ნახსნებია, ეს არის დღევანდელი ეგვიპტე. ქხემი იყო პირველი ადგილი, სადაც ატლანტებმა ცოდნა გაავრცელეს. იქიდან ხდებოდა ემისრების გაგზავნა დედამიწის სხვა კუთხეებში, სხვა ველური ტომების ტერიტორიებზე. ასეთი იყო უმაღლესი გეგმა - გამოყენებულიყო ქხემი ცოდნის და ცივილიზაციის ცენტრად, რათა იქიდან მომხდარიყო დედამიწაზე ცოდნის გაბნევა და გავრცელება.
ოსტატის ხომალდს შეეძლო პლანეტებს შორის მოგზაურობა და ფლობდა დიდი ძალის გამანადგურებელ იარაღს, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის მოსპობა შეეძლო. ატმოსფეროში მისი გადაადგილება ატომური ძრავის მეშვეობით ხდებოდა. მაგრამ ატმოსფეროს გარეთ მისი მართვა პილოტს ტელეპატიურად შეეძლო და გადაადგილება არა მხოლოდ პლანეტებს შორის, არამედ ნებისმიერ წერტილში მოხდებოდა. მისი სტრუქტურის წყალობით, შესაძლებელი იყო ზომებში გაზრდა და შემცირება სურვილის მიხედვით. როდესაც თოთმა უნალი დატოვა (ის არ ახსენებს, რომ ამ დროს უნდალი უკვე ჩაძირული იყო), დიდი ტაძარი (მკვიდრის კარიბჭით) ასევე ჩაიძირა, მაგრამ არ განადგურებულა.
თოთის და მისი თანმხლები პირების მოკვლა განიზრახეს ველურმა ეგვიპტელებმა, როდესაც ისინი მათ მიწაზე მოვიდნენ, მაგრამ თოთის კვერთხმა მათი პარალიზება მოახდინა ენერგიის ნაკადის მეშვეობით. თოთის ზებუნებრივმა შესაძლებლობებმა აიძულა ეგვიპტელები მას დამორჩილებოდნენ. მან აუხსნა ადგილობრივებს, რომ მზის შვილია, მაგრამ აქ ის სულიერ მდგომარეობას გულისხმობდა. მრავალი წელი დასჭირდა მას, მზის ახალი შვილების ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ როდესაც ეს მისია შესრულდა, სხვადასხვა რასებში იქნენ ემისრები გაგზავნილი, რათა ესწავლებინათ და ეხელმძღვანელათ მათთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ თოთის მისია ბოლომდე შესრულებული ჯერ არ იყო, მაგრამ მისი სხეული იწყებდა განადგურებას (დაბერებას -Man Gala, ის იძულებული გახდა გაეღო ამენტის სამყაროს კარები სხეულის განახლების მიზნით.
დროთა განმავლობაში ეგვიპტელმა ველურებმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რათა გზა თოთის გარეშე გაეკვალათ და განეგრძოთ ცივილიზაცია. თოთმა გადაწყვიტა სხეულის სიცოცხლის ყვავილის ქვეშ მოთავსება, რის შემდეგაც მისი ცნობიერება თავისუფლად შეძლებდა სივრცეში გადააადგილებას. ამენტის დარბაზებში შესასვლელი იყო ხუფუს პირამიდაში, დაფარული ქვით, რომლის ატომური სტრუქტურის შეცვლისას, იქამდე სანამ ის ძალიან მსუბუქი გახდებოდა, ხდებოდა შესასსვლელის გახსნა, ხოლო პირამიდის აშენების შემდეგ, ქვა დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. პირამიდის ქვეშ მოთავსებულია ძალის (ენერგიის) ოთახი, რომელიც პირამიდის ღერძთან დაკავშირებულია ცენტრალური შახტით. შახტის ზედა ნაწილში მოთავსებულია კრისტალები და ლინზები, რომლის მეშვეობითაც მიმართულია სხივი ენერგიის კამერიდან. ხდება სხივების გარდატეხა დროსა და სივრცეში. ისინი სივრცის შორის (Interdimensional - Man Gala) გზით მიმართულია პირამიდის სიღრმიდან ამენტის დარბაზებისკენ. სხივი, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის მიმართულებით ემთხვევა დედამიწაზე არსებულ სივრცეს, არსებობს საკუთარ, დამოუკიდებელ სივრცეში. სწორედ ამ საიდუმლო კამერებზეა ხელნაწერებში საუბარი. სარკოფაგი დაკავშირებულია ცენტრალურ შახტასთან. როდესაც ადამიანი მასშია მოთავსებული გარკვეული ხნით, სხეული შახტის მეშვეობით გადაადგილდება დაბლა, ენერგიის კამერაში. ეს ცოდნა ეგვიპტელებში კიდევ იყო რიტუალის დონეზე შემორჩენილი. იმისთვის რომ სხეული გადაადგილებულიყო ენერგიის კამერაში, მისი სხეული უნდა დაფარულიყო გარკვეული სტრუქტურით, რომლის შესახებ ცოდნაც სამწუხაროდ დაიკარგა.
დიდი პირამიდის განადგურება არასოდეს მოხდება. მისი მცველები გააღვიძებენ ძალებს, რომელიც აუცილებლად შეუშლის ხელს ყველას ვინც სიმყუდროვეს დაარღვევს და გამოიწვევს პირამიდას.
საბოლოოდ თოთი გარდაიქმნა ჰერმესად და სხვა დიდ მასწავლებლებად, მაგრამ არა მხოლოდ დედამიწაზე.
თოთი მიდის იმ პირობით, რომ ყველა, ვინც კი შემდგომში მოვა, შეძლებს იგივე გზის გავლას.

gul.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 22 2015, 07:34 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა II
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ღრმად დედამიწის გულში, ჩაძირული ატლანტიდის ძირში, მარადიული ერთიანობის ცეცხლში გახვეული ამენტის დარბაზები იმყოფება.
შორეულ წარსულში, დროსა და სივრცეში ჩაკარგული შუქის შვილები აკონტროლებდნენ სამყაროს.
მას შემდეგ, რაც მათ ადამიანის შვილები, ზეციდან ჩამოსული ძალის ბორკილების ქვეშ ნახეს და იცოდნენ რა, რომ მზისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ბორკილებისგან თავისუფალს შეუძლია, შექმნეს საკუთარი და ადამიანის მსგავსი სხეულები (სხეული, რომელიც მათი და ადამიანის მსგავსი იყო - Man Gala) მათ დასახმარებლად. და შექმნის შემდეგ თქვეს:
„ჩვენ შექმნილი ვართ კოსმოსის მტვრისგან და მივიღეთ სიცოცხლე მარადიული ერთიანობისგან. მცხოვრები ადამიანების გვერდით როგორც მათი მსგავსები, მაგრამ მაინც განვსხვავდებით მათგან.“
შემდეგ, ღრმად დედამიწის ქერქის ქვეშ, შექმნეს ადამიანის თვალისგან კარგად დაფარული საცხოვრებელი სივრცეები. დიდი ძალისა და ენერგიის ზემოქმედებით შექმნეს დამცავი გარსი და საგულდაგულოდ გადამალეს სიკვდილის სამყაროს დარბაზები. ერთმანეთის გვერდიგვერდ შექმნეს სხვა სივრცეებიც, რომლებიც სიცოცხლითა და ზეციური შუქით შეავსეს. იქვე ააშენეს ამენტის დარბაზები რათა სამუდამოდ არსებობის საშუალება ჰქონოდათ. ზეციდან ჩამოსული ძალისგან ადამიანის მოდგმის გამოსახსნელად ოცდათორმეტი შუქის შვილი დასახლდა დედამიწაზე.
ღრმად, სიცოცხლის დარბაზში, იზრდებოდა მანათობელი, მარადიული სხივის მქონე სიცოცხლის ყვავილი. მოათავსეს მის გარშემო ოცდათორმეტი ტახტი, რადგან ყოველ მათგანს მიწვდომოდა სიცოცხლის სხივი. სათითაოდ ათავსებდნენ საკუთარ პირველად სხეულებს ყვავილის ქვეშ, რათა განახლებულიყვნენ მაცოცხლებელი ენერგიით.
ყოველი ათასწლეულიდან, ასი წლის მანძილზე უნდა მიეწოდებოდეს სიცოცხლის შუქი მათ სხეულებს. ტახტების წრეში, საუკუნიდან საუკუნემდე სხედან დიდი ოსტატები და ცხოვრობენ შეუმჩნევლად ადამიანთა შორის. დარბაზებში ღებულობენ ენერგიას, ხოლო ამასობაში მათი სული თავისუფლად ცხოვრობდა ადამიანის სხეულში, ასწავლიდა მათ და მიუძღვოდა ბნელიდან მარადიული სინათლისაკენ. გადის დრო, იღვიძებენ შუქის შვილები, გამოდიან მიწის წიაღიდან, რათა იყვნენ წმინდანებად ადამიანთა გვერდით. უსაზღვროა მათი შესაძლებლობები. ტოტი, ბნელში დაბადებული, რომელმაც სინათლისკენ მიმავალი გზა გაიკვალა, თავისუფალია დარბაზებისგან, სიცოცხლის ყვავილისგან და ფლობს დიდ სიბრძნესა და ცოდნას. ის ერთიანია დიდ ოსტატებთან და თავისუფალია სიბნელის ბორკილებისგან. სხივებიანი სიცოცხლის ყვავილის შიგნით იმყოფება დროთა სივრცის შვიდი მეუფე, რომლებიც ეხმარება და გზას უჩვენებს კაცობრიობას.
უძლეველი და უცნობი, ჩუმი და ყოვლისმხედველი, სავსე მაცოცხლებელი ძალით, არ გავდნენ ისინი ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთიანს ქმნიდნენ მათთან. ადამიანების ბორკილების მცველები მზად იყვნენ მათ დასასუსტებლად, როდესაც მიაღწევდნენ შუქს. პირველი და ყველაზე ძლიერი, მეუფეთა მეუფე, შეუზღუდავი ცხრა მეუფიდან, რომლებიც ბატონობენ ყოველ კოსმიურ ციკლზე, იყო დამკვირვებელი და ადამიანების პროგრესის შემფასებელი.
მას ექვემდებარება ციკლების მეუფე. სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი, შვიდი, რვა - ყოველი მათგანი საკუთარი მისიით - საკუთარი ძალებით, უჩვენებს ადამიანს გზას და მართავს მის ბედს. იქ სხედან ისინი, ძალაუფლებით, თავისუფლები ყველანაირი დროისა და სივრცისგან. არ არიან ამქვეყნიურები, მაგრამ მაინც ერთი არიან მასთან - ადამიანის მოდგმის უფროსი ძმები. განსჯიან და აფასებენ, აკვირდებიან ადამიანებს შორის სინათლის გავრცელებას. მათ წინაშე წარვსდექი, მაშინ როდესაც ტაძრის მკვიდრი შეერწყა უმაღლეს გონს და მისგან ამომავალმა ხმამ ბრძანა:
„დიდებული ხარ შენ, ტოტ, ადამიანის მოდგმაში,
არ ხარ მიჯაჭვული ამენტის დარბაზებს,
სიცოცხლის ოსტატი ადამიანის შვილებს შორის,
ვერ ნახავ სიკვდილს სანამ არ მოისურვებ.
შესვი სიცოცხლის სასმისიდან უსასრულობამდე,
სამუდამო სიცოცხლეა შენი ძალაუფლების ქვეშ.
მობრძანდი აქ, ან დატოვე ეს ადგილები, მაშინ როდესაც მოისურვებ,
ღიაა ამენტის სამყარო ადამიანის მზისთვის.
მიიღე სიცოცხლე იმ სახით, როგორსაც მოისურვებ,
შუქის შვილო, მცხოვრებო ადამიანთა შორის.
დანიშნე შენი საქმე (მისია - Man Gala),
რადგან ყოველი სული უნდა ირჯებოდეს,
დაე არასოდეს მიგატოვოს შუქის გზამ.
მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლისკენ მიმავალი
გრძელი გზის ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია,
უსასრულოა სინათლის მწვერვალი.
ყოველი შენი ნაბიჯი მხოლოდ ამაღლებს მას,
ყოველი შენი მიღწევა მხოლოდ გაშორებს მიზანს.
სიბრძნესთან სამუდამოდ მიახლოება და
სამუდამოდ დაშორება იქნება შენი მიზანი.
გათავისუფლებული ხარ ამენტის დარბაზებიდან,
რათა მეუფეთა გვერდიგვერდ,
მათთან ერთად, ერთობლივი შრომით,
მოუტანო შუქი ადამიანის შვილებს.“
ამის შემდეგ, ტახტიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი ოსტატი, მომკიდა ხელი და გამატარა მიწის შუაგულში დამალული ყველა დარბაზი. მაჩვენა ყველა ის მისტერია, რომელიც მოშორებულია ადამიანის თვალს. ბნელი გადასასვლელებით მიმიყვანა დარბაზში, სადაც სიკვდილი მეფობდა. კოსმოსის სივრცესავით გაიშალა ჩემს წინ დიდებული დარბაზი, მართალია ბნელი კედლებით, მაგრამ მაინც სინათლით სავსე. დიდებული ტახტი აღიმართა ჩემს წინ, ხოლო ჩამოფარებული ფარდის უკან, ღამის წყვდიადის მსგავსი არსება იჯდა. შეჩერდა მის წინ ოსტატი და წარმოთქვა სიტყვა:
„წყვდიადის დიდო მეუფევ,
სიცოცხლიდან სიცოცხლის გზაზე გამცილებელო,
დილის მზე წარვადგინე შენს წინაშე.
არ შეეხები შენ მას ღამის ძალაუფლებით.
და არ იხმობ მის ალს ბნელში.
დაიმახსოვრე მისი სახე,
ერთ-ერთი ჩვენგანის,
სიბნელიდან სინათლეში აღზევებულის.
გაათავისუფლე ის ბორკილისგან,
დაე სამუდამოდ ენთოს მისი ალი ღამის წყვდიადში.“
აღიმართა ბნელი არსების ხელი და უფრო და უფრო კაშკაშად განათდა ცეცხლის ალი, გაქრა წყვდიადის ღრუბელი და განათდა დარბაზი. დიდ სივრცეში, ღამის ფარდიდან, ცეცხლის ალი გაჩნდა ჩემს წინ და დაიწყო აფეთქება და იწვოდა ცეცხლოვანი ყვავილივით. იყო სხვა სახის ალიც, რომელიც ამღვრეულ ნათებას გამოსცემდა და მალევე ჩაქრა. ასევე სულ მცირე ნაპერწკლიდან წარმოქმნილი ნათებაც. ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ციცინათელები შემოდგომაზე და შეავსეს სივრცე შუქითა და სიცოცხლით.
შემდეგ გაისმა ძლიერი ხმა:
„ეს ცეცხლი - ადამიანის სულებია,
რომლებიც იწვიან, არსებობენ სამუდამოდ, იცვლებიან, მაგრამ
რჩებიან ცოცხლები, და სიკვდილიდან სიცოცხლედ გარდაიქმნებიან.
როდესაც ისინი აყვავდებიან, და მიაღწევენ განვითარების ზენიტს,
მაშინვე ვგზავნი მათთან ბნელ საფარს, რომელიც მათ ფარავს
და სიცოცხლის ახალ ფორმად გარდაქმნის.
საუკუნეების მანძილზე, გამუდმებით მაღლა მიისწრაფვიან,
გარდაიქმნებიან ცეცხლის უფრო დიდ ალად, ანათებენ ბნელს
მომატებული ძალით, ღამის საფარით დაფარული, მაგრამ ჩაუქრობელი.
ამგვარად იზრდებიან ადამიანის სულები, მუდმივად მაღლა მსწრაფი,
დაფარული, მაგრამ ჩაუქრობელი.
მე, სიკვდილი,
მოვდივარ,
მაგრამ არ ვრჩები სამუდამოდ.
რადგან მარადიული სიცოცხლე ყველაფერშია,
მე კი მხოლოდ დაბრკოლება ვარ,
რომელიც სინათლეს ემსახურება.
გაიღვიძე მუდმივო ცეცხლო,
გაღვივდი და დაამარცხე ღამის წყვდიადი.“
შემდეგ, ცეცხლის ალში, გამოჩნდა ყველაზე კაშკაშა და მანათობელი, გაანთა ბნელი და მალე აღარაფერი დარჩა გარდა სინათლისა.
ჩემმა გამცილებელმა კი წარმოთქვა:
„ზარდე შენი სული სინათლით, ამიერიდან აღარ ექვემდებარება ის ღამის მეუფეს“.
უკან მიმავალ გზაზე ვიხილე მრავალი სივრცე, სადაც შუქის შვილების საიდუმლოებები იყო დამალული. ის საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს იხილავს, ვიდრე არ გახდება ის მზე სინათლისა. შემდეგ კი წამიყვანა უკან, სინათლის დარბაზში და დავიჩოქე მუხლებზე დიდი ოსტატების, უმაღლესი ციკლების მეუფეების წინაშე. და წარმოთქვა მან სიტყვა:
„აღარ ხარ ამენტის დარბაზებზე დამოკიდებული,
დაინიშნე შენი სამუშაო (მისია - Man Gala),
რომელსაც ადამიანის შვილებს შორის შეასრულებ.“
მე მივუგე: „დიდო ოსტატო , მომეცი უფლება
ვიყო მასწავლებელი ადამიანთა შორის,
ვატარებ მათ სინათლის მწვერვალისკენ, სანამ
ერთხელ ისინიც გახდებიან მნათობები ადამიანებს შორის,
გათავისუფლდებიან ღამის საფარისგან, რომელიც მათ გარს აკრავს.“
და მიპასუხა ხმამ: „იმოქმედე შენი სურვილისამებრ,
იყავი შენი ბედის ბატონ პატრონი,
მიიღე ის შენი ნების მიხედვით ან უარყავი.
წაიღე თან ძალა და სიბრძნე,
იბრწყინე სინათლესავით ადამიანთა შორის.„
ამის შემდეგ კი ამიყვანა ზედაპირზე მკვიდრმა.
კვლავ ვევლინებოდი ადამიანებს, ვუზიარებდი საკუთარ სიბრძნეს, მომქონდა მზის შუქი და ცეცხლი.
ეხლა კი კვლავ მივდივარ სინათლის საძებრად ღამის წყვდიადში.
მიიღე და მოუფრთხილდი და იქნება ეს ხელნაწერი ადამიანის მეგზური სინათლის ძებაში.
---------------------------------------------------------------------------
ინტერპრეტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ ამენტის დარბაზები მატერიალური ვიბრაციის არა დედამიწისთვის ცნობილ, არამედ სრულიად განსხვავებულ სივრცეში იმყოფება, ისინი პლანეტის ერთი ერთი ყველაზე იდუმალი ადგილების რიცხვში შედიან.
ეს ადგილი პირდაპირ კავშირშია Yarkimas დადებით და უარყოფით პოლარულობასთან. დედამიწასთან მიმართებაში, მათი მიახლოებითი ადგილმდებარეობა არის კუნძულ ატლანტიდის ქვეშ, მაგრამ იმისათვის რომ ამენტის დარბაზებში მოხვდეთ, საჭიროა დატოვოთ სივრცის ის შრე, რომელშიც იმყოფებით. არსებობს რამოდენიმე ადგილი, საიდანაც ეს შესაძლებელია: გოგირდის წყაროები ოკლაჰომაში, შასტას მთა კალიფორნიაში, მიკტოლანი სამხრეთ ამერიკაში, შამბალა ტიბეტში, დიდი პირამიდა ევიპტეში, შავი ტყე გერმანიაში, ბენარესი ინდოეთში, ატლასის მთები აფრიკაში. უძველესი ერა, ეს პირველი ციკლია, რომელიც დაფიქსირებულია დროის სივრცის წარსულში. ეს სწორედ ის პერიოდია, რომლის შემდეგაც ნეგატიურმა ძალამ დაიმორჩილა ადამიანი და მიაჯაჭვა მატერიალურ სამყაროს.
ამ პერიოდის წამყვანებმა, ანუ შუქის შვილებმა, გარდაქმნეს საკუთარი სხეულები პირველადი მატერიისგან და ჩაბერეს მასში სიცოცხლე. მოიხედავად იმისა რომ ხსენებული სხეულები ფლობენდნ ადამიანის სხეულის ანალოგიურ ფორმას,
მათი შინაგანი სტრუქტურა სრულიად განსხვავებული იყო, გძნობის ორგანოებით,რომლებიც შესაძლებელი იყო ცნობიერების მხოლოდ ორი ერთეულით გამოყენებულიყო - მამრობითი და მდედრობითი. ისინი არ იყვნენ ნეგატივითა და ადამიანის არასრულყოფილებით გაერთიანებული, ამიტომ მათთვის შესაძლებელი იყო ის, რაც ადამიანისთვის მიუწვდომელი იყო. იმ დროს როდესაც ტოტის ფიზიკური სხეული ყოველ 50 წელიწადში საჭიროებდა განახლებას, პირველადი სხეული შესაძლებელი იყო 100 წელიწადში ერთხელ განეახლებინათ.
სწორედ პირველი ციკლის დროს ააშენეს ამ პლანეტაზე ჩამოსულმა შუქის შვილებმა ამენტის დარბაზები. მათზე დაქვემდებარებული ძალების დახმარებით და სივრცეზე ზემოქმედებით, ააშენეს ამენტი და შემდეგ შეაერთეს დედამიწასთან.კედლები იცავს ამენტის
დარბაზებს ყველანაირი გარეშე ძალისგან, გარდა უმაღლესი გონისა. დიდი სივრცე იქნა მცირე ნაწილებად დაყოფილი და მათ ენერგიის ველები მოთავსებული.
ოცდათორმეტი შუქის შვილი იყო დედამიწაზე მომხდარზე პასუხისმგებელი.
დარბაზებში არსებობდა ძირითადი საარსებო ძალის ანუ სულის კონცენტრაციის წერტილი. მასში იღვრებოდა ცხოვრების წყარო, რომელიც პლანეტის სიცოცხლეს კვებავდა. როდესაც დედამიწაზე, რაიმე საგანი დაიშლება, მისი სული მიიზიდება სიცოცხლის
ყვავილთან და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება. ეს წერტილი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც მზის წნული ადამიანის ორგანიზმისთვის.
შუქის შვილების ტახტები ზუსტად ისე იყო განლაგებული, რომ საკუთარი ენერგიის დაკარგვის შემთხვევაში მათი სხეულები სულის ენერგიის ნაკადის ქვეშ იმყოფებოდნენ. საკმარისი იყო სხეული მის დასხივების ქვეშ ყოფილიყო.
ამ დროს, როდესაც გონი სხეულს ტოვებდა, სრული ბალანსი იყო შენარჩუნებული და პროცესი შესაძლებელი იყო საუკუნეებიც გაგრძელებულიყო. ენერგია იმ რაოდენობის იყო, რომ მის ქვეშ მოთავსებულ სხეულს, განახლების შემდეგ შეეძლო ათასობით წელიწადი ეარსება.
აქედან გამომდინარე, ასიდან ათი წელი სრულიად საკმარისი იყო ახალგაზრდა და ძლიერი სხეულის შესანარჩუნებლად. უმეტესობა შემთხვევაში, სხეულის დატოვება ბევრად დიდი ხნით ხდებოდა და შუქის შვილები კაცობრიობას ახალდაბადებული ადამიანის სახით ევლინებოდნენ. როდესაც მოსწავლე გასხივოსნების მესამე საფეხურს მიაღწევდა, ის აღარ იყო დამოკიდებული ამენტის დარბაზებზე და საუკუნეების მანძილზე შეეძლო სხეულის განახლება სიცოცხლის ყვავილის ქვეშ.
შვიდი მეუფე, ჩვენს გარეთ არსებული შვიდი კოსმიური გონის ემანაციას წარმოადგენს. ისინი მოქმედებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ამასთანავე ჰარმონიაში კოსმიურ გონთან. გარე ძალები (ისეთი როგორიც ნეგატიური არეულობა) მათ კონტროლსა და დაქვემდებარებაშია და წარმოადგენენ კოსმოსის ყველა დასახლებული პლანეტის ემანაციას. მეუფეთა ფუნქციას ასევე დროის სივრცის კონტროლი წარმოადგენს. ასევე ნეგატიური ენერგიის შეჩერებას, რათა ის იმ ცნობიერებას არ შეერიოს, რომელიც მას ოდესღაც გამოეყო. სწორედ მათი ძალა იზიდავს და აკავებს სასიცოცხლო ძალას, სიცოცხლის ყვავილის კონცენტრაციის წერტილში.
მეუფეთა მეუფე - მეცხრე კოსმიური ციკლის ემანაცია, რომელმაც ეს სახელი მისი ყველაზე მაღალგანვითარებული და წინწასული სტატუსის გამო მიიღო. ეს არის ძალა, რომელიც კოსმიური ციკლების ყველანაირ ნეგატივს აკონტროლებს. მის დაბლა დგანან სხვა ექვსი კოსმიური ციკლის მოვლენების მაკონტროლირებელი მეუფეები, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ პირველს არ გენეკუთვნებიან, მაინც ქმნიან მასთან ერთიანობას, რადგან ყველა ისინი ერთი საწყისი, პირველადი სხეულისგან არიან შექმნილი.
მეუფეებთან ტოტი ჰორლეტმა მიიყვანა და მან იხილა, თუ როგორ შევიდა ერთ-ერთი მკვიდრი მჭიდრო ჰარმონიულ კონტაქტში მეუფესთან და გახდნენ ისინი ერთნი. ადამიანის ფორმისა და ვიბრაციის არქონის გამო, მეუფეებს არ შეეძლოთ საუბარი. ძალა (ვიბრაცია - Man Gala) უნდა დასულიყო იმ ზომაზე, რომ ტოტს შეძლებოდა მისი გაგება. მოგვიანებით კი მან შეძლო ვიბრაციის იმ ზომაზე ამაღლება, რომ შეძლო მეუფეთა უბგერო ხმის გაგონება. მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული გამოცდის გავლის შემდგომ მოხდა.
ამენტის სამყაროდან გათავისუფლების შემდეგ, ტოტმა მიიღო სიცოცხლის ყვავილის გასაღები, რომლის მეშვეობითაც შეეძლო ეცხოვრა რამდენი ხანიც მოუნდებოდა და გარდაცვლილიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა. მან შექმნის კანონები ბოლომდე შეისწავლა, რის შემდეგადაც შეეძლო ნებისმიერი ფორმის სხეულად ჩამოყალიბება. კანონის მიხედვით მას მისია უნდა აერჩია, რადგან გასხივოსნებას მეტი ძალა და პასუხისმგებლობა მოჰქონდა მისთვის. ტოტის მიერ მიღწეული სიმაღლე, მხოლოდ ერთი ფერდობი იყო ტრანსცენდენტული სინათლის იმ დიდი მთისა, რომლისკენაც ყოველი კოსმიური გონი მიისწრაფვის. რადგან ტოტმა ერთ-ერთ სიმაღლეს უკვე მიაღწია, მას შეეძლო სვლა განეგრძო მათთან ერთად, ვინც უმაღლესი მიზნისთვის წინ მიიწევდა.
სწორედ ერთ-ერთმა ოცდათორმეტთაგანმა შუქის შვილმა და არა მეუფემ, მიიყვანა ტოტი ამენტის დარბაზებში, იქ სადაც მეფობდა სიცოცხლის საპირისპირო ძალა - სიკვდილი. ეს იმ ძალის ტოლფასია, რომელიც მარადიული სიცოცხლის ადგილებში არსებობს, უბრალოდ საპირისპირო. შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს სიცოცხლისა და სიკვდილის ძალის გაიგივება, მაგრამ თუ გავაანალიზებთ იმას, რომ სიკვდილის შემდგომ, სიცოცხლის ნეგატიურობა ხდება თავისუფალი, მაშინ მსგავსება ამ ორ ცნებას შორის, თვალშისაცემია. სიკვდილის მეუფე არ შედის სხვა დანარჩენი მეუფეების რიცხვში, არამედ კოსმიურ ციკლს განეკუთვნება. ის პასუხისმგებელია, სიკვდილის ენერგიით, ნეგატიურზე ზემოქმედებისთვის. იმ ნეგატიურზე, რომელიც ცნობიერების ყოველ ნაპერწკალს მოიცავს. იმ ბნელს, რომელიც გონის დაკარგვას ან სიკვდილს წარმოადგენს, ღამე ეწოდება - მასში გონს ავიწყდება ყველაფერი, რაც მანამდე მოხდა. მეუფის დავალება იყო, არ შეხებოდა ტოტის ცნობიერებას. მას დაევალა მიეღო ტოტის ცნობიერება როგორც მზის სხივი, რომელსაც არ მიეკარებოდა სიკვდილის ენერგია. სიკვდილის მეუფე უხსნის ტოტს, თუ როგორ ხდება სულის ფიზიკურ სხეულში ჩასახლება, ზრდის ზენიტის მიღწევა და შემდგომ უკან დაბრუნება.
სიკვდილი მოდის, მაგრამ როგორც დროებითი ცნება. სიცოცხლე ხომ მარადიულია, რომელიც არსებობს დასაწყისიდან ბოლომდე. ფინალში სიცოცხლე და ნათელი, ყოველთვის ამარცხებს სიკვდილსა და ბნელს. სიკვდილი მოითხოვს, რომ ის განდევნოს სიცოცხლემ მარადიული სინათლიდან. ტოტს აჩვენეს, თუ როგორ გამოდის მისი სხეული ბნელიდან და გარდაიქმნება მარადიულ სინათლედ. გამცილებელი მას ამენტის დარბაზებსა და მათ იდუმალ ადგილებს აჩვენებს, რომლებიც მხოლოდ გასიხივოსნებულთათვის არის მისაწვდომი. ყველაფერ სხვასთან ერთად მან მეოთხე განზომილების შიდა სივრცეებიც იხილა. ამის შემდეგ ტოტი კვლავ წარსდგა მეუფეთა წინაშე, რის შემდეგაც მას უბრძანეს აერჩია მისია. მან სულის ბნელიდან ნათელში გამოყვანის მისია აირჩია, რის შემდეგაც მეუფეებმა უბრძანეს სამუშაოს შესდგომოდა. ის დედამიწაზე აიყვანეს რათა შედგომოდა საქმეს. ხელნაწერის ბოლოში ამბობს, რომ დროებით კვლავ მიემგზავრება ამენტის სამყაროში და ტოვებს ადამიანებს.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 29 2015, 03:08 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა. ატლანტები ძალიან მაინტერესებს მაგრამ ვინ იცის რა ხდებოდა მაგ დროს რეალურად? იუზერი ქეითი აღწერდა საკმაოდ დაწვრილებით, მაგრამ ვფიქრობ ადამიანმა ბევრი რამე შეცვალა საკუთარი ინტერპრეტაციით ისევე როგორც ბიბლიაში და სხვა "წმინდა" წიგნებში. ჩემთვის მაინც ზღაპრის ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, თუმცა ვინ იცის იქნებ ვცდები კიდეც
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 29 2015, 03:58 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეჰ მეც ასე დავიწყე, სინტერესო საკითხავებით biggrin.gif biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 29 2015, 04:10 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა III
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


მე, ტოტ ატლანტი, გიზიარებთ ჩემ ცოდნას, სიბრძნესა და ძალას. საკუთარი ნებით ვუნაწილებ ადამიანებს ამ ყველაფერს.
ვაძლევ რათა ფლობდნენ სიბრძნეს და მათაც ანათონ ღამის საფარში.
სიბრძნე არის ძალა და ძალა არის სიბრძნე, ხელი ხელთან ქმნის ერთ მთლიანს.
ადამიანო, ნუ გახდები ამპარტავანი სიბრძნის დაუფლების შემდეგ.
ისაუბრე გაუნათლებელთან ისევე, როგორც ბრძენთან.
ყურადღებით მოუსმინე ბრძენს, რომელიც შენთან მოვა, რადგან სიბრძნე ყველაფერია.
ნუ გაჩუმდები მაშინ, როდესაც ბოროტებას ნახავ, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტება ანათებს და ბრწყინავს მზესავით.
დაე დაისაჯოს ის, ვინც კანონს გადავა, რადგან მხოლოდ კანონით მოდის თავისუფლება ადამიანებისთვის.
ნუ დათესავ შიშს, რადგან შიში ბორკილია, რომელიც ადამიანს მხოლოდ ბნელს მიაჯაჭვებს.
მიჰყევი გულს და აკეთე იმაზე მეტი, ვიდრე მოგეთხოვება.
სიმდიდრის მოხვეჭისას უსმინე გულს, რადგან არაფერია სიმდიდრე, თუ გული დაიღლება.
ნუ დაიღლები გულის ხმის მოსმენისას, რადგან ეს სულს ეწინააღმდეგება.
გაცნობიერებულნი არ დაიკარგებიან, ხოლო დაკარგულები პირდაპირ გზას ვეღარ იპოვნიან.
როდესაც ხალხში გამოჩნდები, სიყვარული იყოს შენი გულის დასაწყისი და დასასრული.
როდესაც რჩევის სათხოვნელად მოვა ვინმე, აცადე თავისუფლად გამოთქვას აზრი, რათა გარკვეულ იქნეს ის, რის გამოც მოვიდა. და თუ მერყეობით დაფიქრდება გაგიხსნას თუ არა გული, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება.
ნუ გაიმეორებ და ნუ მოუსმენ დახვეწილ სიტყვას, რადგან ეს მხოლოდ გაუწონასწორებელთა ცარიელი სიტყვებია. ნუ ისაუბრებ მათზე, რადგან შენს წინაშე მდგომმა შეძლოს სიბრძნის შეცნობა.
დუმილს დიდი სარგებელი მოაქვს, ჭარბ სიტყვას კი კარგი არაფერი.
ნუ აიყვან გულს ადამიანის შვილებზე მაღლა, რადგან მტვერზე უფრო დაბალი გახდება მისი ფასი.
თუ გინდა გაიგო შენი მეგობრის შესახებ, ნუ ჰკითხავ მის მეგობარს, არამედ მასთან ერთად მარტოობაში გაატარე დრო. ისაუბრე მასთან, რათა გამოცადო მისი გული მისივე სიტყვებითა და ქცევით. ნივთები, რომელიც გეკუთვნის, მეგობარს უნდა გაუნაწილო.
ბრძენი, გულს გადავსების საშუალებას აძლევს, ხოლო პირი მისი დახშულია.
ყურადღებით უსმინე სიბრძნისა და შუქის ხმას.
გამჟღავნებული კოსმოსის საიდუმლოებები სამყაროს შუქით ავსებენ.
მიეცი საშუალება მას, რაც წყვდიადისგან გათავისუფლდება, გაყოს მატერიალური არამატერიალურისგან, ცეცხლი მიწისგან. რადგან ცნობილია ჩემთვის - მიწა გადმოდის მიწაზე, ხოლო ცეცხლი ალდება ცეცხლში და ერთიანი ხდება მასთან.
მათ, ვინც იცის თუ რა არის ცეცხლი, გაუჩნდებათ შინაგანი ცეცხლი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მასში. შინაგანი ცეცხლი ყველაზე ძლიერი ძალაა და აღემატება სხვა დანარჩენს.
ადამიანს შეუძლია თავი გადაირჩინოს მხოლოდ მაშინ, თუ ის წინააღმდეგობაშია. სწორედ ამიტომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დედამიწა, სხვანაირად ის შეწყვეტს არსებობას.
ყოველი ადამიანის თვალი ხედავს სხვანაირად. ერთს რაიმე საგანი გარკვეული ფორმის და ფერის ეჩვენება, ხოლო მეორეს საპირისპიროდ.
აქედან გამომდინარე, მარადიული ცეცხლი, რომელიც ფერს იცვლის და დღითი დღე იცვლება, არასოდეს იქნება ერთფეროვანი.
ამიტომ ვამბობ ამას მე, ტოტი, რომ ადამიანი ღამე დანთებული ცეცხლივით არის; დაუკმაყოფილებელი ღამის წყვდიადში.
თავისუფალია შენი ცეცხლის ალი და მხოლოდ ღამის ჩრდილში შეიძლება დაიმარხოს. სად წყდება სახელი და ფორმა? მხოლოდ ცნობიერებაში, უხილავია ბრწყინვალების ძალა.
ადამიანი, სხეულზე მიმაგრებული ვარსკვლავია. იქამდე, სანამ ბრძოლის ბოლოს ის არ გათავისუფლდება. მხოლოდ მისი ვარსკვლავია თავისუფალი, ვისთვისაც მისივე საწყისია ცნობილი. იცოდე, რომ ყველაფერი არსებული, მხოლოდ სხვა ფორმაა იმისა, რაც არ არსებობს. ყველაფერი, რასაც აქვს არსი, გარდაიქმნება სხვა არსში - არც შენ ხარ გამონაკლისი.
გახსოვდეს კანონი, რადგან კანონი ყველაფერია.
ნუ მოძებნი იმას, რაც კანონისგან არ არის, რადგან ის მხოლოდ გრძნობების ილუზიებში არსებობს.
სიბრძნე მოდის მის შვილებთან მაშინ, როდესაც ისინი მასში შედიან.
საუკუნეების მანძილზე იყო შუქი დახშული. გაიღვიძე, ადამიანო და იყავი ბრძენი.
ღრმად შევდიოდი ცხოვრებისეულ საიდუმლოში, რათა მეპოვნა დაფარული.
ისმინე, ადამიანო და იყავი ბრძენი.
ღრმად მიწისქვეშ, ამენტის დარბაზებში ვიხილე საიდუმლო, რომელიც დაფარულია ადამიანებისგან.
ხშირად ვმოგზაურობდი ღრმად დაფარულ გადასასვლელებში და ვიხილე შუქი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს წარმოადგენს. იქ, მარადიული სიცოცხლის ფერების ქვეშ, შევაღწიე ადამიანების გულსა და საიდუმლოში. და ვნახე, რომ ბნელში ცხოვრობს ადამიანი, ხოლო სინათლე, მასშივეა დამალული.
დიდი მეუფეებისგან მივიღე ის სიბრძნე, რომელსაც გინაწილებთ.
შვიდნი არიან ამენტის მეუფეები. ნუთუ ადამიანის მსგავსად არ არიან ისინი შექმნილი?
სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა - ესე ეწოდებათ მათ.
უფორმოები, მაგრამ ფორმის შემქმნელები, შორიდან მოვიდნენ ისინი, რათა ადამიანს უხელმძღვანელონ. მუდმივად მცხოვრებნი, მაგრამ არა ცოცხლები, არ არიან სიცოცხლით ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ამასთანავე სიკვდილისგან თავისუფლები.
მართავენ სიბრძნეს და არ არიან სიკვდილის ბნელ დარბაზებზე დამოკიდებული.
და ამოვიდა მათგან ლოგოსი, რადგან იმ ძალას წარმოადგენენ მეუფეები, რომელიც ყველაფერზე ხელმწიფებს.
ს ა მ ი, სიკვდილის დარბაზების შემქმნელი, ფლობს დაფარული მაგიის გასაღებს. როს გზავნის ენერგიას, მოავლენს სიბნელეს და ხელმძღვანელობს უარყოფითს ადამიანთა შორის.
ო თ ხ ი - ეს არის ის, ვინც ძალას კარგავს. ის ადამიანების სიცოცხლეს განაგებს და მსუბუქი სხეულის მქონე, ადამიანის სულების განმათავისუფლებელია.
ხ უ თ ი - სრულიად მაგიის მეუფე. იმ სიტყვის გასაღები, რომელიც ადამიანთა შორის ჟღერს.
ე ქ ვ ს ი - შუქის მეუფე. ადამიანების სულის გზის მაჩვენებელი.
შ ვ ი დ ი - უკიდეგანო სივრცის მეუფე. სივრცის მბრძანებელი და დროის გასაღები.
რ ვ ა - განსაზღვრავს წონას და აწონასწორებს ადამიანის მოგზაურობას.
ც ხ რ ა - მამა, რომელიც ქმნის და ცვლის ფორმას უფორმოსგან.
შეასრულე მედიტაციები იმ ნიშნებზე, რომელიც გადმოგეცი.
ეს გასაღებია, ადამიანისგან დაფარული.
მიმართე ფიქრები ყოველთვის ზეციური სიცოცხლის შუქისკენ.
მოძებნე რიცხვები იმ გასაღებში, რომელიც გადმოგეცი. ეს სინათლეა სიცოცხლიდან სიცოცხლეში გადასასვლელი გზის გასანათებლად.
გულდასმით ეძებე. ფიქრები მიმართე შინაგანისკენ. ნუ დახურავ გონებას სიცოცხლის ყვავილისგან.
წარმოიდგინე სურათი, იფიქრე რიცხვებზე, რომელიც მოგეცი. ისინი სიცოცხლესთან მიგიყვანენ.
თავისუფალია ბრძენის გზა და გაეღება მას სინათლის სამეფოს კარი.
გაანათე ისე, როგორც დილის მზე. ჩაკეტე სიბნელის კარი და იცხოვრე მარადიულ შუქში.
მიიღე არსებული შვიდი ისე, როგორც საკუთარი ნაწილი.
ჩემი სიბრძნე გაგიზიარე, ადამიანო.
მიჰყევი გზას, რომელიც გაჩვენე.
სიბრძნის ოსტატები, დილის მზე, შუქი და სიცოცხლე ადამიანის მოდგმას.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 31 2015, 03:20 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა IV
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


ისმინე სიბრძნის ხმა. ისმინე ტოტ ატლანტის ხმა!
უცვლელად გადმოგცემ სიბრძნეს, რომელიც ამ ციკლის დროსა და სივრცეში მივიღე; მისტერიის ოსტატი, დილის მზე, მარადიულად მცხოვრები, შუქის შვილი, დილის ვარსკვლავი, ტოტ ატლანტი - ადამიანების მოდგმის მასწავლებელი, ერთიანობის არსი.
დიდი ხნის წინ, ატლანტიდაში, ვარსკვლავების ქვეშ მწოლიარე, ვოცნებობდი იმ სიბრძნესა და საიდუმლოზე, რომელიც დაფარულია ადამიანისგან. და დავისახე მიზნად, დამეპყრო ვარსკვლავებისაკენ მიმავალი გზა.
წლიდან წლამდე, ვიძენდი ახალ ცოდნას, ვეძებდი დიდ სიბრძნეს და მივყვებოდი გზას, ვიდრე ერთხელაც ჩემი სული ბოკილებისგან არ გათავისუფლდა. დავაღწიე თავი ღამის წყვდიადს, გავთავისუფლდი სხეულისგან, რის შემდეგაც ვარსკვლავებისაკენ მიმავალი გზა თავისუფალი იყო ჩემთვის. ამჯერად სიბრძნეს უკვე ადამიანის გონების საზღვრებს მიღმა ვეძებდი. შორეულ სივრცეში მოგზაურობდა ჩემი სული, იქ სადაც გარშემო მარადიული სინათლეა. ვიხილე გიგანტური პლანეტები, რომლებიც ადამიანის ცოდნის მიღმაა.
და მაინც, საბოლოოდ ვიპოვე კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც სხვა პლანეტებზე, ასევე აქ, ადამიანთა შორის.
ვისვენებდი პლანეტაზე, რომელზეც ჰარმოინიული ჰანგები ავსებდნენ ჰაერს, ულამაზესი ფორმები მოძრაობდნენ რიგრიგობით და კოსმიური სიმბოლოები ერწყმოდნენ კანონს.
მრავალი ვარკვლავი შემხვდა მოგზაურობის მანძილზე, ადამიანის მრავალნაირი რასის წარმომადგენლით. ზოგიერთი მათგანი ამაღლებულიყო დილის ვარსკვლავივით, ხოლო სხვები დაცემულიყვნენ ღამის წყვდიადში.
ყველა და ყოველი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს სიმაღლეს, შეერიოს სიღრმეს, იმოძრაოს ნათელ სივრცეში, გაივლის ბნელს და მიაღწევს ნათელს.
იცოდე, რომ შუქი შენი მემკვიდრეობაა, ხოლო სიბნელე, უბრალოდ საფარი.
შენს გულში, ჩაბეჭდილია ის ნათელი, რომელიც თავისუფლების წამს ელოდება, რათა გაარღვიოს ღამის წყვდიადი.
ვიხილე ისინიც, ვინც ეთერი დაიპყრო.
იმ ძალის გამოყენებით, რომელიც ყველაფრის საწყისია, შორს, სივრცეში შექმნეს მათ პლანეტა, სადაც ეთერს გარდაქმნიდნენ ფორმად, რომელიც გამოჰყავდათ მათზე დაქვემდებარებულებს.
შესანიშნავად ფლობდა მეცნიერებას ჩემს მიერ ხილული ბრძენი რასა, ამიტომ შევჩერდი ცოტა ხანი მათთან და ვაკვირდებოდი.
ვიხილე თუ როგორ აშენებენ დიდ მოოქროვილ ქალაქებს ეთერისგან, რომლის ფორმირებაც, პირველადი მატერიისგან, ყველაფრის საწყისისგან, ხდებოდა.
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, დაიქვემდებარეს ეთერი და გათავისუფლდნენ შრომითი სამუშაოებისგან, რადგან საკმარისი იყო უბრალოდ წარმოედგინათ ფორმა, რომელიც შემდეგ იქმნებოდა. ვიხილე რა ახალი და უცნაური, გავითავისე, რომ ადამიანი, მზეთა მზე, ვარსკვლავის შვილი, ჭეშმარიტად სივრცეშია დაბადებული.
იცოდე, ადამიანო, საიდანაც არ უნდა იყო წარმომავლობით, ის ადგილი ერთიანს ქმნის ვარსკვლავებთან.
შენი სხეული სხვა არაფერია, თუ არა პლანეტები, რომლებიც მათივე მზის გარშემო ტრიალებენ. და როდესაც მიაღწევ სიბრძნის შუქს, გათავისუფლდება შენი სხეული და იბრწყინებს ეთერში.
როგორც ვარკვლავები კარგავენ დროთა განმავლობაში წყაროდან გამომავალ ენერგიას, ასევე ადამიანის სული მიიწევს წინ და უკან მოიტოვებს ღამის წყვდიადს.
ფორმირებული პირველადი ეთერისგან, შენ სავსე ხარ წყაროდან გამომავალი ბრწყინვალებით, რომელიც შემოსაზღვრულია მის გარშემო მყოფი მკვრივი ეთერისგან, მაგრამ შენი შინაგანი ნათება ოდესღაც გათავისუფლდება.
აანთე შინაგანი ცეცხლი, გაფრინდი ღამის სიბნელიდან და გათავისუფლდი.
ვმოგზაურობდი თავისუფლად დროსა და სივრცეში და ვიცოდი რომ უკვე შემეძლო მეძებნა დიდი სიბრძნე, ვიდრე არ მივაღწიე მას და შევიცანი ყოვლად დაფარული, რომელიც ცნობიერების მიღმაა.
და როდესაც მივიღე ეს ცოდნა, ბედნიერებისგან ავივსე, რადგან მხოლოდ მას შემდეგ გავხდი თავისუფალი.
ისმინე, სივრცეში დაბადებულო, რადგან ერთ დღეს შენც გათავისუფლდები. შენც შეგეძლება იცხოვრო და იყო თავისუფალი.
შენ არ ხარ შენ დედამიწიდან, არამედ უსასრულო კოსმიური შუქის შვილი ხარ.
არ იცი საკუთარი მემკვიდრეობის შესახებ ადამიანო? არ იცი რომ თვით შუქი ხარ?
მიაღწევ რა საბოლოო სიბრძნესა და სინათლეს, გახდები დიადი მზის მზე!
გადმოგცემ საკუთარ სიბრძნეს, ცოდნასა და გამოცდილებას და გიჩვენებ გზას, რომელიც მე გავიარე და რომელიც მიდის ვარსკვლავებისკენ.
ისმინე ადამიანო და შეიცანი საკუთარი ბორკილები, რათა შეძლო მათგან თავის დაღწევა.
მარადიულ შუქთან ერთიანი, სიბნელიდან აღდგები თუ დაუღალავად შეეცდები მიიღო დიდი სიბრძნე. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია აღზევება.
იცოდე, რომ სრულიად სივრცე ექვემდებარება წესრიგს და მხოლოდ წესრიგის გავლითა და შეცნობით იქნები ერთიანი მთლიანობასთან.
წესრიგი და წონასწორობა - ეს არის კოსმიური კანონი!
მიჰყევი მას და იქნები ერთი მთლიანთან.
ის, ვინც სიბრძნით ივლის და გაათავისუფლებს ცნობიერებას სიბნელიდან, შეიცნობს სიცოცხლის ყვავილს.
ღრმა მდუმარებაში უნდა დაჰყო დიდი დრო თავდაპირველად და გათავისუფლდე სურვილებისგან. დაიპყრე სიტყვების ბორკილები მდუმარებით.
შეიკავე თავი საკვების მიღებისგან, ვიდრე არ დაიპყრობ და მოიშორებ ჭამის სურვილს. ეს სურვილი სულის ბორკილია. მხოლოდ ამის შემდეგ დაწექი სიბნელეში და დახუჭე თვალები შუქის სხივებისგან.
გააკეთე საკუთარი ძალის და სულის ფოკუსირება ადგილზე, სადაც ღამის ბორკილებისგან გათავისუფლებული ცნობიერება იმყოფება. მოათავსე შენს გონში და წარმოიდგინე შენთვის სასურველი ადგილი, რომლის ნახვაც გინდა. დაიწყე სრული ძალით ვიბრირება და გაათავისუფლე სული ღამის წყვდიადისგან. ძლიერი ვიბრაცია და რყევაა საჭირო იმისთვის, რომ სული გათავისუფლდეს სხეულისგან.
თავისუფალი ცნობიერება შერწყმულია კოსმიურთან და ქმნის ერთიანობას წესრიგთან და მთლიანობასთან.
სიბნელიდან, სინათლე ცეცხლის ალივით უნდა გამოვარდეს, როგორც ერთიანობის სიმბოლო.
ილოცე ამ ლოცვით, რათა მიაღწიო სიბრძნეს და ნათელი გაერთიანდეს მთლიანთან:
„კოსმიურ სივრცეში მბრწყინავო სინათლის ყოვლისშემძლე სულო, მიიღე ჩემი ცეცხლი, მიიახლოვე სრულ ჰარმონიაში და გაათავისუფლე ბნელისგან. გახსოვდეს ჩემი სული, უძლეველო და ყოვლისშემძლევ. შუქის შვილო, მიმიღე რათა შევძლო შენთან შერწყმა. ერთიანო ყოველ არსთან და ყოვლისმომცველო ერთ მთლიანში. “
როდესაც სულს გაათავისუფლებ, იცოდე რომ სიბნელე შენთვის სამუდამოდ გაქრება. მუდმივად შეგიძლია ეძებო კოსმიური სიბრძნე და არ იქნები სხეულის ბორკილებზე დამოკიდებული.
იფრინე თავისუფლად, მაღლა და დილის შუქისაკენ. იმოძრავე ჰარმონიულად, წესრიგის მიხედვით და იარე შუქის შვილებთან ერთად.
ეძებე და შეიცნობ სიბრძნის გასაღებს.
ამ გზით, ჭეშმარიტად გათავისუფლდები ადამიანო!


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 31 2015, 03:22 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინსტრუქცია სულ ცოტა ასტრალში გასასვლელად თვით ტოტისაგან:
ღრმა მდუმარებაში უნდა დაჰყო დიდი დრო თავდაპირველად და გათავისუფლდე სურვილებისგან. დაიპყრე სიტყვების ბორკილები მდუმარებით.
შეიკავე თავი საკვების მიღებისგან, ვიდრე არ დაიპყრობ და მოიშორებ ჭამის სურვილს. ეს სურვილი სულის ბორკილია. მხოლოდ ამის შემდეგ დაწექი სიბნელეში და დახუჭე თვალები შუქის სხივებისგან.
გააკეთე საკუთარი ძალის და სულის ფოკუსირება ადგილზე, სადაც ღამის ბორკილებისგან გათავისუფლებული ცნობიერება იმყოფება. მოათავსე შენს გონში და წარმოიდგინე შენთვის სასურველი ადგილი, რომლის ნახვაც გინდა. დაიწყე სრული ძალით ვიბრირება და გაათავისუფლე სული ღამის წყვდიადისგან. ძლიერი ვიბრაცია და რყევაა საჭირო იმისთვის, რომ სული გათავისუფლდეს სხეულისგან.

tongue.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 13 2015, 11:30 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა V
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


ხშირად მესიზმრება უნალის მცხოვრები ოსტატი და ერთ ღამეში ჩაძირული, საუკუნეებში ჩაკარგული ატლანტიდა, რომელიც მრავალი ეონის მანძილზე ანათებდი ღამის წყვდიადს.
უძლეველი მბრძანებელი, დედამიწაზე დაბადებულების მმართველი, სხვადასხვა ერების მეფე, უნალის ბრძენი ოსტატი, ატლანტიდის არსებობის მანძილზე ცხოვრობდა შუქის ტაძარში.
ჩვენ საზღვარს მიღმა ციკლის ოსტატი, ადამიანების მსგავს სხეულში ცხოვრობდა, მაგრამ არა როგორც დედამიწაზე დაბადებული, არამედ როგორც ჩვენი საზღვრის მიღმიერი, ციკლის მზე, ჩვენზე აღმატებული.
იცოდე, ადამიანო, რომ ოსტატი ჰორლეტი, არასოდეს ყოფილა ერთი ადამიანებთან.
შორეულ წარსულში, როდესაც ატლანტიდა აღმოცენდა, გაჩნდა სიბრძნის გასაღების მფლობელი, რომელიც სინათლის გზას უკვალავდა ყველას.
სიბნელის დაქვემდებარებით, ის ადამიანის სულის, სიმაღლის, სინათლის, ნათელთან ერთიანობისკენ, მიმავალ გზას აჩვენებდა ყველას.
ათ ნაწილად დაყო მან სამეფო, რომლებსაც ათი ადამიანის-შვილი მართავდა. მეორე მხარეს კი ააშენა ტაძარი, რომელსაც მშენებლობისას ადამიანის ხელი არ შეხებია.
ეთერისგან გამოყვანილი სუბსტანციით და იოტლანის ძალით მისცა მან ფორმები და გონების ძალით ააშენა შავი ტაძარი, რომელმაც დაფარა კუნძულის სივრცეები და წამოიმართა მთელი თავის სიდიადით.
სწრაფად შენდებოდა ტაძარი, ოსტატის სიტყვით, უფორმო ღებულობდა ფორმას. შემდეგ, ტაძარში ააშენა საკნები, რომლებიც ეთერული ფორმებით შეავსო და შეავსო ისინი საკუთარი გონებიდან გამომავალი სიბრძნით. უფორმო მდგომარეობაში იმყოფებოდა ოსტატი ტაძარში და ამასთანავე ფლობდა ადამიანისთვის ნაცნობ ფორმას, მაშინ როდესაც მათ შორის იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, განსხვავდებოდა მათგან, არ განეკუთვნებოდა და არ გავდა ადამიანის შვილებს.
აირჩია მან სამი ადამიანი, რომელიც გახდა მისი კარიბჭე. სამი ყველაზე აღმატებული, რომელიც მომავალში ატლანტიდას და მას შორის კავშირს დაამყარებდა და გახდნენ ისინი მისი მოციქულები და მიჰქონდათ ოსტატის სიტყვა ქალაქის მაცხოვრებლებამდე. აირჩია სხვებიც, რომლებიც გახდნენ ადამიანების დამრიგებლები. შემდეგ დაასახლა ისინი კუნძულ უნდალზე, რათა გამხდარიყვნენ ადამიანებისთვის სინათლის მომტანნი.
ყოველ რჩეულს თხუთმეტი წელი უნდა ესწავლა. მხოლოდ ამ გზით მიიღებდა ცოდნას, რომლითაც სხვებს ნათელს მოუტანდა. ასე შეიქმნა ტაძარი, სადაც ოსტატი ცხოვრობდა.
მე, ტოტი, დიდი ხანი ვეძებდი სიბრძნესა და ნათელს ბნელში, ვიდრე დიდი ხნის წვალების შემდეგ, ერთ-ერთმა სამთაგანმა არ მომიტანა სინათლე. გამაცნო ოსტატის ბრძანება და მიხმო ბნელიდან ნათელში და მიმიყვანა მასთან მიწისქვეშეთა ტაძარში.
დიად ტახტზე, ბრწყინვალე ცეცხლში გახვეული წარსდგა ჩემს წინაშე ტაძრის მკვიდრი. მუხლი მოვუყარე მის წინაშე და ვიგრძენი როგორ შეაღწია ჩემში სინათლის ტალღებმა.
შემდეგ მომესმა მისი ხმა: „სიბნელევ, იქეცი სინათლედ. დიდ ხანს ეძებდი ნათელს. ყოველი სული დედამიწაზე, რომელიც დაასუსტებს სიბნელის ბორკილებს, გათავისუფლებული იქნება მისგან. შენ კი აღსდექი ბნელიდან, და მიუახლოვდი ნათელ მიზანს. ამიერიდან აქ დაიდებ ბინას, როგორც ერთ-ერთი ჩემი შვილი, ცოდნის მფარველი, რომელიც გაავრცელებს ნათელს. იცხოვრე აქ დაეუფლე სიბრძნეს და და აღმოაჩინე საიდუმლოებები საკუთარი თავის სიღრმეში.“
მე, ციკლის ოსტატმა, ვუპასუხე:
„გამიზიარე შენი სიბრძნე, რომ გავთავისუფლდე და შევძლო გავხდე ადამიანების მასწავლებელი.“
რის შემდეგაც მიპასუხა: „საუკუნიდან საუკუნემდე იცხოვრებ ბრძნულად, მას შემდეგ რაც ატლანტიდას ტალღები დაფარავს, მის ქვეშ დაფარული ნათელი მუდამ მზად იქნება გემსახუროს, როდესაც მოუხმობ. წადი, შეიცანი სიბრძნე და იარე ერთიანი სინათლისკენ.“
დიდი ხანი დავყავი ტაძრის მკვიდრთან, ვიდრე არ გავერთიანდი ნათელთან. ღრმად მიწისქვეშ, მივყვებოდი გზას და შევიცანი ამენტის დარბაზების საიდუმლოებები და სამყაროს კანონი, რომელსაც ის წონასწორობაში მოჰყავს.
საკუთარი გონებითა და სიბრძნით შევდიოდი საკნებში, რომლებიც საუკუნოდ დაფარულია ადამიანის თვალებისგან.
დიდი სიბრძნე გადაიშალა ჩემ თვალწინ და მივაღწიე ცოდნის ახალ საფეხურს; შევიცანი, რომ ყველაფერი ერთი დიდის ნაწილია. ბევრად დიდის, ვიდრე ეს ჩვენთვის ცნობილია.
უკიდეგანო სიღრმეში, ბევრად მეტ ცოდნას ვიძენდი და ვხედავდი რომ სიბრძნე იზრდება საუკუნიდან საუკუნემდე და ის ერთი დიდის ნაწილია.
ნათელი იყო ატლანტიდაში. მაგრამ ბნელი ყველგან არის დამალული. ზოგიერთი ადამიანი ნათელში აღმასვლის მიუხედავად, საბოლოოდ სიბნელეში ეცემოდა. ცოდნა ათამამებდა მათ და ამპარტავანს ხდიდა. ღრმად ეფლობოდნენ აკრძალულში და საბოლოოდ შეძლეს მიწისქვეშა კარიბჭის გახსნა. მეტ ცოდნას ეძებდნენ და არ ცდილობდნენ მის გავრცელებას. მას, ვინც მიწისქვეშეთში ჩააღწევს და გაუწონასწორებელია, აუცილებლად ბნელი მოიცავს. თავიანთი ცოდნით მათ ადამიანის სასჯელს დაუდეს სათავე.
მაშინ როდესაც ყოვლისმხედველი ოსტატი თავის აგვანტიში იწვა (მიჯაჭვულობის არქონის მდგომარეობა M G), მისი სული თავისუფლად ლივლივებდა ატლანტიდის სივრცეში. იხილა მან თუ როგორ გახსნეს ატლანტებმა მიწისქვეშეთის კარიბჭე, რომელიც შესაძლოა მტერს მოიზიდავდა დედამიწაზე. მაშინვე გაემართა მისი სული სხეულისკენ და აღდგა აგვანტიდან. იხმო სამი უძლიერესი რჩეული და სამყაროს (დედამიწის ცივილიზაციის M G) განადგურების ბრძანება გახსნა, რის შემდეგაც ჩავიდა მიწისქვეშ, ამენტის დარბაზებში და იხმო ძალები, რომელსაც შვიდი მმართველი ფლობდა და შეცვალა პლანეტის წონასწორობა. წყალმა დაფარა ატლანტიდა და განადგურდა მიწისქვეშეთში ჩასასვლელი კარიბჭეც. ტაძრის მკვიდრის შვილების კუნძულის და უნალის გარდა, ყველა კუნძული წყალმა დაფარა. ეს ადგილი მომავალი თაობებისთვის შემოინახა, მათთვის ვინც პატარა ადამიანებს წაუძღვებოდა სინათლისკენ.
მიხმო ამის შემდეგ, გამაცნო მისი ბრძანება და ჩემი შესასრულებელი საქმე. „თან წაიღე შენი ცოდნა და სიბრძნე, მაგია და ხელნაწერები. წადი როგორც ადამიანების მასწავლებელი. წადი და დაიცავით ყველა სწავლება, ვიდრე ერთ დღეს მათთანაც არ მიაღწევს ნათელი. გაძლევ უსასრულო ძალას დედამიწაზე, რომელიც მოგცემს საშუალებას ძალა გასცე და უკან წაართვა ნებისმიერს. შეკრიბე ატლანტიდის შვილები და წადით გამოქვებულის ხალხთან. გაფრინდით ქხემის მიწაზე.“
შევკრიბე ატლანტები, ხომალდში მოვაგროვეთ ხელნაწერები, მაგია, იარაღი და გავფრინდით. მაღლიდან ჩანდა ტაძარი, სადაც სამი მკვიდრი ოსტატი დავტოვეთ ღრმად მიწისქვეშ, დარბაზებში. ტალღებში ჩაიძირა ატლანტიდა და დაიხურა გზა ციკლების მფლობელებისკენ. მაგრამ სამუდამოდ ღიაა ამენტის კარები მათთვის ვინც დიდ სიბრძნეს ფლობს.
სწრაფად მივფრინავდით ქხემის მიწისკენ. დაპყრობის შემდეგ, დიდი ხანი ვმართავდი მათ და საბოლოოდ მიაღწიეს სინათლეს.
ღრმად, ქვებში დავმარხე ხომალდი, რომელიც ადამიანების გათავისუფლებას ელოდება. ხომალდის თავზე ავღმართე ლომის ნიშანი, რომელიც ასევე ადამიანს წააგავს. ქანდაკების ქვეშ, ჯერ კიდევ დგას ჩემი ხომალდი და ელოდება საჭირო საათს.
იცოდე, ადამიანო, რომ მომავალში გამოჩნდებიან დამპყრობლები. გამოფხიზლდით ამ დროს ისინი, ვინც სიბრძნეს ფლობთ, ამოიღეთ ხომალდი და დაამარცხეთ მტერი ადვილად.
ღრმად არის დაფლული ჩემი საიდუმლო. ეძებე პირამიდაში და ნახავ რა ავაშენე. ყოველი ქვაკუთხედი, მიესადაგება მეორეს. ყოველი მათგანი არის სიცოცხლისკენ მიმავალი კარიბჭე. მიჰყევი გასაღებს, რომელიც დავტოვე. ეძებე და სიცოცხლისკენ მიმავალი შესასვლელი შენს განკარგულებაში იქნება. ეძებე ჩემს პირამიდაში, ღრმად გადასასვლელებში, რომლებიც კედლებში მთავრდება. გამოიყენე შვიდის გასაღები და გაიხსნება გზა შენთვის.
მე შენ მოგეცი გზა.
მოგეცი სიბრძნე.
მიჰყევი გზას, რომელზეც მიგანიშნე და გახსენი საიდუმლო.
_____________________________________________________________
ინტერპრეტაცია

უნალის მცხოვრები, ოსტატი ჰორლეტი დედამიწის მბრძანებელი იყო, მაგრამ არასოდეს ერეოდა სახელმწიფოების საქმეებში, გარდა უკიდურესი გამონაკლისებისა.
ის არ წარმოადგენდა მიმდინარე ციკლს, არამედ წინა ციკლების გაგრძელებას, რომელიც დედამიწის მოსახლეობის განვითარებაზე ზრუნავდა. მან დააარსა ატლანტიდის სახელმწიფო, გაყო რასებად და უფრო მაღალგანვითარებულებს დაავალა მმართველობა.
შემდეგ ეთერისგან (პირველადი მატერიისგან) ააშენა უნალის ტაძარი გონების საშუალებით და ფორმის შესანარჩუნებლად იტოლანი (არ არის თარგმნილი) გამოიყენა.
ერთი მილი სიმაღლის ტაძარს კვადრატის ფორმა ჰქონდა, ხოლო გვერდების სიგრძე სამ მილს შეადგენდა. ის არ მდებარეობდა სამგანზომილებიან სივრცეში, არამედ მეცხრე განზომლებაში, რითაც მისი შავი ფერი აიხსნება. მესამე განზომილების არც ერთ იარაღს არ შეეძლო მიეღწია ტაძრამდე. აქ მდებარეობდა ამენტის სამყაროში ჩასასვლელი, სადაც სიცოცხლის ყვავილი ინახებოდა.
ფორმის მისაცემათ შემქმნელმა სიტყვა გამოიყენა. სიტყვა, რომელიც მაშინ იტოლანით გამოიხატებოდა. მან ტაძრის შიგნით განათავსა მუდმივად მოძრავი მექანიზმები.
მისი ფიზიკური სხეული მუდმივად ტაძარში იმყოფებოდა, ხოლო გონი თავისუფლად მოძრაობდა მისთვის სასურველ ადგილებში. წინასწარ შერჩეული და საგულდაგულოდ მომზადებული სამი რჩეულის მეშვეობით მან სხვა მმართველები და მომავალი მაცხოვრებლები აარჩია და დაასახლა უნდალზე, რომელიც უნალის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა და მისი მოსახლეობა ატლანტების სულიერ მსახურებს, მეცნიერებს და ფილოსოფოსებს წარმოადგენდნენ. ყოველი მათგანი, თხუთმეტი წლის მანძილზე სწავლობდა სამ რჩეულთან, რათა შემდეგ სხვებისთვის გადაეცათ ცოდნა.
ტოტის პირველი კონტაქტი ტაძრის მკვიდრთან ერთ-ერთი სამთაგანის მეშვეობით შედგა და ცეცხლი, რომელიც აღწერილია, წარმოადგენდა ტაძრის სივრცის ამენტის სივრცესთან შეერთების ადგილას წარმოქმნილ ნათებას. ტოტი მიიყვანეს ტახტზე მჯდომარე ტაძრის მკვიდრთან, რომელიც გამოსხივებას ირეკლავდა და ტოტს პირდაპირი მნიშვნელობით - ცეცხლში გახვეული წარუდგა. ტოტს აცნობეს, რომ არჩეულ იქნა ხელნაწერების მცველად, და ოსტატის მიერ მომავლის განჭვრეტის შედეგად ცნობილი იყო, რომ ის დედამიწის დაბალი განვითარებული რასების ცნობიერების ამაღლებაში შეიტანდა წვლილს. ასევე ცნობილი იყო რომ დედამიწის გარკვეული ნაწილების განადგურება მოხდებოდა და ამ დროს არ უნდა განადგურებულიყო ატლანტების ცოდნა, რაც ასევე ტოტის დავალება იყო. მან ეს მისია დიდი ძალისხმევის გამო დაიმსახურა.
ტოტს დაპირდნენ სამუდამო სიცოცხლეს, რათა დავალების შესრულება შესძლებოდა და დარჩებოდა ტაძრში იქამდე, ვიდრე სრულ გასხივოსნებას არ მიაღწევდა.
ტოტი იყენებს დიდ ცოდნას, რათა სულ უფრო და უფრო ღრმად შეაღწიოს დროსა და სივრცეში და შეიცნოს არსებული საიდუმლოებები.
ატლანტიდის არსებობის ბოლო პერიოდში, ცნობიერების დიდმა ტალღამ დატოვა დედამიწა და გადავიდა ვენერაზე, ხოლო მათი ადგილი ბევრად მატერიალისტურმა, მარსის ცნობიერებამ ჩაანაცვლა და ჩასახლდნენ დედამიწის მოსახლეობაში. ისინი მიისწრაფოდნენ ბნელისკენ და აღმოაჩნეს იოგ-სოგ-ტოტ - მდაბიო ციკლში შესასვლელი.
წინა ცნობიერების ზოგიერთი წარმომადგენელი მოიხიბლა მატერიალისტური ხედვით და შუერთდა მარსის ცნობიერებას. ის ვინც გააღებს მიწისქვეშა კარიჭეს, უნდა იყოს ძალიან გაწონასწორებული, რათა მოახერხოს იქ მყოფების დაკავება და არ მოხერხდეს მათი ზედაპირზე ამოსვლა. იმ დროს, როდესაც გარკვეული ჯგუფი ამას ცდილობდა, ტაძრის მკვიდრი ოსტატი მოშორებული იყო სხეულს და ამ ყველაფრის გაგების შემდეგ მაშინვე დაბრუნდა ტაძარში.
მან უბრძანა რჩეულებს, ატლანტიდის მოსახლეობის გარკვეული წევრები უნდალზე შეეკრიბათ. შემდეგ ტაძრის მკვიდრი შევიდა ძალის კამერაში, სადაც იხსნებოდა არხი, რომელშიც გადის დედამიწის წონასწორობა (Inner Earth“). მან უხმო შვიდის ძალას და ერთი არხიდან მეორეზე შეცვალა დედამიწის ბალანსი, რის შემდეგაც ძველი არხი დახურა. ამ ყველაფერმა ატლანტიდის ჩაძირვა გამოიწვია და განადგურდა ატლანტების დანადგარები, რომლებიც სივრცის გამრუდებას იწვევდა.
ტოტს დაევალა სხვა ატლანტებთან ერთად წყლით არდაფარულ ტერიტორიებზე გამგზავრება, ხელნაწერების თან წაღება და სიბრძნის გავრცელება. მან მოაგროვა მეცნიერული ხელსაწყოები, ხელნაწერები და ატლანტიდის რჩეულ მაცხოვრებლებთან ერთად კოსმოსური ხომალდით დატოვა კუნძული. ხომალდის აფრენის შემდეგ მისმა მკვიდრმა ოსტატმა ჩაკეტა ტაძარი და ჩაძირა კუნძული. მან და სამმა რჩეულმა დატოვეს ატლანტიდა.
ეგვიპტეში მოსვლის შემდეგ ტოტმა დაიპყრო ბარბაროსები და სფინქსის ქვეშ გადამალა ხომალდი და გარკვეული ხელსაწყოები. როდესაც მოვა დრო და კოსმოსიდან მოსული დამპყრობლები გამოჩნდებიან, მოხდება საფრენი აპარატის ამოღება და თავდასხმის მოგერიება. ტოტი, პირამიდიდან გადასასვლელ საიდუმლო გასაღებს, რომელიც ამენტიში ჩასასვლელ კარებს გახსნის, ასევე სფინქსს გადასცემს.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 29 2015, 08:47 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა VI
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

შეისმინე, ადამიანო, მაგიის სიბრძნე.
შეისმინე დაკარგული მივიწყებული ძალების ცოდნა.
ძალიან დიდი ხნის წინ, პირველი ადამიანების არსებობის დროს, გაჩაღდა ომი ნათელსა და ბნელ ძალებს შორის. დასაბამიდან მოიცავდა ადამიანი ბნელსაც და ნათელსაც და იმ დროს, როდესაც ერთი მხარე სიბნელეში იმყოფებოდა, მეორის სულს ნათელი ავსებდა.
ადამიანისთვის უხილევი ძალების გამოყენებით, საუკუნეების მანძილზე გაუთავებლად მიმდინარეობს ეს უძველესი და უსასტიკესი ბრძოლა.
ის ვისაც სიბნელე მოიცავს, იბრძვის ნათელის წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს მეორე მხარე - სინათლის მსახურები, რომლებიც იპყრობენ ღამის წყვდიადს.
სადაც არ უნდა იმყოფებოდე, რომელ ეპოქაშიც და ეტაპზე, უნდა იცოდე ბნელის წინააღმდეგ ბროძლის შესახებ.
მრავალი საუკუნის წინ, დღის შვილებმა მიწისქვეშეთის ბნელით სავსე სამყარო აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მრავალსაუკუნოვანი ომი გაჩაღდა.
ბნელს მოეცვა იმ პერიოდში ყველაფერი, შუქის მხოლოდ მცირე ნაპერწკალი ანათებდა წყვდიადში.
არსებობდნენ სიბნელის მეუფეები, რომლებიც მუდმივ წინააღმდეგობაში და დაუნდობელ ბრძოლაში იყვნენ სინათლის მეუფეებთან. ბნელი ძალების და შავი მაგიის გამოყენებით იმ ბორკილების გამაგრებას ცდილობდნენ, რომლითაც ადამიანი ღამეს მიაჯაჭვეს.
და გაერთიანდნენ ისინი სიბნელის საძმოში.
საიდუმლოდ და შეუმჩნევლად მოქმედი ბნელი ძალის წარმომადგენლები, საუკუნის მანძილზე წარმოაგენენ წინააღმდეგობას ადამიანებისთვის და ჩუმად და შეფარულად იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას მათ შესაზღუდად და დასამორჩილებლად.
ადამიანი, მწირი ცოდნის და განვითარების გამო, მიწის წიაღიდან იზიდავს მათ. შავბნელი გზით მოსიარულეები, ადამიანის ოცნებებში აღწევენ და მათი გონებას რევენ.
მათი დახმარებით მიღებული შავბნელი ცოდნის წყალობით შესაძლებელი გახდა სხვების გამოძახება და დედამიწის ზედაპირზე ამოყვანა. სიბნელის საძმო, ადამიანის ცნობიერების სივრცეებში შეიჭრა, რომელიც ღამის წყვდიადის გარსში მოექცა და სიცოცხლის მანძილზე სული სრულ ტყვეობაში მოექცა.
უძლეველნი იყვნენ ისინი დაფარულ ცოდნაში. დაფარულში, რადგან ღამეს ეკუთვნის ის.
ისმინე ადამიანო და მიიღე ჩემი გაფრთხილება, რათა გათავისუფლდე ბორკილებისგან.
დაე ნუ დაეცემა შენი სული და მიქცეულ იყოს შენი სახე სინათლისკენ.
მუდამ სინათლის მწვერვალისკენ იარე და გაანათე სული.
სიბნელის მსახურები მუდამ იმ საძმოს წევრების ძებნაში არიან, ვინც მიმართულება იცვალა და სინათლეს შეუერთდა, რადგან იციან მათ სინათლის მსახურის ძალა.
ამიტომ, გაფრთხილდი, კარგად შეამოწმე თუ ვინ გეწვია და აწონ დაწონე მისი სიტყვები, რადგან დარწმუნდე მის ნათელ აზრებში.
ადვილია მიჰყვე მათ გზას. მაგრამ იცოდე, ადამიანო, გახსოვდეს, რომ მხოლოდ მათთან მოდის სინათლე, ვინც ცდილობს და ეძებს მას.
ბევრ ქვას გადააწყდები გზაზე და მრავალი მთის გადალახვა მოგიწევს ვიდრე სინათლეს მიაგნებ. იცოდე, ვინც ამ ყველაფერს დაძლევს, გათავისუფლდება საუკუნოვანი ბორკილებისგან. საბოლოოდ ნათელმა უნდა გაიმარჯვოს და ბნელი წაშლილ იყოს სამყაროდან.
ისმინე და მიიღე ეს სიბრძნე: სინამდვილეა ის, რომ ბნელი არის იგივე ნათელი, რადგან როდესაც ის წაიშლება და ღამის ყველა საფარი განადგურდება, სიბნელიდან გამოანათენს სინათლე.
ისევე როგორც ადამიანებს შორიც ცხოვრობს სიბნელის საძმო, ასევე არსებობენ სინათლის მსახურები, რომლებიც ადამიანების ბორკილებიდან გათავისუფლებას ცდილობენ.
იმ კანონის სახით, რომელიც პლანეტას განაგებს, დიდ ძალას ფლობს სინათლის საძმო.
მუდმივ წესრიგსა და ჰარმონიაში მოქმედების შედეგად, მრავალ ადამიანს ათავისუფლებენ ტყვეობისგან. ფარულად ცხოვრობენ ისინი ადამიანებში და არ ცნობს მათ ხალხი. იცოდე ადამიანო, რომ მუდამ შენს გვერდით დააბიჯებენ ისინი, მზის ძალით სავსე და მუდმივ მზადყოფნაში.
თავისუფალი არიან სინათლის მსახურები ამენტის ბნელი დარბაზებიდან. დილის მნათობები არიან ისინი ადამიანებს შორის. ადამიანის მსგავსნი არიან, მაგრამ არ გვანან მათ. ცალ ცალკე არასოდეს არსებობდნენ წარსულში, არამედ იყვნენ ერთიანი, დასაბამიდან. ყოველი მათგანი, ერთიანობაში წარმოიშვა უფორმოს ფორმირების შედეგად. და მიეცა შუქის მეუფის გზით მოსიარულე ადამიანს მათი საიდუმლოებები, რათა დაეღწია თავი განსაცდელისგან. ამისათვის, საჭირო იყო მას, უფორმო და ამორფული, ასევე შიშის ფანტომი გადაელახა. უნდა შეესწავლა ყველა საიდუმლო და ევლო გრძელი გზით, ვიდრე ერთხელაც მის წინ, მისივე მიზანი, შუქი არ გამჩნდებოდა. მრავალი წინაღობის მერე, გამოჩნდება მზე, რომელიც სინათლის სიმბოლოა. ეხლა კი გიზიარებ საიდუმლოს, რადგან შეძლო და დაამარცხო ბნელი ძალები. მხოლოდ ცოდნით შეძლებ გამარჯვებას და სიბრძნოთ დაეუფლები ნათელს. გაძლევ მეუფეთა ცოდნას, რომელიც დაგეხმარება ბნელის დამარცხებაში.
როდესაც გესტუმრება გრძნობა, რომელიც ბნელ კარიბჭეს მიგაახლოვებს, გამოსცადე შენი გული და გაარკვიე, გარედან არის თუ არა ეს გრძნობა. და თუ აღმოაჩენ მას შენში, გაწმინდე საკუთარი გონება. გაგზავნე მთლიან სხეულში ვიბრაცია, ჯერ მოუწესრიგებლად, ხოლო შემდეგ სრული წესრიგით და გაიმეორე იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდები. აამოქმედე ტალღური ძალა ტვინის ცენტრში და გადაგზავნე მისი ენერგია თავიდან ტერფებამდე. და თუ შეამჩნე, რომ შენი გული ბნელს არ მოუცავს, დარწმუნებული იყავი, რომ ძალა შენს მიმართ იქნა მომართული. მხოლოდ მაშინ აიცილებ თავიდან, თუ შენ ეს იცი. გახდი ბრძენი და დაეუფლები ძალას.
მოძებნე სიბნელით მოცული ადგილი და შემოავლე მას წრე, ხოლო შემდეგ ჩადექი ცენტრში. გამოიყენე ეს ფორმულა და გათავისუფლდები. ასწიე ხელები მაღლა, ბნელ სივრცეში. დახუჭე თვალები და შემოუშვი სინათლე. იხმე სინათლის სული შემდეგი სიტყვებით: „შეავსე ჩემი სხეული, სიცოცხლის სულო, შეავსე ჩემი სხეული სინათლის სულით. გამოდი ყვავლიდან რომელიც ციმციმებს სიბნელეში. გამოდი დარბაზებიდან, სადაც შვიდი მეუფე ხელმწიფებს. ვიხმობ შვიდივეს სახელებით: სამი, ოთხი, ხუთი და ექვსი, შვიდი, რვა - ცხრა. ვიხმობ მათ, რათა დამეხმარონ და დამიცვან ბნელისგან. UNTANAS, QUERTAS, CHIETAL, და GOYANA, HUERTAL, SEMVETA—ARDAL. ამ სახელებით გიხმობთ, რათა წამიყვანოთ სიბნელიდან და ვეზიარო ნათელს.“
იცოდე ადამიანო, რომ ამის შემდეგ გათავისუფლდები ბორკილებისგან.
მიხვდი, რომ სახელებს აქვთ ძალა და ვიბრაცია, რომელიც ბორკილებისგან გიხსნის? გამოიყენე იგივე სახელები, რათა შეძლო შენი ძმის გათავისუფლება, რომელიც ასევე სიბნელის ტყვეობაშია.
გაძლევ ჩემ მაგიას.
მიიღე და იარსებე სინათლისკენ მიმავალმა.
შუქი იყოს შენში, ცხოვრება იყოს შენში და შეძლებ იქცე მზედ წრის დასრულების შემდეგ.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 12 2015, 04:56 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა VII
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ადამიანო, ისმინე ჩემი ხმა, გახსენი გონება და მიიღე სიბრძნე.
ბნელია ცხოვრების ის გზა, რომლითაც მიდიხარ. მრავალი საფრთხე გელის, ამიტომ ყოველთვის უმაღლესი სიბრძნის შეცნობისაკენ ისწრაფე. მიაღწიე და სინათლე იქნება შენი მუდმივი თანამგზავრი.
გაუღე გული კოსმოსს, შემოაღწიოს და დაე იდინოს მან შენში. სინათლე სამუდამოა, ხოლო სიბნელე - წარმავალი. ისწრაფე მუდმივად სინათლისკენ.
იცოდე, როდესაც ნათელი აავსებს შენს არსებას, სიბნელე მაშინვე გაქრება. გაუხსენი სული შუქის საძმოს, შემოუშვი ისინი და აივსე სინათლით. მუდმივად კოსმოსის სინათლისკენ ისწრაფე და დაე ყოველთვის მიზნისკენ იყოს შენი სახე მიმართული. მხოლოდ სიბრძნოს მიღების შემდეგ იქნები უსასრულობასთან ერთიანი.
ოდესღაც, დიდი ძებნის შემდეგ, ნათელს, რომელიც კოსმოსის სივრცეში ადამიანის ცოდნისგან საგულდაგულოდ დამალულია, მაინც მიაგნებ - დაკარგულს, მაგრამ არსებულს, ყოვლისმომცველსა და ყველაფერში მცხოვრებს - რომელსაც უმაღლესი გონი ეწოდება.
ყველა სივრცეში მხოლოდ ე რ თ ი სიბრძნე არსებობს. ჭეშმარიტი სიბრძნე, რომელიც არის ე რ თ ი ე რ თ შ ი. ყველაფერი რაც არსებობს, სათავეს სინათლიდან იღებს, ხოლო სინათლე მოდის
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი დ ა ნ.
ყველაფერი დაფუძნებულია წესრიგზე: კანონი მართავს სივრცეს, სადაც უ ს ა ს რ უ ლ ო ბ ა სუფევს.
ჰარმონიულად, უსასრულობისკენ მოძრავი ციკლები, პირდაპირ წონასწორობიდან მოვიდნენ. შორს, დროსა და სივრცეში, თვით უსასრულობამ უნდა გაიაროს ცვლილებები.
იცოდე, რომ ყ ვ ე ლ ა ფ ე რი მოდის ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს გ ა ნ.
დროთა განმავლობაში შეძლებ მიჰყვე სიბრძნეს და მიაგნო სინათლეს, მაგრამ ყოველი დაცემის შემდეგ, დასახული მიზანი დღითი დღე დაგშორდება.
დიდი ხნის წინ, წარვსდექი ციკლების მეუფეებთან ამენტის დარბაზებში და შევისმინე მათი ხმა ტაძრის მკვიდრის მეშვეობით. ხშირად ვიმყოფებოდი დარბაზში, სადაც მხოლოდ სინათლე სუფევს და შევიცანი უმაღლესი სიბრძნე ციკლებიდან. შვიდი მეუფე, რომელიც ჩემი მეშვეობით, მოცემულ სიბრძნეს გადმოგცემთ, ამ ციკლში, ადამიანს ერთიანი ცოდნისკენ მიაცილებს.
ხშირად მელაპარაკებოდნენ და მიზიარებდნენ უმაღლეს ცოდნას, მმოძღვრავდნენ და მიმანიშნებდნენ სინათლის გზისკენ. მასწავლიდნენ კანონს და ე რ თ ი ა ნ ო ბ ი ს წესრიგს.
ერთხელაც მითხრეს: „ჩვენ ვართ ადგილებიდან, რომელიც შორს, დროის მიღმა მდებარეობს. მოვედით დროისა და სივრცის ფარგლებს მიღმა ადგილიდან, სადაც უსასრულობა მთავრდება. მაშინ, როდესაც შენ და შენი ძმები ჯერ კიდევ უფორმოები იყავით, ე რ თ ი ა ნ ო ბ ი ს წესრიგისგან შევიქმენით ჩვენ. არ ვგავართ ადამიანებს, მაგრამ ოდესღაც ვიყავით მათნაირები. დიდი სიცარიელის კანონის წესრიგისგან ვართ შექმნილი. იცოდე, რომ სინამდვილეში უფორმო ხარ და ფორმას მხოლოდ შენი თვალი ხედავს. თავისუფალი ხარ შენ, იმოგზაურე სინათლის მიმართულებით ვიდრე ყველა არ გახდება ე რ თ ი.
შემდეგი მიმდევრობით ვიყავით შექმნილი: სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა. იცოდე, რომ ეს ის ციკლებია, რომლიდანაც ჩვენ ადამიანს ვესტუმრეთ. ყოველ ჩვენთაგანს აქვს გარკვეული კონტროლის ძალა და ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს. ამასთანავე, ჩვენ ერთიანი ვართ ციკლის სულთან. ასევე ჩვენ გვაქვს მიზანი, რომლის მიმართულებითაც წინ მივიწევთ.
შორს, ადამიანის ცნობიერების და აღქმის მიღმა, უსასრულობა ივრცობა ბევრად ფართოდ ვიდრე ე რ თ ი ა ნ ო ბ ა. სწორედ იქ, დროში, რომელიც სინამდვილეში არ წარმოადგენს დროს, ჩვენ ყველა გავხდებით ე რ თ ი, იმაზე ბევრად დიდ ცნებასთან ვიდრე
ე რ თ ი ა ნ ო ბ ა.
დრო და სივრცე მოძრაობს წრეზე. შეიცანი მათი კანონი და გახდები თავისუფალი. თავისუფალი უნდა იყო, რათა გაიარო ციკლებში და მოახერხო კარების მცველების გვერდის ავლა.“
შემდეგ მომმართა მ ა ნ, ცხრიდან: „ეონიდან ეონში ვარსებობდი ისე, რომ არ ვცნობდი სიცოცხლეს და და სიკვდილს. იცოდე, რომ შორეულ მომავალში, სიცოცხლე და სიკვდილი შეადგენენ ე რ თ ი ა ნ ო ბ ა ს. ყველა, ბალანსის მიერ იმდენად იქნება მეორისგან სრულყოფილი, რომ არასოდეს იარსებებს მარტოდ ე რ თ ი ა ნ ო ბ ა შ ი.
ამ ციკლის ადამიანში ცხოვრების ძალა სხვადასხვა საფეხურებზეა, მაგრამ ზრდისას ცხოვრება ხდება ყველასთან ერთიანი. ამ მომენტში ვარსებობ თქვენ ციკლში, მაგრამ ამასთანავე ვიმყოფები ასევე მომავალშიც. რადგან ჩემთვის არ არსებობს დრო. ჩემ სამყაროში არ არსებობს დრო და წარმოვადგენთ უფორმოს. არ გაგვაჩნია სიცოცხლე, მაგრამ ვარსებობთ ბევრად თავისუფლები, ვიდრე თქვენ. ადამიანი კლდეზე მიჯაჭვულ ცეცხლის ალს წარმოადგენს, ხოლო ჩვენ ჩვენივე ციკლში ვარსებობთ თავისუფლად.
როდესაც ციკლში წინსვლას მოახერხებ, ცხოვრება თავისთავად წავა სიბნელეში, ხოლო დარჩება მხოლოდ სულის ესენცია.“
შემდეგ მომმართა მეცხრეს მეუფემ: „ყველაფერი რაც იცი, მხოლოდ მცირედის ნაწილია. სრულად არ შეხებიხარ ჯერ მთლიანს. სივრცის საზღვრებს მიღმა, სადაც ნათელი არსებები მაღლდებიან, შევუერთდი სინათლეს. არ ვარ ჩამოყალიბებული (ფორმირებულიMan Gala ) ისე როგორც შენ. შუქის სხეული იყო ჩემი უფორმო ფორმა. არ ვცნობ სიცოცხლესა და სიკვდილს და ვარ ყველაფერ არსებულის მეუფე.
ეძებე ბარიერებში გასასვლელი. იარე სინათლისკენ მიმავალი გზით. ეძებე საზღვრებს გარეთ გამავალი გზა. არ წარმოადგენს უმაღლეს ცნობიერებასთან ამაღლება შეუძლებელს. როდესაც ო რ ი ხდება ე რ თ ი და ე რ თ ი ხდება ყველა, ბარიერი დაძლეულია და შენ თავისუფალი ხარ. გარდაიქმენი ფორმიდან უფორმობაში.“
და ასე, საუკუნეების მანძილზე ვისმენდი და ვსწავლობდი სამყაროს ერთიანობისკენ მიმავალ გზას.
ყოვლისმომცველო სინათლევ, ყველაფერთან ერთიანო, მთლიანო ე რ თ შ ი - იდინე ჩემში.
შემოდი, რათა გავხდე თავისუფალი.
გამაერთიანე ღამის წვდიადში მანათობელი ერთიან სულთან.
მომეცი საშუალება გავთავისუფლდე დროსა და სივრცისგან, გავთავისულდე ღამის საფარისგან. მე, სინათლის შვილი, ვბრძანებ: დაე ვიყო სიბნელისგან თავისუფალი.
უფორმო ვარ და დაფარული შუქით. და ვიცი, რომ ბორკილები უნდა გაწყდეს და დაუძლურდეს სინათლის წინაშე.
ეხლა კი გადმოგცემ ამ სიბრძნეს შენ.
ასევე შენ, ადამიანო, შეგიძლია გათავისუფლდე და თუ არ შეაქცევ სახეს ნათელს, სული შენი, იცხოვრებს სინათლის სამეფოში.
შუქის შვილი ხარ შენ.
მიაქციე აზრები შინაგანისკენ და ნუ მიმართავ გარეთ. იპოვე სულის სინათლე და იცოდე რომ შენ ხარ მ ე უ ფ ე. ამაღლდი სინათლის სამეფომდე.
მიმართე ფიქრები სინათლისკენ. იცოდე, რომ ერთიანი ხარ კოსმოსთან, ცეცხლის ალთან და შუქის ქმნილებებთან.
გაფრთხილებ, ნუ შეაბრუნებ აზრებს, რადგან ნათელი მოდის მათგან და ნუ შეუერთდები ბნელ საძმოს, რომელიც შავი საძმოდან არის.
მიმართული იყოს შენი თვალები მუდმივად სიმაღლისკენ და სული შენი - სინათლისკენ. მიიღე ეს სიბრძნე და შეიცანი ის.
ისმინე ჩემი ხმა და დაემორჩილე.
მიჰყევი სინათლის გზას და გახდები მასთან ერთიანი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 12 2015, 09:12 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა VIII
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER



ადამიანო, გიზიარებ ჩემ ცოდნასა და სინათლის ნაწილს.
შეისმინე და მიიღე შორეული კოსმოსის შრეებიდან მოტანილი სიბრძნე, რომელსაც შენ გადმოგცემ.
მე არ ვარ ადამიანის მსგავსი, რადგან გავთავისუფლდი შრეებისა და განზომილებებისგან და ყოველ მათგანში, სრულიად ახალ სხეულებში გარდავიქმნები. ყოველ მათგანში შემიძლია ფორმა ვიცვალო, რადგან ამიერიდან ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ფორმა გააჩნია, ასევე უფორმოა. უსაზღვროა შვიდეულის სიბრძნე და ძლევამოსილება. დიდი ძალაუფლების მეშვეობით, საზღვრებს მიღმა, ძალით აღსავსენი გამოვლინდებიან ისინი.
შეისმინე ეს ბრძნული სიტყვები და აქციე ისინი საკუთრად. იპოვე მათში უფორმო. საიდუმლო - ეს არ არის დაფარული ცოდნა. იცოდე და გაგეხსნება.
იპოვე ღრმად დაფლული სიბრძნე და გახდი ბნელისა და ნათელის მბრძანებელი.
ღრმად არის დამალული შენს გარშემო არსებული უძველესი საიდუმლოებები, რომლების ჩემს მიერ მოცემულ საიდუმლოების გასაღებში უნდა ეძებო და შესაძლოა მიაგნო კიდეც.
საიდუმლო კარიბჭე მხოლოდ მას გაეხსნება, ვინც ეძებს. მიიღე სინათლე ძმაო ჩემო. მიიღე და გაგეხსნება ის. შეუპოვრად იარე ღამის ბილიკზე, შეძელი, გადალახე ღამის ბინადარი, მზერა მუდამ სინათლისკენ გეჭიროს და გახდები მასთან ერთი.
ადმაიანი ფორმის შეცვლის პროცესშია, რომელიც არ არის ამ სამყაროდან და დროთა განმავლობაში იზრდება ის უფორმობაში მაღალი ცკლის გეგმებისათვის. იცოდე, ადამიანო, აუცილებელია გახდე უფორმო, ვიდრე სინათლეს შეერეოდე.
ეძებე დედამიწის შუაგულის საიდუმლო, შეისწავლე კანონი, რომელიც არსებობს და აწონასწორებს ვარსკვლავებს თავდაპირველი ნისლით.
ეძებე დედამიწის სიცოცხლის ცეცხლი, ჩაიხედე მის ბრწყინვალებში.
მიჰყევი სამი კუთხის გზას, ვიდრე შენც ცეცხლად იქცევი.
ილაპარაკე სიტყვებით, მაგრამ უხმოდ, მათთან ვინც მიწისქვეშეთში ცხოვრობს, შედი ცისფრად მოელვარე ტაძარში და ჩაიხედე ცხოვრების ცეცხლის ალში.
ადამიანო, მიწის და ცეცხლის ქმნილებავ, იცოდე რომ რთულია შენი არსი. მიეცი საშუალება ცეცხლის ალს, ანათოს. იყავი მხოლოდ ცეცხლი. სიბნელეშია დამალული სიბრძნე. როდესაც მიაგნებ მას გახდები უფორმო სიცოცხლის მზე.
ცეცხლის გულში ეძებე სიბრძნე. მხოლოდ ძიების შემდეგ შეერწყმება ის შენ გონს.
გაარღვიე ღამის საფარი და ნათელი თესე გზაზე.
გიამბობ ატლანტიდაზე, ჩრდილის სამეფოს არსებობასა და მათ შთამომავლებზე.
ბრძენი ადამიანების მიერ, დიდი ძალის მიღების მიზნით, სიღრმეებიდან იქნენ ისინი გამოძახებული. შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ ატლანტიდამდე, ადამიანებმა შავი მაგიის გამოყენებით სიბნელეში შეაბიჯეს და ჩვენს დაბლა არსებული სიღრმეებიდან შავი ძალები იხმეს. და შეუერთდნენ ციკლს მათთან ერთად.
უფორმოები და ადამიანის თვალისთვის უხილავნი იყვნენ, განსხვავებული ვიბრაციის არსებები. მხოლოდ სისხლს შეეძლო მათი ფორმირება. მხოლოდ ადამიანის მეშვეობით შეეძლოთ ამ სამყაროში არსებობა. საუკუნეების განმავლობაში უკუაგდეს ისინი მეუფეებმა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მალვით მოახერხეს დარჩენა სხვადასხვა განზომილებებში. ჩრდილები ატლანტიდაში ცხოვრობდნენ და დროთა განმავლობაში ეჩვენებოდნენ ადამიანებს. როდესაც სისხლის მსხვერპლშეწირვა ხდებოდა, სწორედ იმ დროს მოვიდნენ და დაიწყეს ადამიანებს შორის ცხოვრება, გველისმაგვარი თავით, მაგრამ გარეგნობით ადამიანის მსგავსები.
მალვით შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოებში, კლავდნენ მმართველებს, ღებულობდნენ მათ სახეს და მართავდნენ ადამიანებს. მხოლოდ მაგიას შეეძლო მათი აღმოჩენა და მხოლოდ ბგერას - მათი სახის დამალვა. მათი მიზანი ადამიანის განადგურება და მის ადგილზე ცხოვრება იყო.
მაგრამ უდიდეს ძალას ფლობდნენ მეუფეები, რომლებსაც მათი ნამდვილი სახის გამოჩენა და ბნელი ძალების უკან, მიწისქვეშ გაბრუნება შეეძლოთ.
ასწავლეს მათ ადამიანს სიტყვის ძალა და საიდუმლო, რომლის წარმოთქმაც მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ. საბოლოოდ გამოააშკარავეს გველის მსგავსები და განდევნეს უკან, ბნელ სამყაროში, მაგრამ ისინი კვლავ არსებობენ და დროთა განმავლობაში ახერხებენ გამოჩენას.
თქვენგან მალულად ცხოვრობენ ისინი ადგილებში, სადაც რიტუალები ტარდებოდა და კვლავ შეძლებენ ადამიანის სახის მიღებას. მხოლოდ შავი და თეთრი მაგიის მცოდნე მეუფეს შეუძლია მათი გამოძახება, მაგრამ კონტროლი მხოლოდ თეთრს ძალუძს.
ნუ მოძებნი ჩრდილის სამეფოს, რადგან აუცილებლად ბოროტ ძალა მიაგნებ.
მხოლოდ ნათელით მოსილ ოსტატს შეუძლია დაძლიოს შიშის ჩრდილი.
იცოდე, ძმაო, რომ დიდი ხელისშემშლელი ბარიერია შიში.
მართე ყველაფერი და ჩრდილიც გაქრება.
მისმინე და მიიღე სიბრძნე, რადგან სინათლის ხმა სუფთაა.
გიამბობ ადამიანისგან დაფარულ ცოდნას.
ძალიან შორს, დროსა და სივრცეში შევძელი მოგზაურობა, თვით ამ ციკლის სივრცის ბოლოშიც.
და ვიხილე ბარიერის მცველები, რომლებიც მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ვინმემ გადააბიჯოს მას.
სივრცეში, სადაც დრო არ არსებობს, სუსტად ვიგრძენი ციკლების მცველების არსებობა, რომლებიც მხოლოდ კუთხეებში მოძრაობენ. ისინი არ არიან გამრუდებული განზომილებისგან თავისუფალი. უცნაური და საზარელი სანახავი არიან ბარიერის მცველები, რომლებიც გონს სივრცის კიდეებამდე დევნიან. არც იფიქრო მათგან დამალვა - მხოლოდ წრეს შეუძლია კუთხეების მვირდების კლანჭებისგან დაგიცვას.
ერთხელ, შორეულ წარსულში, როდესაც დიდ ბარიერს მივუახლოვდი, ნაპირებზე, სადაც დრო არ არსებობს, ბარიერის მცველების უფორმო სხეულები ვიხილე. დროის მიღმა სივრცეში მალვისას აღმოვაჩინე ისინი. როგორც კი ჩემი სიახლოვე იგრძნეს, მაშინვე გამაყრუებელი ხმაურით დაიძრნენ ჩემი სულისკენ. სწრაფად ვახერხებდი მათგან დასხლტომას, მაგრამ აგრძელებდნენ დევნას ადამიანისთვის მიუწვდომელი კუთხეებიდან. დროისა და სივრცის ზღვარზე, ნაცრისფერ ნაპირებთან აღმოვაჩინე სულის მაძებარი ბარიერის მცველები. წრეების მეშვეობით შევძელი თავის დაღწევა და უკან სხეულში დაბრუნება.
იცოდე, ადამიანო, რომ ბარიერს მიღმა მიმავალი სულის დაკავება, დროის მიღმა იქამდე შეუძლიათ მცველებს, ვიდრე მოცემული ციკლი არ დასრულდება.
და შევძელი სხეულში შესვლა. შევქმენი წრეები, რომელთაც არ გააჩნდათ კუთხე და თავი დავაღწიე მცველებს დროის წრიულ სივრცეში.
თვით მას შემდეგაც, რაც ჩემი სული სხეულიდან თავისუფალია უნდა ვერიდო კუთხეებში გადაადგილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს იქნება ჩემი სული თავისუფალი.
ბარიერის მცველები მხოლოდ კუთხის სივრცეებში გადაადგილდებიან და არასოდეს გამრუდებულში. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია მათგან შეუმჩნევლად მოძრაობა. მიიღე ჩემი რჩევა და ნურასოდეს შეეცდები გახსნა საზღვრის იქით გამავალი კარიბჭე. მხოლოდ რამოდენიმემ შეძლო გადაელახა ბარიერი და შერეოდა საზღვრებს მიღმა სივრცის სინათლეს.
სწორედ საზღვარს მიღმა მიმავალ სულებს ეძებენ მცველები, რათა დაიმონონ და დაატყვევონ. იმოძრავე წრიულად და არა კუთხეებიან სივრცეში. და სხეულისგან თავისუფალი, თუ ოდესმე ყურს მოკრავ ყეფის, ღრიალის და ზარის მსგავს ხმაურს, მაშინვე წრეების მეშვეობით, ნისლის გვერდის ავლით დაბრუნდი სხეულში. როდესაც საკუთარ ფორმას მიაღწევ, გამოიყენე კომბინირებული წრე და ჯვარი. გამოიყენე შენივე ხმა. წარმოთქვი სიტყვა და გათავისუფლდები. მხოლოდ ის შეძლებს მცველების გვერდის ავლას, ვინც სინათლით არის სავსე, თუ იმოძრავებს ადამიანისთვის ცნობილი კუთხეებით და წრეებით ფორმირებული მიმართულებით.
არასოდეს შეეცადო პირდაპირ გადაკვეთო მცველებისკენ მიმავალი გზა.
გზის გავლის წინ, მზადებისას, აუცილებელია შეიცნო საკუთარი სინათლე. ისწრაფე და იპოვე ის.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 27 2015, 12:01 AM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა IX
(სივრცის თავისუფლების გასაღები)

მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


ყურადღებით იყავი და შეისმინე სიბრძნისა და სინათლის მომტანი ხმა ამ ციკლში, რომელიც დაგეხმარება განდევნო სიბნელე და შემოიტანს ნათელს შენს ცხოვრებაში.
ისწრაფე, იპოვო გზა, რომელიც მზის მსგავს მარადიულ სინათლემდე მიგიყვანს. ერიდე სიბნელის საფარს. გარდაიქმენი სინათლედ.
გახდი ამ სამყაროში თავმოყრილი მზის ენერგიის ჭურჭელი. მიაპყრე თვალები კოსმოსს.
იმღერე სინათლისა და სულის სიმღერა.
შექმენი მაღალი ვიბრაცია, რომელიც გაგხდის მთლიანთან ერთიანს და შეერიე კოსმოსს.
გახდი სინათლესთან ერთიანი, იყავი წესრიგის მომტანი და სამყაროს კანონის ბილიკი.
დიადია შენი სინათლე, რომელიც სხეულის წყვდიადში ანათებს. თავისუფლად უნდა შეძლო სიბნელიდან გამოსვლა ვიდრე სამყაროსთან ერთიანი გახდები. სიბნელის ჩრდილები გაკრავს გარშემო, ხოლო სიცოცხლე გავსებს დინებით.
მიმოიხედე, ადამიანო და ეცადე საკუთარი ბრწყინვალება დაინახო. თვით შენს გარშემო არსებულ სიბნელის საფარში ვრცელდება შენი სინათლე და მის გარეთ ასხივებს.
მუდამ სიბრძნე ეძებე.
ნუ დაუშვებ სხეულის ღალატს.
მუდამ სინათლის ტალღებისკენ იმოძრავე.
ერიდე ბნელ გზას.
სიბრძნე მარადიულია.
ყველაფრის წარმოშობის მომენტიდან არსებული ს უ ლ ი, ქმნის ჰარმონიას გ ზ ა დ არსებული კანონის ქაოსიდან. ისმინე სიბრძნე, რომელსაც წარსულიდან მოლაპარაკე ხმა გაწვდის. გიწილადებ სიბნელეში დაფარულ და დროთა განმავლობაში დაკარგულ ცოდნას და სიბრძნეს.
იცოდე, რომ შენ ხარ ყველაფრის საზღვარი. მხოლოდ ეს ცოდნა დაიკარგა სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ბნელმა ძალებმა დაიმონეს და ბორკილებში დაატყვევეს.
როდესაც იმყოფები სხეულში - არ წარმოადგენ არაფერს.
სული ყველაფერია.
ნუ მისცემ სხეულს საშუალებას გახდეს შენი ბორკილი.
დატოვე სხეული და შეუერთდი სინათლეს. სინათლეს, რომელიც ჭეშმარიტად ერთია ერთიანთან.
როდესაც გათავისუფლდები და სივრცეში იარსებებ, ნუ დაივიწყებ, რომ სივრცეს აქვს კანონები - ის შემოსაზღვრულია კუთხეებით და ხვეულებით (მრუდებით. რკალებით Man Gala).
იცოდე, რომ ყველაფერი არსებული მომავლის ასპექტს წარმოადგენს - ბევრად დიდებულის ნაწილს.
მატერია სითხეა, რომელიც მუდმივად მოედინება და გარდაიქმნება ერთი არსიდან მეორეში.
მთელი საუკუნეების მანძილხე არსებობდა უცვლელი ცოდნა, რომელიც არ დაკარგულა, მაგრამ ადამიანის მიერ მივიწყებულია.
სივრცეში, რომელშიც არსებობ, სხვა მსგავსი დიდი სივრცეებიც მდებარეობს, რომლებიც შენი მატერიის გულშია გადაბმული და ამასთანავე არსებობენ ცალკე.
ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, შევძელი და გავაღე სხვა სივრცეებში გამავალი კარიბჭე და შევისწავლე მრავალი დაფარული საიდუმლო. ღრმად, მატერიის შუაგულში, მრავალი მათგანია დაფარული. ცხრა გადაბმული განზომილება და სივრცის ცხრა ციკლი.
ცნობიერების ცხრა გამოვლინება და ცხრა სამყარო სამყაროში.
ციკლის ცხრა მბრძანებელი, მოსული მაღლიდან და ღრმა სივრცეებიდან.
სივრცე სავსეა მრავალი საიდუმლოთი, რადგან ის დაქუცმაცებულია დროის მიერ.
ეძებე დროისა და სივრცის გასაღები და გაიღება კარიბჭე.
იცოდე, რომ ყველგან, დროსა და სივრცეში არსებობს ცნობიერება. მართალია ჩვენთვის დაფარული, მაგრამ ის მუდმივად არსებობდა.
შენში არსებული სამყაროების გასაღები, მხოლოდ შენშია, რადგან ადამიანი ერთიანობასთან შერწყმული საიდუმლო და მისივე გასაღებია.
ეძებე ციკლის საზღვრებში.
გამოიყენე ს ი ტ ყ ვ ა, რომელსაც მოგცემ.
გააღე კარიბჭე შენში და ჭეშმარიტად იცხოვრებ.
ადამიანო, შენ გგონია რომ ცოცხალი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ სიცოცხლეა სიკვდილში, რადგან მიჯაჭვული ხარ საკუთარ სხეულს და შენთვის არ არსებობს სიცოცხლე.
მხოლოს სივრცისგან თავისუფალი სული ფლობს ნამდვილ სიცოცხლეს.
ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ბორკილია, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდე.
ნუ იფიქრებ, რომ ადამიანი მიწიერი არსებაა, მიუხედავად იმისა რომ ის მიწისგან წარმოიშვა.
ადამიანი მანათობელი სულია, მაგრამ ცოდნის გარეშე ვერასოდეს გახდება თავისუფალი.
სიბნელე აკრავს გარშემო და ზღუდავს მის სულს.
მხოლოდ მაძიებელს შეიძლება ჰქონდეს გათავისუფლების იმედი.
მთელ სივრცეს წყვდიადი აკრავს გარს.
ანათე ადამიანის სულის სინათლევ.
შეავსე ბნელი ნათელით.
შენ - დიადი შუქის მზე ხარ.
გახსოვდეს ეს და გათავისუფლდები.
დააღწიე თავი ღამის წყვდიადს.
დაე სინათლედ იქცეს შენი სული - მზისგან გაჩენილი და ბრწყინვალე ნათელით სავსე.
შენ ყველა საიდუმლოს გასაღები ხარ.
შენშია თავმოყრილი ყველა სახის დრო და სივრცე.
ნუ ცხოვრობ ბნელში და გაათავისუფლე შენი შუქის ფორმა ღამის მონობისგან.
„დიდებულო სინათლევ, რომელიც ავსებს მთელ კოსმოსს, შექმენი ადამიანის სხეულისგან ჩირაღდანი, რომელიც არასოდეს ჩაქრება.“
დიდი ხნის წინ, წარსულში ვეძებდი ადამიანისთვის უცნობ ცოდნასა და სიბრძნეს.
შორს წარსულის სივრცეში მომიწია დაბრუნებამ, რათა ჩემთვის ცნობილი სიბრძნისთვის ახალი შემემატებინა. მხოლოდ იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავი - სიბრძნის გასაღები მომავალში მდებარეობს.
ამენტის დარბაზებში ჩავედი რათა ციკლების მეუფეებისთვის რჩევა მეკითხა და გზა ეჩვენებინათ.
და ვკითხე მათ: „სად იმყოფება ყველაფრის წყარო?“
ცხრის მბრძანებელმა მიპასუხა: „გაათავისუფლე სული სხეულიდან და მომყევი.“ გამოვედი სხეულიდან სიბნელეში მანათობელი ცეცხლის ალივით.
წარვსდექი მეუფეების წინაშე, სიცოცხლის ალში მობანავე.
შემიპყრო ადამიანისთვის უცნობმა ძალამ და გადამიშვა სივრცეთშორის უფსკრულში.
ვიხილე წესრიგის ქაოსიდან და ღამის კუთხეებიდან ფორმირება.
ვიხილე წესრიგიდან გამომავალი შუქი და გავიგე მისი ხმა.
ვიხილე შუქისა და წესრიგის მომტანი უფსკრულის ცეცხლი.
ვიხილე ქაოსიდან გამომავალი წესრიგი და მაცოცხლებელი სინათლე.
შემდეგ მომესმა: „ისმინე და დაიმახსოვრე. ცეცხლი წყაროა, რომელიც ყველაფერ არსებულს შეიცავს. წესრიგი, რომელიც წარმოქმნის სინათლეს, არის ს ი ტ ყ ვ ა, ხოლო სიტყვისგან წარმოიქმნება ს ი ც ო ც ხ ლ ე და ყველაფრის არსი. შენში არსებული სიცოცხლე არის სი ტ ყ ვ ა. მოძებნე ს ი ც ო ც ხ ლ ე შენში და შეიძენ ს ი ტ ყ ვ ი ს ძალას.“
დიდი ხანი ვაკვირდებოდი ცეცხლის ესენციიდან გამომავალ სინათლის ალს და ვაცნობიერებდი, რომ ს ი ც ო ც ხ ლ ე წესრიგია, ხოლო ადამიანი ცეცხლთან ერთიანი.
ამის შემდეგ დავბრუნდი სხეულში და კვლავ ვისმენდი მძლავრი ვიბრაციიდან გამომავალ ხმას: „ს ი ც ო ც ხ ლ ე არის ც ე ც ხ ლ ი ს სიტყვა. ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ძალა, რომელსაც ეძებ, არის სამყაროში არსებული ცეცხლის ფორმით არსებული ს ი ტ ყ ვ ა. ეძიე ს ი ტ ყ ვ ი ს გზა და ძალები შენ დაგექვემდებარებიან. “
შემდეგ ვთხოვე ცხრას: „მეუფევ, მიმითითე სიბრძნის გზაზე. მიჩვენე ს ი ტ ყ ვ ი ს გზა.“
მეუფემ მიპასუხა: „წესრიგში იპოვი გზას. ვერ ნახე, რომ ს ი ტ ყ ვ ა ქაოსიდან წარმოიშვა? ვერ ნახე რომ ს ი ნ ა თ ლ ე გაჩნდა ც ე ც ხ ლ ი დ ა ნ? იპოვნე შენს ცხოვრებაში არეულობა და დააბალანსე. გაანადგურე ემოციების ქაოსი და შეიძენ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს წესრიგს.
ქაოსიდან მოტანილი წესრიგი, მოგიტანს ს ი ტ ყ ვ ა ს, მოგცემს ციკლების ძალას და შენ სულს გადააქცევს ენერგიად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იარსებებს მზის მიერ სრულყოფილი. “
მე ყოველთვის იმ წესრიგისკენ მივისწრაფოდი, რომელიც ს ი ტ ყ ვ ა ს თ ა ნ დამაახლოვებდა. ის ვინც ამას მიაღწევს, საუკუნოდ უნდა დამორჩილდეს წესრიგს, რადგან არასოდეს მოხდება ს ი ტ ყ ვ ი ს ძალით არეულ მდგომარეობაში მოქმედება.
მიიღე ეს სიტყვები, როგორც შენი ცხოვრების ნაწილი.
დაამარცხე არეულობა და გახდები ს ი ტ ყ ვ ა ს თ ა ნ ერთიანი.
ისწრაფე მზის ბრწყინვალებასთან ერთიანობისაკენ.
ისწრაფე იყო მხოლოდ სინათლე.
მოუფრთხილდი აზრებს და გამოიყენე ისინი რათა სინათლე შეიძინო.
იცოდე, რომ ყველაფერი, ნათელში გაჩენილი მათი ქაოსის წესრიგია.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 9 2016, 09:34 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა X
(დროის გასაღები)

მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ყურადღებით მიიღე სიბრძნე, რომელსაც გაძლევ და შეიცანი დაფარული საიდუმლო.
შეიცანი უფსკრულში წარმოქმნილი ა ზ რ ი, რომელმაც წესრიგი და ჰარმონია შექმნა სივრცეში.
ყოველი არსი ექვემდებარება კანონს და მისით არსებობს. შეიცანი ის, გახდი თავისუფალი და აღარასოდეს იქნები ბორკილებზე მიჯაჭვული.
შორს, არაჩვეულებრივ სივრცეებში, დროის უფსკრულის სიღრმეებში ვმოგზაურობდი, რათა შემეცნო ყველა საუდუმლო, ვიდრე ერთხელაც ყველაფერი არ გაიხსნა.
საიდუმლო, მხოლოდ მაშინ არის საიდუმლო ცოდნა, როდესაც ის ადამიანისგან დაფარულია. მას შემდეგ, რაც შენ მის იდუმალ შუაგულში აღწევ, ჭეშმარიტი ცოდნა და სიბრძნე შენ გეკუთვნის. ეძიე და შეიცანი, რომ დ რ ო არის საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც შეძლებ ამ სივრციდან გათავისუფლებას.
დიდ ხანს ვეძებდი სიბრძნეს და ჩემი ძებნა სამუდამოდ გაგრძელდება, რადგან ვიცი, რომ მიზანი, რომელიც დასახული მაქვს, მუდმივად მშორდება.
თვით ციკლების მეუფეთაგანაც არ მიუღწევია ყოველ მათგანს მიზნისთვის, რადგან აცნობიერებენ - ჭეშმარიტება მუდმივ ზრდაშია.
ერთხელ, შორეულ წარსულში, ტაძრის მკვიდრს დროსა და სივრცეზე ვკითხე: „ოსტატო, რა არის დრო?“. მან მიპასუხა: „თავიდან იყო ს ი ც ა რ ი ე ლ ე. უდროო და უსივრცო სიცარიელე. და გაჩნდა მიზანმიმართული და ყოვლისმომცველი ა ზ რ ი, რომელმაც ს ი ც ა რ ი ე ლ ე შეავსო. არ არსებობდა შიგნით მატერია, არამედ მხოლოდ ძალა, მოძრაობა, ვიბრაცია მიზანმიმართული აზრისა, რომელმაც სიცარიელე შეავსო.“
მე ვკითხე: „ოსტატო, აზრი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არსებობდა თუ არა ყოველთვის?.“
მან მიპასუხა: “თავიდან იყო უსასრულო აზრი და იმისთვის, რომ აზრი იყოს უსასრულო, უნდა არსებობდეს დრო. ამიტომ ყოვლისმომცველ აზრში აჩნდა დ რ ო ი ს კ ა ნ ო ნ ი. საყოველთაო სივრცეში არსებული დ რ ო, რითმული მოძრაობით, რომელიც ყოველთვის რაიმესკენ მიისწრაფვის. დრო არ იცვლება, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იცვლება მასში. დრო არის ძალა, რომელიც გარკვეულ დანაყოფში ინახავს მოვლენებს, ყოველ მოვლენას - მისთვის განკუთვნილ ადგილას.
დრო არ მოძრაობს, მაგრამ მოძრაობ შენ, იმისდა მიხედვით თუ როგორ მოძრაობს შენი ცნობიერება ერთი მოვლენიდან მეორემდე. შენ არსებობ დროის მეშვეობით - მუდმივი ერთიანი ა რ ს ე ბ ო ბ ა. მართალია დანაწილებული ხარ დროის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დროის ყველა გამოვლინებაში ხარ ე რ თ ი.“
საიდუმლოს ამოხსნის მიზნით, ხშირად ვფიქრობდი ამ სიტყვებზე. აღმოვაჩინე, რომ დრო უცნაური კუთხეებით მოძრაობს.
მხოლოდ ხვეულების მეშვეობით უნდა მქონოდა იმ გასაღების შეძენის იმედი, რომელიც დროისა და სივრცის საიდუმლოს გამიხსნიდა.
აღმოვაჩინე, რომ პირველ რიგში მაღლა, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოძრაობისას შევძლებდი ამ მოძრაობის დროისგან გათავისუფლებას.
დავტოვე სხეული და გადავადგილდებოდი მოძრაობებით, რომლებიც შემცვლიდნენ დროში.
მრავალი უცნაური საიდუმლო ვიხილე.
ვნახე ადამიანის დასაბამი და მივხვდი წარსულის მეშვეობით, რომ არაფერია ახალი.
შეისწავლე გზა, რომელიც დროში დაბადებულ სივრცეში მიემართება.
ნუ დაივიწყებ, რომ სინათლეა შენი ერთადერთი მიზანი და ნუ მისცემ გულს საშუალებას მიუბრუნდეს ბნელს. დაე ანათოს შენმა სულმა.
მუდამ მზესავით ანათებს შენი სული, რომელიც მართალია სიბნელეშია დამალული, მაგრამ ჭეშმარიტი ცეცხლის ნაპერწკალია.
მოძებნე შენი მიზანი. სინათლე სიცოცხლეა, რომლის გარეშეც არაფერი არსებობს.
იცოდე, რომ ნებისმიერ ფორმირებულ მატერიაში არსებობს სინათლის გული.
სიბნელეში დატყვევებულიც კი, თავდაპირველი სინათლე მუდამ არსებობს.
ვიდექი ერთხელ ამენტის დარბაზებში და სიჩუმეში ვუსმენდი მეუფეთა სიტყვას, რომლებიც მღეროდნენ ციკლების სიმღერას, საზღვრებს გარეთ მიმავალი გზის გამხსნელს.
გამოჩნდა დიდებული გზა და ვიხილე საზღვრებს გარეთ არსებული.
ვიხილე ციკლების მოძრაობა. იმდენად ფართო, რის გადმოცემაც, მხოლოდ წ ყ ა რ ო ს არსს თუ შეუძლია.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თვით უსასრულობაც კი გარკვეული შეუცნობელი ბოლოსკენ მიისწრაფის.
დავინახე, რომ კოსმოსი არის წესრიგი და მოძრაობის ნაწილი, რომელიც მთელ სივრცეზეა გადაჭიმული. წესრიგთა წესრიგის ნაწილი, რომელიც მუდმივად მოძრაობს სივრცულ ჰარმონიაში.
ვიხილე ასევე ციკლების მოძრაობა, გაურკვეველი წრეების მსგავსი.
ყველაფერი არსებული, განუწყვეტელ ზრდაშია, რათა შეერიოს სხვა არსს, არსებულს დროისა და სივრცის შორეულ დაჯგუფებაში.
მივხვდი, რომ სიტყვა არის ძალა, რომელიც გააღებს ადამიანისთვის უხილავ ყოველ არსს.
ჭეშმარიტად, სიტყვებშიც კი ის ძალაა დაფარული, რომელიც გააღებს იმას რაც არის ზევით და ქვევით.
ყურადღებით იყავი, რადგან გიტოვებ სიტყვას, რომლის ჟღერადობაც ძალას მოგანიჭებს: წარმოთქვი სიტყვა „ზ ი ნ - უ რ უ“ (Zin-Uru) და ძალა შენთან იქნება. ასევე უნდა იცოდე, რომ ადამიანი სინათლიდან არის, ხოლო სინათლე ადამიანიდან.
ისმინე და შეიცანი საიდუმლო, რომელიც ყველაზე დიდია მზის ქვეშ არსებულ საიდუმლოთა შორის.
იცოდე, რომ ყოველი სივრცე, შედგება ერთმანეთში არსებული სამყაროებისგან, სადაც ერთი მდებარეობს მეორეში, მაგრამ ასევე გაყოფილი არიან კანონის მიერ.
ერთხელ, ღრმად დაფარული სიბრძნის ძებნისას, გავაღე კარიბჭე, რომელიც მათ ადამიანის თვალისგან ფარავს.
მივმართე არსებობის სხვა მონაკვეთს. მშვენიერს ადამიანის ასულებით. გამოვიძახე სივრცეების საზღვრებიდან, რათა ებრწყინა ადამიანების სამყაროში.
გველის დოლი გამოვიყენე. შევიმოსე იისფერ-ოქროსფერი მანტიით. წარბებზე ვერცხლის გვირგვინი დავიმაგრე. გარშემო კი კინოვარის წრე შემოვივლე.
ავწიე ხელები და წარმოვთქვი სიტყვა, რომელიც ათავისუფლებს საზღვრებს მიღმა არსებული ნაწილებისკენ მიმავალ გზას და ვიხმე სიმბოლოების მეუფეები: „ორი ჰორიზონტის მეუფეებო, სამმაგი კარიბჭის მცველებო, დადექით ერთი მარჯვნივ ხოლო მეორე მარცხნივ, მსგავსად ტახტზე მჯდომი ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი ს ა, რომელიც მართავს საკუთარ სიმბოლოს.
ბნელო პრინცო ა რ უ ლ უ (Arulu), გააღე ნისლით მოცული კარიბჭე და გათავისუფლე ის ვინც ტყვეობაში გყავს.
ისმინეთ, ისმინეთ, ისმინეთ ბნელო და ნათელო მეუფენო, თქვენი საიდუმლო სახელებით, რომლებიც ვიცი და შემიძლია წარმოვთქვა. ისმინეთ და დამემორჩილეთ.“
ავანთე გარშემორტყმული წრე და გამოვიძახე საზღვრებს გარეთ მდებარე ნაწილები.
სინათლის ასულო, აღდექი ა რ უ ლ უ დ ა ნ.
შვიდჯერ გავიარე ცეცხლში უჭმელმა და უსმელმა.
გიხმობ ა რ უ ლ უ-დან, ე კ ე რ შ ე გ ა ლ-ის (Ekershegal) რეალობიდან. გიხმობ სინათლის ქალბატონო.
ჩემს წინ ამოიზარდა ბნელი ფიგურები. მეუფე არულუს ფიგურები.
ამის შემდეგ, ჩამოეშვნენ ისინი და ჩემს წინაშე წარდგა სინათლის ქალბატონი.
ამიერიდან თავისუფალი იყო ის, რათა ეცხოვრა მზის სამყაროში, როგორც შუქის შვილს.
ისმინეთ და დაიმახსოვრეთ, მაგია ცოდნაა და ასევე კანონი.
ნუ გეშინიათ ძალის, რომელიც თქვენს შიგნით არის. ის კანონს ემორჩილება, ისევე, როგორც ცაში ვარსკვლავებს.
მათთვის, ვინც სიბრძნეს არ ფლობს, მხოლოდ მაგია არ არის კანონიერი.
იცოდე, რომ ცოდნის წყალობით, ყოველთვის შეგიძლია მიუახლოვდე ადგილს მზესთან.
ისმინეთ ჩემი სწავლება, ეძიეთ სინათლე.
ანათეთ ადამიანების სამყაროში და იყავით სხივი, რომელიც გზას აჩვენებს სხვებს.
მომყევით და შეისწავლეთ ჩემი მაგია, რის შემდეგაც ყველა ძალა თქვენ დაგემორჩილებათ თუ მოისურვებთ. ნუ შეგაშინებთ გზა, რომელიც ცოდნისკენ მიდის, მაგრამ ერიდეთ ბნელს.
ნათელი შენ გეკუთვნის. საკმარისია გადაყარო ბორკილები, ხელი გაიწოდო და გათავისუფლდები.
იცოდე, რომ შიშით მიჯაჭვული სული, საპყრობილეში ცხოვრობს მონობაში.
გაახილე თვალები და იხილე მზის ბრწყინვალება.
ნუ გეშინია, რადგან ყველაფერი შენ გეკუთვნის.
შიში ბნელი არულუს მეუფეა მათთვის, ვისაც არასოდეს ჩაუხედავს შიშისთვის თვალებში.
შიშის არსებობა მათი შექმნილია, ვინც საკუთარ შიშს ყავს შეპყრობილი.
გატეხეთ ბორკილები და ერთ სასწაულ დღეს შეაბიჯეთ ბრწყინვალე სინათლეში.
არასოდეს მიმართოთ ფიქრები წყვდიადისკენ და სამუდამოდ ერთიანი იქნებით სინათლესთან.
ადამიანი არის ის, რისიც სწამს - სიბნელის ძმა ან შუქის შვილი.
ამიტომ, შეაბიჯეთ ნათელში.
ისმინეთ და დაიმახსოვრეთ სიბრძნე. გამოიყენეთ სიტყვა, რომელიც მოგეცით.
გამოიყენე ის და ჭეშმარიტად იპოვით ძალას, სიბრძნეს და სინათლეს, რათა იაროთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ეძებეთ და იპოვეთ გასაღები, რომელიც მოგეცით და იქნებით შუქის შვილი სამუდამოდ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 15 2016, 02:47 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა XI
მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო)

(გასაღები იმისა, რაც არის მაღლა და დაბლა)


ქხემის შვილებო, ყურადღებით ისმინეთ სიტყვა, რომელიც სინათლესთან მიგიყვანთ.
მე ვიცნობდი თქვენ მამებს წარსულში. საუკუნეების განმავლობაში უკვდავი ვცხოვრობდი თქვენს შორის და მუდამ ვცდილობდი გამეთავისუფლებინეთ ღამის წყვდიადიდან.
იცოდეთ, რომ მე სრულად ვფლობ ცოდნასა და სიბრძნეს, რომელიც დასაბამიდან ადამიანისთვის ცნობილია. მე ვარ დიადი რასის საიდუმლოს მცველი და სიცოცხლის გასაღების მფლობელი.
ისმინეთ სიტყვები, რომელსაც გაწვდით და ამაღლდებით ნათელში.
შორეულ წარსულში, როდესაც პირველად ვესტუმრე თქვენ მიწას, გიხილეთ კლდის გამოქვაბულებში მცხოვრებნი.
აგამაღლეთ ჩემი სიბრძნის მეშვეობით, ვიდრე ერთხელაც არ გაანათეთ, როგორც ადამიანებმა, ადამიანებს შორის.
როდესაც გიპოვეთ, სრულიად უცოდინარ მდგომარეობაში იმყოფებოდით და მხოლოდ რამოდენიმე თქვენგანი განსხვავდებოდა ცხოველისგან.
ავანთე ცოდნის ნაპერწკალი თქვენში, სანამ ერთხელაც ცეცხლმა არ გაანათა თქვენში, ადამიანის მსგავსად.
გაწვდი სიბრძნეს, რომელიც შენი რასის ცნობიერების მიღმა მდებარეობს.
იცოდე, რომ ჩვენ, როგორც დიადი რასის წარმომადგენლები, ვფლობთ ცოდნას, რომელიც აღემატება შენსას.
ვარსკვლავით დაბადებული რასებისგან მიღებული ცოდნა, რომელსაც ვფლობთ, ბევრად აღემატება ადამიანისთვის ცნობილს.
ოდესღაც, მაღლიდან ჩამოსული სიბრძნის ოსტატები ესტუმრნენ ჩვენს მიწას. ოსტატები, რომლებიც იმდენად იდგნენ ჩვენზე მაღლა, რამდენად მაღლაც ჩვენ ვართ თქვენთან შედარებით.
გაძლევ სიბრძნეს, გამოიყენე ის და გათავისუფლდი.
ჩემს მიერ აშენებულ პირამიდაში ინახება გასაღები, რომელიც სიცოცხლის გზას გაჩვენებს.
გაავლე ხაზი დიდი გამოსახულებიდან, რომელიც ავაშენე, პირამიდის მწვერვალისკენ. შემდეგ მისი საპირისპირო ხაზი გაავლე იგივე კუთხითა და მიმართულებით. გათხარე და იპოვი დამალულ საიდუმლოს. საიდუმლოს, რომელიც დიდი ხნით ადრე დავმალე, ვიდრე თქვენ ადამიანები გახდებოდით.
მოგიყვებით ციკლების საიდუმლოზე, რომლებიც უცნაური მოძრაობებით გადაადგილდებიან.
არსებობს ცხრა ციკლი. ცხრა მაღლა და თოთხმეტი დაბლა, რომლებიც ჰარმონიულად მოძრაობენ შეერთების ადგილისაკენ, რომელიც მომავალში იქნება ხილული.
ციკლის მეუფეები ცნობიერების ერთეულები არიან, რომელიც გარესამყაროს მიერ არიან წარგზავნილი, რათა გააერთიანონ არსებული, ე რ თ მ თ ლ ი ა ნ თ ა ნ.
ისინი არიან უზენაესი, ყველა იმ ცნობიერებიდან, რომლებიც კანონთან ჰარმონიულად მოქმედებს. იციან მათ, რომ ოდესღაც ყველაფერი სრულყოფილებას მიაღწევს, აღარ იარსებებს ის რაც მაღლაა და აღარც ის რაც დაბლაა, რადგან ყველაფერი გახდება ე რ თ ი სრულ უსასრულობასა და ჰარმონიაში - სამყაროს ერთიანობაში.
ღრმად მიწისქვეშ, ამენტის დარბაზებში არსებობს შვიდი მეუფე და ასევე მეუფე მათ დაბლა. მაგრამ უკვე ცნობილია ჩემთვის რომ უსასრულობაში არ არსებობს ის რაც მაღლაა და ის რაც დაბლაა. მაგრამ არსებობს ერთი მთლიანი, მაშინ როდესაც ყველაფერი სრულყოფილია. ხშირად ვსტუმრობდი ამენტის და ვიდექი მეუფეების წინაშე. ხშირად შემისვამს სიბრძნის სასმისიდან, რომელსაც სინათლით აუვსია ჩემი სული.
ერთხელაც მომმართა ცხრის მეუფემ და გამანდო კანონის საიდუმლო:
„დიდებული ხარ დედამიწის შვილებს შორის, მაგრამ არსებობს შენგან დაფარული საიდუმლო. შენ იცი, რომ მოსულიხარ ამჟამინდელზე დაბლა მყოფი დრო და სივრციდან და გაემართები ამჟამინდელის საზღვრებს გარეთ მდებარე სივრცეში.
მაგრამ მხოლოდ მცირედია შენთვის საზღვრებს გარეთ მდებარე სივრცეების და საიდუმლოს შესახებ ცნობილი.
იცოდე, რომ შენ ერთიანი ცნობიერების უჯრედს წარმოადგენ. შენზე დაბლა მდგომი ცნობიერება იზრდება და ფართოვდება შენთვის უკვე ცნობილი გზებით. მიუხედავად იმისა რომ ის დაბლა მყოფ დროსა და სივრცეში არსებობს, მუდმივად ზრდაშია, განსხვავებით იმათგან, ვინც შენი ცხოვრების სურათის ნაწილი იყო. ის იზრდება შენი ზრდიდან გამომდინარე, მაგრამ არა შენნაირად.
ცნობიერება არ მისდევს წინამორბედების გზას, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი გამეორება და ამაო იქნებოდა. ყოველი ცნობიერება იმ ციკლში, რომელშიც არსებობს, მიყვება განვითარების საკუთარ გზას. კოსმოსის გეგმაში ყველას თავის როლი აკისრია. რაც უფრო შორეულია ციკლი, მით უფრო დიდია ცოდნა და კანონის შეცნობის შესაძლებლობები. ჩვენზე დაბლა არსებულ ციკლებში, კანონის მცირედი ნაწილები მოქმედებს, იმ დროს როდესაც ჩვენ, ამჟამინდელ ციკლში მივილტვით უსასრულობისკენ და ვქმნით ერთიანობის კანონს.
ყველა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ციკლებში. ყველა თავის სამუშაოს ასრულებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დაბლა არსებული ციკლი, სინამდვილეში არ არსებობს დაბლა, არამედ ფორმირებულია მხოლოდ აუცილებლობის გამო.
სიბრძნის წყარო, რომელიც ციკლების დასაწყისს უდებს სათავეს, დაუსრულებელი ძებნისას, ახალი ძალების შეძენაა. იცოდე, რომ ცოდნა მხოლოდ პრაქტიკით მიიღება, ხოლო სიბრძნე ცოდნიდან გამომდინარეობს. ამ გზით, კანონით იქმნება ციკლები.
ისინი წარმოადგენენ კანონის გეგმის ცოდნის მიღების საშუალებას, რომელიც ერთიანობის წყაროა. დაბლა მდებარე ციკლი, სინამდვილეში არ მდებარეობს დაბლა, არამედ უბრალოდ განსხვავდება დროსა და სივრცეში. იქ არსებული ცნობიერება მუშაობს მეტად და გამოვლინდება ნაკლებად ვიდრე თქვენ. იცოდე, რომ როგორც შენ მუშაობ, ისევე მაღალ შრეებში მცხოვრებნიც ირჯებიან და ექვემდებარებიან კანონებს. ციკლებს შორის სხვაობა მხოლოდ კანონთან მუშაობის შესაძლებლობებშია.
ჩვენ, შენი ცნობიერების მიღმა არსებული ციკლებიდან მოსულები, ვართ პირველები, ვინც პირველადი წყაროდან მოვიდა და გზად მივიღეთ შესაძლებლობა გამოვიყენოთ კანონი ბევრად მეტის, რომელიც საზღვრებს გარეთ არსებობს.
არ არსებობს სინამდვილეში არაფერი, რაც შენს დაბლა მდებარეობს. ეს ყველაფერი მხოლოდ კანონის განსხვავებული ქმედებაა. მიაპყრე მზერა მაღლა, თუნდაც დაბლა და მიხვდები, რომ ყველაფერი ერთია. ეს ყველაფერი კანონში არსებულ ერთიანობას წარმოადგენს.
შენზე დაბლა არსებული ცნობიერება, შენი ნაწილია, ისევე როგორც შენ წარმოადგენ ჩვენს ნაწილს. ბავშვობაში არ ფლობდი იმ ცოდნას, რომელიც ზრდასთან ერთად მიიღე. გაითვალისწინე, რომ ჩვენც ბავშვები ვართ, რომლებმაც წლებთან და ზრდასთან ერთად ცოდნა მიიღეს. ასევე ციკლების ცნობიერებებიც წარმოადგენს ბავშვებს, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, მაგრამ ყველაფერი, სიბრძნის ერთი წყაროდან გამომდინარეობს და ოდესღაც ბრუნდება უკან საწყისი სიბრძნისკენ.“
დიდი ხანი ვარსებობდით ამენტის სამყაროში და ვიცავდით სიცოცხლის ცეცხლს და წარმოვადგენთ ჩვენი ციკლების ნაწილებს.
ჭეშმარიტად ვიცით ჩვენ, რომ არაფერია სამყაროში მნიშვნელოვანი გარდა ზრდისა, რომლის მიღწევაც ჩვენ სულს შეუძლია. სხეული კი გარდამავალია. ის რასაც ადამიანები მნიშვნელობას ანიჭებენ და დიდებულად თვლიან, ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს. ის რასაც ჩვენ ვეძებთ არ არის სხეულიდან, არამედ სულის სრულყოფილ მდგომარეობას წარმოადგენს.
სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ, ადამიანები, მიხვდებით, რომ არაფერს, სულის განვითარების გარდა მნიშვნელობა არ აქვს, გათავისუფლდებით ყველა ბორკილისგან სამუდამოდ. მხოლოდ სრულყოფილებისაკენ სწრაფვით შეძლებ მიაღწიო მიზანს.
ამასთანავე უნდა იცოდე, რომ არაფერია სრულყოფილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი ეს, შენ მიზანსა და სწრაფვას უნდა წარმოადგენდეს.“
ამის შემდეგ, მუდმივ ძებნაში ვარ, რათა მივაღწიო ერთიანობის კანონში სრულყოფილებას.
მალე ჩავალ ამენტის დარბაზებში, ცივი სიცოცხლის ყვავილის ქვეშ.
შენ, რომელსაც გასწავლიდი მთელი ამ დროის მანძილზე, ვეღარ მიხილავ.
ყველაფერი, რასაც ადამიანი წარმოადგენს, მისი სიბრძნის შედეგია.
ყველაფერი, რაც ის გახდება, მისი მიზეზების შედეგია.
ამიტომ ისმინეთ და მიიღეთ ჩემი სიბრძნე და ამაღლდით ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით. აღმართეთ მზერა ცისკენ და მიეცით შუქს საშუალება აავსოს თქვენი სული.
იყავი ყველაფრის მფლობელი, რაც გარშემო გაკრავს.
შექმენი უფრო სრულყოფილი მოტივები და დროთა განმავლობაში გახდები სინათლის მზე, თავისუფალი ღამის ბორკილების მონობისგან.
მიმართე მზერა მზისკენ და დაე იყოს ეს შენთვის სიცოცხლის სიმბოლო.
იცოდე, რომ სხეულისგან თავისუფალ მდგომარეობაში, დიად სინათლეს წარმოადგენ.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 11:46 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა XII
(მიზეზის და შედეგის კანონი. წინასწარმეტყველების გასაღები)


ადამიანო, ისმინე ატლანტის ხმა და მიიღე მისი სიბრძნე.
დროისა და სივრცის კანონს დავეუფლე და შევიძინე მომავლის ცოდნა.
ვიხილე, რომ ადამიანი, დროსა და სივრცეში მოძრაობისას, გაერთიანდება ე რ თ ი ა ნ ო ბ ა ს თ ა ნ.
მომავალი დახურული წიგნია მხოლოდ მათთვის, ვინც კითხვა იცის.
ყველა შედეგი საკუთარ მიზეზს გამოავლენს, ისევე, როგორც ყველა შედეგი პირველ-მიზეზისგან მოდის.
იცოდე, რომ მომავალი არ არის ფიქსირებული და სტაბილური. ის იცვლება იმისდა მიხედვით, თუ მიზეზი როგორ წარმოაჩენს შედეგს.
შეხედე მოტივს, რომელიც უნდა მოიტანო მიმდინარეობისას და დაინახავ, რომ ყველაფერი არის შედეგი.
შენს მიერ მოტანილი შედეგი არის მიზეზი სხვა, ბევრად უფრო სრულყოფილი შედეგის.
მომავალი არასოდეს არის ფიქსირებული, არამედ მიჰყვება ადამიანის თავისუფალ ნებას და მოძრაობს დროსა და სივრცეში, მიზნისკენ, სადაც წარმოიქმნება ახალი დ რ ო.
ადამიანს, მომავლის წაკითხვა მხოლოდ იმ მიზეზების საშუალებით შეუძლია, რომლებიც შედეგებს წარმოქმნის.
ეძებე მიზეზთა კავშირი და შეძლებ შედეგის აღქმას.
როდესაც ვახსენებ მომავალს, ვგულისხმობ შედეგს, რომელიც მიზეზს მოჰყვება.
ადამიანი, თავის მიზნისკენ მოგზაურობის მანძილზე, მუდამ ცდილობს თავიდან აიცილოს ბნელი.
ღამის წყვდიადი, რომელიც ადამიანს მუდამ თან სდევს, ვარსკვლავზე გარშემოკრულ ჩრდილს წააგავს, ამიტომ საჭიროა ადამიანმა ვარსკვლავის მსგავსად ანათოს.
ბედი მას მუდამ წინ წაიყვანს, ვიდრე არ გახდება ის სინათლესთან ე რ თ ი ა ნ ი.
მართალია გზა ჩრდილებს შორის გადის, სინათლე მუდამ გაანათებს მის წინ.
შორს მომავალში, ვხედავ ნათელში მყოფ ადამიანის მოდგმას, თავისუფალს ბნელი ბორკილებისან.
მაგრამ ვიდრე ამას მიაღწევ, მრავალჯერ შეეხება ჩრდილი შენ მანათობელ სულს, რომელსაც თავისუფლება სწყურია.
მრავალსაუკუნოვანი დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ბნელსა და ნათელს შორის.
შორეულ მომავალში სინათლე ყველაფერს მოიცავს, ხოლოდ ბნელი დამარცხდება.
ამიტომ ისმინე ჩემი სიბრძნე და ნუ მოაქცევ საკუთარ სინათლეს ბორკილებში.
ადამიანი მაღლდებოდა და კვლავ ეცემოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ცნობიერების ახალი ტალღები მუდამ მიედინება ჩვენს დაბლა არსებული დიადი უფსკრულიდან მათი მიზნის მზის მიმართულებით.
თქვენ ცხოველზე ოდნავ მაღლა მდგომი მდგომარეობიდან მიაღწიეთ დღევანდელს, უდიადესს ადამიანთა შორის.
მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენამდე სხვები არსებობდნენ. ბევრად დიდებულები ვიდრე თქვენ.
და გეტყვით, რომ როგორც ისინი დაეცნენ ერთ დროს, იგივე მოგელით თქვენ და მოვა დასასრული.
და დედამიწაზე, რომელზეც თქვენ არსებობდით, იცხოვრებენ ბარბაროსები, რომლებიც თავიანთ გზას გაივლიან სინათლის მიმართულებით.
დავიწყებული იქნება ძველი სიბრძნე, მაგრამ ხალხისგან დაფარული კვლავ იარსებებს.
ქხემად წოდებულ მიწაზე, რასები აღმოცენდებიან და რასები დაეცემიან.
დავიწყებულ იქნებით ადამიანის მიერ, მაგრამ გადაინაცვლებთ საზღვრებსგარე სივრცეში და მოიტოვებთ უკან ადგილს, სადაც ცხოვრობდით.
ადამიანის სული, მუდმივ მოძრაობაშია. ის მიიწევს წინ, მიზნისკენ, რომელიც სინათლესთან ერთიანს ქმნის.
მუდამ წინ იმოძრავე, გადაადგილდი მიზეზის კანონითა და შედეგით, ვიდრე საბოლოოდ ორივე არ გახდება ერთი.
როდესაც შენ წახვალ, სხვები მოვლენ იქ, სადაც შენ ცხოვრობდი.
ცოდნა და სიბრძნე დავიწყებული იქნება და მხოლოდ ღმერთების ხსოვნაღა დარჩება.
როგორც მე წარმოვადგენ თქვენთვის ღმერთს, ასევე თქვენ იქნებით ღმერთები მომავალი რასებისთვის, რადგან თქვენი ცოდნა მათსაზე ბევრად მაღლა იდგება.
მაგრამ საუკუნეების მანძილზე კანონი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება ადამიანისთვის, მაშინ როდესაც მოინდომებს.
მომავალი საუკუნეები იხილავენ მათ სიბრძნის აღორძინებას, ვინც თქვენს ადგილს ჩაანაცვლებს.
ამჯერად ისინი შეეცდებიან სიბრძნის შეძენას და სინათლით სიბნელის განდევნას.
მაგრამ მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებენ სინათლის მოპოვებას.
სხვები, რომლებიც იქნებიან ბნელით მოცულნი, შეეცდებიან მათ შეფერხებას.
შემდეგ ადამიანისთვის დადგება დიდი ომის პერიოდი, რის შედეგადაც დედამიწა იწყებს ზანზარს და შეირყევა მისი მოძრაობა.
სწორედ ამ დროს დაიწყებს სიბნელის საძმო ომს ბნელსა და ნათელს შორის.
როდესაც ადამიანი კვლავ დაიპყრობს ოკეანეს, ჩიტისმაგვარი ფრთებით აფრინდება ცაში და ელვას შეაჩერებს, დაიწყება ბრძოლა.
უდიდესი ბრძოლა გაიმართება შავ და თეთრ ძალებს შორის.
ერები აღდგებიან ერების წინააღმდეგ და ბნელ გამანადგურებენ ძალას გამოიყენებენ.
ძლიერი იარაღი გაანადგურებს არემარეს, ვიდრე ადამიანის რასის ნახევარი არ ამოწყდება.
და სწორედ მაშინ ჩამოვლენ დილის შვილები და მისცემენ ადამიანებს მითითებას: „ადამიანებო, დაასრულეთ ერთმანეთის მტრობა. მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ სინათლემდე. მოიშორეთ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და მიჰყევით გზას, რომელშიც ყველა მართალი ხართ.“ ამის შემდეგ დასრულდება მტრობა ძმებში და მამა-შვილს შორის. და ჩემი ხალხის ძველი სახლი აღდგება ოკეანეების სიღრმიდან.
ამის შემდეგ დადგება ნათელი ხანა და ადამიანებს სინათლის საძმო გაუძღვება.
განდევნილ იქნება ღამის წყვდიადი.
ადამიანები ამაღლდებიან და გახდებიან შუქის შვილები.
ამ დიდებულ ხანაში, სიბრძნე და ცოდნა ადამიანის განკარგულებაში იქნება და მიუახლოვდება ის ცეცხლის მუდმივ წყაროს, საწყის ადგილს, რომელიც ამასთანავე ერთიანია ყველაფერ არსებულთან.
ყველაფერი შეადგენს ე რ თ ს და ე რ თ ი გახდება ყველაფერი. ადამიანი, როგორც კოსმოსის სრულყოფილი ცეცხლი, ვარსკვლავებს შორის გზას გაიკვალავს.
ის საზღვრებსაც გასცდება და მიაღწევს ვარსკვლავებს მიღმა არსებულ სივრცეებსაც.
დიდი ხანი მისმინეთ, დიდი სიბრძნე მიიღეთ და დროა დაგტოვოთ. მივდივარ ამენტის დარბაზებში, მაგრამ ჩემი სული მუდამ თქვენთან იქნება და გიჩვენებთ გზას.
დაიცავით და შეინახეთ მრავალი საიდუმლო, რომელსაც გიტოვებთ. მუდამ სიბრძნეს ესწრაფეთ და დაე მუდამ სინათლე იყოს თქვენი მიზანი.
ნუ მისცემთ სიბნელის ბორკილებს თქვენი სულის დატყვევების საშუალებას.
გტოვებთ, მივდივარ ამენტის დარბაზებში. დარჩით მუდამ ჩემ შვილებად, აწმყოსა და მომავალშიც. მოვა დრო და თქვენც გახდებით უკვდავნი და იცოვრებთ ადამიანებში შუქის შვილების სახით.
დაიცავით ამენტის დარბაზების შესასვლელი.
დაიცავით ის მრავალი საიდუმლო, რომელიც თქვენში დავმალე.
ნუ მისცემთ ბარბაროსებს საშუალებას დაეუფლონ დიდ სიბრძნეს, რომელიც დაგიტოვეთ.
მხოლოდ მათთვის შეინახეთ, ვინც სინათლეს ეძებს.
მივდივარ და გიტოვებთ კურთხევას. მიჰყევით ჩემ გზას და სინათლეს.
დაე თქვენი სული დიდებულ არსს შეერწყას.
მიეცით ცნობიერებას საშუალება გახდეს დიდებულ სინათლესთან ერთიანი.
მიხმეთ, როდესაც დაგჭირდებით.
ახსენეთ ჩემი სახელი სამჯერ ზედიზედ: ჩეკეტეტ არელიხ ვოლმალიტეს
(Chequetet, Arelich, Volmalites)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 30 2016, 12:59 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა XIII

(სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღები)

მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო)


ადამიანო, ისმინე ბრძნული სიტყვა, რომელიც განდევნის ღამეს.
დიდი სიბრძნე და საიდუმლო მოგიტანეთ, რომელიც მე თავის დროზე უძველესთაგან მივიღე.
როდესაც ერთიანობის საიდუმლოს ჩაწვდები, ყველაფერი ნათელი გახდება შენთვის, გაერთიანდები საიდუმლოს ოსტატებთან, სიკვდილის მპყრობელებთან და სიცოცხლის ოსტატებთან.
შეიცნობ სიცოცხლის ყვავილს, რომელიც ამენტის დარბაზებში ბრწყინავს.
მიაღწევ ამენტის სამყაროს და აღადგენ ცოდნას, რომელიც ნათელში არსებობს.
ძალისკენ მიმავალი კარიბჭე, არის საიდუმლო.
იცოდე, რომ სიცოცხლის კარიბჭესთან მიმავალი გზა, მხოლოდ სიკვდილზე გადის.
მხოლოდ, სიკვდილის არა იმ ფორმაზე, რომელის შენთვის ცნობილია, არამედ სიკვდილზე, რომელიც სიცოცხლის დასაწყისია და წარმოადგენს სინათლესა და ცეცხლს.
გინდა შეიცნო ღრმად დამალული საიდუმლო? ჩაიხედე გულში, სადაც დიდი ცოდნაა დამალული. სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლო.
ყურადღებით იყავი, რადგან უძველეს საიდუმლოს გაგიხსნი.
ღრმად დედამიწის გულში, დამალულია ყვავილი, სულის (Дух) წყარო, რომელიც თავის ფორმაში ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს და აერთიანებს.
დედამიწა სწორედ ისე ცხოვრობს სხეულში, როგორც შენ არსებობ შენ ფიზიკურ ფორმაში.
სიცოცხლის ყვავილი გავს შენი სულის (Дух) სამყოფელს. ის მიედინება ისევე, როგორც შენი სული მიედინება შენივე საკუთარ გარსში. ჩუქნის დედამიწას და მის შვილებს სიცოცხლეს და ანახლებს სულს (Дух) ფორმიდან ფორმამდე.
ეს სული შენი სხეულის ფორმაა, რომელიც საკუთარ ფორმას ღებულობს.
შენი ფორმა ორმაგია და გაწონასწორებულია პოლარულობის პრინციპით.
როდესაც სიკვდილი სწრაფად და მიზანმიმართულად მოემართება შენი მიმართულებით, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ წონასწორობა შერყეულია და ერთ ერთი პოლუსი დაკარგულია. არასოდეს შეგეხება სიკვდილი თუ შენი სხეული წონასწორობაშია. თვით შემთხვევითობაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ბალანსი დარღვეულია. როდესაც წონასწორობა მიღწეულია, სიცოცხლე არ შეწყდება და არასოდეს შეგეხება სიკვდილი.
გაწონასწორებული სისრულე ხარ, რომელიც არსებობს საკუთარი პოლუსების მეშვეობით. რადგან ერთერთი პოლუსი მიწისკენ არის მიმართული, სიცოცხლის წონასწორობა სწრაფად მიდის შენგან. შემდეგ მოდის სიკვდილი, ხოლო ცვლილება დაკარგულ ცხოვრების წონასწორობაში უნდა მოხდეს.
სიცოცხლის საიდუმლო ამენტის სამყაროში, პოლუსების წონასწორობის აღდგენის საიდუმლოა.
ყველაფერ არსებულს აქვს ფორმა და სიცოცხლე, რომელიც მისი სულის პოლუსებშია.
დედამიწის შუაგულში მდებარეობს წონასწორობა, რომელიც აბალანსებს ყველაფერ არსებულს პლანეტაზე. შენი სულის წყარო, სწორედ მიწიდან იღებს ენერგიას, რადგან ფორმაში, ერთიანი ხარ მიწასთან.
როდესაც წონასწორობის შენარჩუნებას ისწავლი, მაშინ შეძლებ მიიღო ენერგია დედამიწის წონასწორობიდან.
იარსებებ იქამდე, ვიდრე დედამიწა იარსებებს და ფორმას შეიცვლი მაშინ, როდესაც დედამიწა შეიცვლის ფორმას - პლანეტასთან ერთიანი, არსებული თავდაპირველ ფორმაში. ისმინე, გიხსნი საიდუმლოს, რათა შეძლო ცვლილებების თავიდან აცილება.
ყოველ დღე, ერთი სათის განმავლობაში უნდა იწვე თავით დადებითი პოლუსის (ჩრდილოეთი) მიმართულებით.
ყოველ დღე, ერთი საათი უნდა იწვე თავით უარყოფითი პოლუსის (სამხრეთი) მიმართულებით.
სანამ შენ თავი ჩრდილოეთის მხარეს არის მიმართული, მოაქციე ცნობიერება თავსა და მკერდს შორის მდებარე არეში.
ვიდრე თავი მიმართული იქნება სამხრეთისკენ, ცნობიერება მკერდსა და ფეხებს შორის სივრცეში მოაქციე.
ყოველ შვიდეულში იყავი წონასწორობის მდგომარეობაში და შენი ბალანსი შეინარჩუნებს ძალას. (“Hold thou in balance once in each seven“).
თუ ხანში შესული ხარ, შენი სხეული გაახალგაზრდავდება.
ეს საიდუმლოა, რომელიც ოსტატებისთვის არის ცნობილი. ამ გზის ისინი სიკვდილს ირიდებენ თავიდან.
ნუ გადაუხვევ ჩემს მიერ მითითებული გზიდან, რადგან როდესაც შენი ასაკი ას წელიწადს გადაცდება, ეს სიკვდილის მოსვლის მაჩვენებელი იქნება.
შეინარჩუნე ბალანსი და დარჩი ცოცხალი სიცოცხლეში.
როდესაც საქმეს დაასრულებ, ისურვე და შეძლებ გადაინაცვლო სხვა პლანზე, სადაც დილის მნათობები ბინადრობენ, როგორც შუქის შვილები. წადი ტკივილისა და წუხილის გარეშე იქ სადაც უსასრულო და მარადიული სინათლე სუფევს.
თავდაპირველად იწექი სიმშვიდეში, თავით აღმოსავლეთისაკენ.
დაიკრიფე ხელები სიცოცხლის წყაროზე (მზის წნული).
მოათავსე ცნობიერება სიცოცხლის ადგილსამყოფელში.
დაატრიალე ის და გაყავი ორ ნაწილად - ჩრდილოეთად და სამხრეთად.
გაგზავნე ერთი ნაწილი ჩრდილოეთისკენ.
გაგზავნე მეორე ნაწილი სამხრეთისკენ.
მოადუნე სხეული.
ამაღლდება შენი ვერცხლისფერი ნაპერწკალი დილის მნათობთან და შეერევა სინათლეს.
იქ ის ცეცხლის სახით იარსებებს ვიდრე ს უ რ ვ ი ლ ი არ გაჩნდება.
შემდეგ დაუბრუნდება თავის ადგილს ფორმაში.
იცოდე, რომ ამ გზით მიდიან დიადი სულები და იცვლებიან ცხოვრებიდან ცხოვრებამდე საკუთარი სურვილით.
ყოველთვის ამ გზით მიდის ავატარი და ფლობს საკუთარ სიკვდილს ისევე, როგორც ხელმწიფებს სიცოცხლეზე.
[გასაღები, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სულმა მახსოვრობა და გადაიტანოს შემდეგ ინკარნაციაში]
შეიცანი დროის საიდუმლო.
მათ, ვისაც ოსტატებს ეძახი, წინა ცხოვრება ახსოვთ.
უდიდესი საიდუმლო, რომლის მსუბუქად დაქვემდებარებაც კი საშუალებას მოგცემთ იბატონოთ დროზე და მართოთ ის.
როდესაც სიკვდილი სწრაფად მოგიახლოვდება, ნუ შეშინდები, რადგან შენ სიკვდილის მმართველი იქნები.
მოადუნე სხეული და ნუ შეეწინააღმდეგები დაძაბულობას.
მოათავსე გულში სულის ცეცხლი.
სწრაფად გადაიტანე ის სამკუთხედის არეში, წამიერად შეინარჩუნე და შემდეგ განაგრძე მიზნისკენ მოძრაობა.
მიზანი - ეს არის ადგილი წარბებს შორის. ადგილი, სადაც ცხოვრების ხსოვნა უნდა შენარჩუნდეს წონასწორობაში.
შეინარჩუნე ცეცხლი ტვინის არეში იქამდე, ვიდრე სიკვდილი არ შეეხება შენ სულს.
შემდეგ, როდესად გასასვლელ მდგომარეობას გაივლი, სიცოცხლის მახსოვრობაც იგივეს გააკეთებს.
ამის შემდეგ, წარსული და მომავალი გახდება ერთი.
იქნები წარსულში დაბრუნებისგან თავისუფალი.
წარსულის მოვლენები იარსებებს დღევანდელ ცხოვრებაში.
ისმინე ჩემი სიტყვები და იცხოვრებ საუკუნეების განმავლობაში ისე, როგორც ვცხოვრობ მე.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 10 2016, 09:56 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურმუხტის ფილა XIV

მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო


ისმინე დაფარული სიბრძნე, რომელიც დავიწყებას მიეცა.
იცოდე, რომ ეს მიწა (დედამიწა?) სხვა არაფერია თუ არა უხილავი ძალების მიერ დაცული კარიბჭე.
სიბნელის მეუფეებმა დამალეს ზეციური მიწისკენ მიმავალი შესასვლელი.
არულუსკენ მიმავალი გზა ბარიერებით არის დაცული, რომლებიც მხოლოდ შუქით დაბადებულისთვის არის ღია.
მე, დედამიწაზე, წმინდა მიწისკენ მიმავალი კარიბჭის გასაღების მცველი ვარ.
ჩემზე მაღლა მდგარი ძალების მიერ მქონდა ნაბრძანები გასაღები ადამიანებისთვის დამეტოვებინა.
წასვლამდე გაგანდობ საიდუმლოს, რომელიც საშუალებას მოგცემს გაარღვიო წყვდიადის ბორკილი, გათავისუფლდე და აღდგე სიბნელიდან სინათლეში.
იცოდე, რომ სხეული სიბნელისგან უნდა განიწმონდოს, ვიდრე სინათლეში შეაბიჯებ.
ამ გზით ვამტკიცებ თქვენს შორის ყველაფერ იდუმალს, რომ ყველანაირი საიდუმლოს პოვნა მოხერხდეს მომავალში.
მართალია, შესაძლებელია ადამიანი სიბნელემ მოიცვას, მაგრამ მისი გამცილებელი მუდამ სინათლე იქნება.
ბნელში დაფარული, სიმბოლოებით მოცული გზა, ყოველთვის ნაპოვნი იქნება. მომავალში ადამიანი უარყოფს საიდუმლოებებს, მაგრამ ის ვინც ეძებს, ყოველთვის იპოვის.
გიტოვებ ყველა ჩემ საიდუმლოს, გახსნილს მხოლოდ მათთვის, ვისაც გამოცდი, რათა წმინდა არ შეილახოს და ჭეშმარიტების ძალამ იზეიმოს.
ყურადღებით იყავი სიმბოლოების მიმართ, რომელსაც გადმოგცემ.
არსებობს ორი მხარე (ტერიტორია), ამ ცხოვრებასა და იმ დიდებულს შორის, სადაც არსებობენ მოხეტიალე სულები, რომლებიც ამ სამყაროს დატოვებენ. დ უ ა ტ ი - ილუზიის ძალების საარსებო ადგილი; ს ე ქ ხ ე თ ხ ე თ ს ფ ე თ, ღმერთების სახლი.
ო ს ი რ ი ს ი - მცველის სიმბოლო, რომელიც უკან აბრუნებს დაუმსახურებელ სულებს.
ამ ყველაფრის გარეთ არსებობს ცის გაჩენილი ძალების საარსებო, ა რ უ ლ უ. ადგილი სადაც დიდებულები წავიდნენ.
როდესაც ადამიანებს შორის ჩემი მისია დასრულდება, მეც მათ შევუერთდები.
დიადი სახლის შ ვ ი დ ი სასახლე. ყოველი სახლის კარიბჭეს, ბნელისგან იცავს ს ა მ ი.
თ ხ უ თ მ ე ტ ი გზა მიდის დუატისკენ.
ილუზიის მეუფის თ ო რ მ ე ტ ი სახლი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ოთხი მხარისკენ მიმართული.
ო რ მ ო ც დ ა ო რ ი - დიდებული სულები, რომლებიც სამსჯავროს აწყობენ კარიბჭისკენ მიმავალ მკვდრებზე.
ჰ ო რ უ ს ი ს ოთხი ვაჟიშვილი. ო რ ი - მცველი აღმოსავლეთისა და დასავლეთის.
ი ს ი დ ა - დედა, რომელიც შვილებზე ლოცულობს. მთვარის დედოფალი, მზის ამრეკლავი.
ბ ა - არსი, რომელიც მუდამ ცოცხალია.
კ ა - ჩრდილი, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის სახით იცნობს.
ბ ა არ მოდის ვიდრე კ ა არ იქნება ხორცშესხმული.
ეს არის საიდუმლო, რომელიც საუკუნეების მანძილზე უნდა იყოს შემონახული.
ისინი სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღებს წარმოადგენენ.
ეხლა კი საიდუმლოთა საიდუმლო - წრე, საწყისის გარეშე და უსასრულო. ფორმა მისი, ვინც ყველაფერში ერთიანობას წარმოადგენს.
ისმინე, შეიცანი და გაიარე გზა, რომელსაც მე გავივლი.
საიდუმლოთა საიდუმლო, რომელიც მხოლოდ შუქით დაბადებულისთვის არსებობს. საიდუმლოთა საიდუმლო, რომელსაც გაგიხსნი.
ეს იქნება საიდუმლო განდობილთათვის, ხოლო სხვებისთვის კარიბჭე დახურული იქნება.
ს ა მ ი - ეს დიდებულიდან მოსული საიდუმლოა.
ისმინე და გადმოვა შენზე სინათლე.
პირველადში, არსებობს სამი ერთიანობა.
არავის მათ გარდა არსებობა არ შეუძლია.
ისინი წარმოადგენენ ბალანსს, ქმნადობის წყაროს: ერთი ღმერთი, ერთი ჭეშმარიტება, თავისუფლების ერთი ცნება.
სამნი, გამოდიან სამი წონასწორობიდან (ბალანსიდან): მთელი ცხოვრება, მთელი სიკეთე, მთელი ძალა.
ღმერთის სამი დამახასიათებელი, მის შუქის სახლში: უსასრულო ძალა, უსასრულო სიბრძნე, უსასრულო სიყვარული.
ოსტატების მიერ მინიჭებული სამი სახის ძალა: ბოროტების გარდაქმნა, სიკეთესთან ურთიერთქმედება, განსხვავების გავრცელება.
არსებობს სამი რამ, რასაც ღმერთები ყოველთვის ასრულებენ: ავლენენ ძალას, სიბრძნეს და სიყვარულს.
ძალის სამი გამოვლინება ქმნის ყოველ არსს: ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც სრულყოფილ ცოდნას ფლობს. ღვთაებრივი სიბრძნე, რომელიც ყველა შესაძლო საშუალებას ფლობს. ღვთაებრივი ძალა, რომელსაც ღვთაებრივი სიყვარულის და სიბრძნის თავისუფალი ერთიანობა ფლობს.
არსებობის სამი წრე (ან მდგომარეობა) - სინათლის წრე, სადაც მხოლოდ ღმერთი არსებობს, და მხოლოდ ღმერთი ეტევა მასში. ქაოსის წრე, სადაც ყველაფერი სიკვდილიდან წარმოიშობა. გაცნობიერების წრე, სადაც ყველაფერი სიცოცხლიდან მომდინარეობს.
ყველა სულიერი იმყოფება ყოფიერების სამ მდგომარეობაში.
ქაოსი ან სიკვდილი, ადამიანური თავისუფლება და ზეციური ნეტარება.
სამი აუცილებლობა აკონტროლებს ყოველ არსს: დიადი უფსკრულის საწყისი, ქაოსის წრე და სიმრავლე ზეცაში.
სამი მიზანი აქვს სულს: ადამიანი, თავისუფლება, სინათლე.
სამი დაბრკოლება: ცოდნისკენ მისწრაფების ნაკლებობა, ღმერთთან სიახლოვის არქონა, ბნელ ძალაზე მიჯაჭვულობა.
ადამიანში გამოვლინებულია ს ა მ ი.
სამი მეფე იმ ძალისა, რომელიც მის შიგნით არის.
ადამანის სხეულის ს ა მ ი სამყოფელი სიბრძნისა, ნაპოვნი და ამასთანავე შეუცნობელი.
ვინც თავისუფალია, ის ბორკილებისგან თავისუფლდება და ცხოვრობს ნათელში.
საჭიროა მთელი სამყაროს წყაროს ცოდნა გაიხსნას.
თვით არულუს კარიბჭეც არ უნდა იყოს დახურული.
მხოლოდ ზეცის ბინადრები გაივლიან წმინდა ცეცხლში.
ზეცის ყოველი შემობრუნებისას ბანაობენ ისინი სინათლის შადრევნებში.
გახსოვდეს, რომ შორეულ წარსულში, ვიდრე ადამიანად დაიბადებოდი, უძველეს ატლანტიდაში ვცხოვრობდი.
ატლანტის ტაძარში, შევსვი სიბრძნის სასმისი, შუქის სახით მჩქეფარე შადრევნიდან.
ტახტზე მოელვარე ცეცხლის ყვავილის წინაშე წარვდექი, რომელიც სიბნელით იყო დაფარული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ბრწყინვალება გაანადგურებდა ჩემ სულს.
მისი ზედა ნაწილიდან ცეცხლის ოთხი ალი გამოედინებოდა, ხოლო ქვედა ნაწილიდან - ღრუბლის ოთხი არხი.
ზეციურმა სულებმა აავსეს დარბაზი.
მოელვარე ცეცხლიდან ცისარტყელას მსგავსად გაჩნდნენ სულები.
შემდეგ, ცეცხლიდან გაისმა ხმა: „იხილეთ პირველმიზეზის დიდება.“ და ვიხილე შუქი, ბნელზე მაღალი, არეკლილი ჩემივე არსში.
მე მივაღწიე ღმერთების ღმერთს, მზის სულს (Дух), მზის სფეროს მბრძანებელს.
კვლავ გაისმა ხმა: „არსებობს ერთიანი, უფრო მეტიც - პირველი, დასაწყისისა და დასასრულის არმქონი; ყოველი არსის შემოქმედი, ყოველივეს მმართველი, სამართლიანი, მაცოცხლებელი.“ შემდეგ ტახტიდან გადმოვიდა ნათება, რომელმაც ჩემი სული სრულად მოიცვა.
გავიქროლე ზეცის სივრცეში, გამიხსნეს საიდუმლოთა საიდუმლო, კოსმოსის საიდუმლო გული.
მიმიყვანეს არულუს მიწაზე და ვიდექი მეუფეთა წინ მათ სახლებში.
გააღეს კარიბჭე, რათა პირველადი ქაოსი მეხილა. საშინელების დანახვისას ჩემი სული შეიკუმშა.
შემდეგ ვიხილე ბარიერების და არულუს მეუფეების აუცილებლობა. მხოლოდ მათ შეუძლიათ უსასრულო ძლაუფლებით ქაოსს აღუდგნენ წინ.
მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან ღმერთის ქმნილება.
შემდეგ გავიარე რვის წრეში.
ვიხილე ყველა სული, რომელმაც სიბნელე დაამარცხა.
ვიხილე იმ შუქის ბრწყინვალება, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.
ვისურვე მათი ბედი, მაგრამ ასევე მსურდა გამეგრძელებინა ის გზა, რომელიც ამენტის დარბაზებში ავირჩიე.
გამოვემართე არულუს სამყაროდან მიწაზე, იქ სადაც ჩემი სხეული განისვენებდა.
აღვდექი და დავდე პირობა, რომ უარს ვიტყოდი ჩემ დიდებულ უფლებებზე, ვიდრე დავალებას ბოლომდე არ შევასრულებდი და დედამიწაზე სიბნელის ერა არ ჩაივლიდა.
ისმინე, ადამიანო, სიტყვები, რომელშიც სიცოცხლის არსს იპოვი.
დაიცავი საიდუმლოთა საიდუმლო და სიმბოლოებში დამალე, რადგან გახდეს გაუცნობიერებელი ადამიანის დაცინვის და უყურადღებობის საგანი.
ყველა მიწაზე შექმენი საიდუმლო.
მძებნელის გზა გაართულე.
ამ გზით სუსტები და მერყევები ჩამოშორდებიან.
ამდაგვარად დაცული და დაფარული იქნება ყველა საიდუმლო, როდესაც ბორბალი მოტრიალდება.
ბნელი პერიოდის მანძილზე, ჩემი სული ღრმად დაფარულ მიწაზე დარჩება, დაიცდის და დააკვირდება.
როდესაც მოსწავლე ყველა გამოცდას გაივლის, მიხმე გასაღებით, რომელსაც ფლობ და მოვალ ღმერთების დარბაზიდან ამენტის სამყაროში. ამ დროს მივიღებ ხელდასმულს და გავანდობ სიტყვის ძალას.
დაიმახსოვრე ეს სიტყვები - ნუ მომიყვან მას, ვინც არ ფლობს სიბრძნეს, უწმინდური გულით ან სუსტი მიზნების მქონეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოგართმევ ჩემი გამოძახების უფლებას.
გაემართე და დაიპყარი სიბნელის ელემენტები.
აამაღლე შენი სინათლის არსი.
ეხლა კი გაემართე და მოიყვანე შენი ძმები, რათა მათაც გავუზიარო სიბრძნე, რომელიც გაანათებს შენს გზას, როდესაც თქვენს შორის აღარ ვიქნები.
მოდი ოთახში, რომელიც ჩემი ტაძრის ქვეშ მდებარეობს.
ნუ მიიღებ საჭმელს, ვიდრე სამი დღე არ გავა.
იქ გადმოგცემ სიბრძნის არსს, რომლის მეშვეობითაც განათდები ადამიანთა შორის.
იქ გადმოგცემ საიდუმლოს, რომლის მეშვეობითად ამაღლდები ცაში - ჭეშმარიტად, ადამიანი-ღმერთი გახდები.
ეხლა კი წადი და დამტოვე. მოვიხმობ მათ ვინც შენთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ჯერ არ იცნობ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 10 2016, 10:04 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დამატებითი ზურმუხტის ფილა XV

მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(საიდუმლოთა საიდუმლო)


შეკრებილხართ, რათა იხილოთ საიდუმლოთა საიდუმლო, რომელიც მოგანიჭებთ ძალას გააღვიძოთ ადამიანი-ღმერთი და მიიღოთ სამუდამო სიცოცხლე.
ისმინეთ, არ დაგიმალავთ, არ გავხვევ საიდუმლოს დაფარულ სიტყვებში და გაგიხსნით მას.
გაგანდობთ საიდუმლოს იმ ჯაჭვისა და ბორკილების შესახებ, რომლითაც დედამიწის სფეროს ხართ მიჯაჭვული.

სიბნელე და სინათლე - ერთი ბუნების ორი ენერგიაა, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან ერთი წყაროსგან წარმოიშვა ორივე.
სიბნელე არეაულობაა.
სინათლე წესრიგი.
გარდაქმნილი სიბნელე - სინათლის ნათელია.
ეს თქვენი გზაა, ჩემო შვილებო - გარდაიქმნათ ბნელიდან ნათელში.

ისმინე სიცოცხლის კანონის შესახებ და მის დედმიწასთან დამოკიდებულებაზე.
იცოდე, რომ სამგვარი ბუნება გაქვს - ფიზიკური, ასტრალური და მენტალური.
ყოველი ბუნების სამი გამოვლინება; საერთო ჯამში ცხრა - როგორც ზევით, ისე ქვევით.
ფიზიკურ პლანზე, არსებობს არხები, მოძრავი სისხლით, რომელიც მოქმედებს გულზე, რათა ის ფეთქავდეს.
მაგნეტიზმი რომელიც ნერვულ დაბოლოებებში მოძრაობს, ენერგიით ამარაგებს ქსოვილსა და უჯრედებს.
აკასა, თხელია და არხებში მიედინება.
სამივე ურთიერთმოქმედებაშია და ზემოქმედებს სხეულზე.
ისინი ქმნიან ჩონჩხისმაგვარ გარსს, რომელშიც ეთერი მიედინება.
მათი ფლობა წარმოადგენს სიცოცხლის საიდუმლოს.
ის მხოლოდ ადეპტის სურვილის მიხედვით იხსნება. როდესაც აქტუალური ცხოვრების მიზანი მიღწეულია.
სამი ბუნება აქვს ასტრალს და მდებარეობს ზევითას და ქვევითას შორის. შუალედია ის.
არც სულიერია, არც ფიზიკური, მაგრამ გადაადგილდება ორივე მიმართულებით.
სამი ბუნება აქვს გონს და წარმოადგენს უმაღლესის გამოვლინებას. შენი ცხოვრების მიზეზების და შედეგების განმსაზღვრელს.
ამდაგვარად ფორმირდება სამმაგი (სამის შემადგენლობით) არსება, მაღლამიმართული, ოთხის ძალით.
ადამიანის სამმაგი ბუნების მიღმა კი არსებობს მისი რეალური სულიერი ჭეშმარიტება.
ოთხი ბუნება აქვს მას, რომლებიც არსებობის ყველა პლანზე ბრწყინავს, მაგრამ ერთიანობაში წარმოადგენენ ცამეტს, მაგიურ რიცხვს.
დაფუძნებული ადამიანის შესძლებლობებზე - ძმები:
ყოველი მათგანი არსის გახსნას ემსახურება და დ ი ა დ ი ს არხს წარმოადგენს.
ადამიანი დედამიწაზე ბორკილებშია - დროსა და სივრცის მეშვეობით მიჯაჭვულია მიწიერ პლანს.
ვიბრაციის ტალღა, რომელიც ყოველ პლანეტას გარს აკრავს, ადამიანს მიჯაჭვულობაში ამყოფებს საკუთარ გამომჟღავნების პლანზე.
გასაღები თვით ადამიანშია. მის შიგნით შეიძლება თავისუფლების პოვნა.

როდესაც შენს არსს გაათავისუფლებ სხეულისგან, ამაღლდი შენი მიწიერი პლანის ყველაზე შორეულ საზღვრებში.
ამ დროს, დროებით, შენი სინათლე ამაღლებული იქნება და თავისუფლად შეძლებ სივრცის ბარიერების გადალახვას.
დროებით, ნახევარი მზის მანძილზე (6 საათი), შეძლებ, გადალახავ ბარიერებს და შეიცნობ მათ ვინც შენზე მაღლა დგას.
ჭეშმარიტად შეძლებ უმაღლესი სამყაროების გავლას და იხილავ შენთვის მისაწვდომ სიმაღლეებს.
შებოჭილი და დატყვევებული ხარ სხეულში, მაგრამ ძალას შეუძლია გაგათავისუფლოს.
ეს საიდუმლოა, რომლის დროსაც თავისუფლება შეცვლის მონობას:

დაე შენი გონება იყოს მშვიდ მდგომარეობაში.
სხეული იყოს სიმშვიდეში და მხოლოდ სხეულისგან თავისუფლება გააცნობიერე.
მთელი შენი არსის კონცენტრაცია მიმართე ძიების მიზნისაკენ.
კვლავ იმაზე იფიქრე რომ გათავისუფლდები.
იფიქრე სიტყვაზე - La-um-I-l-gan - მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც ჩემს სიბრძნეს ეძებს, მიცურავენ ბგერით (ხმით) შენი მისწრაფების ადგილებისკენ.
ბორკილებისგან თავისუფლები.

გიტოვებ საიდუმლოთა შორის საიდუმლოს - გზას, თუ როგორ უნდა შეხვიდე ამენტის დარბაზებში, უკვდავების ადგილზე, როგორც მე გავაკეთე ეს და წარვდექი მეუფეთა წინაშე.

დაწექი და მოადუნე სხეული.
სუფთა უნდა იყოს შენი გონება და მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დამარცხდები.
დაინახე ამენტი ისე, როგორც ის მე აგიღწერე ფილებზე.
მთელი გულით ისურვე იქ ყოფნა.
წარსდექი შენი გონებით მეუფეების წინაშე.
გონებაში წარმოთქვი სიტყვა, რომელსაც გაძლევ - Mekut-el-shab-el hale-zur-benel-
zabrut Zin-efrim-Quar-el..
მოადუნე სხეული და გონება.
და დარწმუნებული იყავი, რომ უხმობენ შენ სულს.

ეხლა კი მოგცემ შამბალას გასაღებს. ადგილისას, სადაც ჩემი ძმები ცხოვრობენ წყვდიადში: წყვდიადში, რომელიც სინათლით არის სავსე - მიწის სიბნელე, მაგრამ სულის სინათლე იქნება შენი თანმხლები, როდესაც ჩემი დღეები დასრულდება.

მოათავსე სხეული ისე, როგორც გასწავლე.
მიდი ღრმად დაფარული ადგილის საზღვრებამდე.
დადექი კარიბჭისა და მისი მცველების წინ.
უბრძანე მათ შეშვება, შემდეგი სიტყვებით - „მე სინათლე ვარ და არ არის ბნელი ჩემში.
თავისუფალი ვარ ღამის ბორკილებისგან.
გააღე ოცდაერთის გზა, რათა შევძლო სიბრძნის სამეფოში შესვლა.“
თუ ისინი უარზე იქნებიან, რაც სავარაუდოდ მოხდება კიდეც, შემდეგი სიტყვებით უბრძანე: „მე სინათლე ვარ და არ არსებობს დაბრკოლება ჩემთვის. საიდუმლოს საიდუმლოს მეშვეობით გიბრძანებთ გააღოთ - Edom-el-ahim-Sabbert-Zur adom .“
თუ შენი სიტყვები იყო ჭეშმარიტი, ყველა დაბრკოლება გაქრება.
ეხლა კი გტოვებთ, ჩემო შვილებო.
მივემართები დარბაზებისკენ დაბლა, ასევე მაღლა.
დაიმსახურეთ ჩემი მიმართულებით მომავალი გზა.
და ჭეშმარიტად გახდებით ჩემი ძმები.
ამ გზით ვამთავრებ წერას და დაე, გასაღებად ემსახუროს ის ყველას, ვინც შემდეგ მოვა.
რადგან მათთვის ვარ გასაღები და მიზანი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
past
post Mar 7 2016, 12:49 AM
Post #20


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 27
Joined: 29-December 15
From: Now, here
Member No.: 7,476

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



XIV-ში რომ არის ეს ნაწილი, რაღაც დაშიფრულია? იცით ვინმემ რამე ამის შესახებ?

"ყურადღებით იყავი სიმბოლოების მიმართ, რომელსაც გადმოგცემ.
არსებობს ორი მხარე (ტერიტორია), ამ ცხოვრებასა და იმ დიდებულს შორის, სადაც არსებობენ მოხეტიალე სულები, რომლებიც ამ სამყაროს დატოვებენ. დ უ ა ტ ი - ილუზიის ძალების საარსებო ადგილი; ს ე ქ ხ ე თ ხ ე თ ს ფ ე თ, ღმერთების სახლი.
ო ს ი რ ი ს ი - მცველის სიმბოლო, რომელიც უკან აბრუნებს დაუმსახურებელ სულებს.
ამ ყველაფრის გარეთ არსებობს ცის გაჩენილი ძალების საარსებო, ა რ უ ლ უ. ადგილი სადაც დიდებულები წავიდნენ.
როდესაც ადამიანებს შორის ჩემი მისია დასრულდება, მეც მათ შევუერთდები.
დიადი სახლის შ ვ ი დ ი სასახლე. ყოველი სახლის კარიბჭეს, ბნელისგან იცავს ს ა მ ი.
თ ხ უ თ მ ე ტ ი გზა მიდის დუატისკენ.
ილუზიის მეუფის თ ო რ მ ე ტ ი სახლი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ოთხი მხარისკენ მიმართული.
ო რ მ ო ც დ ა ო რ ი - დიდებული სულები, რომლებიც სამსჯავროს აწყობენ კარიბჭისკენ მიმავალ მკვდრებზე.
ჰ ო რ უ ს ი ს ოთხი ვაჟიშვილი. ო რ ი - მცველი აღმოსავლეთისა და დასავლეთის.
ი ს ი დ ა - დედა, რომელიც შვილებზე ლოცულობს. მთვარის დედოფალი, მზის ამრეკლავი.
ბ ა - არსი, რომელიც მუდამ ცოცხალია.
კ ა - ჩრდილი, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის სახით იცნობს.
ბ ა არ მოდის ვიდრე კ ა არ იქნება ხორცშესხმული.
ეს არის საიდუმლო, რომელიც საუკუნეების მანძილზე უნდა იყოს შემონახული."


--------------------
See you in lucid dreams
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:31 AM